განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
010100117002129702
დავის ტიპი
178 2
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100117002129702

1-907/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - თ----- ჩ-----–--ე

 

ბრალდებული - ზ---- ჭ------ლი

ადვოკატი - პ------–-----

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: ზ---- ჭ------ლი

მამის სახელი: დ------

დაბადებული: 07.05.1-----------–--------------------–------------–-------–----–-------------------------------------------------------------------------------–---------------------–------------------–--------–-------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1 ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი ზ---- ჭ------ლის მიმართ:

 

ზ---- ჭ------ლმა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2017 წლის 03 სექტემბერს დაახლოებით 20:10 საათზე, ქ. ბათუმში, ს---–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ---- ჭ------ლმა, აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნ-----–ა მ---ს ჩამოგლიჯა ოქროს ჯვარი და ოქროს ძეწკვი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ზ---- ჭ------ლის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ-----–ა მ---ს მიადგა 1100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ზ---- ჭ------ლი ატარებდა ცივ იარაღს დანას.

 

2017 წლის 30 ივნისის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ზ---- ჭ------ლი, ადმინისტრაციული სახდელის გაქარწყლებამდე ატარებდა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ცივ იარაღს დანას, რაც 2017 წლის 04 სექტემბერს ქ. ბათუმში პ--–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

დაზარალებულ ნ-----–ა მ---ის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ 2017 წლის 03 სექტემბერს საღამოს მის მცირეწლოვან შვილთან ერთად ფეხით მოძრაობდა ქ. ბათუმში ს---–--------ს ქუჩაზე. მას ხელზე გადაკიდული ქონდა ხელჩანთა. იქვე კედელთან იდგა მამაკაცი, როდესაც მიუახლოვდა მამაკაცს ეს პირი მოულოდნელად წვდა დაზარალებულს ხელჩანთაში და მოინდომა წართმევა, მაგრამ ნ-----–ა მ---მა არ მისცა ჩანთის წართმევის საშუალება და დაიწყო ყვირილი. ამის შემდეგ მამაკაცმა ჩამოგლიჯა ყელზე დაკიდებული ოქროს ძეწკვი ჯვართან ერთად. მან ხელი მოიკიდა ჯვარზე და შეეცადა არ მიეცა მოძალადისათვის ძეწკვი მაგრამ იგი გაწყდა და თავდამსხმელმა ძეწკვის ნაწილი გაიტაცა. ძეწკვის ჩამოგლეჯვის დროს დაუზიანდა მაისური და კისერზე მიიღო დაზიანება. მომხდარის გამო დაიწყო ტირილი. მასთან საშველად მივიდა ახლაგაზრდა მამაკაცი სახელად მ-----ნ გ-------–-ძე, რომლის ტელეფონის საშუალებით შეატყობინა 112-ის ოპერატიულ სამსახურს მომხდარის შესახებ. დაზარალებულმა ნ-----–ა მ---ის განმარტებით დანაშაულს შედეგად მას ზარალის სახით მიადგა 1100 ლარის ზიანი. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში რა დროსაც ამოიცნო ზ---- ჭ------ლი პირი ვინც გასტაცა ოქროს ძეწკვი.

 

2017 წლის 4 სექტემბერს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ----- მ-------–-–--ლს მიერ შედგენილი პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ნ-----–ა მ---მა ამოიცნო ზ---- ჭ------ლი და მიუთითა მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე.

 

საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ინსპექტორ-გამომძიებელ ზ----- მ-------–-–--ლმა და დაზარალებულმა ნ-----–ა მ---მა.

 

მოწმე მ-----ნ გ-------–-ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2017 წლის 03 სექტემბერს ქ. ბათუმში ფეხით გადაადგილდებოდა ს---–--------ს ქუჩაზე რა დროსაც გაიგო ქალის ყვირილის ხმა როდესაც მიიხედა დაინახა, რომ მისგან 5 მეტრში ქუჩაში ბავშვიან ქალს ახალგაზრდა მამაკაცი ეძალადებოდა, რის შემდეგაც ქალს ყელიდან ჩამოგლიჯა ძეწკვი და გაიქცა. მომხდარის გამო იგი დასახმარებლად დაზარალებულთან მივიდა. დაზარალებულმა ნ-----–ა მ---მა სთხოვა, რომ მიეცა ტელეფონი პოლიციაში დასარეკად, რაც მაშინვე შეასრულა. ტელეფონზე დარეკვიდან მალევე ადგილზე მივიდნენ პოლიციის მუშაკები და წაიყვანეს პოლიციაში დასაკითხად. პოლიციაში მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში რა დროსაც ამოიცნო ზ---- ჭ------ლი პირი ვინც მოახდინა თავდასხმა ნ-----–ა მ---ზე და გასტაცა სამკაული. მოწმე მ-----ნ გ-------–-ძის ჩვენების მიხედვით მისი მობილური ტელეფონის ნომერია 5--------. სწორედ ამ ნომრიდან შეატყობინა დაზარალებულმა დანაშაულის ჩადენის შესახებ 112 სამსახურს.

 

2017 წლის 4 სექტემბერს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ----- მ-------–-–--ლს მიერ შედგენილი პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე მ-----ნ გ-------–-ძემ ამოიცნო ზ---- ჭ------ლი და მიუთითა მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე.

 

საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ინსპექტორ-გამომძიებელ ზ----- მ-------–-–--ლმა და მოწმე მ-----ნ გ-------–-ძემ.

 

2017 წლის 03 სექტემბერს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გელა ბასილაძის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში ს---–--------ს ქუჩა N43 ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითთა სავალ ნაწილზე.

 

დაზარალებულ ნ-----–ა მ---ის სხეულზე ზ---- ჭ------ლის მიერ ძალადობის შედეგად მიყენებული დაზიანებები დადგენილია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 005612317 დასკვნით, რომლის მიხედვით ნ-----–ა მ---ს აღენიშნება კისრის წინა ზედაპირზე ზემო მესამედში ცენტრალურად და ოდნავ მარცხნივ მოგრძო ფორმის ღია მოწითალო ფერის კანის ზედაპირის დონიდან ჩაწეული მშრალი ზედაპირის მქონე ნაჭდევი 3.6X0,4 სმ ზომის. მარცხენა წინამხრის ზემო მესამედში შიგნითა ზედაპირზე მოისფრო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი 4,5 X2,7 სმ ზომის ნაჭდევები და სისხლნჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხ ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ექპერტიზის შინაარსი მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღუღუნი უჩანეიშვილმა.

 

2017 წლის 4 სექტემბერს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ----- მ-------–-–--ლს მიერ შედგენილი ამოღების ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულ ნ-----–ა მ---ისგან ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის დროს ძალადობის შედეგად დაზიანებული მაისური, რომელიც ეცვა დაზარალებულს დანაშაულის ჩადენის დროს.

 

ფორმა N 1 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ გამოძიება დაიყო სისხლის სამართლის N 1----------- საქმეზე 2017 წლის 3 სექტემბერს ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით.

 

დანაშაულის შეტყობინების წყაროა 112-ის სამსახური. გადმოცემული შინაარსის მიხედვით ბათუმში ს---–--------ს ქუჩაზე ნ----ა მ---ს ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ცეპი და გაიქცა. შეტყობინების ინიციატორია თვითონ მ---ი. ზარი განხორციელდა ტელეფონის ნომრიდან 5-------- (ტ.1, სფ 2)

 

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვიდეო ფირები, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებით აღწერილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ჩანს, როგორ ჩაიდინა ძარცვა ზ---- ჭ------ლმა ვერ იქნა გამოკვლეული ტექნიკური მიზეზთა გამო. დისკები, რომელზედაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ ვერ იქნა ჩართული სასამართლოში არსებული შესაბამის ტექნიკის მიერ.

 

ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავ არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და როგორც დაზარალებული ისე მოწმე ტყუილად განზრახ აბრალებს მას დანაშაულს. იმავდროულად ბრალდებულის ადვოკატმა იშუამდგომლა სასამარლოს წინაშე ზ---- ჭ------ლის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი ძარცვის ბრალდებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას და ადვოკატის შუამდგომლობაში მითითებულ მოთხოვნას რადგან იგი არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.

 

სასამართლომ ვერ დარწმუნდა ბრალდებულის ჩვენებებში მოყვანილ გარემოებების სინამდვილეში, ვერც ბრალდებულისგან და ვერც დაცვის მხარისგან ვერ მოისმინა სასამართლომ თუნდაც იმ ფაქტის ახსნა თუ, რატომ მიუთითა დაზარალებულმა მ---მა და მოწმემ, რომლებიც პირდაპირ მიუთითეს, როგორც წინასწარი გამოძიებისას ისე სასამართლო პროცესზე ზ---- ჭ------ლზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არც დაზარალებულს ნ-----–ა მ---ს და არც მოწმეს მ-----ნ გ-------–-ძეს დანაშაულის ჩადენამდე არანაირი კავშირი ბრალდებულთან არ გააჩნდათ და მათ რაიმე პირადი ინტერესი არ ამოძრავებდათ.

 

აქედან გამომდინარე სასამართლოს არ აქვს დაზარალებულების და მოწმეების შემხვედრ ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში არ გამოკვეთილა მოწმეთა მხრიდან ბრალდებულთან მიმართებაში მანამდე, რაიმე სახის მოტივი, რომელიც მიანიშნებდა სასამართლოში მოწმეთა ჩვენებების მიკერძოებაზე და აფიქრებინებდა, რომ ისინი შეგნებულად იგონებენ რაიმეს. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხული დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებები, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და სხვა მტკიცებულებებთან. გარდა ამისა ჩვენებები არის დამაჯერებელი, გულწრფელი და თანამიმდევრული.

 

სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს დაცვი მხარის შუამდგომლობას, რადგან თვლის რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ნიშნავს პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი (ნივთი) ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევას და მოპოვებას.

 

ძარცვისას ნივთის აშკარად დაუფლება ნიშნავს ნივთის დაუფლებას მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის თანდასწრებით, ამასთან აუცილებელია მძარცველს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების აშკარა ხასიათი.

 

თუ კი ძარცვისას ნივთის მფლობელმა ან მესაკუთრემ ხელი შეუშალა დაუფლებას და მძარცველმა მის მიმართ გამოიყენა ძალადობა, რომელიც არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ქმედება დაკვალიფიცირდება ყაჩაღობად.

 

ობიექტური მხრივ ძარცვა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში. ძარცვა დამთავრებულია იმ მომენტიდან, როცა პირი რეალურად დაუფლებულია სხვის მოძრავ ნივთს და აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ნივთით ან განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ.

 

ის, ფაქტი რომ ზ---- ჭ------ლი დაეუფლა დაზარალებულის სამკაულს და განკარგა თავისი შეხედულებისამებრ. დადგენილია სასამართლოს მიერ. მიუხედავად გამოძიების ძალისხმევისა ნაძარცვი ნივთ ვერ იქნა ნანახი.

 

სუბიექტური მხრივ ძარცვა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების (სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების) მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის (მფლობელისათვის ან მესაკუთრისათვის ზიანის მიყენების) შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვლობას.

 

ძარცვის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ ნიშანს, როგორც უკვე ვთქვით წარმოადგენს მისი ჩადენა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

 

ძარცვის ძალადობით ჩადენილად აღიარებას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მძარცველის ქმედებას ნივთის დაუფლებისას თან ახლავს ძალადობა, რომელიც მიმართულია არა მარტო საკუთრების წინააღმდეგ, არამედ თვითონ დაზარალებულის წინააღმდეგაც, მაგრამ ძალადობა ძარცვისას არ აღწევს იმ ინტენსივობას, რომელიც დამახასიათებელია ყაჩაღობისათვის.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---- ჭ------ლმა დანაშაულის ჩადენის დროს იძალადა

დაზარალებულზე, ჯერ შეეცადა ჩანთის წართმევას, ხოლო შემდეგ ჩამოგლიჯა სამკაული რა დროსაც დაზარალებულა მიიღო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებანი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---- ჭ------ლმა პირდაპირ განზრახვით ისეთი ძალადობით რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის დაზარალებულ ნ-----–ა ჭ------ლს აშკარა გასტაცა ნივთი.

 

ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით კერძოდ დაზარალებულის ჩვენების მიხედვით ნივთის ღირებულება, რომელიც გასტაცა ზ---- ჭ------ლმა შეადგენდა 1100 ლარს;

 

მნიშვნელოვანი ზიანი კონკრეტული მდგომარეობის მიხედვით, როგორც ნივთის ფულადი ღირებულების მიხედვით, ისე დაზარალებულის ეკონომიური მდგომარეობით ფასდება;

 

მოქმედი კანონმდებლობით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ზიანი, თუ ნივთის ღირებულება აღემატება 150 ლარს;

სხეულის დაზიანების ფაქტი.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ზ---- ჭ------ლის ქმედებით დაზარალებულს ნ-----–ა მ---ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნ-----–ი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)

 

ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე სრულად არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ---- ჭ------ლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ზ---- ჭ------ლის ბრალეულობაში, რის გამოც ზ---- ჭ------ლის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---- ჭ------ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ძარცვით, ნ-----–ა მ---ის მოძრავი ნივთის 1100 ლარად ღირებული სამკაულის აშკარა დაუფლებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტით რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

ცივი იარაღის ტარება

 

2017 წლის 04 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებელ ზ----- მ-------–-–--ლის მიერ შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ზ---- ჭ------ლის პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ქ. ბათუმში ა.----–----- ქუჩაზე N 35 წინ გზის სავალ ნაწილზე. მისი პირადი ჩხრეკისას ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის საკეცი დანა, რომელიც შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. დაკავებაში მონაწილეობდნენ ინსპექტორ გამომძიებლები მამუკა დიასამიძე და რევაზ რუხაძე. ასევე ექსპერტები ნუგზარ დოლიძე და ემზარ ჭაღალიძე. ჩხრეკისას შედგა ფოტოგადაღება.

 

ჩხრეკის ოქმის სინამდვილე, შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებელმა ზ----- მ-------–-–--ლმა, რომლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2017 წლის 04 სექტემბერს გამომძიებელ ზ----- მ-------–-–--ლის მიერ ზ---- ჭ------ლს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა ქ. ბათუმში ა.----–----- ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე. ზ---- ჭ------ლის პირადი ჩხრეკისას ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის საკეცი დანა, რომელიც შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. დაკავებაში მონაწილეობდნენ ინსპექტორ გამომძიებლები მამუკა დიასამიძე და რევაზ რუხაძე. ასევე ექსპერტები ნუგზარ დოლიძე და ემზარ ჭაღალიძე.

 

განყოფილების გამომძიებელ ზ----- მ-------–-–--ლის ჩვენების შინაარსი და ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ჩხრეკაში მონაწილე პირებმა მამუკა დიასამიძემ და რევაზ რუხაძემ.

 

2017 წლის 05 სექტემბრის განჩინებით პირადი ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

 

ზ---- ჭ------ლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დანაზე ჩატარდა კრიმინალისტიკური ექსპერტიზა რომლის N ც.ი./147 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–---------------მ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

იარაღის შესახებსაქართველოს კანონის მიხედვით, ცივი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. ცივი იარაღით სარგებლობის წესები წესრიგდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვისაც „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

 

არ ვრცელდება იმპირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით; თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; სასოფლოსამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია. ის ფაქტი, რომ გიორგი ნამგალაური ცივ იარაღს ატარებდა ქურდობის მცდელობის დროს და არ იმყოფებოდა ზემოაღნიშული ჩამონათვალიდან არცერთ გარემოებაში დადგენილია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და ამ მტკიცებულების გასაბათილებელი სხვა მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ ზ---- ჭ------ლმა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება.

ცივი იარაღის ტარება ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახლდელდადებული პირის მიერ.

 

იმისათვის რომ პრის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით აუცილებელია, რომ დამნაშავე დანაშაულის ჩადენის დროს ითვლებოდეს ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსსახლდელდადებული პირად.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ანუ 2017 წლის 04 სექტემბერს ზ---- ჭ------ლი ითვლებოდა ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსსახლდელდადებული პირად.

 

კერძოდ:

 

2017 წლის 04 სექტემბერს ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციული სახდელი ქონდა დადებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის დადგენილებით.

 

ამრიგად სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 04 სექტემბერს ზ---- ჭ------ლი ითვლებოდა ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსსახლდელდადებული პირად და ატარებდა ცივი იარაღს-დანას და ამ დროისათვის სახდელი გაქარწყლებული არ ქონდა.

 

სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელებმა გ--–-------–-----------------–--–------------------–---------–-------------------–----------------------–-ძემ სასამართლოს განუმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს ზ---- ჭ------ლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. გამოძიებისას მათი სახელით შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები შედგენილია მათ მიერ, ოქმები სწორად არის შედგენილი, ჩაწერილი შინაარსი ზუსტად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას და შედეგებს და ოქმებზე გაკეთებული ხელმოწერები ეკუთვნის სწორედ იმ პირებს ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. გამოძიების მიმდინარეობისას მათი მხრიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა.

 

ამრიგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---- ჭ------ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ცივი იარაღის დანის ტარებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ზ---- ჭ------ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ---- ჭ------ლს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს არსენ ავეტისიანის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ბრალდებული ზ---- ჭ------ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ბრალდებული ზ---- ჭ------ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ზ---- ჭ------ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებული ზ---- ჭ------ლი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებულ ზ---- ჭ------ლს სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან _ 2019 წლის 18 ოქტომბრიდან.

 

ზ---- ჭ------ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 4 სექტემბრიდან 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

 

ზ---- ჭ------ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ზ---- ჭ------ლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ნატალია თავართქილაძის (პ/ნ 61001040600) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - ქ.ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქN42 (ზონა - ბათუმი 05, სექტორი - 28, კვარტალი -04, ნაკვეთი - 015, კოდი 01/512, საკადასტრო კოდი N05.28.04.015.01.512) 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცება დანა - გადანდურდეს, ტანისამოსები დაუბრუნდეს მფლობელებს, ძეწკვის ნაწყვეტი დაუბრუნდეს დაზარალებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, cd დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი