განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
020100119003067683
დავის ტიპი
126 1
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119003067683 (1/359-19)

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

27.12.2019 წელი ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე: პროკურორი ილ-----------ა (ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი)

დაცვის მხარე: ბრალდებული ლე-----------ა, დაბ. 16.04.1--- წ, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 19---------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები მისამართზე: ქ. ზუგდიდი, წმინდა ნინოს 52

ადვოკატი რე----------ა, იო---------–-ა

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სს კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლე-----------ამ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სს კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

14.05.2019 წ დაახლოებით 11:00 სთ-ზე ქ. ზუგდიდში, ზვ. გამსახურდიას გამზ. #1-ში მდებარე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში იმყოფებოდნენ ზუგდიდის მერობის კანდიდატი - სა------------–----ი, მისი მხარდამჭერები ეკ--–----–-–---–ი, ზა--–--------–---–ი, ლა–--------–---–ი, ნი----–----------–---–ი, ზუ-----–---–---ე (ფოტოგრაფი) და ასევე ტელერადიო კომპანია ,,ოდიშის" ჟურნალისტი და ოპერატორი ლე-----------ა და ზვ--------–----ია, რომლებსაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა ჩაეწერათ სა------------–----ის საარჩევნო სიუჟეტი.

 

სიუჟეტის მომზადების დროს ზემოთაღნიშნულ პირებთან მივიდნენ გე-–--------–---–-ა, მა------–-------ა, გა---------–---–ია, ნო-----------ა და მათთან ერთად მყოფი სხვა პირი, რომლებმაც მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

აღნიშნულით გაბრაზებულმა ლე-----------ამ ერთხელ დაარტყა ხელი გე-–--------–---–-ას მარცხენა თვალის არეში, რის შედეგადაც გე-–--------–---–-ა წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ლე-----------ას მიერ დანაშაულის ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ,,ელ მარსი მაკედონიის წინააღმდეგ" /El-Marsi v the Former Yugoslav Republik of Makedonia 13.12.2012/ და ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ /Hassan v the UK, 16.09.2014/) .

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოწმეების ნო-----------ას (17.07.2019 წ სხდომის ოქმი ტ.2, ს/ფ. 83), გე-–--------–---–-ას (26.07.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 88), ომ-----------ს (26.07.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 88), ზა--–---------ს (26.07.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 88), მა------–-------ას (06.08.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 100), გა---------–---–იას (06.08.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 100), ზუ---------------ის (09.08.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 106), ზუ-----------ას (09.08.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 106), მი----–-–-----–-ას (25.09.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 119), მე-----–-----–-ას (25.09.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 119), ილ--------ას (25.09.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 119), ზა--–--------–---–ის (15.10.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 124), ლა–--------–---–ის (15.10.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 124), ზვ--------–----იას (07.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 131) ნი----–----------–---–ის (07.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 131), ბა-----–-----–-ას (21.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 137), გო--------------ას (21.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 137), ბრალდებულ ლე-----------ას (27.12.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ.155) ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით (ტ.1. ს/ფ. 65-78), შეტყობინებით (ტ.1. ს/ფ. 2), სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული DVD დისკებით (ტ.2, ს/ფ 128 და ს/ფ 148), პირის ამოცნობის ოქმებით (ტ.1. ს/ფ 26, ს/ფ.32, ს/ფ 85, ს/ფ 129, ს/ფ 135, ს/ფ 145, ს/ფ 146, ს/ფ152) დადგენილია, რომ 14.05.2019 წ დაახლოებით 11:00 საათზე ქ. ზუგდიდში, ზვ. გამსახურდიას გამზ. #1-ში მდებარე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში იმყოფებოდნენ იმ პერიოდში ზუგდიდის მერობის კანდიდატი - სა------------–----ი, სხვა პირები ეკ--–----–-–---–ი, ზა--–--------–---–ი, ლა–--------–---–ი, ნი----–----------–---–ი, ზუ-----–---–---ე ლე-----------ა და ზვ--------–----ია.

 

დაცვის მხარის მოწმეების - ზა--–--------–---–ის (15.10.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 124), ლა–--------–---–ის (15.10.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 124), ზვ--------–----იას (07.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 131) ნი----–----------–---–ის (07.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 131), ბა-----–-----–-ას (21.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 137), გო--------------ას (21.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 137), ბრალდებულ ლე-----------ას (27.12.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ.155) ჩვენებებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები (ადამიანების ჯგუფი) შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საერთო მიზნებით, აპირებდნენ ინტერვიუირებას, გადაღებას და გადაცემის ჩაწერას მერობის ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ოპერატორი, ამზადებდა აპარატურას. იქვე იყო ფოტოგრაფიც.

 

იგივე პირების, ასევე ბრალდების მხარის მოწმეების ნო-----------ას (17.07.2019 წ სხდომის ოქმი ტ.2, ს/ფ. 83), გე-–--------–---–-ას (26.07.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 88), ომ-----------ს (26.07.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 88), ზა--–---------ს (26.07.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 88), მა------–-------ას (06.08.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 100), გა---------–---–იას (06.08.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 100), ზუ---------------ის (09.08.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 106), ზუ-----------ას (09.08.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 106), მი----–-–-----–-ას (25.09.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 119), მე-----–-----–-ას (25.09.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 119), ილ--------ას (25.09.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 119) ჩვენებებით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული DVD დისკებით (ტ.2, ს/ფ 128 და ს/ფ 148) დადგენილია, რომ ინციდენტამდე ბრალდებულ ლე-----------ას ან/და მასთან მყოფი სხვა პირების მხრიდან რაიმე კანონსაწინინააღმდეგო მოქმედებებს ან სხვა პირთა უფლების ან კანონიერი ინტერესის შეზღუდვას/ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარეობდა მზადება ლე-----------ას საავტორო გადაცემის ჩასაწერად.

 

ამ დროს მოულოდნელად დადიანების სასახლის ეზოს ცენტრალური შესასვლელიდან გადამღები ჯგუფის და ლე-----------ას გადაცემის სტუმრების მიმართულებით ლანძღვა-გინებით, უწმაწური სიტყვების შეძახილებით წამოვიდა მათთვის უცნობი რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი რომლებიც, მერობის კანდიდატს და მასთან მყოფ პირებს, მათ შორის ლე-----------ას მიმართავდნენ უცენზურო სიტყვებით და აიძულებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია - საჯარო სივრცე, რომელიც არ წარმოადგენდა ამ პირთა კერძო საკუთრებას.

 

აღნიშნული ქმედება არ იყო ერთჯერადი ხასიათის. მისი დაუყოვნებლივ აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ადგილზე არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მუზეუმის დაცვამ ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა. მათ გამოიძახეს პოლიცია, შეატყობინეს ინციდენტის შესახებ, თუმცა ამან გარკვეული დრო წაიღო. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მუზეუმის დაცვის თანამშრომლებმა - ზუ---------------ემ (09.08.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 106) და ზა--–---------მ (26.07.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 88) განმარტეს, რომ ვერ დატოვებდნენ დასაცავ ობიექტს, თუმცა დაუყოვნებლივ სატელეფონო შეტყობინებით მოახსენეს შექმნილი ვითარება ზემდგომ ხელმძღვანელებს და სამართალდამცავებს. სხვა ღონისძიებებს ისინი თვითონ ვერ გაატარებდნენ.

 

ამის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიტუაცია იყო უკონტროლო. ტერიტორიაზე მოგვიანებით შემოსული პირები აგრესიულები იყვნენ და თვითონ მობილური ტელეფონის საშუალებით იღებდნენ თავიანთსავე აგრესიას. ისინი პერიოდულად უახლოვდებოდნენ ბრალდებულთან მყოფ პირებს და ჟესტიკულაციით ასევე ფიზიკურად გამოხატავდნენ აშკარა აგრესიას, მოუწოდებდნენ მათ ტერიტორიის დატოვებისკენ, რითაც უკანონოდ ზემოქმედებდნენ მათ ნებაზე საჯარო სივრცეში.

 

აგრესიულ პირთა შორის ერთ-ერთია საქმეზე დაზარალებულად ცნობილი გელა კვარაცხელია (იხ. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ტ.1, ს/ფ 166), რომელიც იმავე ინციდენტის ფარგლებში დააკავეს (იხ. გე-–--------–---–-ას დაკავების ოქმი 14.05.2019, ტ.1, ს/ფ. 13) და 16.05.2019 წ წარუდგინეს ბრალდება (იხ. ტ.1. ს/ფ 94) ზუ-----–---–---ისთვის ტანის არეში ფეხის დარტყმის გამო. ამ ბრალდებაზე განაჩენი საქმეში არ არის, თუმცა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გე-–--------–---–-ამ განმარტა, რომ (26.07.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 88) მან აღნიშნული ქმედების გამო აგო პასუხი და მის მიმართ დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენი.

 

საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ ეს ძალადობა, წინ უსწრებს ლე-----------ას მიერ ჩადენილ ქმედებას, რაც მისი ბრალდების შესახებ დადგენილებაშია (ტ.1, ს/ფ. 172) აღწერილი.

 

გამოკვლეული DVD დისკებით (ტ.2, ს/ფ 128 და ს/ფ 148) დადგენილია, რომ გარკვეული ძალადობრივი მოქმედებები და უცენზურო შეძახილები ხორციელდება ბრალდებულ ლე-----------ასთან მყოფი სხვა პირების მიმართაც. კადრში ჩანს, ძალადობა ლე-----------ას საავტორო გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის მიმართ, რაც მან დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას (07.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 131) და მიუთითა, რომ მუცლის არში მუშტი ჩაარტყეს. იგივეზე მიუთითებენ დაცვის მხარის სხვა მოწმეებიც - ზა--–--------–---–ი (15.10.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 124), ლა–--------–---–ი (15.10.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 124), ზვ--------–----ია (07.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 131), ბა-----–-----–-ა (21.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 137), გო--------------ა (21.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 137), ბრალდებული ლე-----------ა (27.12.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ.155).

 

ბრალდებული ლე-----------ა (27.12.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ.155) და მოწმე ბა-----–-----–-ა (21.11.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 137) მიუთითებენ, რომ დაზარალებულად ცნობილი გე-–--------–---–-ას მიერ მოქნეული ფეხი ინციდენტის დროს ხვდება ლე-----------ასაც. ამასთან საყურადღებოა, ვიდეოფირზე აღბეჭდილი ეპიზოდი (DVD დისკი ტ.2, ს/ფ 148) სადაც ჩანს, რომ ლე-----------ა აგრესიულ პირებს ჟესტიკულაციით აფრთხილებს შეწყვიტონ ძალადობა და როცა ცხადი ხდება, რომ მისი გაფრთხილება უშედეგოა, მის მიმართ ძალადობა, შეურცხმყოფელი გადაკიდება არ წყდება და თავის დანებება არ ხდება სწორედ ამის შემდეგ ხორციელდება ლე-----------ას მიერ ხელის მოქნევა, რაც მოხვდება დაზარალებულს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით (ტ.1, ს/ფ. 207) და მოწმე/ ექსპერტ გი---------------–-–---–ის დაკითხვის ოქმით (25.09.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2. ს/ფ. 119) დადგენილია, რომ 17.05.2019 წ ჩატარებული პირადი გასინჯვით გე-–--------–---–-ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

გე-–--------–---–-ამ განმარტა, რომ (26.07.2019 წ სხდომის ოქმი, ტ.2, ს/ფ. 88) ლე-----------ას ხელის დარტყმით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გამოკვლეული DVD დისკებიდან (ტ.2, ს/ფ 128 და ს/ფ 148) ჩანს, რომ დარტყმის შედეგად ის წაიქცა, თუმცა, მალევე წამოდგა და განაგრძობდა აქტიურობას.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის ასევე აუცილებელია, რომ მას შემდეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამდენად, ვინაიდან სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობაში არის მითითება სსკ-ის 120-ე მუხლზე, აუცილებელია ამ უკანასკნელის გაცნობაც. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია ლე-----------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, თუმცა ის არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის ვინც ამ კოდექსის გათვალიწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზინებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დასაზიანებლად. ხელყოფის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. მომგერიებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 

აუცილებელი მოგრიების მართლზომიერებისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა:

 

ა) ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო. იგულისხმება რომ თავდამსხმელის ქმედება ეწინააღმდეგება მართლწესრიგს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულმა და მისმა თანხმხლებმა პირებმა განახორციელეს თავდასხმა და ფიზიკურად იძალადეს ბრალდებულისა და მისი სატელევიზიო გადაცემის სტუმრების მიმართ, რომლებიც სავსებით ლეგიტიმურად შეკრებილი იყვნენ საჯარო სივრცეში - მუზეუმის ეზოში და ახორციელებდნენ კანონიერ, მშვიდობიან მოქმედებებს მშვიდ ვითარებაში - ემზადებოდნენ გადაცემის ჩასაწერად. შესაბამისად, ამგვარი ძალადობით და შეურაცხმყოფელი გადაკიდებით მოხდა ბრალდებულის და მისი თანმხლები პირების უფლებების და კანონიერი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა.

 

ბ) ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი. მოცემულ შემთხვევაში გელა კვარაცხელიას განხორციელებულმა ძალადობრივმა ხელყოფამ წარმოშვა მოძალადის შეჩერების აუცილებლობა. თავდავცა იყო იმწუთიერი, ლე-----------ამ სიტყვიერად გააფრთხილა თავდამხმელი თუმცა აგრესიის შეკავება ვერ მოახერხა მოიქნია ხელი, რაც მოხვდა დაზარალებულს. ბუნებრივია, თავდამცველს არ ევალება მოიცადოს სანამ კიდევ დაარტყამენ, თორემ შეძლება შემდეგ თავდაცვის თავიც აღარ ქონდეს.

 

გ) ხელყოფა უნდა იყოს რეალური. მოცემულ შემთხვევაში, თავდასხმა იყო რეალური და არა მოჩვენებითი. ლევან თორია ცდილობდა დაეცვა თავისი და მასთან ერთად მყოფი, მასთან სოციალურად დაკავშირებული პირების (სხვისი) სამართლებრივი სიკეთე. საფრთხე იყო აშკარა და რეალური.

 

დ) ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი. მოცემულ შემთხვევაში ლევან თორიას ქმედება სრულად რელევანტური იყო გელა კვარაცხელიას მხრიდან მოდინარე საფრთხიდან გამომდინარე და სოციალურად მნიშვნელოვანი, ვინაიდან გელა კვარაცხელიას ქმედებამ გამოიწვია უკანონო ხელყოფისგან ბრალდებულის და მასთან მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის და სხვა სამოქალაქო უფლებების დაცვის აუცილებლობა.

 

ე) ხელყოფის მოგერიება უნდა იყოს სუბიექტურად სამართლებრივი სიკეთს დაცვის მიზნით განხორციელებული. ამ შემთხვევში მომგერიებელი მოქმედებს შეგნებულად და გაცნობიერებულად. ლე-----------ას მოქმედება განპირობებული იყო სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით.

 

აუცილებელი მოგერიების მდგმარეობაში მყოფი თავს იცავს სხვისი უმართლობისაგან, მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გელა კვარაცხელია და მასთან მყოფი პირები ჩადიოდნენ უმართლობას.

 

ადამიანის თავდაცვის უფლება კანონით არის გარანტირებული და აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ. იმავე კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით 8. ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

საქმეზე ნივთმტკიცებები: DVD დისკები უნდა დაერთოს სს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რის გამოც ბრალდებულს უნდა განემარტოს აღნიშნული უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებული ლე-----------ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2. განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

3. გაუქმდეს ბრალდებულის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 18.05.2019 წ განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლე-----------ას დაუბრუნდეს მის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეტანილი თანხა 3000 ლარის ოდენობით (დასტური ა 047440, სალაროს შემოსავლის ორდერი #1/23631, თარიღი 28.05.2019, გადამხდელი ლე-----------ა პ/ნ 19---------, დანიშნულება აღსრულების ეროვნული ბიურო პროკურატურის თანხები ნომერი 1918711456, გადახდის კოდი 3297023778).

 

4. ნივთმტკიცება: DVD დისკები დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა