განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1760-19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----------------–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------------------------------–---–- (დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მისამართზე: ქ----------------------–-----–------------------------–---
ადვოკატები - გ--–--------–--–---–--------–-–---–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად).
ბრალდებული - გ------------------------–-–---–- (დაბადებული - 1----–-–--------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------------–----------------–---
ადვოკატი - ხ-------------–--–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ--------------–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–--ის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის (ორი ეპიზოდი) და 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, გ--------------–-–---–ს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით. პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2----–-–---------------ის გადაწყვეტილებით, გ--------------–-–---–ს გაუუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა.
1.2. დ-----------–---–--ას ჰქონდა მამა-შვილ ლ-–- და ვ--–----------–--ეების ვალი, რის გამოც ვ--–----------–--ემ უჩივლა ფინანსურ პოლიციაში, თუმცა ბ--–-----ის მხრიდან ფულის ამოღების პროცესში ჩაერთვნენ გ-----------------–---–ი და გ--------------–-–---–ი; 2----–-–-----------ის ბოლოს, გ-----------------–---–ი დაუკავშირდა დ-----------–---–--ას, უთხრა, რომ მივიდოდა მასთან სახლში და მის შვილებს თავებს დააჭრიდა, თუ თანხას მას არ გადაუხდიდა. აღნიშნული მუქარის შემდეგ, გ-----------------–---–ი და გ--------------–-–---–ი 2----–-–------------ში მისული იყვნენ დ-----------–---–--ას საცხოვრებელ სახლში და ამ უკანასკნელის მეუღლეს და შვილებს - ე-----, ბ---------------------–---–----ს დაემუქრნენ, რომ თუ დ-------–---–--ა დაემალებოდა და არ ჩაურიცხავდა თანხას, დახოცავდა მისი ოჯახის წევრებს, რაც ფ---–---–----ის მიერ აღქმულ იქნა რეალურად. ასევე გ-----------------–---–მა და გ--------------–-–---–მა დ-----------–---–--ას აუკრძალეს თანხა პირდაპირ გადაერიცხა ვ--–------ და ლ-–- ბ--–-----ისთვის და დ-------–---–--ას და მისი ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს თანხა ჩაერიცხა გ-----------------–---–ის მეუღლის - თ--------------–---–ის ანგარიშზე. ვინაიდან დ-------–---–--ას მიერ მუქარა აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მისი სისრულეში მოყვანის საფუძვლიანი შიში, იძულებული გახდა 2----–-–--------------იდან 2----–-–------------ის ჩათვლით, გადაეხადა გამომძალველების მიერ მითითებული თანხა - 2500 ლარი არა მოვალეებისთვის, არამედ გ-----------------–---–ისთვის და გ--------------–-–---–ისთვის. გ-----------------–---–მა და გ--------------–-–---–მა თანხა გამოიტანეს ანგარიშიდან და გაინაწილეს თავისი შეხედულებისამებრ, თუმცა თანხა არ მიუციათ ლ-–- და ვ--–----------–--ეებისთვის.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. დ-----------–---–--ას ჰქონდა მამა-შვილ ლ-–- და ვ--–----------–--ეების ვალი, რის გამოც ვ--–----------–--ემ მას უჩივლა ფინანსურ პოლიციაში, თუმცა ბ--–-----ის მხრიდან ფულის ამოღების პროცესში ჩაერთო გ-----------------–---–ი; 2----–-–-----------ის ბოლოს, გ-----------------–---–ი დაუკავშირდა დ-----------–---–--ას და უთხრა, რომ მივიდოდა მასთან სახლში და მის შვილებს თავებს დააჭრიდა, თუ თანხას მას არ გადაუხდიდა. აღნიშნული მუქარის შემდეგ, გ-----------------–---–ი, 2----–-–------------ში მისული იყო დ-----------–---–--ას საცხოვრებელ სახლში და ამ უკანასკნელის მეუღლეს და შვილებს - ე-----, ბ---------------------–---–----ს დაემუქრა, რომ თუ დ-------–---–--ა დაემალებოდა და არ ჩაურიცხავდა თანხას, დახოცავდა მისი ოჯახის წევრებს, რაც ფ---–---–----ის მიერ აღქმული იქნა რეალურად. ასევე გ-----------------–---–მა დ-----------–---–--ას აუკრძალა თანხა პირდაპირ გადაერიცხა ვ--–------ და ლ-–- ბ--–-----ისთვის და დ-------–---–--ას და მისი ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა თანხა ჩაერიცხა გ-----------------–---–ის მეუღლის - თ--------------–---–ის ანგარიშზე. დ-------–---–--ა იძულებული გახდა 2----–-–--------------იდან 2----–-–------------ის ჩათვლით გადაეხადა 2500 ლარი, არა მოვალეებისთვის, არამედ გ-----------------–---–ისთვის.
2.2. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, გ--------------–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შესახებ.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა
3.1. დაზარალებულ დ-----------–---–--ას ჩვენების თანახმად, იგი გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებდა რაჭის ერთ-ერთ სოფელში. სამუშაოებზე დასაქმებული იყო მამა-შვილი - ლ-–- და ვ--–----------–--ეები. ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, დ-----------–---–--ამ ხსენებულ პირთა შრომის ანაზღაურების გადახდა ვერ შეძლო და ლ-–- და ვ--–----------–--ეების მიმართ დავალიანება წარმოეშვა (2000 ლარამდე ვ--–----------–--ის მიმართ და 2500 ლარამდე ლ-–- ბ--–--ის მიმართ). მიუხედავად იმისა, რომ ვალის დაბრუნება ვერ მოახერხა, არასდროს დამალვია კრედიტორებს და მათთან მუდმივად კონტაქტზე იმყოფებოდა. ვ--–----------–--ემ განცხადება შეიტანა ფინანსურ პოლიციაში დაზარალებულის წინააღმდეგ. გამოკითხვისას დ-----------–---–--ამ აღიარა ვალის არსებობა. ფინანსურ პოლიციაში მოსთხოვეს თანხის ჩარიცხვის ქვითრების წარდგენა. 2----–-–-----------ის თვეში, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა გ-----------------–---–ი, რის შემდეგაც ისინი შეხვდნენ დაზარალებულის სახლთან. საუბარი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. შეთანხმდნენ, რომ ლ-–- ბ--–--ის მიმართ არსებულ დავალიანებას (ფულად თანხას) დ-----------–---–--ა სრულად გადასცემდა გ-----------------–---–ს. დაზარალებული ბრალდებულს ასევე შეუთანხმდა გადახდის ვადაზე და ფულად თანხას ეტაპობრივად რიცხავდა გ-----------------–---–ის მეუღლის ანგარიშზე.
დაზარალებულმა შეატყობინა გ-----------------–---–ს, რომ ფინანსური პოლიცია თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების წარდგენას სთხოვდა. გ-----------------–---–მა განუმარტა, რომ არ აინტერესებდა ეს ფაქტი და კვლავ მის ანგარიშზე მოითხოვა თანხის ჩარიცხვა. 2----–-–-----------ის თვეში ბრალდებულები - გ-----------------–---–ი და გ--------------–-–---–ი კვლავ მივიდნენ დაზარალებულის სახლში. დ-----------–---–--ამ მეუღლისგან და შვილებისგან იცის, რომ გ-----------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (კისრებს დაგაჭრითო). დაზარალებულს დაუკავშირდნენ ოჯახის წევრები და აცნობეს, რომ ბრალდებულები მის სახლთან იმყოფებოდნენ. იგი გაემართა სახლისკენ, სადაც დახვდა გ-----------------–---–ი და გ--------------–-–---–ი. დაზარალებულსა და გ-----------------–---–ს შორის შედგა ხმამაღალი საუბარი. ბრალდებული მისგან მოითხოვდა თანხის დროულად გადაცემას. გ-----------------–---–ი საუბრისას დაემუქრა ცემით. გ--------------–-–---–ი მიუახლოვდა მათ, თუმცა დაზარალებულისათვის არაფ---- უთქვამს. იგი შორიახლოს იდგა და არც შეწინააღმდეგებია გ-----------------–---–ს. საუბრისას დაზარალებულის მეუღლე და შვილები იდგნენ დაახლოებით 50-100 მეტრის მოშორებით. დაზარალებულმა დათქმულ ვადაში ვერ შეძლო თანხის სრულად გადახდა, რის გამოც გ-----------------–---–ი მობილურ ტელეფონზე ესაუბრა აგრესიულად, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით (თავებს დაგიმძიმებთ, ტყვიებით დაგიხვრეტთო). ერთ-ერთი სატელეფონო კომუნიკაციისას გ-----------------–---–ის მობილური ტელეფონიდან დაზარალებულს გაესაუბრა სხვა პირი, რომელმაც უთხრა, რომ იყო გიორგი და მოსთხოვა თანხის იმავე დღეს, ხუთ საათამდე გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცემით დაემუქრა.
დაზარალებულმა თანხის გადახდის გადავადებისათვის ბრალდებულთან შუამდგომლობა სთხოვა თავის ნაცნობს - გ----------–--ეს, რათა ამ დროის განმავლობაში კიდევ არ მისულიყვნენ მასთან სახლში და არ დამუქრებოდნენ. დაზარალებულმა გადაიხადა დარჩენილი 350 ლარი, რაც ჩარიცხა გ-----------------–---–ის მეუღლის ანგარიშზე, რის შემდეგაც ბრალდებული არ დაკავშირებია და არც დამუქრებია. დაზარალებულმა გ-----------------–---–ის მეუღლის ანგარიშზე ჯამში 2500 ლარი გადარიცხა.
დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მუქარის გამო ჩაურიცხა ბრალდებულს ფულადი თანხები. მან მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან ბრალდებული გ-----------------–---–ი უნებართვოდ იმყოფებოდა მის სახლში და ემუქრებოდა.
დ-----------–---–--ამ ასევე განმარტა, რომ გ--------------–-–---–ს ორჯერ შეხვდა - პირველად, როდესაც ბრალდებულები გაიცნო. აღნიშნულ შეხვედრაზე, მისალმების შემდეგ გ--------------–-–---–ი საუბარს არ დასწრებია. მეორედ გ--------------–-–---–ი ნახა 2----–-–-----------ის თვეში, როდესაც ბრალდებულები მივიდნენ მის სახლთან. იგი თან ახლდა გ-----------------–---–ს, თუმცა მოშორებით იდგა და საუბარში არ ჩარეულა. დაზარალებულმა არ იცის, ესმოდა თუ არა გ--------------–-–---–ს საუბრის შინაარსი.
3.2. მოწმე ე-----------–---–--ას განმარტებით, 2----–-–-----------ის თვის ბოლოს სახლში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც კარზე ზარის ხმა გაიგო. კართან აღმოჩნდა გ-----------------–---–ი, რომელიც ეძებდა მის მეუღლეს - დ-----------–---–--ას და უფროს ვაჟს - ბ------ ფ---–---–--ას. მოწმემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მისი მეუღლე და ვაჟი სახლში არ იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შემდეგ გ-----------------–---–მა სახლში შეშვება სთხოვა, რაზედაც ე-----------–---–--ამ უარი უთხრა და განუმარტა, რომ თავად ჩააკითხავდა ეზოში. როდესაც ე-----------–---–--ა სადარბაზოში გავიდა, კართან დახვდა გ-----------------–---–ი. ბრალდებულის თქმით, მას დ-----------–---–--ას სახლში შესვლის უფლება ჰქონდა. გ-----------------–---–ი შევიდა ბინაში და დაათვალიერა. ე-----------–---–--ა სახლიდან გავიდა და კიბეზე ჩასვლა დაიწყო. ბრალდებული უკან გაჰყვა და თან ეუბნებოდა „დაგსიებიათ კისრები, სხვის ხარჯზე მოგიწყვიათ ოჯახი, ყელს გამოგჭრით ყველასო“. სადარბაზოდან გასვლისას შეხვდნენ თავისი ვაჟები, რომლებსაც გ-----------------–---–მა ვალის დაბრუნება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყელის გამოჭრით და შუბლის გახვრეტით დაემუქრა მათ. აღნიშნული სიტყვების შემდეგ, ბრალდებულსა და დაზარალებულის შვილებს შორის განვითარდა კონფლიქტი. გ-----------------–---–მა ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს იარაღი ჰქონდა. კონფლიქტისას გ--------------–-–---–ი მიუახლოვდა გ-----------------–---–ს, შეაჩერა და ჰკითხა „რას აკეთებო“. ამ დროს მოწმემ დაურეკა თავის მეუღლეს. მცირე ხანში დ-----------–---–--ა მივიდა შემთხვევის ადგილზე. ბრალდებულები და დაზარალებული მოწმისგან მოშორებით იდგნენ და საუბრობდნენ. შემთხვევამდე დაახლოებით ორი თვით ადრე ე-----------–---–--ამ შეიტყო, რომ მის მეუღლეს ჰქონდა ფინანსური დავალიანება -დაახლოებით 2000 ლარის ოდენობით. ასევე აღნიშნულ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე მან თავისი ბინის ფანჯრიდან დაინახა, რომ ბრალდებული გ-----------------–---–ი სახლის მიმდებარედ, ეზოში ესაუბრებოდა დ-----------–---–--ას.
3.3. მოწმე ბ--- ფ---–---–--ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–-----------ის თვეში, საღამოს საათებში, ძმასთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. სადარბაზოში დაინახა დედამისი - ე-----------–---–--ა, რომელსაც მისთვის უცნობი მამაკაცი მოჰყვებოდა და ეჩხუბებოდა. უცნობი მამაკაცი გაეცნო გ-----------------–---–ის სახელით. ჰკითხეს მას, თუ რისთვის იყო მისული, რაზედაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას თანხის დაბრუნება სურდა. გ-----------------–---–მა მათთან გააგრძელა ჩხუბი და თანხის მოთხოვნა, რაც დ-----------–---–--ას ჰქონდა გადასაცემი მის მიერ დასაქმებული მუშისთვის. თანხის მოთხოვნისას გ-----------------–---–ი ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა „დაგცხრილავთ და თავს დაგიტენით ტყვიებითო“, „დაგსიებიათ კისრები მშრომელი ხალხის ხარჯზე და დაგიხერხავთ კისრებსო“. გ-----------------–---–ი გაემართა ე-----------–---–--ასკენ. ბ--- ფ---–---–--ამ სცადა მისი შეჩერება. ბრალდებულმა ხელი წაიღო ზურგსუკან, რაზედაც ბ---ს შეეშინდა, რომ გ-----------------–---–ს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონოდა; მუქარა აღიქვა რეალურად და შეჩერდა. აღნიშნულის შემდეგ, ავტომანქანიდან გადავიდა გ--------------–-–---–ი, რომელმაც ჰკითხა თანხის დაბრუნებას როდის აპირებდნენ. გ. გ-----–-–---–მა დააწყნარა გ-----------–---–ი და დაბრუნდა ავტომანქანაში. ამის შემდეგ ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ დ-----------–---–--ას, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მივიდა სახლთან. ბრალდებულები და დ-----------–---–--ა მოშორებით საუბრობდნენ და ოჯახის წევრებს არ ესმოდათ მათი საუბრის შინაარსი. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა თანხა სრულად გადაიხადა, თუმცა ვის გადაუხადა, არ იცის.
3.4. მოწმე ბ------ ფ---–---–--ას ჩვენების თანახმად, 2----–-–-----------ის თვის ბოლოს, საღამოს საათებში, სახლში ძმასთან - ბ--- ფ---–---–--ასთან ერთად ბრუნდებოდა. სადარბაზოსთან დახვდა დედა - ე-----------–---–--ა და ბრალდებული გ-----------------–---–ი. მოწმე გაესაუბრა გ-----------------–---–ს, რათა გაერკვია რა საკითხთან დაკავშირებით იყო მისული. მათ შორის ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას, რაც ჩხუბში არ გადაზრდილა. გ-----------------–---–ი მოითხოვდა თანხის გადახდას, რაც დ-----------–---–--ას ჰქონდა ვალად ლ-–- და ვ--–---- ბ--–-----ის მიმართ. ბრალდებული იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ეუბნებოდა, რომ დაცხრილავდა და თავებს დააჭრიდა მათ. შელაპარაკებისას ბ--- ფ---–---–--ა გაიწია ბრალდებულისკენ, რა დროსაც შენიშნა, რომ ბრალდებულმა ხელი ზურგს უკან წაიღო. გ--------------–-–---–ი საუბარში და მუქარაში არ ჩართულა. ოჯახის წევრებმა შეატყობინეს დ-----------–---–--ას გ-----------------–---–ის ვიზიტის თაობაზე. ამის შემდეგ ისინი მოშორებით ელოდნენ დაზარალებულის მისვლას. როდესაც დ-----------–---–--ა მივიდა სახლთან, გ-----------------–---–თან და გ--------------–-–---–თან ერთად მოშორებით გავიდა სასაუბროდ. დაზარალებულის ოჯახის წევრები რამდენიმე მეტრის მანძილიდან ხედავდნენ დაზარალებულსა და ბრალდებულებს. მოწმემ განმარტა, რომ გ-----------------–---–ის მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა. ბრალდებულის მხრიდან მუქარის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია.
3.5. მოწმე ლ-–- ბ--–--ის ჩვენების თანახმად, მამასთან ერთად მუშაობდა რ---–- გაზიფიცირების სამუშაოებზე. დაზარალებული დ-----------–---–--ა იყო მისი დამსაქმებელი, რომელსაც წარმოეშვა სახელფასო დავალიანება როგორც მისი (ლ-–- ბ--–--ის), ასევე მამამისის მიმართ. თანხა საერთო ჯამში დაახლოებით 8000 ლარს შეადგენდა. უშუალოდ მოწმის კუთვნილი თანხა 3000 ლარს შეადგენდა. ვ--–----------–--ემ და რამდენიმე პირმა დაზარალებულს უჩივლეს ფინანსურ პოლიციაში, თუმცა გამოძიება თანხის დაბრუნებაში ვერ დაეხმარა მათ. ლ-–- ბ--–---- სისტემატური კავშირი ჰქონდა დ-----------–---–--ასთან და ხშირად მოითხოვდა მისგან თანხის გადახდას. 2----–-–-- შემოდგომაზე, მოწმემ გ-----------------–---–ს სთხოვა დახმარება (გ-----------------–---–ს სთხოვა სწორედ მას გამოერთმია დაზარალებულისთვის თანხა), რადგან უშუალოდ მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და გადაადგილება უჭირდა. ლ-–- ბ--–--ემ გ-----------------–---–ზე გასცა ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს უფლება ჰქონდა დაზარალებულთან ეწარმოებინა მოლაპარაკება. ლ-–- ბ--–--ის დაზარალებულთან ერთ შეხვედრას ესწრებოდა გ-----------------–---–ი და გ--------------–-–---–ი. ეს უკანასკნელი არასდროს დაპირებია მოწმეს, რომ მუქარის გზით გადაახდევინებდა თანხას დ-----------–---–--ას. ლ-–- ბ--–---- ბრალდებულებისთვის არასდროს უთქვამს, რომ დაზარალებულისთვის იძულებით გამოერთმიათ თანხა. დ-----------–---–--ამ ეტაპობრივად 2500 ლარი ჩარიცხა გ-----------------–---–ის ანგარიშზე. მოწმემ განმარტა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, იმყოფებოდა ზ------------ რაიონში და ვერ ახერხებდა ბანკში მისვლას. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ გ-----------------–---–მა დ-----------–---–--ას მიერ ჩარიცხული თანხა - 2500 ლარი სრულად გადასცა მას.
3.6. მოწმე თ--------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი არის ბრალდებულ გ-----------------–---–ის მეუღლე. იგი ფლობს საბანკო ანგარიშს სს „ს----------–--------ში“, თუმცა აღნიშნული საბანკო ანგარიშითა და მისი პლასტიკური ბარათით სარგებლობდა ბრალდებული გ-----------------–---–ი, ვინაიდან ამ უკანასკნელს კუთვნილი საბანკო ანგარიშები ჰქონდა დაყადაღებული.
3.7. 2----–-–-------------, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სს „ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია თ--------------–---–ის (პ/ნ 1----------) საბანკო ანგარიშის და მასზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, თანხის გატანის ამსახველ ფოტომასალასთან ერთად 2----–-–-- 2--------------ან 2----–-–---------------–ამდე დროის მონაკვეთში.
3.8. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2----–-–-------------- ოქმის თანახმად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დათვალიერდა სს „ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია: ფაილის გახსნისას ჩანს რამდენიმე ფაილი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ფოტოსურათების სახით, კერძოდ, დაფიქსირებულია პიროვნების ს----------–--------ის სხვადასხვა ბანკომატთან მისვლა და ბარათით თანხის განაღდების კადრები. აღნიშნული ფაილების გახსნისას იკვეთება, რომ განჩინებაში მითითებული დროის პერიოდში - 2----–-–-- 2--------------ან 2----–-–---------------–ამდე, სავარაუდოდ გ-----------------–---–ი, სს „ს----------–--------ის“ სხვადასხვა ბანკომატებიდან ბარათის მეშვეობით ანაღდებს ფულად თანხებს.
ამავე ოქმის და მასზე თანდართული მასალების თანახმად, 2----–-–-- 2--------------ან 2----–-–---------------–ამდე პერიოდში, ანგარიშზე ფიქსირდება სხვადასხვა რაოდენობის თანხის ჩარიცხვა და გატანა, კერძოდ, 2----–-–-- 2------------- 15:46 საათზე - 100 ლარი, 17:18 საათზე - 495 ლარი, 2----–-–-- 31 დეკემბერს 15:38 საათზე - 1150 ლარი, 16:05 საათზე - 500 ლარი, 2----–-–-- 4--------ს 16:39 საათზე - 100 ლარი, 2----–-–-- 5 იანვარს 11:09 საათზე - 50 ლარი.
3.9. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა კრებსითი ამონაწერები და აუდიოჩანაწერები:
2----–-–-- 2-------------, 15:58 საათიდან 16:01 საათამდე დროის ინტერვალში, დაზარალებული უკავშირდება ბრალდებულ გ-----------------–---–ს და სთხოვს პირად ნომერს, თუ ვის ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს თანხა, რის შემდეგაც უთანხმებს ჩარიცხვების გრაფიკს; შემდეგ კი ეუბნება, რომ ამის შემდეგ ვ--–----------–--ეს უნდა ჩაურიცხოს, რათა შეძლოს გამოძიების ორგანოებში გადახდის ქვითრების წარდგენა, თუმცა აღნიშნულზე ბრალდებული ეუბნება „ვ--–---ას რაზე ურიცხავ ჩემ ფულს, კაცო“. შემდეგ კი უმეორებს: „ჩემ ფულს ვ--–---ას რაზე ურიცხავ?“ ასევე ეუბნება, „ ...მომისმინე, მე რავარც გეუბნები ასე ქენი. გადმორიცხე ჩემ ანგარიშზე, რომელსაც ახლა მე შენ მოგწერ და არავითარი ვ--–---ა და არავინ.“ „... არავითარი ვ--–---ასთან გადარიცხვები - გადმორიცხვები, ყველა ... ამ ნომერზე.“
2----–-–-- 3-------------- 13:16 საათიდან 13:18 საათამდე დროის ინტერვალში, ბრალდებულს უკავშირდება დაზარალებული და თხოვს მცირე დროს თანხის მოძიებისა და ჩარიცხვისათვის, რაზედაც ბრალდებული აგრესიულად პასუხობს და ეკითხება „რამდენ ხანში მივიდეთ შენთან სახლში?“ რაზედაც დაზარალებული უმარტავს. რომ არ არის ეს საჭირო და ჩაურიცხავს თანხას.
2----–-–-- 4--------ს, ბრალდებული გ-----------------–---–ი დაუკავშირდა დაზარალებულ დ-----------–---–--ას და მას შემდეგ რაც მისგან შეიტყო, რომ დარჩენილ თანხას ჩაურიცხავდა, უთხრა „სადა ხარ, სად? რო გნახო. გამამწარე, ხო გამამწარე, მე გითხარი, არ დამიტოვე გამოსავალი, შუბლის ძვალი უნდა გაგიტეხო, უნდა ჩაგარტყა...“
იმავე დღეს, მოგვიანებით, გ-----------------–---–მა კვლავ დაზარალებულ დ-----------–---–--ას მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება შემდეგი შინაარსით: „სად აგდიხარ, გაგხეთქო შუაზე შე უნამუსო, რაც არ მინდა იმას მაკეთებინებ. სად აგდიხარ? უნდა გნახო“.
3.10. ს----------–----–--------------------------–-----------------------------------–-–---------------- ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი აუდიოჩანაწერები ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ, სადავო ფონოგრამებში, კერძოდ: 1---------------------------------------------------------; მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ--------------–-–---–ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ფონოგრამებში, კერძოდ: 1------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 1---------------------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ-----------------–---–ისა და ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ-----------–---–--ას ხმის. სადავო ფონოგრამებში, კერძოდ: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 1---------------------------------------------------------------------------------; მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ-----------------–---–ისა და გ--------------–-–---–ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ფონოგრამებში, კერძოდ: 1---------------------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ--------------–-–---–ისა და ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ-----------–---–--ას ხმის.
3.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები - ნ-----–------------–-–---–ი, თ----------–--–---–ი და ლ-–------–---–ი, რომლებსაც სასამართლოსთვის რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. მოწმეებმა ვერ გაიხსენეს, როდის და რა თანხები ჩაერიცხათ; შესაბამისად, აღნიშნულ ჩვენებებზე სასამართლო დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.12. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ სა---------–----–---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლები - მ-----–-------ია, გ-------------ე, ი----------–---–--–---–ი, დ-------------–ი, კ-----------ა, ვ-----–--–--------ე და ვ-----–----------ა, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ზემოხსენებული პირები სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით; შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს ამ ნაწილში დეტალურად არ მიმოიხილავს.
3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულების - გ-----------------–---–ისა და გ--------------–-–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხიდან - გ---------–-----ას გამოკითხვის ოქმი და „ს--–--------ან“ და ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია სამ ცალ დისკზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.14. ბრალდებულმა - გ-----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევით შეხვდა ლ-–- ბ--–---- დ-------–-, რომელმაც დახმარება სთხოვა. განუმარტა, რომ დ-----------–---–--ას ჰქონდა მისი ვალი და არ უბრუნებდა. ლ-–- ბ--–--ემ დაუწერა მინდობილობა, რომლის მეშვეობითაც ცდილობდა თანხის ამოღებას დაზარალებულისგან. ბრალდებული იმყოფებოდა დ-----------–---–--ას ოჯახში და სახლში მყოფ ქალბატონს აუხსნა, რომ მინდობილობის საფუძველზე სასამართლოში აპირებდა სარჩელის შეტანას. საუბარში ქალბატონი და თავად ბრალდებული ჩავიდნენ დაბლა. ქალბატონმა აღიარა, რომ მის მეუღლეს ნამდვილად ჰქონდა ბ--–-----ის ვალი. ამასობაში მოვიდნენ დ-----------–---–--ას შვილები. ქალბატონმა ყვირილი დაუწყო. შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ნამდვილად უთხრა მათ - „სხვისი ფულით გაგსიებიათ კისერი“. დაზარალებული არაერთხელ დაპირდა თანხის გადახდას, თუმცა აჭიანურებდა. ლ-–- ბ--–---- ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ვერ ახერხებდა გადაადგილებას. გ-----------------–---–მა განაცხადა, რომ დაზარალებულის მიერ ჩარიცხული თანხა სრულად გადასცა ლ-–- ბ--–----.
3.15. ბრალდებულმა გ--------------–-–---–მა, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
3.16. დაცვის მხარის მოწმის - გ-------–--------–--ის ჩვენებით, დ-----------–---–--ა მისი ნათესავია. ერთ დღეს დაურეკა დაზარალებულმა და უთხრა, რომ მის სახლში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მეუღლეს, ასევე შვილებს და მოითხოვეს თანხის დაბრუნება. დ-----------–---–--ამ დაუდასტურა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა მამა - შვილ ბ--–-----ის (,,----------ის“) ვალი და სთხოვა დახმარება, რომ ეთხოვა დრო ფულის მოსაძიებლად. დაზარალებული მეგობრის დახმარებით დაუკავშირდა ბრალდებულს და ერთი კვირა სთხოვა ვალის დასაბრუნებლად.
4. სამართლებრივი შეფასება
4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.6. სასამართლო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4.7. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
4.8. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა. განსახილველი დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, მისი დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. განსახილველ შემთხვევაში გამოძალვის საგანს წარმოადგენდა ქონება. ობიექტური მხრივ, ქმედება გამოიხატება ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ნივთის გადაცემის მოთხოვნაში. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დაზარალებულის იძულება გამოიხატება ძალადობის გამოყენების მუქარაში. გამოძალვის დროს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარის შინაარსი დაზარალებულის მიერ ერთმნიშვნელოვნად უნდა იქნეს აღქმული. მოცემულ შემთხვევაში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა გამომძალველი აპირებდა თუ არა მუქარის რეალურად განხორციელებას, ამ შემთხვევაში, მთავარია დაზარალებულის მიერ ეს მუქარა რეალურად აღიქმებოდეს. გამოძალვა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას განეკუთვნება და იგი დამთავრებულია ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულისათვის მოთხოვნის გაცხადების დროიდან. განსახილველი დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.
4.9. განსახილველ შემთხვევაში, გ--------------–-–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნენ თვითმხილველი მოწმეები და დაზარალებული, რომელთა ჩვენებებით ცალსახად გამოირიცხა გ--------------–-–---–ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი. ყველა მათგანი აცხადებს, რომ 2----–-–-----------ის თვეში, დაზარალებულის სახლთან მისულ გ--------------–-–---–ს არათუ არ განუხორციელებია მუქარა დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, არამედ მაშინ, როდესაც გ-----------------–---–ი ხმამაღლა ესაუბრებოდა დ-----------–---–--ას ოჯახის წევრებს, მიუახლოვდა მას და დაამშვიდა იგი. ამასთან, დაზარალებულიცა და თვითმხილველი მოწმეებიც აცხადებენ, რომ გ--------------–-–---–ი, გ-----------------–---–ის მიერ მათ მიმართ განხორციელებული მუქარისას იდგა მოშორებით, შესაბამისად, ისინი დარწმუნებით ვერ აცხადებენ, რომ გ--------------–-–---–ს ესმოდა საუბრის შინაარსი. ამასთან, ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ცალსახად აცხადებს, რომ გ--------------–-–---–ი მათ არ დამუქრებია, ასევე დაზარალებულმა განმარტა, რომ გ--------------–-–---–ს მისთვის ფულის გადაცემა არ მოუთხოვია. ბრალდების მხარის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნენ მოწმეები - ნ-----–------------–-–---–ი, თ----------–--–---–ი და ლ-–------–---–ი, რომელთაც გ--------------–-–---–ისათვის ბრალად შერაცხული ქმედების ირგვლივ სასამართლოსთვის რაიმე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ და ისინი მხოლოდ საუბრობდნენ „------------“ ანგარიშზე გარკვეული თანხების ჩარიცხვის ფაქტზე, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გარკვეული ეჭვების წარმოშობის მიზნით იმის თაობაზე, რომ სწორედ გ--------------–-–---–მა ჩარიცხა დაუსაბუთებელი თანხები; თუმცაღა განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ ეჭვი ვერ გახდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ამ ეჭვების დადასტურების შემთხვევაშიც კი, დადგენილად ვერ მიიჩნევა გ--------------–-–---–ის მიერ 2----–-–------------ში გამოძალვის ჩადენის ფაქტი, ვინაიდან მოცემულ ეპიზოდთან მიმართებით, დაზარალებულიცა და თვითმხილველი მოწმეებიც ცალსახა ჩვენებას იძლევიან, რომლითაც გამოირიცხება გ--------------–-–---–ის მიერ რაიმე მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ასევე აპელირება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე, არ არის რელევანტური წარდგენილი ბრალდების დადასტურების კუთხით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა მოპოვებული, არის უკვე 2----–-–-- დეკემბრის და 2----–-–-- იანვრის თვეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და არ ადასტურებს უშუალოდ გ--------------–-–---–ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს; შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ--------------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4.10. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გ--------------–-–---–ის ბრალდების ნაწილში, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც გ--------------–-–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4.12. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა გ-----------------–---–ის მიერ გამოძალვის ჩადენა, კერძოდ:
4.13. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ-----------–---–--ას ჰქონდა მამა-შვილი ბ--–-----ის მიმართ დავალიანება. სწორედ აღნიშნული ვალის დაბრუნების მიზნით ჩაერთო საქმეში გ-----------------–---–ი. ბრალდებულის ქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ ეიძულებინა დ-----------–---–--ა - დაებრუნებინა თანხა ბ--–-----ისთვის. მოცემულ შემთხვევაში იძულება განხორციელდა ფსიქოლოგიური იძულების ფორმის სახით, რომელსაც წარმოადგენდა სიტყვიერი მუქარა აგრესიული ფორმით. გ-----------------–---–ის მიერ დ-----------–---–--ას მეუღლისა და შვილების მიმართ გაჟღერებული მუქარის ტექსტები - „...დაგიხერხავთ კისრებს.“, „...ტყვიებით დაგიმძიმებთ თავებს“, „...დაგიხვრიტავთ თავებს“ - კონკრეტული შინაარსისაა და მათში გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. მიზანი კი აღნიშნული მუქარისა არის დ-----------–---–--ას იძულება, განეხორციელებინა კონკრეტული ქმედება - დაებრუნებინა ბ--–-----ისთვის კუთვნილი თანხები.
4.14. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მინდობილობა, რომლითაც 2----–-–-- 22 ნოემბერს, ლ-–- ბ--–--ემ გ-----------------–---–ს (დაბ. 0---------წ. პ/ნ №1----------) მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: ,,გ-----------------–---–ი უფლებამოსილია ლ-–- ბ--–--ის ინტერესები წარმოადგინოს ყველა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში, შპს ,,ფ----“-სთან, შპს ,,ჯ-------------------------“-სთან, სსიპ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ სამსახურში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, ქ. თბილისის მერიაში და მის დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამსახურში, მერიის არქიტექტურის სამყარში, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურში, შპს ,,ყაზტრანსგაზში,“ სს ,,თელასში,“ შპს ,,თბილსერვის ჯგუფში“ და შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში.“ შეიტანოს განცხადებები, წარადგინოს და მიიღოს ნებისმიერი ცნობა, დოკუმენტი, ინფორმაცია, აწარმოოს მოლაპარაკებები, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება შეიტანოს შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში, მოაწეროს ხელი მის მაგივრად - შესაბამის დოკუმენტაციას და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია აღნიშნული დავალებების შესრულებასთან“. აღნიშნული მინდობილობა რეგისტრირებულია სანოტარო მოქმედებათა რეესტრში 2---------წ. სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ნომერია - №1--------. ზემოაღნიშნულით დასტურდება, რომ გ-----------------–---–ი მოქმედებდა როგორც ლ-–- ბ--–--ის წარმომადგენელი, დ-----------–---–--ასთან ურთიერთობაში და იგი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დ-----------–---–--ასთვის ლ-–- ბ--–--ის კუთვნილი თანხა, რომელიც ამ უკანასკნელისთვის უნდა გადაეხადა დაზარალებულს როგორც შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზეც: დაზარალებულის მეუღლემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მასთან სახლში სტუმრად მისულმა გ-----------------–---–მა აუფრიალა რაღაც ქაღალდი და უთხრა, მე საბუთი მაქვს, რომ თანხა მოგთხოვოო. ასევე ზემოაღნიშნული მინდობილობის შესახებ მიუთითა დაზარალებულმა დ-----------–---–--ამაც. ყოველივე აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმას, რომ გ-----------------–---–ს ჰქონდა დ-----------–---–--ასგან თანხის მოთხოვნის კანონიერი საფუძველი (შესრულებული სამუშაოს საფასური), რაც გამორიცხავს მისი ქმედების კვალიფიკაციას სსკ-ის 181-ე მუხლით.
4.15. მიუხედავად იმისა, რომ გ-----------------–---–ი დაზარალებულ დ-----------–---–--ას სთხოვდა ბ--–-----ისთვის გადასახდელი თანხის არა უშუალოდ ბ--–-----ის, არამედ მისი მეუღლის - თ--------------–---–ის ანგარიშზე ჩარიცხვას, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ--–-----მა ცალსახად აღნიშნეს, რომ დ-----------–---–--ასგან გადახდილი თანხა მათ სრულად მიიღეს და რაიმე დანაკლისს გ-----------------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება ის ფაქტი, რომ გ-----------------–---–ი მოქმედებდა ლ-–- ბ--–--ის ინტერესების დაცვით და დ-----------–---–--ასგან ამოღებული თანხა მან სრულად გადასცა ბ--–-----ს, როგორც მოვალის მიერ კრედიტორისთვის გადახდილი; შესაბამისად, გ-----------------–---–ის მხრიდან დაზარალებულის მიერ ლ-–- ბ--–-----ისთვის გადახდილი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ის გარემოება, თუ რა ხერხებითა და გზებით ამოიღო აღნიშნული თანხა დაზარალებულისგან გ-----------------–---–მა, სხვა კვალიფიკაციის საგანია, რაზედაც სასამართლო იმსჯელებს ქვემოთ.
4.16. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცდის თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება - კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ, იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში - შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის (მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების და სხვა). გამოძალვის ძირითად ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, მისი დამატებითი ობიექტი კი შეიძლება იყოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება.
4.17. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად შესაბამისი მინდობილობისა, გ-----------------–---–ს არ ჰქონდა უფლება, დ-----------–---–--ასგან ლ-–- ბ--–--ის კუთვნილი თანხა ამოეღო მისი და მისი ოჯახის წევრების დაშინებით და მათი ფსიქოლოგიური იძულებით, ვინაიდან აღნიშნული ხერხებით თანხის გადახდევინება სცილდება სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გ-----------------–---–ის ქმედება შეიცავს იძულების და არა გამოძალვის შემადგენლობის ნიშნებს და მისი ქმედება უნდა შეფასდეს როგორც სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4.18. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).
4.19. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა იძულება, დანაშაული - გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის (ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის პირობებში), დანაშაულის რეციდივი.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. გ-----------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6.5. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს. დანაშაულის რეციდივი განმარტებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვით, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ გ-----------------–---–ი ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. რაც შეეხება უშუალოდ სასჯელის განსაზღვრას, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
6.6. თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------- განაჩენით, გ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2----–-–-----------------------) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - (2----–-–-- 18 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; გ-----------------–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–-----------------------–-–-------------------–-------------–---------–------------------–--
6.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განსახილველ შემთხვევაში გ-----------------–---–ი იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ; შესაბამისად, მან ჩაიდინა რა ახალი განზრახი დანაშაული, მის მიმართ პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წლის ვადით უნდა გაუქმდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-----------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, გ-----------------–---–ის მიმართ, დანაშაულის რეციდივსა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა ნაწილობრივ შეკრება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი 3 ცალი CD დისკი, სასამართლოდან გამოთხოვილი 6 ცალი CD დისკი, აღკვეთის ღონისძიების სხდომის ამსახველი 1 ცალი CD დისკი, დ-----------–---–--ას ხმის ნიმუშის ამსახველი 1 ცალი CD დისკი, რომლებიც გადაგზავნილია შ--------------------------–--------------------------–ი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით;
- სს „ს----------–--------იდან“, სს „ს--–--------ან“ გამოთხოვილი 3 ცალი CD დისკი, ე-----------–---–--ას და დ-----------–---–--ას გამოკითხვის ამსახველი 4 ცალი DVD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- გ-----------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი 2 ცალ სიმ ბარათთან ერთად და 1 ცალი პლასტიკური ბარათი, რაც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე-276-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. გ--------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. განემარტოს გ--------------–-–---–ს, რომ მას აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. გ-----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5. გ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ-----------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------- განაჩენი დარჩეს უცვლელად.
7. გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–--------------------------------
8. მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი 3 ცალი CD დისკი, სასამართლოდან გამოთხოვილი 6 ცალი CD დისკი, აღკვეთის ღონისძიების სხდომის ამსახველი 1 ცალი CD დისკი, დ-----------–---–--ას ხმის ნიმუშის ამსახველი 1 ცალი CD დისკი, რომლებიც გადაგზავნილია შ--------------------------–--------------------------–ი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით;
- სს „ს----------–--------იდან“, სს „ს--–--------ან“ გამოთხოვილი 3 ცალი CD დისკი, ე-----------–---–--ას და დ-----------–---–--ას გამოკითხვის ამსახველი 4 ცალი DVD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- გ-----------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი 2 ცალ სიმ ბარათთან ერთად და 1 ცალი პლასტიკური ბარათი, რაც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე