განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
160100119003170723
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119003170723

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/304-19 20 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031230819003)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მადონა ურუშაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მურმან ხვიბლიანი

 

ბრალდებული: ი-- გ-----------

მამის სახელი: უ-----

დაბადებული: 1----–-–------------–-

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი ყ-----–----–--

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ი-- გ----------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვალის განაჩენით, ი-- გ----------- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

ნასამართლევი ი-- გ-----------, 2019 წლის 23 აგვისტოს, არაერთგზის უკანონოდ ინახავდა მის მიერ დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 7.4587 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს 22:10 საათზე მისი პირადი ჩხრეკი--ს, მარნეულის რაიონის სოფელ ყ-----–----–--ში, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდებარე, ჩაის სახლი ,,სამოვარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი 2019 წლის 23 აგვისტოს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენილია რომ ი-- გ----------ს მარნეულის რაიონის სოფელ ყ-----–----–--ში, მარნეული - ბოლნისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ჩაის სახლის ,,სამოვარის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტრადა პირდი ჩრხეკა, რა დროსაც მისი ჯინსის შარვლის უკანა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა ცელოფანში გახვეული მოყავისფრო ფერის ნივთიერება. ამავე შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის სასწორი.

 

ასევე, უდავოდ ცნობილი 2019 წლის 24 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის N4040/სქ-3650/ქრ დასკვნის თანახმად ი-- გ-----------ს პირადი ჩხრეკი--ს ამოღებული და ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს -7.4587 გრამს.

 

მოწმე დ----- გ----ის ჩვენებით დასტურდება, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ი-- გ----------ს ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ი-- გ-----------ს ჩრეკი--ს ამოღებული იქნა ცელოფანში გახვეული მოყავისფრო ფერის ნივთიერება და სასწორი.

 

ბრალდებულმა ი-- გ----------მა საქმის არსებითი განხილვის დროს დაადასტურა რომ მას ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და სასწორი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორები-- და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვები--გან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ.

 

დანაშაული გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

სასამართლო მიუთითებს რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორები-- და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. 2019 წლის 24 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის N4040/სქ-3650/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტებში ნარკოტიკული საშულაება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს -7.4587 გრამს. აღნიშნული ოდენობა ცალსახად წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ი-- გ----------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

2.2. არაერთგზისობა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვალის განაჩენით ი-- გ----------- ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანასაულის ჩადენი--თვის და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. მასვე დაეკისრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით და საქართველოს კანონის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინაააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად ჩამოერთვა უფლებები.

 

2019 წლის 16 სექტემბრის ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს წერილიდან ირკვევა რომ ი-- გ-----------ს მიმართ მიმდინარეობს საქმის წარმოება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენის საფუძველზე. ი-- გ-----------ს მიმართ გამოსაცდელი ვადა უნდა დასრულებულიყო: 28.05.2023 წელს. შესაბამი--დ, დადგენილია რომ ი-- გ----------ს ნასამართლეობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ი-- გ----------- ნასამართლევი იყო სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენი--თვის და მას კვლავ დაუდასტურდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, აღნიშნულიდან გამომდინარე მას ბრალად უნდა შეერაცხოს არაერთგზისობა.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამი--დ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი-- გ-----------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი-- გ-----------ს აღიარებითი ჩვენები--, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების სამირ ისმაილოვის, დ------------ს, იანი ჩხიტუნიძის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 23 აგვისტოს პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N4040/სქ-3650/ქრ დასკვნა, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N701574 დასკვნა, 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენი.

 

სასამართლომ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკი-- და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აი--ხება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობი-- და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი-- გ-----------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ი-- გ----------მა არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობი--თვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასები--ს სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარი--დ ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვები--ს შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-- გ----------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაულ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლი--, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.1. ი-- გ-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

6. სასჯელი-- და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაული-- და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამი--დ, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. სასჯელის დანიშვნის დროს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობის და ბრალდებულის პოზიციის და მისი ოჯახური მდგაომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ი-- გ-----------ს მიმართ სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით - 12(თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ი-- გ----------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი--ს ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, პატარა ზომის ელექტრო სასწორი, ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი-- გ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენი--თვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 12(თორმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს მის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით) და საბოლოოდ ი-- გ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით.

 

ი-- გ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 აგვისტოდან.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ი-- გ----------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვი-- და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამი--დ 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობი-- და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობი-- და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტური-- და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ი-- გ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, პატარა ზომის ელექტრო სასწორი, ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე