გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2019
საქმის ნომერი
060210019003195571
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/645-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ს----------ა

ს----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე, გიორგი ბარაბაძე

მოსარჩელე - ნ-----------ას მზრუნველი ნ-----–-------–---–ი

წარმომადგენელი - მზია დოღონაძე

მოპასუხე - შპს ,,-----------

დირექტორი - ე-–-------–-------–------ა

წარმომადგენელი - მ--------------–--ე, გ------------–-ა, ლ--------------ა

მოპასუხე - შპს ,--------------

დირექტორი - ა---------–--------ე

წარმომადგენელი - მ--------------–--ე, გ------------–-ა, ლ--------------ა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. ს----------ა, ჭ-------ის ქ. N-, ს/კ 3--0--5--1-- და ქ. ს----------ა, ჭ-------ის ქ. N--, ს/კ 3--0--5--3--.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, კერძოდ,1.შპს ,,------------ის ნაწილში მოხდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და დირექტორის გამოსახლება, ამასთან, მოხდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;

2.შპს ,---------------ის ნაწილში მოსარჩელე მხარემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

უძრავი ქონება, მდებარე ქ. ს----------ა, ჭ-------ის ქ. N- და N-- საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ნ-----------ას მამის თ------------------ს სახელზე, რომლმაც ოჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ე------'' დირექტორთან ი-----–----------–--–---–თან ს----------აში, ჭ-------ის ქ. N--ში მდებარე სახლის სარდაფში არსებულ ფართზე, ს/კ 3--0--5--1--. თ--------ას გარდაცვალების მერე, 2014 წელს აღნიშნულ ქონებაზე მემკვიდრეობა აღიდგინა მისმა მეუღლემ ნ----------–---–მა, რომელთანაც გაფორმდა ახალი იჯარის ხელშეკრულბა. ნ-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის არასრულწლოვან შვილს ნ-----------ას დაეინიშნა მზრუნველად დეიდა - ნ-----–-------–---–ი, რომელთანაც გაფორმდა ახალი იჯარის ხელშეკრულება, სადაც ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე მხარე არაა თანახმა გაზარდოს საიჯარო ქირა, ასევე არ ტოვებს ფართს. იმავე ეზოში ნ-----------ას საკუთრებაში არსებულ ფართში, რომელიც არის მინაშენი ძირითად ფართზე და დარეგისტრირებულია ცალკე საკადასტრო კოდით 3--0--5--3--, მის: ს----------ა, ჭ-------ის ქ. N--, ფართით - 3--5- კვ.მ. ფუნქციონირებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შპს ,,-----------, დირექტორი - ა---------–--------ე. მათ საერთოდ არანაირი ხელშეკრულება არ გააჩნიათ მოსარჩელე მხარესთან, ამასთან, მხარეთა შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება ვერც ხელშეკრულების პირობებზე, ფასზე, რის გამოც მოსარჩელე მხარე ითხოვს ფართის დაცლას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე თითქოს და შპს ,,------------თან დაკავშირებით ხელშეკრულება არ არსებობს, არ შეესაბამება სინამდვილეს, რამეთუ უძრავი ნივთის მესაკუთრეს ნ----------–---–სა და შპს ,,------------ის დირექტორს შორის საიჯარო ხელშეკრულება დადებულია 2019 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, მიუთითა, რომ პირველი ხელშეკრულებით შპს ,,------------ის ფართიც იყო ნაქირავები შპს ,---------------ის ფართთან ერთად და 2009 წლიდან სარგებლობდა ამ ფართით. მხოლოდ 2012 წელს მოხდა ფართების დაყოფა, რაზეც მოგვიანებით გაფორმდა კიდეც ხელშეკრულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ს----------ა, ჭ-------ის ქ. N- და N-- საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ნ-----------ას მამის თ------------------ს სახელზე, რომლმაც 2009 წლის 15 მაისს ოჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს ,-------------ის'' დირექტორთან ი-----–----------–--–---–თან ს----------აში, ჭ-------ის ქ. N--ში არსებულ ფართზე 1--------, ს/კ 3--0--5--1--. დაზუსტებული ფართობი 2-- კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად ქირავნობის ვადა შეადგენდა 20 წელს, ხოლო ქირის ფასი განისაზღვრა 300 ლარი ყოველთვიურად. ხელშეკრულება მხარეთა მიერ საჯარო რეესტრში იქნა დარეგისტრირებული. 2014 წლის 8 დეკემბრიდან აღნიშნული ქონება ირიცხება თ------------------ს მეუღლის ნ----------–---–ის სახლეზე, ხოლო ამჟამად ქონების მესაკუთრეა მათი შვილი არასრულწლოვანი ნ-----------ა, რომლის მზრუნველად 2016 წლის 18 მარტს დაინიშნა მისი დეიდა ნ-----–-------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, 2009 წლის 15 მაისის იჯარის ხელშეკრულება და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება არასრულწლოვან პირზე მზრუნველობის დანიშვნის შესახებ.

 

3.1.2. შპს „------------ რეგისტრირებულია 2009 წლის 4 მაისს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში, მისამართზე ს----------ა, ჭ-------ის ქ. N-. მისი ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორია ა---------–--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.1.3 შპს ,,----------- რეგისტრირებულია 2012 წლის 19 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მისამართზე ს----------ა, ჭ-------ის ქ. N--. მისი ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორია ე-–-------–-------–------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უძრავი ქონების მესაკუთრე ნ----------–---–სა და შპს ,,------------ის დირექტორ თ-------------ეს შორის 2015 წლის 01 იანვარს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების პირობების თანახმად ქონების მესაკუთრემ შპს ,,------------ის დირექტორ თ-------------ეს სარგებლობაში გადასცა ქ. ს----------აში ჭ-------ის ქ. N--ში მდებარე ქონება ფართით 2-- მ2. ქირის თანხა შეადგენდა 300 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა მიერ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულება, მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.2. ნ-----–-------–---–სა და შპს ,,------------ის დირექტორ თ-------------ეს შორის 2015 წლის 01 იანვარს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების პირობების თანახმად ქონების მესაკუთრემ შპს ,,------------ის დირექტორ თ-------------ეს სარგებლობაში გადასცა ქ. ს----------აში ჭ-------ის ქ. N--ში მდებარე ქონება ფართით 2-- მ2. ქირის თანხა შეადგენდა 300 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა მიერ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულება, მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი შპს ,,------------ის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,---------------ის ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე,161-ე, 170-ე, 172-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: ს----------ა, ჭ-------ის ქ. N-, საკადასტრო კოდი: 3--0--5--1-- და ს----------ა, ჭ-------ის ქ. N--, საკადასტრო კოდი: 3--0--5--3-- ირიცხება ნ-----------ას საკუთრებად. თავდაპირველად აღნიშნული უძრავი ქონება, საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ნ-----------ას მამის თ------------------ს სახელზე, რომლმაც 2009 წლის 15 მაისს ოჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს ,-------------ის'' დირექტორთან ი-----–----------–--–---–თან ს----------აში, ჭ-------ის ქ. N--ში არსებულ ფართზე 1--------, ს/კ 3--0--5--1--. დაზუსტებული ფართობი 2-- კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად ქირავნობის ვადა შეადგენდა 20 წელს, ხოლო ქირის ფასი განისაზღვრა 300 ლარი ყოველთვიურად. ხელშეკრულება მხარეთა მიერ საჯარო რეესტრში იქნა დარეგისტრირებული. 2014 წლის 8 დეკემბრიდან აღნიშნული ქონება ირიცხება თ------------------ს მეუღლის ნ----------–---–ის სახლეზე, ხოლო ამჟამად ქონების მესაკუთრეა მათი შვილი არასრულწლოვანი ნ-----------ა, რომლის მზრუნველად 2016 წლის 18 მარტს დაინიშნა მისი დეიდა ნ-----–-------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს, ისე მის კეთილსინდისიერ მფლობელს, კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე ან კეთილსინდისიერი მფლობელია, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება გააჩნია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის საფუძველი, ამასთან, მოსარჩელე მხარე არ მოითხოვს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლას ან შეწყვეტას.

 

მოცემულ საქმეზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის შედეგად სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, აქვს თუ არა შპს ,-----------ს'' მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის ფლობის უფლება.

 

მხარეებმა ამ კუთხით თავიანთი პოზიციის გასამყარებლად წარმოადგინეს ერთსა და იმავე დღეს 2015 წლის 1 იანვარს შედგენილი სხვადასხვა ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულებები. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად ნ-----–-------–---–სა და შპს ,,------------ის დირექტორ თ-------------ეს შორის 2015 წლის 01 იანვარს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რაც დღეის მდგომარეობით ვადაგასულია და შესაბამისად მოპასუხეს არ აძლევს მოსარჩელის კუთვნილი ფართის ფლობის უფლებას. ხოლო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია ნ----------–---–სა და შპს ,,------------ის დირექტორ თ-------------ეს შორის 2015 წლის 01 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების თანახმად შპს ,-----------ს'' 2019 წლის 31 დეკემბრამდე აქვს მოსარჩელის კუთვნილი ფართის ფართის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლო ვერ დაეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა დასრულდა 2016 წლის 31 დეკემბერს, ვინაიდან მოცემული ხელშეკრულების დადების მომენტში 2015 წლის 1 იანვარს ქონების მესაკუთრე იყო ნ----------–---–ი, ხოლო ხელშეკრულების დამდებ პირს ნ-----–-------–---–ს არანაირი უფლება არ გააჩნდა ამ ქონებაზე(იმჟამად მისი მესაკუთრე იყო ნ----------–---–ი). რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებას, იგი დადებულია უფლებამოსილი პირის - ქონების მესაკუთრის ნ----------–---–ი მიერ და იგი ძალაშია 2019 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რატომ არ უნდა იქნეს მიჩნეული წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულება მოპასუხის მიერ დაკავებული ფართის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებლად. მხოლოდ ის არგუმენტი, რომ ხელშეკრულება ექვემდებარებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, არ არის საკმარისი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ შპს ,----------“ არამართლზომიერად ფლობს ნ-----------ას ქონებას, ვინაიდან 2015 წლის 1 იანვარს დადებული წერილობითი ხელშეკრულებით ქონების მესაკუთრე ნ----------–---–მა გამოხატა თავისი ნება მისი კუთვნილი ფართის მოპასუხის სარგებლობაში გადაცემაზე 2019 წლის 31 დეკემბრამდე. სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს ხელშეკრულების ვადამდე მოშლა ან ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით.

 

ის გარემოება, რომ შემდგომში შეიცვალა ქონების მესაკუთრე, ასევე არ მიუთითებს ამ ქონების არამართლზომიერ ფლობაზე, ვინაიდან გამქირავებლის უფლება-მოვალეობები სრულად გადადის ქონების ახალ მესაკუთრეზე(სამოქალაქო კოდექსის 572-ე, 1328-ე მუხლები). შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის პერიოდში, ანუ 2019 წლის 31 დეკემბრამდე შპს ,----------“ ვერ ჩაითვლება ნ-----------ას საკუთრებაში არსებული ფართის უკანონო მფლობელად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამათლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება, წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, რაც მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, ამდენად, სასამართლო მის პოზიციას ვერ გაიზიარებს.

 

რაც შეეხება შპს ,---------------ის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამდენად, ამ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელზე ნ-----------ას მზრუნველის ნ-----–-------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის სსს კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე.

 

იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესით. თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ასევე საქმის მასალების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დავის საგნის ღირებულება უნდა შეფასდეს 4 000 ლარით და მოსარჩელე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის (4000 ლარის 3%) ნახევრის - 60 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591 -ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.შეწყდეს საქმის წარმოება შპს ,-------------ის'' უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და დირექტორის გამოსახლების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო;

 

2. შპს ,-----------ის'' უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და დირექტორის გამოსახლების ნაწილში მოსარჩელე ნ-----------ას მზრუნველის ნ-----–-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

3.მოსარჩელეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N 32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ს----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებ.: ქ. ს----------ა, ძმები ნინუების ქ. N1).

 

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე