განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2020
საქმის ნომერი
200100119003089869
დავის ტიპი
182 3 ბ , 182 2 დ
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# 2001001-9003089869

საქმე N 1/185-19 (092230518001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

26 დეკემბერი, 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თამარ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თე--------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ეკ-------------------------–--------ე - დაბადებული - 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: გ-----------------------------–-------–--ი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა- შეფარდებული- (ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე)

 

ადვოკატი: - მი---------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2013 წლის 18 ნოემბერს ეკ----------------ე დასაქმდა სს ,,საქართველოს ბანკი"-ს (ს.ნ 204378869) საცავის მქონე რაიონულ სერვისცენტრში და ეკავა მოლარის თანამდებობა. ეკ----------------ე სარგებლობდა სამსახურებრივი მდგომარეობით და იგი 2014 წლიდან 2018 წლის 31 მარტამდე პერიოდში, სისტემატიურად ითვისებდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებულ თანხებს. კერძოდ, სამუშაო დღის ბოლოს, ეკ----------------ე მის სალაროში არსებული ფულადი ნაშთიდან, პირადი მიზნებისათვის იღებდა გარკვეული რაოდენობის თანხებს, ხოლო უფროს მოლარეს გადასცემდა ნაკლებ თანხას, განსხვავებულს იმისგან, რასაც პროგრამულად აწერდა და ერიცხებოდა. თანხის გადაცემა რეგისტრირდებოდა შესაბამის საბანკო პროგრამაში, ეკ----------------ე უფროს მოლარეს აწერდა თანხის მთლიან ოდენობას, რა ნაშთიც ჰქონდა სალაროში, ხოლო რეალურად, ხელზე აძლევდა ნაკლებ თანხას. აღნიშნული ქმედებით, ეკ----------------ემ საერთო ჯამში, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სს ,,საქართველოს ბანკი"-ს კუთვნილი თანხები - 40 002 ლარი, 3 120 ევრო- ანუ 10 121 ლარი (ევროს ექვივალენტი ლარში) და 21 155 აშშ დოლარი - ანუ 58 908 ლარი (აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რითაც დიდი ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი მიადგა სს ,,საქართველოს ბანკს".

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა/ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით -ეკ----------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ეკ----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.2. საქმეზე დაზარალებულად ცნობილი სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს წარმომადგენელმა დ-------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნული ბანკის გუ-------ის 59-ე სერვის ცენტრის მოლარის ეკ----------------ის მიერ, რომელსაც იგი პირადად არ იცნობს, მოხდა სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს კუთვნილი თანხების მითვისება, რის შედეგად ბანკს მიადგა 400002 ლარის, 3120 ევროს და 21-55 აშშ დოლარის ქონებრივი ზარალი. ქონებრივი ზარალი გამოიხატა როგორც ლარში, ასევე, დოლარში და ევროში, რამაც კოვენქტირების შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში შეადგინა 109031 ლარი. წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ დანაკლისის აღმოჩენის შემდეგ, ბანკის იურისტებთან ეკ----------------ემ აღიარა მიყენებული ზიანი და მასთან გაფორმდა თანხის უკან დაბრუნებაზე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მან იკისრა გრაფიკის მიხედვით დანაკლისის თანხის დაფარვა. ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფა მოხდა ეკ----------------ის და ინ-----------–-–---–ის უძრავი ქონებებით. მოწმის განმარტებით, დანაკლისის ვალის აღიარება ეკუთვნის მხოლოდ ეკ----------------ეს. მოწმის განმარტებით, შეთანხმებ ეკ----------------ემ დაარღვია და თანხა არ არის ანაზღაურებული. მოწმემ ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შედგენილი ოქმის სისწორე.

2.3. მოწმე ლა–-----------–--ემ განმარტა, რომ დაახლოებით 2016 -2018 წლებში მუშაობდა სს. ,,საქართველოს ბანკში" ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობაში შედიოდა ბანკის წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში, ასევე, ბანკში გამოვლენილი შესაძლო დანაშაულის მოკვლევა. 2018 წლის აპრილის თვეში ბენკის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა გეგმიური ინვენტარიზაცია სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის 59-ე სერვის-ცენტრში, სადაც ეკ----------------ე მუშაობდა მოლარედ. აუდიტის ოფიცრებმა ნა-----------–---–მა და ნი-----–-------ამ ფილიალის შემოწმებისას გამოავლინეს დიდი ოდენობით თანხის დანაკლისი სამი სახის ვალუტაში, დაახლოებით 100000 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, მან ჩაატარა მოკვლევა აღნიშნულ საკითხზე, იგი პირადად შეხვდა აუდიტებს, ასევე, გუ-------ის ფილიალის მენეჯერს, უფროს მოლარეს, მოლარე ეკ----------------ეს, სალაროს მართვის პროცესში ჩართულ ყველა პირს და აღნიშნულის შედეგად მიღებული ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ვინაიდან ინფორმაცია შეიცავდა სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს. მოწმემ კატეგორიულად განმარტა, რომ ბანკის ყველა მოლარეს აქვს ინდივიუალური ჩანთა, სადაც არის მოთავსებული თანხები და უშუალოდ ეკ----------------ის ჩანთაში იქნა თანხის დანაკლისი გამოვლენილი. მოწმის განმარტებით, სალაროს მართვის პროცესში ჩართული ყველა პირი მატერიალურად არის პასუხისმგებელი მისთვის ჩაბარებულ თანხებზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გუ-------ის ფილიალის უფროსი მოლარე ინ-----------–-–---–ი სამსახურებრივად ვალდებული იყო, ყოველდღიურად დაეთვალა მოლარეების და მათ შორის, ეკ----------------ის მიერ პროგრამულად მიწერილი თანხები. მოწმის განმარტებით, ინ-----------–-–---–ი პროგრამულად გადაწერილი თანხების სისწორეს ისე ადასტურებდა, რომ ნაღდ თანხას არ ითვლიდა და არ ამოწმებდა, პროგრამული თანხა და ნაღდი თანხა ემთხვეოდა თუ არა ერთმანეთს, რითაც ბოროტად სარგებლობდა ეკ----------------ე და სისტემატურად ითვისებდა თანხებს. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ მოლარის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეულ მოლარეს მის სამუშაო სივრცეში უდევს ბანკის თანხა და შესაბამისად, მოლარე არის ბანკის ამ თანხების განმკარგველი და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელი და მოლარემ ეს თანხები, რომელიც წარმოადგენს ბანკის საკუთრებას, უნდა განკარგოს მხოლოდ საბანკო საქმიანობისათვის. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ ეკ----------------ემ როგორც პირადად მასთან საუბარში, ასევე, წერილობით ახსნა-განმარტებაშიც აღიარა, რომ მის მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში, სისტემატურად ხდებოდა მის მფლობელობაში არსებული თანხების მითვისება. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ეკ----------------ეს, ინ-----------–-–---–სა და მას შორის შედგა ჯერ სიტყვიერი მოლაპარაკება, შემდეგ კი ეკ----------------ემ და ინ-----------–-–---–მა წერილობით აღიარეს ვალი ბანკის წინაშე, რაზედაც შედგა ვალის აღიარების სანოტარო აქტები და რაზედაც ხელი მისი თანდასწრებით მოაწერეს ეკ----------------ემ და ინ-----------–-–---–მა ნებაყოფლობით და არანაირ ზემოქმედებას მათზე ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გრაფიკი არის დარღვეული, მხოლოდ ერთხელ მოხდა ზარალის მცირე ნაწილის გადმორიცხვა და ეკ----------------ეს არ დაუფარავს ზარალი.

2.4. მოწმე ალ-----–------–-–---–მა განმარტა, რომ 2008 წლიდან 2018 წლის მაისის თვემდე მუშობდა სს ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის N59 -ე სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე. სერვის ცენტრში მერთერთ მოლარედ მუშაობდა ეკ----------------ე, ხოლო უფროს მოლარედ - ინ-----------–-–---–ი. მისი, როგორ მენეჯერის უფლება- მოვალეობებში შედიოდა სერვის ცენტრის თანამშრომლების ადმინისტრაციული კონტროლი, კონტროლი ნებისმიერ საკითხზე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ზედამხედველობა და კონტროლი საცავზე და სხვა. მოწმის განმარტებით, მას ფულთან შემხებლობა არ ჰქონდა და სალარო უნდა გაეკონტროლებინა საჭიროების შემთხვევაში, თუ შემოვიდოდა ინფორმაცია რაიმე საეჭვო ქმედებაზე ან ქცევაზე. მოწმის განმარტებით, საცავის გახსნაზე უფლებამოსილი პირები იყვნენ იგი და უფროსი მოლარე, რომელიც ყოველ საღამოს ითვლიდა სალაროს თანხებს, ამოწმებდა ყველა მოლარის თანხას და მოლარეების ფულის ტომრებს, რომლებზეც მოლარის სახელი, გვარი და თანხის ოდენობა და ფულის კუპიურების ოდენობა ეწერა, თავად კი პროგრამულად ადარებდა ამ თანხებს, რის შემდეგაც ისინი ერთად ათავსებდნენ საცავში ნაშთ თანხებს. მოწმის განმარტებით, საცავში შეტანილი თანხა არასდროს დაუთვლიათ და თანხის დათვლის ვალდებულება ჰქონდა უფროს მოლარეს. მოწმის ჩვენების თანახმად, ეკ----------------ე იყო ფილიალის ძირითადი მოლარე, რომელიც ყველაზე დიდ თანხებზე მუშაობდა, შესაბამისად, მასზე დიდი ოდენობით თანხები გაიცემოდა. 2018 წლის აპრილში სერვის ცენტრში ჩატარდა გეგმიური აუდიტორული შემოწმება, რა დროსაც, ეკ----------------ის ტომარაში აღმოჩნდა ევროს, დოლარის და ლარის დანაკლისი მატერიალური სახით - დაახლოებით 3500 ევრო, 20000 აშშ დოლარი და 40000 ლარი და ჩანთაში არსებული თანხის ოდენობა იყო ნაკლები, ვიდრე მის მიერ პროგრამაში ასახული თანხის ოდენობა. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ მის გარეშე დაიწყეს ისევ გადათვლის პროცესი, რომლის შედეგად, არსად, არცერთი მოლარის ტომარაში არ გამოვლენილა დანაკლისი, გარდა ეკ----------------ის ტომრისა. მოწმემ განმარტა, რომ იმ დღეს ეკ----------------ე სამსახურში არ გამოცხადებულა, როგორც მისთვის ცნობილია, ფილიალის თანამშრომელმა ნი--------–--–---–მა ტელეფონის მეშვეობით გააგებინა ეკ----------------ეს, რომ აუდიტორები იყვნენ ფილიალში შემოწმების ჩასატარებლად, რის შემდეგაც, სამსახურის გზაზე მომავალი ეკ----------------ე ფილიალში აღარ გამოჩენილა და ეკ----------------ესთან ვეღარ ახერხებდნენ დაკავშირებასაც. ცოტა მოგვიანებით კი შეიტყვეს, რომ ეკ----------------ეს მიუღია საძილე საშუალებები, რის გამოც მოხვდა საავადმყოფოში. მოწმის ჩვენების თანახმად, ამ ფაქტის შემდეგ იგი ბანკსა და ეკ----------------ეს შორის მოლაპარაკებებისას ასრულებდა მედიატორის როლს, რა დროსაც ეკ----------------ემ და მისი ოჯახის წევრებმა გამოხატეს თანხმობა, ვალის დასაფარად იპოთეკით დატვირთულიყო მათი უძრავი ქონება და აენაზღაურებინათ დანაკლისი. მოწმის განმარტებით, არც ეკ----------------ეს და არც მისი ოჯახის წევრებს არ გამოუთქვამთ არანაირი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, არც დანაკლისის თანხის ოდენობაზე და არც დანაკლისის შესახებ გარემოებებზე.

2.5. მოწმე ინ-----------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 1992 წლიდან 2018 წლის მაისამდე იგი მუშაობდა სს ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის 59-ე სერვის ცენტრში უფროს მოლარედ, სადაც დაახოებით 2008-2009 წლიდან ასევე, მუშაობდა ეკ----------------ე, მოლარის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მისი, როგორც უფროსი მოლარის უფლება-მოვალეობებში შედიოდა როგორც მომხმარებლებთან მომსახურება, ასევე, დღის დასაწყისში მოლარეებსა და მოლარე-ოპერატორებზე თანხების განაწილება, თანხების გადათვლა, საღამოს ნაშთების მიღება, საცავში შენახვა და სხვა ფუნქციები. მოწმის განმარტებით, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს თითოეული მოლარე და მოლარე-ოპერატორი ახდენდა არსებული ნაშთის პროგრამაში ასახვას და მასზე გადაწერას, ასევე, თითოეულს ჰქონდა თავისი ტომარა - პარკი, სადაც თითოეული მათგანი ათავსებდა თანხის არსებულ ნაშთს მატერიალურად, პარკს აწერდა სახელს, გვარს და თანხის ოდენობას და ამ პარკებს აბარებდა მას. იგი კი ამ პარკებს ათავსებდა საცავში. მეორე დილით, მას და მენეჯერს საცავიდან გამოჰქონდათ აღნიშნული პარკები და იგი ურიგებდა ყველა მოლარეს, მოლარე - ოპერატორს და ლომბარდის თანამშრომელს მათ პარკებს. მოწმემ განმარტა, რომ თანხების გადაცემის მომენტში, სამუშაო დღის დასაწყისში, იგი მხოლოდ პროგრამულად აწერდა თითოეულ მოლარეს თანხებს იმ ოდენობით, რაც წინა სამუშაო საღამოს მას ჰქონდა გადაწერილი მოლარეებისაგან პროგრამულად. მოწმემ ასევე, განმარტა და დაადასტურა, რომ მას, როგორც უფროს მოლარეს, ევალებოდა, სამუშაო დღის ბოლოს თავად დაეთვალა ნაღდი თანხის ოდენობა, რასაც მას აწვდიდნენ მოლარეები, თუმცა, ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, იგი ძირითადად, არ ახდენდა თანხების გადათვლას, დროდადრო ითვლიდა ხოლმე მოლარე-ოპერატორების თანხებს, ხოლო რაც შეეხება ეკ----------------ის მიერ გადაცემულ ნაშთებს, იგი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ამ ნაშთებს არ თვლიდა, რადგანაც ძალიან ენდობოდა ეკ--------ეს. მოწმის განმარტებით, იგი მხოლოდ პროგრამულად ახდენდა თანხების გადაწერას და მიწერას. მოწმის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 02 აპრილს ფილიალში ჩატარდა გეგმიური აუდიტი, რა დროსაც საცავიდან გამოტანილი თანხის გადათვლა დაიწყეს მან და ერთერთმა აუდიტორმა გოგონამ. ვინაიდან, დილის 1-:00 საათი იყო შესრულებული, ეკ----------------ე კი არ იყო გამოცხადებული სამსახურში, აუდიტორმა გადაწყვიტა მისი პარკის გახსნა და თანხის დათვლა. დათვლის პროცესში გაირკვა, რომ პარკში მატერიალურად არსებული თანხები - დოლარიც, ლარიც და ევროც - იყო იმაზე ნაკლები ოდენობის, ვიდრე ამ თანხების ოდენობა იყო მითითებული პარკზე და პროგრამაში. გადათვლის შედეგად აღმოჩნდა დახლოებით 40000 ლარის, 20-21 000 აშშ დოლარის და 3000 ევროს დანაკლისი. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ შემოწმებისას მოახდინეს ეკ----------------ის პარკზე მითითებული თანხის ოდენობის შედარება პროგრამაში მითითებულ თანხის ოდენობასთან და თანხის ეს ოდენობები არ შეესაბამებოდა ეკ----------------ის პარკში რეალურად, მატერიალური სახით არსებული ნაშთის ოდენობას. მოწმემ დაადასტურა, რომ დანაკლისი სხვა არცერთი მოლარის პარკში არ აღმოჩენილა და გამოვლინდა მხოლოდ ეკ----------------ის პარკში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ეკ----------------ის ჩანთაზე არავის არ ჰქონდა წვდომა გარდა თავად ეკ--------ესი. მოწმის ჩვენებით, მათთვის უცნობი იყო შემოწმების ჩატარების შესახებ და როგორც მისთვის ცნობილია, ეკ----------------ეს თანამშრომელმა ნი--------–--–---–მა დაურეკა, დროულად მისულიყო სამსახურში აუდიტორული შემოწმების გამო, თუმცა იგი სამსახურში არ გამოცხადებულა. ინ-----------–-–---–ის განცხადებით, მან არ იცოდა იმის შესახებ, თუ ეკ----------------ე ითვისებდა მისთის მინდობილ თანხებს. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ეკ----------------ეს და ბანკს შორის შედგა ვალის გადახდის გრაფიკი და დაიტვირთა როგორ ეკ----------------ის უძრავი ქონება იპოთეკით, ასევე, თავად მისიც, ვინაიდან, მასაც ეკისრებოდა გარკვეული პასუხისმგებლობა იმაზე, რომარ ახდენდა თანხების გადათვლას.

2.6. მოწმე თე----------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი 2013 წლიდან 2018 წლის მაისამდე მუშაობდა სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის N59 სერვის ცენტის მენეჯერის მოადგილედ, სადაც მოლარედ მუშაობდა ეკ----------------ე, უფროს მოლარედ - ინ-----------–-–---–ი, ხოლო ფილიალის მენეჯერი კი იყო ალ-----–------–-–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ თანხების მიღება, განაწილება მოლარეებზე, დათვლა შედიოდა უფროსი მოლარის ფუნქციებში. მოწმემ განმარტა, რომ ყველა მოლარეს ჰქონდა ინდივიდუალური ჩანთები, სადაც მოთავსებული იყო მათი სამუშაო თანხა და ჩანთაში მოთავსებული თანხის სიზუსტეზე პასუხისმგებელი პირი იყო კონკრეტული მოლარე. პარკში მოთავსებული თანხის ოდენობა შესაბამისი უნდა იყოს პროგრამულად ასახული თანხის ოდენობისა ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ხოლო პროგრამულად გადაწერის შემდეგ, უფროსი მოლარე ვალდებულია, დათვალოს მატერიალური სახით არსებული თანხა და ისე შეინახოს საცავში, ვინაიდან, ომოლარის მიერ უფროს მოლარეზე პროგრამულად თანხის გადაწერის შემდეგ, თანხაზე პასუხისმგებელი პირი არის უფროსი მოლარე. მოწმის განმარტებით, ბანკის ფილიალში ჩატარებული აუდიტორული შემოწმებისას ეკ----------------ის ჩანთაში იქნა გამოვლენილი თანხის დანაკლისი - პარკში მატერიალურად არსებული თანხა არ დაემთხვა პროგრამულად ასახულ ნაშთს და იყო ნაკლები ოდენობის. მოწმის განმარტებით, შემოწმების დღეს ეკ----------------ეს ვერ დაუკავშირდნენ, იგი ფილიალში მივიდა რამდენიმე დღეში. მოწმის განმარტებით, ეკ----------------ემ ბანკის თანამშრომლებთან აღიარა დანაკლისის თაობაზე.

2.7. მოწმე გუ------–-----–---–მა განმარტა, რომ 201- წლიდან მუშაობს სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს ლა-------ის ფილიალის მენეჯერად. ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის ფილიალის მენეჯერის ალ-----–------–-–---–ის არ ყოფნის შემთხვევაში, იგი მის მოვალეობას ასრულებდა გუ-------ის ფილიალში. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, იგი პირადად იცნობს ეკ----------------ეს, რომელიც მუშაობდა ბანკის გუ-------ის ფილიალში მოლარედ. მოწმის განმარტებით, 2016 წელს, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, იგი ალ-----–------–-–---–ის ნაცვლად ასრულებდა ბანკის გუ-------ის ფილიალის მენეჯერის მოვალეობას. მოწმის განმარტებით, როდესაც იგი გუ-------ის ფილიალში მივიდა მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად, მან უფროსი მოლარის ინ-----------–-–---–ისაგან მიიბარა თანხა, რომელიც დეტალურად არ დაუთვლია და დაითვალა ე.წ. ნეკნების (შეკვრების) საშუალებით და მიღება- ჩაბარების აქტზე მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით, მისი გუ-------ის ფილიალში მუშაობის პერიოდში არ მომხდარა სეიფში არსებული თანხის გადათვლა, ასევე, მისი დავალებით არავის გადაუთვლია ეკ----------------ის პარკში მოთავსებული ნაღდი თანხა, მოწმის განმარტებით, მოლარეების და მოლარე-ოპერატორის პარკებში მოთავსებული თანხების დეტალური ყოველდღიური დათვლის ვალდებულება მენეჯერს არ ჰქონდა და ამის ვალდებულება ეკისრება უფროს მოლარეს. სასამართლო სხდომაზე მოწმემ ასევე განმარტა, რომ შესაძლებელია, მოლარეს პროგრამულად სხვა ოდენობის თანხა ჰქონდეს და სხვა ოდენობის ჰქონდეს ნაღდი თანხა და თუ მოლარემ დანაკლისი თანხა ვერ მოიძია, ამ შემთხვევაში, მოლარემ უნდა დაფაროს დანაკლისი.

2.8. მოწმე ნი--------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2007 წლის 23 აგვისტოდან მუშაობს გუ-------ში მდებარე სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს 59-ე სერვის ცენტრში ძვირფასი ქვებისა და ლითონების მიმღებ-შემფასებლის პოზიციაზე და მის ფუნქციებში შედის დასალომბაბრდებელი ნივთების შეფასება და მცირე თანხების გაცემა. აღნიშნულ სერვის ცენტრში, იგი 2014-2018 წლებში მუშაობდა ეკ----------------ესთან ერთად, რომელთანაც იგი მეგობრობს. მოწმის განმარტებით, მისი სამუშაოს შესასრულებლად მას აქვს მცირე რაოდენობის თანხა, რომელიც არ ილუქება. სამუშაო დღის დასაწყისში მას უფროსი მოლარე ხელზე გადასცემს გარკვეულ თანხას, ასევე, პროგრამულად აწერს ამ თანხას. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ იგი უფროს მოლარეს პროგრამულად აწერს არსებულ ფულად ნაშთს და ხელზეც უთვლის პროგრამული ნაშთის შესაბამის თანხას. მოწმე განმარტა, რომ ე-----------------ე მუშაობდა მოლარედ, იგი ბანკის მომხმარებლისაგან იღებდა თანხას, ასევე, მომხმარებელზე გასცემდა თანხებს. ეკ----------------ე გასცემდა ასევე თანხას იმ შემთხვევაში, თუკი ნივთების მიმღებ-შემფასებლები ვერ გასცემდნდნ თანხას მომხმარებელზე და საჭირო ხდებოდა, მომხმარებელს ნივთის დალომბარდების შედეგად, თანხა მიეღო უშუალოდ მოლარისაგან. მოწმემ განმარტა, რომ იმ პერიოდში უფროს მოლარედ მუშაობდა ინ-----------–-–---–ი. იგი, როგორც უფროსი მოლარე, ყოველ დილით ანაწილებდა თანხებს პროგრამულად და გადასცემდა მოლარეებს ნაღდი სახით. მოლარეები დამოუკიდებლად ითვლიდნენ თანხებს თავიანთ სამუშაო მაგიდებთან, პროგრამულად იმოწმებენ და უფროს მოლარეს უდასტურებდნენ, რომ თანხა არის სწორი. სამუშაო დღის ბოლოს, მოლარეებს, მათ შორის ეკ----------------ეს ევალებოდა, დაეთვალა, რა ოდენობის ნაშთი თანხა ჰქონდა სალაროში და პროგრამულადაც უნდა გადაეწერა უფროსი მოლარისათვის. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ მოლარის პარკი, რომელშიც მოთავსებულია მათთვის გადაცემულ თანხები, არ ილუქება. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წელს, როდესაც ბანკის ფილიალში ჩატარდა აუდიტორული შემოწმება, აუდიტების მისვლისას სამსახურში არ იმყოფებოდა ეკ----------------ე, ბანკის სხვა ყველა თანამშრომელი კი იმყოფებოდა სამსახურში. მან ეკ----------------ესთან დარეკა ტელეფონით და უთხრა, რომ არ დაეგვიანა სამსახურში მოსვლა, ვინაიდან მოსულები იყვნენ აუდიტის ჩასატარებლად. მოწმის განმარტებით, ეკ----------------ე არც იმ დღეს და არც შემდეგ დღეებში სამსახურში არ გამოცხადებულა და მას არანაირი კომუნიკაცია აღარ ჰქონია. მოწმის განმარტებით, აუდიტის შემოწმებისას როდესაც დაითვალეს თანხა, ეკ----------------ის პარკში აღმოჩნდა ნაღდი ფულის დანაკლისი დაახლოებით 100000 ლარის ოდენობით იმ თანხისგან განსხვავებით, რაც მას პროგრამულად ჰქონდა მიწერილი.

2.9. მოწმე მა---------–--–---–ის ჩვენების თანახმად, იგი 2015 წლიდან 2018 წლის აპრილამდე მუშაობდა სს.,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის N59 სერვის ცენტრში მოლარედ, ხოლო, 2018 წლის აპრილიდან კი მუშაობს იგივე ფილიალში უფროსი მოლარის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მოლარედ მუშაობის პერიოდში, ამავე ფილიალში მოლარედ ასევე მუშაობდა ეკ----------------ე, ხოლო უფროსი მოლარის თანამდებობაზე მუშაობდა ინ-----------–-–---–ი. მისი განმარტებით, ერთად მუშაობის პერიოდში ეკ----------------ისათვის რაიმე საეჭვო ქმედება თანხასთან დაკავშირებით მას არ შეუნიშნავს. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 02 აპრილს, აუდიტორულ შემოწმებას იგი არ დასწრებია, ვინაიდან, მივლინებით იმყოფებოდა სიღნაღში და მოგვიანებით შეიტყო, რომ ეკ----------------ის პარკში მატერიალური სახით არსებული თანხა იყო უფრო ნაკლები, ვიდრე პროგრამულად ასახული. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ მისი მოლარედ მუშაობის პერიოდში, როგორც მისთვის ცნობილია, ეკ----------------ე და ინ-----------–-–---–ი თანხებს არ ითვლიდნენ, თუმცა, ამის ვალდებულება აქვთ შინაგანაწესის და დადებული ხელშეკრულების თანახმად. მან ასევე განმარტა, რომ, მოლარე ვალდებულია, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დათვალოს დარჩენილი ნაშთი, ასახოს პროგრამულად და პროგრამულად ასახული და მატერიალურად არსებული ფულადი თანხის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. პროგრამულად ასახვის შემდეგ ეს თანხა ეწერება უფროს მოალრეს, რომელიც არის ვალდებული, დათვალოს მატერიალურად არსებული ფულადი ნაშთები და ისე შეინახოს საცავში.

2.10. მოწმე თე-------------–---–მა განმარტა, რომ 2015 წლიდან ქ. გუ-------ში, ნონეშვილის ქ. N18-ში აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. აღნიშნულ სავალუტო პუნქტთან ახლოს მდებარეობს სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის ფილიალი და საქმიანობიდან გამომდინარე, იცნობს ბანკის მოლარეს ეკ----------------ეს. მოწმის განმარტებით, მართალია, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მას ჰყავს მოლარე, თუმცა, კლიენტებთან ურთიერთობა ძირითადად მას უწევს. დაახლოებით 2015-2017 წლების პერიოდში, პერიოდულად, თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ, ზუსტად არ ახსოვს, ეკ----------------ე, დაახლოებით შუადღისას, მიდიოდა მის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ევროს დასახურდავებლად. მოწმის განმარტებით, ეკ----------------ეს მასთან 3000 ლარამდე თანხა მიჰქონდა დასაკონვერტირებლად - ხან 100 ევრო, დაახლოებით 800 ევრომდე ხოლმე და ახურდავებდა ლარში და ამიტომ ვალუტის გადაცვლის ქვითარი გაიცემოდა კლიენტის იდენტიფიცირების გარეშე.

2.1-. მოწმე ამ-----------–-–---–მა განმარტა, რომ დაახლოებით 13- 15 წელია მუშაობს გუ-------ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. აღნიშნულ პუნქტთან ახლოს, დაახლოებით 300-500 მეტრში მდებარეობს სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის ფილიალი და საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, იგი იცნობს ეკ----------------ეს, რომელიც მუშაობდა სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის ფილიალში მოლარედ. მოწმის განმარტებით, ეკ----------------ე სამუშაო დღეებში, შუადღის საათებში, შესვენებისას პერიოდულად მიდიოდა ხოლმე მასთან ვალუტის გადამცვლელ პუნქტში და ახდენდა დოლარის გადაცვლას ლარში. მოწმის განმარტებით, ეკ----------------ე მასთან ახურდავებდა 10-15 აშშ დოლარს, მაქსიმალური თანხა 200, 300 აშშ დოლარი გადაუხურდავებია და შესაბამისად, ხდებოდა მხოლოდ გაცემის ქვითრის შედგენა კლიენტის პირადი მონაცემების გარეშე. მოწმის განმარტებით, ეკ----------------ის პირადი მონაცემებით არანაირი სახის დოკუმენტი არ დგებოდა, რადგან, ეროვნული ბანკის რეგულაციების თანახმად, 3000 ლარამდე საკონვერტაციო თანხაზე დაშვებულია, რომ კლიენტის მონაცემები არ შეიტანონ ქვითარში.

2.12. მოწმე ნი-----–-------ამ განმარტა, რომ 2014 წლიდან მუშაობს სს ,,საქართველოს ბანკში" აუდიტორის პოზიციაზე. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის აუდიტის ჩატარება, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების ინვენტარიზაცია. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის 02 აპრილს მან და მისმა კოლეგამ ნა-----------–---–მა ჩაატარეს ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის ფილიალის ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების ინვენტარიზაცია. მოწმის განმარტებით, ისინი სერვის ცენტრში აუდიტის ჩასატარებლად მივიდნენ დილით ადრე, ფილიალი ჯერ კიდევ იყო დაკეტილი და მათ ტელეფონის მეშვეობით შეატყობინეს ფილიალის მმართველს და უფროს მოლარეს, რომ მოსულიყვნენ სერვის ცენტრში, რადგან მათ გარეშე ვერ მოხდებოდა საცავის გახსნა. მოწმის განმარტებით, ის და მისი კოლეგა ფილიალის მმართველისა და უფროსი მოლარის თანდასწრებით შევიდნენ საცავში, საიდანაც ნა-----------–---–მა და უფროსმა მოლარემ საცავში შენახული თანხა გაიტანეს სალაროს სივრცეში დასათვლელად, ხოლო მან და ფილიალის მმართველმა დაიწყეს ძვირფასეულობის გადათვლა. გადათვლის პროცესში, ნა-----------–---–მა სთხოვა, გასულიყო მასთან, რადგან ნაღდი თანხის ოდენობა არ ემთხვეოდა პროგრემულად არსებულ ნაშთს. მოწმის განმარტებით, მან და ნა-----------–---–მა ხელახლა გადათვალეს თანხები, შეადარეს პროგრამაში არსებულ თანხებს და აღმოჩნდა, რომ მოლარე ეკ----------------ის პარკში არსებული ნაღდი თანხა იყო ნაკლები, ვიდრე პროგრამულად დაწერილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნაღდი ფულის დანაკლისი აღმოჩნდა მხოლოდ ეკ----------------ის პარკში და ეს პარკი რომ ნამდვილად ეკ----------------ის იყო, ამის შესახებ ჯერ ერთი, მათ უთხრა უფროსმა მოლარემ ინ-----------–-–---–მა, ასევე, ამ პარკს დაკრული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ფურცელი, სადაც ეწერა თანხის ოდენობა და თანხის ეს ოდენობა იყო სწორედ ის თანხა, რაც წინა სამუშაო დღის ბოლოს ეკ----------------ემ პროგრამულად გადააწერა უფროს მოლარეს და იყო პროგრამაში ასახული. მოწმის განმარტებით, ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ ინ-----------–-–---–მა მათ განუმარტა, რომ იგი თანამშრომლებს ენდობოდა, ნაღდ თანხას არ ითვლიდა და მხოლოდ პროგრამულად ამოწმებდა. მოწმის განმარტებით, სხვა მოლარეების პარკებში არსებული ნაღდი თანხის ოდენობა ემთხვეოდა პროგრამულად დაწერილ თანხების ოდნობებს და დანაკლისი სხვა მოლარეებთან არ აღმოჩენილა. მოწმის განმარტებით, ეკ----------------ე არ იმ დღეს გამოცხადებულა სამსახურში.

2.13. მოწმე ნა-----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 02 აპრილს მან და ნი-----–-------ამ, როგროც სს ,,საქართველოს ბანკი"-ს აუდიტორებმა, ჩაატარეს ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის 59-ე ფილიალის გეგმიური აუდიტორული შემოწმება - ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების ინვენტარიზაცია. მოწმის განმარტებით, შემოწმებას ასევე ესწრებოდნენ ბანკის სერვის-ცენტრის მენეჯერი ალ-----–------–-–---–ი და უფროსი მოლარე ინ-----------–-–---–ი, როგორც ბანკის საცავზე პასუხისმგებელი პირები. მოწმემ განმარტა, რომ მან და უფროსმა მოლარემ ინ-----------–-–---–მა დაითვალეს საცავიდან გამოტანილი თანხა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ სალაროს ნაშთი, როგორც ლარში, ასევე, დოლარში და ევროში იყო უფრო ნაკლები ოდენობის, ვიდრე ეს ასახული იყო პროგრამულად. მოწმემ განმარტა, რომ საბანკო პროგრამაში, სამუშაო დღის ბოლოს რა ნაშთითაც იხურება სალარო, იგივე ნაშთით იხსნება სალარო მეორე დილას. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ საბანკო პროგრამაში მიმდინარედ არსებული პროგრამული ნაშთი და ფაქტობრივი - საცავში არსებული ნაღდი ფულის ოდენობა იყო განსხვავებული, რაზედაც ინ-----------–-–---–მა განაცხადა, რომ ნაღდი თანხის დანაკლისი იყო მოლარის - ეკ----------------ის პარკში. იმ ფაქტს, რომ ნამდვილად ეკ----------------ის პარკში იქნა აღმოჩენილი დანაკლისი, ასევე მოწმობდა შემდეგი გარემოებაც: პარკზე, რომელშიც ნაღდი ფულის დანაკლისი აღმოჩნდა, დაწერილი იყო თანხის ის ოდენობა, რა ოდენობაც ჰქონდა ეკ----------------ეს წინა სამუშაო დღეს პროგრამულად გადაწერილი უფროსი მოლარისათვის და ბანკის ფილიალის არცერთ სხვა მოლარეს თანხის ეს ოდენობა პროგრამულად არ ჰქონია გადაწერილი უფროსი მოლარისათვის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სხვა მოლარეების და მოლარე-ოპერატორების პარკებში არსებული ნაღდი ფულის ნაშთები დაემთხვა პროგრამულად არსებულ ნაშთებს და დანაკლისი არ გამოვლენილა. მოწმის განმარტებით, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, მოლარემ უნდა დათვალოს ნაშთი თანხის ოდენობა, ეს ოდენობა უნდა ასახოს პროგრამულად და გადააწეროს უფროს მოლარეს. უფროსი მოლარე ვალდებულია, დათვალოს თანხა ნაღდი ფულის სახით და ისე უნდა დაიმოწმოს პროგრამულად. ინ-----------–-–---–მა კი განმარტა, რომ წინა საღამოს, როდესაც ეკ----------------ისაგან პროგრამულად გადაიწერა ნაშთი, თანხა არ დაუთვლია. ნა-----------–---–მა ასევე აჩვენა, რომ თანხების დათვლისას ბანკის ფილიალის მენეჯერმა და უფროსმა მოლარემ დაიწყეს ეკ----------------ის მოძიება, რომ მოსულიყო სამსახურში, თუმცა ვერ დაუკავშირდნენ მას ტელეფონზე, შემდეგ კი გაირკვა, რომ ეკ----------------ე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. ნა-----------–---–მა დაადასტურა ინვენტარიზაციის აქტის სისწორე, განმარტა, რომ ზარალი გამოიხატა როგორც ლარში, ასევე, დოლარში და ევროში, რაც შესაბამისად იქნა მითითებული ინვენტარიზაციის აქტში. ასევე, განმარტა, რომ ინვენტარიზაციის აქტს ხელი მოაწერეს მან, მისმა კოლეგამ ნი-----–-------ამ, ბანკის ფილიალის მენეჯერმა ალ-----–------–-–---–მა და უფროსმა მოლარემ ინ-----------–-–---–მა.

2.14. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 2018 წლის 28 მარტის N1- განკარგულების საფუძველზე ჩატარებული, 2018 წლის 02 აპრილის ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინვენტარიზაციის აქტის თანახმად, სს ,,საქართველოს ბანკი"-ს 59-ე სერვის ცენტრში შემოწმების შედეგად აღმოჩნდა ნაღდი ფულის დანაკლისი - 40000.02 ლარის, 3 120.00 ევროს და 21 155.00 დოლარის ოდენობით.

2.15. ს.ს. ,,საქართველოს ბანკი"-ს მიმართ ჩატარებული თემატური რევიზიის N4---- აქტის თანახმად, 2014 წლის იანვრიდან 2018 წლის 02 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოქმედი ყველაზე დაბალი კურსის გათვალისწინებით, 3120 ევროს ღირებულება ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 6797(3120X2.1786) ლარს და 21-55 აშშ დოლარის ღირებულება - 36473 (21-55X1. 7231) ლარს. სულ ორივე ვალუტის ღირებულება შეადგენდა 43 270 (6797+36473) ლარს.

2.16. ს.ს. ,,საქართველოს ბანკი"-ს მიმართ ჩატარებული თემატური რევიზიის N4---- აქტის თანახმად, 2014 წლის იანვრიდან 2018 წლის 02 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოქმედი ყველაზე მაღალი კურსის გათვალისწინებით, 3120 ევროს ღირებულება ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 10121 (3120X3.244) ლარს და 21-55 აშშ დოლარის ღირებულება -58908 (21-55X2.7846) ლარს. სულ ორივე ვალუტის ღირებულება შეადგენდა 69 029 (10121+58908) ლარს.

2.17. აღნიშნული თემატური აქტების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთავარმა ინსპექტორმა მი----–----–-----–--ემ. თემატური რევიზიის N4---- აქტის სისწორე ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთავარმა ინსპექტორმა პაატა დოლიძემ.

2.18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ვა-----------–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონშესაბამისობა, ასევე, დაადასტურა მის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტაციის სისწორე.

2.19. 2018 წლის 20 ივნისის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული დოკუმენტებით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,საქართველოს ბანკი"-ს განცხადებაზე თანდართული დისკი და მასში არსებული მასალები, რომელიც ამობეჭდილი სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს: 1. დირექტორატის სხდომის ოქმი N7; 2. სს ,,საქართველოს ბანკში" საცავის მქონე რაიონული სერვისცენტრების მუშაობის სტანდარტი; 3. ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოეპრაიიების წარმოების პროცედურა; 4. დანართი 1- ავანსის მიღების და დაბრუნების სალაროს ორედრი; 5. დანართი 2- დანაკლისი- ზედმეტობის და არგადახდითი ფულის ნიშნების აქტი; 6. დანართი 3- არასწორი ავანსის აქტი; 7. დანართი 4- ცნობა საეჭვო ფულის გამოვლენის შესახებ; 8. ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის აქტი; 9. განაცხადი ვიდეო ჩანაწერის ამოღება-განხილვაზე; 10. ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების პროცედურა; 1-. დირექტორარის სხდომის ოქმი; 12. ალ-----–------–-–---–ის ანკეტა და შრომითი ხელშეკრულებები; 13. ეკ----------------ის ანკეტა და შრომითი ხელშეკრულებები; 14 თე----------–---–ის ანკეტა და შრომითი ხელშეკრულებები; 15. ინ-----------–-–---–ის ანკეტა და შრომითი ხელშეკრულებები; 16. ავანსების გადაწერა-გადმოწერის დოკუმენტები; 17. ეკ----------------ის შვებულებები; 18. ინ-----------–-–---–ის შვებულებები; 19. თე----------–---–ის შვებულებები; 20.ალ-----–------–-–---–ის შვებულებები; 21. ახსნა-განმარტებები; 22. ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობების ინვენტარიზაციის აქტი.

წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებით, კერძოდ, N2------------------ ხელშეკრულებითა და მისი არსებითი პირობებით და დანართებით დგინდება, რომ 2013 წლის 18 ნოემბერს სს. საქართველოს ბანკს" და ეკ----------------ეს შორის დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ეკ----------------ე დასაქმდა N59 სერვის ცენტრში მოლარედ და შესრულებული სამუშაოს სახე განისაზღვრა თანამდებობრივი ინსტრუქციით და დამსაქმებლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით (ასეთი არსებობისას) ანდა უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. ამავე ხელშეკრულებით (პ.3.1.), დასაქმებულმა აიღო ვალდებულება, სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით, გათვალისწინებული სამუშაო. ამავე ხელშეკრულების დანართი ზ- თანახმად (პ. 1.1. პ. 1.5), დასაქმებულმა აიღო ვალდებულება, გაუფრთხილდეს მისთვის მიბარებულ ნაღდ ფულს ან/და სხვა ფასეულობებს, ვალდებლებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს მისი ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედებით დამსაქმებლისათვის მიყენებული ზიანი.

წარმოდგენილი სს ,,საქართველოს ბანკში" საცავის მქონე რაიონული სერვისცენტრების მუშაობის სტანდარტის და ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების პროცედურის შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული სერვისცენტრების საცავის მართვის პროცესი, ნაღდ ფულთან დაკავშირრებული ოპერაციების წარმოების პროცედურა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირები, მათ შორის მოლარის - როგორც სერვის ცენტრში ნაღდ ფულთან მომუშავე თანამშრომლისა.

2.20. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული- სს ,,საქართველოს ბანკი"-ს 59-ე სერვის ცენტრში, 2013 წლის 18 ნოემრიდან 2018 წლის 02 აპრილის ჩათვლით პერიოდში, მოლარეებსა და უფროს მოლარეს შორის ავანსების პროგრამულად გადაწერა-გადმოწერის შესახებ დოკუმენტის თანახმად, დგინდება, რომ ამ პერიოდში, უკანასკნელად, ნაშთების პროგრამული ასახვა ნაწარმოებია 2018 წლის 31 მარტს. 2018 წლის 31 მარტს, მოლარე ეკ----------------ეს უფროს მოლარე ინ-----------–-–---–ზე პროგრამულად გადაწერილი აქვს 1-0372.43 ლარი, 39896 აშშ დოლარი, 5850 ევრო, 100 ფუნტი, 400 თურქული ლირა.

 

2.21. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით ასევე გამოკვლეული იქნა სხვა წერილობითი მასალები, მათ შორის, სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის წერილობითი მასალები, ასევე, ვალის აღიარებისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, ასევე, ეკ----------------ის მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი ვალის აღიარების ხელშეკრულება. წერილობითი დოკუმენტების თანახმად, დგინდება, რომ 2018 წლის 26 აპრილს, ერთი მხრივ, სს ,,საქართველოს ბანკს"-ა და მეორე მხრივ, ეკ----------------ეს და ინ-----------–-–---–ს შორის დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კონტრაჰენტის მიერ აღიარებული იქნა ბანკის მიმართ დავალიანება - 40002 ლარის, 21-55 აშშ დოლარის და 3120 ევროს ოდენობით და შედგა დავალიანების გადახდის გრაფიკი. ასევე, ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე, ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 26 აპრილს და 2018 წლის 04 მაისს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებები დადასტურებულია სანოტარო წესით.

2.22. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციოს ცენტრის მიერ 2019 წლის 28 მაისს გაცემული ცნობით და საქართველოს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქე ეკ----------------ემ (პ/ნ 1----------) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ქუთაისი აეროპორტის გავლით გადაკვეთა 2018 წლის 13 სექტემბერს.

22.23. სასამართლო სხდომა ჩატარდა ბრალდებულის დაუსწრებლად, მისი ადვოკატის მონაწილეობით, რადგანაც ბრალდებულმა თავი აარიდა როგორც გამოძიებას, ისე საქმის სასამართლო განხილვას.

 

2.24. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/1-/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.26. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 1-4, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/1 -, 67964/1 -, 69379/1 -, § 87, ECHR 1-/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

2.27. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

2.28. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

2.29. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით,განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება: მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი, დიდი ოდენობით, ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. მითვისებისთვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია, ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, რომელსაც ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობისა თუ სპეციალური დავალების სახით. მითვისების დროს, დამნაშავეს სხვისი ქონების მიმართ განსაზღვრული უფლებამოსილება გააჩნია, პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა, განახორციელოს ქონების მართვის, განკარგვის, დროებითი სარგებლობისა და ა.შ უფლებამოსილება. მითვისება გულისხმობს პირის აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება მისთვის მინდობილი სხვისი ქონების ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და ამ ქონების უკანონო დაუფლებაში, როგორც თავის, ისე, სხვა პირის სასარგებლოდ. მითვისების ჩადენის ხერხი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მათ შორის, მითვისება შესაძლებელია, ჩადენილი იქნას ფარულადაც- სხვისგან, მათ შორის, ქონების მესაკუთრისაგან და სხვა პირთაგან შეუმჩნევლადაც. ამ დროს, როგორც უკვე აღინიშნა, სავალდებულო და დამახასიათებელია ის გარემოება, რომ პირს, სხვისი ქონება აქვს მინდობილი, გადაცემული მესაკუთრის მიერ და მას ამ ქონების მიმართ გააჩნია ამ ქონების მართვის, განკარგვის და სხვ. განსაზღვრული უფლებამოსილება და სწორედ მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებულ სხვის ქონებას ისაკუთრებს სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მათ შორის, ეს ხერხი შესაძლებელია იყოს, ფარული ან აშკარა ან სხვადასხგვარი. მითვისების დროს, დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავისათვის კანონიერად მინდობილი ქონება მისმა მოქმედებამ უკანონოდ გადააქცია, ანუ როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს მისი, როგორც საკუთარის განკარგვის მიზნით.

 

ქმედების სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას, როდესაც დამნაშავეს შეგნებული აქვს რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი ქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. მოტივი ანგარებითია და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - მითვისებას, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის დადგენილი უნდა იქნეს ის გარემოება, რომ პირმა დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა სწორედ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

სასამართლო ასევე, ყურადღებას მიაქცევს ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - მითვისებას დიდი ოდენობით. ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 (ათი ათასი) ლარის ზევით.

3.3. ზემოთაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შეფასების შემდეგ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ეკ----------------ე, 2013 წლის 18 ნოემბრიდან დასაქმებული იყო სს ,,საქართველოს ბანკი"-ს გუ-------ის 59-ე სერვის ცენტრში მოლარის თანამდებობაზე და წარმოადგენდა ნაღდ ფულთან მომუშავე თანამშრომელს, რომელსაც, სამსახურებრივი საქმიანობისათვის მართზომიერად ჰქონდა გადაცემული ბანკის თანხები, რაც მას უნდა გამოეყენებინა საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად - ბანკის მომხმარებლებისათვის გასაცემად. ეკ----------------ის უფლებამოსილებაში ასევე შედიოდა ბანკის მომხამრებლებისაგან თანხების მიღება სალაროში. ეკ----------------ე შესაბამისად, წარმოადგენდა მის მფლობელობასა და განკარგულებაში გადაცემულ თანხებზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს. ამავე სერვის ცენტრში არსებული მთლიანი სალაროს თანხებზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა უფროსი მოლარე ინ-----------–-–---–ი, რომელსაც, სხვა მოვალეობებთან ერთად, ასევე, ევალებოდა, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს თავად დაეთვალა თითოეული მოლარისა და მოლარე-ოპერატორის მიერ მისთვის მატერიალური სახით გადაცემული თანხების ნაშთების ოდენობები, შეედარებინა ეს ოდენობები ამ პირებისაგან პროგრამულად მისთვის გადაწერილ თანხებთან და მხოლოდ შემდეგ მოეთავსებინა მოლარეებისა და მოლარე-ოპერატორების ფულის ტომრები (პარკები) ბანკის საცავში. დადგენილია, რომ ინ-----------–-–---–ი ეკ----------------ის თანხების ნაშთებს მატერიალურად არ ითვლიდა და მხოლოდ პროგრამულად ამოწმებდა მის მიერ მიწოდებული თანხების ოდენობებს. დადგენილია, რომ ამ გარემოებით სარგებლობდა ეკ----------------ე, იგი სამუშაო დღის ბოლოს, მის სალაროში არსებული ფულადი ნაშთიდან, უფროს მოლარეს პროგრამულად გადასცემდა სხვა ოდენობის თანხებს, რეალურად, მატერიალური სახით კი გადასცემდა ნაკლების ოდენობის ფულად თანხას და სისტემატურად ითვისებდა მის სალაროში არსებულ გარკვეული ოდენობის თანხებს. დადგენილია, რომ ინვენტარიზაციის ჩატარებამდე ბოლო სამუშაო დღეს, 2018 წლის 31 მარტს, მოლარე ეკ----------------ემ უფროს მოლარე ინ-----------–-–---–ს პროგრამულად გადააწერა მის სალაროში ნაშთის სახით არსებული 1-0372.43 ლარი, 39896 აშშ დოლარი, 5850 ევრო, 100 ფუნტი, 400 თურქული ლირა. მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე, წერილობით მტკიცებულებებთან, ასევე, დადგენილია, რომ ეკ----------------ის მიერ 2018 წლის 31 მარტს უფროსი მოლარისათვის გადაცემული პროგრამულად დარეგისტრირებული და გადაწერილი თანხების ოდენობები იგივე ოდენობით მიწერილი იყო ეკ----------------ის ფულის ტომარაზეც. ასევე, დადგენილია, რომ აუდიტორული შემოწმების დროს, ეკ----------------ის ნაღდი ფულის პარკის გახსნისას, ამ პარკში რეალურად აღმოჩნდა პროგრამულად გადაწერილ და ასევე, პარკზე მიწერილი თანხის ოდენობაზე გაცილებით ნაკლები ოდენობის ნაღდი ფულადი თანხა. ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 02 აპრილს სერვის ცენტრში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩნდა ნაღდი ფულის დანაკლისი - 40000.02 ლარის, 3 120.00 ევროს და 21 155.00 დოლარის ოდენობით.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე, წერილობით მტკიცებულებებთან და მტკიცებულებების ერთობლიობით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეკ----------------ემ, როგორც ბანკის მოლარემ, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად, ბანკის მიერ, მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში ჰქონდა გადაცემული ბანკის ქონება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სს. ,,საქართველოს ბანკი"-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 40000.02 ლარი, 3 120.00 ევრო და 21 155.00 დოლარი.

 

3.4. დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რის საფუძველზედაც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა ბრალდებულ ეკ----------------ის მიმართ გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთშეთავსებადია, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით საკმარისია, რათა ეჭვის გამომრიცხავად დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ეკ----------------ის მიმართ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, კანონმდებლის მიერ მოცემული სტანდარტის გათვალისწინებით და ზემოთაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებით ნათლად და მკაფიოდ დგინდება ეკ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები ეკ----------------ის ბრალდების დასადასტურებლად, დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება საქმეზე ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

3.5. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, ხოლო მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

3.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ეკ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რის გამოც, იგი ცნობილი უნდა იქნას დამანაშავედ აღნიშნული ქმედებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ისჯება - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.

 

სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.

 

ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათვის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

 

სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამაცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).

 

ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე, ეკ----------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას და სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, დანაშაულის მოტივს, აგრეთვე ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და მის ხასიათს, ქმედების სიმძიმეს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მიყენებული ქონებრივი ზარალის ოდენობას, ბრალდებულის შემდგომ ქცევას და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე, იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ეკ----------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეკ----------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით,საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს, იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმისა და ეკ----------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ეკ----------------ეს დამატებითი სასჯელის სახით უნდა ჩამოერთვას მოლარედ საქმიანობის უფლება 02 (ორი) წლის ვადით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი (როგორც ძირითადი, ასევე, დამატებითი) არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა დაეკ----------------ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:

 

02 (ორი) ცალი CD დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ეკ----------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ეკ----------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - მოლარედ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 02 (ორი) წლის ვადით.

 

ეკ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ეკ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - 02 (ორი) ცალი CD დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით მისი დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე თამარ კაპანაძე