განაჩენი

სისხლის სამართლის 25.11.2019
საქმის ნომერი
330100119002921541
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/1360-19

№0-----------

25 ნოემბერი,2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----–------ა,დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ------–---–-----ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ა----–------------------–---–--------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ-------–--------–-------------ში (პირადი №0----------),ადვოკატი - ი------------–--ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით, ქ. თბილისში, მ-------–-------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დ------–---–-----ი მეუღლეს - ნ------------–---–ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუდმივად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და სხეულის დაზიანებით, ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რითაც ნ------------–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

2019 წლის 20 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში, მ-------–-------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დ------–---–-----ი, შელაპარაკებისას, მეუღლეს, ნ------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, სამზარეულოს დანა აიღო ხელში და ნ------------–---–ს უთხრა, რომ ჩაარტყამდა თავში და მოკლავდა. დ------–---–-----ის მუქარა ნ------------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 20 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში, მ-------–-------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დ------–---–-----ი, შელაპარაკებისას, მეუღლეს, ნ------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, სამზარეულოს დანა აიღო ხელში და ნ------------–---–ს უთხრა, რომ ჩაარტყამდა თავში და მოკლავდა. დ------–---–-----ის მუქარა ნ------------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მოწმეებმა: ზ-------------–---–--- და ლ--------------მ, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის დეტექტივებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2019 წლის 21 მარტს გამომძიებელ დ---------–-–---ს გაჰყვნენ შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად. საგამოძიებო მოქმედებისას, რომელსაც გამომძიებელი ექსპერტების მონაწილეობით ატარებდა, ეზოში შესასვლელ კარზე გაბმული ჰქონდათ ყვითელი ლენტი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის პერიოდში, ავტომანქანაში მსხდომებმა, დაინახეს, რომ უცნობი მამაკაცი, რომელმაც არაფრად ჩააგდო გამაფრთხილებელი ლენტის არსებობა, შევიდა ჯერ ეზოში, შემდეგ კი - სახლში. თავადაც გაჰყვნენ მამაკაცს, რომელმაც ბინაში შესვლისთანავე გამომძიებელთან ერთად მყოფ ნ------------–---–ს დაუწყო გინება პოლიციის გამოძახების გამო და მუქარა, რომ მოგვიანებით ამისთვის გაუსწორდებოდა. გამომძიებელმა შეწყვიტა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რადგან მამაკაცი არ მშვიდდებოდა. უცნობი აღმოჩნდა ნ------------–---–ის მეუღლე, დ------–---–-----ი. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ------–---–-----ი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მოწმე ზ--------------–---–მა, ექსპერტ-კრიმინალისტმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 21 მარტს მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისი, მ--–-------–----------ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ახალგაზრდა ქალის მითითებით ამოღებული იქნა სამზარეულოს დანა, რომლითაც, მას მეუღლე ემუქრებოდა, ასევე - საწებლის ბოთლი, რომელიც მანვე ესროლა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას სახლში შემოვიდა ბრალდებული დ------–---–-----ი, რომელიც გამოხატავდა უკმაყოფილებას იმ ფაქტის გამო, რომ მეუღლემ პოლიცია გამოიძახა და აღნიშნულის გამო ამ უკანასკნელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

მოწმე გ---------------მ, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხა დაზარალებული ნ------------–---–ი, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემდა მეუღლის მხრიდან, ბავშვების თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, მათ შორის, მარტის თვეში გადატანილ სიტყვიერ და ფიზიკურ შერაცხყოფას.

მოწმე მ------------------მ, ბრალდებულისა და დაზარალებულის მეზობელმა, სასამართლო სხდომაზე დაკიხვისას განმარტა, რომ დ------–---–-----ისა და ნ------------–---–ის ბინიდან ცოლ-ქმრის ჩხუბი არაერთხელ გაუგონია. 2019 წლის 20 მარტს ნ------------–---–ის ჩხუბის ხმა მოესმა, თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ როცა ბავშვის კივილი გაიგონა, სიტუაციის გასარკვევად ჩავიდა მათთან. მეზობლებთან მისულს, სამზარეულოში არეულობა დახვდა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს უყვიროდა, დ------–---–-----ი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მეუღლეს ბავშვების თანდასწრებით აგინებდა. დ-----ს სთხოვა დამშვიდებულიყო და წავიდა.

მოწმე თ-----------–---–მა, ფსიქოლოგმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა გამოძიების ეტაპზე არასრულწლოვანი ც-------–---–------ს გამოკითხვაში, რა დროსაც ბავშვი დიდ წუხილს გამოხატავდა ოჯახში მიმდინარე კონფლიქტურ სიტუაციებზე, გინებასა და აყალმაყალზე. ც-------–---–------ს განმარტებით, დედ-მამა ერთმანეთს ხშირად ეჩხუბებოდა, მამა დედას სხვადასხვა ნივთებსაც ესროდა.

მოწმე დ---------–-–---მ, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 20 მარტს დაიწყო გამოძიება დ------–---–-----ის მიერ მეუღლის - ნ------------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. გამოკითხვისას დაზარალებული იყო აღელებული, შეშინებული და აცხადებდა, რომ მეუღლემ, რომლისგანაც განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ამჯერადაც, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მასზე, ამასთან - დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. თავად ბრალდებული, რომელიც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ადასტურებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბრალდებულისა და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ მომხდარით შეშინებულები იყვნენ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 21 მარტს, 01:10-02:35 სთ. პერიოდში, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელ დ---------–-–---ს მიერ, ნ------------–---–ისა და ექსპერტთა მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ქ. თბილისი, ა----–ა, მ-------–-------–----------ში მდებარე, ნ------------–---–ის და დ------–---–-----ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებისას სამზარეულოდან ამოღებული იქნა: შავტარიანი დანა, რომელზეც დაზარალებულმა მიუთითა და განაცხადა, რომ სწორედ ამ დანის თავში დარტყმით დაემუქრა დ------–---–-----ი; ასევე - პლასტმასის ბოთლი, რომელიც, ნ------------–---–ის განმარტებით, კონფლიქტის დროს დ------–---–-----მა ესროლა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ბინაში შემოვიდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ------–---–-----ი, რომელმაც დაიწყო ნ------------–---–ის ლანძღვა-გინება და გამოხატავდა მის მიმართ აგრესიას.

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები შავტარიანი დანა და პლასტმასის ბოთლი.

ოქმით ალკოტრესტით შემოწმების შესახებ, 2019 წლის 21 მარტს, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმებისას, დ------–---–-----ს დაუდგინდა სიმთვრალე (2.419 პრომილი).

ბრალდებულმა დ------–---–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

სასამართლომ გამოიკვილია რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია, იმაში დასარწმუნებლად, რომ დ------–---–-----მა 2019 წლის 20 მარტს მეუღლის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; რაც შეეხება ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით დ------–---–-----ისათვის წარდგენილ ბრალდებას, იგი საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებული ვერ იქნა.

ა) საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

სასამართლოს შეფასებით, დ------–---–-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების - მ-----------------ის, თ-----------–---–ის, დ---------–-–---ს და გ--------------ის ჩვენებების ერთობლიობა არ ქმნის საფუძველს დადგენილად იქნეს მიჩნეული დ------–---–-----ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი. სასამართლოს დასკვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

დაზარალებულისა და ბრალდებულის მეზობლის, მოწმე მ-----------------ის ჩვენება მხოლოდ ზოგად ინფორმაციას იძლევა თანაცხოვრების პერიოდში დ------–---–-----სა და ნ------------–---–ს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გამოხატული კონფლიქტური ურთიერთობის შესახებ, იმ გარემოებას კი, რომ სწორედ ბრალდებული იყო ოჯახური კონფლიქტის ინიციატორი, აღნიშნული მტკიცებულება არ ადასტურებს. მოწმე მ-----------------ის ჩვენებით ასევე არ დასტურდება, რომ ნ------------–---–ი სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

რაც შეეხება თ-----------–---–ის, დ---------–-–---ს და გ--------------ის ჩვენებებს, ამ მტკიცებულებათა სანდოობის შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმებს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია (მე-2 ნაწილი); სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება (მე-3 ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოწმე დ---------–-–---ს, გ--------------ის და თ-----------–---–ის ირიბი ჩვენებები ეფუძნება დაზარალებული ნ------------–---–ის და მისი არასრულწლოვანი შვილის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას (რომლებიც, თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას არ დაკითხულან, რადგან საქართველოს სსსკ 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად, ისარგებლეს კონსტიტუციური უფლებით არ მიეცათ დანაშაულში ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება), ამასთან, იგი არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა, სანდოობის სათანადო ხარისხის მქონე მტკიცებულებით, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ მტკიცებულების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ------–---–-----ის მხრივ მეუღლის, ნ------------–---–ის მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დ------–---–-----ის გამართლების უპირობო საფუძველია.

ბ) საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ დ------–---–-----ის პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ მან დაზარალებულ ნ------------–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ნ------------–---–მა, კონსტიტუციური უფლების შესაბამისად, უარი თქვა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიეცა ჩვენება, ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებით მას არც დაზარალებულის სტატუსზე უთქვამს უარი და არც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იქამდე გაცხადებული ფაქტები უარუყვია. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სახით, საქმეში მოიპოვება დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი მტკიცებულება, რომელიც მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარის თაობაზე მის განცხადებას შეიცავს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სავსებით აკმაყოფილებს უტყუარობის და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საკმარისობის კრიტერიუმებს, რადგან გარდა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მიერ გაკეთებული განაცხადისა, მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი დასტურდება სხვა პირთა, კერძოდ მ-----------------ის ჩვენებით, რომელიც არის ინციდენტის შემსწრე პირი, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 20 მარტს დ------–---–-----ის და ნ------------–---–ის ჩხუბის ხმა მოესმა, თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ როცა ბავშვის კივილი გაიგონა „ვაიმე დედაო“, სიტუაციის გასარკვევად ჩავიდა მათთან. მეზობლებთან მისულს, სამზარეულოში არეულობა დახვდა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს უყვიროდა, დ------–---–-----ი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მეუღლეს ბავშვების თანდასწრებით აგინებდა, ასევე ფეხით ამტვრევდა ჭურჭელს. დ-----ს სთხოვა დამშვიდებულიყო და წავიდა. მეუღლის მხრიდან ნ------------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი ასევე დასტურდება ზ-------------–---–--ს, ლ--------------ს და ზ--------------–---–ის ჩვენებებით, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილზე მოულოდნელად გამოცხადებული ბრალდებული არამხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნ------------–---–ს, არამედ მათივე თანდასწრებით ემუქრებოდა, რომ პოლიციის გამოძახების გამო გაუსწორდებოდა მას.

 

სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ქმნის მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლევა დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობას, კერძოდ, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ დ------–---–-----ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ნ------------–---–ს, რამაც, - მის მიერ სამართალდამცველი ორგანოსთვის მიმართვის ფაქტის მხედველობაში მიღებით, - დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 151-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, მეუღლე, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრებად.

სასამართლო თვლის, რომ დ------–---–-----ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) ნიშნები და არსებობს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის დ------–---–-----ის მსჯავრდების და სამართლიანი სასჯელის შეფარდების საფუძვლები.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ------–---–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამავე კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა (დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია), დ------–---–-----სა და მეუღლეს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის ფაქტი, - რაც თავისთავად ზრდის დანაშაულის რეციდივის რისკებს, - და მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით დ------–---–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დ------–---–-----ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას შესაბამისად, კერძოდ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ დ------–---–-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ------–---–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

დ------–---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ------–---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ დ------–---–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 21 მარტიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

დანა და ე.წ. „კეტჩუპის“ ბოთლი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი