განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2582-19
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - დ-------------–---–-ს, ა-–----------------ის,ბრალდებულ - ნ--------------ს,ადვოკატ - ნ----------–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ-----–--–---------–----------ს (დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული-საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, დაოჯახებული, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–------------------------------------------------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; იმავე კოდექსის 19,25, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 18,25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ--------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; იმავე კოდექსის 19,25, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 18,25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:
მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების - ბ--------------–---–-ს, ნ-----------–---–-ს, გ--------–-----–--ს, ა-----–------------ის, ს--------------------–---–-ს, გ-------------------–---–-ს, ნ--------------–---–-ს, ნ-------------–---–-ს, გ---------–---------–----ს, ნ--------------ის, ა------–-–---–ის, გ---------------–-----ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ნ--------------ს მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით; ვიდეოჩანაწერებით; შპს „აეროსოფტის“ წერილით და ოქმით; სს „ს--–------ს“ წერილით, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნ--------------მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შესაძლოა დიდი ოდენობით ზიანი გამოეწვია. მანვე ჩაიდინა, ქურდობის მცდელობის ორგანიზება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ორგანიზება, ჩადენილი არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შესაძლოა დიდი ოდენობით ზიანი გამოეწვია და ჩაიდინა ქურდობის მომზადების ორგანიზება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მომზადების ორგანიზება, ჩადენილი არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით.
ნ--------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 08 მაისიდან - 09 მაისის ჩათვლით დროის პერიოდში, თ---–--–---------------–-----------------------–---------------------ში, ბ--------------–---–-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევ ნ--------------ს ორგანიზებით, შეიკრიბნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: თ---------------, ნ-----------–---–-, უ----------–---–- და რ-------------–--------. ბ---------–---–-სა და ნ----------ს მითითებით, უ--------–---–სა და რ-----–------ვს უნდა გაექურდათ თბილისში, ნ-----–-------------–---–-------------–ი მდებარე მაღაზია „აისთორი“, რაშიც მათ დახმარებას გაუწევდნენ: ნ-----------–---–- და თ---------------. კერძოდ, ნ---------ს ბ---------–---–თან და ნ----------სთან ერთად უნდა შეესწავლა გასაქურდი ობიექტის ადგილმდებარეობა, მომსახურე პერსონალისა და პოლიციის თანამშრომლების გადაადგილების მარშრუტი, ხოლო ნ.ოსიყმაშვილს ნ----------სთან ერთად უნდა განეხორციელებინა დანაშაულის ჩადენის პროცესში რ-----–--------სა და უ--------–---–-ს ავტომანქანით გადაადგილება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნ--------–---–-- და ნ----------ს ასევე უნდა გაეკონტოროლებინათ მიმდებარე ტერიტორია და პოლიციის გამოჩენის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინათ დანაშაულის ამსრულებელი პირები. როლების განაწილებისა და ჯგუფის წევრებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემდეგ, მაშინ როდესაც ნ-------------- ნ-----------–---–თან ერთად აკონტროლებდა გასაქურდი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიას, 2019 წლის 09 მაისს, დაახლოებით 05:40 საათზე, თბილისში, ნ-----–-------------–---–-------------–ი მდებარე შპს „აეროსოფტის“ კუთვნილ მაღაზია „აისთორში“, შუშის კარების ჩამსხვრევის შედეგად უკანონოდ შეაღწიეს უ----------–---–მა და რ-------------–-------მა, საიდანაც შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ დიდი ოდენობით - 24 678 ლარის ღირებულების კომპიუტერულ ტექნიკას, რა დროსაც ისინი დააკავეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა. ჩადენილი ქმედებით, დაზარალებულ ორგანიზაციას - შპს „აეროსოფტს“ შესაძლოა მისდგომოდა დიდი ოდენობით 24 678 ლარის მატერიალური ზიანი;
2019 წლის 12 მაისიდან - 13 მაისის ჩათვლით დროის პერიოდში, თ---–--–---------------–-----------------------–---------------------ში, ბ--------------–---–-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევ ნ--------------ს ორგანიზებით შეიკრიბნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: დ-------------–-–---–-, ჭ----------------ი, ნ--------------ი და გ---------------–-----. ბ---------–---–-სა და ნ----------ს მითითებით, ჭ----------------ს, დ-------------–-–---–სა და გ---------------–--რს უნდა გაექურდათ თ---–--–--------------–------------------ში მდებარე სს „ს--–------ს“ კუთვნილი მაღაზია, რაშიც მათ დახმარებას გაუწევდათ ნ--------------ი. კერძოდ, ეს უკანასკნელი უზრუნველყოფდა მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლებას და პოლიციის გამოჩენის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილებდა დანაშაულის ამსრულებელ პირებს. ზემოთ ხსენებული ბინიდან წამოსვლის შემდეგ, გ---------------–--რმა გადაწყვიტა ნ--------------თან ერთად გაეკონტროლებინა გასაქურდი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია. როლების განაწილებისა და ჯგუფის წევრებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემდეგ, 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 06:10 საათზე, თ---–--–--------------–------------------ში მდებარე სს „ს--–------ს“ კუთვნილ მაღაზიაში, შუშის კარების ჩამსხვრევის შედეგად უკანონოდ შეაღწიეს ჭ----------------მა და დ-------------–-–---–მა, საიდანაც შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ დიდი ოდენობით - 12 146 ლარის ღირებულების კომპიუტერულ ტექნიკას, რა დროსაც ისინი დააკავეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა. ჩადენილი ქმედებით, დაზარალებულ ორგანიზაციას - სს „სილქნეტს“ შესაძლოა მისდგომოდა დიდი ოდენობით 12 146 ლარის მატერიალური ზიანი;
2019 წლის 14 მაისიდან - 15 მაისის ჩათვლით დროის პერიოდში, თ---–--–---------------–-----------------------–---------------------ში, ბ--------------–---–-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევ ნ--------------ს ორგანიზებით შეიკრიბნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: ი-----–-----–------ი, ნ--------------ი და გ---------------–-----. ბ---------–---–-სა და ნ----------ს მითითებით, ი-----–-----–------ს და გ---------------–--რს უნდა გაექურდათ თბილისში, ჭ-------------------------ში მდებარე შპს „აიპლიუსის“ ტექნიკის მაღაზია, ხოლო ნინო ტაბატაძე უზრუნველყოფდა მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლებას და პოლიციის გამოჩენის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილებდა დანაშაულის ამსრულებელ პირებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ბინიდან წამოსვლის შემდეგ, გ---------------–--რმა გადაიფიქრა დანაშაულში მონაწილეობა და წავიდა პირადი საქმის მოსაგვარებლად. როლების განაწილებისა და გასაქურდი მაღაზიის ძებნის შემდეგ, ი-----–-----–------მა და ნ--------------მა შეამჩნიეს, რომ მითითებულ მაღაზიაში მობილიზებული იყო პოლიცია, რის გამოც 2019 წლის 15 მაისს, დილის საათებში მათ გაქურდეს თ---–--–-----------------------ში მდებარე შპს „ზ-----------------ს“ კუთვნილი ტექნიკის მაღაზია.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ნ--------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ნ--------------ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შესაძლოა დიდი ოდენობით ზიანი გამოეწვია; საქართველოს სისხლის სამართლის 19,25, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობის მცდელობის ორგანიზება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ორგანიზება, ჩადენილი არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შესაძლოა დიდი ოდენობით ზიანი გამოეწვია და იმავე კოდექსის 18,25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობის მომზადების ორგანიზება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მომზადების ორგანიზება, ჩადენილი არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეთ მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს ნ--------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ ჰყავს ერთ წლამდე ასაკის შვილი, რომლის ერთადერთი აღმზრდელი და მარჩენალიც თავად არის, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების; იმავე კოდექსის 19,25, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 18,25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციებით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები თავისუფლების აღკვეთის სახით. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენით, ნ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, მითითებული მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მდგომარეობას და მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ნ--------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი გადაუვადდეს 2020 წლის 25 მაისამდე.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ც-–--------–----ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოპედი; ბ--------------–---–-სა და ნ-----------–---–-ს ავტომანქანები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ავტოსადგომზე; ბ--------------–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული: სამი წყვილი ხელთათმანი, ხუთი პირბადე, შვიდი ტელეფონი, მარიხუანის მოსაწევის სათითე და ტანსაცმელი; ს-----------------–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული: მობილური ტელეფონის ყუთები, ორი მობილური ტელეფონი, ყურსასმენი და ე.წ. „ადაპტორი“; ნ-----------–---–-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: საათი და ოთხი მობილური ტელეფონი; ნ-----------–---–-ს ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი; თ---------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი; ლომბარდ „სითი სერვისის“ („ოლ კრედიტი“) ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი; ე--------------–------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი; შპს „ლაქი გრუპის“ ლომბარდის ჩხრეკისას ამოღებული: მობილური ტელეფონი, ორი ლეპტოპი და ხელშეკრულებები; შპს „სოლო კრედიტის“ ლომბარდის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი; შპს „მობი ტექნიკის“ ლომბარდის ჩხრეკის დროს ამოღებული: ლეპტოპი და ხელშეკრულება; ა-–-----------–---–-სგან ამოღებული მობილური ტელეფონი და ბ--------------–---–-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის დათვალიერების დროს ამოღებული შვიდი წყვილი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------------------------------–--ში, ასევე ჭ----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი; შპს „ზ-----------------დან“ ამოღებული: ორი ლეპტოპი და სამი მობილური ტელეფონი; ნ--------------სგან ამოღებული ლეპტოპი; სალომე როსტომაშვილისგან ამოღებული ორი ფოტოაპარატი; მაღაზია „აისთორის“ დათვალიერების დროს ამოღებული: ექვსი მობილური ტელეფონი და სამი მაქბუქი; „ჯეოსელის“ ოფისის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი მობილური ტელეფონი და ი-----–-----–------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოძიებისთვის გადაგზავნილი ცამეტი DVD დისკი, მათზე არსებული ვიდეოჩანაწერებით; სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოძიებისთვის გადაგზავნილი სამი CD-R დისკი, მათზე არსებული აუდიოჩანაწერებით; დისკი, მასზე არსებული შპს „აეროსოფტის“ ვიდეოჩანაწერებით; დისკი, მასზე არსებული სს „ს--–------ს“ ვიდეოჩანაწერებით; დისკი, მასზე არსებული შპს „ზ-----------------ს“ ვიდეოჩანაწერებით და დისკი, მასზე არსებული აღკვეთის ღონისძიების სხდომის ოქმის ჩანაწერით, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
ნ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
ნ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და იმავე კოდექსის 18,25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილი აქვს პირობითად;
საბოლოოდ, ნ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით, ნ--------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ნ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 22 მაისიდან - იმავე წლის 23 მაისის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო.
ნ--------------ს დანიშნული სასჯელის მოხდა გადაუვადდეს - 2020 წლის 25 მაისამდე.
ნ--------------სთვის დანიშნული სასჯელის გადავადების პერიოდში, მასზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ნ--------------ს დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ც-–--------–----ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოპედი; ბ--------------–---–-სა და ნ-----------–---–-ს ავტომანქანები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ავტოსადგომზე; ბ--------------–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული: სამი წყვილი ხელთათმანი, ხუთი პირბადე, შვიდი ტელეფონი, მარიხუანის მოსაწევის სათითე და ტანსაცმელი; ს-----------------–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული: მობილური ტელეფონის ყუთები, ორი მობილური ტელეფონი, ყურსასმენი და ე.წ. „ადაპტორი“; ნ-----------–---–-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: საათი და ოთხი მობილური ტელეფონი; ნ-----------–---–-ს ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი; თ---------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი; ლომბარდ „სითი სერვისის“ („ოლ კრედიტი“) ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი; ე--------------–------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი; შპს „ლაქი გრუპის“ ლომბარდის ჩხრეკისას ამოღებული: მობილური ტელეფონი, ორი ლეპტოპი და ხელშეკრულებები; შპს „სოლო კრედიტის“ ლომბარდის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი; შპს „მობი ტექნიკის“ ლომბარდის ჩხრეკის დროს ამოღებული: ლეპტოპი და ხელშეკრულება; ა-–-----------–---–-სგან ამოღებული მობილური ტელეფონი და ბ--------------–---–-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის დათვალიერების დროს ამოღებული შვიდი წყვილი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------------------------------–--ში, ასევე ჭ----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი; შპს „ზ-----------------დან“ ამოღებული: ორი ლეპტოპი და სამი მობილური ტელეფონი; ნ--------------სგან ამოღებული ლეპტოპი; სალომე როსტომაშვილისგან ამოღებული ორი ფოტოაპარატი; მაღაზია „აისთორის“ დათვალიერების დროს ამოღებული: ექვსი მობილური ტელეფონი და სამი მაქბუქი; „ჯეოსელის“ ოფისის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი მობილური ტელეფონი და ი-----–-----–------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოძიებისთვის გადაგზავნილი ცამეტი DVD დისკი, მათზე არსებული ვიდეოჩანაწერებით; სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოძიებისთვის გადაგზავნილი სამი CD-R დისკი, მათზე არსებული აუდიოჩანაწერებით; დისკი, მასზე არსებული შპს „აეროსოფტის“ ვიდეოჩანაწერებით; დისკი, მასზე არსებული სს „ს--–------ს“ ვიდეოჩანაწერებით; დისკი, მასზე არსებული შპს „ზ-----------------ს“ ვიდეოჩანაწერებით და დისკი, მასზე არსებული აღკვეთის ღონისძიების სხდომის ოქმის ჩანაწერით, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე