გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.12.2019
საქმის ნომერი
330210019002891562
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210019002891562 (2/5033-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

9 დეკემბერი, 2019წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე ა-–-------------–---ი

წარმომადგენელი ზ--------------–---–ი, მ--–-------------ა, ა---------–---------–-–---–ი

 

მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი გ-----------------–-–---–ი

 

დავის საგანი საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებაში ა-----------------ს სახელზე რიცხული, ქ, თბილისი, ს-----–---–----------–--ა 2 ქუჩა #11-ში მდებარე უძრავი ნივთის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელე ა-–-------------–---ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

1968 წლის 10 დეკემბერს ა-–-------------–---ის მამამ, ა-------–--------–---მა შეიძინა სახლი შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა-----------------საგან, მდებარე ქ, თბილისი, ს-----–---–----------–--ა 2 ქუჩა #11-ში. მას შემდეგ, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ამ საცხოვრებელ სადომში, რეგისტრირებულია და იხდის გადასახადებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. თბილისი, ს-----–---–----------–--ა 2 ქუჩა #11-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა-----------------ს სახელზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 ივლისის #289 განკარგულებით ისნის რაიონში, ს-----–---–----------–--ა 2 ქუჩა და მასთან არსებულ ექვს ჩიხს მიენიჭა პ------------–--ის ქუჩის სახელი.

საცხოვრებელ სადგომზე რაიმე სახის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 29);

- განკარგულება (ს.ფ. 20);

- ინფორმაცია უძრავ ქონებაზე (ს.ფ. 28);

 

3.1.2. ა-–-------------–---ი არის ა-------–--------–---ის შვილი და მემკვიდრე. ა-------–--------–---ი გარდაიცვალა 1999 წლის 17 ოქტომბერს. ა-–-------------–---ი რეგისტრირებულია ქ. თბილისი, პ------------–--ის ქუჩა #11ა-ში 1999 წლის 30 ოქტომბრიდან. პირადობის მოწმობაში ა-–-------------–---ის მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ს-----–---–------- 2 ქუჩა #11ა.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტში ა-------–--------–---ის საცხოვრებელ ადგილად 1970 წელს მითითებულია ს-----–---–-----------–--ა #11ა. იგივე დასტურდება ა-------–--------–---ის საინფორმაციო ბარათით.

საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილ სააღრიცხვო მასალებში მისამართი - ქ. თბილისი, ისანის რაონი, ს-----–---–----------–--ა მე-2 ქუჩა #11ა არ მოიძებნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 21);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 30);

- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 37);

- პირადობის მოწმობის ასლი(ს.ფ. 38);

- ქორწინების ჩაწერის აქტი (ს.ფ. 92);

- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 94);

- ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (ს.ფ. 187);

 

3.1.3. კომუნალური მომსახურების და გადასახადის გადახდის ქვითრებით დგინდება, რომ მისამართზე - ს-----–---–------- 2 ქუჩა #11ა აბონენტად რეგისტრირებულია და გადასახადებს იხდიდა ა-------–--------–---ი 1985 წლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კომუნალური მომსახურების და გადასახადის გადახდის ქვითრები (ს.ფ. 31-34; 46-49; 96-105);

 

3.1.4. ა----------------- გარდაიცვალა 1971 წლის 9 მარტს.

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ა-----------------ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რეესტრში 1981 წლის 3 მარტს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან მიღებული ინფორმაციით ა-----------------ს სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე დამოწმებულია რ--------------–---–ის (მცხ. ქ. თბილისი, ს-----–---–----------–--ა #83) განცხადება და წარდგენილია ანდერძი. ანდერძის თანახმად რ--------------–---–ს მამამ უანდერძა ქ. თბილისი, ს-----–---–----------–--ა #83-ში მდებარე ქონება.

რ--------------–---–ი ცხოვრობდა ს-----–---–----------–--ა #83-ში და მასთან ერთად 1951 წლის 4 ნოემბრიდან მის გარდაცვალებამდე, 1971 წლამდე ცხოვრობდა მისი მამა ა-----------------.

რ--------------–---–ი გარდაიცალა 1982 წელს. მისი მემკვიდრე იყო მ-----–---------–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2016 წელს. რ--------------–---–ს და მ-----–---------–---–ს ყავდათ ერთი შვილი ე-–------------–---–ი, რომლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება-თანხმობით მას პრეტენზია არ აქვს სადავო საცხოვრებელ სადგომზე და პატივს ცემს მისი წინაპრის ნებას, რომელმაც გაასხვისა სადავო ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 44);

- ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 45);

- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 108);

- ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატიდან დანართით (ს.ფ. 116-121; 152-157);

- ანდერძი (ს.ფ. 120)

- ცნობა (ს.ფ. 122);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 147);

- ინფორმაცია ერთიანი სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 165);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 169);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 202);

- განცხადება-თანხმობა (ს.ფ. 201);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 1968 წლის 10 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება ა----------------სა და ა-------–--------–---ს შორის, რომლის თანახმად ა----------------მა მიყიდა ა-------–--------–---ს მისი სახლი 2000 მანეთად.

 

მოსარჩელე ა-–-------------–---ი წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსარგებლის მემკვიდრეს, რომელსაც ამავე კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება უმკვიდრო საცხოვრებელი სადგომის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღებასთან მიმართებით.

 

სასამართლო სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების ერთობლივი შესწავლა-შეფასების საფუძველზე გამართლებულად მიიჩნევს ა-–-------------–---ის მოთხოვნას უძრავ ნივთის (მდებარე - ქ. თბილისი, ს-----–---–----------–--ა 2 ქუჩა #11) უმკვიდროდ ცნობასა და მისი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან მიმართებით. უდავოა, რომ განთავსებული საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე/მოსარგებლედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებაში მითითებულია ა-----------------. ამავდროულად, 1968 წლის 10 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება ა----------------სა და ა-------–--------–---ს შორის, რომლის თანახმად ა----------------მა მიყიდა ა-------–--------–---ს მისი სახლი 2000 მანეთად. წარმოდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტში ა-------–--------–---ის საცხოვრებელ ადგილად 1970 წელს მითითებულია ს-----–---–-----------–--ა #11ა. იგივე დასტურდება ა-------–--------–---ის საინფორმაციო ბარათით. კომუნალური მომსახურების და გადასახადის გადახდის ქვითრებით დგინდება, რომ მისამართზე - ს-----–---–------- 2 ქუჩა #11ა აბონენტად რეგისტრირებულია და გადასახადებს იხდიდა ა-------–--------–---ი 1985 წლიდან.

 

ამდენად, ყოველივე ერთობლიობაში ქმნის საკმარის საფუძველს, რათა მოსარჩელე ა-------–--------–---ი სპეციალური კანონის მიზნებიდან გამომდინარე მიჩნეული იქნეს სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ, ხოლო ა-–-------------–---ი მის უფლებამონაცვლედ. ამასთანავე, ამავე კანონის მე-9 მუხლიდან გამომდინარე სადავო საცხოვრებელი სადგომი მიჩნეული უნდა იქნეს უმკვიდროდ, რადგანაც ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს - ა-----------------ს მემკვიდრემ არ მიიღო სადავო საცხოვრებელი სადგომი, რაც მოხმობილი მუხლიდან გამომდინარე წარმოშობს ქონების უსასყიდლოდ მოსარგებლისათვის გადაცემის საფუძველს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ა-–-------------–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-5 და მე-9 მუხლები;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე და 1343-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. კანონის მიზანია, მოაწესრიგოს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც იცავენ, როგორც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის, ასევე მოსარგებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივი დაცვის აღნიშნული მექანიზმი ვლინდება საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის შესახებ მესაკუთრისა და მფლობელის უფლებების რეალიზაციის თავისებურებებში.

 

მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ მოწესრიგებას. მითითებული კანონის მოქმედების ფარგლებში სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ, დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევებში, ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები. ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 იანვრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ მოწესრიგებას მოითხოვს (შდრ. სუსგ ას-1193-1138-2013, 31.03.2015).

 

მოხმობილი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები არსებობდეს კუმულატიურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც“ (იხ. სუსგ. საქმე N ას-1115-1072-2016, 17.02.15წ.).

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ტიპის გარიგების არსებობის დადასტურებისათვის აუცილებელი არ არის მოცემული ნორმაში ჩამოთვლილი ყველა სახის დოკუმენტის ერთდროულად არსებობა.

 

სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია დასაშვებ მტკიცებულებათა ჩამონათვალი. სასამართლო კი, მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით (ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად), ვალდებულია, გამოიტანოს სწორი დასკვნები საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კონკრეტულ საქმეზე კი, სასამართლომ უნდა დაადგინოს, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს იმგვარად, როგორც ამას ზემოთ მოხსენიებული კანონი ითვალისწინებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის ა-------–--------–---ის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეობის უფლება დასტურდება საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით, ასევე აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება ა-------–--------–---ის მხრიდან სადავო საცხოვრებელი სადგომის მფლობელობა 1968 წლიდან. საქმეზე თანდართული მტკიცებულებების ერთობლივი შესწავლა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოწმობს, რომ 1968 წელს ა----------------სა და ა-------–--------–---ს შორის ნამდვილად დაიდო ქ. თბილისი, ს-----–---–----------–--ა 2 ქუჩა #11-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგება, რომლითაც ა-------–--------–---ს საცხოვრებლად დაეთმო ა-----------------ს სახელზე რიცხული ქონება. ასევე დადგენილია, რომ ა-–-------------–---ი არის ა-------–--------–---ის მემკვიდრე

 

6.2. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ამდენად, იმისათვის, რომ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე; 2) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 3) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 4) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ა----------------- გარდაიცვალა 1971 წლის 9 მარტს.

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ა-----------------ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რეესტრში 1981 წლის 3 მარტს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან მიღებული ინფორმაციით ა-----------------ს სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე დამოწმებულია რ--------------–---–ის (მცხ. ქ. თბილისი, სამრწეველო დასახლება #83) განცხადება და წარდგენილია ანდერძი. ანდერძის თანახმად რ--------------–---–ს მამამ უანდერძა ქ. თბილისი, ს-----–---–----------–--ა #83-ში მდებარე ქონება. რ--------------–---–ი ცხოვრობდა ს-----–---–----------–--ა #83-ში და მასთან ერთად 1951 წლის 4 ნოემბრიდან მის გარდაცვალებამდე, 1971 წლამდე ცხოვრობდა მისი მამა ა-----------------. როზა ოქრუაშვილი გარდაიცალა 1982 წელს. მისი მემკვიდრე იყო მ-----–---------–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2016 წელს. რ--------------–---–ს და მ-----–---------–---–ს ყავდათ ერთი შვილი ე-–------------–---–ი, რომლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება-თანხმობით მას პრეტენზია არ აქვს სადავო საცხოვრებელ სადგომზე და პატივს ცემს მისი წინაპრის ნებას, რომელმაც გაასხვისა სადავო ქონება.

 

მითითებული გარემოებები ერთობლიობაში ქმნის სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისათვის საკმარის სამართლებრივ საფუძველს, ამასთან მოსარჩელე ა-–-------------–---ის მოსარგებლეობის დადასტურების შესაბამისად, მას სპეციალური კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე აქვ უფლება მიიღოს უმკვიდრო საცხოვრებელი სადგომი უსასყიდლოდ საკუთრებაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–-------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებაში ა-----------------ს სახელზე რიცხული, ქ. თბილისი, ს-----–---–----------–--ა 2 ქუჩა (დღევანდელი პაატა ჯანელიძის ქუჩა) #11-ში მდებარე უძრავი ნივთი და უმკვიდროდ ცნობილი უძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცეს ა-–-------------–---ს უსასყიდლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე