განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001950955
საქმე N--460/17წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ად--–----–--------ა
ბრალდებული: დუ----–---------ძე
მამის სახელი: .--–-ა
დაბადებული: 2--1--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქედის რაიონი, სოფელი ტი-----
ადვოკატი - მე-----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლი 1-ლი ნაწილი
ბრალდებული: მუ-----------ძე
მამის სახელი: რე-----
დაბადებული: 2--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, ნო--–---–---------------------
ადვოკატი - ჯე---–------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლი 1-ლი ნაწილი
ბრალდებული: ედ----------ძე
მამის სახელი: ვა-–----
დაბადებული: 1--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ქვ-----------
ადვოკატი - ნო----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლი 1-ლი ნაწილი
ბრალდებული: რუ--–-----–---ძე
მამის სახელი: ავ--------–ი
დაბადებული: 0--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქო----–---ი, სოფელი ქო----–---ი
ადვოკატი - კო---------–-----ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლი 1-ლი ნაწილი
ბრალდებული: მუ------------ძე
მამის სახელი: ქე-----
დაბადებული: 0--0--1----–ელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–-- ტ----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, დ. აღ--–-----–---------------------
ადვოკატი - ჯე---–------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. დუ----–---------ძემ, რომელმაც 2005 წლის 27 აპრილიდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად , სამეწარმეო საქმიანობის (სათამაშო ბიზნესის) -სათამაშო აპარატების ფუნქციონირების დაწყებამდე , ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლი 38-ე პუნქტის და ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის თანახმად ვალდებული იყო მიეღო ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა“, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-4 და მე-9 მუხლების და ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთის დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N277 დადგენილების თანახმად კი ვალდებული იყო სანებართვო მოსაკრებელი ( 200 000 ლარი) ქ. ბათუმში თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისათვის გადაეხადა წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.
დუ----–---------ძეს, ზემოთ დასახელებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ქალაქ ბათუმში წე------–-ს ქუჩა N---ში, ხალხმრავალ ადგილას, 2016 წლის 8 ოქტომბრიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში განთავსებული ჰქონდა და მისი ორგანიზებით ფუნქციონირებდა ელექტრო მექანიკური მოწყობილობების მქონე ერთ ცალი სათამაშო აპარატი, საიდანაც იღებდა ფულად შემოსავალს/მოგებას.
დუ----–---------ძის აღნიშნულმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურს) მიაყენა ზიანი;
1.2. მუ-----------ძე, სამეწარმეო საქმიანობის (სათამაშო ბიზნესის) -სათამაშო აპარატების ფუნქციონირების- დაწყებამდე, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ვალდებული იყო დარეგისტრირებული ყო მეწარმე სუბიექტად, ხოლო ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლი 38-ე პუნქტის და ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის თანახმად ვალდებული იყო მიეღო ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა“, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-4 და მე-9 მუხლების და ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთის დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N277 დადგენილების თანახმად კი ვალდებული იყო სანებართვო მოსაკრებელი (200 000 ლარი) ქ. ბათუმში თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისათვის გადაეხადა წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.
მუ-----------ძეს, ზემოთ დასახელებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ქალაქ ბათუმში წე------–-ს ქუჩა N--ში, ხალხმრავალ ადგილას, 2016 წლის 02 ოქტომბრიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში განთავსებული ჰქონდა და მისი ორგანიზებით ფუნქციონირებდა ელექტრო მექანიკური მოწყობილობების მქონე ერთი ცალი სათამაშო აპარატი, საიდანაც იღებდა ფულად შემოსავალს/მოგებას.
მუ-----------ძის აღნიშნულმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურს) მიაყენა ზიანი;
1.3. ედ----------ძემ, სამეწარმეო საქმიანობის (სათამაშო ბიზნესის) -სათამაშო აპარატების ფუნქციონირების - დაწყებამდე, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო მეწარმე სუბიექტად, ხოლო ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლი 38-ე პუნქტის და ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის თანახმად ვალდებული იყო მიეღო ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა“, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-4 და მე-9 მუხლების და ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთის დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N277 დადგენილების თანახმად კი ვალდებული იყო სანებართვო მოსაკრებელი (200 000 ლარი) ქ. ბათუმში თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისათვის გადაეხადა წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.
ედ----------ძეს, ზემოთ დასახელებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ქალაქ ბათუმში ჭა-------ს ქუჩა N--ში, ხალხმრავალ ადგილას, 2016 წლის 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში განთავსებული ქონდა და ფუნქციონირებდა ელექტრო მექანიკური მოწყობილობების მქონე ერთი ცალი სათამაშო აპარატი, საიდანაც იღებდა ფულად შემოსავალს/მოგებას.
ედ----------ძის აღნიშნულმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურს) მიაყენა ზიანი;
1.4. რუ--–-----–---ძე, სამეწარმეო საქმიანობის (სათამაშო ბიზნესის) -სათამაშო აპარატების ფუნქციონირების- დაწყებამდე, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო მეწარმე სუბიექტად, ხოლო ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლი 38-ე პუნქტის და ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის თანახმად ვალდებული იყო მიეღო ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა“, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-4 და მე-9 მუხლების და ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთის დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N277 დადგენილების თანახმად კი ვალდებული იყო სანებართვო მოსაკრებელი ( 100 000 ლარი) ქ. ქო----–---ში თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისათვის გადაეხადა წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.
რუ--–-----–---ძეს ზემოთ დასახელებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ქალაქ ქო----–---ში აბ-–--------------ში, მდებარე შენობაში, 2016 წლის ივნისიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში განთავსებული ქონდა ელექტრო მექანიკური მოწყობილობების მქონე ოთხი ცალი სათამაშო აპარატი, საიდანაც იღებდა ფულად შემოსავალს/მოგებას.
რუ--–-----–---ძის აღნიშნულმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურს) მიაყენა ზიანი;
1.5. მუ------------ძემ, რომელმაც 2006 წლის 24 თებერვლიდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, სამეწარმეო საქმიანობის (სათამაშო ბიზნესის) -სათამაშო აპარატების ფუნქციონირების- დაწყებამდე, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ვალდებული იყო დარეგისტრირებული იყო მეწარმე სუბიექტად, ხოლო ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლი 38-ე პუნქტის და ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის თანახმად ვალდებული იყო მიეღო ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა“, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-4 და მე-9 მუხლების და ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთის დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N277 დადგენილების თანახმად კი ვალდებული იყო სანებართვო მოსაკრებელი (200 000 ლარი) ქ. ბათუმში ობიექტის ფუნქციონირებისათვის გადაეხადა წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.
მუ------------ძეს ზემოთ დასახელებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ქალაქ ბათუმში წე------–-ს ქუჩა N--ში, ხალხმრავალ ადგილას 2016 წლის 05 ოქტომბრიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში განთავსებული ჰქონდა ელექტრო მექანიკური მოწყობილობების მქონე ოთხი ცალი სათამაშო აპარატი, საიდანაც იღებდა ფულად შემოსავალს/მოგებას.
მუ------------ძის აღნიშნულმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურს) მიაყენა ზიანი;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.1. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა დუ----–---------ძემ, რუ--–-----–---ძემ, მუ------------ძემ და ედ----------ძემ სრული მოცულობით ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნეს და დაეთანხმნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს;
2.2. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მუ-----------ძემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ ცნო;
მუ-----------ძის ნაწილში გამოკვლეული სადავო მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები:
2.3. საქმის განხილვისას მუ-----------ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სათამაშო აპარატი შეიძინა, შემდეგ გადაწყვიტა მოეძებნა შესაბამისი ადგილი; ქ. ბათუმში წე------–-ს ქ. #-- მის განსათავსებლად მიმართა ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს ნებართვის მისაღებად, უარი უთხრეს, რადგან ამ ადგილზე, ფეხით სავალ ბილიკზე, მოხდებოდა შეზღუდვა, შემდეგ ეს აპარატი განათავსა წე------–-ს ქ. #--ში; ამის შემდეგ მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით რომ მისთვის მიეცათ შესაბამისი ნებართვა; იქ ოფიცერს სიტყვიერად აუხსნა რას აპირებდა და რა საშუალებით, მოითხოვეს აპარატის დასურათება და წარდგენა, გამოცხადდა შემოსავლების სამსახურში, მხოლოდ უკვე სხვა ოპერატორთან მოუწია რიგი; ოპერატორმა დაათვალიერა ეს სურათები და დაიტოვა; უთხრა, რომ განცხადებას გადაამოწმებდნენ და დაუკავშირდებოდნენ; მეორე დღეს გამოცხადდნენ, ქვითარი გამოწერეს, გადაიხადა 25 ლარი ამ სერტიფიკატში, სადაც აღნიშნულია, რომ მინიჭებული აქვს სერტიფიკატი ხელოვნურად დამზადებული აპარატის საქმიანობის უფლებით; 28 დღე იმუშავა, როცა შემოსავლების სამსახური ამოწმებდა გვერდით ობიექტს, მოითხოვეს დოკუმენტაცია და მასაც მოთხოვეს, მიანიშნეს, რომ სასურველი იყო რომ აპარატზე თვალსაჩინო ადგილზე გაეკეთებინათ წარწერა რომ არ დაიშვებოდა 18 წლამდე ასაკის პირები; ტელევიზიის მეშვეობით შეიტყო რომ მსგავსი აპარატები იყო ამოღებული, მიუხედავად ამისა, რადგან დოკუმენტი ჰქონდა, აგრძელებდა მუშაობას და არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, არ იცის, სხვა რა უნდა გაეკეთებინა; მან მიმართა შესაბამის სამსახურს, მისცეს სერტიფიკატი მიანიჭეს სტატუსი და სხვა რა უნდა გაეკეთებინა; განმცხადებლის კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული, მან მიიტანა სურათები და უთხრეს რომ გადაამოწმებდნენ და გადაამოწმეს; მათ უნდა ეთქვათ თუ დამატებით ესაჭიროებოდა რაიმე, ან ლიცენზია ან მსგავსი, მას შეეძლო, როგორც სხვებს, ისე განათავსებდა, მაგრამ არაფერი დამატებით არ მოუთხოვიათ;
მისთვის ცნობილი არ იყო თუ მსგავსი ხელნაკეთი აპარატები საჭიროებდა ნებართვას; იცოდა რომ არ იყო არანაირი პრობლემა არ იყო მაგრამ მაინც მიმართა,მან მიმართა შემოსავლების სამსახურს და სხვა უფრო მეტი კომპეტენტური დაწესებულება როგორ უნდა მოეძებნა არ იცის, მას ჰქონდა თვითნაკეთი, აპარატი და იმ სალონებში იყო ქარხნული, მას უთხრეს რომ პრობლემა არ იქნებოდა და მაინც მიმართა, უბრალოდ შემოწმებისას მოითხოვეს განცხადებების გამოკვრა უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის; (იხ ოქმი;09 .11.2018 წ, 17:40:03 სთ-17:51.01სთ)
2.4 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას და-------------მა განმარტა, რომ მის მირ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ.ბათუში, ქო----–---ში და ოზურგეთის ტერიტორიაზე ცალკეული სუბიექტები ახორციელებდნენ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე; სათამაშო აპარატები განთავსებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე; აპარატები წარმოადგენენ ელექტრომექანიკურ მოწყობილობას, 20 თეთრიანი მონეტების ჩაყრის შემდეგ მასზე გამოისახება სხვადსხვა ციფრები, რომელთა გარკვეული კომბინაციები იძლევიან განსაზღვრულ მოგებას; კანონის თანახმად მოცემული სახის საქმიანობა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას; ინფორმაცია არსებობდა რომ ბათუში წე------–-ს, ჭა-------სა და მაიაკოვსკის ქუჩებზე, ასევე ქ. ქო----–---ში იყო განთავსებული ეს აპარატები; დადგენილი იქნა მიღებული ინფორმაციით სავარაუდო მფლობელები და საქმიანობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის - მუ------------ძე, რუ--–-----–---ძე, მუ-----------ძე, ედ----------ძე და დუ----–---------ძე; აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე მოახსენა ხელმძღვანელს; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 19.09.2017წ ; 12:12:45სთ-12:27:26სთ);
2.5. მოწმის სახით დაკითხვისას თე-----–-----–---–მა განაცხადა, რომ დასაქმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მომსახურების დეპარტამენტში გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე, მის უფლებამოსილებაში შედიოდა სათამაშო ბიზნესის ნებართვების გაცემა; ამავე სამსახურის მონიტორინგი კი ახორციელებდა სანებართვო პირობების კონტროლს; როგორც მისთვის ცნობილია ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მათ შორის ბათუმსა და ქო----–---ში დაფიქსირებული იყო კუსტარულად მოწყობილი სათამაშო აპარატები, რომლებიც განთავსებულია ხალხმრავალ ქუჩებში, სადგურებსა და ბაზრობებზე; ეს აპარატები ფუნქციონირებენ 20 თეთრიანი მონეტების გამოყენებით და სათამაშო აპარატში მოთავსების გზით, რომლის დროსაც მოგება დამოკიდებულია შემთხვევითობაზე, სათამაშო აპარატის ფუნქციონირება საჭიროებს სპეციალურ ნებართვას;
ის იცნობს მოცემულ საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზას და დასკვნას, ასევე ფოტო ილუსტრაციებს, რომლებიც დასკვნაზეა თანდართული და მათი შესწავლისას დაფიქსირებული; ეს სათამაშო აპარატები ვიზუალურად ძალიან ჰგავს მექანიკურ აპარატებს და ეს დიზაინი იმიტომაცაა გამოყენებული, რომ მოხდეს საშემოსავლო სამსახურების შეცდომაში შეყვანა; დასკვნიდან ჩანს, რომ აპარატებს აქვთ შესაბამისი ეკრანები, რომლებშიც 20 თეთრიანის ჩაშვების შემდეგ გამოისახება ციფრთა გარკვეული კომბინაციები; სწორედ ეს კომბინაცია განსაზღვრავს მოგების შესაძლებლობას; აქედან გამომდინარე ამ სათამაშო აპარატების ფუნქციონირება არის აზარტული თამაში და საჭიროებს შესაბამის ნებართვას შემოსავლების სამსახურის მხრიდან; ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ არცერთ აპარატზე შემოსავლების სამსახურს არ გაუცია ნებართვა და ისინი ფუნქციონირებდნენ სათანადო ნებართვის გარეშე, როცა კანონით დადგენილი წესით სავალდებულოა მათზე სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა არსებობდეს; კანონით განსაზღვრულია სათამაშო აპარატების მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი და ის არცერთ აპარატზე გადახდილი არ არის; (იხ ოქმი 2--11.2017ს, 13:23:11სთ-13:57:25სთ);
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნა----------ემ განაცხადა, რომ დასაქმებულია სსიპ შემოსავლების სამსახურში , ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; მისი სამსახურში კომპეტენციის ფარგლებში გადამოწმებული იქნა ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზები და ის საქმის მასალების მიხედვით აღწერილ გარემოებებს და ვითარებას შეესაბამება; ბრალდებულები რუ--–-----–---ძე, დუ----–---------ძე, მუ-----------ძე, მუ------------ძე და ედ----------ძე ახორციელებდნენ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, სათამაშო აპარატების ფუნქციონირება ხდებოდა მათი მხრიდან სათანადო ნებართვის გარეშე; მათი მხრიდან განხორციელებულმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ გამოიწვია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება ; საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ და საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი ითვალისწინებს ამ სახის საქმიანობისთვის ნებართვის არსებობას, ნებართვის ერთერთი სახეა „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა“; ამავე კანონის თანახმად განსაზღვრულია სანებართვო მოსაკრებლები, რომლის გადახდა ნებართვის გაცემამდე ხდება;
ასეთი სახის საქმიანობით, იქმნება ზოგადად არაჯანსაღი კონკურენცია; ასევე ამ დროს არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში ამ სახის საქმიანობისათვის დადგენილი გადასახადების სრულყოფილად გადახდა; (იხ სხდომის ოქმი 20.02.2018წ, 11:09:39სთ-11:24:50სთ)
2.7. მოწმე სო-----------–--ნმა განაცხადა, რომ მუშაობს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ოფიცრის თანამდებობაზე; მის მოვალეობაში შედის მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა, განცხადებების მიღება და რეგისტრაცია, გადამხდელის განცხადების საფუძველზე მიკრო ბიზნესის სტატუსის სერთიფიკატის გაცემა ;
2016 წლის მარტის თვეში მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრში განცხადებით მომართა მოქალაქე მუ-----------ძემ და მოითხოვა მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება და შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა; მისი განმარტებით ქ. ბათუმში წე------–-ს ქ. #26-ში განთავსებული ჰქონდა და მისი საქმიანობის სახე იყო ხელოვნურად დამზადებული გასართობი სათამაშო აპარატი; მუ-----------ძეს მის მიერ განემარტა, რომ მის მიერ გამოყენებული აპარატი იყო ელექტრონული ან ასეთი მოწყობილობა და მას გააჩნდა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მოგებაც და დამოკიდებული იყო არა მოთამაშის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, არამედ შემთხვევითობაზე, ის წარმოადგენდა აპარატს და მისი ფუნქციონირება საჭიროებდა შესაბამის ნებართვას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან; მასევე განუმარტა, რომ ნებართვის გაცემისას აუცილებელი იყო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა; და ეს უნდა მოეწყო კანონით დადგენილი წესით;
მუ-----------ძეს ასევე გადასცა მიკრო ბიზნესის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მატარებელი ბროშურა, სადაც მითითებულია იმის შესახებ, თუ ვის და რა შემთხვევაში ენიჭება მიკრო ბიზნესის სტატუსი და რა საგადასახადო ვალდებულებები გააჩნია ამ სტატუსის მქონე პირს; რა სახის საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს და ა. შ. ამავე ბუკლეტით ნათლადაა მითითებული, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირს ეკრძალება სათამაშო ბიზნესის წარმოება;
ადასტურებს, რომ მუ-----------ძემ მას აუხსნა, რომ საკუთრებაში ჰქონდა ხელოვნურად დამზადებული სათამაშო აპარატი, რომლსაც არ გააჩნდა პროგრამული უზრუნველყოფა და მოგება დამოკიდებული იყო მოთამაშის შესაძლებლობებზე ; მანვე განუმარტა, რომ მისი საქმიანობა არ წარმოადგენდა სანებართვო აკრძალულ საქმიანობას; მას აპარატის ფოტოილუსტრაცია მისთვის არ წარუდგენია;
მუ-----------ძემ რა სახის ინფორმაციაც წარმოადგინა შემოსავლების სამსახურში, ის აკმაყოფილებდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს და გაიცა შესაბამისი სერტიფიკატი;
ის როცა გაეცნო ექსპერტიზის დასკვნას და ნახა შესაბამისი ფოტოილუსტრაცია მუ-----------ძის საკუთრებაში არსებულ სათამაშო აპარატის, სადაც ასევე მითითებულია ხელოვნურად დამზადებული სათამაშო აპარატი, - აღნიშნავს, რომ ეს სერტიფიკატი არ არის საკმარისი დოკუმენტი იმისათვის, რომ მუ-----------ძეს ეწარმოებინა ასეთი სახის საქმიანობა, და მის მიერ გაცემული სერტიფიკატი არ ეხება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული აპარატის ფუნქციონირებისთვის ნებართვას; მუ-----------ძეს, რომ წარმოედგინა ინფორმაცია სათამაშო აპარატზე იმ სახით, როგორც ექსპერტიზის დასკვნითაა მითითებული, ის როგორც სამსახურის სპეციალისტი ამ ნებართვას და სერტიფიკატს არ გასცემდა, რადგან საქმის მასალებში მითითებული სათამაშო აპარატი, რომელიც მუ-----------ძეს ეკუთვნის, საჭიროებდა სპეციალური სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვას; (იხ ოქმი 30.08.2017წ; 12:45:52სთ-13:02:46სთ);
2.8. მოწმის სახით დაკითხვისას გო-------------ემ განაცხადა, რომ 2006 წლიდან მუშაობს შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე , ამჟამად კი შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის განყოფილების მთავარი ოფიცრის თანამდებობაზეა დასაქმებული; მის მოვალეობაში შედის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირების გამოვლენა, ასევე მათ შორის სათამაშო ბიზნესისო განმახორციელებელი პირების მიერ ამ სფეროში დადგენილი სანებართვო პირობების პირობებისა და წესების სავარაუდო დარღვევის გამოვლენა და ინფორმირება შესაბამისი უფლებამოსილი პირების;
აზარტული თამაშები ტარდება სათამაშო აპარატების მეშვეობით და მასში მონაწილეობა მოგების შესაძლებლობას იძლევა; საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ამ სახის საქმიანობისათვის წლიური სანებართვო მოსაკრებელის გადახდა და დადგენილი წესების შესაბამისად სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა; ის გაეცნო ექსპერტიზის დასკვნას; მოცემული დასკვნით შესწავლილია გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული სათამაშო აპარატები, მოცემულ აპარატებზე თამაშის პროცესში მოთამაშეს არ შეუძლია განსაზღვროს თამაშის შედეგი და ის დამოკიდებულია აპარატის მეხსიერებაში ჩატვირთულ პროგრამაზე; აპარატები ფუნქციონირებენ მიკროსქემების საშუალებით და წარმოადგენენ ელექტრო-მექანიკურ აპარატებს; ადასტურებს, რომ ამ სახის საქმიანობის განსახორციელებლად მოცემული აპარატებით სავალდებულოა კანონით გათვალისწინებული წესით „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა“ და სავალდებულოა სპეციალური ნებართვა, რადგან მოცემული წესების გარეშე აპარატის ფუნქციონირება საფრთხის შემცველია, აპარატი ვერ აკონტროლებს მოთამაშის ასაკს; ამასთან ერთად იქმნება არაჯანსაღი კონკურენცია, იმ კეთილსინდისიერ მეწარმეებთან მიმართებით, რომლებიც ამ სახის საქმიანობას ახორციელებენ კანონის მოთხოვნათა დაცვით; ნებართვის გარეშე კი ამ საქმიანობის წარმართვისას არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი და დადგენილი გადასახადების გადახდა; (იხ ოქმი 30.08.2017წ, 13:06:06სთ-13:23:24სთ) ;
2.9. მოწმის სახით დაკითხვისას ბე----------ემ განაცხადა, რომ ქ. ბათუში წე------–-ს ქ #--ში მუ-----------ძის მიერ განთავსებული იყო სათამაშო აპარატი, რომელიც 20 თეთრიანების ჩაყრის შემთხვევაში შემთხვევითობის პრინციპით გასცემდა მოგებას, მას დღეში დაპირდა რომ გადაუხდიდა 15 ლარს; თავად ყურადღებას აქცევდა აპარატს; რაც შეეხება შემთხვევითობის პრინციპით მიღებულ მოგებას გასცემდა თავად მუ-----------ძე და ის აღნიშნულზე პასუხისმგებელი, არ იყო; მუშაობა დაიწყო 2016 წლის ოქტომბრის თვეში;(იხ სასამართლო სხდომის ოქმი 25.0--2018წ 17:34:24სთ-17:40:50სთ)
2.1-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნა-----------ემ განაცხადა, რომ ქ. ბათუმში წე------–-ს ქუჩაზე #26-ში გახსნილი ჰქონდა სასაუზმე და საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზია, მუშაობდა მეუღლესთან დუ----–---------ძესთან ერთად; 2016 წლის ოქტომბრის თვეში მისმა მეუღლემ დუ----–---------ძემ შეიძინა სათამაშო აპარატი სამი ცალი, სათამაშო აპარატები იღებდა ფსონებს და შემთხვევითობის პრინციპით გასცემდა მოგებას 20 თეთრიანი მონეტების ჩაყრის შემდეგ. აპარატები ფუნქციონირებდა 2016 წლის 08 ოქტომბრიდან 2016 წლის 04 ნოემბრამდე, სანამ მოხდებოდა მათი ამოღება; დუ----–---------ძის გარდა ამ ტერიტორიაზე, ანუ ბათუმში წე------–-ს ქუჩაზე მსგავსი სათამაშო აპარატები განთავსებული ჰქონდა ასევე მუ-----------ძეს და მუ------------ძეს წე------–-ს ქ. #--ში მუ-----------ძეს, ხოლო წე------–-ს ქუჩა #--ში მუ------------ძეს ;(იხ ოქმი 08.11.2017წ 15:13:12სთ-15:26:15სთ);
2.11. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის N0--------, 18/01/2017 თანახმად გამოკვლეული 16 აპარატიდან ყველა მათგანს გააჩნია მიკროსქემა ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე მიკროსქემა თითოეული განკუთვნილია კონკრეტული სათამაშო ადგილისათვის, რომელთა საშუალებითაც პროგრამის მეშვეობით ხორციელდება თამაშის წარმართვა, აქედან გამომდინარე აღნიშნული აპარატები ფუნქციონირებენ მიკროსქემის საშუალებით და წარმოადგენენ ელექტრო მექანიკურ აპარატებს.
კითხვაზე: წარმოდგენილ 15 ცალ აპარატზე განხორციელებული თამაშის დროს თამაშის შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია თუ არა შემთხვევითობაზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა.
გამოკვლეული აპარატებიდან 9 წარმოადგენს N-ფოტოზე მოცემული ტიპის აპარატებს, რომლებსაც გააჩნიათ ოთხი ერთდროული სათამაშო ადგილი. აპარატებს, ფულის მიმღებ მოწყობილობაში 20 თეთრიანი მონეტების ჩაშვების შემდეგ პროგრამის საშუალებით ციფერბლატზე გამოაქვს სამი ციფრი. სამი ციფრის გარკვეული კომბინაციები არის მომგებიანი და სხვადასხვა კომბინაცია იძლევა სხვადასხვა რაოდენობის მოგებას. მოგებული თანხა 20 თეთრიანი მონეტების გარკვეული რაოდენობა იყრება შესაბამისი სათამაშო ადგილის ქვედა მხარეს არსებულ ჭრილში. აღნიშნული აპარატი პირობითად დაინომრა N- ტიპის აპარატად.
გამოკვლეული აპარატებიდან 3 წარმოადგენს N77, N83, N88 ფოტოებზე მოცემული ტიპის აპარატებს, რომლებსაც გააჩნიათ ორიდან ოთხამდე ერთდროული სათამაშო ადგილი. აპარატებს, ფულის მიმღებ მოწყობილობაში 20 თეთრიანი მონეტების ჩაშვების შემდეგ პროგრამის საშუალებით ციფერბლატზე გამოაქვს სამი ციფრი. სამი ციფრის გარკვეული კომბინაციები არის მომგებიანი და სხვადასხვა კომბინაცია იძლევა სხვადასხვა რაოდენობის მოგებას. მოგებული თანხა 20 თეთრიანი მონეტების გარკვეული რაოდენობა იყრება შესაბამისი სათამაშო ადგილის ქვედა მხარეს არსებულ ჭრილში. აღნიშნული აპარატი პირობითად დაინომრა N2 ტიპის აპარატად.
გამოკვლეული აპარატებიდან 4 ცალი წარმოადგენს N-09, N-10, N-21 და N 132 ფოტოებზე მოცემული ტიპის აპარატებს, რომლებსაც გააჩნიათ ორი ერთდროული სათამაშო ადგილი. აპარატებს, ფულის მიმღებ მოწყობილობაში 20 თეთრიანი მონეტების ან/და ქაღალდის კუპიურების ჩაშვების შემდეგ პროგრამის საშუალებით ციფერბლატზე გამოაქვს სამი ციფრი. სამი ციფრის გარკვეული კომბინაციები არის მომგებიანი და სხვადასხვა კომბინაცია იძლევა სხვადასხვა რაოდენობის მოგებას. მოგებული თანხა 20 თეთრიანი მონეტების გარკვეული რაოდენობა იყრება შესაბამისი სათამაშო ადგილის ქვედა მხარეს არსებულ ჭრილში. აღნიშნული აპარატი პირობითად დაინომრა N3 ტიპის აპარატად.
კითხვაზე: თუ რა პერიოდში რა თანხის ფსონებია გაკეთებული აპარატზე და ხსენებული აპარატები იძლევა თუ არა ფულად მოგებას და შეუძლია თუ არა მოთამაშეს განსაზღვროს ამ აპარატზე თამაშობის შედეგები პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა. (იხ. ს/ფ 284-354) ;
2.1-- დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით #0-------- 24.0--2017წ დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი მუ-----------ძის კუთვნილი აპარატის ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მის კორპუსზე - არც შიდა და არც გარე მხარეს - არ ფიქსირდება ინფორმაცია მისი მწარმოებლის, მოდელის და ქარხნული სერიული ნომრის შესახებ, აქედან გამომდინარე სათამაშო აპარატი არ არის დამზადებული ქარხნული წესით და დამზადებულია კუსტარულად; (იხ დასკვნა), ს.ფ 67-81; ტ-2)
2.13. მოწმის სახით დაკითხვისას გი-------–-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და განაცხადა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტად ;
მოცემულ საქმეზე გამომძიებლის დადგენილებების საფუძველზე მან ჩაატარა საინფორმაციო - ტექნოლოგიური (კომპიუტერული) ექსპერტიზა ; ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად შეამოწმა 16 ცალი სათამაშო აპარატი; ისინი განთავსებული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის გეზი „ბათუმის“ შენობაში; საბოლოოდ შესწავლით დაადგინა, რომ 16 სათამაშო აპარატიდან ყველა მათგანს გააჩნია მიკროსქემა , ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე მიკროსქემა, რომელთა საშუალებითაც პროგრამის მეშვეობით ხორციელდება თამაშის წარმართვა; აქედან გამომდინარე აღნიშნული აპარატები ფუნქციონირებენ მიკროსქემების საშუალებით და წარმოადგენენ ელექტრო მექანიკურ აპარატებს; ამოღებული აპარატები დაჯგუფდა სამ სხვადასხვა ტიპის აპარატებად; სამივე ტიპის აპარატები ციფერბლატზე მომგებიანი კომბინაციის შემდგომ იძლევიან ფულად მოგებას; აღნიშნულ აპარატებზე თამაშის პროცესში მოთამაშეს არ შეუძლია განსაზღვროს თამაშის შედეგი, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია აპარატის მეხსიერებაში ჩატვირთულ პროგრამაზე ; მან ასევე შეამოწმა დამატებით მუ-----------ძის დაკვეთით მის კუთვნილი სათამაშო აპარატი, სადაც დაადგინა, რომ ის დამზადებულია კუსტარულად და მასზე ქარხნული ნიშნები არ არის განთავსებული; ეს აპარატი ასევე შესწავლილია ზ/მითითებული ექსპერტიზის ჩატარებისას ; (იხ ოქმი 25.0--2018წ, 17:14:07სთ-17:29:33სთ);
მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.14. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან 2016 წლის 10 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუ-----------ძეზე (პ/ნ 6----------) და მუ------------ძეზე (პ/ნ 6----------) ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არცერთი ნებართვა არ არის გაცემული.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისათვის წლიური სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს ქ. ბათუმში -200 000 ლარს, ქ. ქო----–---ში -50 000 ლარს.
2.15. დათვალიერების ოქმის 02.11.2016წ თანახმად, 2016 წლის 02 ნოემბერს საქართველოს ინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის ჯა------------ძის მიერ დათვალიერდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზა POL.GE
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზა POL.GE-ის ბაზაში შესაბამის ველში მითითებული იქნა შემდეგი პირების მონაცემები: ბე–------–----------------------------–----–------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------–------–--------------------------------------------------------------------------------------------------------–--------------------- და საინფორმაციო ბაზაში აღნიშნული პირებზე მოძიებული ინფორმაცია ამობეჭდილი იქნა და დაერთო ოქმს. (იხ. ს/ფ.46-47)
2.16. ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათით დადგენილია რომ ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად დაფიქსირდა - კადრში დაფიქსირდა N- ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში. აღნიშნულ სათამაშო აპარატში ხურდის ჩასაყრელში რამდენიმე მამაკაცი აგდებს ხურდას. სათამაშო აპარატზე ფიქსირდება სხვადასხვა ციფრები.
ერთ-ერთმა მამაკაცმა გახსნა N- სათამაშო აპარატის კარი რომელიც მალევე დახურა.
აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესრულების დრო და ადგილია 2016 წლის 02 ნოემბერი ქ. ბათუმი, ა. წე------–-ს ქ. N-, 14:17:03სთ-დან 14:44:46 სთ-მდე.
2.17. ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათით დადგენილია რომ ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად დაფიქსირდა - კადრში დაფიქსირდა N- ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში. სათამაშო აპარატს მიკრული აქვს თაბახის ფურცელი, რომელსაც აწერია ,,18“. აღნიშნულ აპარატთან ფიქსირდება ორი მამაკაცი, ერთ-ერთი მამაკაცი ხურდის ჩასაყრელში აგდებს ხურდას, სათამაშო აპარატზე ფიქსირდება სხვადასხვა ციფრები. აღნიშნული მამაკაცი დაცილდა სათამაშო აპარატს და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა იმავე აპარატთან და ხურდის ჩასაყრელში გააგრძელა ხურდის ჩაყრა. N- აპარატთან ასევე დაფიქსირდა მესამე მამაკაცი რომელიც ხურდის ჩასაყრელში აგდებს ხურდებს.
აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესრულების დრო და ადგილია 2016 წლის 02 ნოემბერი ქ. ბათუმი, ა. წე------–-ს ქ. N--, 13:56:01სთ-დან 14:05:34 სთ-მდე.
2.18. ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათით დადგენილია რომ ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად დაფიქსირდა - კადრში დაფიქსირდა N- მწვანე ფერის სათამაშო აპარატი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში. აღნიშნულ სათამაშო აპარატში ხურდის ჩასაყრელში რამდენიმე მამაკაცი აგდებს ხურდას. სათამაშო აპარატზე ფიქსირდება სხვადასხვა ციფრები. კადრში ფიქსირდება N2 ნაცრისფერი ლურჯი ზოლებით სათამაშო აპარატი, რომელიც დგას შენობაში და არის ჩართულ მდგომარეობაში. აღნიშნული აპარატთან ფიქსირდება მამაკაცი და ხურდის ჩასაყრელში აგდებს ხურდებს, სათამაშო აპარატზე ფიქსირდება სხვადასხვა ციფრები.
აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესრულების დრო და ადგილია 2016 წლის 02 ნოემბერი ქ. ქო----–---ი, აბაშიძის ქ. N2, 12:22:46სთ-დან 12:29:19 სთ-მდე.
2.19. ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათით დადგენილია რომ ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად დაფიქსირდა - კადრში დაფიქსირდა N- ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში. აღნიშნულ სათამაშო აპარატში ხურდის ჩასაყრელში რამდენიმე მამაკაცი აგდებს ხურდას.
კადრში ფიქსირდება N2 ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში. აღნიშნული აპარატთან ფიქსირდება მამაკაცი.
აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესრულების დრო და ადგილია 2016 წლის 02 ნოემბერი ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N-, 11:48:32 სთ-დან 11:55:15 სთ-მდე.
2.20. ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათით დადგენილია რომ ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად დაფიქსირდა - კადრში დაფიქსირდა N- ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში. აღნიშნულ აპარატთან ფიქსირდება ორი მამაკაცი და ერთ -ერთი მამაკაცი ხურდის ჩასაყრელში აგდებს ხურდას.
აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესრულების დრო და ადგილია 2016 წლის 02 ნოემბერი ქ. ბათუმი, ი.ჭა-------ს ქ. N-, 12:17:47 სთ-დან 12:23:50 სთ-მდე.
2.21. ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა სე------–---–-იამ ქალაქ ქო----–---ში თავისუფლების ქუჩა N-9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობიდან ამოღებული იქნა 1) ერთი ცალი სათამაშო აპარატი, რუსული წარწერით ‘’В----'' , 2) ამოღებული იქნა მწვანე ფერის სათამაშო აპარატი რუსული წარწერით ,,М-------------'' 3) ამოღებული იქნა ერთი ცალი სათამაშო აპარატი წითელი ფერის, ყვითელი ზოლებით. ასევე პირველ სათამაშო აპარატიდან ამოღებული იქნა მასში არსებული ფულადი თანხა 221 ლარი, 20 თეთრიანი მონეტებით, მეორე სათამაშო აპარატიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 275 ლარი, თეთრიანი მონეტებით, მესამე აპარატიდან 484 ლარი, თეთრიანი მონეტებით. ამოღებული ნივთები დაილუქა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.82-87)
2.22. ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა ომ----------–--ემ დუ----–---------ძისაგან ამოიღო ქ. ბათუმში, ა. წე------–-ს ქუჩა N---თან განთავსებული ორი ცალი სათამაშო აპარატი, აპარატი არის რკინის კონსტრუქციის, შეღებილია ყვითლად, სათამაშო აპარატებს გააჩნიათ გამჭვირვალე ეკრანი წინა და უკანა მხარეს, აპარატები დაილუქა ცალ-ცალკე, რის შემდეგაც დალუქული სათამაშო აპარატები გადატანილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ,,ბათუმის“ სათავსოში, ასევე დუ----–---------ძისგან ამოღებული იქნა ერთ-ერთ აპარატში არსებული ფულადი თანხა, კერძოდ 20 თეთრიანი მონეტებით რომლის საერთო წონა შეადგენს 11,45 კგ, 2290 ცალი, ხოლო ფულადი თანხა სულ 458 ლარი, ამოღებული ფულადი თანხა შეიფუთა შავი ფერის პარკში, შენაფუთი დაილუქა საგამოძიებო სამსახურის ლუქით ,,GEois-3452”; (იხ. ს.ფ.88-92)
2.2-- ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა მი----–----–------ემ რუ--–-----–---ძისგან ამოიღო ქ. ქო----–---ში აბ-–------------- მიმდებარედ განთავსებული ერთი ცალი სათამაშო აპარატი, რომლიდანაც ამოღებული იქნა მასში არსებული თანხა 330 ლარი.
ერთი ცალი მწვანე ფერის ორ პანელიანი აპარატი საიდანაც ამოღებული იქნა თანხა 339 ლარი
ამოღებული იქნა სალაროს თანხა 20 თეთრიანი მონეტებით სულ 176 ლარი, ამოღებული იქნა სათამაშო აპარატი, ამოღებული ნივთები დაილუქა საგამოძიებო სამსახურის ბეჭდით; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.93-98)
2.24. ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა ირ---–--------ისაგან ამოიღო ქ. ბათუმში, ჭა-------ს ქუჩა N--ის მიმდებარედ განთავსებული ერთი ცალი სათამაშო აპარატი, ვინაიდან აპარატის მესაკუთრე ედ----------ძე არ იმყოფებოდა მისამართზე ამოღებას ესწრებოდა ქ. ბათუმის მერიის, ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულში მერიის წარმომადგენელი. ვინაიდან აღნიშნულ აპარატში 20 თეთრიანი მონეტები არ იყო შესაბამისად მისი ამოღება, ვერ განხორციელდა.
ამოღებული ნივთები დაილუქა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.99-103)
2.25. ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა ომ----------–--ემ მუ------------ძისაგან ამოიღო ქ. ბათუმში, ა. წე------–-ს ქუჩა N--ის მიმდებარედ განთავსებული ერთი ცალი სათამაშო აპარატი და ამ აპარატში განთავსებული ფულადი თანხა 20 თეთრიანი მონეტების სახით, რომელთა წონამ შეადგინა 6,335 კილოგრამი, სულ 1267 ცალი ჯამში 253 ლარი და 40 თეთრი.
ამოღებული ნივთები დაილუქა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.104-109)
2.26. ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა ომ----------–--ემ მუ-----------ძისაგან ამოიღო ქ. ბათუმში, ა. წე------–-ს ქუჩა N--ის მიმდებარედ განთავსებული ერთი ცალი სათამაშო აპარატი, რომელიც არის რკინის კონსტრუქციის, სტაფილოს ფერი, გააჩნია 4 პატარა კარი, აპარატს გააჩნია გამჭვირვალე მინის ეკრანი, ოთხი წერტილი მონეტების ჩასაშვებად, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული იქნა ასევე ამ აპარატში განთავსებული ფულადი თანხა 20 თეთრიანი მონეტების სახით, რომელთა წონამ შეადგინა 11,25 კილოგრამი, სულ 2250 ცალი ჯამში 450 ლარი.
ამოღებული ნივთები დაილუქა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს ბეჭდით; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.110-114)
2.27. ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა ჯა------------ძემ დუ----–---------ძისაგან ამოიღო ქ. ბათუმში, ა. წე------–-ს ქუჩა N---ის მიმდებარედ განთავსებული სათამაშო აპარატი, რომელსაც გააჩნია 4 სათამაშო ადგილი, აპარატი არის ლითონის და შეღებილია ყვითლად, აპარატის გახსნის შემდეგ გვერდით ნაწილში აღმოჩნდა ყულაბები და ამ ყულაბებში განთავსებულია ფულადი თანხა 20 თეთრიანი მონეტების სახით, რომელთა წონამ შეადგინა 9.20 კილოგრამი, ჯამში 360,80 ლარი.
ამოღებული ნივთები დაილუქა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.115-120)
2.28.ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა სე------–---–-იამ როინ კონცელიძისგან ამოიღო ქ. ქო----–---ში თავდადებულის ქუჩა N-9-ის მიმდებარედ განთავსებული ერთი ცალი მწვანე ფერის, სათამაშო აპარატი და ამ აპარატში განთავსებული ფულადი თანხა 20 თეთრიანი მონეტების სახით, რომელთა ოდენობამ ჯამში 240 ლარი.
ამოღებული ნივთები დაილუქა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.122-128)
2.2-- ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა ომ----------–--ემ მუ------------ძისაგან ამოიღო მობილური ტელეფონი ,,S------“ იმეი კოდებით 1)3--------------- 01; 2) 3--------------- 01; მობილურ ტელეფონში განთავსებულია ჯეოსელის ერთი ნომერი 5-----------
ამოღებული ნივთები დაილუქა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.137-142)
2.30. ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა ბე–------–--ისგან ამოიღო მობილური ტელეფონი ,,S------“ იმეი კოდებით 1)3--------------- და 2) 3---------------; მობილურ ტელეფონში განთავსებულია ერთი ნომერი 5--------
ამოღებული ნივთები დაილუქა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.150-155)
2.31. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2016 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებლის ჯა------------ძის მიერ ჩატარდა ნი------------აძის პირადი ჩხრეკა, პირადი ჩხრეკის დროს მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა F14-ის ფირმის მობილური ტელეფონი შემდეგი იმეი კოდებით 3------------------------------- ტელეფონში მოთავსებული სიმ ბარათი, ნომრით 5-----------, ასევე შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ბლოკნოტი სადაც გაკეთებული ჩანაწერები.(იხ. ს.ფ.163-167)
2.32. ამოღების ოქმით 04.11.2016 წ დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებელმა ნათია დოლიძემ მუ-----------ძისაგან ამოიღო მობილური ტელეფონი ,,I-----“ იმეი კოდებით 1)0--------------; მობილურ ტელეფონში განთავსებულია ერთი ნომერი 5------------
ამოღებული ნივთები დაილუქა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ; (იხ. ს.ფ.175-179)
2.33. დათვალიერების ოქმის 19.04.2017წ თანახმად, 2017 წლის 19 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის ჯა------------ძის მიერ დათვალიერდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი CD-R დისკი ვიდეო მასალის კადრში ფიქსირდება ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში და დგას ფეხით სავალ ბილიკზე. სათამაშო აპარატს აქვს ოთხი სათამაშო ადგილი, აპარატთან ფიქსირდება მამაკაცი და აღნიშნული მამაკაცი სათამაშო აპარატში ხურდის ჩასაყრელ ჭრილში აგდებს ხურდებს, რის შემდეგაც აპარატის მონიტორზე ფიქსირდება სხვადასხვა ციფრები და მათი კომბინაცია.
დათვალიერებაში მონაწილე პირის, ედ----------ძის განმარტებით, დათვალიერებულ ვიდეომასალაში ასახული ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი წარმოადგენს მის საკუთრებას და აღნიშნული აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე 2016 წლის 05 ოქტომბრიდან, 2016 წლის 04 ნოემბრამდე პერიოდში განთავსებული ქონდა ქ. ბათუში, წე------–-ს ქუჩა N--ში (იხ. ს/ფ.202-203)
2.34. დათვალიერების ოქმის 11/05/2017წ თანახმად, 2017 წლის 11 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის ჯა------------ძის მიერ დათვალიერდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი CD-R დისკი ვიდეო მასალის კადრში ფიქსირდება ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში და დგას ფეხით სავალ ბილიკზე. სათამაშო აპარატს აქვს ოთხი სათამაშო ადგილი, აღნიშნულ აპარატთან ფიქსირდება რამდენიმე მამაკაცი და აღნიშნული მამაკაცები სათამაშო აპარატში ხურდის ჩასაყრელ ჭრილში აგდებენ ხურდებს, რის შემდეგაც აპარატის მონიტორზე ფიქსირდება სხვადასხვა ციფრები და მათი კომბინაცია.
დათვალიერებაში მონაწილე პირის, განმარტებით, დათვალიერებულ ვიდეომასალაში ასახული ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი წარმოადგენს მუ-----------ძის საკუთრებას და აღნიშნული აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე 2016 წლის 02 ოქტომბრიდან, 2016 წლის 04 ნოემბრამდე პერიოდში განთავსებული ქონდა ქ. ბათუში, წე------–-ს ქუჩა N--ში (იხ. ს/ფ.212-213)
2.35. დათვალიერების ოქმის 19/04/2017წ თანახმად, 2017 წლის 19 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის ჯა------------ძის მიერ დათვალიერდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი DVD დისკი ვიდეო მასალის კადრში ფიქსირდება ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში და დგას ფეხით სავალ ბილიკზე. სათამაშო აპარატს აქვს ოთხი სათამაშო ადგილი, აღნიშნულ აპარატთან ფიქსირდება რამდენიმე მამაკაცი და აღნიშნული მამაკაცები სათამაშო აპარატში ხურდის ჩასაყრელ ჭრილში აგდებენ ხურდებს, რის შემდეგაც აპარატის მონიტორზე ფიქსირდება სხვადასხვა ციფრები და მათი კომბინაცია კადრში ასევე ჩანს მამაკაცი, რომელიც აღებს სათამაშო აპარატის კარს , მალევე ხურავს, რის შემდეგაც საუბრობს ტელეფონზე.
დათვალიერებაში მონაწილე პირის, მუ-----------ძის განმარტებით, დათვალიერებულ ვიდეომასალაში ასახული ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი წარმოადგენს მის საკუთრებას და აღნიშნული აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე 2016 წლის 02 ოქტომბრიდან, 2016 წლის 04 ნოემბრამდე პერიოდში განთავსებული ქონდა ქ. ბათუში, წე------–-ს ქუჩა N--ში (იხ. ს/ფ.217-218)
2.36. დათვალიერების ოქმის 19/04/2017წ თანახმად, 2017 წლის 19 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის ჯა------------ძის მიერ დათვალიერდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი CD-R დისკი ვიდეო მასალის კადრში ფიქსირდება ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში და დგას ფეხით სავალ ბილიკზე. სათამაშო აპარატს აქვს ოთხი სათამაშო ადგილი, სათამაშო აპარატს მიკრული აქვს თაბახის ფურცელი წარწერით 18. აღნიშნულ აპარატთან ფიქსირდება მამაკაცი და მამაკაცი ხურდის ჩასაყრელ ჭრილში აგდებს ხურდას, რის შემდეგაც აპარატის მონიტორზე ფიქსირდება სხვადასხვა ციფრები და მათი კომბინაცია კადრში ასევე ჩანს აპარატის გვერდით მაღაზიასთან მდგომი ქალბატონი, ასევე კადრში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთანაც კომუნიკაციას ამყარებს ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი პირი. დათვალიერებაში მონაწილე პირის, დუ----–---------ძის განმარტებით, დათვალიერებულ ვიდეომასალაში ასახული ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი წარმოადგენს მის საკუთრებას და აღნიშნული აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე 2016 წლის 08 ოქტომბრიდან, 2016 წლის 04 ნოემბრამდე პერიოდში განთავსებული ქონდა ქ. ბათუში, წე------–-ს ქუჩა N---ში, დუ----–---------ძის განმარტებით, მას იმავე მისამართზე განთავსებულ ქონდა მეორე სათამაშო აპარატი, აპარატების ფუნქციონირებას ახორციელებდა პირადად და ეხმარებოდა მისი მეუღლე ნა-----------ე.
დათვალიერებაში მონაწილე პირის, ნა-----------ის განმარტებით, დათვალიერებულ ვიდეომასალაში ასახული ყვითელი ფერის სათამაშო აპარატი წარმოადგენს დუ----–---------ძის საკუთრებას და აღნიშნული აპარატი 2016 წლის 08 ოქტომბრიდან 2016 წლის 04 ნოემბრამდე პერიოდში განთავსებული ქონდა ქ. ბათუში, წე------–-ს ქუჩა N---ში, ამავე მისამართზე დუ----–---------ძეს განთავსებული ქონდა მეორე სათამაშო აპარატი, რომელიც კადრში არ არის მოხვედრილი, აპარატების ფუნქციონირებას ახორციელებდა დუ----–---------ძე, ხოლო ეხმარებოდა ნა-----------ე. (იხ. ს/ფ.238-241)
2.38. საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა ჯა------------ძემ და ომ----------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება, განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას რაიმე სახით შენიშვნა ან პრეტენზია მონაწილე პირთა მხრიდან არ დაფიქსირებულა (იხ სხდომის ოქმი: 2--11.2017წ, 13:14:28სთ-13:19:20სთ; ოქმი 28.0--2018წ 17:17:08სთ-17:35:20სთ)
2.39. სასამართლო ვერ გაიზიარებს მუ-----------ძის მტკიცებას მის მიმართ წარდგენილი ბრალდების საპირისპიროდ, სადაც მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ქ. ბათუში წე------–-ს ქ. #--ში განთავსებული სათამაშო აპარატი, თუმცა ის იყო კუსტარული, ხელოვნურად დამზადებული და არ წარმოადგენდა ელექტრომექანიკურ მოწყობილობას; მან როცა გადაწყვიტა ამ სახის საქმიანობა ეწარმოებინა, მივიდა საგადასახადო სამსახურში, იქ შეხვდა შესაბამის უფლებამოსილ პირს, - შემოსავლების სამსახურის ოფიცერს, მას აუხსნა თუ რა სახის საქმიანობას და რა საშუალებით აპირებდა და განაცხადა წერილობით, ასევე სურდა მიენიჭებინათ მისთვის მიკრო ბიზნესის განმახორციელებელი პირის სტატუსი, აჩვენა კიდეც აპარატის ფოტოსურათები და მიიღო სამეწარმეო საქმიანობისთვის შესაბამისი სერტიფიკატი; შემოსავლების სამსახურში მითვის არ უთქვამთ და არ აუხსნიათ, რომ ამ საქმიანობისთვის მას ესაჭიროებოდა სპეციალური ნებართვა; მას წარმოდგენილი აქვს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მას არ დაუმალავს საგადასახადო სამსახურისთვის რომ გასართობი სათამაშო აპარატით უნდა განეხორციელებინა თავისი სამეწარმეო საქმიანობა; ვინაიდან მისი კუთვნილი აპარატი დამზადებული იყო კუსტარულად, ის ამ ნებართვას და მოსაკრებლის გადახდას არ საჭიროებდა; თუ ამის სავალდებულოობა იყო, უნდა აეხსნათ მისთვის; მან მიმართა შესაბამის სამსახურს; ასევე მიმართა ექსპერტიზის ბიუროს დამატებით და წარმოადგინა დასკვნა, სადაც დადასტურებულია, რომ მისი სათამაშო აპარატი არ არის ქარხნული წესით დამზადებული და დამზადებულია კუსტარულად;
ამდენად ბრალდებული მიიჩნევს, რომ მას არ დაურღვევია კანონით დადგენილი მოთხოვნები და მოითხოვს უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში; (იხ სხდომის ოქმი 20.1--2019წ);
2.40.სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ და აღნიშნულს თავად მუ-----------ძეც ადასტურებს, - ის აწარმოებდა სათამაშო აპარატით ბიზნესს, მას სათამაშო აპარატი განთავსებული ჰქონდა წე------–-ს ქ. #--ში ;
ასევე დადასტურებულია, რომ ბრალდებულს 2016 წლის მარტის თვეში მიღებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსის სერტიფიკატი, საქმიანობის სახედ სერტიფიკატში მითითებულია ხელოვნურად დამზადებული გასართობი სათამაშო აპარატი; (იხ ს.ფ. 55-58; ტ-2 );
საქმის მასალებით ასევე წარმოდგენილია ცნობარი, სადაც განსაზღვრულია თუ ვის შეიძლება მიენიჭოს მიკრობიზნესის სტატუსის და რა სახის საქმიანობა ეკრძალება ამ სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტს; აქვე მითითებულია აკრძალული საქმიანობები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ამ სტატუსის მინიჭება - მათ შორისაა საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ლიცენზირებას, ან ნებართვას;(ს.ფ 59. ტ-2);
2.41. საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარებული ექსპერტიზით მათ შორისაა მუ-----------ძის კუთვნილი სათამაშო აპარატიც, დადგენილია, რომ ამოღებული სათამაშო აპარატებდან ყველა მათგანს გააჩნია მიკროსქემა ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე მიკროსქემა თითოეული განკუთვნილია კონკრეტული სათამაშო ადგილისათვის, რომელთა საშუალებითაც პროგრამის მეშვეობით ხორციელდება თამაშის წარმართვა და შესაბამისად აღნიშნული აპარატები ფუნქციონირებენ მიკროსქემის საშუალებით და წარმოადგენენ ელექტრო მექანიკურ აპარატებს.
ექსპერტმა გი-------–-------ემ საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ ამოღებული აპარატები დაჯგუფდა სამ სხვადასხვა ტიპის აპარატებად; სამივე ტიპის აპარატები ციფერბლატზე მომგებიანი კომბინაციის შემდგომ იძლევიან ფულად მოგებას; აღნიშნულ აპარატებზე თამაშის პროცესში მოთამაშეს არ შეუძლია განსაზღვროს თამაშის შედეგი, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია აპარატის მეხსიერებაში ჩატვირთულ პროგრამაზე; ასევე ექსპერტმა დაადასტურა, რომ მუ-----------ძის სათამაშო აპარატი დამზადებულია კუსტარულად და მასზე ქარხნული ნიშნები არ არის განთავსებული; (იხ ოქმი , განაჩენი პუნქტი 2.13);
მიუხედავად იმისა, რომ მუ-----------ძის კუთვნილი აპარატი კუსტარულად , არაქარხნული წესითაა დამზადებული, - დადგენილია, რომ ის წარმოადგენს ელექტრომექანიკურ მოწყობილობას და მასში ჩატვირთული მიკროსქემის მეშვეობით თამაშის დროს განხორციელებული კომბინაციით ხდება მოგების მიღება, რაც, როგორც მოწმეების გამოკვლევით დადასტურდა, იძლევა შემთხვევითობით მოგების მიღების შესაძლებლობას და მოთამაშეს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს მოცემული;
2.42. ამდენად, სათამაშო აპარატების ფუნქციონირებისათვის როგორც სხვა ბრალდებულებისათვის, ისე მუ-----------ძისათვის სავალდებულო იყო შესაბამისი ნებართვა, რაც თავისთავად გულისხმობდა გარკვეული მოსაკრებელის გადახდას და სათამაშო აპარატის სალონის მოწყობას; რაც მუ-----------ძის მხრიდან უზრუნველყოფილი არ ყოფილა; ის, რომ ბრალდებულმა მიმართა შესაბამის სამსახურს ამის თაობაზე და მიიღო მიკრო ბიზნესის სტატუსი, - არ ათავისუფლებდა მას იმ ვალდებულებისაგან, რომ ამ სახის სამეწარმეო საქმიანობისათვის მოეწყო სათამაშო აპარატის სალონი და მიეღო შესაბამისი ნებართვა; მას ამ ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებდა არც ხელოვნურად კუსტარულად დამზადებული აპარატი, რადგან ისიც სხვა აპარატების მსგავსად დადგენილია, რომ წარმოადგენდა ელექტრომექანიკურ მოწყობილობას და მასში ჩატვირთული იყო მიკროსქემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა თამაში მოგების მისაღებად;
2.43. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქმის განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებებით, გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო მოქმედებებით, ამოღების ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა ინფორმაცია) ერთობლიობით შეფასებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს რომ ბრალდებულებმა ედ----------ძემ, რუ--–-----–---ძემ, მუ-----------ძემ, დუ----–---------ძემ და მუ------------ძემ მათ მიერ განხორცილებული ქმედებით
კანონის მოთხოვნათა დარღვევით - უკანონო სამეწარმეო საქმიანობით, -სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ელექტრო მექანიკური მოწყობილობების მქონე სათამაშო აპარატების ფუნქციონირებით, საიდანაც იღებდნენ ფულად შემოსავალს/მოგებას, რამაც აღნიშნულმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურს) მიაყენა ზიანი, ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით;
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ინკრიმინირებულია ქმედება სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ ; სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა , რომელიც ხორციელდება მოგების მირების მიზნით; სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედი სამართლის ნორმებს;
საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. მასში იგულისხმება საქმიანობის განხორციელება, რომელიც რეგისტრაციას ან სპეციალურ ნებართვას საჭიროებს ამ პირობების დაცვის გარეშე;
საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფოს ეკონომიკური, ფინანსური, კულტურული, ეკოლოგიური და სხვა სახის ინტერესები (მაგ: საზოგადოებრივი უშიშროება, მოსახლეობის ჯანმრთელობა და ა.შ.) ზ/აღნიშნული დანაშული ზიანს აყენებს პირველ რიგში სახელმწიფოს ეკონომიკურ, ფინანსურ ინტერესებს, ასევე შესაძლებელია არსებობდეს დანაშაულის დამატებითი უშუალო ობიექტები, რომელთაც შესაძლოა მიადგეთ ზიანი. დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, ე.ი. პირს, შეგნებული აქვს, რომ წესების დარღვევით ახდენს სამეწარმეო საქმიანობას , რათა მიიღოს მოგება და თავი აარიდოს კანონიერ გადასახადს, რითაც ზიანდება სახელმწიფო ინტერესები;
საქმის განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია და დადასტურებულია, რომ ბრალდებულების მხრიდან სათამაშო აპარატების მეშვეობით სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა საქართველოს კანონების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ „ - მოთხოვნათა დარღვევით ;
კერძოდ საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ „ მესამე მუხლის თანახმად, აზარტული თამაშობები არის თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე; ისინი ტარდება სათამაშო აპარატის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა ; აზარტული თამაშობების ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სათამაშო აპარატის სალონში „. ამავე მუხლის თანახმად სათამაშო აპარატების სალონი არისსპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ფართობის ნაწილი (მათ შორის, გამოყოფილი ფართობის ნაწილი);
სათამაშო აპარატი კი არის ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, მათ შორის, აზარტული თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში განთავსებული კომპიუტერი ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში აზარტული თამაშობებისთვის განთავსებული კომპიუტერი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას.
ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად ნებართვის გაცემას ექვემდებარება სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა;
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისათვის განსაზღვრულია მოსაკრებლების გადახდა, კანონით დადგენილი ოდენობით და წესით;
აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული და გამოკვლეული 16 აპარატიდან ყველა მათგანს მათ შორის მუ-----------ძის კუთვნილი სათამაშო აპარატს, - გააჩნია მიკროსქემა ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე მიკროსქემა თითოეული განკუთვნილია კონკრეტული სათამაშო ადგილისათვის, რომელთა საშუალებითაც პროგრამის მეშვეობით ხორციელდება თამაშის წარმართვა, აქედან გამომდინარე აღნიშნული აპარატები ფუნქციონირებენ მიკროსქემის საშუალებით და წარმოადგენენ ელექტრო მექანიკურ აპარატებს.
დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ განთავსებული - მათ მფლობელობასა თუ საკუთრებაში არსებული სათამაშო აპარატების ფუნქციონირება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი 38-ე ნაწილით მიხედვით საჭიროებდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვას, ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად განსაზღვრულია სათამაშო აპარატების სანებართვო წლიური მოსაკრებელი, რაც არცერთ აპარატზე გადახდილი არ არის;
ბრალდებულების მხრიდან სამეწარმეო საქმიანობა ამ სახით ხორციელდებოდა უკანონოდ; სათამაშო აპარატები ფუნქციონირებდა; მეწარმეებზე არ ყოფილა გაცემული სათამაშო სალონის მოწყობის ნებართვა, მათი მხრიდან არ არის გადახდილი კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დუ----–---------ძემ, რუ--–-----–---ძემ, ედ----------ძემ, მუ------------ძემ და მუ-----------ძემ, მათ მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1- ლი ნაწილით
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ბრალდებულებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ;
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმეს, ჩადენის დროს, შედეგს; ბრალდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია 2016 წელს დანაშაულის ჩადენიდან გასულია საკმაო დრო, ბრალდებულები არცერთი მათგანი არ ყოფილა შემჩნეული ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში;
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს მათი ასაკის წარსული და პიროვნული მახასიათებლების, მათი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა მინიმალური ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნებს.
6. ნივთიერი მტკიცებულების , ყადაღის და სხვა საკითხები:
6.1. მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებს წარმოადგენს: ქალაქ ბათუმში წე------–-ს ქუჩა N---დან , ქალაქ ბათუმში წე------–-ს ქუჩა N---დან, ქალაქ ბათუმში წე------–-ს ქუჩა N41-დან , ქალაქ ბათუმში წე------–-ს ქუჩა N--დან, , ქალაქ ბათუმში ჭა-------ს ქუჩა N- მიმდებარე ტერიტორიიდან და ქალაქ ქო----–---ში აბ-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან საგამოძიებო მოქმედებების გზით ამოღებული სათამაშო აპარატები ინახება გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ დაცულ საცავში;
-სათამაშო აპარატებიდან ამოღებული ფულადი თანხა ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში;
- ხუთი ცალი კომპაქტ დისკი და ერთ ცალ DVD დისკი (რომლებზეც ჩაწერილია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალები) - ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენში, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს ზ/მითითებული მიხლის დანაწესიდან გამომდინარე;
6.2. უკანონო სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი - ფულადი თანხა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაეცეს სახელმწიფოს;
6.3. მოცემულ საქმეზე ბრალდებულების რუ--–-----–---ძის და მუ-----------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის დ 2017 წლის 08 ივნისის განჩინებების საფუძველზე ყადაღა დაედო ავ--------– ბე–----ის და მუ-----------ძის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებების 3000 ლარის ღირებულების წილს;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და შესაბამისად ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადარებულ ზ/მითითებულ უძრავ ქონებებს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 158-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული დუ----–---------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ დუ----–---------ძის მიმართ 2017 წლის 21 აპრილს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
2. ბრალდებული მუ-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მუ-----------ძის მიმართ 2017 წლის 21 აპრილს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 ივნისის განჩინებით - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ - მუ-----------ძის (პ/ნ 6----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე ბათუმი, ნონეშვილის ქუჩა N-4, ბინა 6-ში (საკადასტრო კოდი - N 0--30.08.033.0--006) - 3000 / სამი ათასი/ ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. ბრალდებული ედ----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ედ----------ძის მიმართ 2017 წლის 21 აპრილს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
4. ბრალდებული რუ--–-----–---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ რუ--–-----–---ძის მიმართ 2017 წლის 21 აპრილს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ - ავ--------– ბე–----ის (პ/ნ 6----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მისამართი: ქო----–---ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქო----–---ი, საკადასტრო კოდი- N20.1--02.0--)
5. ბრალდებული მუ------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მუ------------ძის მიმართ 2017 წლის 21 აპრილს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
6. ნივთიერი მტკიცებულება - ქალაქ ქო----–---ში თავისუფლების ქუჩა N-9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობიდან ამოღებული იქნა 1) ერთი ცალი სათამაშო აპარატი, რუსული წარწერით ‘’В----'' , 2) ამოღებული იქნა მწვანე ფერის სათამაშო აპარატი რუსული წარწერით ,,М-------------'' 3) ამოღებული იქნა ერთი ცალი სათამაშო აპარატი წითელი ფერის, ყვითელი ზოლებით, რომლებიც ინახება გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ დაცულ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ამავე აპარატებიდან (ამოღების ოქმი 04.11.2016, ს.ფ.82-87) ამოღებული ფულადი თანხები: 221 ლარი - 20 თეთრიანი მონეტებით, (პირველი სათამაშო აპარატიდან), 275 ლარი (მეორე სათამაშო აპარატიდან), 484 ლარი (მესამე სათამაშო აპარატიდან - , რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად გადაეცეს სახელმწიფოს.
7.ნივთიერი მტკიცებულება - დუ----–---------ძისაგან ამოღებული ქ. ბათუმში, ა. წე------–-ს ქუჩა N---თან განთავსებული ორი ცალი სათამაშო აპარატი, რომელიც ინახება გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ დაცულ საცავში, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ერთერთი აპარატიდან ამოღებული ფულადი თანხა 20 თეთრიანი მონეტებით, სულ - 458 ლარი, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად გადაეცეს სახელმწიფოს (ამოღების ოქმი 04.11.2016 წ, ს.ფ.88-92);
8. ნივთიერი მტკიცებულება - რუ--–-----–---ძისგან ამოღებული ერთი ცალი სათამაშო აპარატი, ერთი ცალი მწვანე ფერის ორ პანელიანი აპარატი (განთავსებული ქ. ქო----–---ში აბ-–------------- მიმდებარედ), რომელიც ინახება გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ დაცულ საცავში, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ამავე აპარატებიდან ამოღებული ფულადი თანხა - 330 ლარი, მწვანე ფერის ორ პანელიანი აპარატიდან ამოღებული - თანხა 339 ლარი, სალაროს თანხა 20 თეთრიანი მონეტებით - სულ 176 ლარი, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად გადაეცეს სახელმწიფოს (ამოღების ოქმით 04.11.2016 წ. ს.ფ.93-98)
9. ნივთიერი მტკიცებულება - ირ---–--------ისაგან ამოღებული - ქ. ბათუმში, ჭა-------ს ქუჩა N--ის მიმდებარედ განთავსებული ედ----------ძის კუთვნილი ერთი ცალი სათამაშო აპარატი, რომელიც ინახება გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ დაცულ საცავში, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით. (ამოღების ოქმი 04.11.2016 ს.ფ.99-103)
1-- ნივთიერი მტკიცებულება - მუ------------ძისაგან ამოღებული - ქ. ბათუმში, ა. წე------–-ს ქუჩა N--ის მიმდებარედ განთავსებული ერთი ცალი სათამაშო აპარატი, რომელიც ინახება გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ დაცულ საცავში, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ამავე აპარატიდან ამოღებული მასში განთავსებული ფულადი თანხა 20 თეთრიანი მონეტების სახით, რომელთა წონამ შეადგინა 6,335 კილოგრამი, სულ 1267 ცალი ჯამში 253 ლარი და 40 თეთრი, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად გადაეცეს სახელმწიფოს (ამოღების ოქმი 04.11.2016 წ. ს.ფ.104-109);
11. ნივთიერი მტკიცებულება - მუ-----------ძისაგან ამოღებული - ქ. ბათუმში, ა. წე------–-ს ქუჩა N--ის მიმდებარედ განთავსებული ერთი ცალი სათამაშო აპარატი, რკინის კონსტრუქციის, სტაფილოს ფერი, რომელიც ინახება გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ დაცულ საცავში, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ამავე აპარატიდან საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 20 თეთრიანი მონეტების სახით, რომელთა წონამ შეადგინა 11,25 კილოგრამი, სულ 2250 ცალი ჯამში 450 ლარი, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად გადაეცეს სახელმწიფოს (ამოღების ოქმი 04.11.2016 წ. ს.ფ.110-114);
1-- ნივთიერი მტკიცებულება - დუ----–---------ძისაგან ამოღებული - ქ. ბათუმში, ა. წე------–-ს ქუჩა N---ის მიმდებარედ განთავსებული სათამაშო აპარატი, რომელიც ინახება გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ დაცულ საცავში, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ამავე აპარატიდან საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 20 თეთრიანი მონეტების სახით, რომელთა წონამ შეადგინა 9.20 კილოგრამი, ჯამში 360,80 ლარი, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად გადაეცეს სახელმწიფოს (ამოღების ოქმით 04.11.2016 წ. ს.ფ.115-120);
13. ნივთიერი მტკიცებულება - როინ კონცელიძისგან ამოღებული ქ. ქო----–---ში თავდადებულის ქუჩა N-9-ის მიმდებარედ განთავსებული ერთი ცალი მწვანე ფერის, სათამაშო აპარატი, - რომელიც ინახება გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის“ დაცულ საცავში, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ამავე აპარატიდან საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 20 თეთრიანი მონეტების სახით, სულ 240 ლარი, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად გადაეცეს სახელმწიფოს (ამოღების ოქმი 04.11.2016 წ. ს.ფ.122-128)
14. ნივთიერი მტკიცებულებება - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად: მუ------------ძისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი ,,S------“ იმეი კოდებით 1)3--------------- 01; 2) 3---------------,ბე–------–--ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი ,,S------“ იმეი კოდებით 1)3--------------- და 2) 3---------------;
ნი------------აძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული F14-ის ფირმის მობილური ტელეფონი - იმეი კოდებით 3-------------------------------, და ბლოკნოტი ჩანაწერებით -
მუ-----------ძისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი ,,I-----“ იმეი კოდებით 1)0--------------, - რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს/მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს კანონით დადგენილი წესით.
15. ნივთიერი მტკიცებულება - 5 ცალი კომპაქტ დისკი და ერთ ცალი DVD დისკი (რომლებზეც ჩაწერილია ფარული საგამოძიებო მოქმედების ,,ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის” შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალები), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
16. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს და სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, გაფორმების ეკონომიკური ზონა "ბათუმის" ადმინისტრაციას;
17. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
18. განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე