გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2020
საქმის ნომერი
421210019003226172
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N421210019003226172

N2/208-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.01.2020 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე - ეთ---- შა-–--–--ლი, მა----- ფო–------–--ლი, გი------ გუ------–--ლი;

წარმომადგენელი - ბი---- პა-----–--ლი;

მოპასუხეები - თი------ იმ----–-–--ლი, სს ,,სა---------–--ს ბანკი’’;

წარმომადგენელი - ზა----- მი------–--ლი;

მესამე პირი - აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეღის სააღსრულებო ბიურო;

წარმომაგენელი - გი------ ხო-----–--ლი.

დავის საგანი - ყადაღისაგან ქონების განთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს NA---------------- საქმეზე 2019 წლის 17 ივლისს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

1) მოსარჩელეებს საკუთრებაში გააჩნიათ: 1. ტელევიზორი -LG, დიდი ზომის, პლაზმური, შავი ფერის; 2. ლეპტოპი- Lenovo, შავი ფერის; 3. ტელევიზორი-Prime ფირმის, შვი ფერის; 4. სარეცხის მანქანა-BEKO, ფირმის, ვერცხლისფერი; 5. ტელევიზორი-VESTEL- ფირმის, შავი ფერის; 6. ე.წ თაფლის საწური დანადგარი- lison ფირმის, ვერცხლისფერი; 7. მაცივარი-SAMSUNG ფირმის, ორკარიანი, ვერცხლისფერი.

 

რომლებიც მათი შეძენლია. მოპასუხე თი------ იმ----–-–--ლი არის მათი რძალი, რომელსაც ჰქონდა მოპასუხე სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ სესხი და დაეკისრა ამ სესხის გადახდა, რის გამოც მოხდა მათი კუთვნილი მოძრავი ნივთების დაყადაღება, მაგრამ მოსარჩელეთა განმარტებით დაყადაღებული ნივთები არის მათი საკუთრება და არ წარმოადგენს მოპასუხე თი------ იმ----–-–--ლის საკუთრებას. მოსარჩელეები ითხოვენ მათი კუთვნილი ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა თი------ იმ----–-–--ლმა და სს ,,სა---------–--ს ბანკი’’-ს წარმომადგენელმა სარჩელი სცნო სრულად.

რაც შეეხება მესამე პირს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეღის სააღსრულებო ბიუროს წარმომაგენელმა განმარტა, რომ მათ მიერ მოხდა იმ მოძრავი ნივთების დაყადაღება, რაც იმ სახლში იყო განთავსებული სადაც ცხოვრობს თი------ იმ----–-–--ლი და მიაჩნია, რომ დაყადაღება მოხდა კანონის სრული დაცვით, მაგრამ თუ დადასტურდება, რომ ნივთები არ ეკუთვნის თი------ იმ----–-–--ლს ის არ არის წინააღმდეგი მოხდეს მათი ყადაღისაგან განთავისუფლება.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დაუსახელებიათ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2) 3.2.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს NA---------------- საქმეზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 04 ივლისს გაცემული N1--------------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვით თი------ იმ----–-–--ლს დაეკისრა საბანკო კრედიტის გადახდა სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ სასარგებლოდ, მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ გრემში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული შემდეგი ნივთების დაყადაღება: 1. ტელევიზორი -LG, დიდი ზომის, პლაზმური, შავი ფერის; 2. ლეპტოპი- Lenovo, შავი ფერის; 3. ტელევიზორი-Prime ფირმის, შვი ფერის; 4. სარეცხის მანქანა-BEKO, ფირმის, ვერცხლისფერი; 5. ტელევიზორი-VESTEL- ფირმის, შავი ფერის; 6. ე.წ თაფლის საწური დანადგარი- lison ფირმის, ვერცხლისფერი; 7. მაცივარი-SAMSUNG ფირმის, ორკარიანი, ვერცხლისფერი, რომელთა საერთო ღირებულებაა 2200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 17 ივლისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.2.3. 2019 წლის 17 ივლისის აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გი------ მა-----ძის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ქონება წარმოადგენს ეთ---- შა-–--–--ლის, მა----- ფო–------–--ლის, გი------ გუ------–--ლის საკუთრებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანაში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმადაც, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

მოსარჩელეებმა ეთ---- შა-–--–--ლმა, მა----- ფო–------–--ლმა, გი------ გუ------–--ლმა წარმოადგინეს დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაყადაღებული ნივთები მათი შეძენილია და წარმოადგენს მათ საკუთრებას.

3) აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძო:1. ტელევიზორი -LG, დიდი ზომის, პლაზმური, შავი ფერის; 2. ლეპტოპი- Lenovo, შავი ფერის; 3. ტელევიზორი-Prime ფირმის, შვი ფერის; 4. სარეცხის მანქანა-BEKO, ფირმის, ვერცხლისფერი; 5. ტელევიზორი-VESTEL- ფირმის, შავი ფერის; 6. ე.წ თაფლის საწური დანადგარი- lison ფირმის, ვერცხლისფერი; 7. მაცივარი-SAMSUNG ფირმის, ორკარიანი, ვერცხლისფერი.

ეთ---- შა-–--–--ლის, მა----- ფო–------–--ლის, გი------ გუ------–--ლის საკუთრებაა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეებმა შეძეს მათი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა სადავო ნივთებზე მათი საკუთრების უფლება. ასეთ პირობებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეებზე, რომლებმაც სარჩელი სცნეს სრულად და დაადასტურეს მოსარჩელების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად კი ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, რომ 2019 წლის 17 ივლისის აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გი------ მა-----ძის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ქონება არ წარმოადგენს თი------ იმ----–-–--ლის საკუთრებას და ეკუთვნის ეთ---- შა-–--–--ლს, მა----- ფო–------–--ლს, გი------ გუ------–--ლს. ამდენად სასამართლო თვლის რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სადავო ნივთები უნდა გათავისუფლდნენ ყადაღისაგან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს ვარაუდი, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი. სადავო ნივთები შეძენილია და მათზე მფლობელობას ახორციელებდა მოსარჩელეები, რაც ზემოთ მითითებულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, ქონებაზე მოსარჩელების საკუთრების უფლებას ადასტურებს.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეების საკუთრებაა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა სარჩელი სცნო საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად ისინი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელების მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელისათვის - 50 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს მოსამზადებელ ეტაპზე, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეებს გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ხაზინიდან.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელეების ეთ---- შა-–--–--ლის (პ/ნ 4----------), მა----- ფო–------–--ლის (პ/ნ 1----------), გი------ გუ------–--ლის (პ/ნ 4----------- მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

2. ყადაღისგან განთავისუფლდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის აქტით დაყადაღებული და ყვარლის რაიონის სოფელ გრემში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები:1. ტელევიზორი -LG, დიდი ზომის, პლაზმური, შავი ფერის; 2. ლეპტოპი- Lenovo, შავი ფერის; 3. ტელევიზორი-Prime ფირმის, შვი ფერის; 4. სარეცხის მანქანა-BEKO, ფირმის, ვერცხლისფერი; 5. ტელევიზორი-VESTEL- ფირმის, შავი ფერის; 6. ე.წ თაფლის საწური დანადგარი- lison ფირმის, ვერცხლისფერი; 7. მაცივარი-SAMSUNG ფირმის, ორკარიანი, ვერცხლისფერი.

 

3.მოსარჩელეებს ეთ---- შა-–--–--ლს (პ/ნ 4----------), მა----- ფო–------–--ლს (პ/ნ 1----------), გი------ გუ------–--ლს (პ/ნ 4-----------) დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი. (გადამხდელი ბი---- პა-----–--ლი პ/ნ 4----------, გადახდის ქვითარი N2-------, გადახდის თარიღი 16.08.2019წ. ბანკი- სს ,,ლიბერთი" სახაზინო კოდი 300563150)

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 5-ე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე