განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2020
საქმის ნომერი
010100119003302701
დავის ტიპი
126
თარიღი
21.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N0101001-9003302701

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

ბრალდებული - ხვ---------ძე

ადვოკატი - ირ---–--------ლი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ხვ---------ძე

მამის სახელი: გე----ი

დაბადებული: 04.1-.19-- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6--------18

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ქობულეთი, დაბა ჩ---ი, დ. ა----–-----–ის ქ. N36

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქ/პუნქტები

დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 21 ოქტომბერი, 01:56 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთში, საქართველოს სსკ-ის 1- პრიმა 140-ე მუხლით ნასამართლევმა ხვ---------ძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩ---ში, ა----–-----–ის ქუჩა N36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ - არასრულწლოვან მეუღლეს ლი--------ძეს ხელის სახის არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არაერთგზის.

 

2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არსებითი განხილვის სხდომაზე არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3. 2019 წლის 05 ოქტომბერს, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩ---ის პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულ ლი--------ძის განცხადების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

4. ლი--------ძე აცხადებდა, რომ მეუღლემ ხვ---------ძემ უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

5. ბრალდებულმა ხვ---------ძემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 აგვისტოდან - 30 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩ---ში, ა----–-----–ის ქ. N36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არაერთგზის, ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის - არასრულწლოვანი მეუღლის ლი--------ძის მიმართ, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

6. აღნიშნული დადასტურებულია ასევე მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ლი--------ძის, გუ------------ის, ელ----------------ის, მზ--------------ძის, ზვ----------ძის და თა------------ის ჩვენებებით.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

8. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

9. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1-06-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

10. საქმეში არსებული, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლი--------ძე არის ხვ---------ძის მეუღლე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

1-. ამასთან, დაზარალებულ ლი--------ძის გამოკითვის ოქმით დასტურდება, რომ ის დაიბადა 2001 წლის 04 სექტემბერს, შესაბამისად, ძალადობრივი ქმედების ჩადენის დროს ის იყო 17 წლის.

 

12. ამდე----, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხვ---------ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის - არასრულწლოვანი მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების ჩადენა არაერთგზის:

 

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენით, ხვ---------ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-1-140-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება: პირობით მსჯავრდებულისა - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.

 

15. ამდე----, ხვ---------ძეს 2019 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-1-140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა და იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხვ---------ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

17. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ხვ---------ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ხვ---------ძეს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო არასრულწლოვანი დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით და ეს განახორციელა არასრულწლოვანი მეუღლის მიმართ;

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად, მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

19. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ხვ---------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქ/პუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

20. ხვ---------ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი. შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

21. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ხვ---------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

22. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ხვ---------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ხვ---------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ხვ---------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ხვ---------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 ოქტომბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი