განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
330100119002973111
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1899-19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მ------ გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ---რგი მუკბანიანი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ----–-- ა-–---–ას ძე ღ-------–-- (დ----------–ი - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: გ---–-----ში, სოფელი ფ–---ში, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, დაბა კ--------ი, ი---------ის ქუჩა #-- კორპუსი #-, ბინა #--ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი

 

ადვოკატი - დ----- კ----------–---–ი

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილი და ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი

 

დისპოზიცია: ა) პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების ან თავისთვის და სხვისთვის მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, „ქურდული სამყაროს“ წევრმა განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა

 

ბრალდებული - ბ-–-- შ-----ს ძე ტ------ე (დ----------–ი - 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, ვ. ბ--------–---–ის ქუჩა #---ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი

 

ადვოკატი - გ---- თ-----–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: „ქურდული სამყაროს“ წევრობა

 

ბრალდებული - გ-- ა-------ის ძე მ---ი (დ----------–ი - 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, ლ----- ა-–-----მ---იშვილის ქუჩა #--ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი

 

ადვოკატი - ა------ი რ------–---–ი, ი----- ხ-----–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: „ქურდული სამყაროს“ წევრობა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი აღიარებენ ქურდულ სამყაროს და აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში. მათ სისტემატური და აქტიური კავშირი აქვთ „კანონიერ ქურდ“ ზ---– მ---------–--ესთან, ასევე საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომელთა დავალებით აქტიურად მოქმედებენ „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად. ქ. თბილისში, ნ-------–-ზე განთავსებულია შპს „ა-–----ის“ კუთვნილი სხვადასხვა სახის პროდუქციის სავაჭრო ჯიხურები, აღნიშნული შპს-ს 67%-ის წილის მფლობელია მ----- რ-------ე, ხოლო 33%-ის - რ----–-- ღ-------–--. გარდა ამისა, მ----- რ-------ე აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორად დაინიშნა 2018 წლის 0---------ოს.

 

1.2. აღნიშნულის შემდეგ, რ----–-- ღ-------–--ს წარმოეშვა დავა მ----- რ-------ესთან კომპანიის წილებთან და შემოსავალებთან დაკავშირებით. რ----–-- ღ-------–--მ არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, მ----- რ-------ეზე და მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს - ბ-–-- ტ------ეს და გ-- მ---ს, რომლებსაც სთხოვა მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით დავა მის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ. თავის მხრივ, აღნიშნული დავის „ქურდული გარჩევის“ გზით განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, თავდაპირველად მ----- რ-------ეს დაუკავშირდა ბ-–-- ტ------ე, რომელმაც თავი გააცნო „კანონიერი ქურდის“ ზ---– მ---------–--ის წარმომადგენლად და 2019 წლის 2---------ს შეხვდა ქ. თბილისში, დ---–--ის ქუჩა #--ში არსებულ კაფე „დ---------ში“. შეხვედრისას, ბ-–-- ტ------ემ თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მ----- რ-------ესთან განიხილა შპს „ა-–----ის“ წილებთან და შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე შეუთანხმდა, რომ დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად დაუკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ზ---– მ---------–--ეს და იმოქმედებდნენ მისი გადაწყვეტილების შესაბამისად. 2019 წლის 0------------–ს, ქ. თბილისში, დ---–--ის ქუჩა #--ში არსებულ კაფე „დ---------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბ-–-- ტ------ე, ასევე ქურდული სამყაროს წევრ გ-- მ---თან ერთად კვლავ შეხვდა მ----- რ-------ეს, რა დროსაც თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით განაგრძეს შპს „ა-–----ის“ წილების განაწილებასა და შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მ----- რ-------ეს, როგორც კომპანიის დირექტორს, თავისთვის სარგებლის მიღების მიზნით მოსთხოვეს შპს „ა-–----ის“ კუთვნილი 2 სავაჭრო ჯიხურის დათმობა, „კანონიერი ქურდის“ ზ---– მ---------–--ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. იმავე დღეს, ბ-–-- ტ------ემ და გ-- მ---მა სადავო საკითხი განიხილეს უკვე დავაში მონაწილე მხარის რ----–-- ღ-------–--ს და მ----- რ-------ის მონაწილეობით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქ. თბილისში, კ--------ს ქუჩა #---ში მდებარე კაფეში, სადაც კვლავ დაადასტურეს მათი მოთხოვნა 2 სავაჭრო ჯიხურის გადაცემასთან დაკავშირებით და სანაცვლოდ თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით დაპირდნენ მფარველობას. 2019 წლის 1------------–ს, ქ. თბილისში დ---–--ის ქუჩა #--ში არსებულ კაფე „დ---------ში“ ერთმანეთს შეხვდნენ ბ-–-- ტ------ე, რომელიც შეხვედრაზე მივიდა „კანონიერი ქურდის“ ზ---– მ---------–--ის შვილთან - მ---–---- მ---------–--ესთან ერთად და მ----- რ-------ე, რა დროსაც ბ-–-- ტ------ემ მ---–---- მ---------–--ის ტელეფონით მ----- რ-------ე ასაუბრა „კანონიერ ქურდ“ ზ---– მ---------–--ესთან, რომელმაც უშუალოდ განიხილა სადავო საკითხი და მ----- რ-------ეს გამოუცხადა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჯიხურების დათმობის თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ, ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი აქტიურად განიხილავდნენ მათი მონაწილეობით კანონიერი ქურდის ზ---– მ---------–--ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

1.3. რ----–-- ღ-------–--მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, „A----” მოდელის, 5,45 მმ. კალიბრის კ--–-–------ის კონსტრუქციის ავტომატი, კ--–-–------ის კონსტრუქციის ავტომატებისთვის განკუთვნილი მჭიდი და 21 (ოცდაერთი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნა. ხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას რ----–-- ღ-------–-- 2019 წლის 2--------ის მდგომარეობით მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ.თბილისში, დაბა კ--------ი, ი---------ის ქუჩა 2, 4----- 1--- კორპუსი #--ში მდებარე დედის - ე------------ს საცხოვრებელ ბინაში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ მ----- რ-------ის და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - რ----–-- ღ-------–--ს, ბ-–-- ტ------ის და გ-- მ---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია რ----–-- ღ-------–--ს, ბ-–-- ტ------ის და გ-- მ---ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, რ----–-- ღ-------–-- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ----- რ-------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმ-----ა, რომ 2018 წლის 0---------ოდან არის შპს „ა-–----ის“ დირექტორი, რომელიც ქალაქ თბილისში, ნ-------–-ს ტურისტულ ზონაში ფლობს სავაჭრო ობიექტებს. 2017 წელს დასაწყისში აღნიშნული კომპანია დააფუძნეს და კომპანიაში წილს ფლობდნენ ქ------- ბ---–----- - 34%-ს, რ----–-- ღ-------–-- - 33%-ს და ი---- ძ------ - 33%-ს, ხოლო კომპანიის დირექტორი იყო რ----–-- ღ-------–--. კომპანიის დაფუძნებიდან დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში ქ------- ბ---–-----ს და ი---- ძ------ს კომპანიის საქმიანობიდან არანაირი შემოსავალი არ მიუღიათ და მთლიანი თანხა მიჰქონდა რ----–-- ღ-------–--ს, იმ მოტივით, თითქოს ისტუმრებდა ვალებს. იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა მმართველობის ხანგრძლივი გამოცდილება, ქ------- ბ---–-----ს თხოვნით, რომელმაც 2018 წლის დასაწყისში გადაუფორმა თავისი 34%-იანი წილი, ჩაერთო შპს „ა-–----ის“ მართვაში და აღმოაჩინა, რომ კომპანიაში დოკუმენტაცია იყო მოუწესრიგებელი, თანხები მიჰქონდა კომპანიის დირექტორს რ----–-- ღ-------–--ს, ხოლო დანარჩენ მეწილეებს არაფერს აძლევდა, ასევე პრობლემები ჰქონდა თბილისის მერიასთანაც. ი---- ძ------სთან მოლაპარაკების შედეგად, მან დათმო თავისი წილობრივი პროცენტები მის სასარგებლოდ, რის სანაცვლოდაც ი---- ძ------ს გადაეცა ხუთი სავაჭრო ადგილი. ამდენად, იგი გახდა 67%-ის მესაკუთრე, ხოლო რ----–-- ღ-------–--ს დარჩა 33%. 2018 წლის 0---------ოს იგი დაინიშნა შპს „ა-–----ი“-ს დირექტორად. დაზარალებულის განმ-----ებით, ნ-------–-ს ტურისტულ ზონაში შპს „ა-–----ს“ ეკუთვნის 33 სავაჭრო ადგილი, საიდანაც როგორც უკვე აღინიშნა - 5 ადგილი გადაეცა ი---- ძ------ს, ხოლო დარჩენილი 28 ადგილი წილების მიხედვით არ გამიჯნულა. მან მოაწესრიგა კომპანიის მუშაობა დოკუმენტურად, რ----–-- ღ-------–-- თავისი შეხედულებისამებრ ვეღარ განაგებდა ფინანსებს, რამაც გამოიწვია მისი და მისი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი დის ლ------ ღ-------–--ს და მისი მეუღლის გ--–- კ------ს უკმაყოფილება. რ----–-- ღ-------–-- მისგან მოითხოვდა კომპანიიდან 50% წილის მიცემას, რაზეც მიიღო უარი. პარალელურად რ----–-- ღ-------–--ს სიძე, დის ლ------ ღ-------–--ს მეუღლე - გ--–- კ------ მის მიმართ გამოთქვამდა პრეტენზიებს, თითქოს შპს „ა-–----ის“ მფლობელობაში არსებული სავაჭრო ობიექტების კეთილმოწყობისთვის რ----–-- ღ-------–--სთვის გადაცემული ჰქონდა თანხმები და თავდაპირველად სთხოვდა 60-62.000 ლარის, ხოლო შემდეგ უკვე 280.000 ლარის ანაზღაურებას. აღნიშნული თანხის ანაზღაურებას ითხოვდა რ----–-- ღ-------–--ც, ხოლო მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ საქმეში ჩარევდა „კანონიერ ქურდებს“. 2018 წლის შემოდგომაზე ი---- ძ------მ უთხრა, რომ რ----–-- ღ-------–--ს მისთვის უთქვამს, რომ „კანონიერ ქურდთან“, მეტსახელად „გ-–-------თან“ მიდიოდა თ--------ში, რათა ეცნობებინა მასთან კონფლიქტის შესახებ. დაზარალებულის განმ-----ებით, თავად რ----–-- ღ-------–--საც არაერთხელ უთქვამს „კანონიერი ქურდის“, მეტსახელად „გ-–-------ის“ ჩართულობის შესახებ, რამაც მასში გამიწვია შიში. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის ი------ის ბოლოს მას დაუკავშირდა ბ-–-- ტ------ე, რომელმაც უთხრა, რომ მას მიმართა რ----–-- ღ-------–--მ შპს „ა-–----ის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით და სთხოვა შეხვედრა. იგი ბ-–-- ტ------ეს შეხვდა ქ. თბილისში, დ---–--ის ქუჩაზე მდებარე კაფე „დ---------ში“, სადაც ბ-–-- ტ------ეს ახლდა მისი მეუღლე - მ--- ღ--------. აღნიშნული შეხვედრისას ბ-–-- ტ------ემ უთხრა, რომ იგი იყო კანონიერი ქურდის - ზ---– მ---------–--ის, ზედმეტსახელად „გ-–-------ის“ წარმომადგენელი, მისი დავალებით სურდა სიტუაციაში გარკვევა და მისი მოგვარება, კერძოდ, ბ-–-- ტ------ემ მოსთხოვა, რომ რ----–-- ღ-------–--ს შვილისთვის, ყოველგვარი გადასახადის გარეშე უნდა დაეთმო ორი ადგილი, ხოლო ორი ადგილი უნდა გადაეცა კანონიერი ქურდებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან ბ-–-- ტ------ეს უთხრა, რომ რ----–-- ღ-------–--ს მხრიდან უკვე დიდი ხანი იყო, რაც სხვადასხვა ხალხი მიდიოდა და სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებდნენ, რაზეც ბ-–-- ტ------ემ უთხრა, რომ მისი და რ----–-- ღ-------–--ს დავას მოაგვარებდა თვითონ, კანონიერი ქურდის „გ-–-------ის“ მეშვეობით, რომელთანაც ჰქონდა სისტემატური კავშირი. ასევე უთხრა, რომ სიტუაციას ისე დაულაგებდნენ, რომ აღარავინ შეაწუხებდა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ბ-–-- ტ------ეს უთხრა, რომ რ----–-- ღ-------–--ს მასთან არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ ის თვითონ პირადად აყენებდა საქმის კურსში კანონიერ ქურდ „გ-–-------ს“, გაბრაზებულმა მუქარის ტონით უთხრა, თუ რა უფლებით ახსენებდა რ----–--ი „გ-–-------ის“ სახელს და ამისთვის ის თვითონ მიხედავდა რ----–-- ღ-------–--ს, რომლის შვილების და შვილიშვილების შესახებაც მისთვის ცნობილი იყო. დაზარალებულის განმ-----ებით, მართალია აღნიშნული მუქარა მისი მისამართით არ გამოთქმული, თუმცა მას ძალიან შეეშინდა, რადგან თუ დასჭირდებოდა მასაც დააშინებდა ოჯახის წევრებით და შვილებით. ბ-–-- ტ------ემ ასევე უთხრა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის რამდენჯერმე ჩასული იყო თ--------ში კანონიერ ქურდ ზ---– მ---------–--ესთან, იგივე „გ-–-------თან“. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 0------------–ს, ისევ კაფე „დ---------ში“, იგი კვლავ შეხვდა ბ-–-- ტ------ეს, რომელსაც ახლდა პიროვნება, რომელიც მართალია ნ---ხი ჰყავდა ნ-------–-ზე, თუმცა უშუალოდ არ იცნობდა. იგი ბ-–-- ტ------ემ გააცნო, რომ იყო გ-- მ---ი. ხსენებული პირები კვლავ ეუბნებოდნენ რომ იყვნენ კანონიერი ქურდის ზ---– მ---------–--ის - „გ-–-------ის“ წარმომადგენლები, მისი მეშვეობით ჰპირდებოდნენ მასსა და რ----–-- ღ-------–--ს შორის დავის მოგვარებას, რის სანაცვლოდაც ითხოვდნენ ორ სავაჭრო ადგილის დათმობას მათ სასარგებლოდ, ხოლო ორი სავაჭრო ადგილის დათმობას იქვე მომუშავე რ----–-- ღ-------–--ს შვილის სასარგებლოდ. მათ ასევე უთხრეს, რომ აღნიშნული საკითხი მათი მონაწილეობით უკვე გადაწყვეტილი იყო კანონიერი ქურდის ზ---– მ---------–--ის - „გ-–-------ის“ მიერ თ--------ში, სადაც ასევე უნდა ჩასულიყო რ----–-- ღ-------–--ც, თუმცა ვერ მოახერხა ჩასვლა. იმავე დღეს, უკვე რ----–-- ღ-------–--სთან ერთად შეხვედრა გაგრძელდა ს----------–--ზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, სადაც რ----–--ი ითხოვდა თავის შვილებისთვის ორ სავაჭრო ადგილს, ხოლო ორი ადგილი უნდა გადაცემულიყო ე.წ. „ქურდებისთვის“. თავის მხრივ ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი კი ჰპირდებოდნენ მფარველობას - ეუბნებოდნენ აღარავინ შეაწუხებდა. ბ-–-- ტ------ემ ასევე უთხრა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო აგრეთვე კანონიერი ქურდი ტ------– ო-----ც. აღნიშნულის შემდეგ, მომდევნო შეხვედრისას, რომელიც შედგა „ვ------ში“, ბ-–-- ტ------ემ, რომელსაც ახლდა მეუღლე, შეეცადა მის დაკავშირებას „გ-–-------თან“, რაც ვერ მოახერხა. 2019 წლის 1------------–ს, ქ. თბილისში, დ---–--ის ქუჩაზე მდებარე კაფე „დ---------ში“ იგი კვლავ შეხვდა ბ-–-- ტ------ეს, რომელსაც ახლდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბ-–-- ტ------ემ გააცნო, რომ იყო ზ---- მ---------–--ის - „გ-–-------ის“ შვილი. სწორედ ამ უკანასკნელის ტელეფონის ნომრიდან ესაუბრა ზ---- მ---------–--ეს, კერძოდ, სატელეფონო საუბრისას მან უთხრა, რომ იყო ზ---- მ---------–--ე, ზედმეტსახელად „გ-–-------ი“, ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი იყვნენ მისი ხალხი და მათი მოთხოვნები უნდა შესრულებულიყო - უნდა დაეთმო ოთხი სავაჭრო ადგილი - ორი სავაჭრო ადგილი უნდა დაეთმო რ----–-- ღ-------–--ს შვილების სასარგებლოდ, ერთი ადგილი უნდა გადაფორმებულიყო ბ-–-- ტ------ის, ხოლო ერთი ადგილი - გ-- მ---ის სახელზე. ზ---– მ----------–--ის, იგივე „გ-–-------ის“ თქმით აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო თ--------ში, უნდოდა თუ არ უნდოდა უნდა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის იქნებოდა ძალიან ცუდი, თუმცა „ძალიან ცუდი“ რაში გამოიხატებოდა, კონკრეტულად არ უთქვამს. ამის შემდეგ, 2019 წლის 0--------ს, ბ-–-- ტ------ის დაჟინებული მოთხოვნით, ქ.თბილისში, ს----------------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „მ---------–---ში“ იგი შეხვდა ბ-–-- ტ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა (რომელიც იყო ძალიან განერვიულებული) კვლავ მოთხოვა ადგილები, უთხრა, რომ თ--------იდან ურეკავენ კანონიერი ქურდები ზ---- მ---------–--ე, მეტსახელად „გ-–-------ი“, ასევე ახსენებდა, ტ------– ო----ს და საქამრიდან ამოიღო იარაღი, რომელიც დადო მაგიდაზე და უთხრა: „ამ საქმეს მხოლოდ ეს უშველისო“. ბ-–-- ტ------ის აღნიშნულმა ქცევამ იგი ძალიან შეაშინა. მოგვიანებით ის პისტოლეტი, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა მის შესაშინებლად ბ-–-- ტ------ემ, ამოიცნო მის მიმართ ჩატარებული საგნის ამოცნობისას.

 

3.2. მოწმე ი---- ძ------მ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ა, 2017 წლის გაზაფხულზე, რ----–-- ღ-------–--სთან და ქ------- ბ---–-----სთან ერთად დააფუძნა შპს „ა-–----ი“, რომელიც ტურისტულ ზონაში, ქ. თბილისში, ს---–---–--ის ხ-----------ში ფლობდა 33 (ოცდაცამეტი) სავაჭრო ჯიხურს. აღნიშნულ შპს-ში მისი წილობრივი მონაწილეობა იყო 33%, რ----–-- ღ-------–--ს - ასევე 33%, ხოლო ქ------- ბ---–-----ს - 34%. დაფუძნებიდან დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში შპს „ა-–----ი“-ს დირექტორი იყო რ----–-- ღ-------–--, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მათ - არც მას და არც ქ------- ბ---–-----ს არანაირი შემოსავალი არ მიუღიათ, ამავდროულად კომპანიას გაუჩნდა ფინანსური დავალიანებები, ასევე პრობლემები შეექმნათ თბილისის მერიასთან, რის გამოც მან და ქ------- ბ---–-----მ გადაწყვიტეს მათი კუთვნილი წილი გადაეფორმებინათ მ-------- ბ---–-----ს ახლობლის მ----- რ-------ისთვის, რ----–-- ღ-------–--ს დირექტორობიდან გადაყენება და მის ადგილზე მ----- რ-------ის დანიშვნა, შესაბამისად, შპს „ა-–----ის“ წილის მფლობელები გახდნენ მ----- რ-------ე - 67% -ით და რ----–-- ღ-------–-- 33%-ით, ხოლო დირექტორი გახდა მ----- რ-------ე. აღნიშნულის შემდეგ, მ----- რ-------ესა და რ----–-- ღ-------–--ს შორის კომპანიის წილებსა და შემოსავლებთან დაკავშირებით წარმოიშვა უთანხმოება, რის გამოც დავის გადაწყვეტის მიზნით რ----–-- ღ-------–--ს მიერ ჩართულ იქნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. რ----–-- ღ-------–-- როგორც სატელეფონო, ასევე პირად საუბრებში აღნიშნავდა, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით ჩართული ყავდა კანონიერი ქურდი - „გ-–-------ი“, რომელიც საქართველოში არ იყო. იგი ასევე ახსენებდა კანონიერ ქურდ „მ-------ს“. რ----–-- ღვინჯილისგან აგრეთვე იცის, რომ ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი იყვნენ კანონიერი ქურდის - „გ-–-------ის“ წარმომადგენლები და სწორედ მათი - ქურდული სამყაროს დახმარებითა და ზეგავლენით მ----- რ-------ესთან, შპს „ა-–----თან“ დაკავშირებული დავა მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა. რ----–-- ღ-------–--მ ასევე უთხრა, რომ მან თავისი წილიდან 6% გადაუფორმა ბ-–-- ტ------ეს, რაც ამ უკანასკნელს სჭირდებოდა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რისთვისაც აღნიშნული პირები ჩარია. მოწმის განმ-----ებით, მ----- რ-------ისგან ასევე იცის, რომ შპს „ა-–----ის“ კუთვნილი სავაჭრო ადგილების დათმობასთან დაკავშირებით სისტემატურად უკავშირდებოდნენ და შეხვედრას სთხოვდნენ კანონიერი ქურდის „გ-–-------ის“ წარმომადგენლები ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი, ასევე მ----- რ-------ემ უთხრა, რომ ბ-–-- ტ------ემ იგი ტელეფონითაც დააკავშირა „გ-–-------ს“.

 

3.3. მოწმე მ-------- ბ---–-----მ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, მეგობარმა რ----–-- ღ-------–--მ, რომელიც გაიცნო კოლონიაში სასჯელის მოხდის პერიოდში, მიმართა შეთავაზებით, რომ ქ.თბილისში, ნ-------–-ს ტურისტულ ზონაში ერთად აეშენებინათ გამოფენა-გაყიდვის პავილიონი. მას მოეწონა ინიციატივა და მისმა თანხმობით მისმა შვილმა ქ------- ბ---–-----მ, რ----–-- ღ-------–--მ და ი---- ძ------მ დააფუძნეს შპს „ა-–----ი“, რომელშიც რ----–-- ღ-------–-- და ი---- ძ------ იყვნენ 33-33% წილის მფლობელები, ხოლო მის შვილი - ქ------- ბ---–----- - 34%-ის. კომპანიის დირექტორად კი დაინიშნა რ----–-- ღ-------–--. მოგვიანებით მეწილეებს შორის წარმოიშვა უკმაყოფილება, რადგან კომპანიის დაარსებიდან დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში არც მის შვილს - ქ------- ბ---–-----ს და არც ი---- ძ------ს არანაირი შემოსავალი არ მიუღიათ, ასევე, გაირკვა, რომ დირექტორის - რ----–-- ღ-------–--ს მიერ კომპანიის დაუდევარი მმართველობის გამო კომპანიას სახელმწიფოსთან და კერძო პირებთან ჰქონდა დიდი ოდენობით დავალიანებები, ადგილი არ ჰქონდა არავითარი ბუღალტრულ დოკუმენტაციის წარმოებას. რამდენადაც არც მას და არც მის შვილს - ქ------- ბ---–-----ს, რომელიც ი----–--ში სწავლობდა, არ ჰქონდათ აღნიშნული კომპანიის საქმიანობისთვის ყურადღების მიქცევის შესაძლებლობა, გადაწყვიტეს, რომ მათი კუთვნილი წილი - 34% გაესხვისებინათ აღნიშნულ საქმეში კომპეტენტურ პირზე - მ----- რ-------ეზე. აღნიშნულის შემდეგ, ი---- ძ------მაც თავისი წილი - 33% გადასცა მ----- რ-------ეს და იგი გახდა შპს „ა-–----ის“ 67% წილის მფლობელი. ამავდროულად, 2018 წლის 0---------ოდან იგი დაინიშნა კომპანიის დირექტორად. 2018 წლის დ-------ის თვეში მასთან მივიდა ვინმე „ბ-–--ი“, რომელმაც თავი გააცნო როგორც კანონიერი ქურდის ზ---– მ---------–--ის, ზედმეტსახელად „გ-–-------ის“ ახლობელი/წარმომადგენელი და უთხრა, რომ დაინტერესებული იყო შპს „ა-–----ის“ წილებით/ადგილებით და უნდოდა ამ საკითხების გარკვევა. აღნიშნულთან დაკავშრებით მან ბ-–--ს უთხრა, რომ კომპანიას ჰყავდა დირექტორი - მ----- რ-------ე და მისთვის მიემართა, მან ასევე უთხრა, რომ მას მხოლოდ ის შეეძლო, რომ დაკავშირებოდა მ----- რ-------ეს და ეთხოვა, რომ მისთვის მოესმინა. მოწმემ დამატებით ასევე აღნიშნა, რომ ზ---– მ---------–--ეს იგი უშუალოდ არ იცნობს, თუმცა იცის მისი კრიმინალური ავტორიტეტის შესახებ. ნასამართლევია ავტომობილის გატაცებაზე. მასთან ერთად ზ---- მ---------–--ე არ იხდიდა სასჯელს.

 

3.4. მოწმეებმა მ------ გ----–---მა, ნ---- კ-----–---–--მ, ნ--- ლ-----–---მ, ნ---- ზ----------მა-ა-------ემ და ც---- ლ-----–---მ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ეს, რომ მუშაობენ ქ. თბილისში, ნ-------–-ს ტურისტულ ზონაში მდებარე შპს „ა-–----ის“ კუთვნილ სავაჭრო ობიექტებში. მათთვის ცნობილია, რომ ხსენებული კომპანიის 67% წილის მფლობელი და დირექტორი არის მ----- რ-------ე, ხოლო 33% წილის მფლობელია რ----–-- ღ-------–--. 2018 წლის ზაფხულამდე, ვიდრე მ----- რ-------ე გახდებოდა დირექტორი, დირექტორი იყო რ----–-- ღ-------–--, რა დროსაც კომპანიას გაუჩნდა ფინანსური დავალიანებები. მათთვის ასევე ცნობილია, რომ მოგვიანებით, მ----- რ-------ის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, კომპანიის წილებთან და შემოსავლებთან დაკავშირებით იყო უთანხმოება. მათი განმ-----ებით, ამავე პერიოდში, სავაჭრო ობიექტებთან არაერთხელ იყვნენ მისულები საეჭვო გარეგნობის პიროვნებები, რომლებიც კითხულობდნენ მ----- რ-------ეს, სურდათ მისი ნახვა და ინტერესდებოდნენ მისი სამსახურში ყოფნის გრაფიკით და მობილური ტელეფონის ნომრით. მოწმე ც---- ლ-----–---მ დამატებით ასევე გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მ----- რ-------ემ რ----–-- ღ-------–--სთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უთხრა, რომ რ----–-- ღ-------–-- მათ შორის არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად ემუქრებოდა „ქურდული სამყაროს“ ჩარევით და უთანხმოების მათი მეშვეობით გადაწყვეტით, კერძოდ, საუბარი იყო კანონიერ ქურდზე - ვინმე „გ-–-------ზე“, რის გამოც მ----- რ-------ე იყო ძალიან აღელვებული. მოწმე ნ---- კ-----–---–--მ ასევე დაადასტურა, რომ რ----–-- ღ-------–-- მ----- რ-------ის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და იმუქრებოდა, რომ მათ შორის არსებულ დავას კანონიერი ქურდების მეშვეობით მოაგვარებდა, თუმცა, აღნიშნულს ყვიროდა უგონოდ მთვრალი და მას ნათქვამი რეალურად არ მიუღია.

 

3.5. მოწმე მ---–---- მ---------–--ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ა, რომ 2019 წლის თ-------–ის თვეში დაუკავშირდა მისთვის უცნობი მამაკაცი სახელად „ბ-–--ი“ და უთხრა, რომ იყო მათი შორეული ნათესავი და უნდოდა მისი პირადად გაცნობა. იგი იმავე დღეს შეხვდა ბ-–--ს, რომელმაც სთხოვა, რომ გაჰყოლოდა კომპანიის დირექტორ ქალთან - ვინმე რ-------ესთან, რომელსაც მამამისთან უნდოდა საუბარი. ისინი აღნიშნულ ქალბატონს შეხვდნენ ქ. თბილისში, დ---–--ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, რა დროსაც ქალბატონმა მას ჰკითხა, იყო თუ არა ზ---- (ზ---–) მ---------–--ის შვილი, ხოლო დადასტურების შემდეგ, უთხრა, რომ მამამისთან უნდოდა დალაპარაკება. მან აღნიშნული ქალბატონი თავისი მობილური ტელეფონის მეშვეობით დააკავშირა მამამისთან, რომელთაც ერთმანეთში ისაუბრეს რამდენიმე წუთი, თუმცა მათი საუბრის შინაარსი არ გაუგ-- და არ იცის რა საკითხზე იყო მათ შორის საუბარი. აღნიშნული ფაქტიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ დაუკავშირდა ბ-–-- ტ------ე და მისი ინიციატივით მივიდა ქ. თბილისში, ს-----ის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ნოტარიუსში, სადაც დახვდნენ ბ-–-- ტ------ე, მისი მეუღლე და რ----–-- ღ-------–--. ადგილზე უთხრეს, რომ საჭირო იყო რ----–-- ღ-------–--ს, რომელიც შპს „ა-–----ში“ ფლობდა 33%-ს, მისთვის და ბ-–-- ტ------ის მეუღლისთვის ფორმალურად გადაეფორმებინა 3-3%, შესაბამისად, მასზე გადაფორმდა 3% და დაცილდნენ ერთმანეთს. მოწმემ დაადასტურა, რომ მამამისი არის ზ---- (ზ---–) მ---------–--ე, რომელსაც ზედმეტსახელად ეძახიან „გ-–-------ს“. ასევე დაადასტურა, რომ იგი საქართველოში არ იმყოფება.

 

3.6. მოწმე მ------ ვ-----მ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ა, რომ რ----–-- ღ-------–-- არის მისი მეზობელი და შორეული ნათესავი. 2019 წლის 0------------–ს, რ----–-- ღ-------–--ს თხოვნის საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებული „მ---------ის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით D------, იგი კ------იდან წაიყვანა ქ. თბილისში, ს----------–--ზე, სამ პირთან - ორ მამაკაცთან და ერთ ქალბატონთან შესახვედრად. იგი აღნიშნულ პირებს შორის საუბარს არ დასწრებია, შესაბამისად, არ იცის მათი საუბრის შინაარსი. ამასთან, მათ შორის იყო ნორმალური საუბარი და რაიმე ძალ-----ბას ან აგრესიას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით - 5----------.

 

3.7. მოწმე ნ--- ბ--------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ა, რომ 2019 წლის ს---------ის თვიდან, მუშაობს ქ.თბილისში, კ--------ს ქუჩა #---ში, ნოტარიუსის თანაშემწედ. მანამდე, მათ შორის, 2019 წლის მ-----ის მდგომარეობით მუშაობდა იგივე მისამართზე, ქ. თბილისში, კ--------ს ქუჩა #---ში მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის თანამდებობაზე. 2019 წლის 12 მ-----ს, დაახლოებით 17:00 საათზე, მის სანოტარო ბიუროში მინდობილობის გასაცემად შევიდა სამი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა პიროვნებამ - რ----–-- ღ-------–--მ, რომელიც იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში, ორ პიროვნებაზე - ახალგაზრდა მამაკაცზე და ქალზე გასცა მინდობილობა შპს-ში მისი კუთვნილი წილიდან სამ-სამი პროცენტის შემდგომი გადაფორმების მიზნით. იმავე საღამოს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე შუალედში მის მობილურ ტელეფონზე უცხო ნორმიდან დაუკავშირდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც საუბრობდა აღელვებული. მან უთხრა, რომ იყო რ----–-- ღ-------–--ს შვილი და რომ რ----–-- ღ-------–-- მისთვის მიმართვისა და ნების გამოხატვის/მინდობილობის გაცემის დროს იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და კითხულობდა თუ რატომ შეადგინა მინდობილობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განუმ-----ა, რომ რ----–-- ღ-------–-- მასთან მიმართვის დროს იყო ფხიზელ მდგომარეობაში, ასევე, განუმ-----ა, რომ რ----–-- ღ-------–--ს სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეეძლო მინდობილობის სანოტარო აქტების გაუქმება. მართლაც, მეორე დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე მასთან მივიდა რ----–-- ღ-------–--, ორ ქალბატონთან ერთად და მისი ნების შესაბამისად გააუქმა წინა დღით შედგენილი მინდობილობის სანოტარო აქტები. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ რ----–-- ღ-------–--ს მიერ მინდობილობის გაცემის და გაუქმების შესახებ ზემოაღნიშნული სანოტარო აქტები, დედნის სახით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა მათი სანოტარო ბიუროდან. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ რ----–-- ღ-------–-- მინდობილობის გაცემის დროს იყო ფხიზელ მდგომარეობაში, რ----–-- ღ-------–--ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ნების თავისუფალ გამოხატვას და რაიმე იძულებას მინდობილობის გაცემის მიზნით, ადგილი არ ჰქონია.

 

3.8. საქართველოს შ--------------- სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დ----------------------–მა - ზ------ ჯ---------მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმ-----ა, რომ 2018 წლის 1--------------ს საიდუმლო წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ბ-–-- მ------- და მ--–---- ჩ-------ი აქტიურად არიან ჩართულები ქურდულ გარჩევებში, მათ სისტემატური კავშირი გააჩნიათ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდთან - ლ---- მ-------სთან, რომლისგანაც იღებენ მითითებებს და ასრულებენ მის დავალებებს. ბ-–-- მ------- და მ--–---- ჩ-------ი, მათი კრიმინალური გავლენის მეშვეობით, ქ. ზ--------ში, ბ-–-- მ-------ს საცხოვრებელ სახლში ქურდულად არჩევენ საქმეებს. აღნიშნული საქმიდან გამომდინარე მისთვის ცნობილი გახდა, რომ რ----–-- ღ-------–--ს, რომელსაც ჰქონდა ბიზნესი, კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა კანონიერი ქურდის ზ---– მ---------–--ის - „გ-–-------ის“ კავშირზე მყოფ პირებთან, კერძოდ, ბ-–-- ტ------ესთან, რომელიც ზ---– მ---------–--ის სახელით და ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ რ----–-- ღ-------–--ს სთხოვდა ყოველთვიურად თანხის შეტანას. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო რ----–-- ღ-------–--ს, ბ-–-- ტ------ის, ბ-–-- მ-------ს და მ--–---- ჩ-------ის თანდასწრებით უნდა მომხდარიყო ლ---- მ-------სთან და ზ---– მ---------–--ესთან დაკავშირება და საქმის ქურდულად გარჩევა. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მოწმემ ასევე განმ-----ა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ზ---– მ---------–--ე, მეტსახელად „გ-–-------ი“ არის კანონიერი ქურდი. ინფორმაცია მიიღო, როგორც საიდუმლო წყაროსგან, ასევე ვებ-გვერდ „პ------------იდან“, სადაც მოცემულია ინფორმაცია „კანონიერი ქურდების“ შესახებ.

 

3.9. საქართველოს შ--------------- სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დ----------------------–მა კ---- გ------მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმ-----ა, რომ 2019 წლის 2--------ს, დილის საათებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დ----------------------– გ--- კ--–------ის მონაწილეობით და რ----–-- ღ-------–--ს თანდასწრებით ჩაატარა ქ. თბილისში, დაბა კ--------ში მდებარე რ----–-- ღ-------–--ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. ჩხრეკის დამთავრებისას თავად რ----–-- ღ-------–--მ განაცხადა, რომ იგი ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე დედის - ე------------ს საცხოვრებელ ბინაში, კერძოდ, ლოჯში არსებულ კარადის თავზე. აღნიშნული განცხადების შესახებ, თავად რ----–-- ღ-------–--ს ხელით, შენიშვნის სახით, დაფიქსირებულ იქნა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე, რომლის სისწორეც მონაწილე პირებმა, მათ შორის რ----–-- ღ-------–--მ, დაადასტურეს ხელისმოწერით. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

 

3.10. მოწმე გ--- კ--–------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ა, რომ მუშაობს საქართველოს შ--------------- სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტში დ---------------------–ის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეში მონაწილეობა მიიღო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებულ ქ. თბილისში, დაბა კ--------ში მდებარე რ----–-- ღ-------–--ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნა ამოღებული. რ----–-- ღ-------–--ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მიმდინარეობისას რ----–-- ღ-------–--მ განაცხადა, რომ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა დედის - ე------------ს საცხოვრებელ ბინაში, რომელიც იქვე ახლოს, დაბა კ--------ში მდებარეობდა. რ----–-- ღ-------–--მ მიუთითა აგრეთვე კონკრეტული ადგილი, სადაც ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ დედამისმა არ იცოდა. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე და დამატებით აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ რ----–-- ღ-------–-- საცხოვრებელ სახლში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს.

 

3.11. საქართველოს შ--------------- სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დ----------------------–მა - დ----- ჩ------–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმ-----ა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 2--------ს დაკავებულ იქნა რ----–-- ღ-------–--, ასევე, ჩატარებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნა ამოღებული. იმავდროულად, ღონისძიებაზე იმყოფებოდა სხვა ჯგუფიც, რომელთა მიერ გაჩხრეკილ იქნა რ----–-- ღ-------–--ს საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც რ----–-- ღ-------–--მ განაცხადა, რომ დედის - ე------------ს საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობდა იქვე ქ. თბილისში, დაბა კ--------ში, მის საცხოვრებელ ბინასთან ახლოს, ინახავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სამსახურში ასევე შესული იყო ოპერატიული ინფორმაციაც. აღნიშნულის შემდეგ, მის მიერ მისი თანამშრომლების --------------------ის და ვ------- ლ---–---ს მონაწილეობით, ასევე, თავად რ----–-- ღ-------–--ს თანდასწრებით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამოდინარე გაჩხრეკილ იქნა რ----–-- ღ-------–--ს დედის - ე------------ს საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ლოჯიაში მდებარე კარადის ზემოდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ხალიჩასავით ნაჭერში გახვეული ავტომატი, ერთი მჭიდი და 21 ვაზნა. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, ასევე შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის სისწორე დაადასტურეს მონაწილე პირებმა, მათ შორის რ----–-- ღ-------–--მ. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე.

 

3.12. საქართველოს შ--------------- სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა მ-----------------მა და ვ------- ლ---–---მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, რ----–-- ღ-------–--ს დედის - ე------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე და განმ-----ეს, რომ რამდენადაც რ----–-- ღ-------–--მ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა დედის საცხოვრებელ ბინაში, იმავე დღეს, 2019 წლის 2--------ს, დ----------------------– დ----- ჩ------–ის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მათი მონაწილეობით და რ----–-- ღ-------–--ს თანდასწრებით, გაჩხრეკილ იქნა რ----–-- ღ-------–--ს დედის - ე------------ს საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ლოჯიაში მდებარე კარადის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა შავ ნაჭერში შეხვეული A---ის მოდელის ავტომატი, ერთი მჭიდი და 21 ვაზნა. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები და დაესვა თარიღი. საგამოძიებო მოქმედების ოქმი გაეცნო და მისი სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს მონაწილე პირებმა, მათ შორის რ----–-- ღ-------–--მ.

 

3.13. ფარული სატელეფონო საუბრების მიყურადების და ჩაწერის შედეგად მოპოვებული შემდეგი ინფორმაციით უტყუარად დასტურდება, რომ შპს „ა-–----ის“ წილებთან და შემოსავლებთან დაკავშირებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, მ----- რ-------ეზე და მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს - ბ-–-- ტ------ეს და გ-- მ---ს, კერძოდ: 2018 წლის 0----------ის, რ----–-- ღ-------–--სა და მისი დის - ლ------ ღ-------–--ს სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–--ი: „- იმათ (გ---–-სხმობს კანონიერ ქურდებს) დაურეკეს იქიდან და ... უთხრეს, „რომ საქართველოში, რომ არ ვართ, არ იფიქრო, რომ საქართველოში დ----------–ი არ ვართო. მანდ დავიბადეთ და აქ გოგო გყავს ი----–--შიო და მანდ დამთავრდა ლაპარაკი“; 2018 წლის 0----------ის, რ----–-- ღ-------–--სა და გ-- მ---ის სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–-- ღ-------–-- ეუბნება გ-- მ---ს, რომ ამ საკითხში ჩაერია კაცურად, ქურდულად და ამ საკითხს უდგებოდა ქურდულად; 2018 წლის 1----------ის, რ----–-- ღ-------–--სა და მისი დის - ლ------ ღ-------–--ს სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–--ი ეუბნება ლ------ს, რომ მ-----ს საუბარს არ უსმინოს, ... აღნიშნულ საკითხზე დარეკილია ქურდებთან და იციან ყველაფერი. 2018 წლის 1----------ის, რ----–-- ღ-------–--სა და ი---- ძ------ს სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–--ი ეუბნება ი----ს - გ-–-------ს ვუთხარი, ... ჰოდა გ-–-------მა იცი რა თქვა? მინდობილობაო, რომ მეუფემ არ გვიჩივლოსო .. 2018 წლის 03 დ-------ის რ----–-- ღ-------–--სა და მისი დის - ლ------ ღ-------–--ს სატელეფონო საუბრის თანახმად, ლ------: - ყველაფერი ხო გადათქვა მეუფემ, ყველაფერზე უარი თქვა, ყველა პირობაზე. .... ჰოდა ნუ წავიდნენ და სამართლებრივად იდავონო... - იმას კი არა ჩვენ, ჩვენ თუ რამე გვეკუთვნის დაამტკიცონო, რომ ეკუთვნითო... - სხვა გზა ამ ხალხთან არ არსებობს რ----–--ი, ამათმა შიში თუ არ ნახეს, თუ არ შეეშინდათ.... რ----–--ი: - კარგი, ხვალ თუ გავიგებ რომ ზეგამდე აქ იქნება, თ--------იდან წამოვა აქეთ კაცი, ფ----ში მოვა და ფ----იდან აქეთ. ლ------: - არ გინდა ტელეფონში ასეთი რაღაცეები. რ----–--ი: - მ----- გავა სახლიდან და სახლიდან მოვაპარინებ, .... 2018 წლის 09 დ-------ის რ----–-- ღ-------–--სა და გ-- მ---ის სატელეფონო საუბრის თანახმად, გ--: - რა ხდება? არ ჩამოვიდნენ „ნილეგალნად“ ბიჭები? რ----–--ი: - არა, არა, რაღაცა პრობლემა შეექმნა იმას და ერთ-ორ დღეში ჩამოვა. ... გ--: - ბიჭო, დარეკეს უკვე იქიდან, დარეკეს ძმაო. რ----–--ი: - მერე რაო? გ--: - რა არის, ტელეფონში რა გებაზრო ძმაო. ჩემი გაცნობა უნდათ და კაროჩე ჩამოდითო რა. შენ და ბ-–--ო კაროჩე ჩამოდით რა. შენ და ბ-–--ო კაროჩე რა. ისო არ ჩამოდისო ძმაო და გ--ს გაცნობა მინდაო ერთი და მანახეო ეგ კაციო. - საზღვარგარეთ კიდევ ჩვენ გვიბარებენ სამივეს, რომ იცოდე. 2019 წლის 2--------ის რ----–-- ღ-------–--სა და გ-- მ---ის სატელეფონო საუბრის თანახმად, გ-- მ---ი კითხულობს ნ-------ი როდის ჩამოდის ბ------იდან, - „ერთი ის საჭირო გახდება, მე ვატყობ კაროჩე რა. რ----–--ი: მერე გახდება და მერე მაგი არაა პრობლემაა “ბრატ“. გ--: - .. პრობლემა რომ არის, იცოდე სადაც დევს და ..., გაწმენდილი, გამზადებული იყოს, ჩემი დედა ... , ვგრძნობ, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება..., - მე როგორ არ მითხარი შენ, თუ ასეთ, „გოიმურ“ მდგომარეობაში იყავი, ჩემი დედა... , - ... ამ ნ-------ას დაურეკე და გაიგე, სად რა არის რა, .. რ----–--ი: - ბიჭო მაგას ჩაკეტილი თუ აქვს, ახლა სად ავიღო ეს დედა... ; - ჩამოვა და სად რა დევს, მე რა ... ვიცი; გ--: - ეგ როდის ჩამოვა და დღეს ან ხვალ ყველაფერი შეიძლება მოხდეს; - ვფიქრობ რომ გამოგვადგება კი არა, .. აუცილებელი გახდება ალბათ ... 2019 წლის 02 თ-------–ის რ----–-- ღ-------–--სა და გ-- მ---ის სატელეფონო საუბრის თანახმად, გ--: - შეგიძლია რომ ჩამოხვიდე? - ... სალაპარაკო მაქვს; - ... ხო მარა შენ არ გინდა გაიგო, რაზე მიდის ბაზარი? გ--: - ხო „კაროჩე“ ვაბშე ზ----მ ... რომ იყო რა და მერე ”პახოდუ“ დავურეკოთ იქედან გ--–-ს. 2019 წლის 02 თ-------–ის რ----–-- ღ-------–--სა და მისი დის ლ------ ღ-------–--ს სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–--ი: - გ-- მ---მა დამირეკა ახლა, ლაპარაკი უნდა შენი და გ--–-ს თანდასწრებით, რას მეტყვის არ ვიცი, იქიდან დარეკეს. - ..., თ--------ში რომ იყო კაცი გადასული იმის ამბავი იქნება, მაგაზე იტყვის რაღაც კარგს...; 2019 წლის 02 თ-------–ის გ-- მ---ისა ბ-–-- ტ------ის მეუღლის მ--- ღ--------ს (რ----–-- ღ-------–--ს ტელეფონით გ-- მ---ი ესაუბრება ბ-–-- ტ------ის მეუღლეს მ--- ღ--------ს) სატელეფონო საუბრის თანახმად, გ--: - მისმინე მ-----! მომისმინე, დღეს შევძლებთ ზ----სთან დალაპარაკებას? მ---: - რა ვიცი ალბათ შევძლებთ, რა ვიცი აზრზე არა ვარ. მოვა ერთი ბ-–--ა და დავარეკინებ. გ--: - იმიტომ, რომ რაც მითხრა, კაროჩე, რაზეც ვილაპარაკეთ რა მე და ზ----მ; - ნუ მივედით რაღაც გარკვეულ აზრამდე რა ..., და დალაპარაკება მინდა რა ... რა, წინ რომ წავიდეთ რა; ... მ---: - ხო აი მოვა ახლა ბ-–--ი და დავარეკინებ შენთანაც და ... გადაწყვეტს თვითონ. 2019 წლის 02 თ-------–ის რ----–-- ღ-------–--სა და ბ-–-- ტ------ის (---–--) სატელეფონო საუბრის თანახმად, ბ-–--ი: - რ----–--, შენ ხარ? რ----–--ი: კი ზ----, დაგალაპარაკო გ--? ბ–--ი:- რ----–--!... - ბ-–--ი ვარ ბიჭო, ბ-–--ი! რ----–--ი: - რა ვიცი გემრიელად, რა ვიცი ეხლა გ--მ და მე ვილაპარაკეთ და მგონი თ--------ში გადავალთ ჩვენ ერთად სუყველა; ბ-–--ი: ხო კაი კაცო, კაია მაგას რა ჯობია. მანდ არის გ--? რ----–--ი: - კი აბა სად იქნება. საუბარს აგრძელებენ გ-- მ---ი და ბ-–-- ტ------ე, გ--: ... მე ახლა კ--------ში ვარ, ჩამოვალ და ... რო დაველაპარაკოთ ზ----ს ძმაო. ბ-–--ი: - საღამოთი ძმაო საღამოთი. გ--: - მაინც დაახლოებით რა დროს მოვიდე შენთან. ბ-–--ი: - ხო ასე 6-ის მერე „ბრატ“ ექვსის მერე არის ეგ „სვიაზზე“ შვიდის მერე;... - ან რვის მერე რა; - რაც უფრო გვიან მთ უფრო, ესე 9-10 საათზე. 2019 წლის 03 თ-------–ის რ----–-- ღ-------–--სა და გ-- მ---ის (გ-- მ---ი ესაუბრება ბ-–-- ტ------ის ტელეფონით) სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–--ი: - კაი ახლა,... შენ იმას მიხედე იქიდან, რაც ვილაპარაკეთ გუშინ მე და შენ; გ--: - დავურეკე ... და მეთქი, რომ მოვა, როცა მზად იქნებით, გამაგებინეთ მეთქი რა, ... რომ მოვიდე და დავურეკო, დაველაპარაკოთ. ს--–----ს საქმე რომ გავაკეთოთ რა პირველ რიგში; რ----–--ი: - ეგ, გ-- უკვე შენზეა ... ორი ადგილი, ცხვირი ჩამაყოფინე ... მე, ორი კი არა, ოთხი ვუთხარი... გ--: - ხო და ოთხს ვეტყვი. ორს ჩვენთვის ოღონდ...; გ--: - კი ბატონო, და მერე დანარჩენს რასაც გააკეთებს სკაიპით დაველაპარაკოთ აქედან... რ----–--ი: - კი ბატონო... 2019 წლის 03 თ-------–ის რ----–-- ღ-------–--სა და გ-- მ---ის სატელეფონო საუბრის თანახმად, გ--: მე და შენ მივალთ ..., მე დაველაპარაკები, ვეტყვი ..., მე ნალაპარაკები მაქვს იმასთან ორი ადგილი ..., ეს გოგოები ფულს არ გადაიხდიან; რ----–--ი: - ორი თუ ოთხი გ-- ვერ გავიგე; გ--: - ორი ადგილი, ფულს არ გადაიხდიან, შენი გოგოები; რ----–--ი: - კი ბატონო; გ--: - ორი ადგილი კიდევ ხო არის იმ კაცის; რ----–--ი: - რა გითხრა „გ-–-------მა“ ის მითხარი და გეტყვი ... გ--: - ორ ადგილს ვეტყვი. მოდის, ოთხი ოთხი ადგილი თავისუფლდება, ორი მოდის აქეთ, ვეტყვი მაგისკენ; რ----–--ი: - ორი იქით; გ--: - ორს თავი დაანებე ფული არ გამოართვათ; რ----–--ი: - გაიხარე. რა კარგი კაცი ხარ გ--- ...; გ--: - ხო, მე ვეტყვი, შენ „დაბროს“ მომცემ; რ----–--ი: - ... ეს ოთხი ადგილი ვეტყვი, „გ-–-------ისაა“, „ვსიო“ ..., ფულს არ აიღებს არავინ; გ--: - ხო, ეს ორი ადგილი ვეტყვი, ფულს არ გადაიხდის; რ----–--ი: - ხო და „ვსიო“ ... ოთხი ადგილი ესაა, „გ-–-------ის“...; გ--: - არა, როგორც არის აი ისე ვეტყვი. რო ეს ორი ადგილი „დაბრო“ მითხრა ზ----მ, ორი ადგილი ფულს არ გადაიხდის. ამას ფული არ გამოართვა იცის. - და ის ორი ადგილი კიდევ, რომელი ორი ადგილიც არის კაი, დავადებთ ხელს და ვიტყვით, რო ეს არის იმ კაცის. რ----–--ი: ესაა „გ-–-------ის“ ადგილი, ოთხი ადგილი, მოკიდებ ხეელს? ..., „ვსიო“. ეს შენ უთხარი უკვე. გ-- მ---ი შენ სახით არ გიცნობს მ-----, მარა იცის რომ ხარ გ-- მ---ი. 2019 წლის 04 თ-------–ის რ----–-- ღ-------–--სა და ი---- ძ------ს სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–--ი: დამირეკა გ--მ, ის ქალბატონი გამომწყვდეული ყავს ს----------–--ზე. ... ი----: ს----------–--ზე ყავს მ-----? რ----–--ი: - იქა და მეც ავდივარ ეხლა, მეზობელს ვთხოვე...; ასევე, რ----–--ი: არაფერი გ-- მ---მა უთხრა, 2 ადგილი დარეკილიაო ... - მე პრეტენზია არ მაქვს მეთქი 2 ადგილზე. ი----: - ... შენ 2 ადგილზე პრეტენზია არ გაქვს რას ნიშნავს, მერე რა? რ----–--ი: - არა, რო წაიღონ იმათმა; ი----: - არა, რო წაიღონ მერე შენ ამით რა, მაგას გეკითხები? რ----–--ი: - მე ამით რა და მერე დალაგდება ყველაფერი... - 2 ადგილის დედას... ერთი; - ... ის ხალხი რო შეაწუხეო, მეთქი ... შანსი არ დამიტოვეთ ... მეთქი ... ი----: - გადავირიე რა, „პროსტა“, იცი რა მაინტერესებს, ეს ტიპი ვინც ეხლა შენ ჩართული გყავდა, ეს ვისი ტიპია, მაგი მაინტერესებს, შენგან იყო? რ----–--ი: - ჩემი ტიპია კი.; ი----: - შენ ამ ტიპმა რამე დაგილაგა ზემოთ? მე როგორც ვიცი ნ-------–-ზე რაღაც უნდა დაელაგებინა? რ----–--ი: მაგის მეუღლე არის „გ-–-------ის“ ბიძაშვილი... ი----: - აა, „გ-–-------ის“ ბიძაშვილია ეგ? რ----–--ი: - ამის მეუღლე, ბ-–--ასი; რ----–--ი: - გ--ს უთქვია და ძმაკაცები არიან ესენი. 2019 წლის 06 თ-------–ის რ----–-- ღ-------–--სა და ი---- ძ------ს სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–--ი: - შენ თავს გეფიცები, ჩემი თავი ვინმეს თუ ..., ი----, ... გადასული ვიყავი და კიდე გადავალ ახლა ერთხელ, ... თუ მოითხოვა ამ სიტუაციამ. - „კაროჩე“ გ-–-------მა მოითხოვა ერთი; 2019 წლის 10 თ-------–ის რ----–-- ღ-------–--სა და ი---- ძ------ს სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–--ი: გ---მ ატაკა პირდაპირ პირში, შვილები ხო გყავსო რ------შიო, ... (საუბარია გ-- მ---ზე და მ----- რ-------ეზე). 2019 წლის 10 თ-------–ის რ----–-- ღ-------–--სა და ი---- ძ------ს სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–--ი: იქიდანაც დარეკილია, - ... ხო და იქნება ყველაფერი ჩვენებურად ი----, როგორც გვინდოდა ისე, ... გამოგვივა ხუთიანზე.

 

3.13.1. ფარული სატელეფონო საუბრების მიყურადების და ჩაწერის შედეგად მოპოვებული შემდეგი ინფორმაციით უტყუარად დასტურდება, რომ ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი აღიარებენ ქურდულ სამყაროს და აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში. მათ სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვთ „კანონიერ ქურდ“ ზ---– მ---------–--ესთან, ასევე საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომალთა დავალებით აქტიურად მოქმედებენ „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად, კერძოდ: 2018 წლის 05 დ-------ის რ----–-- ღ-------–--სა და გ-- მ---ის სატელეფონო საუბრის თანახმად, რ----–--ი: - თ--------იდან ხვალ გემით გადმოვა კაცი, დღეს ჩამოვა ფ----იდან გადმოდის აქ და შევხვდეთ ერთმანეთს და დავილაპარაკოთ...; - მე, შენ, ბ-–--ი, კ---- დავჯდებით ქ-–--სთან, ქ-–--ს ნათესავი არის, იქიდან თ--------იდან ვინც ჩამოვა, იმას თავისი, თავისი ფეხით შემოვა თ--------იდან ფ----ში არალეგალურად. ლ----ი მ-------, (ლ----ი მ------- -„კანონიერი ქურდი“) როგორ გითხრა ახლა, ქურდია, ... ჩამოვა და მოვა თბილისში და ... გ--: - „ვსიო“ ბაზარი არ არის „კაროჩე“, „ვსიო“. 2018 წლის 05 დ-------ის გ-- მ---სა და ბ-–-- ტ------ეს (---–--ს) შორის სატელეფონო საუბრის თანახმად, გ--: - ბიჭო, ახლა იმან დამირეკა... - ჩვენმა ძმამ რა ზემოდან. (იგ---–-სხმება რ----–-- ღ-------–--)... და ... ხვალეო შევხვდეთო, დავჯდეთო, ვილაპარაკოთო რა, ჩამოდიანო რა ბიჭებიო. (იგ---–-სხმება მ--–---- ჩ-------ი და ლ---- მ-------); ბ-–--ი: - ვინ ბიჭებიო? - ფ----იდანო? - კი თქო კაცო, რაზეა ბაზარი-თქო... რომელ საათზეო? გ--: - ჰო „პა ხოდუ“ შეიძლება ისიც ჩამოვიდესო რა, შეიძლება კი არა, ჩამოდისო. ბ-–--ი: ვინა, ისა, მ-ზე რო იწყება? („მ-ზე“- იგ---–-სხმება „კანონიერი ქურდი“ ლ---- მ-------) გ--: - ჰო; ბ-–--ი: - ჰო ძალიან კაი კაცო. ძალიან კაი, ისა არა მგონია, რო ჩამოვიდეს აქ, მარა რა ვიცი. გ--: - არალეგალურად ჩამოდისო, რა. ბ-–--ი: - ჰო არა, არა, მე მაინც დავურეკავ ზ----ს კაცო, რო ესე-ესე მეთქი, რა. („ზ----“ იგ---–-სხმება „კანონიერი ქურდი“ ზ---– მ---------–--ე, რომელიც უნდა ჩააყნოს საქმის კურსში ბ-–-- ტ------ემ ლ---- მ-------ს ჩამოსვლასთან დაკავშირებით). გ-- მ---სა და ბ-–-- ტ------ეს (---–--ს) შორის 2018 წლის 05 დ-------ის (16:51) სატელეფონო საუბრის თანახმად, ბ-–--ი: - ერთი დაურეკე (საუბარია რ----–-- ღ-------–--ზე) ..., ვინ მოდიან და რაზე მოდიან ვაფშე და რა უნდათ. ... ჩვენ დავურეკავთ ზ----ს („ზ----ს“ გ---–-სხმობს კანონიერ ქურდ ზ---– მ---------–--ეს) რა. ... არ ამომიყვანონ ყელში, ბოლო-ბოლო, თორემ 7 სულს ჩავრევ (გ---–-სხმობს „კანონიერ ქურდებს“). გ-- მ---სა და ბ-–-- ტ------ეს (---–--ს) შორის 2018 წლის 05 დ-------ის (17:01) სატელეფონო საუბრის თანახმად, გ--: - ეს ჩ-------ი, თუ ვიღაცა ჩამოდის, ... დავჯდებით, ვილაპარაკებთ და გამოჩნდება რა. - მეთქი ... იმ ხალხთან უხერხულ მდგომარეობაში არ გამოვიდეთ, ვინც თავიდანვე იცოდა ეს ყველაფერი... (გ---–-სხმობს ზ---– მ---------–--ეს და მის მხარეს); - და არაო კაცო შენ ნუ გეშინია, არანაირ უხერხულში არ გავიჩითებითო, ეგ დარწმუნებულია ეტყობა იმათ დაარწმუნეს რა ქ-–--ს... (საუბარია ლ---- მ-------ს მხარის წარმომადგენელზე ვინმე ქ-–--ზე); ბ-–--ი: მაგის ... დედა ... მე მაგის ტო. ქ-–--ს დედას ... ახლა პროსტა არ მინდა გაიგე, ა--------ს დავურეკო, ა--------ს კ---ს? - მ-------ს ძმაკაცია ბიჭო ეგ ა--------, გაიგე, ჩემი საძმაკაცოა იქ სუყველა, ... . (საუბარია „კანონიერ ქურდებზე“ ლ---- მ-------ზე და კ--- ა-––-----ზე). გ-- მ---სა და ბ-–-- ტ------ეს (---–--ს) შორის 2018 წლის 08 დ-------ის სატელეფონო საუბრების თანახმად, კ--–--: - შემოვიდა ზარი ჩემთან გაიგე? მე ისა ვარო, ეხლა სახელი და გვარი არ მინდა ვთქვაო, ჩვენი მოლაპარაკება ძალაშიაო, რომ იცოდეთ, ამ დღეებში დავიწყებთო. ჰოდა მერე ზ---- მირეკავს (კანონიერი ქურდი გ-–-------ი) ... ს--------–იდან გამიგე? ერთ საათში დაგირეკავო, შენთან სერიოზული საქმე მაქვსო... ხო აზრზე ხარ და ერთ საათში მირეკავს ს--------–იდან ის რა, ჩვენი ძმა რა.... გ--: - იქ შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდნენ და ... ასევე, კ--–--: - გ-- ეხლა ველაპარაკე ძმაო...რაო და მიდითო მაგ მამაოსთანო შენ და გ--ო, გაიგე? ჰოდა გადმოარეკინეთო და ... ასევე უთხრა, რომ არ აინტერესებს არც მ-------, და არც ბევრი სხვა. შენ უთხარიო, რომ შენ ხარ ჩემი მხრიდანო, იქამდე მე ვეცდებიო, რომ დავუკავშირდეო, რას ელოდებით, ვის ელოდებითო... მიდითო და აუხსენით ყველაფერიო... - მიდითო ძმაო, ... მაგ მამაოსთანო, ... - შევხვდეთ და მივიდეთ... და ვუთხრათ, რომ ესე და ესე წავედით ს--------–ში ამის გ---–-სთვის, ამის კაცი ვარ, ამისგან ვართ და მოკიდე ტელეფონს ხელი და გადმომარეკინეო... - ... ჩემთან გადმოარეკინეთო რა, მე ვერ ვუკავშირდებიო... - ... მაგან ჩემთან როგორ უნდა დარეკოსო, მაგ მ-------მო, ჰოდა შევუბეროთ და მივაწვეთ ბოლომდე, მიდით, მამაო ნორმალური კაციაო, უთხარით ჩემი ძმაკაცები ხართო, ჩემთან იყავითო თ--------ში...ჰოდა მეო საქმის კურსში ვარო, ყველაფერშიო და ერთი 2-3 ადგილიო, გაიგე ესე და ესეო დათმეო რა, გინდა იმის მხრიდანო... გ-- მ---სა და ბ-–-- ტ------ეს (---–--ს) შორის 2018 წლის 09 დ-------ის სატელეფონო საუბრების თანახმად, საუბარია გ---–- დ------ის ბ----ში დაკავების თაობაზე. ბ-–--ი: ... - აუ, როგორ გამიტყდა ბიჭო, მანდაც ერთი სიტყვა მეთქმოდა. გ-- მ---სა და ბ-–-- ტ------ეს (---–--ს) შორის 2018 წლის 10 დ-------ის სატელეფონო საუბრის თანახმად, გ--: კ-------–--ესთანო... რა წუთშიც გინდა იმ წუთში დაგაკავშირებო. გ--: - ჰო მოკლედ იქ დავალაგოთ წინასწარ ყველაფერი ..... ზ---- („ზ----“ იგ---–-სხმევა ზ---– მ---------–--ე) იქედან რას გვიკეთებს, ჩვენ აქედან რა უნდა გავაკეთოთ, ეს დავალაგოთ...; გ-- მ---სა და ბ-–-- ტ------ეს (---–--ს) შორის 2018 წლის 25 დ-------ის სატელეფონო საუბრის თანახმად, ბ-–--ი: ... დღეს იქაც დავრეკე, იქაც ვილაპარაკე იმასთან, საზღვარს იქით. .... მიაწექითო რას ელოდებითო. გ--: ბიჭო ვინმე გვინდა ვნახოთ იქაური რო, მიღება გაგვიჩალიჩოს რა, რო შეგვიყვანოს დაგვალაპარაკოს. გ-- მ---სა და ბ-–-- ტ------ეს (---–--ს) შორის 2019 წლის 3--------ის სატელეფონო საუბრის თანახმად, ბ-–--ი: ბიჭო დაახლოებით ის ხდება რომ, უნდა აახიონ მაგას ... - რამოდენიმე ადგილი ... ასახევი კი არა, ოფიციალურად რა, ოფიციალურად ნელ-ნელა. ... - 2 ადგილზეა ლაპარაკი ... ჩვენზე ... ჯერ. - ... ხო ... უნდა ოჯახის გაფრთხილება და თუ უნდა რო შვილები ... ნორმალურად ყავდეს. - მთავარია ... თვითონ თქვას ... მამაოსთან და დირექტორთან, რომ 2 ადგილია თუ 3 ადგილია, მე ვთმობ ამ ბჭებთან. გ--: - (რ----–-- ღ-------–--) არის ... ვ----ედან, ს------ის გვერდით არის ..., მე მგონი, ა---------ა საიდანაც არის ... კ-----–---. ბ-–--ი: ა---------ა ვინ არის? გ--: - ქურდია ა---------ა რა, ო-----–ია ეხლაც მე მგონი. ასევე, ბ-–--ა: გ--, ბ-–--ა ვარ.. - ხო, უნდა დაველაპარაკოთ ... გველოდება ის კაცი, ... 7 საათზე გვაქვს „სვიდანია“, უნდა დაგველაპარაკოს 7 საათზე. მე, ხო გითხარი შენც? - 7-ზე უნდა დარეკოს ზ----მ და დამალაპარაკეო გ--ო. 2019 წლის 02 თ-------–ის სატელეფონო საუბარის თანახმად, გ--: - და დაჟე მაქსიმუმი რა, ... როგორც ჭირდება ზ----ს ისე გაკეთდება ძმაო. ბ-–--ი: - ჰოდა ეგ შენ ჯობია რომ უთხრა ... ხვალე ლუბოი დროს ჩამოდი. 2019 წლის 02 თ-------–ის სატეელფონო საუბარის თანახმად, გ-- მ---სა და ბ-–-- ტ------ეს (---–--ს) შორის 2019 წლის 04 თ-------–ის სატელეფონო საუბრის თანახმად, ბ-–--ი: - ... ვაბშე რას ფიქრობ შენ ამ ლაპარაკის მერე? გ--: რაც ჩვენს ფუნქციაში იყო, ის გავაკეთეთ... - ნუ, ეხლა კარგი იყო, ისიც რომ გამოსულიყო, მარა. ბ-–--ი: ჯერჯერობით არ გამოვა, ჯერჯერობით... - სანამ ზ---- არ ეტყვის გაიგე? ... უნდა შევყოთ მანდ როგორღაც ფეხი ძმაო. ასევე, 2018 წლის 2---------------------ს ბ-–-- ტ------ისა და მ--–---- ჩ-------ის სატელეფონო საუბრების თანახმად, დასტურდება, რომ მათ რ----–-- ღ-------–--ს საკითხთან დაკავშირებით, საქმის კურსში უნდა ჩააყენონ კანონიერ ქურდები, კერძოდ: მ--–---- ჩ-------მა ლ---- მ-------, ხოლო ბ-–-- ტ------ემ - ზ---– მ---------–--ე, ლ---- მ------- უნდა დაუკავშირდეს ზ---– მ---------–--ეს და მათ უნდა გადაწყვიტონ აღნიშნული საკითხი. 2018 წლის 2----------ის ბ-–-- ტ------ის სატელეფონო საუბრით მ--- ღ--------სთან, დასტურდება, რომ ბ-–-- ტ------ე ელოდება „გ-–-------ის ზარს“, მ--- ღ--------ს სთხოვს, რომ შეეხმიანოს ან თუ თვითონ დარეკავს, უთხრას, რომ აუცილებლად დაურეკოს მას. 2018 წლის 2----------ის ბ-–-- ტ------ის გ-- მ---თან სატელეფონო საუბრის თანახმად, ბ-–--ი ეუბნება, რომ უნდა დარეკოს თ--------ში ზ---– მ---------–--ესთან, რათა ამ უკანასკნელმა დაშინების მიზნით დაურეკოს რ----–-- ღ-------–--ს. ამასთან იხსენებს ზ---– მ---------–--ის სახელის და გვარის გაგონებაზე როგორი შეშინებული რეაქცია ჰქონდა რ----–-- ღ-------–--ს.

 

3.13.2. ფარული სატელეფონო საუბრების მიყურადების და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, აგრეთვე, ბ-–-- ტ------ისა (---–--) და მ---–---- მ---------–--ის - ზ---– მ---------–--ის შვილის შეხვედრის ფაქტი.

 

3.13.3. ბ-–-- ტ------ეს (---–--ს) და მ----- რ-------ეს შორის 2019 წლის 13 თ-------–ის სატელეფონო საუბრის თანახმად, დასტურდება, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების სანაცვლოდ მ----- რ-------ეს ჰპირდება მფარველობას, კერძოდ, მ----- რ-------ე ითხოვს ვინმე მ------– მ----სთან (მ--–---- ჩ-----–--სთან) დალაპარაკებას, რათა დარწმუნდეს, რომ პრეტენზიები არ ექნება. აღნიშნულზე ბ-–--ი პასუხობს, რომ მ----ს თავად გააჩერებენ, თუ სურვილი აქვს შეახვედრებს და დაარეკინებს კიდეც მასთან, - „მ---- კი არა, ბუმბერაზები არიან, რა მ----, რის მ----“.

 

3.13.4. მ----- რ-------ესა და ი---- ძ------ს შორის 2019 წლის 2--------ის სატელეფონო საუბრის თანახმად, მ----- რ-------ე ეუბნება ი---- ძ------ს, რომ „გ-–------ის“ წარმომადგენელები - ქურდები დაუკავშირდნენ და შეხვდნენ, უთხრეს, რომ ზაფხულში რ----–-- ღ-------–--ს პრობლემები/გარჩევები ჰქონდა, რაშიც ისინი კერძოდ, თავად „კ--–--“ დაეხმარა და ამაში ეხლა ორ ადგილს ითხოვდნენ. აღნიშნული პირი ამბობდა, რომ იყო „გ-–-------ის წარმომადგენელი...ასევე ახსენა გ-- მ---იც. გ-- მ---ით ვიცნობ რ----–-- ღ-------–--სო. ი----ს თქმით, რ----–--ის მხრიდან ერთხელ იყო გ-–-------ი ნახსენები.

 

3.13.5. უდავოდ ცნობილი შეხვედრების კრებსითი მასალით დასტურდება, რომ 2019 წლის 2---------ს ბ-–-- ტ------ე, მისი მეუღლე მ--- ღ-------- და მ----- რ-------ე შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მათ შორის გაიმართა შემდეგი შინაარსის საუბარი, კერძოდ: ბ-–-- ტ------ემ მ----- რ-------ეს თავი წარუდგინა, რომ იგი არის თ--------ში მყოფი ზ---- მ---------–--ის, „გ-–-------ის“ წარმომადგენელი და შეუძლია, რომ იმავე დღეს დაალაპარაკოს. რ----–-- ღ-------–-- მისგან იცნობს ზ---- მ---------–--ეს, „გ-–-------ს“. აღნიშნული შეხვედრის დროს ბ-–-- ტ------ე მ----- რ-------ისაგან ითხოვდა ორ ადგილს, რომელიც რ----–-- ღ-------–--მ აჩუქა „ხალხი, რომ მოაშორა“. ამასთან, დაპირდა, რომ ყველაფერს მოუგვარებდა - „ქუჩის მხრიდან ბუზი ვერ შეფრინდებოდა“. საუბრისას ბ-–-- ტ------ის მიერ ნახსენები იყო აგრეთვე კანონიერი ქურდი ტ------– ო-----. მ----- რ-------ის ნათქვამზე კი: - მ---ის თვიდან მეუბნება გ-–-------ი ჩავაყენე საქმის კურსშიო. ბ-–--მა წყენა გამოხატა რ----–-- ღ-------–--ს მიმართ: „ - მაგის გ---–-სათვის მაგას ნახე რა ვუქნა, ... მაგის გ---–-სთვის „იმმენა“ მოსაკლავია ეგ“, რადგან რა უფლება ჰქონდა, რომ მისი ძმაკაცის გ-–-------ის სახელს ახსენებდა.

 

3.13.6. გ-- მ---ის, ბ-–-- ტ------ის და მ----- რ-------ის შეხვედრის ამსახველი 2019 წლის 04 თ-------–ის კრებსის თანახმად, გ--: - ეს ყველაფერი შეთანხმებულია. აღნიშნულს თუ გინდათ, ტელეფონში დაგიზუსტებთ თვითონ პირადად, თუ მაინცდამაინც გინდათ, დავურეკოთ და ჩამოვა. მ-----: - ძალიან მინდა. მე, პირველ რიგში, მინდა მოვისმინო, საერთოდ რა გადაწყვიტეთ თქვენ. გ--: - აი ასეთი შემოთავაზებაა - მანდ არის ლაპარაკი ორ ადგილზე, იცით ალბათ... და მაგ ორი ადგილის გარდა, კიდევ ორ ადგილზე, სადაც მუშაობენ ის ბავშვები, ქმარი რომ გარდაეცვალა გოგოს რა. ამ ორი ადგილის არავის არაფერი - „პროსტა“, ის ბავშვები ფულს არ გადაიხდიან. ეს ორი ადგილი იქნება განკარგულებაში თქვენი. მ-----: - არა, თქვენ ასე თქვით, რომ ორი ადგილი გინდათ თქვენ... - დღეს უკვე იცვლება სიტუაცია და ოთხ ადგილზეა ლაპარაკი; - მერე იყო ლაპარაკი ფ----ელებზე. ჰოდა მე მაშინაც გითხარი თქვენ ბატონო ბ-–--, რა გარანტია მაქვს მე ამ ხალხიდან, რომ ხვალ ფ----ელი არ მოვა, ზეგ მ------–ი არ მოვა, მაზეგ ... მე ეს სიტუაცია მინდა ძალიან დავაწყო. გ--: - ყველაფერს ჩვენ ბდავალაგებთ; ბ-–--ი: - არ მინდა, რომ ვაწყენ---- ვიღაცას და ეგრე არ არის რა. ყველას შვილები გვყავს და ყველას ისინი გვყავს, ყველას ხელში გვიჭირავს და ყველა გაჭირვებულია დღეს. - ჩვენ კი არ შეგვაწუხა, ისეთი ხალხია შეწუხებული, რომ ... ისეთმა ხალხმა დაგვირეკეს იქიდან... - რაც გითხარით, იქ ბუზი ვერ შემოფრინდება. ვერავინ ვერ მოვა და ვერ მოითხოვს... - მაგის გარანტიას მე გაძლევ, რა, მე გაძლევ.

 

3.13.7. ბ-–-- ტ------ის და მ----- რ-------ის შეხვედრის ამსახველი 2019 წლის 04 თ-------–ის კრებსის თანახმად, ბ-–-- ტ------ე ეუბნება მ----- რ-------ეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მ------- და ისინი ჩააყენეს საქმის კურსში, თუმცა მან ტ------–ა ო----თან დარეკა და საქმის ვითარებაში გაარკვია, მან კი მ-------ს დაურეკა და უთხრა „,..სადაც გნახავ, იქ მოგაჭრი უკუღმად თავსო“, მას შემდეგ ეს აღარ გამოჩენილა ფ----ელები.

 

3.13.8. მ---–---- მ---------–--ის, ბ-–-- ტ------ის და მ----- რ-------ის საუბრის ამსახველი 2019 წლის 10 თ-------–ის კრებსით დასტურდება, რომ ბ-–-- ტ------ე მ----- რ-------ეს აცნობს ზ---– მ---------–--ის შვილს - მ---–---- მ---------–--ეს, „გაიცანით, ეს ზ----ს - გ-–-------ის ბიჭია, შვილია“. გაცნობის შემდეგ მ---–---- მ---------–--ე მზადყოფნას აცხადებს გ-–-------თან - მამამისთან დარეკვაზე. მ----- რ-------ის და ზ---– მ---------–--ის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ბ-–--ი კითხულობს მ----- რ-------ის პოზიციას: „იმ ორ ადგილზე რაც გითხრათ (საუბარია ზ---- მ---------–--ეზე) და რაც ჩვენ ვთქვით,“ ასევე აზუსტებს, ხომ დარწმუნდა, რომ ნამდვილად ზ----ა, რაზეც მ----- რ-------ე უდასტურებს, რომ დარწმუნდა.

 

3.14. საქართველოს შ--------------- სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 2----------ის ფონოსკოპიური ექსპერტიზის #------ დასკვნის თანახმად, 1. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებსა და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. 2. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: 1. .... მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე გ-- მ---იასა და რ----–-- ღ-------–--ს ხმის; 2. .... მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე რ----–-- ღ-------–--ს ხმის; 3. .... მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ბ-–-- ტ------ის და რ----–-- ღ-------–--ს ხმის; 4. .... მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ბ-–-- ტ------ის ხმის. 5. .... მოსაუბრე მამაკაცისა და ქალის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე რ----–-- ღ-------–--სა და ი---- ძ------ს ხმის. 6. .... მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ბ-–-- ტ------ისა და გ-- მ---ის ხმის; 7. .... მოსაუბრე მამაკაცისა და ქალის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ბ-–-- ტ------ისა და მ----- რ-------ის ხმის; 8. .... მოსაუბრე ქალბატონების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ი---- ძ------სა და მ----- რ-------ის ხმის. 9. ... მოსაუბრე მამაკაცისა და ქალის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე რ----–-- ღ-------–--სა და მ----- რ-------ის ხმის.

 

3.15. ფონოსკოპიური ექსპერტიზის #------ დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ე----- კ-----–-–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო. მან დამატებით ასევე განმ-----ა, რომ ხმის ექსპერტიზა ჩაატარა პროგრამულ-აპარატურული საშუალებებით და ცდომილების შესაძლებლობა გამორიცხა.

 

3.16. საქართველოს შ--------------- სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 2--------ის ბალისტიკური ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარდგენილი: - ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის 1993 წელს გამოშვებული “-----”, მოდელის, 5,45მმ კალიბრის კ--–-–------ის კონსტრუქციის #N----- ავტომატი, რომელსაც კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება, ვარგისია სროლისათვის, როგორც ცალმაგ, ისე ავტომატურ რეჟიმში და მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. - ქარხნული წესით დამზადებული 1(ერთი) ცალი მჭიდი განკუთვნილია კ--–-–------ის კონსტრუქციის 5,45მმ კალიბრის ავტომატებისათვის. არის ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილი და არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. - ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45მმ კალიბრის 21(ოცდაერთი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5,45მმ კალიბრის კ--–-–------ის კონსტრუქციის “A----”, “A-----”, “A------” ავტომატებისათვის, “Р--” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. ოცდაერთივე (21) ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. - ქარხნული წესით დამზადებული, 9მმ ნომინალური კალიბრის ,,A--------“ მოდელის #1-------- ხმოვანი (სასტარტო) პისტოლეტი, რომელსაც კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება, არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. - ქარხნული წესით დამზადებული 1 (ერთი) ცალი მჭიდი განკუთვნილია 9მმ ნომინალური კალიბრის „A--------“ მოდელის ხმოვანი (სასტარტო) პისტოლეტისთვის. არის პისტოლეტის შემადგენელი ნაწილი და არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. - ქარხნული წესით დამზადებული 1(ერთი) ცალი 9მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი ვაზნა განკუთვნილია 9მმ ნომინალური კალიბრის იარაღებისათვის (მათ შორის, წარდგენილი პისტოლეტისათვისაც). აღნიშნული ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

3.17. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა დ-------- ც-----ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

3.18. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2-----–--ის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, რ----–-- ღ-------–--ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა, ორგანული პიროვნული აშლილობის სახით (კოდი - F----; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა, ორგანული პიროვნული აშლილობის სახით და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია სწორი ჩვენების მიცემა და საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს მის შერაცხადობას.

 

3.19. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ა---- ტ-----–--ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მოწმემ დამატებით ასევე აღნიშნა, რომ მართალია გამოსაკვლევი პირი რ----–-- ღ-------–-- იყო ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, თუმცა მათ არ ჩათვალეს რომ ეს იყო გართულებული. რაც შეეხება შეფასებას, რომ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს რ----–-- ღ-------–--ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის, აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ რ----–-- ღ-------–-- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით, კერძოდ, რამდენადაც რ----–-- ღ-------–--ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება - ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვა - თავისი შინაარსით არის დროში გაწელილი პროცესი და დამოკიდებული არ არის პირის ემოციურ ქმედებასთან, მათ მიერ შეფასებულ იქნა, რომ რ----–-- ღ-------–-- ქმედების ჩადენის დროს არ იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.

3.20. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2019 წლის 3-----–--ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის #-- დასკვნის თანახმად, რ----–-- ღ-------–--ს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით / F----- /, ორგანული ტიპის ინტელექტუალური და მნესტიკური ფუნქციების დაქვეითებით (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). ამას მოწმობს ანამნეზური მონაცემები, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, სისხლის სამართლის საქმის მასალები და კვლევის შედეგები. ამაზე მიუთითებს მიღებული ქალა-ტვინის ტრავმა მომდევნო კომატოზური მდგომარეობა, შემდგომ ჩატარებული ორჯერადი ნეიროქირურგიული ოპერაციული მკურნალობა ხანგრძლივი რეაბილიტაციით, ამ ფონზე გამოვლენილი გამკვეთრებული ხასიათის პათოლოგიური დარღვევები (ადვილი გაღიზიანებადობა, თავშეუკავებლობა, კონფლიქტურობა, ნებისყოფის სისუსტე, სოციუმში ადაპტაციის გაძნელება), ნარკოტიზაცია, 2005 წლიდან მოჭარბებული და გაბმით სმის ხანგრძლივი პერიოდები. ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პოსტტრავმული და ალკოჰოლური ენცეფალოპათია, შემდგომში მყარი პიროვენული პათოლოგიური ცვლილებებით, ასოციალური ქმედებებისკენ მიდრეკილება, მსჯელობის ზედაპირულობა, აზროვნების წებოვანება, რიგიდულობა, ამბივალენტობა, იჭვნეულობა ირგვლივმყოფთა მიმართ, აფექტურობა, იმპულსურობა, კრიტიკის დაქვეითება საკუთარი მდგომარეობისა და ქცევების მიმართ. ინკრიმინირებული ქმედების დროს რ----–-- ღ-------–--ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდულად შერაცხადი).

 

3.21. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნ---- დ-----აშვილმა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

3.22. დაცვის მხარის მოწმე ლ------ ღ-------–--მ სასამართლო სხდომაზე განმ-----ა, რომ მოწმე ლ------ ღ-------–--მ განმ-----ა, რომ იგი არის ბრალდებულ რ----–-- ღ-------–--ს და. ქ. თბილისში, ნ-------–-ს ტურისტულ ზონაში მდებარე არტ-ბაზრობის გაკეთების სურვილი გამოთქვა რ----–--ის ღ-------–--ს ვაჟმა. მანვე ჩადო აღნიშნული კომპანიის დაფუძნებისათვის საჭირო საწყისი თანხა. ვინაიდან რ----–-- ღ-------–--მ ვერ მოახერხა მერიისგან იჯარის ხელშეკრულების მიღება, მან დახმარებისათვის მიმართა მეუფე ა------ს, იგივე მ-------- ბ---–-----ს, რომელიც მართლაც დაეხმარა ხელშეკრულების მიღებაში და დააფუძნეს შპს „ა-–----ი“. მართალია რ----–-- ღ-------–--ს და მ-------- ბ---–-----ს სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ, რომ კომპანიის წილის 50-50% ეკუთვნოდათ, თუმცა ნოტარიულად გაფორმდა, რომ 33% ეკუთვნოდა რ----–-- ღ-------–--ს, 33%-ი---- ძ------ს, ხოლო 34% - მეუფე ა------ის ქალიშვილს - ქ------- ბ---–-----ს. აღნიშნული სავაჭრო ობიექტის აშენებისა და კეთილმოწყობისთვის საჭირო იყო სოლიდური თანხები, რაც სრულად მოძიებულ იქნა მისი და რ----–-- ღ-------–--ს შვილების მიერ, ხოლო მეუფე ა------ს და ი---- ძ------ს აღნიშნული კომპანიის განვითარებისათვის რაიმე სახის მატერიალური სახსრები არ გაუღიათ. მოგვიანებით მეუფე ა------მა და ი---- ძ------მ თავიანთი წულები უსასყიდლოდ გადასცეს მ----- რ-------ეს. გადაწყვეტილი ჰქონდათ რ----–-- ღ-------–--ს და მისი ოჯახის ბიზნესიდან ჩამოცილება, რის გამოც მის ძმას - რ----–-- ღ-------–--ს მ----- რ-------ისთვის უსასყიდლოდ გადააცემინა თავისი 33% და რომ არა მისი და მისი მეუღლის ძალისხმევა, ისინი მიისაკუთრებდნენ აღნიშნულ წილსაც და დარჩებოდნენ სოლიდური ვალდებულებებით. შემდეგ კვლავ დაუბრუნეს მის ძმას კუთვნილი 33% და უთხრეს, კომპანიის საკუთრებაში არსებული 33 ადგილიდან იგი ისარგებლებდა მხოლოდ 7 ადგილით, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, აღნიშნული შვიდი ადგილით სარგებლობის შესაძლებლობაც არ ჰქონდათ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მათ შორის - ერთი მხრივ მეუფე ა------სა და მ----- რ-------ეს, ხოლო მეორე მხრივ, მის ძმასა და მისი ოჯახის წევრებს შორის, დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც მეუფე ა------მა და მ----- რ-------ემ მისი ძმის ჩამოცილების გამო, დააბრალეს არჩადენილი დანაშაული. მოწმის განმ-----ებით, გ-- მ---ი და მისი ძმა რ----–-- ღ-------–-- არიან დიდი ხნის მეგობრები. მას მთელი ოჯახი იცნობს როგორც წესიერ და კეთილ ადამიანს. არასდროს გაუგ--, რომ მას ქურდულ სამყაროსთან რაიმე კავშირი ჰქონდა. გ-- მ---ი, როგორც რ----–-- ღ-------–--ს მეგობარი, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით ყველაფრის საქმის კურსში იყო, შესაბამისად, ისინი ერთად ცდილობდნენ გამოსავლის მოძიებას. სწორედ ამ მიზნით გააცნო გ-- მ---მა მის ძმას - რ----–-- ღ-------–--ს ბ-–-- ტ------ე, თუმცა არა როგორც ქურდული სამყაროს წარმომადგენლი. როგორც მოგვიანებით გაიგო გ-- მ---ი და ბ-–-- ტ------ე მეგობრობდნენ. გ-- მ---ს არასდროს უთქვამს, რომ ბ-–-- ტ------ე ქურდული სამყაროს წარმომადგენელი იყო, მან უბრალოდ მიმართა მეგობარს - ბ-–-- ტ------ეს მეგობრისთვის - რ----–-- ღ-------–--სთვის დახმარების აღმოსაჩენად. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ მისი ძმა თავისი წილიდან ვინმე მ---–---- მ---------–--ეს უფორმებდა 3%, თუმცა მან ეს მინდობილობა მეორე დღესვე გააუქმებინა. არ იცის მისი ძმა რატომ ასხივებდა აღნიშნულ წილს მ---–---- მ---------–--ეზე, რომელიც დაკავების შემდეგ გაიგო, რომ იყო „გ-–-------ის“ შვილი. შპს „ა-–----ის“ წლის 33%-ს მესაკუთრე კვლავ არის რ----–-- ღ-------–--, თუმცა მას აქვს გენერალური მინდობილობა.

 

3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებუელბებისა, სხვა მტკიცებულებები - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 2019 წლის 18 მ-----ის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი; ბრალდებულების რ----–-- ღ-------–--ს, ბ-–-- ტ------ის და გ-- მ---ის 2019 წლის 2--------ის დაკავების, პირადი ჩხრეკის და ბინის ჩხრეკის ოქმები, 2019 წლის 2--------ის რ----–-- ღ-------–--ს დედის - ე------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, 2019 წლის 2--------ის მ--- ღ--------ს, მ---–---- მ---------–--ის და ნ------- შ-----–--ს პირადი ჩხრეკის ოქმები, 2019 წლის 2--------ის მ---–---- მ---------–--ის და ნ------- შ-----–--ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმები, მოწმეების მ--- ღ--------ს, გ------ შ-----–--ს, ა--–-- ჯ---------ის, ზ---- ს--------ის, ი---- ხ-----–---–ის, ა-–---- ს--------ის, ნ------- კ---------ის გამოკითხვის ოქმები, საქართველოს შ--------------- სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 2--------ის ქიმიური ექსპერტიზის #-------- და ქიმიური ექსპერტიზის #1--------------- დასკვნები, 2019 წლის 1--------–ის ქ. თბილისში, კ--------ს ქუჩა #---ში მდებარე სანოტარო ბიუროდან სანოტარო აქტების ამოღების ოქმი, თანდართული სანოტარო აქტებით, 2019 წლის 1--------–ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 1--------–ის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმი და ნივთიერი მტკიცებულებები - მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმ-----ება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმ-----ა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.26. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმ-----ა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

3.27. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.28. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმ-----ებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დ-------ის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმ-----ოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმ-----ებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

4.4. სასამართლო განმ-----ავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

4.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გ---–-სხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

4.6. ბ-–-- ტ------ისა და გ-- მ---ის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ჩადენა:

 

4.6.1. სასამართლო განმ-----ავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობა. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტური ხასიათისაა და მისი შინაარსი მოცემულია საქართველოს კანონში „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ქურდული სამყაროს“ წევრი არის პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. ამავე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით კი განმ-----ებულია „ქურდული სამყარო“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა, კერძოდ, „ქურდული სამყარო“ განმ-----ებულია, როგორც პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა განმ-----ებულია, როგორც „ქურდული სამყაროს“ წევრის/ „კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება. ამდენად, „ქურდული სამყაროს” წევრობას ადგილი აქვს როდესაც ა) პირი აღიარებს „ქურდული სამყაროს” და აქტიურად იღებს მონაწილეობას მის საქმიანობაში, და ბ) აღიარებს „ქურდულ სამყაროს”, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში მონაწილეობისათვის. დანაშაული დამთავრებულია ქურდული სამყაროს აღიარებასთან ერთად ერთ-ერთი ქმედების ჩადენისთანავე (მაგალითად, მუქარის, ქურდული გარჩევის და სხვ.) და მნიშვნელობა არა აქვს მიაღწია თუ არა ქურდული სამყაროს წევრმა ამ სამყაროს მიზანს (სარგებლის მიღებას). სუბიექტური მხრივ სახეზეა მიზნით დაფუძნებული დელიქტი. „ქურდული სამყაროს” წევრობის მიზანია, თავისთვის, ან სხვისთვის, სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების მიღება ანდა სხვისთვის მინიჭება, ასევე გავლენის მოპოვება ან სხვისთვის მინიჭება.

 

4.6.2. წესები, რომელიც მოქმედებს კრიმინალურ სამყაროში, პირობითად იწოდება „კანონად“, თუმცა კანონთან, სახელმწიფოებრივი გაგებით, მათ არაფერი აქვთ საერთო. „ქურდული სამყარო“ მიიჩნევა თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემლად. ამ სამყაროს ყავს თავისი ცნობადი ლიდერები, წინასწარ შემუშავებული ინიცირებული რიტუალები და ქცევის წესები, რომლის მკაცრად მორჩილება სავალდებულოა. ამ ერთობას აქვს კარგად ორგანიზებული მართვის სტრუქტურა, სუბორდინაციისა და მისი წევრების კონტროლის მკაცრი სისტემა, ასევე გავლენა ვრცელდება საზოგადოების სხვადასხვა სექტორებზე.

 

4.6.3. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, „ქურდული სამყაროს წევრობა გ---–-სხმობს ქურდული სამყაროსადმი, როგორც ორგანიზებული ჯგუფისადმი კუთვნილებას და ასევე ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად გარკვეული უკანონო ქმედებების განხორციელებას. სასამართლო განმ-----ავს, რომ მხოლოდ ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად ცხოვრება არ არის საკმარისი დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის, რამდენადაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია, როგორც ქურდულ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში აქტიური მონაწილეობა, ასევე იმ რომელიმე აკრძალული ქმედების ჩადენა, რომელსაც პირდაპირ ითვალისწინებს ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდული სამყაროს, როგორც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ სახეს, ახასიათებს კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი - ქურდული სამყაროს წევრებისათვის ან სხვა პირთათვის მატერიალური სარგებლის, უპირატესობის ან ძალაუფლების მიღება ანდა სხვისთვის მინიჭება, ასევე გავლენის მოპოვება ან სხვისთვის მინიჭება, რომლის გარეშეც პირთა გაერთიანება ქურდულ სამყაროდ ვერ ჩაითვლება (,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი.)

 

4.6.4. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს სტარსბურგის სასამართლო და 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაში „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“ განამრტავს - სასამართლო ადგენს, რომ 2005 წლის 20 დეკემბერს ორი ახალი დანაშაულის წარდგინებით, კერძოდ, ,,ქურდული სამყაროს წევრობა“ და ,,კანონიერი ქურდობა“, საქართველოს კანონმდებლობამ მხოლოდ ამ ცნებების და დანაშაულებრივ (,,ქრუდულ“) სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინა, რომელთა ზუსტი მნიშვნელობა უკვე ისედაც კარგად ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობამ გადაწყვიტა სასაუბრო ენის შენარჩუნება ამ დანაშაულების სამართლებრივ აღწერაში. სასამართლოს აზრით, ეს მიზნად ისახავდა იმის უზრუნველყოფას, რომ ახლად კრიმინალიზირებული დანაშაულების არსი უფრო ადვილად ყოფილიყო გაგებული საზოგადოების მიერ. მოცემულ საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ - მომჩივანმა, ფინანსური საკითხების განხილვასთან ერთად, რომლებიც ქურდული სამყაროს ,,ობშიაკის“ მართვას ეხებოდა, ასევე გამოხატა მოსაზრებები, რომლებიც აშკარად ადასტურებდნენ მის ინტერესს შესაბამისი კრიმინალური სუბკულტურის და ,,ქურდული სამყაროს“ მიმართ და მის მიერ იმ სპეციფიური კანონების გაგებას, რომლებიც ამ სამყაროში მოქმედებდნენ. ამას გარდა, როდესაც საკუთარი ნებასურვილით ჩაერთო ორი პირადული დავის გადაწყვეტაში, მომჩივანს არ უყოყმანია გამოეყენებინა საკუთარი ავტორიტეტი, როგორც ქურდული სამყაროს უფროსი წევრის და თავისი უფროსის, ტიტულოვანი ,,კანონიერი ქურდის“ ბ-ნი ა.კ.-ს ავტორიტეტი, როგორც დამაჯერებლობის საშუალება (იხ. საქმე საქმე „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგი 15 ივლისი 2014). იმავე გადაწყვეტილებაში სასამართლო განმ-----ავს, რომ რომ 223(1)-ე მუხლის სისხლის სამართლის კოდექსისთვის დამატება, რომელიც აშკარად უკანონოდ აცხადებდა ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ ორ დამოუკიდებელ დანაშაულს, იყო მხოლოდ ნაწილი 2005 წლის 20 დ-------ის უფრო ფართო საკანონმდებლო პაკეტისა, რომლის მიზანი იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება. კანონმდებლობის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული, იყო კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, რომლის მე-3 სექცია გასაგებად უხსნიდა საზოგადოებას ამგვარი, უკვე სასაუბრო ენაში დამკვიდრებული, ტერმინების მნიშვნელობას. ეს ტერმინებია ,,ქურდული სამყარო“, ,,ქურდული სამყაროს წევრი“, ,,საქმის გარჩევა კანონიერი ქურდის ავტორიტეტის გამოყენებით“, ,,კანონიერი ქურდობა“ და ა.შ. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ 223(1)-ე მუხლი, ზემოხსენებული ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონის მე-3 სექციასთან ერთად წაკითხული, მოიცავდა ორი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ყველა შემადგენელ ელემენტს, რომელიც კავშირში იყო ,,ქურდული სამყაროს“ ფუნქციონირებასთან. აქედან გამომდინარე, სასამართლო აგდენს, რომ 2005 წლის 20 დ-------ის შემდეგ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის დანაშაულის კრიმინალიზებით, მომჩივანს - ათწლეულების განმავლობაში ,,ქურდული სამყაროს“ სუბკულტურაზე საყოველთაო ცოდნის საფუძველზე თუ არა, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონის მე-3 სექციაზე ან შესაბამისი სამართლებრივი დახმარების საფუძველზე - ადვილად შეეძლო წინასწარ გაეთვალისწინებინა, თუ რომელი მისი ქმედება გამოიწვევდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის 223(1) პირველი ნაწილინდა გამომდინარე.

 

4.6.5. გამოკვლეული მტკიცებულებებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ბ-–-- ტ------ემ და გ-- მ---მა ჩაიდინეს „ქურდული სამყაროს“ წევრობა, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ პირებს არ გააჩნდათ არანაირი უფლება დაზარალებულისაგან მოეთხოვათ შპს „ა-–----ის“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტები, რამდენადაც ისინი არ ფლობდნენ წილებს აღნიშნულ კომპანიაში, ასევე, დაზარალებულს არ ჰქონია მათ მიმართ რაიმე ქონებრივი ვალდებულება. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი ჩაერთნენ ე.წ. სადავო საკითხის გადაწყვეტაში, მ----- რ-------ისგან მუქარით და დაშინებით ითხოვდნენ სავაჭრო ადგილებს, რომლის ოდენობასაც თავად განსაზღვრავდნენ, აღნიშნულის მიზანი კი იყო როგორც მათთვის, ასევე სხვისთვის - რ----–-- ღ-------–--სთვის სარგებლის მიღება და საკუთარი გავლენის და ძალაუფლების მოპოვება. ასევე დადასტურდა, რომ აღნიშნულ პირებს აღნიშნული სადავო საკითხის გადასაწყვეტად აქტიური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ - თ--------ში მცხოვრებ „კანონიერ ქურდ“ ზ---– მ---------–--ესთან.

 

4.6.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა მ----- რ-------ემ დეტალურად აღწერა როგორ დაუკავშირდა ბ-–-- ტ------ე, რომელმაც თავი წარუდგინა როგორც „კანონიერი ქურდის“ ზ---– მ---------–--ის, მეტსახელად „გ-–-------ის“ წარმომადგენელი, „გ-–-------ის“ მეშვეობით შეჰპირდა მასსა და რ----–-- ღ-------–--ს შორის დავის მოგვარებას, ხოლო სანაცვლოდ ჰპირდებოდა მფარველობას. „გ-–-------ის“ გადაწყვეტილების შესაბამისად იგი ითხოვდა ქ. თბილისში, ნ-------–-ს ტურისტულ ზონაში მდებარე შპს „ა-–----ის“ კუთვნილ სავაჭრო ობიექტებს. ასევე დეტალურად აღწერა გ-- მ---თან შეხვედრა, რომელიც მეორე შეხვედრის დროს ახლდა ბ-–-- ტ------ეს. ხსენებული პირები კვლავ ეუბნებოდნენ რომ იყვნენ კანონიერი ქურდის ზ---– მ---------–--ის - „გ-–-------ის“ წარმომადგენლები და კვლავ ჰპირდებოდნენ მასსა და რ----–-- ღ-------–--ს შორის დავის მოგვარებას, რის სანაცვლოდაც ითხოვდნენ ორი სავაჭრო ადგილის დათმობას მათ სასარგებლოდ, ხოლო ორი სავაჭრო ადგილის დათმობას იქვე მომუშავე რ----–-- ღ-------–--ს შვილის სასარგებლოდ. დაზარალებულის განმ-----ებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი ემუქრებოდნენ როგორ უშუალოდ მას, ასევე იმუქრებოდნენ სხვათა მისამართით, რათა დაშინებულიყო და მიმხვდარიყო, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაცული არც ის იქნებოდა. ბ-–-- ტ------ემ მას ასევე გააცნო ზ---– მ---------–--ის - „გ-–-------ის“ შვილი, რომლის მეშვეობითაც შედგა მასსა და ზ---– მ---------–--ეს შორის სატელეფონო საუბარი. მან დაუდასტურა, იყო ზ---- მ---------–--ე, ზედმეტსახელად „გ-–-------ი“, ხოლო ბ-–-- ტ------ე და გ-- მ---ი იყვნენ მისი ხალხი და მათი მოთხოვნები უნდა შესრულებულიყო - უნდა დაეთმო ოთხი სავაჭრო ადგილი - ორი სავაჭრო ადგილი უნდა დაეთმო რ----–-- ღ-------–--ს შვილების სასარგებლოდ, ერთი ადგილი უნდა გადაფორმებულიყო ბ-–-- ტ------ის, ხოლო ერთი ადგილი - გ-- მ---ის სახელზე. მისივე თქმით აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო თ--------ში, მისი შეუსრულებლობა კი მისთვის იქნებოდა ძალიან ცუდი. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან მ----- რ-------ე არ ასრულებდა მათ მოთხოვნებს, ბ-–-- ტ------ე შეეცადა მის დაშინებას იარაღის დემონსტრირებით. კერძოდ, ბ-–-- ტ------ის დაჟინებული მოთხოვნით იგი ბ-–--ს შეხვდა „მ---------–---ში“, სადაც ამ უკანასკნელმა კვლავ მოსთხოვა ადგილები, ეუბნებოდა, რომ თ--------იდან ურეკავენ კანონიერი ქურდები ზ---- მ---------–--ე, მეტსახელად „გ-–-------ი“, ასევე ახსენებდა, ტ------– ო----ს, რა დროსაც საქამრიდან ამოიღო იარაღი, რომელიც დადო მაგიდაზე და უთხრა, რომ: „ამ საქმეს, მხოლოდ ეს უშველიდა“.

 

4.6.7. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია/შეესაბამება ფარული ვიდეო-აუდიო და სატელეფონო საუბრების მიყურადების და ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან, რომელიც სრულ სურათს ქმნის ერთი მხრივ, ბრალდებულებსა - ბ-–-- ტ------ესა და გ-- მ---ს, ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთობების თაობაზე, რაც ცალსახად მიუთითებს ბრალდებულების დანაშაულებრივ ქმედებებზე. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით კი ცალსახად დასტურდება, რომ კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებში და სატელეფონო ფონოგრამებში არსებული პიროვნებები არიან რ----–-- ღ-------–--, გ-- მ---ი, ბ-–-- ტ------ე, ი---- ძ------ და მ----- რ-------ე. აღნიშნული დასკვნის ავთენტურობა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე----- კ-----–-–---–მა.

 

4.6.8. ფარული ვიდეო-აუდიო და სატელეფონო საუბრების მიყურადების და ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციით ასევე ცალსახად დასტურდება, რომ ბ-–-- ტ------ეს და გ-- მ---ს სისტემატური და აქტიური კავშირი აქვთ „კანონიერ ქურდ“ ზ---– მ---------–--ესთან, ასევე საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომელთა დავალებითა და მითითებით აქტიურად მოქმედებენ „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად დგინდება ბ-–-- ტ------ის და გ-- მ---ის კავშირები ქურდულ სამყაროსთან, კანონიერი ქურდების სახელით სავაჭრო ადგილების მოთხოვნა, მუქარა და აგრესიული დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ. ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, ცალსახად დასტურდება, რომ ბრალდებულები აქტიურად განიხილავენ და ესაუბრებიან დაზარალებულს რ----–-- ღ-------–--სთან არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით.

 

4.6.9. რაც შეეხება კანონიერ ქურდ ზ---– მ---------–--ის სტატუსს, მოწმე ზ------ ჯ---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მის მიერ იქნა დადგენილი „კანონიერი ქურდის“ ზ---– (ზ----) მ---------–--ის, ზედმეტსახელად „გ-–-------ის“ პიროვნება, გაარკვია, რომ ის ნამდვილად არის „კანონიერი ქურდი“, რის შესახებაც ინფორმაცია მიიღო, როგორც წყაროსგან, ასევე ვებ-გვერდ „პ------------იდან“, სადაც მოცემულია ინფორმაცია „კანონიერი ქურდების“ შესახებ.

 

4.6.10. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, რუსული ვებ-გვერდის http://www.primecrime.ru/-ის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ აღნიშნულ ვებ-გვერდზე, რუსულ ენაზე მითითებულია კანონიერი ქურდები, თავისივე ქურდული მეტსახელით, ქურდულად მონათვლის თარიღით და სასჯელის მოხდის წლების მითითებით. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მითითებული არის ზ---– (ზ----) მ---------–--ე, მეტსახელად „გ-–-------ი“ როგორ „კანონიერი ქურდი“. ზ---– მ---------–--ე, რომ ნამდვილად არის კანონიერი ქურდი, დასტურდება, ასევე, მოწმეების მ----- რ-------ის, ც---- ლ-----–---ს, ზ------ ჯ---------ს ჩვენებებით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მტკიცებულებებით, სადაც ბრალდებულებიც და დაზარალებულიც, ზემოაღნიშნულ პირს მოიხსენიებენ, როგორც ავტორიტეტს, ქურდს, უფროს ძმას, რომელიც თ--------ში იმყოფება.

 

4.6.11. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება ბ-–-- ტ------ისა და გ-- მ---ის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ჩადენა.

 

4.7. რ----–-- ღ-------–--ს მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა:

 

4.7.1. სასამართლო განმ-----ავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისათვის „ქურდული გარჩევის“ განხორციელების ან თავისთვის ან/და სხვისთვის მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მისაღებად ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, „ქურდული სამყაროს“ წევრმა/„კანონიერმა ქურდმა“ განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი. ქმედება ვლინდება შემდეგი ალტერნატიულ სახით: 1. „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის, ან „კანონიერი ქურდისათვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელებისათვის და 2. „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის ან „კანონიერი ქურდისათვის“ მიმართვა ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოსახდენად. სუბიექტური მხრივ ნაწილობრივ სახეზეა მიზნით დაფუძნებული დელიქტი. კერძოდ, მეორე ალტერნატიული ქმედებისას ამსრულებლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება. ეს დანაშაული დამთავრებულია ნებისმიერი ალტერნატიული ქმედების განხორციელებისთანავე და არა აქვს მნიშვნელობა, „ქურდული სამყარის“ წევრმა ან „კანონიერმა ქურდმა“ განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება, ან დადგა თუ არა მოცემული პირისათვის სასურველი შედეგი. ამდენად, სახეზეა შედეგგარეშე - ფორმალური დანაშაული. ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული. კერძოდ, მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

 

4.7.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) და საბრძოლო მასალა. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ხოლო საბრძოლო მასალა არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა კი გ---–-სხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.

 

4.7.3. სასამართლო ბრალდებულ რ----–-- ღ-------–--ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმ-----ების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: კერძოდ, დაზარალებულ მ----- რ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „ა-–----ის“ წილებთან და შემოსავლებთან დაკავშირებით მასსა და რ----–-- ღ-------–--ს შორის არსებობდა უთანხმოება, რასთან დაკავშირებითაც რ----–-- ღ-------–-- ემუქრებოდა, რომ საქმეში ჩარევდა „კანონიერ ქურდებს“. 2018 წლის შემოდგომაზე ი---- ძ------მ უთხრა, რომ რ----–-- ღ-------–--ს მისთვის უთქვამს, რომ „კანონიერ ქურდთან“, მეტსახელად „გ-–-------თან“ მიდიოდა თ--------ში, რათა ეცნობებინა მასთან კონფლიქტის შესახებ. დაზარალებულის განმ-----ებით, თავად რ----–-- ღ-------–--საც არაერთხელ უთქვამს „კანონიერი ქურდის“, მეტსახელად „გ-–-------ის“ ჩართულობის შესახებ. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მ----- რ-------ე შეხვდა ბ-–-- ტ------ეს და გ-- მ---ს, რომელთაც უთხრეს, რომ იყვნენ კანონიერი ქურდის ზ---– მ---------–--ის - „გ-–-------ის“ წარმომადგენლები და მისი მეშვეობით შეპირდნენ მასსა და რ----–-- ღ-------–--ს შორის დავის მოგვარებას, იმავე დღეს, შეხვედრა გაგრძელდა რ----–-- ღ-------–--სთან ერთად, რა დროსაც რ----–--ი ითხოვდა თავიის შვილებისთვის ორ სავაჭრო ადგილს, ხოლო ორი ადგილი უნდა გადაცემულიყო ე.წ. „ქურდებისთვის“. მოწმე ი---- ძ------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მ----- რ-------ესა და რ----–-- ღ-------–--ს შორის კომპანიის წილებსა და შემოსავლებთან დაკავშირებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით რ----–-- ღ-------–--ს მიერ ჩართულ იქნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. მისივე თქმით, რ----–-- ღ-------–-- მასთან როგორც სატელეფონო, ასევე პირად საუბრებში აღნიშნავდა, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით ჩართული ყავდა კანონიერი ქურდი - „გ-–-------ი“, რომელიც საქართველოში არ იყო. რ----–-- ღ-------–-- მ----- რ-------ესთან არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ ჩარევით რომ იმუქრებოდა დაადასტურეს აგრეთვე მოწმეებმა ც---- ლ-----–---მ და ნ---- კ-----–---–--მ. მოწმეების ნ--- ბ--------ის, მ---–---- მ---------–--ის ჩვენებებით და მ--- ღ-----ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ რ----–-- ღ-------–--მ ბ-–-- ტ------ის მეუღლის მ--- ღ-----ის და „კანონიერი ქურდის“ ზ---– მ---------–--ის შვილის სახელზე გადააფორმა საკუთარი წილიდან 3-3%, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რ----–-- ღ-------–--ს მიმართვაზე „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის, რადგან სხვა შემთხვევაში რატომ უნდა გადაეფორმებინა მისთვის უცნობი პირებისთვის კუთვნილი წილის ნაწილი. დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის მიმართვის ფაქტი ასევე დასტურდება ფარული სატელეფონო საუბრების მიყურადების და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, კერძოდ, როგორც დაზარალებულის, ისე სხვა პირებთან საუბარში რ----–-- ღ-------–-- არაერთხელ უთითებს, რომ საკითხის გადაწყვეტაში ჩართული ყავს „კანონიერი ქურდები“ და „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც აუცილებლად გადაწყვეტენ სადავო საკითხს მის სასარგებლოდ.

 

4.7.4. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებებად მიჩნევის თაობაზე, იმ საფუძვლით, თითქოს მათი ავთენტიკურობა ვერ დგინდება, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხოლო წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ისინი არ ყოფილა ცნობილი დაუშვებელ მტკიცებულებებად, მათი მოპოვებისას არსებითი საპროცესო დარღვევების არარსებობის გამო; დისკებზე არსებული ფარული ჩანაწერების შინაარსსა და მათ საფუძველზე შედგენილ ტექსტობრივ კრებსებში მოცემული საუბრების შინაარსს შორის არავითარი შეუსაბამობა არ არსებობს, ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებსა და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. აღნიშნული დასკვნით ასევე დადგინდა, რომ კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებში და სატელეფონო ფონოგრამებში არსებული პიროვნებები არიან რ----–-- ღ-------–--, გ-- მ---ი, ბ-–-- ტ------ე, ი---- ძ------ და მ----- რ-------ე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნული მტკიცებულებების ავთენტიკურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არარსებობს.

 

4.7.5. რაც შეეხება რ----–-- ღ-------–--ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით - დ---------------------–ების: კ---- გ-----ს, გ--- კ--–------ის, დ----- ჩ-----–ის, მ-----------------ის და ვ------- ლ---–---ს ჩვენებებით, ასევე რ----–-- ღ-------–--ს დედის ე------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ რ----–-- ღ-------–--მ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა დედის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულის შემდეგ, გაჩხრეკილ იქნა რ----–-- ღ-------–--ს დედის - ე------------ს საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ.თბილისში, დაბა კ--------ი, ი---------ის ქუჩა 2, 4----- 1--- კორპუსი #--ში, რა დროსაც ლოჯიაში მდებარე კარადის ზემოდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ნაჭერში გახვეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 21 ვაზნა. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ამოღებული ნივთები არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, „A----” მოდელის, 5,45 მმ. კალიბრის კ--–-–------ის კონსტრუქციის ავტომატი, კ--–-–------ის კონსტრუქციის ავტომატებისთვის განკუთვნილი მჭიდი და 21 (ოცდაერთი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნა.

 

4.7.6. მოცემულ შემთხვევაში, მართალია დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რ----–-- ღ-------–--მ თავად მიუთითა თუ სად ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, მოითხოვა რ----–-- ღ-------–--ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის შენიშვნის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, „ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგნებს, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები“. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა ქმედით მონ---ებას, რაც არის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, არამედ გამოძიებასთან თანამშრომლობას, რაც მიჩნეულ უნდა იქნეს რ----–-- ღ-------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, კერძოდ, მან ნებაყოფლობით კი არ ჩააბარა გამოძიებას აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, არამედ საკუთარი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მიმდინარეობისას, ჩხრეკის ჩამტარებელ პირებს განუცხადა, რომ ცეცხლსასროლ იარაღს და ვაზნებს ინახავდა დედის - ე------------ს საცხოვრებელ სახლში, რომელიც მეზობლად მდებარეობდა. რ----–-- ღ-------–--ს მხრიდან აღნიშნული განცხადების გაკეთების დროს, იგი სასამართლოს განჩინებით უკვე დაკავებული იყო, განჩინებებით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მიმდინარეობდა ბინის ჩხრეკა, შესაბამისად, მას ჰქონდა გონივრული მოლოდინი იმის შესახებ, რომ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები ამოიღებდნენ, მით უფრო, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით დგინდებოდა, რომ რ----–-- ღ-------–-- უკანონოდ ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. ამდენად, რ----–-- ღ-------–--ს ქმედება არ ყოფილა ნებაყოფლობითი, ვინაიდან გამოძიება უკვე წარმოებდა და რაც მთავარია აღნიშნული გამოძიებით მოპოვებული ინფორმაციით ასევე დადასტურებული მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ქონის ფაქტი.

 

4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებს დანაშაულები არ ჩაუდენიათ და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ემსახურება მხოლოდ ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდების მცდელობას. კერძოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, უტყუარად დადასტურდა რ----–-- ღ-------–--ს, ბ-–-- ტ------ის და გ-- მ---ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმდებების ჩადენა

 

4.9. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-–-- ტ------ემ და გ-- მ---მა ჩაიდინეს „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო რ----–-- ღ-------–--მ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების ან თავისთვის და სხვისთვის მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, „ქურდული სამყაროს“ წევრმა განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. რ----–-- ღ-------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია მის მიერ დანაშაულების ჩადენა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში ასევე გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5.2. ბ-–-- ტ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5.3. გ-- მ---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმ-----ავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებული ფიზიკური პირის უფლების დარღვევის კომპენსირება.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

 

6.7. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები განეკუთნება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, რომლის ჩადენისთვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

 

6.8. სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულების ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, კერძოდ: ბრალდებულების მიერ ერთმანეთის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და სასამართლო სხდომის დარბაზიდან მათ გაძევებას, ასევე იმას, რომ ბრალდებულების მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია მ----- რ-------ის უფლების - მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლების დარღვევა, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენება, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულების შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.

 

6.9. ბრალდებულ რ----–-- ღ-------–--ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის #-- დასკვნას, რომლის თანახმადაც, ინკრიმინირებული ქმედების დროს რ----–-- ღ-------–--ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდულად შერაცხადი). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. თუმცა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ სასჯელის დანიშვნის დროს. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რ----–-- ღ-------–--ს გამოძიებასთან თანამშრომლობას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ნაწილში და მიაჩნია, რომ ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით რ----–-- ღ-------–--ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----–-- ღ-------–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

6.10. ბ-–-- ტ------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ ბრალად წარდგენილი განზრახი მძიმე დანაშაული ჩადენილია განზრახი მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირი მიერ, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ. იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 1-----------ს - სასჯელის მოხდით. ზემოაღნიშნულის საფუძველზე დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - ბ-–-- ტ------ე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მ---ი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი; უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 დ-------ის N349აპ-17 გადაწყვეტილება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ ბ-–-- ტ------ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. გამომდინარე აქედან, სასამართლო ბ-–-- ტ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას გაავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით კანონმდებლის მიერ იმპერატიულად გამოხატულ დანაწესს და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას 08 (რვა) წლის ვადით.

 

6.11. გ-- მ---ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ არ არის ნასამართლევი, მოწმე ლ------ ღ-------–--ს განმ-----ებით აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ბ-–-- ტ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი და კომპიუტერის პროცესორი; გ-- მ---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი; მ---–---- მ---------–--ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შ- სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეთ შესაბამისად მსჯავრდებულებს ბ-–-- ტ------ეს და გ-- მ---ს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს და მ---–---- მ---------–--ეს, კანონით დადგენილი წესით;

- რ----–-- ღ-------–--ს დედის - ე------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, ასევე ბ-–-- ტ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი პისტოლეტი (ინახება საქართველოს შ--------------- სამინისტროს შ-----------------------ში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გადაეცეს საქართველოს შ--------------- სამინისტროს შ-----------------------ს;

- გ-- მ---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ყავისფერი ამპულა (ინახება საქართველოს შ- სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ბ-–-- ტ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სანოტარო აქტები - ოთხი ფურცლად; ფარული საგამოძიებო მოქმედების, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერისა და ფოტო გადაღების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, განთავსებული 10 (ათი) ცალ ლაზერულ დისკზე; ფარული საგამოძიებო მოქმედების, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის შედეგად მოპოვებული სატელეფონო საუბრების ფონოგრამა, განთავსებული 18 (თვრამეტი) ცალ ლაზერულ დისკზე; რესტორან „მ---------–---იდან“ გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, განთავსებული 02 (ორი) ცალ ლაზერულ დისკზე; ბრალდებულების რ----–-- ღ-------–--ს, ბ-–-- ტ------ის, გ-- მ---ის, დაზარალებულ მ----- რ-------ის და მოწმე ი---- ძ------ს ხმის ნიმუშები, განთავსებული 5 (ხუთი) ცალ ლაზერულ დისკზე, ასევე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 7 (შვიდი) ცალი დისკი - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----–-- ღ-------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

2. რ----–-- ღ-------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----–-- ღ-------–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

4. მსჯავრდებულ რ----–-- ღ-------–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ რ----–-- ღ-------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2--------იდან.

 

5. ბ-–-- ტ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

6. მსჯავრდებულ ბ-–-- ტ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ბ-–-- ტ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2--------იდან.

 

7. გ-- მ---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

8. მსჯავრდებულ გ-- მ---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გ-- მ---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2--------იდან.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ბ-–-- ტ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი და კომპიუტერის პროცესორი; გ-- მ---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი; მ---–---- მ---------–--ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შ- სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ შესაბამისად მსჯავრდებულებს ბ-–-- ტ------ეს და გ-- მ---ს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს და მ---–---- მ---------–--ეს, კანონით დადგენილი წესით;

- რ----–-- ღ-------–--ს დედის - ე------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, ასევე ბ-–-- ტ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი პისტოლეტი (ინახება საქართველოს შ--------------- სამინისტროს შ-----------------------ში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს საქართველოს შ--------------- სამინისტროს შ-----------------------ს;

- გ-- მ---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ყავისფერი ამპულა (ინახება საქართველოს შ- სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ბ-–-- ტ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სანოტარო აქტები - ოთხი ფურცლად; ფარული საგამოძიებო მოქმედების, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერისა და ფოტო გადაღების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, განთავსებული 10 (ათი) ცალ ლაზერულ დისკზე; ფარული საგამოძიებო მოქმედების, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის შედეგად მოპოვებული სატელეფონო საუბრების ფონოგრამა, განთავსებული 18 (თვრამეტი) ცალ ლაზერულ დისკზე; რესტორან „მ---------–---იდან“ გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, განთავსებული 02 (ორი) ცალ ლაზერულ დისკზე; ბრალდებულების რ----–-- ღ-------–--ს, ბ-–-- ტ------ის, გ-- მ---ის, დაზარალებულ მ----- რ-------ის და მოწმე ი---- ძ------ს ხმის ნიმუშები, განთავსებული 5 (ხუთი) ცალ ლაზერულ დისკზე, ასევე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 7 (შვიდი) ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე