გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2019
საქმის ნომერი
330310019003194377
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7216-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - გ--------–----ა

წარმომადგენელი - ნ-------–----ა

 

მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - მ-----------–-ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება, თანდართული დანართის 4-------------------------------- დავალების შეფასების ნაწილში;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------–----ას დავალების სისწორე დადგინდება და აბიტურიენტს შეეცვლება საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასება, კერძოდ, დანართის 4------------- დავალებაში განისაზღვროს 2 ქულა; 4------------- დავალებაში - 1 ქულა; 4-------------II დავალებაში - 1 ქულა; 4------------ დავალებაში - 1 ქულა და საბოლოო ჯამში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ქულათა რაოდენობა განისაზღვროს 21 ქულით.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად, ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. გ--------–----ამ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 16 ქულა, კერძოდ, მან ვერ დააგროვა გამსვლელი ქულა - 17,50-ზე მეტი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აბიტურიენტის შეფასების ბარათი (ს.ფ. 14).

 

3.2. გ--------–----ას ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა შეესრულებინა 3 დავალება: 1. ტექსტის რედაქტირება, 2. არგუმენტირებული ესე და 3. მხატვრული ტექსტის ანალიზი.

 

დადგენილია, რომ წინასწარ დამტკიცდა 2019 წლის ერთიანი გამოცდის შეფასების სქემა და დანართი №1-ით განისაზღვრა ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV ვარიანტები) გამოცდის შეფასების სქემა.

 

2019 წლის ერთიანი გამოცდის შეფასების სქემის თანახმად, არგუმენტირებული ესე - დავალების მაქსიმალური ქულა შეადგენდა 24-ს და ის ფასდებოდა 9 კრიტერიუმით, მათ შორის, V კრიტერიუმით - დამოუკიდებელი აზროვნება. ამ კრიტერიუმში ნაშრომი 3 ქულით ფასდება, თუ ,,ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა“; 2 ქულით - ,,ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა“; 1 ქულით - ,,ნაშრომში ძირითადად არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, თუმცა არის დასმული პრობლემისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის მცდელობა“; 0 ქულით - ,,ნაშრომში არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი“.

 

მხატვრული ტექსტის ანალიზში დავალების მაქსიმალური ქულა შეადგენდა 30-ს და ის ფასდებოდა 10 კრიტერიუმით, მათ შორის, IV. მოსაზრებების არგუმენტირება და ადეკვატური ციტირება, VI. დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება; V---. ლექსიკა და სტილი. კერძოდ, IV კრიტერიუმში ნაშრომი ფასდება 6 ქულით თუ ,,მსჯელობა სამივე მითითების მიხედვით დასაბუთებულია (არგუმენტირებულია) და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით; 5 ქულით - ,,მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითების მიხედვით, მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 4 ქულით - ,,მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული)“; 3 ქულით - ,,მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო ორ მითითების მიხედვით, მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 2 ქულით - ,,მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, მეორე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული)“; 1 ქულით - ,,სამივე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 0 ქულით - ,,ორი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული; ან მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო დანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული; ანდა ერთი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო დანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული“.

 

შეფასების ბარათით, რომელშიც დაფიქსირდა საგანში - ქართული ენა და ლიტერატურა თითოეულ დავალებაში მოპოვებული ქულების რაოდენობა, დგინდება, რომ გ--------–----ამ გამოცდაზე მოიპოვა შეფასება - 16 ქულა, კერძოდ, 3---------------------- დავალებები შეფასდა 0 ქულით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დანართი №1 - 2019 წლის ერთიანი გამოცდის შეფასების სქემა (ს.ფ. 59-68);

- შეფასების ბარათი საგანში - ქართული ენა და ლიტერატურა (ს.ფ. 15).

 

3.4. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 13 აგვისტოს №1----- ბრძანებით შეიქმნა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განმხილველი საგნობრივი კომისიები, კონკრეტული შემადგენლობებით.

 

დადგენილია, რომ გ--------–----ამ გაასაჩივრა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კერძოდ, მან სადავოდ გახადა 3---------------------- დავალებების შეფასება 0 ქულით.

 

„ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვის თაობაზე“ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით დგინდება, რომ კომისიამ იმსჯელა წარდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე და მიიღო გადაწყვეტილება: ა) 1---- - დავალების შეფასების სისწორე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გამსწორებლების მიერ სწორედ იქნა შეფასებული ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებებში მითითებული ტესტური დავალებები; ბ) 8-- - დავალების სისწორე უნდა დაკმაყოფილდეს და აბიტურიენტს შეეცვალოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების/დავალებების შეფასება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 13 აგვისტოს №1----- ბრძანება (ს.ფ. 70-74);

- გ--------–----ას 2019 წლის 4 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 75);

- 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და მისი დანართი (ს.ფ. 80-84).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--------–----ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება”.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან. ამასთან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც დადგინდება გ--------–----ას დავალების სისწორე და აბიტურიენტს შეეცვლება საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასება; კერძოდ, დანართის 3--- დავალებაში განისაზღვრება 2 ქულა; 3.VI დავალებაში - 1 ქულა; 3----- დავალებაში - 1 ქულა; 2-- დავალებაში - 1 ქულა და საბოლოო ჯამში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ქულათა რაოდენობა განისაზღვრება 21 ქულით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

6.3. სასამართლო მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის 51-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 05 თებერვლის №93 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულება. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს ცენტრის სახელით; ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრის საქმიანობას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცდა ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება”, რომელიც არეგულირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს.

 

მითითებული დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-2 მუხლის ,,ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საგნობრივი კომისია არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო. ამავე მუხლის ,,ფ” ქვეპუნქტის მიხედვით, შეფასების სქემა არის ამ დებულებით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება პასუხების ფურცლების გასწორება.

 

ამავე დებულების 24-ე მუხლის პირველი-მეორე პუნქტების თანახმად, ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება: ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით; ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.

 

მითითებული დებულების 301 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 302-ე მუხლის მიხედვით, საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ხოლო 306-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები: ა) აბიტურიენტისათვის ქულის მომატების შესახებ; ბ) აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ; გ) აბიტურიენტის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ. მე-3 პუნქტის შესაბამისად, საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს ცენტრის დირექტორს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ--------–----ამ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის გამოცხადებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 16 ქულა, კერძოდ, მან ვერ დააგროვა გამსვლელი ქულა - 17,50-ზე მეტი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ (3---------------------- დავალებებში მიიღო შეფასება 0 ქულა, რაც გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 13 აგვისტოს №1----- ბრძანებით შექმნილ შესაბამის საპრეტენზიო განცხადებების განმხილველ საგნობრივი კომისიაში.

 

ასევე დადგენილია, რომ „ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვის თაობაზე“ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილმა საგნობრივმა კომისიამ იმსჯელა წარდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე და 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ--------–----ას მიერ სადავოდ გამხდარი 3----------------------, დავალებების შეფასება დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სტატუსით გამოკითხული ნ-----–---–--ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, კომისია აბიტურიენტებს ნაშრომებს აფასებს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. უფრო მეტიც, ნაშრომების გამსწორებლებთან ხელშეკრულებები ფორმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ხელმოწერით თანხმობას გამოხატავენ კრიტერიუმების მიხედვით ნაშრომების გასწორებაზე. აღნიშნული ამცირებს რისკს, რომ გამსწორებელი არ დაეთანხმოს დადგენილ კრიტერიუმს და ნაშრომი სუბიექტურად შეაფასოს. გარდა ამისა, ნაშრომი ფასდება სამი გამსწორებლის მიერ და პირველი ორი გამსწორებელი ვერ ხედავს ერთმანეთის შედეგებს. მისივე განმარტებით, აბიტურიენტი დავალების გაცნობისას ეცნობა ინსტრუქციას, რომელიც თითოეულ დავალებას თან ახლავს და სადაც არის მითითებული დავალების შესრულების პრინციპი. ამასთან, გ--------–----ას შესაძლებლობა ჰქონდა არაპროგრამული ნაწარმოების ნაცვლად არჩევანი გაეკეთებინა პროგრამულ ნაწარმოებზე - „ვეფხისტყაოსანის“ საკმაოდ ცნობილ ნაწყვეტზე, თუმცა მან აირჩია უცნობი ნაწარმოები, ხოლო დავალება სრულყოფილად ვერ შეასრულა. ნაშრომის შეფასებისას გამოირკვა, რომ აბიტურიენტმა დავალება საერთოდ ვერ გაიგო. ამასთან, გამსწორებლების მიერ შეფასება მოხდა მხოლოდ იმის მიხედვით, რაც ნაშრომში ეწერა. ნაშრომში იგი მსჯელობს ისეთ საკითხებზე, რასაც კავშირი არ აქვს დოჩანაშვილის ამ ნაწარმოებთან. მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასებისას ჩანდა, რომ მან ვერ გაიგო ტექსტის მიზანდასახულობა, რის გამოც დასკვნა არასათანადოდ გააკეთა. აქედან გამომდინარე, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, მის ნაშრომში უფრო მაღლი შეფასების დაწერა ვერ მოხერხდა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი აზროვნების კრიტერიუმი ყველაზე მკაცრი კრიტერიუმია, რადგან ორიგინალური და დამოუკიდებელი აზროვნების გამოხატვას მოითხოვს. გ--------–----ას ნაშრომის შეფასებისას მთავარი არის ის, რომ ტექსტი მთლიანობაში არასწორად იყო გაგებული. 3--- დავალებაში პირველი მითითების მიხედვით, მსჯელობა არადამაჯერებელი იყო, ტექსტური მასალით გამყარების გარეშე, მას მითითებული ჰქონდა ზოგადი ფრაზები, იმ დროს, როდესაც ის ინსტრუქციით გაფრთხილებული იყო, რომ ერთი-ორი წინადადება დავალების შესრულებისას საკმარისი არ იყო. 3----- დავალებაში მას ლექსიკა (მწირი არ არის) არაადეკვატურად აქვს გამოყენებული. მას შეეძლო მარტივი სიტყვებით გადმოეცა ის, რის დაწერაც სურდა. ამასთან, მხატვრული ტექსტის ანალიზში მთავარია აბიტურიენტმა ტექსტი აღიქვას ადეკვატურად, ვინაიდან თუ მას არაადეკვატურად გაიგებს, პასუხების დასაბუთების შემთხვევაშიც მაღალი ქულა ვერ დაიწერება, განსხვავებით არგუმენტირებული ესესგან, რომელშიც შეფასებისას უპირატესობა დასაბუთებას ენიჭება. 2-- დავალებაში, სადაც მოსარჩელემ გაიაზრა ტექსტი, კომისიამ ქულაც დაუწერა. იყო შემთხვევები, როდესაც იგი მიხვდა ტექსტს, მაგრამ საკუთარი დამოკიდებულება ვერ გამოხატა და ვერ დაასაბუთა. მის ნაშრომთან დაკავშირებით ასევე იმსჯელა სააპელაციო კომისიამ, დეტალურად განიხილა მისი დავალება, თუმცა რესურსი მაღალი ქულის დაწერისა არ იყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესრულებული დავალებების შეფასება საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არსებითად ვერ შეაფასებს გ--------–----ას მიმართ, კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებებს/მისთვის დაწერილ ქულებს. სასამართლოს დასკვნით, განცხადებების/საჩივრების განმხილველი საგნობრივი კომისიების მიერ მიღებული აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა თუ არა გამოცდის ჩატარება და აბიტურიენტის შეფასება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით (შეფასების სქემების მიხედვით), ხოლო საგამოცდო კომისიის წევრების მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში გაკეთებული შეფასებების ერთობლიობა და ამ შეფასებების შესაბამისი ქულის დადგენა წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-797 (კ-18)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, ,,...ექსპერტებით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება სასამართლოში ხდება კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მიზანშეწონილობის მოსაზრებებს არ აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონიერების მოთხოვნებთან. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით.“

 

სასამართლო ყურადღებას კიდევ ერთხელ მიაქცევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტსა და 27-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომელთა თანახმად, საგნობრივი კომისია არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საგნობრივი კომისიის მიერ. ამდენად, კანონმდებელმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრებისას, საჩივრებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საგნობრივი კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. კომისიის მიერ სხვადასხვა საგამოცდო დავალებების, აბიტურიენტების მიერ გაცემული პასუხებისა და მათი შეფასების შედეგად დაწერილი ქულების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი, სასამართლოს მოსაზრებით, საგამოცდო კომისიის/საგნობრივი კომისიის და, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგამოცდო/საგნობრივი კომისიის წევრების მიერ კონკრეტული აბიტურიენტის მიერ შესრულებული ნამუშევრის შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. ამასთან, კანონმდებლის მიერ საგნობრივი კომისიისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, თავის მხრივ, არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების შედეგად მიღებული ქულების მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

სასამართლო მიუთითებს ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV ვარიანტები) გამოცდის შეფასების სქემა, რომელიც წინასწარ დამტკიცდა და ზუსტად განისაზღვრა ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდებოდა აბიტურიენტის ნაშრომის შეფასება. კერძოდ, პირს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა შეესრულებინა 3 დავალება: 1. ტექსტის რედაქტირება, 2. არგუმენტირებული ესე და 3. მხატვრული ტექსტის ანალიზი. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ ხდის მე-2 და მე-3 დავალებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

სასამართლო შეფასების სქემის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ „არგუმენტირებული ესე“ - დავალების მაქსიმალური ქულა შეადგენდა 24-ს და ის ფასდებოდა 9 კრიტერიუმით, მათ შორის, V კრიტერიუმით - დამოუკიდებელი აზროვნება. ამ კრიტერიუმში ნაშრომი 3 ქულით ფასდებოდა, თუ ,,ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა“; 2 ქულით - ,,ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა“; 1 ქულით - ,,ნაშრომში ძირითადად არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, თუმცა არის დასმული პრობლემისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის მცდელობა“; 0 ქულით - ,,ნაშრომში არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი“.

 

ამავე სქემის თანახმად, „მხატვრული ტექსტის ანალიზში“ დავალების მაქსიმალური ქულა შეადგენდა 30-ს და ის ფასდებოდა 10 კრიტერიუმით, მათ შორის, IV კრიტერიუმით - მოსაზრებების არგუმენტირება და ადეკვატური ციტირება, VI კრიტერიუმით - დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება; V--- კრიტერიუმით - ლექსიკა და სტილი. ამასთან, IV კრიტერიუმში ნაშრომი ფასდებოდა 6 ქულით თუ „მსჯელობა სამივე მითითების მიხედვით დასაბუთებულია (არგუმენტირებულია) და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით; 5 ქულით - ,,მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 4 ქულით - ,,მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული)“; 3 ქულით - ,,მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო ორ მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 2 ქულით - ,,მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, მეორე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული)“; 1 ქულით - ,,სამივე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 0 ქულით - ,,ორი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული; ან მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო დანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული; ანდა ერთი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო დანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული“.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დეტალურად არის განსაზღვრული რა პრინციპით უნდა შემოწმდეს თითოეული ნაშრომი, ხოლო მოსარჩელის პოზიცია მხოლოდ მის განმარტებებსა და სუბიექტურ შეფასებებს ემყარება, არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კომისიამ მოსარჩელის მიერ შესრულებული ნაშრომი/დავალება შეაფასა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების სადავო ნაწილში ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--------–----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე