განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2019
საქმის ნომერი
330100119003253759
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე #1/5048-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11დეკემბერი,2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ე--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ------- ვ-------ის ძე ყ-----–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 3----------ერს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- რ---------------- ქუჩა #---

 

ადვოკატი - თ------ ხ--------

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2019 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი).

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2019 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ვ----–---- ო-----------ე 2009 წლიდან 2018 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ------- ყ-----–---–თან. 2012 წლის 2 დეკემბერს შეეძინათ ქალიშვილი - ი----- ყ-----–---–-. ვ------- ყ-----–---–- სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს - ვ----–---- ო-----------ეს. 2019 წლის 5 თებერვალს, თ---–--–-- მ--------- ქუჩა #---–- ვ------- ყ-----–---–მა ყოფილ მეუღლეს ვ----–---- ო-----------ეს მათი არასრულწლოვანი შვილის - ი----- ყ-----–---–-ს თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც ვ----–---- ო-----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. ვ------- ყ-----–---–- სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს - ვ----–---- ო-----------ეს. 2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 21:45 საათზე, თ---–--–-- ხ--–-------–-- ქუჩა #--, ბინა #2---–-- ვ------- ყ-----–---–მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ვ----–---- ო-----------ეს, რა დროსაც ვ----–---- ო-----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2019 წლის 31 ივლისს, ვ------- ყ-----–---–-ს მიმართ, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #------ ერთი თვის ვადით. მოძალადეს აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ვ----–---- ო-----------ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შესაძლოა ვ----–---- ო-----------ე იმყოფებოდეს. აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ვ------- ყ-----–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2019 წლის 9 აგვისტოს მივიდა ვ----–---- ო-----------ის საცხოვრებელ ბინაში (თ---–--–-- ხ--–-------–-- ქუჩა #--, ბინა #2---–-).

 

1.4. ვ------- ყ-----–---–მა მეორეჯერაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2019 წლის 21 აგვისტოს, როდესაც მისი არასრულწლოვანი შვილი ი----- ყ-----–---–- ტელეფონის საშუალებით ვიდეოზარით ელაპარაკებოდა ვ----–---- ო-----------ეს, ვ------- ყ-----–---–მა გამოართვა ტელეფონი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ----–---- ო-----------ეს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა ვ------- ყ-----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ვ----–---- ო-----------ის და მოწმეების - ი----- ყ-----–---–-ს, ა-–--------------------ას, თ------------------ს, მ-----–------–---–ის, მ---------------ის, მ--–---------–-----–---–ის და ე----------------ნის გამოკითხვის ოქმებს; 2019 წლის 31 ივლისს გამოცემულ #------ შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს; 2019 წლის 21 აგვისტოს - შემაკავებელი ორდერის დარღვევის ამსახველი ინფორმაციის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ვ------- ყ-----–---–-ს მიერ დანაშაულების ჩადენა.

 

3.2. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.3. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ვ----–---- ო-----------ის გამოკითხვის ოქმებით დადასტურდა, რომ მსხვერპლმა 2019 წლის 5 თებერვალს და 31 ივლისს, მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის პირველი შემთხვევა ჩადენილი იქნა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. რაც შეეხება სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა, სასამართლო განმარტავს, - სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ვ------- ყ-----–---–- სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა მსხვერპლში იწვევდა ტანჯვას.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი ითვალისწინებს მოძალადის მსხვერპლთან ურთიერთობის, მსხვერპლის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობაც იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ნორმის სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.

 

3.6. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 31 ივლისს, ვ------- ყ-----–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ)აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. ვ------- ყ-----–---–მა ორდერის მოქმედების ვადაში ორჯერ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები. 2019 წლის 9 აგვისტოს მივიდა ვ----–---- ო-----------ესთთან მისამართზე, თ---–---- ხ--–-------–-- ქუჩა #--, ბინა #2---–-. 2019 წლის 21 აგვისტოს, როდესაც მისი არასრულწლოვანი შვილი ი----- ყ-----–---–- ტელეფონის საშუალებით ვიდეოზარით ელაპარაკებოდა დედას - ვ----–---- ო-----------ეს, ვ------- ყ-----–---–მა გამოართვა ტელეფონი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსხვერპლს. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

3.7. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.8. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ვ----–---- ო-----------ე 2009 წლიდან 2018 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ------- ყ-----–---–თან. ამდენად სახეზეა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

3.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.10. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ვ------- ყ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2019 წლის 9 აგვისტოს და 2019 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვ------- ყ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული.

 

4.2. ვ------- ყ-----–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი პიროვნული მახასიათებელი - ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ოჯახში მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, პასუხისმგებლობას ამძიმებს ჩადენილი დანაშაულის სიმრავლე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს, სასამართლო თანაბრად, მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელ, ასევე შემამსუბუქებელ გარემოებებს:

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.3.1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ორი ფაქტი ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.3.2. დანაშაულის რეციდივი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი“. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, ვ------- ყ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი. გამოსაცდელი ვადის დასაწყისია 06.11.2017 წელი, დასასრული - 05.11. 2020 წელი. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება: პირობით მსჯავრდებულისა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. ვ------- ყ-----–---–მა თითოეული დანაშაული ჩაიდინა, როგორც ნასამართლევმა პირმა, ვინაიდან გამოსაცდელი ვადა დასრულებული არ ჰქონდა, მისი ეს სამართლებრივი მდგომარეობა იძლევა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმად, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.

 

5.3.3. პასუხისმგებლობას ასევე ამძიმებს დანაშაულის სიმრავლე (4 ეპიზოდი), ინტენსივობა, მასშტაბი.

 

შემამსუბუქებელი გარემოებები:

 

5.3.4. გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა.

 

5.4.ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ვ------- ყ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. ვ------- ყ-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და ყურსასმენი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------- ყ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. ვ------- ყ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. ვ------- ყ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4. ვ------- ყ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ------- ყ-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

6.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული 3 (სამი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ვ------- ყ-----–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

7. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ვ------- ყ-----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 23 სექტემბრიდან.

 

8. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ვ------- ყ-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და ყურსასმენი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

10. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა