გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2019
საქმის ნომერი
330210019003048876
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14217-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - სა---------–-----------------------------------------------------------ო

წარმომადგენელი - მა---------–---ი

 

მოპასუხე - სს „გა-------------–------–-----ი“

წარმომადგენელი - და-----–---------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხის სს „გა-------------–------–-----ისათვის“ სა---------–-----------------------------------------------------------ო სასარგებლოდ 6 422,06 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2010 წლის 11 მარტს სა---------–------------------------------–--------–---------------ს, სა---------–-----------------------------------------------------------ოსა და სს „ენ------------ის გაკოტრების მმართველს შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 (ორასშვიდი მილიონ სამასოთხმოცდაორი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, მათ შორის სს „გა-------------–------–-----ის" დავალიანების - 6422.06 ლარის მოთხოვნის უფლება.

 

სსიპ "სა–-----------------ის" სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს "რი------ის", სს "გუ-------------------ის", სს "ლა-----------ის“, სს "ძე------–---ის", სს "შა-------ის", შპს "აწ---ის", სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის", შპს "აჭ----------------------ის" ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს "ენ---------I", რომელიც წარმოადგენს ყველა ზემოაღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული რვა სუბიექტის შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლიდაცია.

 

სს „გა-------------–-----–-----ს" 6422.06 ლარის დავალიანება წარმოეშვა, სს „სა---------–-------------------–----------------–--------------------ის" მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ არ დგინდება დავალიანების არსებობს ფაქტი და მისი ეკ----------------------ოსათვის გადაცემის ფაქტი. დავალიანების რეალურად არსებობის პირობებშიც კი გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სსიპ "სა–-----------------ის" სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს "რი------ის", სს "გუ-------------------ის", სს "ლა-----------ის“, სს "ძე------–---ის", სს "შა-------ის", შპს "აწ---ის", სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის", შპს "აჭ----------------------ის" ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს "ენ---------I", რომელიც წარმოადგენს ყველა ზემოაღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს.

 

აღნიშნული რვა სუბიექტის შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლიდაცია.

 

სასამართლო ემყარებს შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3/736 ბრძანება (ს.ფ. 25-26)

სს "ენ---------I"-ის ამონაწერი საჯარი რეესტრიდან (ს.ფ. 27-32).

3.1.2. 2010 წლის 11 მარტს სა---------–------------------------------–--------–---------------ს (კრედიტორი), სა---------–-----------------------------------------------------------ოსა (ქონების მიმღები) და სს „ენ------------ის გაკოტრების მმართველს შორის, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გაკოტრების მმართველმა გადასცა, ხოლო კრედიტორმა და ქონების მიმღებმა ნატურით მიიღეს სს „ენ------------ის საკუთრებაში არსებული სამეურვეო ქონება (აუქციონზე გაუყიდავი) თანართული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით.

 

გაკოტრების მმართველმა გადასცა, ხოლო კრედიტორმა და ქონების მიმღებმა ნატურით მიიღეს აუქციონზე გაუყიდავი მიწის ნაკვეთები (32 829,00 კვ.მ) და დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136,00 ლარის ოდენობით.

 

სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის" შემთხვევაში გადაცემული კომერციული ორგანიზაციების მიმართ წარმოშობილი დებიტორული მოთხოვნების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 94 530 949,00 ლარს.

 

სასამართლო ემყარებს შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ხელშეკრულება (ს.ფ. 33-35)

მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 36-37).

2009 წლის 14 დეკემბრის სს „ენ------------ის დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნა და დანართი №3 (ს.ფ. 38-40; 41).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს დადგენიად მიაჩნია, რომ სს „გა-------------–------–-----ის“ დავალიანება სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის" მიმართ შეადგენს 6422,06 ლარს.

 

მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს სს „გა-------------–------–-----ის“ დავალიანების (6422,06 ლარი) არსებობა სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის" მიმართ.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა (გარდა იმისა რომ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე) სადავოდ გახადა დავლიანების არსებობის ფაქტი და განმარტა, რომ მოპასუხეს დავალიანება არ გააჩნდა და რომ თანხა სრულად გადახდილია (იხ. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 15:20:21).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია აბონენტის ბარათები, რომელთა თანახმად, აბონენტის ნომრით 3210172282 ხა--------–ის სს ელ-----------–---ის მიერ 2007 წლის ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური შეადგენს 322,63 ლარს, აბონენტის ნომრით 3210170452 „ტე-–------ის“ მიერ 2007 წლის ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური - 6099,43 ლარს.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სს „გა-------------–------–-----ი“ ახორციელბელდა სატელოფინო მომსახურების გაწევას, რისთვის იგი იყენებდა ე.წ. „ატეესებს“, რა მიზნითაც იგი მოიხმარდა ელექტროენერგიას, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სს „გა-------------–------–-----ის“ ფილიალებისთვის (ხა--------–ის სს ელ-----------–---ი და ტე-–------ა) სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის" მიერ ელექტროენერგიის მიწოდება. დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში სს „გა------------–------–-----ს“ არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და ვერ განახორციელებდა საქმიანობას; მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა შეუძლებელია, რადგან დოკუმენტების შენახვის ვადა გასულია, მათ შორის, საგადასახადო მიზნებისათვის 6 წლიანი ვადა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

მოპასუხეს მხარეს წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას, არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მის მიერ ზეპირსიტყვიერად მითითებული გარემოება გადახდის შესახებ, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, სსსკ-ის 102-ე და სსკ-ის 429-ე მუხლების შესაბამისად.

 

3.2.2. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------სათვის“ მოპასუხის სს „გა-------------–------–-----ის“ მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის 6422,06 ლარის ანაზღაურების შესახებ ყველაზე გვიან 2010 წლის ივლისის თვეში ამოიწურა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტრენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის - სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის" მოთხოვნა სს „გა-------------–------–-----ის“ მიმართ გამომდინარეობდა აბონენტის ნომრიდან 3210172282 ხა--------–ის სს ელ-----------–---ის მიერ 2007 წლის ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლებიდან, რაც კრედიტორს წარმოეშობოდა 2007 წლის ივლისის ბოლოდან; სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის" მოთხოვნა სს „გა-------------–------–-----ის“ მიმართ გამომდინარეობდა აბონენტის ნომრიდან 3210170452 „ტე-–------ის“ მიერ 2007 წლის ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლებიდან, რაც კრედიტორს წარმოეშობოდა ასევე 2007 წლის ივლისის ბოლოდან.

 

შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა (სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის) სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------სათვის“ ყველაზე გვიან 2010 წლის ივლისის თვეში ამოიწურა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სა---------–-----------------------------------------------------------ოს სარჩელი მოპასუხის სს „გა-------------–------–-----ის“ მიმართ საფუძვლიანია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე, 199-ე, 129-ე, 144-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

სამოქალაქო კოდექსი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტებად მიიჩნევს არა მხოლოდ ნივთებს, არამედ არამატერიალურ ობიექტებსაც - უფლებებსა და მოთხოვნებს. ეს ორივე სახის ობიექტი ერთიანდება ზოგად ცნებაში - „ქონება“. თავის მხრივ, უფლებებისა და მოთხოვნების საფუძველს წარმოადგენს ვალდებულება. ვალდებულება არის სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც ურთიერთობის ერთ-ერთ მონაწილეს უფლება აქვს, მოსთხოვოს ურთიერთობის მეორე მონაწილეს ვალდებულების საგნის შესრულება: ქონების გადაცემა, რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება. კრედიტორის მოთხოვნას ყოველთვის შეესაბამება მოვალის შესრულების ვალდებულება და ამდენად, კრედიტორის მოთხოვნის უფლება რელატიურია. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე კრედიტორს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოვალის მიმართ. რადგანაც ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ქონებრივ უფლებას, შესაბამისად, მისი გადაცემაც (გასხვისება) თავისუფლად შეიძლება. ეს გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმიდან: „მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს“ (სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება)“; 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა)”. მოხმობილი ნორმებით დადგენილია მოთხოვნის დათმობის თავისუფლების ზოგადი პრინციპი.

 

მხარეებს შორის 2010 წლის 11 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება თავისი სიტყვა-სიტყვითი, შინაარსობრივი და ლოგიკური ახსნა-განმარტების შედეგად მოთხოვნის დათმობის გარიგებას წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში შეფასებელია მოთხოვნის მიმღების (მოსარჩელის) მოთხოვნის ხანდაზმულობა სს „გა-------------–------–-----ის“ მიმართ სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის" მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტის მხედველობაში მიღებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. განსახილველ შემთხვევაში ამგვარ გარემოებებზე მითითება არყოფილა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა 2010 წლის 11 მარტს, საიდანაც მოსარჩელეს წარმოეშვა სახელშეკრულებო მოთხოვნების განხორციელების უფლებები.

 

მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამორკვეული იქნეს თავად გადაცემული მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რა შემთხვევაშიც გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვტილებაში განმარტა, რომ „ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ. აღნიშნული ეხება ასევე მოვალის შესაგებელს კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, კერძოდ, ვალდებულებაში კრედიტორის ან მოვალის შეცვლის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ხანდაზმულობის ვადის გამოყენება ვალდებულებაში პირთა შეცვლის მიუხედავად. ამასთან, პირთა შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კრედიტორის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის ის ვადა და მისი გამოთვლის ის წესი, რაც თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა, ამიტომ, თუ ამ უკანასკნელის მოთხოვნა ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება ასევე ახალი კრედიტორის მოთხოვნაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ახალი კრედტორისათვის თავიდან კი არ იწყება, არამედ იგი განაგრძობს დენას ისე, როგორც ეს თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-229-216-2015; 8 ივნისი, 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის - სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის" მოთხოვნა სს „გა-------------–------–-----ის“ მიმართ გამომდინარეობდა აბონენტის ნომრიდან 3210172282 ხა--------–ის სს ელ-----------–---ის მიერ 2007 წლის ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლებიდან, რაც კრედიტორს წარმოეშობოდა 2007 წლის ივლისის ბოლოდან; სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ის" მოთხოვნა სს „გა-------------–------–-----ის“ მიმართ გამომდინარეობდა აბონენტის ნომრიდან 3210170452 „ტე-–------ის“ მიერ 2007 წლის ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლებიდან, რაც კრედიტორს წარმოეშობოდა ასევე 2007 წლის ივლისის ბოლოდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა (სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის) სს "სა---------–-------------------–----------------–--------------------ისათვის“ ყველაზე გვიან 2010 წლის ივლისის თვეში ამოიწურა, შესაბამისად, ამავე მომენტში ამოიწურა იგი ახალი კრედიტორის მიმართაც. ამდენად, სს „გა-------------–------–-----ი“ უფლებამოსილია სსკ-ის 144-ე მუხლის შესაბამისად უარი თქვას სა---------–-----------------------------------------------------------ოს მოთხოვნის შესრულებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჟეტიდან - ყველა საქმეზე. მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.

 

ვიანიდან სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არ დაეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სა---------–-----------------------------------------------------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე