გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2019
საქმის ნომერი
330210018002718964
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32922-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს „ლ--------------“

წარმომადგენელი ლე-–---------–---–-

მოპასუხე გე-–---------–---–--

ნო-----------–-–---–-, ნი----------–---–- (არ გამოცხადდნენ)

დავის საგანი საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე

დავალიანების სოლიდარულად დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეების გ--–---------–---–ის, ნო-----------–-–---–-სა და ნი----------–---–-სათვის მოსარჩელე სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად ძირითადი თანხის 4271.11 ლარის, პროცენტის 1867.59 ლარისა და ჯარიმი 1423 ლარის გადახდის დაკისრება.

1.2. მოპასუხე გ--–---------–---–ისათვის მოსარჩელე სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ N9------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 927.74 ლარისა და ჯარიმის 309 ლარის გადახდის დაკისრება.

სს „ლ--------------ა“ და გ--–---------–---–ს შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა N1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5000 ლარი, წლიურად 36%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, სს „ლ--------------ა“ და მოპასუხეებს ნო----------–-–---–სა და ნ-----------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი თითოეული თავდების შემთხვევაში განისაზღვრა 5150 ლარით.

 

მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და 2017 წლის 01 აგვისტოდან გრაფიკით გადასახდელი თანხა არ გადაუხდია. მისი დავალიანება შეადგენს 7561.70 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 4271.11 ლარი, პროცენტი - 1867.59 ლარი და ჯარიმა 1423 ლარი.

 

2016 წლის 05 ოქტომბერს სს „ლ--------------ა“ და გ--–---------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N9------, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი 1590.39 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარი და ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებელს კრედიტით გათვალისწინებული თანხა უნდა დაეფარა გრაფიკის შესაბამისად.

 

მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2017 წლის 04 აპრილიდან.

 

2017 წელს მსესხებელსა და თავდებებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებით 5 დღის ვადა ვალდებულების შესასრულებლად. აღნიშნულ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია.

 

N9------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება შეადგენს 1236.74 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა -927.74 ლარი, ჯარიმა 309 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ლ--------------ა“ და გ--–---------–---–ს შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა N1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტის ოდენობაა 5000 ლარი, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე.

 

მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 %.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1-------.

 

3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 24 იანვარს, სს „ლ--------------ა“ და მოპასუხეებს ნ-------------–-–---–ს და ნ-----------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი თითოეული თავდების შემთხვევაში განისაზღვრა 5150 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

თავდებობის ხელშეკრულებები.

 

3.1.3. სს „ლ---------------“ მსესხებელზე გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, რაც გ--–---------–---–მა აითვისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2018 წლის 22 ოქტომბრის ცნობა დავალიანების შესახებ.

ამონაწერი ანგარიშიდან.

 

3.1.4. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და 2017 წლის 01 აგვისტოდან გრაფიკით გადასახდელი თანხა არ გადაუხდია. მისი დავალიანება შეადგენს 7561.70 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 4271.11 ლარი, პროცენტი - 1867.59 ლარი და ჯარიმა 1423 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2018 წლის 22 ოქტომბრის ცნობა დავალიანების შესახებ.

ამონაწერი ანგარიშიდან.

 

3.1.5. 2016 წლის 05 ოქტომბერს სს „ლ--------------ა“ და გ--–---------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N9------, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი 1590.39 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით.

 

ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარი და ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებელს კრედიტით გათვალისწინებული თანხა უნდა დაეფარა გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2016 წლის 05 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

3.1.6. სს „ლ---------------“ მსესხებელზე გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, რაც გ--–---------–---–მა აითვისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2018 წლის 22 ოქტომბრის ცნობა დავალიანების შესახებ.

ამონაწერი ანგარიშიდან.

 

3.1.7. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2017 წლის 04 აპრილიდან.

 

N9------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება შეადგენს 1236.74 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა -927.74 ლარი, ჯარიმა 309 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2018 წლის 22 ოქტომბრის ცნობა დავალიანების შესახებ.

ამონაწერი ანგარიშიდან.

 

3.1.8. 2017 წლის 15 დეკემბერს მსესხებელსა და თავდებებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებით 5 დღის ვადა ვალდებულების შესასრულებლად. აღნიშნულ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

შეტყობინებები.

უკუგზავნილები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ--------------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 361-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს „ლ--------------ა” და გ--–---------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილი გადახდის ვადები და კრედიტის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც არ დაუბრუნებია სრულად კრედიტის თანხა. მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, სს „ლ--------------“ ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს დავალიანების ძირითადი თანხის N1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში - 4271.11 ლარისა და N9------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში - 927.74 ლარის გადახდევინება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

2017 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წლიური საპროცენტო სარგებელი 36%. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კრედიტორი სს ”ლ--------------” უფლებამოსილია მოითხოვოს კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის 1867.59 ლარის გადახდევინება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ლ--------------ა” და გ--–---------–---–ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და მსესხებელს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო მოთხოვნილი ოდენობით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

დადგენილია, რომ სს „ლ--------------ა” და მოპასუხეებს ნ-------------–-–---–სა და ნ-----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებებსაც, თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სს „ლ--------------ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 154.5 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად,(5150 ლარის 3%) მოპასუხე გ--–---------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 109. 45 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 44 ლარის გადახდა საფოსტო მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „ლ--------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხეებს გ--–---------–---–ს, ნ-------------–-–---–სა და ნ-----------–---–ს მოსარჩელე სს „ლ--------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

 

1.1.1. საბანკო კრედიტის N1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 4271.11 ლარის, პროცენტის - 1867.59 ლარის, ჯარიმის - 1423 ლარის გადახდა.

 

1.1.2.ნო-----------–-–---–-სა და ნი----------–---–-ს პასუხისმგებლობა განისაზღვროს 5150 ლარით.

 

1.2.1. მოპასუხე გ--–---------–---–ს მოსარჩელე სს „ლ--------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის N9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 927.74 ლარისა და ჯარიმის - 309 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხეებს გ--–---------–---–ს, ნ-------------–-–---–სა და ნ-----------–---–ს მოსარჩელე სს „ლ--------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 154.5 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 44 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.

2.1. მოპასუხე გ--–---------–---–ს მოსარჩელე სს „ლ--------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 109.45 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია