გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2019
საქმის ნომერი
231210119003205471
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210119003205471

საქმის N2/151-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ხობი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ხობის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: ნუნუ ძველაია

მოსარჩელე: სს ,,ს----------–--- ბ-----,წარმომადგენელი: თ----- ბ----–---,მოპასუხე: თ------ ბ-----,დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე თ----- ბ-----ს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ-----" სასარგებლოდ, საკრედიტო ბარათის ნაწილში წარმოშობილი დავალიანებიდან გამომდინარე, დაეკისროს 3157.27 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1316.28 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1066.13 ლარი და ჯარიმა - 774.86 ლარი.

1.2. მოპასუხე თ----- ბ-----ს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ-----" სასარგებლოდ ექსპერტ სესხის ნაწილში წარმოშობილი დავალიანებიდან გამომდინარე, დაეკისროს 1281.08 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 300 ლარი, საკომისიო - 299.75 ლარი და ჯარიმა 681.33 ლარი.

1.3. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა თ----- ბ----–---მ განმარტა, რომ სარჩელში არის ტექნიკური უზუსტობა თანხებთან დაკავშრებით და დააზუსტა მოთხოვნა, ითხოვა მოპასუხე თ----- ბ-----ს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ-----" სასარგებლოდ საკრედიტო ბარათის ნაწილში წარმოშობილი დავალიანებიდან გამომდინარე, დაეკისროს 3154.01 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1316.28 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1064.40 ლარი და ჯარიმა - 773.33 ლარი და მოპასუხე თ----- ბ-----ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ-----" სასარგებლოდ ექსპერტ სესხის ნაწილში წარმოშობილი დავალიანებიდან გამომდინარე დაეკისროს 1264.88 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 300 ლარი, საკომისიო - 284.75 ლარი და ჯარიმა 680.13 ლარი.

 

2. სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2016 წლის 25 მარტს თ------ ბ-----მ სს ,,ს----------–--- ბ--------- დისტანციური მომსახურებით მიიღო საკრედიტო ბარათი საკრედიტო ლიმიტით 700 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, წლიური სარგებელი საკრედიტო ლიმიტზე განისაზღვრა 48% და მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მინიმალური გადასახადი, რაც დაანგარიშდებოდა რეალურად გამოყენებული საკრედიტო ლიმიტის პროპორციულად, მოვალემ დაარღვვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა 2018 წლის თებერვლიდან, გადაუხდელ დავალიანებას ხელშეკრუელების თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო ერთჯერადად 10 ლარის ოდენობით, ხოლო კვლავ გადაუხდელობის გამო გაუქმდა ლიმიტი. ლიმიტის გაუქმების შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ასევე 100 ლარიანი ჯარიმა და 0.1. % ყოველ შემდგომ დღეზე სარჩელის მომზადების დღემდე, ასევე 2017 წლის 26 ივნისს თ------ ბ-----მ სს ,,ს----------–--- ბ--------- დისტანციური მომსახურებით მიიღო კრედიტ ექსპერტ სესხი 300 ლარის ოდენობით, 2018 წლის 26 ივნისამდე. მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, ხელშეკრულების პირობების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში 0.2. % დღეზე.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე თ------ ბ-----მ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ 2016 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათის ნაწილში წარმოშობილი დავალიანებიდან გამომდინარე ეთანხმება ძირი თანხის 1316.28 ლარის დაკისრების მოთხოვნას და ჯარიმის ნაწილს - 150 ლარის ოდენობით, არ ეთანხმება საპროცენტო სარგებელის - 1064.40 ლარის ოდენობით, ვინაიდან საპროცენტო სარგებელი 400 % უტოლდება, რაც ძალიან მაღალია, ხოლო ექსპერტ სესხის ნაწილში წარმოშობილი დავალიანებიდან ცნობს ძირ თანხას 300 ლარის ოდენობით და ჯარიმას - 100 ლარს, არ ეთანხმება საკომისიოს - 284.75 ლარის დაკირებას. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ უმუშევარია და არა აქვს თანხის გადახდის შესაძლებლობა.

 

(ი.ხ. 15.11.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

4. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2016 წლის 25 მარტს თ------ ბ-----მ სს ,,ს----------–--- ბ--------- დისტანციური მომსახურებით მიიღო საკრედიტო ბარათი საკრედიტო ლიმიტით 700 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, წლიური სარგებელი საკრედიტო ლიმიტზე განისაზღვრა 48% და მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მინიმალური გადასახადი, რაც დაანგარიშდებოდა რეალურად გამოყენებული საკრედიტო ლიმიტის პროპორციულად, მოვალემ დაარღვვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა 2018 წლის თებერვლიდან, გადაუხდელ დავალიანებას ხელშეკრულების თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო ერთჯერადად 10 ლარის ოდენობით, ხოლო კვლავ გადაუხდელობის გამო გაუქმდა ლიმიტი. ლიმიტის გაუქმების შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ასევე 100 ლარიანი ჯარიმა და 0.1. % ყოველ შემდგომ დღეზე სარჩელის მომზადების დღემდე.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- კრედიტის ხელშეკრულება, მხარის ახსნა-განმარტებები, სარჩელი, შესაგებელი.

4.2. 2017 წლის 26 ივნისს თ------ ბ-----მ სს ,,ს----------–--- ბ--------- დისტანციური მომსახურებით მიიღო კრედიტ ექსპერტ სესხი 300 ლარის ოდენობით, 2018 წლის 26 ივნისამდე. მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში 0.2. % დღეზე.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- კრედიტის ხელშეკრულება, მხარის ახსნა-განმარტებები, სარჩელი, შესაგებელი.

3.3. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სს ,,ს----------–--- ბ-----" მიმართ და მოპასუხეს ეკისრება დავალიანება, საკრედიტო ბარათის ნაწილში - 3154.05 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1316.28 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1064.40 ლარი და ჯარიმა - 773.33 ლარი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- დავალიანების შესახებ ცნობით და მხარის ახსნა-განმარტებით, სარჩელით.

 

4.4. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სს ,,ს----------–--- ბ-----" მიმართ და მოპასუხეს ეკისრება დავალიანება ექსპერტ სესხის ნაწილში 1264.88 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 300 ლარი, საკომისიო -284.75 ლარი და ჯარიმა - 680.13 ლარი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- დავალიანების შესახებ ცნობით და მხარის ახსნა-განმარტებით, სარჩელით.

 

4.5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.5.1. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს 2016 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს მოცულობა, საიდანაც მოპასუხემ ცნო 150 ლარი და დაკისრებული პროცენტის 1064,40 ლარის კანონიერება.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარის ახსნა-განმარტებით, შესაგებლით.

 

4.5.2. 2017 წლის 26 ივნისის ექსპერტ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოცულობა, საიდანაც მოპასუხემ ცნო 100 ლარი და დაკისრებული საკომისიოს 284,75 ლარის კანონიერება.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარის ახსნა-განმარტებით, შესაგებლით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე თ----- ბ-----ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ-----“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2530.68 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1316.28 ლარი, პროცენტი - 1064.4 ლარი და პირგასამტეხლო - 150 ლარი, ხოლო ექსპრეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს 684.75 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 300 ლარი, საკომისიო - 284.75 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 115-ე, 623-ე, 625-ე, , 417-ე, 418-ე, 420-ე, 867, 868-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ ცნო უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თ------ ბ-----მ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. კერძოდ: დაადასტურა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 1316.28 ლარის და პირგასამტეხლოს - 150 ლარის ფარგლებში, ასევე დაადასტურა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ექსპრეს სესხის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 300 ლარის და პირგასამტეხლოს - 100 ლარის ფარგლებში.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ უარყოფენ, რომ თ------ ბ-----მ მოსარჩელისგან სესხის სახით მიიღო საკრედიტო ბარათის შემთხვევაში 700 ლარი, ხოლო ექსპრეს სესხის შემთხვევაში 300 ლარი.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

მხარეებმა დადეს რა, საკრედიტო ხელშეკრულება, იკისრეს: მოსარჩელემ კრედიტის გაცემის, ხოლო მოპასუხემ კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დაბრუნების ვალდებულება.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სესხებთან დაკავშირებით საპროცენტო სარგებელის შემცირების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე თ------ ბ-----ს საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით უნდა დაეკისროს პროცენტის 1064.40 ლარის გადახდა, ხოლო ექსპრეს სესხთან დაკავშირებით, პროცენტის - 284.75 ლარის გადახდა.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში სს ,,ს----------–--- ბ----- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს მოპასუხეზე 773.57 ლარის დაკისრებას, ხოლო ექსპრეს სესხთან დაკავშირებით - პირგასამტეხლოს სახით 680.13 ლარის დაკისრებას.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

7.6. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

მართალია კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 773.37 ლარის დაკისრების თაობაზე და ექსპრეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით 680.13 ლარის დაკისრების თაობაზე, არის შეუსაბამოდ მაღალი, ამ მოთხოვნის მიზანია არა ბანკის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ გამდიდრება.

სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც ეს მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს თანხის მოცულობა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების ნაწილში - 773.37 ლარიდან, უნდა შემცირდეს 150 ლარამდე, ხოლო ექსპრეს სესხის ხელშეკრულების ნაწილში, პირგასამტეხლო 680.13 ლარიდან უნდა შემცირდეს 100 ლარამდე.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ვინაიდან მოპასუხე თ------ ბ-----მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თ------ ბ-----ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ-----“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ.ბაჟის 20.33 ლარის გადახდა, მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ----“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 28.11 ლარი და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟი 18.14 ლარი უნდა დარჩელს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,ს----------–--- ბ-----“ სარჩელი, თ----- ბ-----ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხე თ----- ბ-----ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ-----“ სასარგებლოდ დაეკისროს:

2.1. საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2530.68 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1316.28 ლარი, პროცენტი - 1064.4 ლარი და პირგასამტეხლო - 150 ლარი;

2.2. ექსპრეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 684.75 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 300 ლარი, საკომისიო - 284.75 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი

3. მოპასუხე თ----- ბ-----ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ-----“ სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟის 20.33 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 28.11 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 26.09.2019, საგადასახადო დავალება N29932).

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟი 18.14 ლარი, დარჩელს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე