გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10658-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი - სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს „სა---------–-----------------------------------------ა“
წარმომადგენელი - გი-----------------–---–ი
მოპასუხე - შპს „ნე------ი“
წარმომადგენელი - ირ---–----–-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს „ნე------ისათვის“ შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ სასარგებლოდ აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის მიღებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის 1 035 272 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 10 იანვარს შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ თანამშრომლების მიერ კა---------------ში ჩატარებული გეგმიური შემოწმების დროს თე-–--ში არსებული გაზგასამართი სადგურის ნე------ის აღრიცხვის კავნძზე აღმოჩენილ იქნა მრიცხველზე მექანიკური დაზიანება, კერძოდ, მრიცხველის ხუფის უკანა მხარეს აღმოჩნდა მცირე ზომის ნახვრეტი, რომელიც შენიღბული იყო წებოვანი ლენტით, რაც შესაძლებელს ხდიდა შპს „ნე------ის“ კუთვნილი ავტოგაზგასამართი სადგურისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის თანამშრომლების მიერ შპს „ნე------ის“ წარმომადგენლების თანდასწრებით, შედგენილ იქნა შესაბამისი აქტი. შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საქართველოს შსს კა----------------------------------------–ოს თე-–--ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომელთა მიერაც განხორციელდა მრიცხველის დემონტაჟი და დაიწყო გამოძიება შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ კუთვნილი ბუნებრივი აირის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე (სისხლის სამართლის საქმე №035100117002).
შპს „სა---------–-----------------------------------------ა“ ქალაქ თე-–--ში მდებარე შპს „ნე------ის“ გაზგამანაწილებელ სადგურს (აგგს თე-–--ი) მომსახურებას უწევდა მხარეთა შორის 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული №1/69 ხელშეკრულების (მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ) საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზის მომარაგება პირდაპირ მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენისთანავე, შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ მიერ ქალაქ თე-–--ში მდებარე შპს „ნე------ის“ გაზგამანაწილებელ სადგურს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით მიღებული ბუნებრივი გაზი წარმოადგენს დანაკარგს მაგისტრალური გაზგასადენების სისტემაში, რომლის შევსებაც საკუთარი სახსრებით უწევს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს.
ერთი მხრივ გამოძიების, ხოლო მეორე მხრივ, შპს „სა---------–-----------------------------------------ისთვის“, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაზარალებული სუბიექტისთვის, მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის დადგენის მიზნებისათვის, მოსარჩელემ იხელმძღვანელა „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესებით და დაითვალა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა. „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის („უკანონო მოხმარება“) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: „იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის უკანონოდ გატარების ან მოხმარების მოცულობის დადგენა შეუძლებელია, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს პირდაპირ მომხმარებელს ან განაწილების ლიცენზიატს, დარღვევის პერიოდზე, დაარიცხოს მასთან შემავალი გაზსადენის მიერ დარღვევამდე გატარებული დღეღამური მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებლით (სეზონურობის გათვალისწინებით)“, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: „თუ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების დაწყების თარიღი უცნობია, გაზის რაოდენობა დაანგარიშდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ბოლო შემოწმების თარიღიდან. შემოწმებად ჩაითვლება ტრანსპორტირების ქსელის ან მრიცხველის ვიზუალური შემოწმებაც (რომელიც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით ან სხვა სახის შესაბამისი წესით შედგენილი დოკუმენტით)“.
მოცემულ შემთხვევამდე შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ თანამშრომლების მიერ შპს „ნე------ის“ მრიცხველის ბოლო შემოწმება განხორციელდა 2016 წლის 7 ივნისს. შპს “ნე------ის” მრიცხველის მიერ ბოლო შემოწმებამდე გატარებული დღეღამური მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგენს 10,2673 ათას კუბურ მეტრს (2015 წლის 10 ნოემბრის ჩვენება). „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მიხედვით განხორციელებული დაანგარიშების შესაბამისად, შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ მიერ მრიცხველის უკანასკნელად შემოწმების თარიღიდან (2016 წლის 7 ივნისიდან) დარღვევის აღმოჩენისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის თარიღამდე (2017 წლის 10 იანვარი) და დარღვევამდე გატარებული გაზის დღეღამური მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებლის (10,2673 ათასი კუბური მეტრი) გათვალისწინებით გაანგარიშებულმა ოდენობამ შეადგინა 2 238 277,9 კუბური მეტრი.
შპს „ნე------მა“ 2017 წლის 22 თებერვლის №72/ს-4 წერილით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ქალაქ თე-–--ში მდებარე შპს „ნე------ის“ გაზგამანაწილებელი სადგურის ფუნქციონირების აღდგენა. მოსარჩელის 2017 წლის 2 მარტის №1/02-482 წერილით მოპასუხეს განემარტა, რომ აღნიშნულ გაზგამანაწილებელ სადგურს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ გატარებული ან მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. ამდენად, „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე უფლებას იტოვებდა, არ გაეწია მომსახურება მოპასუხის კუთვნილი გაზგამანაწილებელი სადგურისათვის, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებამდე.
სსიპ „ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს“ #001093517 დასკვნის თანახმად, 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის საბითუმო სარეალიზაციო საბაზრო ღირებულება 2016 წლის მდგომარეობით შეადგენდა 230 აშშ დოლარს. დარღვევის სავარაუდო პერიოდში (2016 წლის 7 ივნისიდან _ 2017 წლის 10 იანვრის ჩათვლით) საქართველოს ეროვნული ვალუტის ოფიციალური საშუალო კურსი აშშ დოლართან მიმართებაში იყო 2,3995. ამდენად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ შეადგინა 1 235 272 ლარი, რაც წარმოადგენს ბუნებრივი გაზის დანაკარგის (ანუ 2 238 277,9 კუბური მეტრის), 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის საბითუმო სარეალიზაციო საბაზრო ღირებულების (ანუ 230 აშშ დოლარის) და საქართველოს ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებაში საშუალო კურსის (2,3995) ნამრავლს. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა მოსარჩელის 2017 წლის 14 მარტის #1/02-586 წერილით და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად განესაზღვრა ვადა 20 სამუშაო დღის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფრთხილებულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენების შესახებ.
2017 წლის 10 აპრილს ერთი მხრივ, შპს „ნე------ს“, მეორე მხრივ შპს “სა---------–-----------------------------------------ასა” და მესამე მხრივ, შპს „სა---------–------------–-----------------------–------------–-ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება ავტოგაზგასამართი სადგურის ფუნქციონირების განახლების შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მის მფლობელობაში არსებული გაზგამანაწილებელი სადგურის ფუნქციონირების აღდგენის საფასურის სახით, შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეხადა მოსარჩელისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილი 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხის მიერ აღნიშნული ვალდებულის შესრულებისა და ახალი მრიცხველის მოწოდებიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო მრიცხველის მონტაჟი და გაზგამანაწილებლის სადგურის ექსპლოატაციაში გაშვება. ამასთანავე, შეთანხმებით მხარეებმა დაიტოვეს უფლება, მიემართათ სასამართლოსთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის დარჩენილი ოდენობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 2017 წლის 11 აპრილს მოპასუხის მიერ 2017 წლის 10 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს გადაურიცხა 200 000 ლარი. მოსარჩელემ ქალაქ თე-–--ში მდებარე მოპასუხის კუთვნილ გაზგამანაწილებელ სადგურში ახალი მრიცხველი დაამონტაჟა 2017 წლის 11 აპრილს, ხოლო გაზის მიწოდება აღდგა 2017 წლის 12 აპრილიდან.
ამდენად, მოპასუხის მიერ 2017 წლის 11 აპრილს განხორციელებული გადახდის გათვალისწინებით, აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის მიღებით შპს “სა---------–-----------------------------------------ისთვის” მიყენებული მატერიალური ზიანის დარჩენილმა ოდენობამ შეადგინა 1 035 272 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხე არ უარყოფს გარემოებას იმის შესახებ, 2017 წლის 10 იანვარს მოსარჩელის თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ იქნა ქ. თე-–--ში შპს "ნე------ის" საკუთრებაში არსებული გაზგასამართი სადგურის, ბუნებრივი გაზის მიწოდების აღრიცხვის კვანძზე, კერძოდ, მრიცხველზე დაზიანება, ვიზუალური დათვალიერების შედეგად მრიცხველის ხუფი სავარაუდოდ იყო გახვრეტილი. აღნიშნულის თაობაზე 2017 წლის 10 იანვარს შედგა აქტი. რომელსაც ხელს აწერენ, მოსარჩელის თანამშრომლები.
მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ დადგენილია აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარება შპს „ნე------ის“ მხრიდან.
შსს კა----------------------------------------–ოს თე-–--ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ განხორცილედა მრიცხველის დემონტაჟი და დაიწყო გამოძიება შპს "სა---------–-----------------------------------------ის" კუთვნილი ბუნებრივი აირის მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე.
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შპს "სა---------–-----------------------------------------ა" დაზარალებულადაც არ არის ცნობილი, რამდენადაც არ დადგენილა არც ბუნებრივი აირის მართლსაწინააღმდეგო დატაცების ფაქტი, მითუმეტეს შპს "ნე------ის" მხრიდან და არც მითვისებული (მართლლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული) ბუნებრივი აირის მოცულობა.
2016 წლის 15 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე მომსახურებას უწევდა მოპასუხეს, გარდა აღნიშნულისა, მსგავსი მომსახურების გაწევა ხდებოდა 2016 წლის 15 დეკემბრამდეც, რისი დასადასტურებლადაც თავად მოსარჩელემ წარმოადგინა 2016 წლის 07 ივნისის აქტი №06599, რითაც დგინდება იმავე შინაარსის მომსახურების გაწევის ფაქტი.
2017 წლის 10 იანვარს საგამოძიებო ორგანოების მიერ გაზგამანაწილებელი სადგურის აღრიცხვის კვანძიდან ამოღებულ იქნა მრიცხველი სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში. მიუხედავად მოპასუხე მხარის მოთხოვნისა, მოსარჩელემ არ მისცა შესაძლებლობა 2017 წლის 12 აპრილამდე გაზგამანაწილებელი სადგურის აღრიცხვის კვანძზე მომხდარიყო ახალი მრიცხველის დაყენება და მოსარჩელემ ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე მინისტრის №114 ბრძანების საწინააღმდეგოდ არ მოახდინა მოპასუხის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთება.
მოპასუხე არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ გამოძიების ფარგლებში მოსარჩელე დაზარალებულად არის ცნობილი და მითუმეტეს, რომ გამოძიების ფარგლებში დადგენილ იქნა მიყენებული ზიანის ოდენობა და განსაზღვრულია მართლასაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ბუნებრივი აირის მოცულობა. არც თავად მოსარჩელე არ მიუთითებს ხსენებული გარემოების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, ხოლო ის გარემოება, რომ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით იქნა დაანგარიშებული და დათვლილი უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა არსს არ ცვლის, ვინაიდან არ დადგენილა შპს "ნე------ის" მხრიდან ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების ფაქტი და არ დადგენილა ასევე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა. შპს „ნე------ის“ განმარტებით, მოსარჩელის მითითება „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებზე გაუგებარია. შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გაუგებარია, რატომ თვლის გა-----------------------------------ა, რომ შეუძლებელია უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის ოდენობის განსაზღვრა, ვინაიდან ამავე პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად: იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ გატარებული ან მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შესაძლებელია, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია დაფაროს ბუნებრივი გაზის მოცულობის ის ღირებულება, რომელიც დაანგარიშდება უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღიდან;
2. მოპასუხე შპს "ნე------ს" არცერთი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი არ მიუსაკუთრებია და ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს;
3 მოსარჩელე არის ის სუბიექტი, რომლის მონაწილეობის გარეშეც საქართველოში ვერცერთი პირი ბუნებრივ გაზს ვერ მიიღებს. შესაბამისად, მას გააჩნია აღრიცხვის კვანძი და ასევე შპს "ნე------ს" გააჩნია შესაბამისი სააღრიცხვო მონაცემები (შესყიდვის ხელშეკრულებები და რეალიზაციის მაჩვენებელი ჟურნალები).
ამდენად, სირთულეს არ წარმოადგენს დადგინდეს თავისი კონტრაქტორებისაგან სადავო პერიოდში (2016 წლის 07 ივნისიდან-2017 წლის 10 იანვრის ჩათვლით) რა ოდენობის ბუნებრივი აირი აქვს შეძენილი შპს "ნე------ს" და რამდენი აქვს რეალიზებული, ბუნებრივია თუ რაიმე შეძენილსა და რეალიზებულს შორის ზედმეტობა აღმოჩნდება და ხსენებული ზედმეტობა დადასტურდება, ასევე მრიცხველის გაუმართაობის ფონზე, რომლის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს საუბარი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებასთან, მაგრამ ამგვარი მომხმარებელი სუბიექტი კვლავ დასადგენი და გამოსარკვევია. ამასთან, დადგენილი არ არის მითვისებული ბუნებრივი აირის მოცულობა, თუმცა მისი დადგენა შესაძლებელია.
მოპასუხე არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ შპს „ნე------ის“ მიერ 2016 წლის 07 ივნისიდან ("დარღვევამდე" ბოლო შემოწმება) შემდგომ პერიოდზე, დარღვევამდე გატარებული ბუნებრივი აირის დღეღამური მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 10,2673 ათასი კუბური მეტრი, ვინაიდან დანართი №5-ის მიხედვით (2016 წლის 07 ივნისიდან 2017 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდზე) მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2016 წლის ორ ოქტომბერს, კერძოდ 10,2426 ათასი კუბური მეტრი.
ასევე, მოპასუხე არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა შეადგენს 2238,2779 ათასი კუბურ მეტრს. „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: ზუსტი აღრიცხვის გარეშე ბუნებრივი გაზის მიწოდება იკრძალება, გარდა ავარიული შემთხვევებისა და მხოლოდ ამ ურთიერთობის მონაწილე ყველა მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში შემდეგი წესით: აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრა მოხდება აღრიცხვის კვანძის გამართული მუშაობის პერიოდში გატარებული ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.
მოპასუხე არ ეთანხმება მისი მხრიდან ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების ფაქტს. მოპასუხე ისეთივე დაზარალებული შეიძლება იყოს, როგორც მოსარჩელე, თუმცა გამოძიების დასრულებამდე არ დგინდება მოპასუხის მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების ფაქტი, მითუმეტეს ბუნებრივი აირის უკანონო აღურიცხავი მოხმარება. მას შემდეგ რაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამოღებულ იქნა მრიცხველი, მოპასუხემ წესების დაცვით მოითხოვა ახალი მრიცხველის დაყენება მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე ვერ განხორციელდებოდა, მოსარჩელემ კი დაუსაბუთებლად 2017 წლის 12 აპრილამდე არ განახორციელა ახალი მრიცხველის დაყენება, რითაც მოპასუხეს მიაყენა მატერიალური ზარალი 2017 წლის 10 იანვრიდან 2017 წლის 12 აპრილის პერიოდზე, ვინაიდან გაზგამანაწილებელი სადგური აღრიცხვის კვანძის მოუწესრიგებლობის გამო იყო უფუნქციოდ, ხოლო აღრიცხვის კვანძის მოწესრიგება და სათანადო ექსპლუატაცია ბაზრის წესების და 2016 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა.
შპს „ნე------ი“ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ საექსპერტო დასკვნის თანახმად, 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ღირებულება 2016 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 230 აშშ დოლარის ოდენობით. თუმცა, არ ეთანხმება 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ღირებულების განსაზღვრას სრული 2016 წლის პერიოდზე, რადგან თავად მოსარჩელე დარღვევის პერიოდს განსაზღვრავს 2016 წლის 07 ივნისიდან 2017 წლის 10 იანვრის ჩათვლით, ხოლო ექსპერტიზის მიერ განსაზღვრული ფასი მოიცავს სრულ 2016 წელს არსებულ ღირებულებას.
მოპასუხე დამატებით განმარტავს, რომ შპს "ნე------ის" დირექტორის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანებით თე-–--ის ავტოგასამართი სადგურის უფროსი ზუ-----------–-–---–ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან 10 იანვარს გამოვლინდა დარღვევა გაზგასამართ სადგურზე, კერძოდ, გამშვები სვეტების მრიცხველების ჩვენებასა და რეალიზებული ბუნებრივი აირის ჩვენებას შორის დაფიქსირდა ცდომილება, კერძოდ ცდომილებამ შეადგინა 7975 კუბური მეტრი გაზით ნაკლები ჟურნალში გატარებულ ჯამურ ჩვენებაზე.
თე-–--ის გაზგამანაწილებელი სადგურის აღრიცხვის კვანძი და მასზე დამონტაჟებული მრიცხველი არ მდებარეობს გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე და იგი მდებარეობს სოფელ კურდღელაურში. შპს "ნე------ის" თანამშრომლებს არანაირი სამსახურებრივი წვდომა და შემხებლობა არ გააჩნიათ მაგისტრალური განშტოების აღრიცხვის კვანძთან მოსარჩელის უფლებამოსილი თანამშრომლის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც ჰქონდა აღრიცხვის კვანძზე დამონტაჟებული მრიცხველის გასაღები. 2016 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით (1.2 პუნქტი) გაზგამანაწილებელი სადგურის ექსპლუატაციის ვალდებულება გააჩნდა მოსარჩელეს და ამავე ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტის მიხედვით მოსარჩელე იყო ვალდებული დამკვეთის კუთვნილი მრიცხველის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში დაზიანების შესახებ წერილობით დროულად შეეტყობინებინა მოპასუხისათვის. ასევე 2.1.2 პუნქტის მიხევდით გაზგასამართი სადგურის პერიოდულად შემოწმება დათვალიერების ვალდებულება სწორედ მოსარჩელეს გააჩნდა. ამდენად მოსარჩელე იმ ქმედების განუხორციელებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რომელი ქმედების განხორციელებაც მის სახლეშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა.
მოსარჩელე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, თუმცა არ უთითებს მოპასუხის რა მოქმედებამ ან უმოქმედობამ გამოიწვია ზიანი.
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად გააჩნდა ვალდებულებები მოპასუხის მიმართ.
ხელშეკრულების 1.2 მუხლის თანახმად: "წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე "შემსრულებელი (მოსარჩელე) უზრუნველყოფს "დამკვეთის" ბალანსზე რიცხული გგს-ს სათანადო ექსპლუატაციას შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი გგს (გაზგამანაწილებელი სადგურის) დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, გგს-ს ტერიტორიის დაცვა უნდა უზრუნველყოს დამკვეთმა.
საგულისხმოა, რომ არც 2016 წლის ივნისის და არც 2017 წლის იანვრის შემოწმების აქტებით არ დგინდება, რომ მრიცხველის კარადის ლუქი ან მრიცხველზე დამონტაჟებული შემსვლელი ან გამსვლელი ონკანის ლუქი იყო დაზიანებული, ამგვარი აღნიშვნა არცერთ აქტში მითითებული არ არის.
ამავდროულად, ხელშეკრულების თანახმად, აღრიცხვის კვანძის სწორი ექსპლუატაცია მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა და მოპასუხეს არანაირი წვდომა აღრიცხვის კვანძთან არ ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა.
ამდენად, არასათანადო მოსარჩელე იმ ქმედების განუხორციელებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რომელი ქმედების განხორციელებაც მის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა.
"მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №257 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად: „2. მაგისტრალური გაზსადენების ობიექტების ტექნოლოგიური და სხვა მოწყობილობის ექსპლუატაციაზე, მომსახურებასა და რემონტზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც გააჩნიათ პროფესიულ-ტექნიკური განათლება ან გავლილი აქვთ შესაბამისი სწავლება“.
შესაბამისად მოსარჩელე სწორედ ის სუბიექტია, ვისაც ევალება მსგავსი გაზსადენის ექსპლუატაცია.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს ნივთის მესაკუთრეს (ბუნებრივი გაზის მფლობელს). იგი წარმოადგენს მაგისტრალის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მესაკუთრეს და არა იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის უკანონო მოხმარებასაც ედავება არაუფლებამოსილი პირი (არასათანადო მოსარჩელე) არასათანადო მოპასუხეს.
ანუ მოსარჩელე რეალურად ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ბუნებრივი აირის გამყიდველიდან მყიდველამდე ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ მიტანაზე დათქმულ დროსა და ადგილას და არ წარმოადგენს ბუნებრივი აირის მესაკუთრეს (მფლობელს), მას მხოლოდ უსაფრთხოდ გადამზიდავის ფუნქცია მოვალეობები აქვს.
„ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე“ ენერგეტიკის მინისტრის №114 ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად: "ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ ამ ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და ტრანსპორტირებისთვის სხვა ვადა არ არის განსაზღვრული, ბუნებრივი გაზის გამყიდველი ვალდებულია ტრანსპორტირების ლიცენზიანტს მიმართოს განაცხადით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ და ათი დღის ვადაში უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მოთხოვნის უფლება გააჩნია მიმწოდებელს ან პირდაპირ მომხმარებელს. ამავე ბრძანების მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბუნებრივი გაზის მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების მიხედვით მიწოდებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობის მიღება, ხოლო ტრანსპორტირების ლიცენზიანტი პასუხისმგებელია მყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმებული მოცულობების (გრაფიკები) დაცვაზე ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად. მყიდველი უფლებამოსილია, ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი ათვისების პროპორციულად მოითხოვოს შეთანხმებული ბუნებრივი გაზის მიწოდების მოცულობის შემცირება ან გაზრდა. აღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინება ურთიერთობაში მონაწილე მხარეთათვის სავალდებულოა.
შესაბამისად, ცხადია, რომ გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი (მოსარჩელე) არ წარმოადგენს იმ სუბიექტს ვისაც აქვს მოთხოვნის უფლება და იგი მხოლოდ ტრანსპორტირების ფუნქციის განმახორციელებელია.
ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2016 წლის 15 დეკემბერს შპს „ნე------სა“ (დამკვეთი) და შპს „სა---------–-----------------------------------------ას“ (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსრულებლის მიერ დამკვეთის ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურების (სხვა სადგურთა შორის აგგს თე-–--ი) და შემსრულებლის მფლობელობაში მყოფი მაგისტრალური გაზსადენიდან დამკვეთის გაზის გამანაწილებელ სადგურამდე (გგს) არსებული განშტოების (მაგისტრალური გაზსადენის განშტოება) მომსახურება, რაც მოიცავს:
გაზსადენის პერიოდულ შემოვლა-დათვალიერებას გაჟონვებისა და უწესრიგობების აღმოჩენის მიზნით; დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში, ავარიებისა და ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციას, მინდინარე რემონტს, სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე დოკუმენტაციის გაფორმებას დადგენილი წესით; წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებელი უზრუნველყოფდა დამკვეთის ბალანზე რიცხული გგს-ის სათანადო ექსპლუატაციას; შემსრულებელი არ იყო პასუხისმგებელი გგს-ის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გგს-ის ტერიტორიის დაცვა უნდა უზურნველეყო დამკვეთს.
ხელშეკრულების მე-2 მუხლით გაიწერა მხარეთა უფლება-მოვალეობები.
შემსრულებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გგს-ის მომსახურება „მაგისტრალური გასადენის ექსპლოატაციისას უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად; გაზსადენის პერიოდული შემოვლა დათვალიერება გაჟონვებისა და უწესრიგობების აღმოჩენის მიზნით; დამკვეთის ბალანსზე რიცხულ გგს-ში დამონტაჟებული დამკვეთის კუთვნილი მრიცხველის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაზიანების შესახებ დროულად შეეტყობინებინა წერილობით დამკვეთისათვის.
დამკვეთი ვალდებული იყო შემსრულებელთან შეთანხმებით უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული გგს-ის შიდა ტერიტორიის გაწმენდა-გასუფთავება ბალახებისაგან და ეკალბარდებისაგან, რათა შემსრულებელს დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შესძლებოდა გგს-სთან მისვლა, წინააღდეგ შემთხვევაში შემსრულებელი იტოვებდა უფლებას დაეკისრებინა დამკვეთისათვის ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
დამკვეთს უფლება ჰქონდა არაუმეტეს სამ თვეში ერთხელ შეემოწმებინა გაზის აღრიცხვის ხელსაწყოები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, შემსრულებლის უფლებამოსილი სავალდებულო დასწრებით.
მხარეებს შორის ხელშეკრულება ძალაში იყო 2017 წლის 01 იანვრიდან და მოქმედებდა 2017 წლის 01 ივლისამდე.
სასამართლო ემყარებს შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 15 დეკემბერის ხელშეკრულება მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ (ს.ფ. 20-21).
2.1.2. 2017 წლის 10 აპრილს შპს „ნე------სა“ (დამკვეთი) და შპს „სა---------–-----------------------------------------ას“ (შემსრულებელს) შორის გაფორმებული ავტოგასამართი სადგურის ფუნქციონირების განახლების შესახებ შეთანხმების პრეამბულის თანახმად, დამკვეთის მფლობელობაში არსებული თე-–--ის გაზის გამანაწილებელი სადგურის მრიცხველის დაზიანების აღმოჩენის გამო ??????????? ??????????? ????????? 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად, 2017 წლის 10 იანვარს განხორციელდა მრიცხველის დემონტაჟი და შედეგად აღნიშნული თარიღიდან შეწყდა დამკვეთის საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურის ფუნქციონირება; დამკვეთი არ ეთანხმებოდა ზიანის (1 235 272,00 ლარის ოდენობით) დადგომაში მის ბრალეულობასა და არ აღიარებდა ზიანის ანაზღაურების ვალდეულებას.
დამკვეთის მიერ სადგურის ფუნქციონირების განახლების მიზნით გგს-ზე ახალი მრიცხველის მონტაჟის მიზნით, შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში დამკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა 200 000,00 ლარი, რის შემდეგაც არაუგვიანეს ორი კალენდარული დღისა შემსრულებელი უზრუნველყოფდა მრიცხველის მონტაჟს და ექსპუატაციაში გაშვებას გგს-ზე.
2017 წლის 11 აპრილის №07328 აქტის თანახმად, შპს „ნე------ის“ გგს-ზე დამონტაჟდა მრიცხველი, რის შემდეგაც განახლდა გგს-ის ფუნქციონირება.
სასამართლო ემყარებს შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-7).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 60-67).
2017 წლის 11 აპრილის №07328 აქტი (ს.ფ. 43).
საგადახდო დავალება (ს.ფ. 42).
შეთანხმება (ს.ფ. 38-41).
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. არ დგინდება შპს „ნე------ის“ მიერ შპს „სა---------–-----------------------------------------ისათვის“ 1 035 272,00 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი შპს „ნე------ის“ მიერ ბუნებრიგი გაზის უკანონო მოხმარების შედეგად.
(დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლოს შეფასება მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ხელშკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს მხარის შესაძლებლობას დადოს (ან არ დადოს) ხელშეკრულება, აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაენტი (მხარე) და განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი. თუმცა, სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. იძულებით კონტრაჰირებას კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ამგვარ იძულებას ბაზარზე პირის დომინირებულ მდგომარეობას და მის სამეწარმეო საქმიანობას უკავშირებს. კანონმდებლის მიზანი სუსტი მხარის-მომხმარებლის დაცვაა, (არა დომინირებულ მდგომარეობაში მყოფის) რომლის ინტერესები შეიძლება არსებითად შეილახოს, ამით კი ნორმა სამართლის სოციალურ ფუნქციას ეხმიანება. სხვა შემთხვევაში, მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი და სრულად მხარის ნებაზეა დამოკიდებული ხელშეკრულების დადების საკითხი.
შპს „სა---------–-----------------------------------------ა“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომლის 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. მისი საქმიანობის ძირითადი მისია და სტრატეგია მოიცავს შემდეგს: საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება; ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ტრანზიტის უზრუნველყოფა; ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის მოვლა-პატრონობა და მისი გაუმჯობესება; გაზის ტრანსპორტირების სისტემის მართვა და გაზის რეჟიმების რეგულირება; გამართული და მდგრადი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას ქვეყნის მოსახლეობისათვის.
შპს „სა---------–-----------------------------------------ა“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 10/12/2009წ. №21/0 გადაწყვეტილებით გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (სერია 22, №004) საფუძველზე და აქედან გამომდინარე, იგი ითვლება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულირებად საწარმოდ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ შპს “სა---------–-----------------------------------------ა” თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „მაგისტრალური გაზსადენების ტექნიკური ექსპლუატაციის“, „მაგისტრალური გაზსადენების უსაფრთხო ექსპლუატაციის“ და “ბუნებრივი გაზის ბაზრის” წესებით.
2016 წლის 15 დეკემბერს შპს „ნე------სა“ (დამკვეთი) და შპს „სა---------–-----------------------------------------ას“ (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ.
სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის დროს ზიანის ანაზღაურება, როგორც წესი, შემოიფარგლება მხოლოდ ხელშეკრულების მხარისთვის წარმოშობილი ზიანით, ყველა ვალდებულებითი ურთიერთობის ამოსავალი წერტილია კრედიტორის უფლება, მოითხოვოს ქმედების განხორციელება, რომელსაც შეესაბამება მოვალის ვალდებულება - განახორციელოს ქმედება.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის 1 035 272,00 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნა დაამყარა შპს „ნე------ის“ მიერ აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის მიღებით ზიანის მიყენების გარემოებაზე. მითითებული გარემოების დასადასტურებლად კი მოსარჩელემ წარმოადგინა 2017 წლის 10 იანვრის აქტი (№07033), რომლის თანახმად, თე-–--ში მდებარე გაზგამანაწილებელი სადგურში (მომხმარებელი შპს „ნე------ი“) მრიცხველს (№80108829) „ჩაუტარდა შემოწმება, რევიზია, ვიზუალური დათვალიერებით მრიცხველის ხუფი სავარაუდოდ არის ხელოვნურად გახვრეტილი, კარადას დაედო ლუქი 022250 15:00 საათზე და მოიხსნა 18:30 საათზე.
მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება შპს „ნე------ის“ მიერ ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების (აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის მიღების) შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა დელიქტური პასუხისმგებლობის შემადგენლობაზე და მიუთითა მოპასუხის მიერ 2006 ???? 29 ????????? ??????????? ??????????? ????????? №114 ბრძანებით დამტკიცებული ????????? ????? ?????? ??????? ??-10 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები არის ის სპეციალური ნორმები, რომელიც ადგენს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, საიმედოობის სტანდარტებსა და ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს; წესებში მოცემული ნორმები აწესრიგებს ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს, ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიატებსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის ურთიერთობებს (1.1 და 1.2 პუნქტები). მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები სპეციალური მოწესრიგებისაა და არეგულირებს სპეციალურ ურთიერთობებს, ამ წესების გამოყენება თავისთავად არ გამორიცხავს სსკ-ის 992 მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის შემადგენლობის დადასტურების აუცილებლობას.
სასამართლო სწორად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამაართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მითითებას.
ამ ნორმის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზემოთ მითითებული ნორმებით განსაზღვრულია ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ოთხი აუცილებელი პირობა, რომელთა ერთობლიობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კერძოდ, უნდა დადასტურდეს ზიანის - დაზარალებულის ქონების შემცირების ან ვალდებულების გაზრდის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანის მიმყენებლის ბრალი, მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა (მოთხოვნილი ოდენობა) და მისი მიყენება მოპასუხის მიერ ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარებით.
„სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი, სწორედ რომ, მართლსაწინააღმდეგო მოქმედების სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია“ (საქმე №ას-1090-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წელი). ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით (იხ. საქმე №ას-155-145-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
„ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე“(იხ. სუსგ №ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ №ას-191-183-2016, 19.04.16).
მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზოგადად, ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. რაც შეეხება ბრალს, თუ პირმა განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ივარაუდება, რომ ეს ქმედება არის ბრალეული და მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, რომ ქმედება არ იყო მისი განზრახვის ან გაუფრთხილებლობის შედეგი.
ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს (მის მოცულობას) შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ასევე წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ამ ტიპის დავებში მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.
მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა მოპასუხის მიერ გამოიხატა ბუნებრივი აირის აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევაში, უკანონო მოხმარებასა და აღრიცხვის გვერდის ავლით ბუნებრივი აირის მიღებაში (2006 ???? 29 ????????? ??????????? ??????????? ????????? №114 ბრძანებით დამტკიცებული ????????? ????? ?????? ??????? ??-10 მუხლის პირველი პუნქტი); ზიანი - ბუნებრივი აირის დანაკარგში, რაც მოსარჩელეს უწევს შეავსოს საკუთარი ხარჯით (მიზეზობრივი კავშირი); ბრალი კი - შპს „ნე------ის“ მიერ უსაფრთხოებისა და დაცვის სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევაში (იხ, 2019 წლის 01 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:02:19-დან).
2006 ???? 29 ????????? ??????????? ??????????? ????????? №114 ბრძანებით დამტკიცებული ????????? ????? ?????? ??????? ??-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება ბუნებრივი გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთება, მრიცხველის ბრჯენების დაზიანება (მრიცხველის სიზუსტის დარღვევით), მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება და მრიცხველის გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებისა).
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა (მოთხოვნილი ოდენობა) და მისი მიყენება მოპასუხის მიერ ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარებით.
2017 წლის 10 იანვრის აქტის (№07033) თანახმად, თე-–--ში მდებარე გაზგამანაწილებელი სადგურში (მომხმარებელი შპს „ნე------ი“) მრიცხველს (№80108829) „ჩაუტარდა შემოწმება, რევიზია, ვიზუალური დათვალიერებით მრიცხველის ხუფი სავარაუდოდ არის ხელოვნურად გახვრეტილი, კარადას დაედო ლუქი 022250 15:00 საათზე და მოიხსნა 18:30 საათზე“. აღნიშნული აქტი შედეგნილია შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ მიერ ცალმხრივად.
საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმის მასალები, თუმცა არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც შესაძლოა დადასტურებულიყო შპს „ნე------ის“ (უფლებამოსილი/წარმომადგენელი პირის) მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ისევე როგორც საქმეში არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული აქტი მართლსაწინააღდეგო ქმედების შესახებ.
მოპასუხის მრიცხველზე ფიზიკურად წვდომის შესაძლებლობის შემოწმების მიზნით მნიშვნელოვანია შეფასდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გადანაწილებული ვალდებულებები მათ მიერ შეთანხმებით დასახული მიზნის მისაღწევად. როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „ნე------ის“ გგს-ის ტერიტორიის დაცვა უნდა უზურნველეყო დამკვეთს, ხოლო სათანადო ექსპლუატაცია და პერიოდული შემოვლა - დათვალიერება (გაჟონვებისა და უწესრიგობების აღმოჩენის მიზნით) - შემსრულებელს. მხარეთა ვალდებულებების გადანაწილების შეფასების მიზნით, მნიშვნელოვანია დამკვეთის ვალდებულებების შეფასება (ხელშეკრულების მუხლი 2). დამკვეთს, შპს „ნე------ს“ უნდა უზურნველეყო გგს-ის ტერიტორიის დაცვა, მას ევალებოდა ასევე გგს-თან მისასვლელი გზის მოწყობა, თუმცა მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ის, რომ დამკვეთს არ შეეძლო გაზის აღრიცხვის ხელსაწყოების შემოწმება შემსრულებლის (მოსარჩელის) უფლებამოსილი წარმომადგენლის სავალდებულო დასწრების გარეშე, ისევე როგორც, დამატებით აღსანიშანვია, რომ დამკვეთს შიდა ტერიტორიის გაწმენდა-გასუფთავება (ბალახებისაგან და ეკალბარდებისაგან) არ შეეძლო შემსრულებელთან შეთანხმების გარეშე. თაუმცა, პერიოდული შემოვლა-დათვალიერება განეკუთვნებოდა (გაჟონვებისა და უწესრიგობების აღმოჩენის მიზნით) მოსარჩელის (შემსრულებლის) კომპეტენციას (რაც იყო მისი როგორც უფლება, ასევე ვალდებულება).
ხელშეკრულების პირობების შინაარსობრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად დამკვეთის ბალანსზე გაზის გამანაწილებელი სადგურის არსებობისა, იმისათვის რომ შემსრულებლს უზრუნველეყო ამ სადგურის სათანადო ექსპლუატაცია და გაეწია მომსახურება, დამკვეთს შეზღუდული ჰქონდა გგს-ში დამონტაჟებულ მრიცხველთან წვდომა, რაც მხოლოდ შემსრულებლის უფლებამოსილი წარმომადგლის თანდასწრებით შეეძლო.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება შპს „ნე------ის“ კუთვნილი ბუნებრივი აირის მრიცხველის რკინის კონსტრუქციის (ყუთი) ბოქლომის სამივე გასაღების შპს „საქართველოს ტრანსპორტირების კოპანიის“ ორი თანამშრომლის (ამ------------–---–ი - ოპერატორი და ზუ-----–--–--ე - უფროსი ოსტატი) მფლობელობაში არსებობის ფაქტი. ამასთან, ზუ-----–--–--ის გამოკითხვის ოქმის (სისხლის სამართლის საქმიდან) მიხედვით, გამოკითხულმა მიუთითა, რომ მრიცხველს გააჩნია რკინის კონსტრუქცია, ყუთი, რომელიც იკეტება ბოქლომით, ბოქლომს გააჩნია სამი გასაღები, რომელთაგანაც ერთი თავად მას ჰქონდა, დანარჩენი ორი კი - ოპერატორს ამ------------–---–ს (ს.ფ. 220). აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოპასუხეს მრიცხველზე უშუალო წვდომა შეზღუდული ჰქონდა.
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, კომპანიის მიერ განცდილ ქონებრივ ზიანთან დაკავშირებით, ისევე როგორც შპს „ნე------ის“ მიერ ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების შედეგად მოსარჩელის მიერ განცდილი ბუნებრივი აირის დანაკლისის შესავსებად ამ უკანასკნელის მიერ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება. უფრო მეტიც, სსიპ ლე---------------–-------–-----------------–----------------------------–--------ოს 2017 წლის 02 ივნისის №003066817 დასკვნის თანახმად, შპს „ნე------ის“ კუთვნილ, ქალაქ თე-–--ში არსებული გაზგასამართი სადგურის მიერ 2016 წლის 1-ლი ივნისიდან 2017 წლის 10 იანვრამდე პერიოდისათვის მიღებული ბუნებრივი აირის ოდენობა აღემატება გაყიდული ბუნებრივი აირის ოდენობას. სხვაობა განისაზღვრება 10 557 კუბური მეტრით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს ფიზიკური წვდომა გგს-ში მოთავსებულ მრიცხველზე შეზღუდული ჰქონდა და იმ პირობებში, როცა არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი, ისევე როგორც კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე არსებული განაჩენი, სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილი 2017 წლის 10 იანვრის აქტის საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტს, იმის შესახებ, რომ შპს „ნე------ის“ მიერ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებით (ბუნებრივი გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთება, მრიცხველის ბრჯენების დაზიანება (მრიცხველის სიზუსტის დარღვევით), მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება და მრიცხველის გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის მოხმარება) შპს „სა---------–-----------------------------------------ას“ მიადგა ზიანი 1 035 272,00 ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთი დაძლეული ვერ იქნა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვიანიდან სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „სა---------–-----------------------------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე