განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100119003082135 №1/83
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24.12.2019 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ----------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: ა-------------–---
დაბადებული: 06.08.1--- წ.
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
პირადი ნომერი: 3----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქ.სენაკი, ი.ჩ------ს ქ.N1-
ადვოკატი - ბ--------–-----ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 00:11 საათზე, ქ.სენაკში, ღვინჯილიას ქ.N4-ში მდებარე, საწვავგასამართ სადგურ შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის’’, წინა მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალზე, ა-------------–---მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაუდგენელი საგანი ორჯერ დაარტყა ი-----–-----------------ს მარჯვენა ფეხის და მარჯვენა ხელის არეში, შემდეგ მართლსაწინაღმდეგოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც თან ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, მოახდინა ორი გასროლა ი-----–-----------------ს ქვედა კიდურის მიმართულებით, რის შედეგადაც ი-----–-----------------მ მიიღო დაზიანება მარჯვენა ფეხის კოჭის არეში. აღნიშნული დაზიანებების შედეგად ი-----–-----------------ს მიადგა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ბრალდებულმა ა-------------–---მ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
4. 2019 წლის 26 მარტის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ა-------------–---.
5. 2019 წლის 24 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.სენაკში, ღვინჯილიას ქ.N4-ში მდებარე, საწვავგასამართ სადგურ შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის’’ წინა მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალზე. აღნიშნული საწვავგასამართ სადგურის ტერიტორიიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა. შემთხვევის ადგილი ფოტო ილუსტრირებულია.
6. 2019 წლის 24 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა ი-----–-----------------ს სპორტული ფეხსაცმელი, ჯინსის შარვალი რომელსაც ამჩნევია მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, გრძელსახელოებიანი მაისური, ქამარი, წინდა რომელსაც ამჩნევია მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.
7. 2019 წლის 24 მარტის სისხლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ი-----–-----------------სგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში.
8. 2019 წლის 24 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა ,,ფ---------------ი’’-ს მარკის სახ. ნომრით B-------- ავტომანქანა, ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, მაჯის საათი, სათვალე, სიგარეტის კოლოფი.
9. 04.04.2019 წლის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ა-------------–---სგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.
10. 24.07.2019 წლის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით ,,მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები აღებული ბენზინ გასამართი სადგური ,,სოკარი’’-ს ოფისის წინა ბეტონის ზედაპირიდან’’, მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობN3) წარმოადგენს ადამიანის სისხლის და ეკუთვნის ი-----–-----------------ს (ობ N21, პაკეტი წარწერით ,,ი-----–-----------------ს სისხლის ნიმუში). პაკეტში წარწერით ,,ანაწმენდები აღებული ა/მანქანის საჭის ზედა და ქვედა ნაწილიდან და გადაცემათა კოლოფის სახელურის ზედაპირიდან’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირებზე (კონვერტები, წარწერებით ,,ა/მანქანის საჭის ზედა ნაწილიდან’’ და ,,ა/მანქანის საჭის ქვედა ნაწილიდან’’) არსებული ბიომასალის (ობ N4,5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-------------–---ს (ობN22, პაკეტი, წარწერით ,,ა-------------–---ს ნერწყვის ნიმუში). პაკეტში, წარწერით ,,ი-----–-----------------ს ტანსაცმელი’’ მოთავსებული სვიტერზე (ობN12,1-) და ჯინსის შარვალზე (ობN14,16) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ი-----–-----------------ს (ობN12).
მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა ს--------------------–მა დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა.
11. 29.03.2019 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,არქიმედეს კლინიკა-სენაკის საავადმყოფოს’’ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 25.03.2019წ) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით ი-----–-----------------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 24.03.2019 წ 00:20 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 20:00 სთ-ზე დიაგნოზით: მარჯვენა ბარძაყის, მარჯვენა წვივის, ტერფის, მარჯვენა წინამხრის სისხლმდენი ჭრილობები მიყენებული ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით. დაზიანება მარჯვენა ქვემო კიდურზე, კოჭზე არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებების- ჭრილობების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მათი (ჭრილობების) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა შ---------------მ დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა.
12. 25.04.2019 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N0---------ის ასლი მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით ი-----–-----------------მ მიმართა შპს ,,არქიმედეს კლინიკა-სენაკის საავადმყოფოს’’ 24.03.2019 წ 00:20 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 20:00 სთ-ზე დიაგნოზით: მარჯვენა ბარძაყის, მარჯვენა წვივის, ტერფის, მარჯვენა წინამხრის სისხლმდენი ჭრილობები მიყენებული ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით. 18.04.2019წ 16:07-16:20 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით ი-----–-----------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა უსწორო და სწორნაპირებიანი ნაწიბურები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მარჯვენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე ქვედა მესამედში არსებული სწორნაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს აღნიშნულ მიდამოში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი უსწორონაპირებიანი ნაწიბურები უნდა წარმოადგენდნენ აღნიშნულ მიდამოში არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებულნი უნდა იყვნენ რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს. ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა გ----------------–-–--ლმა დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა.
1-. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დასტურდება, რომ ა-------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითი 02 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
14. მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა ი-----–-----------------მ განმარტა, რომ ა-------------–---ს იცნობს ქალაქიდან. 2019 წლის 23 მარტს იყო ნათესავის, ხათუნა კვაშილავას სახლში ნოსირში მეუღლესთან მ----------–--–---სთან და მეჯვარესთან ი-----–---------სთან ერთად, სუფრა ჰქონდათ და ცოტა ალკოჰოლი მიიღო. დაახლოებით 1200 საათისთვის წამოვიდნენ და ბენზინგასამართ სადგურ ,,სოკართან’’ მისვლამდე გადაურბინეს ცხენებმა და სვლა შეანელეს, საჭესთან ი-----–--------- იჯდა, ამ დროს უკან მომავალმა მანქანამ აუარა გვერდით და წინ გაუჩერათ მანქანა ისე რომ სვლა ვერ გააგრძელეს, ამ მანქანის მძღოლი იგინებოდა მათი მისამართით, ამიტომ გადავიდა მანქანიდან, მივიდა მასთან და ჰკითხა რატო აგინებდა, ის ისევ აგრძელებდა ვინც თქვენ მართვის მოწმობა მოგცათო, ბილწ სიტყვებს იძახდა, იგინებოდა, გადმოვიდა მანქანიდან დანა ეკავა ხელში, ხელზე და ფეხზე მიაყენა ჭრილობა. ამ დროს ირაკლიც და მარიამიც მანქანიდან იყვნენ გადმოსულები. ი-----–---------ს ძალით გაჰყავდა ის, რადგან უნდოდა გაერიდებინა სიტუაციას. მარიამი ამ პიროვნებასთან იდგა და ეხვეწებოდა, რომ წასულიყო, ის ა-------------–---სგან 20 მეტროთი შორს იდგა და ხედავდა, რომ აკაკი გაბრუნდა მანქანისკენ გამოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი გაისროლა და მეორე გასროლაზე ფეხზე დაიჭრა, წაიქცა და ი-----–---------ს ყავდა ხელით დაჭერილი, ამის მერე ფეხზე ვერ დგებოდა, ი-----–---------მ დახმარებით მიიყვანა ბენზინგასამართ სადგურთან, მარიამი მას გამოჰყვა უკან, აკაკი მანქანების გაჩერებას ცდილობდა მაგრამ არავინ გაუჩერა, თავისი მანქანა დაჯიკავებით დაქოქა და წავიდა, ვერცხლისფერი ,,ფ---------------ი’’ იყო, შემდეგ წაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო მანქანით და მეორე დილით მოვიდა გონზე, როდესაც უკვე ოპერაცია ჩატარებული ჰქონდა.
მან დაადასტურა, რომ ჭრილობები მიაყენა სხდომის დარბაზში, საბრალდებო სკამზე მსხდომმა ა-------------–---მ.
15. მოწმე მ----------–--–---მ განმარტა, რომ 2019 წლის 23 მარტს ნოსირში დასთან სტუმრად იყო მეუღლესთან და ი-----–---------სთან ერთად, ი-----–---------ს ავტომობილით. უკან დაბრუნებისას მის მეუღლეს ა-------------–---სთან მოუხდა კონფლიქტი, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა მის მეუღლეს, ი-----–-----------------ს მიაყენა ჭრილობები, მაგრამ სხდომის დარბაზში მყოფი პირი არ არის ის, ვინც მის მეუღლეს მიაყენა ჭრილობები. თუმცა დანამდვილებით იცის, რომ იმ პიროვნების სახელიც ა-------------–---ა.
გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მოწმემ დამატებით განმარტა, რომ არ ახსოვს დეტალები.
16. მოწმე ი-----–---------მ განაცხადა, რომ ი-----–-----------------ს მეჯვარეა და ა-------------–---ს იცნობს ქ.სენაკიდან. იმყოფებოდა ი-----–-----------------სა და მ----------–--–---სთან ერთად სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში. სახლში როცა ბრუნდებოდნენ გზაში ცხენები გადადიოდნენ გზაზე და სვლა შეანელეს, ამ დროს გადაუსწრო მათ ავტომანქანამ და წინ გაუჩერა, მანქანიდან მისამართით ისმოდა გინება და ამ დროს ი-----–----------------- გადავიდა მანქანიდან, შემდეგ მარიამი და ბოლოს თვითონ. ირაკლი რომ მივიდა ა-------------–---სთნ, დანა მოუქნია აკაკიმ და დაარტყა ხელზე და ფეხზე, შემდეგ მარიამი აშველებდა და თვითონაც ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა, შემდეგ ა-------------–--- მიბრუნდა მანქანისკენ, გამოიტანა იარაღი და რამოდენიმეჯერ განახორციელა გასროლა, რის შემდეგადაც ი-----–----------------- დაიჭრა, ამის შემდეგ ირაკლი მიიყვანა ბენზინგასამართ სადგურში და მარიამმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, რამდენიმე წამში მოვიდა სამედიცინო დახმარების ავტომანქანა და პოლიციის თანამშრომლები.
მან დაადასტურა, რომ ი-----–-----------------ს ჭრილობები მიაყენა სხდომის დარბაზში, საბრალდებო სკამზე მსხდომმა ა-------------–---მ.
17. მოწმე კ------–-----მ განმარტა, რომ მუშაობს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის’’ ბენზინ გასამართ სადგურში, ქ.სენაკი, ღვინჯილიას N4 ნომერში, დაახლოებით 1200 საათისთვის გარეთ გავიდა რ----------------სთან ერთად და ეწეოდნენ სიგარეტს სპეციალურ გამოყოფილ ადგილას, ამ დროს მოესმა ქალის კივილი დამეხმარეთო იძახდა, როცა გაიხედეს ბენზიგასამართ სადგურისკენ მოდიოდნენ ერთი ქალი და ერთ მამაკაცს დახმარებით მოჰყავდა მეორე მამაკაცი, რომელიც ფეხს მოათრევდა, დაჭრილიაო და დაგვეხმარეთო უთხრეს მათ, რომ გამოელაპარაკეს უთხრა ვინც დაჭრილი იყო იმან, რომ ოთხოზორია ვარო, ამ დროს დაზარალებულს მოხსნეს ქამარი მან და რომეომ და გადაუჭირეს ფეხზე, სისხლდენის შეჩერების მიზნით, სისხლი მოსდიოდა კოჭებთან. ოთხოზორიას მეუღლემ მ----------–--–---მ დაურეკა სასწრაფო დახმარებას და პოლიციას, დაახლოებით 5 წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარება, პოლიცია და დაცვის პოლიციაც გამოძახებული იყო საგანგაშო ღილაკით.
18. მოწმე ა--–---–--------მ განმარტა, რომ ის მუშაობდა შპს ,,სოკარში", 24 მარტი იქნებოდა დაწყებული როდესაც კივილის ხმა მოესმა, გარეთ რომ გამოვიდა დაინახა დაცვის პოლიციის მანქანა, შემდეგ შენიშნა უფროსი ოპერატორი და სკამზე იჯდა მოქალაქე, ქალბატონი იდგა და კიოდა, ახლოს რომ მივიდა კ------–----- მოქალაქეს ფეხზე კიდებდა ხელს, ფეხი სისხლით იყო დასვრილი და კ------–----- უხვევდა ფეხს და ცდილობდა სისხლის შეჩერებას, მოვიდნენ სასწრაფოს და პოლიციის მანქანები.
19. მოწმე ზ----------–--მ განმარტა, რომ 00:10 საათზე დაცვის პოლიციის განყოფილებაში შევიდა სიგნალი-განგაში ღვინჯილიას ქუჩა N4 მდებარე ბენზინგასამართ სადგური სოკარ პეტროლიუმიდან, დაახლოებით 2 წუთში გავიდა მეწყვილესთან გ------------–---სთან ერთად, როდესაც ხორავას ქუჩიდან მშვიდობის ქუჩაზე გავიდნენ შემთხვევის ადგილისაკენ, გზად შეხვდათ ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით B--------, რომელსაც ძირითადი შუქები არ ჰქონდა ჩართული და ისე მოძრაობდა, ამან მიიქცია მათი ყურადღება და დააკვირდნენ, ნახეს რომ მარტო მძღოლი იჯდა მანქანაში, რომლის სახეც დაინახა ნათლად და კარგად ახსოვს სახეც, მძღოლი იყო ბრალდებული ა-------------–---.
20. პოლიციის თანამშრომლებმა, ი-----–-------–--–-----------–------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-–---–-–----------------–---------------------------–-----------–-------–--–------–--–---------------------–--------------------------–-–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობის ფაქტი.
21. მოწმე ვ-------------–---მ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისას გამოკითხვის ოქმით დაფიქსირებული ჩვენება. მოწმემ განმარტა, რომ ოჯახში ჰყავთ ,,ფ---------------ი"-ის ფირმის ავტომანქანა, რომელითაც სარგებლობენ ის და მისი შვილი ა-------------–---. დანაშსაულის მოხდენის დღეს, მანქანით არ უსარგებლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აკაკის ჰქონდა უფლება ესარგებლა მისი მანქანით და ჰქონდა მეორე გასაღებიც. ნამდვილად მონაწილეობდა ავტომანქანის დათვალიერებაში, რომლის დროსაც ავტომანქანიდან ამოღებული იქნა სხვდასხვა საგნები და კვლები.
22. ბრალდებულმა ა-------------–---მ უარყო დანაშაულის ჩადენა და განმარტა, რომ იმ დროს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში ქ.აბაშაში, თუმცა არ დაასახელა მათი ვინაობა. არ იყო თავისი ავტომანქანით, ავტომანქანა ქალაქის ცენტრში მეორე სკოლის უკან ჰყავდა დატოვებული. აბაშიდან გაემგზავრა ქალაქ თბილისში, ისე რომ სენაკში აღარ ჩასულა.
სამართლებრივი შეფასება:
23. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-------------–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ა-------------–---ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ა-------------–---ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
24. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს ა-------------–---ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით. წარდგენილ ბრალდებებში.
25. დაზარალებულ ი-----–-----------------ს და მოწმე ი-----–---------ს ჩვენებებით კატეგორიულად დადასტურდა, რომ ი-----–-----------------ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ჭრილობები მიაყენა ბრალდებულმა ა-------------–---მ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული და ამოღებული არ ჰყოფილა დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი, ბრალდებულის მხრიდან მისი მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და ტარების ფაქტები დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითაც. რომლებშიც მითითებულია, რომ ი-----–-----------------ს ფეხზე ჭრილობები მიყენებული აქვს ცეცხლასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად. მოწმეებმა, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ კარგად დაინახეს თუ როგორ მოსდიოდა ი-----–-----------------ს ფეხიდან სისხლი, დამოუკიდებლად ვერ მოძრაობდა და დახმარება აღმოუჩინეს მას.
26.სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოწმე მ----------–--–---ს ჩვენების იმ ნაწილს, რომ ი-----–-----------------ს ცეცხსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა ა-------------–---მ, თუმცა იგი არ იყო სხდომის დარბაზში მყოფი ბრალდებული ა-------------–---. მოწმის ჩვენება, აშკარად ეწინააღმდეგება დაზარალებულის და პირდაპირი მოწმის ი-----–---------ს ჩვენებებს, რომლებმაც დამაჯერებლად აღწერეს მომხდარი და კატეგორიულად დაადასტურეს დანაშაულის ჩადენა, სწორედ სხდომის დარბაზში მყოფი ბრალდებულის, ა-------------–---ს მიერ. მოწმემ არადამჯერებლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ იყო ბრალდეულის სახელისა და გვარის მქონე სხვა პიროვნება, ვერ დაასახელა ვერცერთი არგუმენტი, რომელიც სარწმუნოს გახდიდა მის განმარტებას. მოწმეთა ჩვენებებისა და საქმის სხვა მასალების ანალიზით ცხადია, რომ მოწმე მ----------–--–---ს ჩვენება არ ასახავს რეალურ ვითარებას და სავარაუდოდ გამიზნულია ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.
27.სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციებს სრულ უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან ეს მოსაზრებები არის მხოლოდ ზოგადი ხასიათის, არ გააჩნიათ რაიმე დასაბუთებული საფუძველი და ეწინააღმდეგებიან სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზს.
28. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბრალდებულ ა-------------–---ს განმარტებით იგი დანაშაულის დღეს იმყოფებოდა ქ.აბაშაში მდებარე რესტორანში მეგობრებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას დაესახელებინა აღნიშნული პირები და მოეხდინა მათი გამოკითხვა, ან გამოძიებისათვის დაესახელებინა მათი ვინაობა, დაცვის მხარის მიერ ასეთი რამ არ მომხდარა. ბრალდებულს აღნიშნული პიროვნებები არ დაუსახელებია არც სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად ამ ნაწილში მისი ჩვენება არადამაჯერებელია, არ იძლევა რაიმე სახის კონკრეტულ ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პირის ბრალეულობაზე. დაცვის მხარეს, ზეპირი განმარტებების გარდა რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც გააქარწყლებდა ბრალდების არგუმენტებს ან შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს ეჭვი შეეტანა მასში.
29. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე მოპოვებულია დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი რაოდენობა: დაზარალებულის ჩვენება, მოწმეთა ჩვენებები, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმები, რომლებიც შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართით ადასტურებენ ა-------------–---ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
30. რაც შეეხება ა-------------–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. შესაბამისად ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში იგი უნდა გამართლდეს.
31. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ა-------------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
32. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
33. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
34. ბრალდებულ ა-------------–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულები სასჯელის სახით ითვალისწინებენ: სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
35. ა-------------–---ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
36. ბრალდებული ა-------------–--- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა ა-------------–---ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 01 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა-------------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 წლით და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 წლით გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით,ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 58-ე, 59-ე, 67-ე მუხლით, სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ა-------------–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ა-------------–--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ა-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ა-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ა-------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
3. მსჯავრდებულ ა-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 მარტიდან.
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
4.1 ,,ფ---------------ი’’-ს მარკის სახ. ნომრით B-------- ავტომანქანა, სიგარეტი ,,MALBORO’’, სათვალე და საკეცი დანა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
4.2 სისხლის მაგვარი ლაქა, სისხლის ნიმუში, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ნერწყვის ნიმუში განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
4.3 3 ცალი DVD დისკი დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე