გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
330210119003057331
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/14611-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე- სს თი---------ი

წარმომადგენელი - ნი------------ა

მოპასუხეები -მა----–--–--–---–ი, ვლ------------------ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ვლ------------------ესა და მა----–--–--–---–ს (თავდებს მისი მაქსიმალური პასუხისმგებლობის ფარგლებში) სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

1.1.1 20---–-–---------–--ის საბანკო კრედიტის #2--------------1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3743,03 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2999,38 ლარი, პროცენტი -254,78 ლარი, ჯარიმა - 481,39 ლარი, დაზღვევა - 7,48.

1.1.2 2019 წლის 17 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 20---–-–---------–--ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2999,38 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 39,99 ლარს.

1.1.3 2019 წლის 17 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 20---–-–---------–--ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2999,38 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე შემცირებულ პირგასამტეხლოს 0,27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 8,09 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.

1.1.4 თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვროს 3700 ლარით ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში.

 

1.2. ვლ------------------ეს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს:

1.2.1 2018 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2-------------19 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2399,5 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1500 ლარი, პროცენტი - 279,85 ლარი და ჯარიმა - 619,65 ლარი.

1.2.2 2019 წლის 17 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2-------------19 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1500 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 45 ლარს.

1.2.3 2019 წლის 17 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2-------------19 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1500 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე შემცირებული პირგასამტეხლოს 0,27%-ის, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 4,05 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 992 ლარისა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ვლ------------------ემ და მა----–--–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი ნაწილობრივ სცნეს და განმარტეს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რაც უნდა შემცირდეს. ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნიეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,თი---------სა“ და ვლ------------------ეს შორის 20---–-–---------–--ს გაფორმდა საბანკო კრედიტის #2--------------1 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 3 700 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 05 ივლისამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორიელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში, ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და დამატებითი პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 20---–-–---------–--ის საბანკო კრედიტის კრედიტის N2--------------1 ხელშეკრულება (ს.ფ 25-30)

 

3.1.2. ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,თი---------სა“ და მა----–--–--–---–ს შორის 20---–-–---------–--ს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა, სოლიდარულად შეესრულებინა მოცემული საკრედიტო ხელშეკულებიდან გამოდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 3 700 ლარი ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში.ასევე დაიდო სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20---–-–---------–--ის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 31-35)

- დაზღვევის ხელშეკრულება (ს.ფ 29)

 

3.1.3. მოპასუხეთა მიერ პერიოდულად ირღვევოდა საბანკო კრედიტის 2--------------1ხელშეკულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2018 წლის 5 დეკემბრის შემდეგ აღარ მომხდარა ვალდებულებების შესრულება. ამასთან, მოპასუხეებმა ზედიზედ სულ ცოტა ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულეს ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (ს. ფ, 35, 55)

 

3.1.4 . 2019 წლის 17 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეებს საბანკო კრედიტის #2--------------1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 3743,03 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2999,38 ლარი, პროცენტი - 254,78 ლარი, ჯარიმა - 481,39 ლარი, დაზღვევა - 7,48 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ 57)

 

3.1.5. სს ,,თი---------სა“ და ვლ------------------ეს შორის ინტერნეტ-ბანკის საშუალებით 2018 წლის 06 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2-------------19, რომლის საფუძველზეც მსესხებელ ვლ------------------ეზე გაიცა კრედიტი 1 500 ლარის ოდენობით, წლიური 36%-ით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 06 დეკემბერი. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 06 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 2018 წლის 06 დეკემბერსვე მოხდა ვლ------------------ის მიერ საკრედიტო ლიმიტის ათვისება 1 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 37-53)

 

3.1.6 ვლ------------------ე სესხს აბრუნებდა პერიოდულად ნაწილობრივ, ხოლო შემდგომ მან დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით #2-------------19 ნაკისრი ვალდებულებები და 2019 წლის 15 იანვრის შემდეგ საერთოდ შეწვიტა

გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 54)

- გაფრთხილების წერილი ( ს. ფ. 55)

 

3.1.7 2019 წლის 17 ივნისის მდგომარეობით, ვლ------------------ეს 2018 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2-------------19 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება -2399,50 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1500 ლარი, პროცენტი - 279,85 ლარი და პირგასამტეხლო - 619, 65 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ 57)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ორივე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და შესაბამისად არაგონივრულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თი---------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 895-ე, 411-412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ სს ,,თი---------სა“ და ვლ------------------ეს შორის 20---–-–---------–--ს გაფორმდა საბანკო კრედიტის #2--------------1 ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად სს ,,თი---------სა“ და მა----–--–--–---–ს შორის 20---–-–---------–--ს დაიდო თავდებობის ხელშეკულება. მოპასუხე მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულებების დარღვევას. მათ წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმატრებით, გარდა პირგასამტეხლოს ოდენობისა, სცნეს სარჩელი საბანკო კრედიტის #2--------------1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირისა და პროცენტის დავალიანების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - სცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი საბანკო კრედიტის #2--------------1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის, პროცენტისა და სადაზღვევო თანხის ნაწილში ცნეს, ამ მიმართებით სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთ დამატებით საშუალებას, როგორიცაა პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მხარეები ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის შემოწმებისას პირგასამტეხლოს ნაწილში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებით დადგენილი ნორმები.

 

პირგასამტეხლოს არსებითად ორი ფუნქცია აქვს: ვიდრე ვალდებულება უნდა ირღვეოდეს, იგი ემსახურება მისი შესრულების სტიმულირებას. მოვალემ წინასწარვე იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვერ აცდება გარკვეული საზღაურის გადახდევინებას, მაშინ როცა სხვა დროს, შეიძლება მას ამის „იმედი“ ჰქონდეს. მთავარი მაინც ის არის, რომ პირგასამტეხლო ესაა ზიანის ანაზღაურების საშუალება, იმ ზიანისა, რომელიც შეიძლება განიცადოს კრედიტორმა. კრედიტორი პირგასამტეხლოს დაწესებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევისათვის იადვილებს და დაზღვეულს ხდის ზიანის ანაზღაურების მოხოვნას. პირგასამტეხლოს დაწესებით კრედიტორის გარანტიები გაზრდილია.

 

როგორც აღინიშნა მხარეებმა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრეს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შემდგეზე: ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და დამატებითი პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარეთა შორის შეთანხმებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მართალია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. ამასთან, ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული, რომლის მიზანიცაა სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობისა. აღნიშნულის მიუხედავად შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. ამიტომაც განსაზღვრავს კანონი სასამართლოს უფლებამოსილებას სამართლიანად შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა 20---–-–---------–--ის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს და ნაცვლად 481.39 ლარისა განისაზღვროს 240.69 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად.

 

ასევე უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა 2019 წლის 17 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) დასარიცხ პირგასამტეხლოს ნაწილში და 20---–-–---------–--ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირ თანხაზე 2999,38 ლარზე პირგასამტეხლოს 0,05%-ის გადახდა,რაც ყოველდღიურად შეადგენს 1,49 ლარს, მაგრამ ჯამში არა უმეტეს 500 ლარისა;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული.

 

ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიაჩნია, რომ მოპასუხეებს ვლ------------------ესა და მა----–--–--–---–ს სს“თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2019 წლის 17 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 20---–-–---------–--ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2999,38 ლარზე წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 39,99 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულება.

 

დადგენილია, რომ 20---–-–---------–--ს „თი---------ს“ და მა----–--–--–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდები პირების ზღვრული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 3700 ლარით, ან მისი შესაბამისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში. შესაბამისად, 20---–-–---------–--ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება უნდა დაეკისროს სოლიდარულ თავდებსაც მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

 

6.5. სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ სს ,,თი---------სა“ და ვლ------------------ეს შორის 2018 წლის 06 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის #2-------------19 ხელშეკრულება. მოპასუხე ვლ------------------ე დაეთანხა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულებების დარღვევას. მან წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმატრებით, გარდა პირგასამტეხლოს ოდენობისა, ცნო სარჩელი საბანკო კრედიტის #2-------------19 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა დავალიანების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - სცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი საბანკო კრედიტის #2-------------19 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში ცნო, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ვლ------------------ეს 2018 წლის 6 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #2-------------19 გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 2089,67 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი 279.85 ლარი.

 

6.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის მიმდინარე პირგასამტეხლოს 619.65 ლარის დაკისრების ნაწილში, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარეთა შორის შეთანხმებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მართალია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და ნაცვლად 619.65 ლარისა მოპასუხე ვლადინერ თეთრაძეს უნდა დაეკისროს 309.82 ლარის გადახდა.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.

მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის #2-------------19 ხელშეკრულებაზე, 2019 წლის 17 ივნისის ცნობის გაცემიდან, ვლ------------------ეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ძირი თანხის 1 500 ლარის 36%-ი სარგებლის გადახდა რაც ყოველთვიურად შეადგენს 45 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

 

6.8. მოსარჩელის მოთხოვნა 2018 წლის 06 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 17 ივნისის ცნობის გაცემიდან, ვლ------------------ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარეთა შორის შეთანხმებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მართალია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირ თანხაზე 1500 ლარზე პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა,რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.75 ლარს, მაგრამ ჯამში არა უმეტეს 270 ლარისა;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეებს მა----–--–--–---–ს და ვლ------------------ეს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო მომსახურებისათვის გადახდილი მომსახურების საფასური 20 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 23.43 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი, ასევე საადვოკატო მომსახურებისთვის 100 ლარის გადახდა. ვლ------------------ეს სს“თი---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 86.99 ლარის გადახდა.

 

სს „თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 2019 წლის 18 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 111 ლარი .

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 263-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თი---------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ვლ------------------ესა და მა----–--–--–---–ს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–---------–--ს საბანკო კრედიტის #2--------------1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3502,03 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 999.38 ლარი, პროცენტი 254.78 ლარი, ჯარიმა 240.69, დაზღვევა - 7.48 ლარი.

 

3. ვლ------------------ეს და მა----–--–--–---–ს სს თი---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 17 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 24 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე 2 999.38 ლარზე წლიური 16 %-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 39.99 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა;

 

4. ვლ------------------ეს და მა----–--–--–---–ს სს თი---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 17 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 20---–-–---------–--ის საბანკო კრედიტის ხელშეკულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე 2999.38 ლარზე პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა,რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.49 ლარს, მაგრამ ჯამში არა უმეტეს 500 ლარისა;

 

5. თავდები პირის მა----–--–--–---–ის მაქსიმალური პასუხისმგებლობა 20---–-–---------–--ის საბანკო კრედიტის ხელშეკულებიდან გამომდინარე განისაზღვროს 3700 ლარით ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში.

 

6. ვლ------------------ეს 2018 წლის 6 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #2-------------19 გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 2089,67 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი 279.85 ლარი და პირგასამტეხლო 309.82 ლარი.

 

7. ვლ------------------ეს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 17 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2-------------19 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1500 ლარზე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 45 ლარს, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

 

8. ვალდიმერ თეთრაძეს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 17 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 06 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2-------------19 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1500 ლარზე პირგასამტეხლო 0,05% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.75 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 270 ლარისა.

 

9. მა----–--–--–---–ს და ვლ------------------ეს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო მომსახურებისათვის გადახდილი მომსახურების საფასური 20 ლარი;

 

10. მა----–--–--–---–ს და ვლ------------------ეს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 23.43 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის, ასევე საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის100 ლარის გადახდა.

 

11. ვლ------------------ეს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 86,99 ლარის გადახდა;

 

12. სს ,,თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 2019 წლის 18 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (335,84 ლარი) 111 ლარი (საგადასახადო დავალება N6).

 

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი