განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
330100119003006081
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2277-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------------–---

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ------------–---

 

ბრალდებული - გ-----------–----–---–- (პირადი #0----------), დაბადებული 1----–ლის 5--------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, ლ--–--- დასახლება, მ-----ვარტალი, კორპუსი #-- ბინა #---ში

 

წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ლ--–--- დასახლება, მ-----ვარტალი, კორპუსი #-- ბინა #---ში, გ-----------–----–---–- მის ბებიას - ნ-----–-----–----–---–- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დაემუქრა, რომ სახლში აღარ დახვედროდა, თორემ მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულ ნ-----–-----–----–---–- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გ-----------–----–---–-- უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისში, ლ--–--- დასახლება, მ-----ვარტალი, კორპუსი #-- ბინა #---ში, უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ, გამოსაყენებლად ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ ხუთ ცალ 9 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს მაკაროვისა და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის, რაც ამოღებულ იქნა 2019 წლის 12 აპრილს, გ-----------–----–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ლ--–--- დასახლება, მ-----ვარტალი, კორპუსი #-- ბინა #---ში, გ-----------–----–---–- ბებიას - ნ-----–-----–----–---–- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა

 

დაზარალებულ ნ-----–-----–----–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ტყვიები, რომელიც პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში ფანჯრის რაფაზე ნახა, ეკუთვნოდა მის გარდაცვლილ შვილს, ეწყო ყუთში, რომელშიც ე.წ. შურუპები ეყარა, რომელიც ეხლაც აქვს შენახული მის სახელზე. შვილისგან იცოდა, რომ იყო ე.წ. შარიკები. შემდეგ ამოიღო და ჩაყარა ვედრაში და ზედ ეყარა ასანთები. ბავშვები როცა მიდიოდნენ, აპირქვავებდნენ და თამაშობდნენ. შემდეგ შეეშინდა, არ ჩაყლაპონო და ისევ უკან ჩაყარა. გ-------- არ იცოდა ამ შარიკების შესახებ და არც შეხება ჰქონია. გამოკითხვის ოქმს, სადაც მითითებულია, რომ შვილიშვილის მხრიდან მუქარის რეალურად აღქმის საფუძველს, ასევე, აძლევს ის, რომ შვილიშვილი სახლში ტყვიებს ინახავს, არ ეთანხმება, რადგან ოქმი არ წაუკითხავს.

 

მოწმე ს--–----------–--–---–-- ჩვენების მიხედვით, 2019 წლის 10 აპრილს გამოკითხა დაზარალებული ნ-----–-----–----–---–-, რომელმაც განუცხადა, რომ მისი შვილიშვილი - გ-----------–----–---–- სახლში საბრძოლო მასალას - ტყვიებს ინახავდა.

 

მოწმე კ---------–---–-- ჩვენების თანახმად, 2019 წლის 12 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ექსპერტებთან და პოლიციელებთან ერთად, ჩაატარა გ-----------–----–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც სამზარეულოში, ფანჯრის რაფაზე არსებულ მოთეთრო ფერის პლასტმასის ვედროში, ნანახი იქნა და, შესაბამისად, ამოღებული - 5 ცალი ვაზნა. ჩხრეკის მიმდინარეობისას ნ-----–-----–----–---–-- განმარტა, რომ ეს ის ნივთები იყო, რომელიც მან გამომძიებელს დაუფიქსირა, რაც მის შვილიშვილს ჰქონდა სახლში.

 

ანალოგიური ინფორმაცია გადმოსცა სასამართლოს მოწმე კ------------–-–---–-- ბინის ჩხრეკასთან მიმართებით.

 

2019 წლის 12 აპრილის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისში, ლ--–--- დასახლება, მ-----ვარტალი, მ-----ორპუსი, ბინა #---ში, გ-----------–----–---–-ს საცხოვრებელ ბინაში, სამზარეულოს ოთახში არსებული ფანჯრის რაფაზე მდგარი თეთრი ფერის პლასტმასის მცირე ზომის თავსახურიანი ვედროდან ამოღებულ იქნა 5 ცალი ვაზნა.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები: გ----------------–---- პატაკი და მისი გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, გ-----------–----–---–- იმყოფებოდა ლ--–--- დასახლება, მ-----ვარტალი, მე-8 კორპუსის მიმდებარედ; მოწმე გ------------- გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 10 აპრილს ნ-----–-----–----–---–-- მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე მისამართზე გავიდა მეწყვილესთან ერთად; ნ-----–-----–----–---–-- საუბრისას განმარტა, რომ შვილიშვილი გ-----------–----–---–- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შიშს უმძაფრებდა ის, რომ მისი შვილიშვილი სახლში ტყვიებს ინახავდა; მოწმე ნ-----–----------------- გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 12 აპრილს, თანამშრომლებთან - კ---------–---–---- და კ------------–-–---–---- ერთად, თბილისში, ლ--–--- დასახლება, მ-----ვარტალი, მ-----ორპუსი, ბინა #---ში ჩატარებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სამზარეულო ოთახში, ფანჯრის რაფაზე არსებული მოთეთრო ფერის მცირე ზომის ე.წ. ვედროდან ამოღებულ იქნა 5 ცალი ვაზნა; ბალისტიკური ექსპერტიზის #--- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ხუთი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, მაკაროვის და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის განკუთვნილი 9 მმ კალიბრის ვაზნები. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; ასევე, უდავოდ იქნა ცნობილი ნივთიერი მტკიცებულება - ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტყვიები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება.

 

გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს გ-----------–----–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ნაწილში, რამდენადაც არ არსებობს აღნიშნულში დასარწმუნებლად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს ,,in dubio pro reo‘‘, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს, რომ ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ #1/1/548; 22/01/2015; §4).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ დანაშაულის ამ ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა გ-----------–----–---–-ს მიერ საბრძოლო მასალის - ტყვიების მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 12 აპრილს, თბილისში, ლ--–--- დასახლება, მ-----ვარტალი, მ-----ორპუსი, ბინა #---ში ჩატარებული ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა მაკაროვისა და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალათა კატეგორიის 9 მმ კალიბრის ხუთი ცალი ვაზნა. აღნიშნული დადასტურებულია როგორც ბინის ჩხრეკის ოქმით, რაც, თავის მხრივ, დაადასტურეს ნ-----–-----–----–---–-- და ჩხრეკის ჩამტარებელმა პირებმა, ასევე, დადასტურებულია ნ-----–----------------- უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, ამოღებული ტყვიები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, ბინიდან ამოღებული საბრძოლო მასალა ეკუთვნოდა თუ არა გ-----------–----–---–-.

 

ზემოდასახელებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო ვერ დარწმუნდა ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტყვიების უტყუარად გ-----------–----–---–-სადმი კუთვნილებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა ნ-----–-----–----–---–-- სასამართლოში განაცხადა, რომ ტყვიები, რომელთა შესახებ მისმა შვილიშვილმა გ-----------–----–---–-- არაფერი იცოდა, ეკუთვნოდა მის გარდაცვლილ შვილს და ამ ტყვიებთან გ-------- არავითარი შეხება არ ჰქონია. ამასთან, არ დაეთანხმა გამოკითხვის ოქმს, სადაც მითითებულია, რომ შვილიშვილის მუქარის რეალურად განცდის საშუალებას აძლევდა ის ფაქტი, რომ ის სახლში ტყვიებს ინახავდა. სასამართლოს, მართალია, ჩვენება არ მიუღია ბრალდებულისგან, თუმცა მისი პოზიცია ნათლად დაფიქსირდა დასკვნით და საბოლოო სიტყვებში, სადაც განაცხადა, რომ ტყვიების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და სრულებით არ შედიოდა მისი ინტერესის სფეროში მსგავსი ნივთები.

 

მოცემულ სიტუაციაში, მტკიცებულებების ურთიერთანალიზით, სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაარკვიოს, რომელი უფრო სანდო და დამარწმუნებელია - დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, თუ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ძირითადი ინფორმაციის მატარებელი არის ბრალდებულის ოჯახის წევრი, ბებია - ნ-----–-----–----–---–-, რომელთან ერთადაც ცხოვრობს ბრალდებული. სწორედ ის მოიაზრება ფაქტის შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროდ, რამდენადაც საბრძოლო მასალა მათი ბინიდან იქნა ამოღებული და, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო ნივთის კუთვნილების თაობაზე ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი ყოფილიყო მისთვის.

 

სასამართლომ შეამოწმა რა ნ-----–-----–----–---–-- ჩვენების სანდოობა, გ-----------–----–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდში, მიაჩნია, რომ მისი სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციები არის ურთიერთსაწინააღმდეგო. ამასთან, დაზარალებულის გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ტყვიების გ-----------–----–---–-სადმი კუთვნილების შესახებ არ არის განმტკიცებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს ტყვიების აღმოჩენის ადგილს, რომ ის ხილულ ადგილზე, სხვა წვრილმან ნივთებთან ერთად, ფანჯრის რაფაზე მდგარ სათლში იყო მოთავსებული და არ ყოფილა დამალული გ-----------–----–---–-ს ოთახში ან პირად ნივთებში, მაშინ, როდესაც ბინაში, მის გარდა, სხვა პირებიც ცხოვრობენ. დაზარალებულ ნ-----–-----–----–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, აღნიშნულ ტყვიებს ფლობდა მისი გარდაცვლილი შვილი, რომლის სახელზეც ჰქონდა შენახული, გ-----------–----–---–-- კი აღნიშნულის თაობაზე არ იცოდა. თავად ბრალდებულის განცხადებითაც, მას არ ჰქონდა ინფორმაცია ტყვიების შესახებ.

 

ყველა სხვა მტკიცებულება ეყრდნობა ნ-----–-----–----–---–-- მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც მან კატეგორიულად უარყო სასამართლოში. არ არსებობს არცერთი პირდაპირი მოწმე, რომელიც გ-----------–----–---–-ს მიერ ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტყვიების შეძენასა და შენახვას დაადასტურებდა, მხოლოდ ფაქტად არსებული ბინის ჩხრეკის ოქმის და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე (რომელიც, რა თქმა უნდა, საბრძოლო მასალის კუთვნილებას არ ადასტურებს), ბრალდებულის მსჯავრდებას სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს და ვერ იქნება განხილული გ-----------–----–---–-ს მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვასთან მიმართებაში წარდგენილი ბრალის მამტკიცებლად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გ-----------–----–---–-ს მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას სასამართლო ვერ მიიჩნევს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გ-----------–----–---–- უნდა გამართლდეს.

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა

მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

დაზარალებულ ნ-----–-----–----–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შვილიშვილთან - გ-----------–----–---–---- აქვს კარგი ურთიერთობა, კონფლიქტი არასდროს ჰქონია. 2019 წლის 10 აპრილს იწვა, რადგან ახალი ნაავადმყოფარი იყო. გ-------- ლოგინიდან ადგომისას დაიყვირა, რატომ ან რისთვის, არ იცის. შვილიშვილი ჩხუბობდა, მაგრამ თვითონ არაფერს პასუხობდა, რადგან არ უნდოდა სიტუაციის გამწვავება. ასეთი შემთხვევა ადრეც ჰქონიათ, მაგრამ სერიოზული შეურაცხყოფა გ-------- არასდროს მიუყენებია. ჩხუბის შემდეგ გ-------- ბავშვი და ცოლი მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა. თვითონაც ადგა და გარეთ გამოვიდა, მანამდე ცოტა რამ ჩაილაგა და მიდიოდა სახლიდან. დაბლა ჩასული ცუდად გახდა და, დავარდა, რის გამოც როგორც შემდეგ გაიგო, პირველი სართულის მეზობელს გამოუხედავს. სასწრაფოს ვინ დაურეკა, არ იცის, რადგან გონება ჰქონდა დაკარგული. დაზარალებულის განმარტებით, ცუდად გახდომის შემდეგ არ მისულა ა----–------–---–---- და მისთვის არც არაფერი მოუყოლია.

 

სასამართლო პროცესზე პროკურორის მიერ საჯაროდ იქნა წაკითხული ამონარიდი დაზარალებულის 2019 წლის 10 აპრილის გამოკითხვის ოქმიდან, რომლის თანახმადაც, მან მუქარის შემდეგ უთხრა შვილიშვილს, სად უნდა წასულიყო, წასასვლელი არსად ჰქონდა, რაზეც გ-------- შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ არ აინტერესებდა, სად წავიდოდა, არ უნდოდა, რომ იმ სახლში ეცხოვრა. ამაზე ტირილი დაიწყო, ეკითხებოდა შვილიშვილს, თუ რატომ უმწარებდა სიბერეს, ის კი ხმამაღლა ყვირილს და გინებას განაგრძობდა, სკამიდან წამოხტა და უთხრა, გეყოფა პარპაში, ეხლა გავალ და რომ დავბრუნდები, აქ აღარ დამხვდე, თორემ ჩემი ხელით მოგკლავო.

 

დაზარალებული არ დაეთანხმა გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის შინაარსს და განაცხადა, რომ სათვალის გარეშე ვერაფერს ხედავს, გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, პატრულმა ის დაწერა, რაც უნდოდა და ხელი ძალით მოაწერინა. ამასთან, განმარტა, რომ გ------- უცებ წამოხტა, თავში ხელებს იშენდა, რადგან, ალბათ, სიზმარი ნახა. მერე ცოლ-შვილი წაიყვანა. მისთვის არ უთქვამს, აქ არ დამხვდე, თორემ მოგკლავო, არ დამუქრებია, უბრალოდ აღელვებული ცუდ ხასიათზე იყო.

 

დაზარალებული, ასევე, არ დაეთანხმა გამოკითხვის ოქმის იმ ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ გ-----------–----–---–-ს მუქარა აღიქვა რეალურად, გაიქცა მეგობარ ა----–------–---–---- და ამჟამადაც მასთან ცხოვრობს, რომ მუქარის რეალურად აღქმის საფუძველი არის ის, რომ გ-----------–----–---–- ტყვიებს ინახავს სახლში, არ იცის სად, თუმცა დარწმუნებულია, რომ აქვს.

 

ამავდროულად, დაზარალებულის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მისი ცუდად გახდომა შიშმა გამოიწვია, ხოლო შიში გამოიწვია შვილიშვილის ნათქვამმა სიტყვებმა.

 

მოწმე ა----–------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, ბრალდებული არის მეზობელი, ერთ შენობაში ცხოვრობენ, გ------- ზრდილობიანი და კარგი ბიჭია. დაზარალებულ ნ-----–-----–----–---–- უფრო ახლოს იცნობს, მეგობრობს მასთან. გ-------- იმ დღეს რა დაემართა და რამ გააგიჟა, არ იცის. მომხდარის შესახებ არც ნ-----–-- უთქვამს. არ იცის, ნ-----–- რის გამო გახდა ცუდად. მხოლოდ ის იცის, რომ ცუდად იყო, ქუჩაში დაინახა და მიხედა. მან მხოლოდ ის უთხრა, რომ ინერვიულა, მაგრამ რაზე ინერვიულა, არ იცის. ნ-----–-- არასდროს უთქვამს, რომ შვილიშვილთან კონფლიქტი ჰქონდა, ან ეშინოდა მისი. უბრალოდ თვითონ როცა მარტო იყო, ან ცუდად იყო, ნ-----–- მასთან რჩებოდა ხოლმე.

 

პროკურორის მიერ საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე ა----–------–---–-- 2019 წლის 10 აპრილის გამოკითხვის ოქმიდან ამონარიდი, რომლის თანახმადაც, დაახლოებით 17 საათზე მასთან მივიდა ნ-----–-----–----–---–-, რომელიც ძალიან აღელვებული იყო, შეიპატიჟა სახლში, რა დროსაც უთხრა, რომ შვილიშვილმა გ-----------–----–---–-- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ სახლიდან გადიოდა და როცა დაბრუნდებოდა, იქ აღარ დახვედროდა. ნ-----–-----–----–---–- ძალიან შეშინებული ჩანდა და ამბობდა სახლში რომ დავხვდე, მომკლავს, ცოტა ხანს შენთან გავჩერდები და მერე მოვძებნი თავშესაფარსო. მისი დაწყნარება სცადა, უთხრა, რომ, ალბათ, აღელვებული დაემუქრა გ-------, თორემ მართლა ხომ არ მოკლავდა, რაზეც ნ-----–-მ უპასუხა, რომ ის ნამდვილად მოკლავდა, სახლში თუ დახვდებოდა. შიშის მიზეზს ნ-----–-----–----–---–- ხსნიდა, რომ რამდენიმე დღით ადრე სახლში იპოვა ტყვიები.

 

მოწმემ გამოკითხვის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით განმარტა, რომ ხელები ცომიანი ჰქონდა, პოლიციელებმა დაუჭირეს ფურცელი და ხელი ისე მოაწერა.

 

მოწმე ს--–----------–--–---–-- ჩვენების თანახმად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 10 აპრილს მოწმის სახით გამოკითხა ნ-----–-----–----–---–-, რომელმაც განუცხადა, რომ შვილიშვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა, სახლში თუ დახვდებოდა, მოკლავდა. განუმარტა, რომ გ-----------–----–---–-ს სიტყვები რეალურად აღიქვა, განიცადა, შეეშინდა და ამიტომ ავიდა თავის მეზობელთან. დაზარალებულმა, ასევე, აღნიშნა, რომ მოკვლის შიში რეალურად გაუჩნდა, რადგან შვილიშვილი აგრესიული იყო და ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა, რომ სახლიდან წასულიყო, ხელს მიშლი, მოხუცი ხარო. ნ-----–-----–----–---–-- მიერ მიწოდებული ინფორმაცია დააფიქსირა გამოკითხვის ოქმში.

 

მოწმე დ------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, გამოძიების დასრულების შემდეგ, პროკურორის თხოვნით, შეხვდა ნ-----–-----–----–---–-, რომელმაც უთხრა, რომ სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა, რადგან ცუდად იყო, ამასთან, შიში ჰქონდა, სთხოვა, თუ სადმე მისი ხელმოწერილი ოქმები იდო, დაეხიათ და საქმეში არ ჩაედოთ, ამბობდა, მომკლავს ჩემი შვილიშვილიო.

 

შეტყობინების თანახმად, მოქ. ნ-----–-----–----–---–-- განცხადებით, მისი შვილიშვილი გ-----------–----–---–- ემუქრება სიცოცხლის ხელყოფით, ასევე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

გ------------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც უდავოდაა ცნობილი, 2019 წლის 10 აპრილს ნ-----–-----–----–---–-- მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე მისამართზე გავიდა მეწყვილესთან ერთად. ადგილზე დახვდათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც პირველად დახმარებას უწევდა ნ-----–-----–----–---–-, რომელმაც განუცხადა მათ, რომ მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილიშვილი.

 

გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების რელევანტურობის, სანდოობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია გ-----------–----–---–-ს მიერ ოჯახის წევრის - ბებიის ნ-----–-----–----–---–-- მიმართ 2019 წლის 10 აპრილს სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, რაც ნ-----–-----–----–---–-- რეალურად აღიქვა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია არა მარტო დამუქრება, არამედ - ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირადად პირისპირ საუბრით, ასევე, მიმოწერით, სატელეფონო საუბრით და ა.შ.

 

სასამართლო აფასებს რა გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ მითითებული მტკიცებულებები ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელია, მათი ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 10 აპრილს გ-----------–----–---–-- ნ-----–-----–----–---–-- მიმართ განახორციელა მუქარა, რაც დაზარალებულის მხრიდან რეალურად იქნა აღქმული. სასამართლოსთვის მეტად ღირებულია მოწმე გ------------- გამოკითხვის ოქმი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით უდავოდაა ცნობილი. მოწმე თავის ჩვენებაში უთითებს, რომ, მეწყვილესთან ერთად, ადგილზე გასულს დახვდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც პირველად დახმარებას უწევდა დაზარალებულ ნ-----–-----–----–---–-, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილიშვილი. შესაბამისად, იმ გარემოებას, რომ ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომელს დაზარალებულმა განუცხადა შვილიშვილის მხრიდან განხორციელებული მუქარის თაობაზე, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის.

 

სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, მოწმე დ------------–---–-- ჩვენება, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. კერძოდ, მოწმემ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, პროკურორის თხოვნით, შეხვდა ნ-----–-----–----–---–-, რომელმაც უთხრა, რომ დაეხია, რაც საქმეში მის მიერ ხელმოწერილი იდო, რის მიზეზადაც შვილიშვილის მიმართ შიში დასახელდა. სასამართლო, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევს აღნიშნულს გ-----------–----–---–-ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რამდენადაც არ ეხება უშუალოდ 2019 წლის 10 აპრილის მუქარას, თუმცა აშკარად მიუთითებს დაზარალებულის პოზიციაზე, რაც ცალსახად გამოიკვეთა სასამართლოში დაკითხვის დროსაც, როდესაც პრაქტიკულად სრულად უარყო გამოძიებაში მიცემული ჩვენება. თვალსაჩინოა, რომ დაზარალებული ცდილობს შვილიშვილისთვის პასუხისმგებლობის არიდებას და მისთვის მდგომარეობის შემსუბუქებას და წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან. აღნიშნულის გამო, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს დაზარალებულ ნ-----–-----–----–---–-- გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და არა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას. აღნიშნულის საფუძველს იძლევა, ასევე, ის გარემოება, რომ გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის გამოკითხვისას მასზე ზეწოლისა და ზემოქმედების მოხდენის ფაქტი არ არის დადასტურებული სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამასთან, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია განყოფილებაში შესულ შეტყობინებასთან, რომლის თანახმადაც, ნ-----–-----–----–---–-- განცხადებით, მისი შვილიშვილი ემუქრებოდა მას სიცოცხლის ხელყოფით.

 

მნიშვნელოვანია, ასევე, მოწმე ა----–------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ სახლში შეიყვანა ცუდად მყოფი ნ-----–-----–----–---–-. სასამართლოსთვის ცალსახად ნიშანდობლივია მისი მხრიდან ბრალდებულის დახასიათებისას გაკეთებული განცხადება, რომ გ-------- იმ დღეს რა დაემართა და რამ გააგიჟა, არ იცის. ეს გარემოება, მიუხედავად გამოკითხვის ოქმის შინაარსზე არდათანხმებისა, ცალსახად არწმუნებს სასამართლოს, რომ მისი გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც, დაზარალებული ძალიან აღელვებული იყო და თავშესაფარს ეძებდა, რადგან სახლში დახვედრის შემთხვევაში გ------- მოკვლით დაემუქრა, ადასტურებს ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

 

საგულისხმოა, რომ მუქარის დროს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაა გამიზნული პირის მხრიდან ამ მუქარის რეალიზება, მნიშვნელოვანი დაზარალებულის ფსიქიკაში მუქარის რეალურად აღსრულების განცდის გამოწვევაა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ცალსახად ჰქონდა ადგილი ნ-----–-----–----–---–-- აღქმაში. როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, ისე, მასთან სრულ თანხვედრაში მყოფი ა----–------–---–-- გამოკითხვის ოქმით და ს--–----------–--–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, ასევე, სამართალდამცავი ორგანოს მიერ მიღებული შეტყობინებით, ცალსახად დადასტურებულია ნ-----–-----–----–---–-- მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის რეალურად აღქმა. ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლო ვერ ადგენს საბრძოლო მასალის ბრალდებულისადმი კუთვნილებას, სასამართლო ეჭვს ვერ შეიტანს, რომ ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულმა სიცოცხლის მოსპობის შიში რეალურად განიცადა.

 

სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01, ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული‘‘.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ასევე, უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნევს გ-----------–----–---–-ს მიერ ოჯახის წევრის, ბებიის - ნ-----–-----–----–---–-- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდთან მიმართებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა შიში, რა დროსაც მხედველობაშია მისაღები დაზარალებულის ასაკი; ასევე, ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, რომ ჰყავს ოჯახი და სამი მცირეწლოვანი შვილი, ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს მის ეთიკურ ქცევას საქმის სასამართლო განხილვისას; ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის მიმართ დანაშაულს ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთჯერადად (მის მიერ დაზარალებულის მიმართ სხვა უმართლობის ჩადენა არ დგინდება).

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის პრევენციის, ბრალდებულის რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დაკავებიდან განაჩენის გამოტანამდე პატიმრობაში იმყოფებოდა, მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რა დროსაც მხედველობაში იქნება მიღებული სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა და გ-----------–----–---–- პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვლება დანიშნული სასჯელის ვადაში. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 10 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ჯარიმის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გ-----------–----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------------–----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 10 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და გ-----------–----–---–- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ-----------–----–---–- პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში.

 

გ-----------–----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - გ-----------–----–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტყვიები განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე