გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2019
საქმის ნომერი
010210019002994296
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210019002994296

2-1470/19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06/11/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - შპს „ნ-----–---’’

წარმომადგენელი- ჯ-----------------–-–---–----------------------ა

მოპასუხე - ა-----–-----------ე

წარმომადგენელი - ა-------–-–--–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

მოსარჩელე - ა-----–-----------ე

წარმომადგენელი - ა-------–-–--–--ე

მოპასუხე - შპს „ნ-----–---’’

წარმომადგენელი- ჯ-----------------–-–---–----------------------ა

დავის საგანი - გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და ტოლფასს სამუშაოზე აღდგენა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს “ნ-----–---“-მა სარჩელი აღძრა ა-----–-----------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 32 895.59 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ა-----–-----------ე, 2018 წლის აპრილის თვიდან დასაქმებული იყო შპს “ნ-----–---“-ის კუთვნილი სუპერმარკეტში (მდებარე ქ. ბათუმში ლ-------------------ში) გ-------–-------------რის თანამდებობაზე. მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედიოდა მატერიალური ფასეულობების და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი. 2019 წლის 05 იანვარს ჩატარებული იქნა გენერალური აღწერა, რის შედეგებზეც შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი. აღწერის შედეგებით გაირკვა, რომ ნაშთის სახით დარჩენილი საქონლის ფაქტობრივი რაოდენობა, არ ემთხვევა საბუღალტრო პროგრამის სასაქონლო რაოდენობრივ ნაშთს. მთლიანი დანაკლისის ოდენობა შეადგენს 32 895.59 ლარს. მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს დანაკლისი.

 

1.1. მოპასუხის პოზიცია

ა-----–-----------ე სარჩელს არ სცნობს. განმარტავს, რომ მის მოვალეობაში არ შედიოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, შესაბამისად საქონლის დანაკლისზე არაა პასუხისმგებელი. გარდა ამისა აუდიტორულ დასკვნაში არ არის მითითებული თუ რაში გამოიხატება ცდომილებები და რამდენია დანაკლისი, რა პერიოდი აღირიცხა, რა დოკუმენტაციის და ნაშთების საფუძველზეა დანაკლისი და ა.შ. მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. ა-----–-----------ის სასარჩელო მოთხოვნა

ა-----–-----------ემ სარჩელი აღძრა შპს “ნ-----–---“-ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:

- ბათილად იქნას ცნობილი შპს “ნ-----–---“-ის დირექტორის 2019 წლის 18 იანვრის №31 ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;

- აღდგენილი შპს “ნ-----–---“-ის გ-------–-------------რის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი.

მოსარჩელის წარმომადგენლი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ა-----–-----------ე 2018 წლის აპრილის თვიდან ზეპირი გარიგების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს “ნ-----–---“-ის კუთვნილი სუპერმარკეტში (მდებარე ქ. ბათუმში ლ----------------ში) გ-------–-------------რის თანამდებობაზე. ის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად. 2018 წლის ნოემბრ-დეკემბრის თვეში მოპასუხემ აქტიური საუბარი დაიწყო მისი ხელფასის შემცირებაზე. 2019 წლის იანვარ-თებერვლის თვის ხელფასი არ ჩაურიცხა, რის გამოც 2019 წლის მარტის თვიდან სამსახურში აღარ გამოცხადდა. შპს “ნ-----–---“-ის დირექტორმა 2019 წლის 18 იანვარს მიიღო №31 ბრძანება, რომლითაც ის გაათავისუფლა გ-------–-------------რის თანამდებობიდან. მიაჩნია, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არარსებობდა. შესაბამისად ის სამსახურიდან გათავისუფლებულია უკანონოდ. მოითხოვს სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

შპს “ნ-----–---“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ა-----–-----------ე სამსახურეობრივ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდა. გარდა ამისა შეწყვიტა სამსახურში გამოცხადება, რის გამოც ის სამსახურიდან გათავისუფლდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ა-----–-----------ე, 2018 წლის აპრილის თვიდან დასაქმებული იყო შპს “ნ-----–---“-ს კუთვნილი სუპერმარკეტში (მდებარე ქ. ბათუმში ლ-------------------ში) გ-------–-------------რის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 3000 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- ამონაწერი ანგარიშიდან ტ. 1 ს.ფ 20-42;

 

3.1.2. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ შპს “ნ-----–---“-ის სუპერმარკეტში საქონელი ნაწილდებოდა სექციების მიხედვით (სასმელების სექცია, გაყინულების და რძის ნაწარმის სექცია, პურ-ფუნთუშეულის სექცია და ა.შ) და თითოეულ სექციას ჰყავდა თავისი მენეჯერი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

3.1.3. შპს “ნ-----–---“-ის დირექტორის 2019 წლის 5 იანვრის №1 ბრძანების საფუძველზე შპს “ნ-----–---“-ში ჩატარდა სასაქონლო და მატერიალური ფასეულობების სრული ინვენტარიზაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- 2019 წლის 5 იანვრის №1 ბრძანება. ტ. 1 ს.ფ 16;

 

3.1.4. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით შედგენილი იქნა აუდიტორული დასკვნა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტორული დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 18-19

 

3.1.5. შპს “ნ-----–---“-ის 2019 წლის 18 იანვრის №31 ბრძანებით ა-----–-----------ესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ცალმხრივად. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია:

1. 2019 წლის 5 იანვრის ბრძანება №1-ის და 2019 წლის 5 იანვრის ბრძანება №2-ის საფუძველზე ჩატარებული გენერალური აღწერის შედეგები;

2. 2019 წლის 17 იანვრის გენერალური აღწერის აქტით გამოვლენილი მატერიალური ზიანის შესახებ „ა----------------------------- (18.01.2019წ);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება №31 ტ. 1 ს.ფ 62;

 

3.1.6. შპს “ნ-----–---“-ის დირექტორის კ----------ის 2019 წლის 1 მაისის №191 ბრძანებით შპს “ნ-----–---“-ში გაუქმდა გ-------–-------------რი თანამდებობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება N191, ტ. 1 ს.ფ 212;

 

3.1.7. შპს “ნ-----–---“-ის დირექტორის კ----------ის 2019 წლის 20 ივნისის №289 ბრძანებით ცვლილებები შევიდა 2019 წლის 18 იანვრის №31 ბრძანებაში, რომლითაც ბრძანების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: - შპს “ნ-----–---“-ის გ-------–-------------რი ა-----–-----------ე (პ/ნ 6----------) გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 ნაწილის „ზ“ ქ/პუნქტის საფუძველზე. მე-2 ნაწილი ამოღებული იქნა. 2019 წლის 18 იანვრის №31 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება №289, ტ. 1 ს.ფ 213;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებია :

- ა-----–-----------ის სამსახურეობრივი უფლებამოსილება;

- - მატერიალური ზიანი, მისი ოდენობა და მასში ა-----–-----------ის ბრალეულობა.

- ა-----–-----------ის მიერ შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევის საკითხი;

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

3.2.3. სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

3.2.5. სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებულია მტკიცების ზოგადი წესი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ წესისაგან განსხვავებით, შრომით სამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთი „შებრუნებულია“ და მიმართულია დამსაქმებლისკენ. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. შესაბამისად, თუ ყოფილი დასაქმებული მიუთითებს იმის შესახებ, რომ იგი უკანონოდ გაანთავისუფლეს, ამ ფაქტის გაქარწყლება დამსაქმებლის ვალდებულებაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-185-2016) მითითებულია შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე. განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებებშიც (2015 წლის 18 მარტი საქმე №ას-1276-1216-2014, 2015 წლის 23 მარტი საქმე №ას-122- 114-2015).

 

3.2.6. წინამდებარე შემთხვევაში ა-----–-----------ის სამსახურეობრივი უფლება მოვალეობის და პასუხისმგებლობის ფარგლების მტკიცების ტვირთი შპს ,,ნ-----–---“-ს უნდა დაეკისროს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ა-----–-----------ის მოვალეობაში შედიოდა მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი. ასევე მან უნდა დაამტკიცოს ა-----–-----------ის მიერ შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევის ფაქტი. მანვე უნდა დაამტკიცოს, რომ ა-----–-----------ის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშმა დარღვევამ გამოიწვია 39 798 ლარის ზარალი.

 

3.2.7. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას.

 

3.2.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.9. შპს “ნ-----–---“-მა, ა-----–-----------ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის ფარგლების მტკიცების ტვირთის დაძლევის მიზნით წარმოადგინა სხვადასხვა თვეებში სუპერმარკეტში ჩატარებული აღწერების შესახებ ინფორმაცია, სადაც მითითებულია დამსწრე პირთა შესახებ. მათ შორისაა კომპანიის გ-------–-------------რი ა-----–-----------ე (ასეა დოკუმენტში მითითებული). მოსარჩელემ წარმოადგინა შპს “ნ-----–---“-ის დირექტორის ბრძანებები აღწერის შესახებ, რომლითაც განსაზღვრულია აღწერაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის გ-------–-------------რი ა-----–-----------ე. ასევე წარმოადგინა ელექტრონული წერილი, სადაც ა-----–-----------ე კომპანიას წერს, რომ მიმწოდებლებზე სასწრაფოდ გადასარიცხია თანხები. ამ მტკიცებულებებით მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ა-----–-----------ე საწარმოს გ-------–-------------რი და შესაბამისად სასქონლო ნაშთებზე პასუხისმგებელი პირია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულებები არც ცალკე და არც სხვა მტკიცებულებებთან ერთად, არ ადასტურებს მას, რომ ა-----–-----------ის მოვალეობაში შედიოდა მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი. ლოგიკურია, რომ სუპერმარკეტებში ჩატარდებოდა აღწერები, მასში მონაწილეობას მიიღებდნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის მენეჯერიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს მას, რომ ა-----–-----------ის მოვალეობაში შედიოდა მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი. პირობითად აღწერებში მონაწილეობა, რომ მიეღო კადრების მენეჯერს, ეს ხომ იმის მტკიცებულება ვერ იქნებოდა, რომ ის სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირია. სწორედ ასე უნდა შეფასდეს ამ აღწერებში ვინმეს მონაწილეობა. მტკიცებულებებით უნდა ჩანდეს, რომ საწარმოში მოტანილი საქონლის ოდენობას, მიღებას და აღრიცხვას რაღაც ფორმით ხელმძღვანელობდა ა-----–-----------ე, მანვე მონაწილეობდა, ან მისი კონტროლით ხდებოდა საწყობიდან ამ საქონლის სექციებში დანაწილება. თუ ეს ოპერაცია ა-----–-----------ის კონტროლის გავლით ხდებოდა, მაშინ ის პასუხისმგებელიც უნდა იყოს საწყობში მიღებული საქონლის ოდენობის, საწყობიდან სექციებში გატანილი საქონლის და ნავაჭრი თანხის თანხვედრაში. სწორედ ასეთი გარემოების დადგენა დაადასტურებს, რომ ა-----–-----------ის მოვალეობაში შედიოდა მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი. ის, რომ მის თანამდებობას ,,გ-------–-------------რი“ ჰქვია, ეს არ ნიშნავს მას, რომ ყველა ტიპის დანაკლისზე ა-----–-----------ეა პასუხისმგებელი.

იხ. აქტი ჩატარებული აღწერის შესახებ ტ. 1 ს.ფ 92-93, 94-97, 98-99, 101;

- ბრძანება ტ. 1 ს.ფ 100, 112-113, 114-115, 116-117, 118-119;

- ელექტრონული წერილი ტ.1 ს.ფ 242;

 

3.2.10. თავის არგუმენტების გასამყარებლად შპს “ნ-----–---“-მა წარმოადგინა მოწმეები: - მ-------------ე (სუპერმერკეტ შპს “ნ-----–---“-ის, რძის ნაწარმის და გაყინულების სექციის ყოფილი მენეჯერი), ი-----–---------–--ე (სუპერმერკეტ შპს “ნ-----–---“-ის სასმელების სექციის ყოფილი მენეჯერი) და ბ----------ე (სუპერმერკეტ შპს “ნ-----–---“-ის ქიმიის სექციის ყოფილი მენეჯერი). მათ განმარტეს, რომ ა-----–-----------ის მოვალეობა იყო თანამშრომლების ზედამხედველობა, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე კონტროლი, კლიენტებთან ურთიერთობის კონტროლი. ასევე სხვა ორგანიზაციული საკითხები. ახალი საქონლის მიღებას და მიღებული საქონლის პროგრამაში აღრიცხვას ახორციელებდა ოპერატორი. შემდეგ საქონელი ინახებოდა საწყობში, საიდანაც თითოეულ მენეჯერს საქონელი გამოჰქონდა და ანაწილებდა დახლებზე. ა-----–-----------ე აძლევდა მითითებებს, რომ გადაემოწმებინათ საქონელის რაოდენობა, განლაგება, ვადები და სხვა საკითხები. თითოეული სექციის მენეჯერი თავის სექციაში აღწერას თავად ატარებდა და შედეგებს აწვდიდა ა-----–-----------ეს. აღწერის შედეგად დანაკლისზე კი პასუხისმგებელი იყო თითოეული სექციის მენეჯერი. მათი განმარტებით ა-----–-----------ის მოვალეობაში არ შედიოდა მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე ქრისტინა ქობულაძემაც.

იხ. მოწმეთა ჩვენება სხდომის ოქმში.

 

3.2.11. სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილება ფაქტობრივი გარემოებაა. სწორედ ამ საკითხზე დაობენ მხარეები. შპს “ნ-----–---“ ამტკიცებს, რომ ა-----–-----------ის მოვალეობაში შედიოდა მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ა-----–-----------ე. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ნებისმიერი შრომით ურთიერთობას გააჩნია საფუძველი და ამასთან, არ არსებობს დასაქმებული, ვისაც დასაქმებულ საწარმოში არ აქვს ფუნქცია. ასეთი ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ დასაქმებულს, ან რამოდენიმეს. ის, რომ ა-----–-----------ის მოვალეობაში შედიოდა მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი, უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ფაქტის სადაოობის გამო ა-----–-----------ის სამსახურეობრივი მოვალეობა, მხოლოდ ზეპირი განმარტებით ვერ დამტკიცდება. მოსარჩელის ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებით. ყველაზე ზუსტი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს ა-----–-----------ის უფლებები და მოვალეობები, ესაა შრომითი ხელშეკრულება. თუ საქმეში იქნებოდა ასეთი ხელშეკრულება, მაშინ სასამართლო იხელმძღვანელებდა იმ კონკრეტული ხელშეკრულების ჩანაწერებით და გაარკვევდა თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები და რა მოვალეობა დაეკისრა ა-----–-----------ეს. ბუნებრივია ასეთი სიტუაციაში საკითხის გადაწყვეტა გაცილებით იოლია. საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ მხარეებს წერილობითი ფორმით ხელშეკრულება არ დაუდვიათ და არარსებობს დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება ა-----–-----------ის უფლებები და მოვალეობები. ფაქტია, რომ ა-----–-----------ე მენეჯერი იყო და მას გარკვეული ხელმძღვანელობითი ფუნქციებიც ექნებოდა. თუმცა რა შინაარსის ფუნქციები ჰქონდა ამის ამსახველი დოკუმენტი არარსებობს. ასეთ სიტუაციაში ა-----–-----------ის მოვალეობა უნდა დადგინდეს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ასახავს ა-----–-----------ის მონაწილეობას მარკეტებში განხორცილებულ აღწერებში. დასაფიქრებელია აღწერებში მონაწილეობა ნიშნავს თუ არა მატერიალური პასუხისმგებლობის მოვალეობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქონლის აღწერაში მონაწილეობა არ გულისხმობს გაყიდული საქონელსა და საწყობში არსებულ საქონლის ნაშთებს შორის სხვაობაზე პასუხისმგებლობას. ვაჭრობის პროცესში საქონლის აღწერა, საწარმოს არსებობისა და წინსვლისათვის აუცილებელი ღონისძიებაა და მას ხშირად ახორციელებენ კონტროლის გაიოლებისა და ბალანსის განსაზღვრისათვის. მის ჩატარებას ძირითად ანდობენ პროფესიონალ და ნდობით აღჭურვილ თანამშრომლებს. აღწერის მთავარი მიზანია არსებული შედეგების რეალური ცოდნა. აღნიშნულის გარეშე საწარმოს გაუჭირდება მომავლის დაგეგმვა. მან უნდა იცოდეს საწარმო ზარალზე მუშაობს თუ მოგებაზე, ეფექტურადაა მომარაგებული თუ ხარვეზები აქვს, თანამშრომლები ეფექტურად მუშაობენ თუ არა. სწორედ ესააა ერთერთი მნიშვნელოვანი მომენტი. თუ ა-----–-----------ეს დამსაქმებელი ენდობოდა, ეს ავტომატურად მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებლობას არ ნიშნავს. როგორც ამ გადაწყვეტილების 3.2.10 პუნქტში განვმარტეთ, მატერიალური პასუხისმგებლობის დადგენისათვის უფრო კონკრეტული მტკიცებულებებია საჭირო. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება და ვერ დაამტკიცა, რომ ა-----–-----------ის მოვალეობაში შედიოდა მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი. ასეთ სიტუაციაში არსებობს საწინააღმდეგოს მტკიცების პრეზუმცია. ანუ თუ არ დადგინდა, რომ ა-----–-----------ის მოვალეობაში შედიოდა მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი, მაშინ დადგენილად უნდა მივიჩნიოთ საწინააღმდეგო. კერძოდ ის, რომ ა-----–-----------ის მოვალეობაში არ შედიოდა მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი.

 

3.2.12. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია სუპერმარკეტში საქონლის დანაკლისით დამდგარი ზიანის ოდენობა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით დანაკლისი შეადგენს 39 798 ლარს. დასახელებული ფაქტის დადასტურებისათვის წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა.

 

შპს „E---------”-მა 2019 წლის 18 იანვრის №S------- აუდიტორულ დასკვნაში ასახა შემოწმების შედეგები. დასკვნაში ხაზია გასმული მასზედ, რომ ინვენტარიზაციის ამსახველ დოკუმენტებში გამოვლინდა არსებითი შეუსაბამობები და ცდომილებები, კერძოდ:

1. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დათვლილი საქონელის ფაქტობრივი რაოდენობრივი ნაშთები არ ემთხვევა საბუღალტრო პროგრამის სასაქონლო რაოდენობრივ ნაშთებს.

2. აღნიშნული შეუსაბამობები შეიცავს, როგორც საგადასახადო ასევე ფინანსური ზარალის (დანაკარგის) წარმოქმნის რისკებს, რომლის ოდენობაც საჭიროებს დამატებით შესწავლას. დამატებითი შესწავლის შემდეგ შპს „E---------”-ის 2019 წლის 11 მარტის №S--------1 აუდიტორულ დასკვნით - საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დათვლილი საქონელის ფაქტობრივი რაოდენობრივი ნაშთები არ ემთხვევა საბუღალტრო პროგრამის სასაქონლო რაოდენობრივ ნაშთებს, არის როგორც საქონლის დანაკლისი, ასევე ზედმეტობა, კერძოდ: ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ინვენტარიზაციის ფინანსური შედეგის გაანგარიშებით ირკვევა, რომ საქონლის დანაკლისი თანხაში შეადგენს 39 798 ლარს, ხოლო ზედმეტობა 17 474 ლარს (თანხები მოცემულია დღგ-ს გარეშე თვითღირებულებით).

იხ. აუდიტორული დასკვნა

 

3.2.13. შპს „ნ-----–---“-ის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 17 იანვრის მატერიალური ფასეულობების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც 2019 წლის 8 იანვარს დაწყებული იქნა და 17 იანვარს დასრულებული იქნა შპს „ნ-----–---“-ის საკუთრებაში არსებული ობიექტის, მდებარე ქ. ბათუმი, ლ------------------ში, გასაყიდად განკუთვნილი სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია, რა დროსაც მატერიალურად პასუხისმგებელი პირის, ა-----–-----------ის მიერ 17 იანვარს წარმოდგენილი იქნა ობიექტზე არსებული გასაყიდად განკუთვნილი მატერიალური მარაგების ფაქტიური რაოდენობები. ინვენტარიზაციას ესწრებოდნენ: - კომპანიის დირექტორი კ----------ე, მთ. ბუღალტერი მ---------------ე, ობიექტზე მატერიალურად პასუხიმგებელი პირი ა-----–-----------ე და სისტემის მენეჯერი ლ------------–--ე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს და განმარტავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე არ ფიქსირდება მხოლოდ ა-----–-----------ის ხელმოწერა. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ ა-----–-----------ის მიერ წარმოდგენილი იქნა ფაქტიური დანართების ნაშთების დანართები (სულ 11 დანართი), მაგრამ მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული დანართები. ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ჩანაწერს - ა-----–-----------ის მიერ 17 იანვარს წარმოდგენილი იქნა ობიექტზე არსებული გასაყიდად განკუთვნილი მატერიალური მარაგების ფაქტიური რაოდენობები, მაშინ როდესაც მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ა-----–-----------ე სამუშაოზე აღარ ცხადდებოდა 2019 წლის 5 იანვრიდან. შესაძლებელია აღნიშნული უმნიშვნელო ხარვეზი იყოს. შეიძლება ა-----–-----------ე სამსახურში არ ცხადდებოდა, მაგრამ აუდიტორულ შემოწმებასთან კომუნიკაცია ჰქონდა და ეს მომენტია დოკუმენტში ასახული. საქმეში უფრო სხვა მნიშვნელოვანი პრობლემაა. აუდიტორული დასკვნით არ ჩანს რა პერიოდს ეხება შემოწმება. ა-----–-----------ე შპს ,,ნ-----–---“-ში აქტიურ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა 2018 წლის აპრილის თვიდან 2019 წლის 5 იანვრამდე (დაახლოებით). შპს ,,ნ-----–---“ რეგისტრირებულია 2015 წლის 26 ნოემბერს. თუ აუდიტორული შემოწმება ეხება შპს ,,ნ-----–---“-ის მთელ პერიოდის ეკონომიურ საქმიანობას, მაშინ ეს დანაკლისი ა-----–-----------ის მუშაობის პერიოდში დამდგარ დანაკლისად ვერ ჩაითვლება. პირველ რიგში უნდა გაირკვეს, რომელ პერიოდს ეხება აუდიტორული შემოწმება. საქმეში წარმოდგენილი დასკვნით შემოწმების პერიოდი არ დგინდება. ამიტომ იგი ზოგადი ხასიათის მტკიცებულებაა და შეიძლება გამოდგეს მხოლოდ შპს ,,ნ-----–---“-ის საერთო ზიანის დასადგენად. სწორედ ამიტომ ა-----–-----------ე, რომც იყოს პასუხისმგებელი პირი, აუდიტორული დასკვნა მაინც ვერ იქნება ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით ა-----–-----------ემ მოსარჩელეს მიაყენა 39 798 ლარის ზიანი. სწორედ ამ ხარვეზის გამო აუდიტორული დასკვნა არ წარმოადგენს ა-----–-----------ის მიერ მიყენებული ზიანის დამდგენ მტკიცებულებად.

იხ. აქტი ჩატარებული აღწერის შესახებ ტ. 1 ს.ფ 92-93, 94-97, 98-99, 101;

- ბრძანება N1, ტ. 1 ს.ფ 98-99;

- აუდიტორული დასკვნა №S-------, ტ.1 ს.ფ 59-60;

- აუდიტორული დასკვნა №S--------1, ტ.1 ს.ფ 63-64;

- მატერიალური ფასეულობების მიღება-ჩაბარების აქტი, ტ.1 ს.ფ 165;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

3.2.14. მხარეებს შორის სადაოა ა-----–-----------ის მიერ შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევის საკითხი. ა-----–-----------ე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა სამსახურეობრივი მოვალეობის (მატერიალური ფასეულობების და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი) შეუსრულებლობის, სამსახურის თვითნებურად მიტოვების და სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ა-----–-----------ე დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებდა თუ არა, ეს გარემოება ფაქტობრივი გარემოება არაა. ფაქტობრივი გარემოებაა კონკრეტული ქმედება. ეს ქმედება წარმოადგენს თუ არა ჯეროვან შესრულებას, ეს უკვე დადგენილი გარემოების სამართლებრივ შეფასებაზეა დამოკიდებული.

 

3.2.15. გამოსარკვევია ა-----–-----------ემ სამსახური მიატოვა თუ არა თვითნებურად და შეწყვიტა თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამ მიმართულებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ა-----–-----------ის წარმომადგენელის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ახსნა-განმარტებას, სადაც ის განმარტავს, რომ ა-----–-----------ე სამსახურში აღარ გამოცხადებულა 2019 წლის 18 იანვრიდან. სამსახურის თვითნებურად მიტოვების და სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი იყო, შპს „ნ-----–---“-ის ხელმძღვანელების მხრიდან განმარტება იმის თაობაზე, რომ მას ხელფასი შეუმცირდებოდა 2019 წლიდან. თავის მხრივ შპს „ნ-----–---“-ის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ა-----–-----------ე სამსახურში აღარ ცხადდებოდა 2019 წლის 5 იანვრიდან. ფაქტობრივად ისინი ნაწილობრივ ეთანხმებიან ერთმანეთს. ანუ უდაოა, რომ რაღაც მომენტიდან ა-----–-----------ე სამსახურში აღარ ცხადდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს თარიღი 2019 წლის 5 იანვარი.

 

მნიშვნელოვანია ა-----–-----------ის პოზიცია საკუთარ სარჩელში და შპს „ნ-----–---“-ის სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში. ის განმარტავს, რომ 2018 წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერის თვეში შპს „ნ-----–---“-ის ადმინისტრაციამ საუბარი დაიწყო ხელფასის შემცირებაზე. ასევე პრობლემები შექმნა სრული ხელფასის ჩარიცხვაზე. მას 2019 წლის იანვარ-თებერვლის თვის ხელფასი არ ჩაურიცხეს. შესაბამისად ის მარტის თვიდან აღარ ცხადდებოდა სამუშაოზე. სასამართლო ა-----–-----------ის ამ განმარტებას ნაწილობრივ არ იზიარებს. შესაძლებელია ხელფასის შემცირებაზე მხარეებს შორის მართლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მაგრამ მხარეები კონკრეტულ რაზე შეთანხმდნენ ამ გარემოების მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. უდაოა ა-----–-----------ეს 2018 წლის დეკემბრის თვეში წინსწრებით ჩაერიცხა 2019 წლის იანვრის თვის ხელფასის ნაწილი. მიუხედავად ამისა ა-----–-----------ემ 2019 წლის 5 იანვრიდან შეწყვიტა სამსახურში გამოცხადება.

ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-----–-----------ემ სამსახურში გამოცხადება შეწყვიტა 2019 წლის 5 იანვრიდან.

იხ. მხარეთა განმარტებები;

- სარჩელი ტ.1.ს.ფ 1-17;

- შესაგებელი ტ.2 ს.ფ 40-49;

- ელ. წერილი ტ1. ს.ფ 149; 257; 158; 171; 172; 173; 174; 181;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა შპს „ნ-----–---“-ის და ა-----–-----------ის სასარჩელო განცხადებები, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-----–-----------ე არ წარმოადგენს შპს „ნ-----–---“-ის სუპერმარკეტში მატერიალურ ქონებაზე პასუხისმგებელ პირს, ასევე არ დადასტურდა ის, რომ ა-----–-----------ის ქმედებამ გამოიწვია დანაკლისის არსებობა, რის გამოც შპს „ნ-----–---“-ის სასარჩელო განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-----–-----------ე სამსახურიდან დათხოვნილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც ა-----–-----------ის სასარჩელო განცხადება მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს შრომის კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ სათანადოდ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიაყენა ზიანი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხე ვალდებული იყო სათანადო კონტროლი გაეწია მარკეტის მუშაობისათვის, არ შეასრულა ეს ვალდებულება და მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვა 32895,59 ლარის ზიანი, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს შპს ,,ნ-----–---“-ის უფლებების დარღვევად. შპს ,,ნ-----–---“-ს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს, მოპასუხისათვის თანხების დაკისრება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა ზიანის ანაზღაურების დავალდებულების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საკითხი და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. შესაბამისად დავა უნდა გადაწყდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს ქ. ბათუმში ლ-------------------ში გააჩნია კომერციული ობიექტი - სუპერ მარკეტი. მას ობიექტზე სჭირდებოდა მენეჯერი. თავის მხრივ ა-----–-----------ის ინტერესში შედიოდა დასაქმება. მხარეთა ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, რის საფუძველზეც მათ შორის 2018 წლის აპრილის თვეში ზეპირად დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა-----–-----------ემ იკისრა მოვალეობა მენეჯერის მომსახურება გაუწიოს შპს ,,ნ-----–---“-ს. თავის მხრივ შპს ,,ნ-----–---“-მა იკისრა მომსახურების სანაცვლოდ ა-----–-----------ეს გადაუხადოს ხელფასი.

 

6.5. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. მოსარჩელემ, შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. ანუ შეთანხმებისამებრ მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა იმ ვალდებულების შესრულება, რაზეც შეთანხმებული იყვნენ ა-----–-----------ის სამუშაოზე მიღებისას. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ მენეჯერის ფუნქცია შეესრულებინა ჯეროვნად. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს აგებს ნებისმიერი იმ ზიანის ან/და დანაკარგისათვის, რომელიც მიადგება დამსაქმებელს მისთვის მინდობილი ქონების არამიზნობრივად გამოყენების შედეგად ან დაუდევრობით ან კიდე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით.

 

6.6. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც ,,მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის”.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანად მიიჩნევს, იმ 32895,59 ლარს, რომელიც დანაკლისის სახით გამოვლინდა ინვეტარიზაციის დროს. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-----–-----------ე არ წარმოადგენდა შპს „ნ-----–---“-ის საკუთრებაში არსებულ სუპერმარკეტში არსებულ მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებელ პირს და მის მოვალეობაში არ შედიოდა მატერიალური ფასეულობები და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი. ასევე მოპასუხისათვის მისი უფლებამოსილების გაცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის. ასევე საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებდა, თუ რა მატერიალური ფასეულობა გადაეცა ა-----–-----------ეს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზრაურების ვალდებულება ეკისრება იმ პირს ვისაც ბრალი ბიუძღვის ზიანის წარმოშობაში. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ზიანი დადგა არჩილ სურმანძის მიერ არასათანადო კონტროლის შედეგად. შესაძლებელია ასეთი ზიანი რეალურად არსებობს, მაგრამ საქმეზე არ დადგინდა ა-----–-----------ის პასუხისმგებლობის საფუძველი. არ დადგინდა, რომ ის მატერიალურად პასუხისმგებელი პირია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „ნ-----–---“-ის მტკიცების საგანს წარმოადგენს ამტკიცოს, რომ ა-----–-----------ის ქმედებით საწარმოს მიადგა 32895,59 ლარის ქონებრივი ზიანი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული, თუ რა პერიოდში მიიღო საწარმომ მატერიალური დანაკლისი, ასევე ვერ იქნა დადასტურებული, რომ საწარმოში არსებული დანაკლისი ა-----–-----------ის ქმედებამ გამოიწვია, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ნ-----–---“-ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მიზნით ა-----–-----------ისათვის 32 895.59 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ა-----–-----------ის სარჩელთან დაკავშირებით.

6.8. ა-----–-----------ე ამტკიცებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია შრომის კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, სათანადო საფუძველის გარეშე. სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის შრომის უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც (30-ე მუხლი) შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, განისაზღვრება კანონით. შრომის უფლება დაცულია ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ასევე იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: - პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას.

 

6.9. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს შრომის კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილ და უზრუნველყოფილ "შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად.

 

მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ ა-----–-----------ეს 2018 წლის აპრილიდან მუშაობს შპს ,,ნ-----–---“-ის გენერალურ მენეჯერად. ხელფასის სახით ღებულობდა 3000 ლარს. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ ა-----–-----------ე შპს ,,ნ-----–---“-ის მიზნებისათვის ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და სანაცვლოდ ღებულობდა შეთანხმებულ ანაზღაურებას. დამსაქმებელმა მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა 2019 18 იანვრიდან.

 

6.10. სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ დასაქმებულს უფლება აქვს სადაო გახადოს მისი გათავისუფლების კანონიერება და მოითხოვოს სამუშაოზე აღდგენა. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ დამსაქმებელი შეზღუდულია დასაქმებულის ნებისმიერ დროს გათავისუფლებაში. მას უნდა გააჩნდეს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიჩნეული იქნება უკანონოდ გათავისუფლებულად. მოსარჩელე სადაოდ ხდის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველები მოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ შეწყვიტა დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. დასახელებული ნორმით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

6.11. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთის მხრივ დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება და მეორეს მხრივ დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობის დამრღვევი მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეიქმნას გარკვეული რისკები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის რომელიმე პუნქტის წინაპირობის, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციების სტანდარტები და რეკომენდაციები. ერთერთი მათგანია შსო-ს №158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინებს გონივრული საფუძვლის მცნებას. კონვენციის მიხედვით გონივრულობის პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველო არარის №158 კონვენციის მონაწილე მხარე, მაგრამ მას, გონივრული საფუძვლის პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით, შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. საქართველოს ეს საერთაშორის ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მეექვსე მუხლიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა შრომით ურთიერთობებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია. კერძოდ კონვენციის მეოთხე მუხლის თანახმად დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძველის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებს და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული კონვენცია ორიენტირებულია დამსაქმებლის უკანონო საფუძვლით დათხოვნის დაცვაზე, თუმცა ამავდროულად მიზნად ისახავს წონასწორობის დამყარებას. კონვენცია არ ითვალისწინებს დასაქმებულის დაცვას ნებისმიერ დროს. ამ მხრივ კონვენცია შეიცავს სპეციალურ დათქმებს, რაც დამსაქმებელს უფლებას აძლევს გაათავისუფლოს მუშაკი გარკვეული წინაპირობების არსებობისას.

 

დავის არსისათვის მნიშვნელოვანია კონვენციის განმარტებები დასაქმებულის ქცევებთან მიმართებაში. სწორედ ქცევების პრობლემას უდებს მოპასუხე მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად. კონვენცია მოიცავს რეგულაციას თუ რა ჩაითვლება მუშაკის უკანონო დათხოვნად, ისევე, როგორც რა არ ჩაითვლება უკანონო დათხოვნად. კონვენციის მეოთხე მუხლიდან გამომდინარე მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს:

ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან, ან/და არასათანადო ქცევასთან;

ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან.

ამგვარ კვალიფიკაციების დადგენისას კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს ექსპერტთა კომიტეტის კომენტარებს, გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს, რომელთაც მართალია სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, მაგრამ განმარტავენ კონვენციის ტექსტს, რეგულირების მასშატაბებს და ისინი შესაძლოა წარმოდგენილი იქნას, როგორც შთაგონების წყარო კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოებისათვის. შსო-ს ექსპერტთა კომისიის 1995 წლის მოხსენებაში მიმოხილულია ,,არასათანადო ქცევის“ კონცეფცია, რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ კომპონენტად:

· მუშა-მოსამსახურის მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება (არასათანადო პროფესიული ქცევა).

· შეუფერებელი ყოფაქცევა.

მუშა-მოსამსახურის მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაში (არასათანადო პროფესიული ქცევა) იგულისხმება:

· სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების უგლებელყოფა;

· შინაგანაწესის დარღვევა;

· დამსაქმებლის ლეგიტიმური ბრძანების დაუმორჩილებლობა;

· არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე დაგვიანება ან გამოუცხადებლობა;

შეუფერებელი ყოფაქცევაში იგულისხმება:

· მთვრალ მდგომარეობაში გამოცხადება

· კონფლიქტური სიტუაციების შექმნა;

· არაკოლეგიალური დამოკიდებულებები;

· თანამშრომელთა შეურაცხყოფა

· ეთიკის ზოგადი წესების დარღვევა

· ასევე სხვა ისეთი ქცევა, რაც უარყოფითად მოქმედებს დამსაქმებლის იმიჯზე.

ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლები წარმოადგენს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების გონივრულ, ლეგიტიმურ საფუძველს. სასამართლოს წინაშე დგას გადასაწყვეტი საკითხი: - მოსარჩელის ქცევა წარმოადგენს თუ არა საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისათვის, რომ დამსაქმებელმა მასთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. ამდენად უნდა შეფასდეს მოსარჩელის რა ქმედება, ან უმოქმედობა გვაქვს სახეზე, რომელიც შესაძლოა მივიჩნიოთ იმ დოზის შრომით სამართალდარღვევად, რომ მისი გათავისუფლება გონივრული საფუძვლის არეალში მოთავსდეს.

 

6.12. დასაქმების შეწყვეტის შესახებ 1982 წლის კონვენციის მეოთხე მუხლი, ასევე შსო-ს ექსპერტთა კომისიის რეკომენდაციები კრძალავს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან. ამავე კონვენციის მეშვიდე მუხლი განმარტავს, რომ დასაქმებულის ქცევასთან ან მის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული მიზეზით დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა არ შეიძლება შეწყდეს თუ მას არ აქვს წარდგენილ მტკიცებაზე საპასუხო დაცვის შესაძლებლობა.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ:

- მოსარჩელე ა-----–-----------ემ თვითნებურად მიატოვა სამუშაო;

- მოსარჩელე ა-----–-----------ე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სამსახურში;

 

სასამართლომ საქმის განხილვისას დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მოვალეობების დარღვევას. ის სამსახურში აღარ გამოცხადდა. შესაბამისად აღარ გააგრძელე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნაკისრი ვალდებულების უხეშ დარღვევას, რის საპასუხოდაც სამსახურიდან გათავისუფლება არის ადეკვატური ღონისძიება. შესაბამისად სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს დამსაქმებლის ნებას - შეწყვიტოს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.

საბოლოო ჯამში, სასამართლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - ა-----–-----------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად. ვინაიდან, დათხოვნის საფუძველი აღწევს საკმარისად სერიოზულ დონეს, შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია და ვერ დაკმაყოფილდება.

6.13. თავის მხრივ, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი მოთხოვნებიც, თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აღნიშნული ქმედებები შრომითი ხელშეკრულებისა და შრომითი შინაგანაწესის არსებითი, უხეში დარღვევაა. სწორედ ამიტომ იქნა ის სამსახურიდან გათავისუფლებული. მოპასუხის ქმედება არ ეწინააღმდეგება კონვენციის პრინციპებს. შექმნილი სიტუაცია ქმნიდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველს. არსებობდა ა-----–-----------ის სამსახურიდან დათხოვნის გონივრული საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 987 ლარს. რაც სახ. ბაჟის სახით მოსარჩელეს შპს „ნ-----–---“-ის წინასწარ გადახდილი. შპს „ნ-----–---“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.

 

7.3. მოსარჩელის ა-----–-----------ის მოთხოვნაა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ტოლფასს სამუშაოზე აღდგენა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი, მეხუთე მუხლის ,,ა” პუქტით ,,საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან”

 

დასახელებული ნორმით ფიზიკური პირები სახ. ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ხელფასის გადახდევინების შესახებ და შრომის ანაზღაურების მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელებზე. სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არაა, ამ ნაწილში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობაა 100 ლარი. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სასამართლო ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც, შპს “ნ-----–---’’-ის შუამდგომლობა ნაწილობრივად დაკმაყოფილდა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ა-----–-----------ის (პ/ნ 6----------) საბანკო ანგარიშებს საქართველოში რეგისტრირებულ საბანკო დაწესებულებებში, დავალიანების 32 895. 59 ლარის ფარგლებში, 300 ლარს ზემოთ ანგარიშზე ჩარიცხულ ან/და არსებული თანხის 50 %-ს, გარდა სახელმწიფოს მიერ გასაცემი სოციალური დახმარების თანხებისა. შპს „ნ-----–---“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ნ-----–---“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ა-----–-----------ის (პ/ნ 6----------) საბანკო ანგარიშები გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

4. ა-----–-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. საქმეზე ბაჟი გადახდილია.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ№30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე