განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100119003079688 (№1-138/19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30.12.2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
პროკურორი - რო--------–----ე
ბრალდებული - ირ---–----------–--ე
ადვოკატი - ირ---–-----–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173060619004 საქმე
ბრალდებულ ირ---–----------–--ის მიმართ
მამის სახელი: ალ---------ე
დაბადებული: 0--------- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, შუ----ი
პირადი ნომერი: 61---------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: სა–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ხელვაჩაური, სოფელი ქვ----------ა მე-2 ქ. №16
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ირ---–----------–--ემ, 2019 წლის 06 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ----------აში მეორე შესახვევი №16-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ირ---–----------–--ემ ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს ნა-----------–--ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ყელზე მოუჭირა ხელი და მიაყენა დაზიანებები. ფიზიკური ძალადობის შედეგად ნა-----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ირ---–----------–--ემ, 2019 წლის 06 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ----------აში მეორე შესახვევი №16-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ირ---–----------–--ემ ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს ნა-----------–--ეს, რა დროსაც ნა-----------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
3. საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ნა-----------–--ემ დაადასტურა, რომ ირ---–----------–--ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება და უარი განაცხადა მეუღლის - ბრალდებულ ირ---–----------–--ის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
4. არასრულწლოვანმა მოწმე მი----------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ირ---–----------–--ე არის მისი მამა და არ სურს მისი სწინააღმდეგო ჩვენების მიცემა.
5. ბრალდებულმა ირ---–----------–--ემ საბოლოო სიტყვაში აღიარა დანაჩაულის ჩადენა და ითხოვა პატიება.
6. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად დაზარალებულ ნა-----------–--ის და მოწმე მი----------------–--ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ბრალდებულის მხრიდან ნა-----------–--ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
7. მოწმის სახით დაკითხული რო-–-----------------ის და კო-------------ის განმარტებებით 2019 წლის 06 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ოჯახური ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქვ----------აში, სადაც დახვდათ ნა-----------–--ე არასრულწლოვან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რომელმაც განუცხადა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ, ირ---–----------–--ემ. მოწმეთა განმარტებით ირ---–----------–--ე იყო ნასვამ მდგომარეობაში და ის აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეზე, უყვიროდა მაინც გაგადებ სახლიდანო და ემუქრებოდა არ გაცოცხლებო.
8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 02 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №004574419 დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ნა-----------–--ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის თანახმად, შესამოწმებელი პირის გადმოცემით 2019 წლის 06 ივნისს დაახლოებით 19:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ----------აში მეორე შესახვევი №16-ში ირ---–----------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, ხელი მოუჭირა კისრის მიდამოში და მოქაჩა თმებში.
9. აღნიშნული დასკვნის, მასში გადმოცემული გარემოებების სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ღუ--------------–---–მა, რომელმაც პირადად შეამოწმა ნა-----------–--ე და მოისმინა მისი განმარტებები მიღებული დაზიანების წარმოშობასთან დაკავშირებით, რაც ასახა კიდევ დასკვნაში.
10. საქმეში წარმოდგენილია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განაჩენი ირ---–----------–--ის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულ იქნა მეუღლის - ნა-----------–--ის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობისთვის, რაც კიდევ მეტად დამაჯერებელს და სარწმუნოს ხდის ზემოთმითითებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ირ---–----------–--ის მიმართ ისევ ოჯახის იმავე წევრის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას.
11. საქმეში წარმოდგენილი ნა-----------–--ის გარეგნული დათვალიერების ოქმით ნა-----------–--ეს კისრის მიდამოში ორ ადგილას ერთმანეთის პარალელურად ნიკაპის ქვემოთ მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა, რაც მისი განმარტებით 2019 წლის 06 ივნისს მიაყენა მეუღლემ, ირ---–-----------–--ემ.
12. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 7 ივნისს გაცემული შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 6 ივნისს სოფ. სა----–ი ირ---–----------–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა მის მეუღლეს ნა-----------–--ეს არასრულწლოვანი შვილის მი----------------–--ის თანდასწრებით.
13. საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო აქტების ამონაწერით დგინდება, რომ ნა-----------–--ე და ირ---–----------–--ე რეგისრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2000 წლის 1 ივნისდან, ასევე დგინდება, რომ მი----------------–--ე დაიბადა 2003 წლის 29 ივნისს და 2019 წლის 06 ივნისისთვის ის იყო 15 წლის, ირ---–----------–--ე არის მის მამა.
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
15. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული ირ---–----------–--ე და დაზარალებული ნა-----------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები არიან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ოჯახის წევრებად. ამდენად, სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
16. როგორც უკვე აღინიშნა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განაჩენით ირ---–----------–--ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.
18. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განაჩენით და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 ივნისის წერილით დასტურდება, რომ ირ---–----------–--ე ხელვაჩაურის სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენის საფუძველზე, აღრიცხვაზე იმყოფება პრობაციის ბიუროში, ანუ ის პირობით მსჯავრდებულია.
19. საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ოჯახური ძალადობისათვის.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–----------–--ემ არაერთგზის ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
22. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
23. მოწმის სახით დაკითხული რო-–-----------------ის და კო-------------ის განმარტებებით 2019 წლის 06 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ოჯახური ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ნა-----------–--ე, რომელმაც განუცხადა, რომ მასზე ფიზიკურად ძალადობდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რასაც აგრძელებდა მათი თანდასწრებითაც.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაში (საქმე №471აპ-17 ) სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაზედაც კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოთქმულ იქნა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები და დადგინდეს - ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას ამ ვითარებაში რეალურად. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა, არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.
მაშასადამე როგორც განიმარტა მუქარა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული პირის მიმართ ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომ იგი მოყვანილი იქნება სისრულეში.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ირ---–----------–--ემ განახორციელა ოჯახის წევრის, მეუღლის ნა-----------–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
25. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთაღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
26. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნა-----------–--ე წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის ობიექტს. არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი მისი მხრიდან პოლიციაში განხორციელებული შეტყობინების შინაარსში, როდესაც მან დახმარება და დაცვა თხოვა სახელმწიფოს მოძალადე მეუღლისგან, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგში, რომლის თანახმად ნა-----------–--ეს ნამდვილად აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რაც ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ძალადობის მომენტში დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა.
27. ფაქტი იმისა, რომ დაზარალებულმა უარი თქვა მეუღლის - ბრალდებულ ირ---–----------–--ის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე, მიუთითებს მის ლოიალურ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ, რომლითაც სურდა ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წელი 20 თებერვლის №527აპ-17 გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ "ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს". შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს პალატამ ოჯახური დანაშაულის საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის შედეგად, არ გაიზიარა დაზარალებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენება, რაც ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში და გამამტყუნებელი განაჩენით შეცვალა ის.
29. ამდენად, ოჯახური დანაშაულების საქმეებზე დაზარალებულის და მოწმის მიერ სასამართლო განხილვისას გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენების მიცემა, თუ სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი, არ იძლევა ასეთ განსხვავებულ ჩვენებაში დარწმუნების შესაძლებლობას, ვერ გახდება ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის პირობა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ზემოთ უკვე განხილული, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ირ---–----------–--ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.
30. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
31. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
32. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
33. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
34. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
35. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
36. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
37. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
381. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ირ---–----------–--ის მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების დადასტურება.
სამართლებრივი შეფასება:
39. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ირ---–----------–--ემ არაერთგზის, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, თავისი ოჯახის წევრის - მეუღლის ნა-----------–--ის მიმართ, ჩაიდინა ძალადობა - მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით. ასევე ირ---–----------–--ემ თავისი ოჯახის წევრის - მეუღლის ნა-----------–--ის მიმართ, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
40. ირ---–----------–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენა.
41. ირ---–----------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დაზარალებულთან შერიგება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
42. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
43. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
44. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
45. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
46. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
47. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
48. საქრთველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 160-დან 200 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
49. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იყოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით, გათვალისწინებით იმისა, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს, რაც საფუძველი გახდა მისი მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ირ---–----------–--ე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განაჩენით იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღნიშნული განაჩენით ირ---–----------–--ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 წლის და 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის და 24 დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ირ---–----------–--ეს, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის და 24 დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით.
51. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ პირობებში სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბრალდებული ირ---–----------–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ირ---–----------–--ეს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე და 24 (ოცდაოთხი) დღე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ირ---–----------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვისა და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
2. ირ---–----------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულ ირ---–----------–--ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 06 ივნისიდან 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით - 06 (ექვსი) თვე 24 (ოცდაოთხი) დღე და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. მსჯავრდებულისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე