გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4694-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - მ--–----------–---–ი
წარმომადგენლები - ე-–-------–-----, ვ----–----------ე
მოპასუხეები:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–ი
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი - ა------------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №3------------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №6-- ბრძანება;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ქ. თბილისში, წ--–--------------------ში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართის (პირველი სართული - 28,24 კვ.მ.; მეორე სართული - 37,29 კვ.მ) მ--–----------–---–ის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ ქ. თბილისი, წ--–--------------------ში მდებარე ბინასთან - საპრივატიზებო ფართთან დაკავშირებით კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობამ 2018 წლის 13 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება არაპრივატიზებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის ბრძანებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ისნის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი 1990 წლიდან რეგისტრირებულია და ოჯახთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, წ--–--------------------ში. მითითებულ მისამართზე ფლობს პირველ სართულზე არსებულ 28,24 კვ.მ. ფართს და მეორე სართულზე - 37,29 კვ.მ. ფართს, იხდის კომუნალურ გადასახადებს. აღნიშნული დასტურდება მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოებში წარდგენილი საბინაო წიგნის ჩანაწერით, კომუნალური გადასახადების ქვითრებით, საინფორმაციო ბარათითა და მეზობლების განმარტებებით, რომლები ადასტურებენ სადავო ბინაში მისი ცხოვრების ფაქტს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და დაეთანხმნენ წარმოდგენილ შესაგებლებში მითითებულ გარემოებებს. მათ მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №0------------ საინფორმაციო ბარათის თანახმად, მ--–----------–---–ი 1990 წლის 15 მაისიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, წ--–----------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №0------------ საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 165-167).
3.2. საბინაო წიგნის ჩანაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, წ--–------------ში მუდმივად არიან რეგისტრირებულნი: ო--------------------–---–-------------------–.), მ--–----------------------–---–-------------------–-).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბინაო წიგნის ჩანაწერის ასლები (ს.ფ. 152-157).
3.3. კომუნალური გადასახადების ქვითრებით დგინდება, რომ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, სს „თელასის“, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქ. თბილისში, წ--–------------------ში აბონენტად არის აღრიცხული ტ---–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომუნალური გადასახადის ქვითრები (ს.ფ. 23-25, 168-171).
3.4. ო----------–---–მა 2017 წლის 1 ნოემბერს სანოტარო წესით გასცა თანხმობა მასზედ, რომ მ--–----------–---–მა მოახდინოს უძრავი ქონების, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წ--–------------------- პრივატიზაცია საკუთარ სახელზე და მიიღოს საკუთრების მოწმობა. მან უარი განაცხადა კუთვნილ წილზე, რაზეც პრეტენზია არ აქვს და არც ექნება მომავალში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ო----------–---–-ს თანხმობა (ს.ფ. 161-162).
3.5. სანოტარო წესით გაცემული თანხმობით, ლ-----------–--ემ, ჟ-----------–---–მა და ა--------------მ, როგორც მ--–----------–---–ის მეზობლებმა დაადასტურეს, რომ მ--–----------–---–ი 1984 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წ--–-------------------, პირველ სართული 28,24 კვ.მ. და მეორე სართული 37,29 კვ.მ. ფართით და არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზება და საკუთრებაში რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო წესით გაცემული ლ-----------–--ის, ჟ-----------–---–ის და ა--------------ს 2017 წლის 30 ნოემბრის თანხმობა (ს.ფ. 163-164).
3.6. მ--–----------–---–ის წარმომადგენლებმა ვ----–----------ემ და ე-–-------–-----მ 2017 წლის 8 დეკემბერს №1---------------- განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას და მოითხოვა მ--–----------–---–ის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა, ქ. თბილისში, წ--–---------------------------------------ში მდებარე 37,29 კვ.მ. და 28,24 კვ.მ. ფართებთან დაკავშირებით. განცხადებას თან ერთვოდა: შიდა აზომვითი ნახაზი, საბინაო წიგნის ასლი, ცნობა-დახასიათება, ინფორმაცია უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, სანოტარო წესით გაცემული ო----------–---–-ს და მეზობლების თანხმობა, საინფორმაციო ბარათი, კომუნალური გადასახადის ქვითრები, მ--–----------–---–ის პირადობის მოწმობის ასლი და რწმუნებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 145);
- მ--–----------–---–ის წარმომადგენლების 2017 წლის 8 დეკემბრის განცხადება, დანართით (ს.ფ. 146-175).
3.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 13 დეკემბრის №3------------- წერილით მ--–----------–---–ის წარმომადგენლებს დაევალათ დამატებით წარედგინათ: ა) მ--–----------–---–ის მიერ ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, ან ე.წ. ფორმა №17 და ფორმა №16 ოჯახის ყველა წევრზე); ბ) ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივიდან სახლის საინვენტარიზაციო გეგმა (სართულებრივი გეგმის ჩათვლით).
მ--–----------–---–ის წარმომადგენელმა ვ----–----------ემ ადმინისტრაციულ ორგანოში 2018 წლის 6 თებერვალს დამატებით წარადგინა საინვენტარიზაციო გეგმა, სართულებრივი გეგმა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხი, რომლის თანახმად, მითითებულ მისამართზე ფორმა №17 და ფორმა №16 არ იძებნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 13 დეკემბრის №3------------- წერილი (ს.ფ. 176);
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 177);
- მ--–----------–---–ის წარმომადგენელის ვ----–----------ის განცხადება, დანართით (ს.ფ. 178-184).
3.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №3------------- გადაწყვეტილებით მ--–----------–---–ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, წ--–--------------------ში მდებარე ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფართის კანონიერ სარგებლობაში გადაცემის ფაქტი. კერძოდ, წარდგენილი საბინაო წიგნის ამონარიდის ასლით არ დგინდება დოკუმენტის ნამდვილობა, ასევე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ რა ოდენობის ფართობი გადაეცა განმცხადებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №3------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 143-144).
3.9. მ--–----------–---–ის წარმომადგენელმა ვ----–----------ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №3------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, 2018 წლის 19 თებერვალს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №6-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ--–----------–---–ის წარმომადგენელის ვ----–----------ის 2018 წლის 19 თებერვლის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №3------------- გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №6-- ბრძანება (ს.ფ. 59-63).
3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ლ-------–---------მა განმარტა, რომ 1965 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, წ--–--------------------ში და არის მოსარჩელის ოჯახის მეზობელი, იგი კარგად იცნობდა მოსარჩელის მამასაც. მოწმის მითითებით აღნიშნულ მისამართზე დაიბადა და გაიზარდა მ--–----------–---–ი. მისთვის უცნობია, თუ საიდან მიიღო ოჯახმა ეს ბინა, თუმცა მისი ინფორმაციით, მ--–----------–---–ის ოჯახი დაახლოებით 1957 წლიდან ცხოვრობს ამ მისამართზე. სახლი თავდაპირველად იყო ბარაკის ტიპის და შემდგომში მასზე მიშენება განხორციელდა თუ არა, არ ახსოვს. არსებული მდგომარეობით, მოსარჩელის ბინის პირველ სართულზე არის ორი ოთახი და საპირფარეშო, მეორე სართულზე არის სამი ოთახი და საპირფარეშო. მოწმემ დაადასტურა, რომ ბინის ორივე სართულის განლაგება იდენტურია საქმეში წარმოდგენილი ი/მ ე------------–-ას მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზისა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ-----------------–---–მა განმარტა, რომ 1985 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, წ--–-----------------ში, მოსარჩელის მეზობლად. მოწმის მითითებით, როდესაც აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად გადავიდა, მ--–----------–---–ის ოჯახი უკვე იქ ცხოვრობდა. ოჯახებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ. მოსარჩელის საცხოვრებელი არის ბარაკული ტიპის ორსართულიანი სახლი. პირველ სართულზე განლაგებულია სველი წერტილი, მისაღები და საძინებელი. პირველი სართული არის დაახლოებით 30 კვ.მ. მეორე სართულზე არის მისაღები, ასევე, ორი საძინებელი და სველი წერტილი. მ-----------------–---–-- განმარტებით, გარდა რემონტისა, სხვა რაიმე სამშენებლო სამუშაოს ანდა ფართის ცვლილებას მოსარჩელის ოჯახის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მოწმემ დაადასტურა, რომ ბინის ორივე სართულის განლაგება იდენტურია საქმეში წარმოდგენილი ი/მ ე------------–-ას მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 28.10.2019წ.) (ს.ფ. 198-211);
- ი/მ ე------------–-ას მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზები (ს.ფ. 32-33).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ--–----------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №3------------- გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №6-- ბრძანება განეკუთვნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიერ ქ. თბილისში, წ--–--------------------ში მდებარე ფართის მ--–----------–---–ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეკუთვნება არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
6.3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრებაში გადაცემა გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭებას; ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით კანონიერი მოსარგებლე განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი მოსარგებლე ამ ნორმატიული აქტით დადგენილი მიზნებისათვის არის პირი, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი სარგებლობის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და რომელიც ფაქტობრივად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით. ამ ორი წინაპირობის ერთდროულად არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ და წარმოეშვას მის მიერ დაკავებული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება. სარგებლობა კი წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას და ნიშნავს ნივთის სასარგებლო თვისებების გამოყენებას საკუთარი შეხედულებისამებრ, მისგან გარკვეული სარგებლის მიღებას, რაც ამ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის გზით ხორციელდება. მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობა შესაძლებელია, გამოიხატოს უძრავი ნივთის გამოყენებაში მისი ფუნქციური დანიშნულებით (საცხოვრებელი ფართობის შემთხვევაში – მასში ცხოვრება, საცხოვრებლის სახით გაქირავება და ა. შ., არასაცხოვრებელი ფართობის გამოყენება მისი სამეურნეო თუ სხვა დანიშნულებით).
ამდენად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ განცხადების განმხილველმა ორგანომ უნდა დაადგინოს სწორედ ამ ორი კომპონენტის არსებობა (შესაბამისი დოკუმენტი კანონიერი სარგებლობის შესახებ და სარგებლობის ფაქტი). დასახელებული ნორმატიული აქტი მოიცავს დოკუმენტების არასრულ ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეულია კანონიერი მოსარგებლისათვის მის მიერ დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემის საფუძვლად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, განსაზღვრულია იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც თან უნდა დაერთოს განცხადებას, როგორც კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები სადავო ფართზე. კერძოდ, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
ხსენებული სამართლებრივი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არამარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტით, როგორიცაა საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ - სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, რომლებიც ადასტურებს საცხოვრებელი ფართის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ზემოთმითითებული ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში ასახულია დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი. სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი არასრული ჩამონათვალის მითითება განპირობებულია სწორედ მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკით, გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ უშუალოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სიძველის გამო, შესაძლოა, არ იყოს შემონახული საარქივო დოკუმენტაციაში, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების - საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, ნორმატიული მოწესრიგება შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს, საკუთრებაში გადაცემა განახორციელოს მხოლოდ საბინაო წიგნის საფუძველზეც, რაც ადასტურებს კანონიერ სარგებლობაში საცხოვრებელი ფართის გადაცემას.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნიდან ამონარიდით დგინდება, რომ ქ. თბილისში, წ--–------------ში მუდმივად არიან რეგისტრირებულნი: ო--------------------–---–-------------------–.), მ--–---------------- ტ---–---–- (რეგ. 22.02.1968წ.). ასევე, დადგენილია, რომ მ--–----------–---–ი 1990 წლის 15 მაისიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, წ--–---------------- კომუნალური გადასახადების ქვითრების თანახმად, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, სს „თელასის“, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქ. თბილისში, წ--–------------------ში აბონენტად არის აღრიცხული ტ---–---–-.
ამდენად, მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი ფართის კანონიერ სარგებლობაში არსებობის ფაქტს, კერძოდ, კანონიერ სარგებლობაში გადაცემასა და შემდგომ, მის ფლობას. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მ--–----------–---–ის მიერ ფართით ფაქტობრივ სარგებლობას და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმას უკავშირებს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობას, კერძოდ, კანონიერ სარგებლობაში გადაცემული ფართობის ოდენობის გაურკვევლობას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მითითებულ გარემოებაზე აპელირებას და აღნიშნავს, რომ საბინაო წიგნის ჩანაწერითა (დედანი დოკუმენტი წარმოდგენილ იქნა სასამართლო სხდომაზე) და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება უძრავი ნივთის კანონიერ სარგებლობაში გადაცემა, მათ შორის, ფართის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. კერძოდ, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს მოწმეთა განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ მოსარჩელის მეზობლები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ მის ოჯახთან. მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ბინის ორივე სართულის განლაგება იდენტურია საქმეში არსებული და საპრივატიზაციოდ წარდგენილი ი/მ ე------------–-ას მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზის. ამასთან, იმ პერიოდიდან, როდესაც მათ ოჯახთან აქვთ ურთიერთობა (ერთ შემთხვევაში, 1965 წლიდან და მეორე შემთხვევაში, 1985 წლიდან), ფართის მდგომარეობა არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბინის კანონიერი საფუძვლით ფლობის ფაქტი უნდა შეფასდეს ყველა იმ დოკუმენტების/მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი და ქმნიან საკმარის საფუძველს იმის სამტკიცებლად, რომ მოსარჩელე მ--–----------–---–ი წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის არამხოლოდ ფაქტობრივ, არამედ კანონიერ მოსარგებლესაც.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში წარმოადგენს განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის სამართლებრივ საფუძველს.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები ქმნიან საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საფუძვლებს და ადმინისტრაციული ორგანოები არ იყვნენ უფლებამოსილნი მოსარჩელისათვის გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში აღნიშნული საფუძვლით ეთქვათ უარი საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №3------------- გადაწყვეტილება, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №6-- ბრძანება, რომლითაც მ--–----------–---–ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ ამის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ--–----------–---–ისათვის ქ. თბილისში, წ--–--------------------ში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართის (პირველი სართული - 28,24 კვ.მ.; მეორე სართული - 37,29 კვ.მ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №3------------- გადაწყვეტილება;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №6-- ბრძანება;
4. დაევალოს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას ქ. თბილისში, წ--–--------------------ში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართის (პირველი სართული - 28,24 კვ.მ.; მეორე სართული - 37,29 კვ.მ) მ--–----------–---–ის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე - მ--–----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე