გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.11.2019
საქმის ნომერი
820210018002260497
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 8202100-8002260497 (2-22/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ნოემბერი 20-9 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე,ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე - ნ----- ზა--------ო, ლა----- კო------

წარმომადგენელი - ლე-–-----------ძე

მოპასუხე -ავ--------– უზ-----ე

წარმომადგენელი - ტო-------–--ე

დავის საგანი : თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ავ--------– უზ-----ეს მოსარცელეების ლა----- კო------ისა და ნ----- ზა--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 4848 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. ავ--------– უზ-----ეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 375 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სასამართლოს და სხვა ხარჯი 2804 ლარი, დოკუმენტების, გამოგზავნის დიეჩელით და უკრაინაში გდახდილი თანხები-, თარგმნის - 230 ლარი, სანოტარო მოქმედებების განხორციელების სულ-2907გრ=1200 ლარის. მგზავრობის ხარჯი 380 აშშ დოლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი (550 აშშ დოლარი) = 1400 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ნ----- ზა--------ო ცხოვრობს უკრაინაში. მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მოქალაქეს მოპასუხე ავ--------– უზ-----ეს, რომელიც პირდებოდა რომ ცოლად მოიყვანდა და მასთან ერთად იცხოვრებდა საქართველოში. აღნიშნული კი შესაძლებელი იქნებოდა თუკი ნ----- ზა--------ო შეიძენდა ბინას ბათუმში. ამ მიზნით ნ----- ზა--------ომ გაყიდა მის საკუთრებაში არსებული ბინა უკრაინაში და 30000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარი გადასცა ავ--------– უზ-----ეს ხელზე უკრაინაში.

უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ 20-6 წლის 02 მარტს ავ--------– უზ-----ე კვლავ შეეხმიანა ნ----- ზა--------ოს და სხვადასხვა ტყუილის საფუძველზე მას საქართველოში დამატებით გადმოარიცხინა 4848 აშშ დოლარი, საიდანაც 3000 აშშ ჩარიცხა ნ-----ს მეგობარმა ლა----- კო------მა. მოპასუხე სისტემატურად პირდებოდა, რომ ბინა შეიძინა და თუ ჩამოვიდოდა საქართველოში ფიზიკურად აჩვენებდა აღნიშნულ ბინას.

ნ----- ზა--------ო ჩამოვიდა უკრაინიდან და რომ ვერ შესძლო ავ--------– უზ-----ემ ეჩვენებინა ნაყიდი ბინა, მოსთხოვა თანხების უკან დაბრუნება, იმ თანხის ჩათვლით, რომელიც მან 20-5 წელში ასესხა 8000 აშშ დოლარის ოდენობით. ავ--------– უზ-----ე ნდობის მოსაპოვებლად დაპირდა ნ----- ზა--------ოს 20-5 წელში ნასესხებ თანხაზე 8000 აშშ დოლარზე, გაუკეთებდა ხელწერილს სანოტარო წესით. ხელწერილის გაფორმებით ავ--------– უზ-----ემ მოიპოვა მოსარჩელის ნდობა, რითაც აფიქრებინა რომ ის არ დაიტოვებდა არავის თანხას, არც იმ რვა ათას აშშ დოლარს, რომელიც ნ-----ს მისთვის ქონდა ნასესხები და არც ბინის ნასყიდობისათვის გადმოგზავნილ თანხას 35000 აშშ დოლარს. მას არანაირი პრობლემა არ ექნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ავ--------– უზ-----ე შეიძენდა ბინას და გადაუფორმებდა ნ----- ზა--------ოს რათა ერთად ეცხოვრათ. ერთი წლის შემდგომ, როცა დადგა სესხის გადახდისა და ბინის ჩაბარების დრო, ავ--------– უზ-----ემ ნ----- ზა--------ო უარით გაისტუმრა.

ნ----- ზა--------ოს მოთხოვნის მიუხედავად დაებრუნებინა ავ--------– უზ-----ეს 30000 აშშ დოლარი და 4848 აშშ დოლარი, როგორც ბინის თანხა, მოპასუხე არ ასრულებს ვალდებულებას და უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე. მოსარჩელეს 30000 აშშ დოლარის სესხად გადაცემასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არა აქვს და ის აპირებს მიმართოს პროკურატურას თაღლითობის ფაქტზე, ამიტომ მოსარჩელე მოითხოვს მხოლოდ იმ თანხების დაკისრებას, რომელიც მის მიერ 20-6 წლის 02/03 გადმოგზავნილი იქნა უკრაინიდან ბათუმში, რაც შეადგენს 4848 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით არ ცნობს სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ავ--------– უზ-----ეს პირიქით აქვს ასაღები ნასესხები თანხა მოსარჩელეზე, მოპასუხეს დაფარული აქვს მოსარჩელის მკურნალობის და მგზავრობის ხარჯები, რაც დასტურდება ავ--------– უზ-----ის მიერ გადარიცხული თანხებით.

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საერთოდ გაურკვეველია და ვერ იქნა დადგენილი რა ვალდებულება აქვს ავ--------– უზ-----ეს მოსარჩელე ლა----- კო------ის მიმართ, თუკი ავ--------– უზ-----ე თანხას ბინის საყიდლად ან სესხად ღებულობდა ნ----- ზა--------ოსაგან, რა შუაშია ლა----- კო------ი, არ დგინდება თანხის გადმირიცხვის ფაქტი, ხოლო ბ--კის მონაცემებით ავ--------– უზ-----ეს უფრო მეტი თანხა აქვს გადარიცხული. არ არის დადგენილი ამ თანხების გადარიცხვის მიზნობრივობა, მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს არ არსებულ ფაქტებზე და გარემოებებზე სარჩელს არ ახლავს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. მოსარჩელის მიერ მითითებულ , ვითომ ცოლად შერთვის დაპირებას ავ--------– უზ-----ის მხრიდან არასოდეს ჰქონია ადგილი, ნ----- ზა--------ო ბათუმში იმყოფებოდა სხვა პიროვნებასთან სხვა საქმეზე, რომლებსაც ერთად უნდა დაეწყოთ ბიზნესი.

ავ--------– უზ-----ის მოსაზრებით, სარჩელი წარმოდგენილია სხვა პირთა წაქეზებით, სრულიად უსაფუძვლოდ და ნ----- ზა--------ოს მიერ ბინის გაყიდვის შემდეგ მასზე ვითომც 30000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი მოგონილია ამ პირების მიერ, რასაც ვერ იტყვის ნ----- ზა--------ო სასამართლო სხდომაზე, ისევე როგორც ვერ იტყვის, რომ მას ცოლად შერთვას პირდებოდა, ასეთი რამ არ ყოფილა და არც რაიმე მტკიცებულება არსებობს.

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე პირადად ადასტურებს, რომ მას არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სარჩელი როგორც ფაქტობრივ ასევე სამართლებრივად დაუსაბუთებელია. რაც შეეხება წარმოდგენილ ქვითრებს აღნიშნულით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ, მოპასუხეს რაიმე თანხა ასესხა ან გადმოურიცხა. წარმოდგენილი ქვითრები არ იკითხება არ ჩანს დოკუმენტებით რომელი საბუთიდან იხელმძღვანელა თარჯიმანმა, როცა თარგმნიდა სადაო დოკუმენტს. ნათარგმნი დოკუმენტები ნოტარიულად დამოწმებული არ არის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს სადაო დოკუმენტის ავთენტურობას.

ავ--------– უზ-----ის მიერ ბინის შეძენასთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ავ--------– უზ-----ემ ხა------ ხ----ესთან ქორწინების პერიოდში 20-7 წლის 25 იანვარს უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის უფლების ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება შპს „მ---------“ -ს, ს/კ---------- საკუთრებაში არსებული მშენებარე სახლში 55.70 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. ბათუმი, ინ-------ის ქუჩა N7, ბინა 220-ში უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N 05.24.07.002.0-.2--- რომლის საფასური 25 000 ათასი აშშ დოლარი S--- ბ--კის მიერ გაცემული სესხით გადაიხადეს თანამესაკუთრეებმა, რის შემდეგაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ავ--------– უზ-----ე მომავალ მესაკუთრედ, ხოლო ბინის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ ბინა უნდა დარეგისტრირდეს თანასაკუთრებაში. ბინა იპოთეკით არის დატვირთული, ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით ხა------ ხ----ის თავდებობა არის გაფორმებული ბ--კთან, შესაბამისად ცალსახად დასტურდება, რომ მოპასუხე ოჯახის შექმნის მიზნით ვერ დაპირდებოდა მოსარჩელეს უძრავი ქონების შეძენას, ასევე დასტურდება, რომ ავ--------– უზ-----ეს მოსარჩელის ფულით არ შეუძენია სადაო ქონება, როგორც ამას თავად ამტკიცებს, არამედ მან ეს ბინა S--- ბ--კისგან აღებული სესხის საფუძველზე შეიძინა, ასევე დასტურდება, რომ სადაო ბინა თანასაკუთრებაა.

მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელი საერთოდ არ უნდა მიღებულიყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაში, რამდენადაც ლა----- კო------ი საერთოდ არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსარჩელე, ამასთანავე თუ დავა არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების ადგილის, ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, ხოლო ხელშეკრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, გაურკვეველია სად ითხოვდა ნ----- ზა--------ო თანხის დაბრუნებას, ამიტომ მას უნდა მიემართა სარჩელით თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:

 

- ნ----- ზა--------ოს და ლა----- კო------ის მიერ ავ--------– უზ-----ეზე თანხის გამორიცხვის ფაქტის

 

- ნ----- ზა--------ოს და ლა----- კო------ის მიერ ავ--------– უზ-----ეზე გადმორიცხული თანხების ოდენობა.

 

- ნ----- ზა--------ოს და ლა----- კო------ის მიერ ავ--------– უზ-----ის სახელზე გადმორიცხული თანხების მიზნობრივობა.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადავო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ზემო დასახელებული გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებ--ი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტoბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში მისი მიზნობრივობისა და ავ--------– უზ-----ის მიერ ამ თანხების მიღების დამტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

3.2.5. ნ----- ზა--------ოს და ლა----- კო------ის მიერ ავ--------– უზ-----ეზე თანხის გამორიცხვის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მტკიცებულების სახით წარმოადგინა საბ--კო ქვითრები, შესრულებული უკრაინულ ენაზე და მისი ქართული თარგმანი. აღნიშნული ქვითრების მიხედვით უკრაინიდან, ქ. კიროვოგრადიდან 02/03/20-6. სს ,,ა-ბ--კი“ს მეშვეობით ნა---–--ა ზა--------ოს მიერ ავ--------– უზ-----ის სახელზე გადარიცხულია თანხები . ოპერაციის მიზანი მითითებულია ,,თანხის გადარიცხვა ზო-–---------------ნას“ მეშვეობით.

წარმოდგენილია ასევე უკრაინულ ენაზე შევსებული და ქართულად ნათარგმნი ქვითრის ასლები, სადაც მითითებულია, რომ გამგზავნი არის ლა----- კო------ი, მიმღები ავ--------– უზ-----ე, გაგზავნის ფორმა ,,ვე--------------ნი“ გაგზავნის თარიღია 02. 03. 20-6 წ. წარმოდგენილი ქვითრების მიხედვით, 3000 აშშ დოლარი ჩარიცხულია ლა----- კო------ის მიერ, ხოლო 1848 აშშ დოლარი ნ----- ზა--------ოს მიერ.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის ზემო დასახელებული თანხების ავ--------– უზ-----ეზე გადმორიცხვის ფაქტს, განმარტავს, რომ აღნიშნული ქვითრები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მტკიცებულებად, რამდენადაც ქვითრების დიდი ნაწილი უკრაინულ ენაზე საერთოდ არ იკითხება და გაურკვეველია როგორ ითარგმნა, თარგმანი არ არის დამტკიცებული ნოტარიუსის მიერ. მოპასუხის წარმომადგენელი აცხადებს რომ წარმოდგენილი ქვითრებით არ დგინდება ნამდვილად ჩაურიცხა თუ არა აღნიშნული თანხა და მიიღო თუ არა ის ავტანდილ უზ-----ემ, ასევე არ დგინდება სად, რომელ ქვეყანაში გადაირიცხა აღნიშნული თანხები.

ზემო დასახელებულ სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლა----- კო------ისა და ნა---–--ა ზა--------ოს მიერ 20-6 წლის 2 მარტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი ავ--------– უზ-----ის სახელზე თანხების გადმორიცხვის ფაქტს ადგილი, აღნიშნული დასტურდება თვით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, რომლის შესახებაც მსჯელობა იქნება შემდგომ პუნქტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-ლა----- კო------ის და ნა---–--ა ზა--------ოს მიერ თანხის ჩარიცხვის ქვითრები ქართული თარგმანით.

 

3.2.6. - ნ----- ზა--------ოს და ლა----- კო------ის მიერ ავ--------– უზ-----ეზე გადმორიცხული თანხების ოდენობა.

 

გადმორიცხული თანხების ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გადარიცხვის ქვითრები, რომელზეც ზემოთ იყო აღნიშნული, და აცხადებს, რომ მთლიანობაში ავ--------– უზ-----ეზე ლა----- კო------ისა და ნა---–--ა ზა--------ოს მიერ ჩრიცხულია თანხა 4848 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოპასუხე მხარე უარყოფს გადმორიცხული თანხის დასახელებული ოდენობით მიღების ფაქტს, აცხადებს, რომ ავ--------– უზ-----ეს უფრო მეტი თანხა გადარიცხული ნა---–--ა ზა--------ოზე, რის დასადასტურებლად წარმოადგინა საბ--კო ამონაწერები ასევე ინფორმაცია ავ--------– უზ-----ის მიერ მიღებული და ჩარიცხული თანხების შესახებ.

წარმოდგენილი სს, ,,თიბი ბ--კის „ ფულადი გზავნილების ამონაწერით დგინდება, რომ ავ--------–ი უზ-----ის მიერ ნ----- ზა--------ოზე გადაგზავნილია: 25.12. 20-5 წ. – 1000 აშშ დოლარი, 10-5 აშშ დოლარი, 17.09.20-6 711 აშშ დოლარი სულ 2726 აშშ დოლარი. ავ--------–ი უზ-----ის მიერ მიღებულია:0-.03.20-6 წ. – 200, ხოლო 02.03. 20-6 2800 აშშ დოლარი, მთლიანობაში 4000 აშშ დოლარი.

ზემო დასახელებულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავ--------– უზ-----ეს ნა---–--ა ზა--------ოზე გდასახდელი დარჩა 1274 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საბ--კო ამონაწერები

- ინფორმაცია ავ--------– უზ-----ის მიერ მიღებული და ჩარიცხული თანხების შესახებ.

-სს, ,,თიბი ბ--კის „ ფულადი გზავნილების ამონაწერი.

 

3.2.7. ნა---–--ა ზა--------ოს და ლა----- კო------ის მიერ ავ--------– უზ-----ის სახელზე გადმორიცხული თანხების მიზნობრივობა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ავ--------– უზ-----ე პირდებოდა ნ----- ზა--------ოს რომ ცოლად მოიყვანდა და მასთან ერთად იცხოვრებდა საქართველოში. ამ მიზნით ნ----- ზა--------ომ გაყიდა მის საკუთრებაში არსებული ბინა უკრაინაში და 30000 აშშ დოლარი ავ--------– უზ-----ეს ხელზე გადასცა უკრაინაში. შემდგომ კი ავ--------– უზ-----ე კვლავ თხოვდა ფულს ბინის სესაზენად, რაზეც ნ----- ზა--------ომ და მისმა მეგობარმა ლა----- კო------მა 20-6 წლის 02 მარტს დამატებით გადმოუგზავნეს 4848 აშშ დოლარი.

მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნული ფაქტის დასამტკიცებლად წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ინ-------ის ქუჩა N 7-ში მდებარ 55.70 კვ. მეტრი ფართის (მშენებარე) ბინა წარმოადგენს შპს ,,მ---------“-ს საკუთრებას და წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებით 20-7 წლის 25 იანვარს შესყიდული აქვს ავ--------– უზ-----ეს. სხვა მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

მოპასუხე ავ--------– უზ-----ე უარყოფს მსგავსი გარიგებისა და პირობის არსებობას.

 

მოპასუხის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ავ--------– უზ-----ემ თავის მეუღლესთან ხა------ ხ----ესთან ერთად ქორწინების პერიოდში 20-7 წლის 25 იანვარს უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის უფლების ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა აღნიშნული უძრავი ქონება, რომლის საფასური 25 000 ათასი აშშ დოლარი S--- ბ--კის მიერ გაცემული სესხით გადაიხადეს თანამესაკუთრეებმა, ბინა იპოთეკით არის დატვირთული და სესხის უზრუნველყოფის მიზნით ბ--კთან ხა------ ხ----ის თავდებობა არის გაფორმებული.

 

აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულები: საბ--კო კრედიტის ხელშეკრულებები, რითაც დგინდება, რომ ავ--------– უზ-----ეს 20-5 წლის 16 მარტიდან გამოტანილი აქვს კრედიტები, წარმოდგენილია თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რითაც დგინდება, რომ ბინის შესაძენი სესხის ასაღებად ბინა იტვირთება იპოთეკით, ასევე სესხზე თავდებობას იღებს ხა------ ხ----ე, წარმოდგენილია ინფორმაცია, რომ თავდებობისა და საბ--კო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ავ--------– უზ-----ის ამჟამინდელი დავალიანება შეადგენს 35 499. 55 აშშ დოლარს. წარმოდგენილი შემოსავლების ორდერებით დგინდება, რომ 17.03 20-5 წ. ავ--------– უზ-----ეს გადახდილი აქვს შპს ,,მ---------“ სათვის 38 155 ლარი და ამავე პერიოდიდან ყოველთვიურად იხდიდა თანხებს ბინის საფასურს.

 

წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რითაც დადასტურდებოდა სარჩელში აღნიშნული, ავ--------– უზ-----ის მიერ ცოლად შერთვის შეპირებისა და ქ. ბათუმში ბინის შესაძენად მასზე 30000 აშშ დოლარის წინასწარ გამორთმევის ფაქტი, არ დასტურდება ამავე საფუძვლით 20-6 წლის 2 მარტს 4848 აშშ დოლარის მოსარჩელეების მიერ ავ--------– უზ-----ეზე გადაცემის ფაქტი.

 

სასამართლო დადაგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზეც ავ--------– უზ-----ემ ნა---–--ა ზა--------ოსაგან სესხის სახით მიიღო გარკვეული თანხა, რომლის ნაწილი დააბრუნა, ნაწილი ვალი კი არ აქვს გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

-ქორწინების მოწმობის ასლი

-საკრედიტო ხელშეკრულებები,-სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება

-თავდებობის ხელშეკრულება

-შემოსავლების ორდერები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ მხარეთ შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება, ამიტომ მათი ურთიერთობა წარმოადგენს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას. მხარეებს წერილობით ფორმით ხელშეკრულება არ დაუდვიათ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 20-6 წლის 2 მარტს, ნ----- ზა--------ოს და მისი მეგობრის ლა----- კო------ის მეშვეობით უკრაინიდან მოპასუხე ავ--------– უზ-----ეზე ჩარიცხული იქნა და ავ--------– უზ-----ემ მიიღო 4000 აშშ დოლარი. მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს მხოლოდ ნ----- ზა--------ო, რამდენადც მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ ავ--------– უზ-----ეს ლა----- კო------თან თანხების გადაცემაზე შეთანხმება არ ჰქონია და ნ----- ზა--------ომ თანხის ჩარიცხვა განახორციელა მისი მეშვეობით.

ასევე დადგენილია, რომ თანხის ნაწილი 2726 აშშ დოლარი ავ--------– უზ-----ის მიერ სხვადასხვა დროს ჩარიცხულია ნ----- ზა--------ოს სახელზე. გადარიცხული თანხის გაქვითვით ავ--------– უზ-----ეს ნა---–--ა ზა--------ოზე გადასახდელი დარჩა 1274 აშშ დოლარი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ანუ მოსარჩელეს შეეძლო დათქმულ ვადაში მოეთხოვა სესხის დაბრუნება. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ დაუბრუნოს დარჩენილი გადასახდელი თანხა მოსარჩელეს დათქმულ დროსა და ადგილას. მართალია ზუსტად ვერ იქნა დადგენილი მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვადა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თანხის ნაწილი - 711 აშშ დოლარი ავ--------– უზ-----ეს ნ----- ზა--------ოსათვის გაგზავნილი აქვს 20-6 წლის 13 სექტემბერს, დასტურდება, რომ მას გააჩნდა ამ პერიოდისათვის მთლიანი თანხის დაბრუნების ვალდებულება, რაც არ შეასრულა და დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 365-ე მუხლით ,,თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს”.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორს წარმოადგენს ნ----- ზა--------ო, რომელთან ურთიერთობას და თანხების გადაგზავნა გადმოგზავნის ფაქტს ადასტურებს მოპასუხე, ამასთან სასამრთლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მას ლა----- კო------თან არ ჰქონია არავითარი ურთიერთობა და მის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე ავ--------– უზ-----ეს მოსარჩელე ნ----- ზა--------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დარჩენილი დავალიანების 1274 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლა-----. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 375 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბაჟისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხეზე დაკისრებას.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 3%-ის ანაზღაურება, რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი თანხას, ის უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, რამდენადაც გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მიერ გაუქმდა.

 

7.2. რაც შეეხება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

 

მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სარჩელს ერთვის თანხის გადარიცხვის ქვითრები, რითაც დგინდება, რომ ნა---–--ა ზა--------ოს მისი წარმომადგენლის ლე-–-----------ძისათვის ჩარიცხული აქვს 550 აშშ დოლარი. მართალია ქვითრებზე არ არის მითითებული დანიშნულება, მაგრამ ადვოკატის მტკიცებით, ეს არის იურიდიული მომსახურების თანხა, რომლის მოპასუხეზე დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელის წარმომადგენელი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულობის გათვალისწინებით, ასევე, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მოპასუხეს დააკისროს 200 ლარი.

 

ზემო დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სხვა ხარჯების (დოკუმენტების დიეჩელით გამოგზავნის და უკრაინაში გადახდილი თანხები, მგზავრობის ხარჯი 380 აშშ დოლარი, თარგმნის - 230 ლარი) ანაზღაურებაზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის აღძვრამდე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 11 იანვრის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-8 წლის 11 აპრილის განჩინებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----- ზა--------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:

- ავ--------– უზ-----ეს მოსარჩელე ნ----- ზა--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 1274 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

2. ავ--------– უზ-----ეს მოსარჩელე ნ----- ზა--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი ბაჟის ნაწილის 114 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

3. სხვა ნაწილში სარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხა-----თვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე.