განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2041-19
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ მ---------------–---–-ს, რ--------------ის, ნ--–--------–-ს,ბრალდებულ _ გ-------------------–-ს,ადვოკატ _ ა------------–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ--------------------------------–-ს (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–---------–---------–--------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 25 მარტს, ღამის საათებში, თ---–--–-----–---------------------------- „ბ“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-------------------–- და გამოძიებით დაუდგენელი პირი შეეცადნენ უკანონოდ შეეღწიათ შპს „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მასში არსებულ ფულად თანხას 218 ლარის ოდენობით, თუმცა მათ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას პოლიციის თანამშრომლებმა. ამავე დროს, გ-------------------–მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა განზრახ დააზიანეს შპს „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენეს 440 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ:
სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დაზარალებულის წარმომადგენელ დ-----------------–---–-ს ჩვენებით, მუშაობს შპს „თ----------ში“ სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების უსაფრთხოების განყოფილებაში. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის ინკასირებული თანხის, მომსახურე პერსონალის და ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2019 წლის მარტში, დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც აცნობეს, რომ კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალი დაზიანებულ მდგომარეობაში ჩატანილი იყო მიწისქვეშა გადასასვლელში და სთხოვეს, როგორც კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტის დათვალიერებაში მონაწილეობის მიღება. გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, რომელიც მდებარეობდა თ---–--–--------------------------------ში, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტერმინალის დათვალიერებაში, რაც იყო დეფორმირებული. დაზიანებული ჰქონდა ძირი, შუა კარი, სარეკლამო ქუდი, ეკრანი და გვერდები. მიწისქვეშა გადასასვლელში ასევე ნახეს მუქი ჩანთა, ცული, სახრახნისი და ფანარი. აღნიშნული ნივთები ამოიღეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და გადასცეს გამომძიებელს.
მოწმე ზ-------------ის ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, თანამშრომლებთან: თ------------------სთან და ლ-–--–------სთან ერთად გადაადგილდებოდა თ---–--–--------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შემოესმა მეტალის დარტყმის ხმა. შეაჩერა ავტომანქანა და დაინახა, რომ „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი არ იდგა მისთვის განკუთვნილ ადგილას. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ჩაგორებული იყო მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის შუა უჯრედში, ხოლო ორი პიროვნება სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდა მის გატეხვას. პოლიციის თანამშრომლების შემჩნევისთანავე ორივე მათგანი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და შეეცადნენ მიმალვას. თ------------------სთან ერთად დაედევნა მათ, ხოლო ლ-–--–------ს სთხოვა ადგილზე დარჩენა და დამხმარე ძალის გამოძახება. ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ეჭირა მომცრო ზომის ძალაყინი, გაიქცა თ---–--–------------------------ის მიმართულებით, ხოლო მეორე პიროვნება - მ----–---–-ს ქუჩის მიმართულებით. დაედევნნენ ი.ჭ-------------------ს მიმართულებით გაქცეულ პიროვნებას. ამ დროს გაჩერდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, საიდანაც გადმოსული ორი თანამშრომელი ასევე დაედევნა მათ და იმ დროს, როდესაც აღნიშნული პიროვნება ცდილობდა „ა---------------ს“ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლას, წაბორძიკდა, რა დროსაც მოახდინეს მისი დაკავება. ადგილზე ჩატარდა დაკავებული გ-------------------–-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ხელიდან ამოუღეს ძალაყინი, ხოლო ჯიბიდან - დიაზეპამის აბი და ფანარი.
მოწმე ლ-–--–------ს ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, თანამშრომლებთან: ზ-------------ესთან და თ------------------სთან ერთად გადაადგილდებოდა თ---–--–--------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნეს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი არ იდგა მისთვის განკუთვნილ ადგილას. მიწისქვეშა გადასასვლელთან მისვლისას დაინახა ორი პიროვნება, რომლებიც სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ცდილობდნენ აპარატის გატეხვას. მათი გამოჩენისთანავე აღნიშნული ორი პიროვნება გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. გაქცეულ პირებს დაედევნნენ ზ-------------ე და თ------------------, ხოლო თავად დარჩა ადგილზე და ითხოვა დამხმარე ძალის ადგილზე მისვლა. მოწმის განმარტებით, ექსპერტ-კრიმინალისტების და დაზარალებულის წარმომადგენლის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოიღეს შავი სახრახნისი, მუქი ჩანთა, რაშიც მოთავსებული იყო ფანარი და ცული.
მოწმე თ-----------------ის ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, თანამშრომლებთან: ზ-------------ესთან და ლ-–--–------სთან ერთად გადაადგილდებოდა თ---–--–------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შემოესმა ხმაური, რაზეც შეაჩერეს მანქანა და დაინახეს, რომ „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი არ იდგა მისთვის განკუთვნილ ადგილას. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ჩაგორებული იყო მიწისქვეშა გადასასვლელში, ხოლო ორი პიროვნება სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდა მის გატეხვას. მათი შემჩნევისთანავე აღნიშნული პირები გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან და შეეცადნენ მიმალვას. ზ-------------ესთან ერთად დაედევნა მათ, ხოლო ლ-–--–------ დარჩა ადგილზე შემთხვევის ადგილის დაცვის მიზნით. ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ეჭირა მომცრო ზომის ძალაყინი, გაიქცა ი.ჭ-------------------ს მიმართულებით, ხოლო მეორე პიროვნება - მ----–---–-ს ქუჩის მიმართულებით. დაედევნნენ ი.ჭ-------------------ს მიმართულებით გაქცეულ პიროვნებას. ამ დროს გაჩერდა საპატრულო ეკიპაჟი, საიდანაც გადმოსული ორი თანამშრომელი ასევე დაედევნა მას. იმ დროს, როდესაც აღნიშნული პიროვნება ცდილობდა „ა---------------ს“ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლას, წაბორძიკდა, რა დროსაც მოახდინეს მისი დაკავება. ადგილზე ჩატარდა დაკავებული გ-------------------–-ს პირადი ჩხრეკა. ხელიდან ამოუღეს ძალაყინი, ხოლო ჯიბიდან - დიაზეპამის აბი და ფანარი.
მოწმე ბ--------------ის ჩვენებით, 2019 წლის 25 მარტს, გამთენიისას, მეწყვილე ჯ-------–-----–---–თან ერთად მოძრაობდა თ---–--–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ ი.ჭ-------------------ს N39ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები ითხოვდნენ დახმარებას. გაემართა მითითებულ მისამართზე, სადაც დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თავზე ეფარა კაპიუშონი, გარბოდა ე.წ. „ა---------------ს“ მშენებარე ობიექტის მიმართულებით და უკან მისდევდა ორი პოლიციის თანამშრომელი. თავადაც დაედევნნენ გაქცეულ პიროვნებას, რომელიც გარკვეულ მომენტში წაბორძიკდა, რა დროსაც შეძლეს მისი შეჩერება, ხოლო შემდეგ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებულის სახით. დაკავებული აღმოჩნდა გ-------------------–-, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მეტალის ინსტრუმენტი, ე.წ. „გელა“, მცირე ზომის ფანარი, სახეზე გაკეთებული პირბადე და ხელზე გაკეთებული ხელთათმანები.
მოწმე ჯ-------–-----–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 25 მარტს, გამთენიისას, მეწყვილე ბ--------------ესთან ერთად მოძრაობდა ჭ-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ე.წ. „რაციის“ საშუალებით მიიღო შეტყობინება, რომ თ---–--–--------------------------------ს მიმდებარედ პოლიციის თანამშრომლები ითხოვდნენ დახმარებას. გაემართა მითითებულ მისამართზე, სადაც დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა რუხი კაპიუშონიანი ქურთუკი, გარბოდა ე.წ. „ა---------------ს“ მშენებარე ობიექტის მიმართულებით და უკან მისდევდა ორი პოლიციის თანამშრომელი. შეაჩერეს მანქანა და თავადაც დაედევნნენ გაქცეულ პიროვნებას, რომელიც გარკვეულ მომენტში წაბორძიკდა. ამ დროს მოახდინეს მისი შეჩერება, რის შემდეგაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს იგი ბრალდებულის სახით. დაკავებული აღმოჩნდა გ-------------------–-, რომელსაც ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოუღეს მეტალის ინსტრუმენტი, ე.წ. „გელა“, მცირე ზომის ფანარი, სახეზე გაკეთებული პირბადე და ხელზე გაკეთებული ხელთათმანები.
მოწმე ი-–--------ის ჩვენებით, 2019 წლის 25 მარტს მონაწილეობა მიიღო თ---–--–--------------------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სადაც „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ამოგლეჯილი იყო ფილებიდან და გადაგდებული იყო მიწისქვეშა გადასასვლელში. ტერმინალი იყო დაზიანებულ მდგომარეობაში. მოტეხილი ჰქონდა ქუდი, გატეხილი ჰქონდა ეკრანი და დაზიანებული ჰქონდა შუა კარი. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს გატეხილი სახრახნისი, შავი ჩანთა მასში მოთავსებული ცულით და ფანარით. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტერმინალიდან ასევე ამოიღეს თითის ანაბეჭდები, რაც დაილუქა ადგილზე.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ--------ის ჩვენებით, 2019 წლის 01 აპრილს გასცა ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ცულის პირის ზედაპირზე არსებული ლურჯი საღებავის დანაშრევი, ძალაყინის ზედაპირზე არსებული ლურჯი საღებავის დანაშრევი, სახრახნისის პირის ზედაპირზე არსებული ლურჯი საღებავის დანაშრევი და „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული ლურჯი საღებავის ნიმუშები ხასიათდება ერთნაირი მორფოლოგიური ნიშან-თვისებებით (ფერი, ფერის ტონალობა, სტრუქტურა) და ქიმიური შემადგენლობით.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ--------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 25 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ზ---------–-----სთან ერთად გამოცხადდა თ---–--–--------------------------------ში, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ადგილზე ნახეს „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რაც დაზიანებულ მდგომარეობაში გადატანილი იყო მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის უჯრედში. დაზიანებული იყო ასევე აპარატის კარი, გატეხილი იყო მისი ხუფი, ხოლო აპარატი იყო წაქცეულ მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ანაწმენდები და საღებავის ნიმუშები, რაც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადასცეს გამომძიებელს. მოწმის განმარტებით, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე ნახეს ზურგჩანთა მასში მოთავსებული ფანარით და ცულით, ხოლო სახრახნისი იყო განცალკევებით.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ------–--–-------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 28 მარტს გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნა, რომლის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი ცულის, სახრახნისის პირის, სახრახნისის ტარის და ძალაყინის ზედაპირზე ხელის კვლები არ გამოვლინდა. მისივე ჩვენებით, შესაძლებელია კონკრეტულმა პირმა ხელი მოკიდოს ნივთს, თუმცა მასზე არ დარჩეს კვალი, რადგან ობიექტზე კვალის დატოვება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ნივთის ზედაპირზე და გარემო პირობებზე.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-------------ს ჩვენებით, 2019 წლის 07 მაისს გასცა სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სწრაფი ჩასარიცხი აპარატი „T------”-ს დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით ჯამში შეადგენს 510 ლარს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მიწისქვეშა გადასასვლელი. აღნიშნული გადასასვლელის კიბეების შუა ადგილზე არსებულ ბაქანზე დევს „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალი, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მხარეს არსებული კარი, რაც არის დეფორმირებული და მცირე ზომაზე გაღებული. ტერმინალის ე.წ. „საწვიმარი ქუდი“ არის დამსხვრეული. ტერმინალის თავთან დევს სახრახნისის ტარი; ტერმინალის მარცხენა მხარეს - სახრახნისის პირი, ხოლო ტერმინალის ბოლოსთან - მოშავო ჩანთა მასში მოთავსებული ცულით და ხელის ფანარით. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან აღნიშნულ ნივთებთან ერთად ამოიღეს ანაწმენდები სამ ნიმუშად და საღებავის ნიმუშები ორ ფირზე.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, გ-------------------–- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 25 მარტს, 03:40 საათზე. გ------------–-ს პირადი ჩხრეკისას, მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა საშუალო ზომის მეტალის ე.წ. „გელა“; მისი ტანთმოსილი ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან - ბრტყელი ოვალური ფორმის შავი ფანარი, ხოლო ქურთულის წინა მარცხენა ჯიბიდან - ერთი გაუხსნელი თეთრი აბი, შეფუთვაზე წარწერით: „Diazep 10”. გ------------–-ს პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულ იქნა ტანთცმული მონაცრისფრო კაპიუშონიანი ქურთუკი, შავი ნაქსოვი ქუდი, შავი თეთრი ორნამენტებით გაწყობილი ე.წ. „ბენდენა“, სახეზე გაკეთებული სამედიცინო ნიღაბი და ხელზე გაკეთებული მოყავისფრო ტყავის ხელთათმანი.
ბრალდებულ გ-------------------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, 2019 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, თ---–--–------------------------იდან ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც გზად მიწისქვეშა გადასასვლელში დაინახა მუშები, რომელთაც სთხოვა წყალი წამლის დასალევად. ამ დროს მასთან მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაადეს ბორკილები და დაუკავშირდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს იმის გადასამოწმებლად, ხომ არ იყო რაიმე დანაშაული მომხდარი კონკრეტულ ტერიტორიაზე. დაახლოებით 15 წუთში ადგილზე მივიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. განუმარტეს, რომ დაკავებული ჰყავდათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით. პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულის განმარტებით, მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ძალაყინი და ფანარი, მას არ ეკუთვნოდა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ-------------------–-სთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სასამართლო განმარტავს, რომ გ-------------------–-ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა გ-------------------–-ს მიერ თანამზრახველთან ერთად ფარულად, სხვისი ქონების დაუფლების მცდელობაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.
ის ფაქტი, რომ გ-------------------–- თანამზრახველთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად ცდილობდა დაუფლებოდა შპს „თ----------ს“ კუთვნილ ფულად თანხას დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენელმა დ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მართალია, იგი არ შესწრებია უშუალოდ ქურდობის მცდელობის ფაქტს, თუმცა როგორც პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, ორი პიროვნება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ცდილობდა შპს „თ----------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას და მასში არსებული ფულადი თანხის დაუფლებას. დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თ---–--–--------------------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის შუა ტერიტორიაზე ნახეს დაზიანებული ტერმინალი, რომელსაც დეფორმირებული ჰქონდა ძირი, დამტვრეული ჰქონდა სარეკლამო ქუდი და დაზიანებული იყო მისი კარი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე ნახეს მუქი ჩანთა, ცული, ფანარი და სახრახნისი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების: ზ-------------ის, ლ-–--–------ს და თ-----------------ის ჩვენებებზე, რომლებმაც სრული სიზუსტით აღწერეს ბრალდებულ გ-------------------–-ს და მისი თანამზრახველის მიერ შესრულებული ქმედებები და დარწმუნებით აღნიშნეს, რომ სწორედ ბრალდებული გ-------------------–- არის ის პიროვნება, რომელიც, 2019 წლის 25 მარტს, გამთენიისას, თ---–--–--------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის უჯრედში, თანამზრახველთან ერთად, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ცდილობდა „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას და მასში მოთავსებული ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ პოლიციის თანამშრომლების დანახვისთანავე, გ-------------------–- თანამზრახველთან ერთად შეეცადა მიმალვას, თუმცა პატრულ-ინსპექტორების დახმარებით დააკავეს, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოიღეს: საშუალო ზომის მეტალის საგანი ე.წ. „გელა“, ე.წ. „ბენდენა“, ტანსაცმელი, ერთი აბი, წარწერით - „diazepam 10“, სახეზე გაკეთებული პირბადე და ხელზე გაკეთებული ხელთათმანი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს კი ამოიღეს სახრახნისი, მოშავო ჩანთა მასში არსებულ ცულთან და ფანართან ერთად.
მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია პატრულ-ინსპექტორების: ჯ-------–-----–---–ის და ბ--------------ის ჩვენებებთან, რომლებმაც 2019 წლის 25 მარტს, გამთენიისას, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს შეტყობინება, რომ თ---–--–------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დახმარებას საჭიროებდნენ პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე მისვლისას შენიშნეს მამაკაცი, რომელიც მირბოდა ე.წ. „ა---------------ს“ მშენებარე ობიექტის მიმართულებით და უკან მისდევდნენ პოლიციის თანამშრომლები. შეაჩერეს მანქანა და თავადაც დაედევნნენ აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც გარკვეულ მომენტში წაბორძიკდა. ამ დროს შეძლეს მისი დაკავება. იგი აღმოჩნდა გ-------------------–-, რომლის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს მეტალის საგანი ე.წ. „გელა“, ფანარი, სახეზე გაკეთებული პირბადე და ხელზე გაკეთებული ხელთათმანი.
ის ფაქტი, რომ ბრალდებული გ-------------------–- თანამზრახველთან ერთად ნამდვილად ცდილობდა სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით შპს „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებას და ფულადი თანხის დაუფლებას, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა სრულად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმებით, რომელთა მიხედვითაც, თ---–--–--------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის შუა ადგილზე არსებულ ბაქანზე ნანახი იქნა დაზიანებულ მდგომარეობაში „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალი, რომელსაც ასევე დაზიანებული ჰქონდა წინა მხარეს არსებული კარი, რაც იყო დეფორმირებული და მცირე ზომაზე გაღებული. დამსხვრეული ჰქონდა ე.წ. „საწვიმარი ქუდი“, ხოლო ტერმინალის მიმდებარედ ნანახი იქნა სახრახნისის ტარი და პირი, ასევე მოშავო ჩანთა მასში მოთავსებული ცულით და ფანარით. რაც შეეხება გ------------–-ს პირადი ჩხრეკის ოქმს, დადგენილია, რომ მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა საშუალო ზომის მეტალის ე.წ. „გელა“, ფანარი, სახეზე გაკეთებული პირბადე და ხელზე გაკეთებული ხელთათამანი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან და გ-------------------–-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ ცულზე, ძალაყინსა და სახრახნისის პირის ზედაპირზე არსებული ლურჯი დანაშრევი და „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული ლურჯი საღებავის ნიმუშები ხასიათდება ერთნაირი მორფოლოგიური ნიშან-თვისებებით (ფერი, ფერის ტონალობა, სტრუქტურა) და ქიმიური შემადგენლობით. გარდა აღნიშნულისა, გ-------------------–-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს ასევე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-------------------–-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ ძალაყინზე ე.წ. „გელაზე“ ასევე აღმოჩნდა ლურჯი შეფერილობის საღებავი, რომელიც „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გარე ზედაპირზე არსებული საღებავის იდენტურია, რაც უდაოდ მოწმობს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ნივთები შემხებლობაში იყო „თ----------ს“ აპარატთან და სწორედ ამ აპარატზე მათი ძლიერი ურთიერთქმედების შედეგად გადავიდა აპარატის ლურჯი საღებავის კვალი.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილზე დატოვებულ ნივთებზე და გ-------------------–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ძალაყინზე არ აღმოჩნდა ბრალდებულის ხელის კვლები, სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, ბრალდებულ გ-------------------–ს დაკავების მომენტში ხელზე ეკეთა ხელთათმანები, რითაც აიხსნება ის გარემოება, რომ როგორც შემთხვევის ადგილზე დატოვებულ იარაღებზე, ისე მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ ძალაყინზე არ აღმოჩნდა ბრალდებულ გ------------–-ს ხელის კვლები. ამასთან, მხედველობაშია მისაღები მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ------–--–-------–---–-ს ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ობიექტზე თითის კვალის დატოვება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ობიექტის ზედაპირზე და გარემო პირობებზე, რის გამოც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეულ ობიექტზე ხელით შეხების მიუხედავად, მასზე არ დარჩეს თითის ანაბეჭდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ-------------------–-ს ჩვენება, რომელმაც უარყო შპს „თ----------ს“ გაქურდვის მცდელობაში მონაწილეობის ფაქტი, წინააღმდეგობაში მოდის როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებთან და თავად ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმთან, რითაც დასტურდება, რომ გ-------------------–- პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს უშუალოდ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების მომენტში, რომელიც თანამშრომლების დანახვისთანავე თანამზრახველ პირთან ერთად შეეცადა მიმალვას, თუმცა იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს სწორედ ის სამუშაო იარაღი, რითაც ცდილობდა ჩასარიცხი აპარატის გატეხვას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარე, რომ გ-------------------–-ს ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ------------–-ს ჩვენება არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული, მიზნად ისახავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას, რის გამოც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ხოლო იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს - სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.
იმის შესაფასებლად, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ კომპანიას ნამდვილად მიადგა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რითაც დადგენილია, რომ სწრაფი ჩასარიცხი აპარატი „T------”-ს დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, ჯამში შეადგენს 510 ლარს. ამასთან, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გ-------------------–- თანამზრახველ პირთან ერთად ცდილობდა „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა მასში მოთავსებულ 218 ლარს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ-------------------–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ე.ი. ქმედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, როდესაც ჯგუფის წევრები იწყებენ მიზანმიმართულ და წინასწარ განსაზღვრულ ქმედებებს, მოცემულ შემთხვევაში, ფარულად დაეუფლონ სხვის ქონებას, რაც მათ მიერ სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ-------------------–-ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ-------------------–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მანვე ჩაიდინა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ გ-------------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე ჩაიდინა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან - შვიდ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან - ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან - ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან - სამ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეთ მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე.
სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-------------------–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით დადგენილი წესით, რომელთა მიხედვითაც, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის განაჩენით, გ-------------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
გ-------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 25 დეკემბრიდან.
გ-------------------–მა საპატიმრო სასჯელის მოხდა დაასრულა 2016 წლის 24 ივნისს.
მოცემულ შემთხვევაში, გ-------------------–-ს მიმართ, სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონიათ და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, როდესაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე და 187-ე მუხლებით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულები. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლობა, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე და 187-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ან მათ შემადგენელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ფანარი, ქურთუკი, ქუდი და ე.წ. „ბენდენა“; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოშავო ჩანთა, მასში მოთავსებული ფანარით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ცული, ანაწმენდები, საღებავის ნიმუშები, სახრახნისის პირი და ტარი; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ერთი აბი, ე.წ. „გელა“, სამედიცინო ნიღაბი და ხელთათმანები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
გ-------------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-------------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით, გ-------------------–-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ გ-------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 მარტის 03:40 საათიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ფანარი, ქურთუკი, ქუდი და ე.წ. „ბენდენა“; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოშავო ჩანთა, მასში მოთავსებული ფანარით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ცული, ანაწმენდები, საღებავის ნიმუშები, სახრახნისის პირი და ტარი; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ერთი აბი, ე.წ. „გელა“, სამედიცინო ნიღაბი და ხელთათმანები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე