გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310017002076458 (3/191-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.05.2019 წ ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე და--------–-----ა
წარმომადგენელი ია------–---–ი
მოპასუხე სა------------------------------–----------ო
წარმომადგენელი რო------------–-–--ა
მოპასუხე სა------------------------------–----------ოს სა-------–---------------–--------ი
წარმომადგენელი რო------------–-–--ა
მოპასუხე რა---------------ა
მოპასუხე იზ------------ა
წარმომადგენელი ან–--–---------ა
მოპასუხე ეკ--------------------ა
მოპასუხე ია----------–--
მოპასუხე თე-----------–---–ი
წარმომადგენელი ან–--–---------ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სა------------------------------–----------ოს ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებების ბათილობა:
#882017353995–14 (09.08.2017 წ) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ
#882017090082–04 (17.03.2017 წ), სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ
#882017090082–03 (13.02.2017 წ), სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ
#882017353935–03 (08.05.2017 წ ) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ
#269766 (07.07.2017 წ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ
1.2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ქ. წალ---------–-------–--------–ში მდებარე 1163.00 მ2 სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 47.11.42.---) ½ ნაწილის და--------–-----ას საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ
2. მოპასუხის პოზიცია
სა------------------------------–----------ო და ამავე სააგენტოს სა-------–---------------–--------ი არ ცნობს სარჩელს.
რა---------------ას წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
იზ------------ა არ ცნობს სარჩელს.
ეკ--------------------ას წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
ია----------–--ს წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
თე-----------–---–ი არ ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. და--------–-----ა არის ა---------–----–-----ას სამკვიდროს მიმღები მემკვიდრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
–სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #1611479871, ნოტარიუსი ხათ-----------ა, 30.12.2018
–მოსარჩელის განმარტება, სხდომის ოქმი
3.2. ა---------–----–-----ას წალენჯიხის რაიონის სოფ. 26 მაისის საკრებულოს დადგენილებით 22.01.1997 წ გამოეყო, ხოლო იმავე სოფლის მიწის რეფორმის კომისიის 1998 წ 18 მარტის მიღება–ჩაბარების აქტით გადაეცა (მიეზომა) 0,22 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება წერეთლის შესახვევი, სამხრეთით სამეგრელოს ქუჩა, აღმოსავლეთით ტა-----–----–-----ას საკარმიდამო ნაკვეთი, დასავლეთით შიდა გზა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
–მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი #413ა, 18.03.1998
–მიწის ნაკვეთის გეგმა 18.03.1998
- მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
3.3. და--------–-----ამ 08.02.2017 წ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე წალენჯიხა, სამეგრელოს ქ. 30.
განცხადებას ერთვოდა მიწის მიღება–ჩაბარების აქტი, სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანხმობები საჭიროების შემთხვევაში მასალების აღიარების კომისიისთვის გადაცემის, მედიაატორი ნოტარიუსის დანიშვნის და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
–განცხადება 13934258, 08.02.2017 წ
–სამკვიდრო მოწმობა
-საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (დაინტერესებული პირი და--------–-----ა, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი დავით ელიავა, თარიღი 14.12.2016 წ)
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
3.4. 13.02.2017 წ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებს შორის დაფიქსირდა ზედდება – წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე მონიშნული ქონება იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ 47.11.42.3--) საზღვრებში.
დაინტერესებულ პირს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რაც ვერ შესრულდა.
17.03.2017 წ. და--------–-----ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–გადაწყვეტილება #882017090082–03 (13.02.2017)
–ზედდების ამსახველი ნახაზი
–გადაწყვეტილება #882017090082–04 (17.03.2017)
3.5. 02.05.2017 წ განმცხადებელმა კვლავ შეიტანა განცხადება უფლების რეგისტრაციის შესახებ.
08.05.2017 წ გამოტანილია გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. იმავე დღეს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია ინფორმაცია ა---------–----–-----ას კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონების და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წ მდგომარეობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 1998,1999, 2001, 2005, 2007 წწ–ის წალენჯიხის მიწის გადამხდელთა სიებში სამეგრელოს ქუჩა არ ფიქსირდება.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სამეგრელოს რეგიონული არქივის ინფორმაციით ქ. წალენჯიხის საკრებულოს 2000–2006 წლების საკომლო წიგნში ა---------–----–-----ა ჩაწერილია ეთ-------–------------–------ს კომლში, სადაც ირიცხებიან ეთ----------–-----ა – ოჯახის უფროსი, ა---------–----–-----ა – შვილი, მა----------ა – რძალი, ნა------–-----ა – შვილიშვილი, და--------–-----ა – შვილიშვილი. 2000–2006 წლებში კომლს ქონებრივი მონაცემები არ უფიქსირდება. ქ. წალენჯიხის საკრებულოს 1986–1990 წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 1996 წლამდე) საკომლო წიგნებში ა---------–----–-----ა კომლის უფროსად/წევრად არ ფიქსირდება. ქ. წალენჯიხის საკრებულოს 1997 წლის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა განაწილების სიაში ა---------–----–-----ა არ ფიქსირდება. ქ. წალენჯიხის საკრებულოს 1996–1999 წლების საკომლო წიგნები რეგიონულ არქივში არ არის დაცული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–გადაწყვეტილება #882017353995–03 (08.05.2017 წ)
–სა------------------------------–----------ოს მიმართვა #160178 (08.05.2017 წ)
–შემოსავლების სამსახურის მომართვა #21–02–1/74942, 23.05.2017
–საქართველოს ეროვნული არქივის მომართვა #34/67665, 29.05.2017 წ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
3.6. და--------–-----ას და მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნივთის მომიჯნავედ მდებარე ქონების მესაკუთრეს რა---------------ას დაენიშნათ მედიატორი ნოტარიუსი, თუმცა მხარეებს შორის სამედიატორო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
09.08.2017 წ შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
და--------–-----ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–გადაწყვეტილება #882017353995–06 (02.06.2017 წ)
–გადაწყვეტილება #882017353995–08 (05.07.2017 წ)
–მედიატორი ნოტარიუსის ინფორმაცია 19.07.2017
–გადაწყვეტილება #882017353995–11 (25.07.2017 წ)
–მედიატორი ნოტარიუსის ინფორმაცია 03.08.2017
–გადაწყვეტილება #882017353995–14 (09.08.2017 წ)
–გადაწყვეტილება #269766, 07.07.2017
3.7. ს/კ 47.11.44.--- მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები 10.01.2011 წ–დან არიან რ-----------------ა, ია----------–--, იზ------------ა, ეკ--------------------ა.
აღნიშნული ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 23.08.2017 წ–დან რეგისტრირებულია თემ-----------–---–ის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 8820110006100, მომზადების თარიღი 12.01.2011, ს/კ 47.11.42.---
–საკადასტრო გეგმა ს/კ 47.11.42.---, 11.01.2011
–გადაწყვეტილება #882011006100–03 (13.01.2011)
–მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (დაინტერესებული პირი რ. ჯანღავა, საკადასტრო აზომვაზე უფლებამოსილი პირი მ. აბულაძე, თარიღი 24.12.2010 წ)
–წალენჯიხის არქივის საარქივო ცნობა #9, 12.01.2010
–წალენჯიხის არქივის საარქივო ცნობა #9/1, 12.01.2010
–უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, 17.08.2017
–განცხადება 882017747281, 17.08.2017
–გადაწყვეტილება #882017747281–03 (23.08.2017)
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 47.11.42.---, მომზადების თარიღი 23/08/2017 10:29:27
3.8. და--------–-----ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ნივთის სარეგისტრაციოდ წარდგენილ (#882017090082, 08.02.2017 წ) დოკუმენტებსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეესაბამება ა---------–----–-----ას საკუთრებაში გადაცემული #4---- 18.03.2018 წ მიღება–ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობს.
და--------–-----ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ნივთის სარეგისტრაციოდ წარდგენილ (#882017090082, 08.02.2017 წ) დოკუმენტებსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია დასაზღვრების ზომები ძირითადად შეესაბამება ა---------–----–-----ას საკუთრებაში გადაცემული #4---- 18.03.2018 წ მიღება–ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს.
და--------–-----ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ნივთის სარეგისტრაციოდ წარდგენილ (#882017090082, 08.02.2017 წ) დოკუმენტებსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე სუბიექტები – ტა-----–----–-----ას მიწის ნაკვეთი და სამეგრელოს ქუჩა შეესაბამება ა---------–----–-----ას საკუთრებაში გადაცემული #4---- 18.03.2018 წ მიღება–ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს.
და--------–-----ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ნივთის სარეგისტრაციოდ წარდგენილ (#882017090082, 08.02.2017 წ) დოკუმენტებსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა ძირითადად შეესაბამებაა---------–----–-----ას საკუთრებაში გადაცემული #4---- 18.03.2018 წ მიღება–ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას.
და--------–-----ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ნივთის სარეგისტრაციოდ წარდგენილ (#882017090082, 08.02.2017 წ) დოკუმენტებსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი გადაფარვას ახდენს დღეისათვის საჯარო რეესტრის მიხედვით თე-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ ს/კ 47.11.42.--- მიწის ნაკვეთთან 616,41 მ2 ფართობზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ექსპერტიზის დასკვნა #003180318
–ზედდების ამსახველი ნახაზი
–მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი #413ა, 18.03.1998
–მიწის ნაკვეთის გეგმა 18.03.1998
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი და მე–3 მუხლები, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3, 23-ე მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, მე-601 მუხლი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტებით ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ამავე კანონის მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად, ხოლო ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონეა პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, მართლზომიერი მფლობელი კი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, ერთ-ერთ საქმეზე (ბს-192-184 (3კ-13), გადაწყვეტილების თარიღი - 16.07.2013) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელი საჯარო დაწესებულება ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის საქმიანობაზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპები".
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით სააგენტოს ერთ–ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია.
იმავე კანონის მე–2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით მიხედვით რეგისტრაცია წარმოადგენს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
სა------------------------------–----------ო ვალდებულია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანოს საკითხის სრულად და საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
დადგენილია, რომ ჯერ რ-----------------ას საკუთრების უფლების რეგისტრაცისას მის მიერ წარდგენილი არაზუსტი მონაცემების გამო მის საკუთრებაში დარეგისტრირდა მოსარჩელის მამკვიდრებლის საკუთრებაში გადაცემული (არსებული) ნივთი, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება კანონს.
მოცემული შემთხვევისთვის სახეზე გვაქვს მოსარჩელის და მოპასუხე ფიზიკური პირების უფლებადამდგენი დოკუმენტების კონკურენცია და დადგენილია, რომ მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტები შეიცავენ მიწის ნაკვეთის საზღვრების შესახებ ინფორმაციას და მას ერთვის აგეგმვითი ნახაზიც, რასაც ვერ ვიტყვით მოპასუხე ფიზიკურ პირთა საკუთრების უფლებადამდგენ დოკუმენტებზე – საარქივო ცნობებზე, რომელიც მხოლოდ მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ინფორმაციას იძლევიან. საყურადღებოა, რომ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დადგენილია მხოლოდ მოპასუხე ფიზიკურ პირთა დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით, რომლის სისწორეზე საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მიხედვით პასუხისმგებელია მესაკუთრე/დამკვეთი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
მოცემული დავა სწორედ ამგვარად უნდა გადაწყდეს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ განცხადებასთან დაკავშირებით მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი.
8. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესებით უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე და 368-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სა------------------------------–----------ოს #882017353995–14 (09.08.2017 წ), #882017090082–04 (17.03.2017 წ), #882017090082–03 (13.02.2017 წ), #882017353935–03 (08.05.2017 წ) გადაწყვეტილებები და დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი.
3. სახ. ბაჟი გადახდილია.
4. გადაწყვეტილება შეძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა #32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ.# 12) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან.
მოსამართლე: ირაკლი აბშილავა