გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
090210019003140428
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(2/89–19) 090210019003140428

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29.11. 2019 წელი

ქ. ამბროლაური

 

შესავალი ნაწილი

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

მოსარჩელე –ა-------–--------------–----–-------

წარმომადგენელი – თ------------–---–-------------–---

 

მოპასუხე – შ---------------

წარმომადგენელი (დირექტორი) – ი-----–--–----–-----

წარმომადგენელი– ნ-------–-----

 

დავის საგანი – დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდევინება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა : ა-------–-------------–----–------- სარჩელით ითხოვს, შ---------------- დაეკისროს, 2018 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N171 ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს –3927,70 ლარის გადახდევინების თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, ა-------–-------------–----–------მა 2018 წლის 30 ნოემბერს, შ-------------“–სთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N171, შ--------------- ხელშეკრულების გაფორმებიდან– 2019 წლის 30 სექტემბრამდე, ეტაპობრივად უნდა შეედგინა, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 28 777 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად–2020 წლის 31 მარტი. 2019 წლის 1 თებერვლის N822 წერილით, მერიამ მოითხოვა საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რომელიც ხელშეკრულებაზე თანდართული გასაწევი მომსახურების გეგმა–გრაფიკის მიხედვით, წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2019 წლის 12 მარტისთვის, ,,სოფელ ბ-------–ის დ--–--ის უბანში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის“ და ,,სოფელ აბ---–ი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოების“–ს სრულყოფილი დოკუმენტაცია, 2019 წლის 4 მარტის N1416 წერილით, მერიამ დამატებით, განმეორებით აცნობა შ---------------, რომ დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2019 წლის 12 მარტის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო. მიუხედავად გაფრთხილებისა, შ-------------მ“ ვერ წარადგინა მუნიციპალიტეტის მიერ, ხელშეკრულების შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია, 2019 წლის 13 მარტს მერიამ N1635 წერილით მიმართა შ--------------- და აცნობა რომ, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარდგენის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა–15 კალენდარულ დღეს მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულების მე–11 მუხლის მე–5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას. შ-------------“–ს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, ა-------–-------------–----–-------ს მერიამ 2019 წლის 28 მარტის N 652 ბრძანებით, ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული –2018 წლის 30 ნოემბრის N171 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შ---------------“ ხელშეკრულების მე–3 მუხლის 3.1 ქვეპუნქტის და მე–10 მუხლის 1–ლი პუნქტების მიხედვით, მომსახურეობის ვადების დარღვევისათვის, დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე, დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების–0.02%–ის ოდენობით, 1050 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მე–11 მუხლის მე–6 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო, სახელშეკრულებო ღირებულების 10 %–ის ოდენობით, ანუ 2877,70 ლარი, მთლიანად საჯარიმო სანქციები შეადგენს 1050,00+2877,70= 3927,70 ლარს. აღნიშნულის თაობაზე, წერილობით ეცნობა შ--------------- 2019 წლის 01 აპრილს, შ--------------- მინიციპალიტეტის ბიუჯეტში პირგასამტეხლო თანხა არ შეუტანია. ა-------–-------------–----–-------ს წინაშე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, ს----–-–------–----------------------- თავმჯდომარის 2019 წლის 01 მაისის N2090 განკარგულებით, შ-------------“ შავ სიაში იქნა რეგისტრირებული. სასამართლო სხდომაზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა შ-------------ს’’ მიმართ, პირგასამტეხლოს –დაკისრება 3927,70 ლარის ოდენობით. 4. მოპასუხის პოზიცია შ----------------დირექტორმა და მისმა წარმომადგენელმა, წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, შ--------------- მხრიდან, ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ა-------–-------------–----–-------ს მერიას ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, ეკისრებოდა ვალდებულება, შ--------------ათვის“ გაეგზავნა დეტალური ტექნიკური დავალება, რომლითაც უნდა შედგენილიყო პროექტი. აღნიშნული ჩანაწერი არსებობს ხელშეკრულების მე–3 მუხლის მე–2 ნაწილში. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დადგენისას ხელმძღვანელობს, დეტალური ტექნიკური დავალებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი არ არის და ამავე დროს, შ--------------ათვის“ ჩაბარებული არ არის. ასევე გაურკვეველია თუ, რატომ მეორე დღესვე არ შეწყვიტა ხელშეკრულება ცალმხრივად მერიამ და რატომ დაელოდა 15 კალენდარულ დღის გასვლას. მისივე წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ შ--------------- 2019 წლის 12 მარტამდე, ჰქონდა პროექტი წარსადგენი, რომელიც თითქოს არ წარადგინა და 2019 წლის 13 მარტის წერილით, ის აფრთხილებს შ--------------- ვადის დარღვევაზე, რაც საფუძველი გახდა ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის. მართალია აღნიშნული წერილები სარჩელს თან ერთვის, თუმცა გაურკვეველია, გაეგზავნა თუ არა აღნიშნული წერილები შ--------------- და მიიღო თუ არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სარჩელს თან არ ახლავს. საქმის სასამართლო განხილვის დროს, შ---------------- დირექტორმა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს, რომ არცერთი გარემოება არ დამდგარა შ---------------- ბრალით. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. 2018 წლის 30 ნოემბერს, ა-------–--------------–----–-------ს მერიასა და შ---------------- შორის გააფორმდა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N171, შ--------------- ხელშეკრულების გაფორმებიდან–2019 წლის 30 სექტემბრამდე, ეტაპობრივად უნდა შეედგინა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა –28 777 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად–2020 წლის 31 მარტი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –– 2018 წლის 30 ნოემბრის N171 ხელშეკრულება –სასარჩელო განცხადება. –მხარეთა ახსნა –განმარტებები

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. დადგენილია, რომ ა-------–--------------–----–-------ს მერიამ, 2018 წლის 30 ნოემბერს გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N171 შ--------------თან’’. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მომწოდებელმა იკისრა ვალდებულება 2018 –2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა –28 777 ლარით, ხოლო მოქმედების ვადად –2020 წლის 31 მარტი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –სასარჩელო განცხადება –2018 წლის 30 ნოემბერის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N171. –მხარეთა ახსნა განმარტებები 3.2.2. 2019 წლის 1 თებერვლის N822 წერილით დადგენილია, რომ ა-------–--------------–----–-------ს მერიამ შ--------------აგან“ მოითხოვა საპროექტო– სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რომელიც ხელშეკრულებაზე თანდართული გასაწევი მომსახურების გეგმა–გრაფიკის მიხედვით, წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2019 წლის 12 მარტისათვის –,,სოფელ ბ-------–ის დ--–--ის უბანში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის“ და ,,სოფელ აბ---–ი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები“–ს სრულყოფილი დოკუმენტაცია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –სასარჩელო განცხადება –ა-------–-------------–----–-------ს მერიის 2019 წლის 1 თებერვლის N822 წერილი –მხარეთა ახსნა განმარტებები 3.2.3. 2019 წლის 4 მარტის N1416 წერილით დადგენილია, რომ ა-------–--------------–----–-------ს მერიამ დამატებით, განმეორებით აცნობა შ---------------, რომ დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2019 წლის 12 მარტის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო. მიხედავად გაფრთხილებისა, შ-------------მ“ ვერ წარადგინა მუნიციპალიტეტის მიერ, ხელშეკრულების შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –სასარჩელო განცხადება –ა-------–-------------–----–-------ს მერიის 2019 წლის 4 მარტის N1416 წერილი –მხარეთა ახსნა განმარტებები 3.2.4. 2019 წლის 13 მარტის N1635 წერილით დადგენილია, რომ ა-------–--------------–----–-------ს მერიამ მიმართა შ--------------- და აცნობა რომ, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარდგენის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა –15 კალენდარულ დღეს მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულების მე–11 მუხლის მე–5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას. ასევე დადგენილია, რომ შ--------------- არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, ა-------–-------------–----–-------ს მერიამ 2019 წლის 28 მარტის N652 ბრძანებით, ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის –2018 წლის 30 ნოემბრის N171 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –სასარჩელო განცხადება –ა-------–-------------–----–-------ს მერიის 2019 წლის 13 მარტის N1635 წერილი –ა-------–-------------–----–-------ს მერიამ 2019 წლის 28 მარტის N652 ბრძანება ––მხარეთა ახსნა განმარტებები 3.2.5.ა-------–-------------–----–-------ს მერიის 2019 წლის 28 მარტის N652 ბრძანებით დადგენილია, რომ ა-------–-------------–----–-------ს მერიამ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადაგადაცილების გამო, ცალმხრივად შეწყდა 2018 წლის 30 ნოემბერს –შ--------------ა“ და ა-------–-------------–----–------ს შორის გაფორმებული N171 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, შემდეგ გარემოებათა გამო: შ-------------მ“ ხელშეკრულების მე–11 მუხლის მე–5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ შეასრულა ხელშეკრულებით და დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ვალდებულებები, ხოლო იმავე მუხლის იმავე პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ ობიექტზე მიღებული დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა, მიმწოდებლის მიერ დაირღვა და საპროექტი–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს –15 კალენდარულ დღეს. დაევალა ა-------–-------------–----–-------ს მერიის შესყიდვების სამსახურს ,,შავი სიის წარმოებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ს----–-–------–----------------------- თავმჯდომარის–2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანების შესაბამისად, შ-------------“–ს შავ სიაში რეგისტრაციაზე მოთხოვნა, გადაუგზავნოს სსიპ ს----–-–------–-----------------------. ასევე დაევალა, ა-------–-------------–----–------- მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს, უზრუნველყოს ბრძანების გადაგზავნა შ--------------ათვის“. ასევე აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა ბრძანების გასაჩივრების ვადა და მიეთითა, რომ ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –სასარჩელო განცხადება –ა-------–-------------–----–-------ს მერიის 2019 წლის 28 მარტის N652 ბრძანება ––მხარეთა ახსნა განმარტებები 3.2.6.2019 წლის 1 აპრილის N2222 წერილით დადგენილია, ა-------–----------------–----–-------ს მერიამ შ--------------- აცნობა, რომ ხელშეკრულების მე–3 მუხლის 3.1 ქვეპუნქტის და მე–10 მუხლის 1–ლი პუნქტების მიხედვით, მომსახურეობის ვადების დარღვევისათვის, დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე, დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების 0.02%–ის ოდენობით, 1050 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მე–11 მუხლის მე–6 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო, სახელშეკრულებო ღირებულების 10 %–ის ოდენობით, ანუ 2877,70 ლარი, მთლიანად, საჯარიმო სანქციები შეადგენს– 1050,00+2877,70= 3927,70 ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –სასარჩელო განცხადება –ა-------–-------------–----–-------ს მერიის 2019 წლის 1 აპრილის N2222 წერილი –მხარეთა ახსნა განმარტებები 3.2.7. ს----–-–------–----------------------- თავმჯდომარის 2019 წლის 1 მაისის N2090 განკარგულებით დადგენილია, რომ ა-------–-------------–----–-------ს წინაშე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, შ-------------“ შავ სიაში იქნა რეგისტრირებული. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –სასარჩელო განცხადება –ს----–-–------–----------------------- თავმჯდომარის 2019 წლის 1 მაისის N2090 განკარგულება –მხარეთა ახსნა განმარტებები 3.2.8. შ-----------------ს მიაჩნია რომ, მის მიერ, არ დასტურდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზად, მიუთითებს, რომ ა-------–-------------–----–-------ს მერიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შ--------------- არ გაეგზავნა დეტალური ტექნიკური დავალება, რომლითაც უნდა შედგენილიყო პროექტი. (აღნიშნული ჩანაწერი არსებობს ხელშეკრულების მე–3 მუხლის მე–2 ნაწილში). მოსარჩელე პირგასამტეხლოს დადგენისას ხელმძღვანელობს, დეტალური ტექნიკური დავალებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი არ არის და ამავე დროს, შ--------------ათვის“ ჩაბარებული არ არის. ასევე გაურკვეველია თუ, რატომ მეორე დღესვე არ შეწყვიტა ხელშეკრულება ცალმხრივად მერიამ და რატომ დაელოდა 15 კალენდარულ დღის გასვლას. მისივე წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ შ--------------- 2019 წლის 12 მარტამდე, ჰქონდა პროექტი წარსადგენი, რომელიც თითქოს არ წარადგინა და 2019 წლის 13 მარტის წერილით, ის აფრთხილებს შ--------------- ვადის დარღვევაზე, რაც საფუძველი გახდა ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის. მართალია აღნიშნული წერილები, სარჩელს თან ერთვის, თუმცა გაურკვეველია, გაეგზავნა თუ არა აღნიშნული წერილები შ--------------- და მიიღო თუ არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სარჩელს თან არ ახლავს. აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ შ--------------’’ მიერ, არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცით (საქართველოს ფოსტის წერილობითი გზავნილების ჩაბარების შესახებ) დასტურდება შ--------------- მიერ, 2019 წლის 1 თებერვლის N822 წერილისა (რომლითაც გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეტალური ტექნიკური დავალებები) და 2019 წლის 4 მარტის N1416 წერილის (რომლითაც შ--------------- მიეცა გაფრთხილება) ჩაბარების ფაქტი, 2019 წლის 12 მარტისთვის, ექსპერტიზაგავლილი მზა პროექტების წარდგენის თაობაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –სასარჩელო განცხადება –შ--------------- შესაგებელი –მხარეთა ახსნა – განმარტებები სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-------–--------------–----–-------ს მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შ----------------, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს, 2018 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N171 ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო თანხის –3927,70 ლარის გადახდა.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გამოვლენილი ნება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს და ბოჭავს მის გამომვლენს. ხელშეკრულების მხარეთა ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება სავალდებულოა შესასრულებლად მათთვის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხელსაყრელად მიაჩნიათ ის მათ. შეთანხმებული პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ კანონით, ან ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6.2 სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად, რომ ჩაითვალოს აუცილებელია, მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. 6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ, ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა, როგორც გამომდინარე ხელშეკრულებიდან. 6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანხმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში, თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ, ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების, ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. დადგენილია, რომ ა-------–--------------–----–-------ს მერიამ, 2018 წლის 30 ნოემბერს გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N171 შ-------------სთან’’. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მომწოდებელმა იკისრა ვალდებულება 2018 –2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა –28777 ლარით, ხოლო მოქმედების ვადად –2020 წლის 31 მარტი. დადგენილია, რომ 2019 წლის 1 თებერვლის N822 წერილით ა-------–--------------–----–-------ს მერიამ შ--------------აგან“ მოითხოვა საპროექტო– სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რომელიც ხელშეკრულებაზე თანდართული გასაწევი მომსახურების გეგმა–გრაფიკის მიხედვით, წარდგენილი უნდა ყოფილიყო, 2019 წლის 12 მარტისათვის –,,სოფელ ბ-------–ის დ--–--ის უბანში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის“ და ,,სოფელ აბ---–ი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები“–ს სრულყოფილი დოკუმენტაცია. დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მარტის N1635 წერილით, ა-------–--------------–----–-------ს მერიამ მიმართა შ--------------- და აცნობა, რომ თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარდგენის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა 15 კალენდარულ დღეს მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულების მე–11 მუხლის მე–5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას. ასევე დადგენილია, რომ შ--------------- არ შუსრულებია ხელშეკრულებით ნაკინაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, ა-------–-------------–----–-------ს მერიამ 2019 წლის 28 მარტის N652 ბრძანებით, ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის, 2018 წლის 30 ნოემბრის N171 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. დადგენილია, რომ ა-------–-------------–----–-------ს მერიის 2019 წლის 28 მარტის N652 ბრძანებით, ა-------–-------------–----–-------ს მერიამ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადაგადაცილების გამო, ცალმხრივად შეწყდა 2018 წლის 30 ნოემბერს, შ--------------ა“ და ა-------–-------------–----–------ს შორის გაფორმებული N171 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, შემდეგ გარემოებათა გამო: შ-------------მ“ ხელშეკრულების მე–11 მუხლის მე–5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ შეასრულა ხელშეკრულებით და დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ვალდებულებები, ხოლო იმავე მუხლის იმავე პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ ობიექტზე მიღებული, დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა მიმწოდებლის მიერ დაირღვა და საპროექტი–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს–15 კალენდარულ დღეს. დაევალა ა-------–-------------–----–-------ს მერიის შესყიდვების სამსახურს ,,შავი სიის წარმოებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ს----–-–------–----------------------- თავმჯდომარის–2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანების შესაბამისად, შ-------------“–ს შავ სიაში რეგისტრაციაზე მოთხოვნა გადაუგზავნოს სსიპ ს----–-–------–-----------------------. ასევე დაევალა, ა-------–-------------–----–------- მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს, უზრუნველყოს ბრძანების გადაგზავნა შ--------------ათვის“. ასევე, აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა, ბრძანების გასაჩივრების ვადა და მიეთითა, რომ ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. დადგენილია, რომ 2019 წლის 1 აპრილის N2222 წერილით, ა-------–----------------–----–-------ს მერიამ შ--------------- აცნობა, რომ ხელშეკრულების მე–3 მუხლის 3.1 ქვეპუნქტის და მე–10 მუხლის 1–ლი პუნქტების მიხედვით, მომსახურეობის ვადების დარღვევისათვის, დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე, დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების 0.02%–ის ოდენობით, 1050 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მე–11 მუხლის მე–6 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო, სახელშეკრულებო ღირებულების 10 %–ის ოდენობით, ანუ 2877,70 ლარი, მთლიანად საჯარიმო სანქციები შეადგენს 1050,00+2877,70= 3927,70 ლარს. დადგენილია, რომ ს----–-–------–----------------------- თავმჯდომარის 2019 წლის 1 მაისის N2090 განკარგულებით ა-------–-------------–----–-------ს წინაშე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, შ-------------“ შავ სიაში იქნა რეგისტრირებული. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცით (საქართველოს ფოსტის წერილობითი გზავნილების ჩაბარების შესახებ) 2019 წლის 1 თებერვლის N822 წერილი (რომლითაც გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეტალური ტექნიკური დავალებები) და 2019 წლის 4 მარტის N1416 წერილი (რომლითაც შ--------------- მიეცა გაფრთხილება) ჩაბარდა შ--------------- და ასევე ეცნობა, 2019 წლის 12 მარტისთვის ექსპერტიზაგავლილი მზა პროექტების წარდგენის თაობაზე. 6.8. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ვალდებულების შესრულებისათვის, მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ, მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება, ან გაფრთხილება, თუ: ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება, ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო – 2019 წლის 30 სექტემბრამდე. შ---------------- მიერ, ვალდებულება არ იყო შესრულებული. რითაც სახეზე იყო ვალდებულების შეუსრულებლობა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე და ხელშეკრულების მე-11 მუხლის მეხუთე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, ა-------–-------------–----–-------ს მერია უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. 6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.ამავე კოდექსის მეორე ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს, არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად, რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მოვალემ შესრულება, ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. 6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 6.11.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის, კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად, პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია, განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციადქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი, ამ დარღვევის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული შეთანხმების ძალით, შ---------------’ იკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (სამუშაოს შესრულება) შესრულების შემთხვევაში. ამის გარდა, დაეთანხმა ხელშეკრულებების იმ პირობებსაც, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაშიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა შ-------------ს’’ მიერ, 2018 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დარღვევის ფაქტი, რაც საფუძველია მხარისთვის, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის, მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა-------–-------------–----–-------ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა სრულად, ა-------–-------------–----–------- სარჩელის აღძვრისას, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შ---------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს (დაკმაყოფილებული სასარჩელო განცხადების პროპორციულად), სახელმწიფო ბაჟის – 117,83 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243- 244-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.ა-------–--------------–----–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. შ---------------- ა-------–--------------–----–-------ს სასარგებლოდ, დეკისროს პირგასამტეხლო –3927.70 ლარის ოდენობით.

 

1.2.მოპასუხე შ---------------- დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 117,83 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს –30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე