განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
330100119002975727
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1931-19

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორი - ა----------,ბრალდებულ - ე-–--------–-----------,თარჯიმან - ე-–----------------,ადვოკატ - ბ------------------ მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–--------–-------------------------------------------–-------–-–--------------------------------–----------–---------------–----–----–----------–------------------------–---------------, რეგისტრირებული და ფაქტოფრივად მცხოვრები: ბ---–-----------------------–------–-----–----------–------------ - მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. 2019 წლის 08 მარტს ღამის საათებში ქ.თბილისში,---–-------------------------- კორპუსის პირველი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან, ე-–--------–---------------------–------------, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ შ---------–------------------ კუთვნილ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაური) ღირებულს 188 ლარად.

2. 2019 წლის 08 მარტს ღამის საათებში, ქ.თბილისი,---–-------------------- კორპუსის მე-3 სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან ე-–--------–---------------------–------------, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ შ---------–------------------ კუთვნილ 3 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაურ) ჯამში ღირებულს 564 ლარად.

3. 2019 წლის 08 მარტს ღამის საათებში, ქ.თბილისში,---–---------------------- კორპუსის პირველი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან ე-–--------–---------------------–------------, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ შ---------–------------------ კუთვნილ 1 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაური) ღირებულს 188 ლარად.

4. 2019 წლის 08 მარტს ღამის საათებში, ქ.თბილისში,---–----------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ე-–--------–---------------------–------------, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ შ---------–------------------ კუთვნილ 3 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაური) ჯამში ღირებულს 564 ლარად.

5. 2019 წლის 08 მარტს ღამის საათებში, ქ.თბილისში,---–---------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ე-–--------–----------------------–------------, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ შ---------–------------------ კუთვნილ 2 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაურ) ჯამში ღირებულს 375 ლარად.

6. 2019 წლის 12 თებერვალს ღამის საათებში ქ.თბილისში,------------------–--–- №67-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ჭიდან, ა-–--------–---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შ---------–------------------ კუთვნილ 2 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაურ) ჯამში ღირებულს 376 ლარად.

1. სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 08 მარტს ღამის საათებში ქ.თბილისში,---–-------------------------- კორპუსის პირველი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან, ე-–--------–---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შ---------–------------------ კუთვნილ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაური) ღირებულს 188 ლარად.

2. 2019 წლის 08 მარტს ღამის საათებში, ქ.თბილისი,---–-------------------- კორპუსის მე-3 სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან ე-–--------–---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შ---------–------------------ კუთვნილ 3 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაურ) ჯამში ღირებულს 564 ლარად.

3. 2019 წლის 08 მარტს ღამის საათებში, ქ.თბილისში,---–---------------------- კორპუსის პირველი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან ე-–--------–---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შ---------–------------------ კუთვნილ 1 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაური) ღირებულს 188 ლარად.

4. 2019 წლის 08 მარტს ღამის საათებში, ქ.თბილისში,---–----------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ე-–--------–---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შ---------–------------------ კუთვნილ 3 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაური) ჯამში ღირებულს 564 ლარად.

5. 2019 წლის 08 მარტს ღამის საათებში, ქ.თბილისში,---–---------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ე-–--------–----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შ---------–------------------ კუთვნილ 2 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაურ) ჯამში ღირებულს 375 ლარად.

6. 2019 წლის 12 თებერვალს ღამის საათებში ქ.თბილისში,------------------–--–- №67-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ჭიდან, ა-–--------–---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შ---------–------------------ კუთვნილ 2 ცალ სანიაღვრე ჭის თავსახურს (ცხაურ) ჯამში ღირებულს 376 ლარად.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ე-–--------–----------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ე-–--------–---------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. ე-–--------–---------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ამოღების ოქმებს, ამოღებულ ნივთმტკიცებას და სხვ.

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ლ------–-–------ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.5. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.7. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

 

4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

4.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობას, ჩდენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც ნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი).

 

4.5 სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

4.6 მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განხილვის დროს არ დადასტურდა სხვა პირის მონაწილეობა ე-–--------–------------- ერთად დანაშაულთა ჩადენაში, რის მაკვალიფიცირებელ გარემობასაც გვაძლევს სსკ-ის 27-ე მუხლი (ჯფუფი).

 

ზემოაღნიშნულიდა გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–--------–---------- სხვადასხვა დროის პერიოდში მართლსაწინააღმდეგო მიისაკუთრების მიზნით ფარულად ეუფლებოდა შ----------–-----------------“ კუთვნილ სანიაღვრე ჭის თავსახურებს (ცხაურს).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ე-–--------–---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა დანაშაულებრივი ქმედება, არ არის წარსულში ნასამართლევი, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

6.2 საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.4 საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

6.4 ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

6.5 ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ე-–--------–----------- მიერ მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ორი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი სანქციით გათვალისწინებული უალტერნატივო სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენება იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაკეთილგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასამართლოს თვლის, რომ სასჯელის მიზნების მიღწევას სავსებით უზრუნველყოფს ე-–--------–--------------- ზემოაღნიშნული სასჯელის 05 (ხუთი) წლის ვადით შეფარდება, პირობითი მსჯავრის მოხდის პირობებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე-–--------–----------- მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებიდან გადაკვალიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტებზე (ექვსი ეპიზოდი).

ე-–--------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (მესამე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (მეოთხე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (მეხუთე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (მეექვსე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა, შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ, ე-–--------–----------, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

ე-–--------–---------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი - 2019 წლის 2---------დან 2019 წლის 3--------ის ჩათვლით.

 

გაუქმდეს ე-–--------–----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი ე-–--------–----------- ყოფაქცევაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ე-–--------–---------- დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).

 

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. 10 (ათი) ცალი ცხაური და ფულადი თანხა 335 ლარი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე