განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003068903 საქმე №1/278-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2019 წ. ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ
თამარ ბერუაშვილის მდივნობით
პროკურორ - ზ------ წ-------–ის,ადვოკატების: ლ----- ღ----–--იას, ზ------ გ--–---ის,ბრალდებულ - გ------- დ---------ის
მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №1/278-19 (გამოძიების №032240519001) საქმე გ------- გ--ის ძე დ---------ის მიმართ (პირადი №------------ დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების: მცხეთის რაიონის სოფელ წ--–---–----------–-----------–----------------------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით;
აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადასტურებულად სცნო, რომ გ------- დ---------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: გ------- დ---------მა, მცხეთის რაიონის სოფელ წი-–-------------–-----------–---–-----–-----------------------–ი მდებარე მათივე საცხოვრებელ სახლში, 2019 წლის 23 მაისს, საღამოს საათებში, მათი არასრულწლოვანი შვილების ნ----, კ---- და დ----- დ---------ების თანდასწრებით, ცემა მეუღლე მ------ შ----------, კერძოდ, სახისა და ტანის არეში ხელებითა და ფეხებით მიაყენა მრავლობითი დარტყმები, რა დროსაც მ------ შ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- დ---------ი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის გარემოებები, რომ გ------- დ---------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ერთი 7.62X54 მმ. კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, ერთი 5,45X39 მმ. კალიბრის სამხედრო სპეციალური დანიშნულების ვაზნა, ერთი 7.62X38 მმ. კალიბრის „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ვაზნა, ერთი სპორტული და სანადირო პისტოლეტებისა და შაშხანებისათვის განკუთვნილი 5.6.მმ. კალიბრის რგოლური აალების ვაზნა და რომ მან აღნიშნული ვაზნები მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა მცხეთის რაიონის სოფელ წი-–-------------–-----------–---–-----–-----------------------–ი მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში. ასევე არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მცხეთის რაიონის სოფელ წი-–-------------–-----------–---–-----–-----------------------–ი მდებარე მათივე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგორის რაიონული სამმართველოს საუბნო განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- დ---------მა, 2011 წლის აგვისტოს თვეში ცემა მეუღლე მ------ შ----------, კერძოდ, სახისა და ტანის არეში ხელებითა და ფეხებით მიაყენა მრავლობითი დარტყმები. 2018 წლის დეკემბრის თვეში მათი არასრულწლოვანი შვილების ნ----, კ---- და დ----- დ---------ების თანდასწრებით, ცემა მეუღლე მ------ შ----------, კერძოდ, ტანის არეში ხელების დარტყმით მიაყენა მრავლობითი დარტყმები. 2019 წლის თებერვლის თვეში მათი არასრულწლოვანი შვილების ნ----, კ---- და დ----- დ---------ების თანდასწრებით, სხვაგვარი ძალადობა განახორციელა მეუღლის მ------ შ----------ს მიმართ, კერძოდ, სახის არეში ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი. 2019 წლის მარტის თვეში სხვაგვარი ძალადობა განახორციელა მეუღლის მ------ შ----------ს მიმართ, კერძოდ, სახის არეში ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და შენახვას. იმისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვალოს საჭიროა სახეზე იყოს ის გარემოება, რომ პირს არ აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება შეიძინოს და შეინახოს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალა (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამასთან, უტყუარად უნდა იყოს დადასტურებული აღნიშნული იარაღისა და საბრძოლო მასალის უშუალოდ ბრალდებულის მიერ შეძენა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ყიდვას, ჩუქებას, პოვნას და ა.შ.. ასევე უტყუარად უნდა იყოს დადასტურებული ზემოხსენებულისათვის უშუალოდ იმ პირის მიერ ადგილის მიჩენა, ვისაც არ აქვს მისი შეძენის და შენახვის კანონით მინიჭებული უფლება.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2019 წლის 12 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ წ--–---ში, დევნილთა დასახლებაში მდებარე გ------- დ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ერთი პისტოლეტი მჭიდით და სულ ექვსი ვაზნა, რომელთაგან ერთი ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის, ნიმუშის, 7,62X54 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის შემდეგი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის: სავაზნე მჭიდიანი, თვითდამმუხტავი და ავტომატური შაშხანებისათვის; კარაბინებისათვის, სადაზგო, სატანკო და საავიაციო ტყვიამფრქვევებისათვის. აღნიშნული ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. მეორე არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის 5,45X39 მმ კალიბრის სამხედრო-სპეციალური (მგეზავი) დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმიშის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,АК-74“, ,,АКС-74“, ,,АКСУ“ ავტომატებისათვის, ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. მესამე არის ქარხნული წესით დამზადებული, 1995 წლის ნიმუშის 7.62X38 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ნაგანის სისტემის რევოლვერისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. მეოთხე არის ქარხნული წესით დამზადებული, 5.6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნა, განკუთვნილია ამავე კალიბრის სპორტული და სანადირო დანიშნულების პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანების და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. აღნიშნული საბრძოლო მასალის ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის №----- დასკვნით. სწორედ ზემოხსენებული საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვისათვის წარედგინა ბრალდება გ------- დ---------ს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა გ------- დ---------მა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი იქნა, რომ გ------- დ---------ი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, სადაც ჩხრეკა ჩატარდა 2019 წლის 12 ივნისს, ბრალდებულის დაკავებიდან მე-19 დღეს, მას შემდეგ, რაც იმ კარადის სათავსოს გასაღები, საიდანაც მოხდა საბრძოლო მასალის ამოღება, გამომძიებელს მიაწოდა ბრალდებულის დამ. მხოლოდ საბრძოლო მასალის ამოღება ვერ იქნება მიჩნეული გ------- დ---------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ცალსახაა, რომ იმ ადგილთან წვდომა, საიდანაც მოხდა საბრძოლო მასალის ამოღება, ჰქონდათ სხვა პირებსაც, რაც არის დასაბუთებული ეჭვის საფუძველი აღნიშნული ვაზნების კუთვნილებასთან დაკავშირებით და უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა უშუალოდ გ------- დ---------მა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა ბრალდებულმა ემყარება ვარაუდს, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა პირის ჩვენება, რომელიც ნათელს მოჰფენდა გარემოებას თუ რა გზით მოხვდა ბრალდებულის დასთან ხსენებული სათავსოს გასაღები და ჰქონდა თუ არა კიდევ სხვა პირს წვდომა იმ ადგილთან, საიდანაც მოხდა საბრძოლო მასალის ამოღება.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე ვერ დადასტურდა გ------- დ---------ის მიერ მეუღლის მიმართ, არასრულწოვანი შვილების თანდასწრებით ცემის ან სხვაგვარი ძალადობის სისტემატიურად განხორციელების ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, კერძოდ ვერ იქნა დადგენილი ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ, ბრალდების დადგენილებაში მითითებულ პერიოდებში და ინტენსივობით, ცემის და სხვაგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტები, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებით ატარებდა სისტემატიურ ხასიათს, ვინაიდან დაზარალებულმა, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------- დ---------ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მ------ შ---------მა არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- დ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა, გ------- დ---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნა---------------–-- ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის გ------- დ---------ისა და მ------ შ----------ს მეზობელი. 2019 წლის 23 მაისს, ხმაურზე შევიდა დ---------ების ოჯახში, რა დროსაც დაინახა, რომ ბრალდებული იდგა აივანზე და მას ბავშვები აწყნარებდნენ, ხოლო მ------ შ---------- ბავშვების ოთახში იყო განერვიულებული და ე.წ. „ჟაკეტი“ ჰქონდა შემოხეული. მისი თანდასწრებით დაზარალებულს პოლიციის თანამშრომლებთან არ დაურეკავს. მისი შესვლისას პოლიციის თანამშრომლები ურეკავდნენ მ------ შ---------ს და ეკითხებოდნენ, თუ სად უნდა მისულიყვნენ. მისი მისვლისას ბრალდებული და დაზარალებული ნაჩხუბრები იყვნენ. იგი არ შესწრებია აღნიშნულს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- ც------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 24 მაისს, მუხრანის რაიონული პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება გ------- დ---------ის მიმართ, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. 2019 წლის 27 მაისს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, მ------ შ----------ს ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, გ--ი აფ–------თან და ვ----– შ--–---–---–---- ერთად გამოცხადდა მცხეთის რაიონის სოფელ წ--–---ში მდებარე დევნილთა დასახლებაში, სადაც ადგილზე დახვდათ მ------ შ----------, რომელმაც წერილობით განაცხდა თანხმობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე. მ------ შ---------მა მიუთითა მისი საცხოვრებელი სახლის ის ადგილები, სადაც მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, დაზარალებულმა ექსპერტებს სხეულის ხილულ ადგილზე მიუთითა დაზიანებებზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--ი აფ–------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მოცემულ საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში. შეტყობინების საფუძველზე იგი გამოძიებელ გ------- ც------ესთან და მეწყვილე - ვ----– შ--–---–---–---- გამოცხადდა მცხეთის რაიონის სოფელ წ--–---ში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, სადაც დახვდათ დაზარალებული მ------ შ----------, რომელმაც მიუთითა ის ადგილები, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------- დ---------მა. დაზარალებულმა ასევე მიუთითა ის ადგილები, სადაც ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანებები. ასევე განმარტა, რომ მისმა მეუღლემ ხელი დაარტყა. დალურჯებები ჰქონდა სახეზე ყურთან და ხელზე. ადგილზე შედგა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის სისწორეც მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ვ----– შ--–---–---–მა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–- სუ-–------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მოცემულ საქმეზე ჩატარებული აქვს ტრასოლოგიური ექსპერტიზა. გამოკვლევაზე წარმოდგენილი იყო გამოსაკვლევი ობიექტი დალუქული სახით. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მ------ შ----------ს ქურთუკის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის, გახევის და საკიდის ნაწილობრივ ამოგლეჯვის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---–----- ტ------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მან ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა მ------ შ----------ს მიმართ. 2019 წლის 24 მაისს მ------ შ---------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ადამიანის ხელი მიეკუთვნება მკვრივი-ბლაგვი საგანთა ჯგუფს. მარჯვენა ყურის, მარჯვენა მხრის, წელის და შუბლის მიდამოში მარჯვნივ არსებული სისხლნაჟღენთების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დაზიანებთა თანმიმდევრობის (რიგითობის) განსაზღვრა ექსპერტს არ შეუძლია. ხანდაზმულობით მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვემო მესამედში არსებული სისხლაჟღენთი დაახლოებით 6-9 დღისაა.
მოწმეებმა: მ------ შ---------მა, ნ---- დ---------მა და კ---- დ---------მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
2019 წლის 24 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ მ------ შ----------საგან ამოღებული იქნა სამედიცინო №--- ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ მ------ შ---------- უჩივის თავის ტკივილს, მეტად მარჯვნივ ყურის, ლოყის და შუბლის არეში, მარცხნივ იდაყვის სახსრის არეში. რამდენიმე საათის წინ ცემა ქმარმა. საზეხე შუბლის არეში მარჯვნივ აღენიშნება მოლურჯო ფერის სისხლანჟღენთები.
2019 წლის 24 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ მ------ შ----------საგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ე.წ. „ჟაკეტი“.
2019 წლის 24 მაისის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ გ------- დ---------ი დაკავებული იქნა 2019 წლის 24 მაისს 03:35 საათზე.
2019 წლის 27 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მ------ შ---------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეების თანდასწრებით ხმამაღლა წაეკითხა მისი გამოკითხვის ოქმი, რასაც მთლიანად დაეთანხმა.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნით დასტურდება, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი მ------ შ----------ს ქურთუკის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის, გახევის და საკიდის ნაწილობრივ ამოგლეჯვის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2019 წლის 24 მაისს მ------ შ---------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ადამიანის ხელი მიეკუთვნება მკვრივი-ბლაგვი საგანთა ჯგუფს. მარჯვენა ყურის, მარჯვენა მხრის, წელის და შუბლის მიდამოში მარჯვნივ არსებული სისხლნაჟღენთების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დაზიანებთა თანმიმდევრობის (რიგითობის) განსაზღვრა ექსპერტს არ შეუძლია. ხანდაზმულობით მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვემო მესამედში არსებული სისხლაჟღენთი დაახლოებით 6-9 დღისაა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით დასჯადია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. კონკრეტულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა გ------- დ---------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი და დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები. დადგენილი იქნა, რომ სწორედ გ------- დ---------ის მიერ განვითარებული ქმედების შედეგად მიიღო დაზიანებები მ------ შ---------მა და განიცადა ფიზიკური ტკივილი მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის დროს. მართალია დაზარალებულმა მ------ შ---------მა და მოწმეებმა კ---- და ნ---- დ---------ებმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული კატეგორიის დანაშაული არ ხასიათდება მოწმეთა სიმრავლით, კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით ნათლად და უტყუარად დადგინდა ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. კერძოდ: მოწმე ნა---------------–-- ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი ჩხუბის ხმის გაგონებისთანავე მივიდა გ------- დ---------ის ოჯახში, სადაც დახვდა დაზარალებული, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ე.წ. „ჟაკეტი“, იყო ნაჩხუბარი ბრალდებულთან, რომელსაც აივანზე აწყნარებდნენ შვილები, ხოლო დაზარალებულს უკვე გამოძახებული ჰყავდა პოლიცია. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რა დროსაც ბრალდებულმა ფიზიკური ზემოქმედება განახორციელა მასზე, რასაც ადასტურებს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მ------ შ----------ს ქურთუკის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის, გახევის და საკიდის ნაწილობრივ ამოგლეჯვის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ფიზიკური ზემოქმედების ფაქტი ასევე დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 24 მაისს მ------ შ---------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელთნაც სრულ თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მ------ შ----------ს განმარტებით, მან დაზიანებები მიიღო გ------- დ---------ის ქმედებების შედეგად, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და რომლებიც მართალია ვერ იქნება განხილული როგორც პირდაპირი მტკიცებულებები, მაგრამ აბსოლიტურად საკმარისია სრული სურათის წარმოსაჩენად, მით უფრო, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები და მან ამომწურავად განმარტა თუ რა ადგილებში დაარტყა მას მეუღლემ. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ვერ იქნა დადგენილი, რომ ხსენებულ კონფლიქტს შეესწრნენ ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ასევე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენებადობის შესაძლებლობა. კერძოდ, მოცემული გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას.ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არსებობს“.
სასამართლო განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზის მიხედვით, უდავოა, რომ ირიბი ჩვენებების სისხლის სამართლის სამართლის საქმეზე გამოყენების კუთხით იგი აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს (და აბსოლუტურად, კატეგორიულობის ფორმით არ გამორიცხავს მის გამოყენებადობას), რა დროსაც აუცილებელია ირიბი ჩვენების გამოყენება მოხდეს სასამართლოს მიერ ყოველიკონკრეტული გარემოებების შეფასებით, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. ამასთან, ირიბი ჩვენების საგამონაკლისო დაშვებას გამართლებულად მიიჩნევს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა (მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ობიექტურ მიზეზად ჩაითვლება ის გარემოება, რომ დაზარალებულმა და არასრწლოვანმა მოწმეებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა ბრალდებულს), რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, უტყუარად დადასტურდა გ------- დ---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, პრევენციის საშუალებაა. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- დ---------ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. დანაშაულის სპეციფიკიდან და ზიანის მიყენების (ძალადობა, ფიზიკური ტკივილი) გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- დ---------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და გამართლდეს.
2. გ------- დ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
3. გ------- დ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. გ------- დ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 მაისიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ე.წ. „ჟაკეტი“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, 2 მასრა - განადგურდეს, 2 დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი მჭიდით, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის ვადით, შესანახად გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე