განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002826608 (1/46-19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23.01.2020 წ ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი სალომე ქობალია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე: პროკურორი მარ-----------ე (ზუგდიდის რაიონული პროკურატურა)
დაცვის მხარე: ბრალდებული ირ---–--–--–-----ა, დაბ. 05.06.1981 წ, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3-001003528, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები მისამართზე: ქ. ს-----, გ. ჭყ----------–ის ქ. #1, ბინა 36
ადვოკატი და---------------ძე, ნა------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
ირ---–--–--–-----ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემაში სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
23.11.2016 წ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სს საქმეზე # 083231116001 გი--–------–-–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, დანაშაულის ნიშნებით გათვალისწინებული საქართველოს სს კოდექსის 19, 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.
მოცემულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ირ---–--–--–-----ა, რომელმაც განმარტა, რომ იგი 22.11.2016 წ დაახლოებით 19:15 სთ-ზე მივიდა ქ. სენაკში მის მეზობლად მცხოვრებ ზუ------–-------ს ბინაში, სადაც შეკრებილი იყვნენ მისი მეგობრები და-----------ია, გი-------–-–---–ი, გი-----–--ია და ლე-----------ა, ხოლო მოგვიანებით აღნიშნულ მისამართზე მივიდნენ ირ---–---------–-ია და ტო--–------------ე, რომლებიც ასევე მიუსხდნენ სუფრას. გი--–------–-–---–მა და ტო--–------------ემ დაიწყეს ერთმანეთში საუბარი და ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შერაცხყოფა, რის შემდეგ ყველანი ასევე თავად ირ---–--–--–-----აც გავიდა გარეთ.
მოწმის სახით გამოკითხულმა ირ---–--–--–-----ამ ასევე განმარტა, რომ უშუალოდ მან დაინახა სადარბაზოსკენ მიმავალ გი--–------–-–---–ს როგორ წამოეწია ტო--–------------ე, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც საგანი, რაც მიუშვირა გი--–------–-–---–ს და გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა და დაინახა, რომ ტო--–------------ის ხელში არსებულმა საგანმა ცეცხლი გაანათა, გი--–------–-–---–ი კი წარბაცდა და წაიქცა, რის შემდეგ ირ---–--–--–-----ამ ნახა, რომ როგორ ჩასხდნენ ტო--–------------ე და ირ---–---------–-ია ავტომანქანაში და წავიდნენ.
20.12.2017 წ ქ. ზუგდიდში, რ. ლაღიძის ქ. #12-ში მდებარე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტო--–------------ის და ირ---–---------–-იას ბრალდების სს საქმეზე, სადაც ტო--–------------ეს ბრალად ედებოდა საქართველოს სს კოდექსის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სს კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სს კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო ირ---–---------–-იას ბრალად ედებოდა საქართველოს სს კოდექსის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, მოწმის სახით დაკითხულმა ირ---–--–--–-----ამ უარყო გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მისცა ცრუ ჩვენება და ზემოთხსენებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი 22.11.2016 წ, საღამოს მივიდა მეზობელთან, სადაც დარჩა ნახევარი საათი, ნასვამი იყო, ჩავიდა ეზოში და უცებ გაიგონა ხმა, რაც მიამსგავსა საბურავის გასკდომისა თუ საახალწლო ასაფეთქებლის ხმას, დაიბნა და ინსტიქტურად ავტოფარეხს მიეფარა, რის გამოც არ უნახავს რა მოხდა. შემდგომ ეზოში შეკრებილ ხალხში გაერია, იდგა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები, მაგრამ არ დაინტერესებულა. გაიგო, რომ ვიღაც წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვინ არ იცოდა.
საბოლოოდ, 15.01.2018 წ ტო--–------------ის მიმართ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სს კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, ასევე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ირ---–---------–-ია საქართველოს სს კოდექსის 375-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
2.სასამართლომ დაადგინა:
ბრალად წარდგენილი ქმედების ირ---–--–--–-----ას მიერ ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ,,ელ მარსი მაკედონიის წინააღმდეგ" /El-Marsi v the Former Yugoslav Republik of Makedonia 13.12.2012/ და ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ /Hassan v the UK, 16.09.2014/) .
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1.მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემაში სასამართლოში,სს საქმეზე #083231116001 ირ---–--–--–-----ას 23.11.2016 წ მოწმის გამოკითხვის ოქმით (ტ.1, ს.ფ. 138), სს საქმეზე #083231116001 ირ---–--–--–-----ას 25.11.2016 წ გამოკითხვის ოქმით (ტ.1, ს.ფ. 141), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.01.2018 წ განაჩენით საქმეზე #1/5-2017 (ტ.1, ს.ფ. 19), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20.12.2017 წ სხდომის ოქმით საქმეზე #1/5-17 (ტ.1, ს.ფ. 5), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.03.2018 წ საქმეზე #1/ბ-114-18 (ტ.1. ს.ფ. 52), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით საქმეზე #020100117001674419 (ტ.1, ს/ფ 66), დათვალიერების ოქმებით 15.12.2018 წ (ტ.1, ს.ფ. 72 და ს/ფ. 74), მოწმეების მი--------–-------–ის (29.10.2019 წ სხდომის ოქმი), კახ-------------ას (30.10.2019 წ სხდომის ოქმი), გრ-----–------------ას (30.10.2019 წ სხდომის ოქმი), ნ-------------ს (12.12.2019 წ სხდომის ოქმით), ბრალდებულ ირ---–--–--–-----ას ჩვენებით (20.12.2019 წ სხომის ოქმი), მა--------------ას 23.01.2019 წ გამოკითხვის ოქმით (ტ.1, ს/ფ.146) დადგენილია რომ:
სისხლის სამართლის #044260118002 საქმეზე ბრალდებული - ირ---–--–--–-----ა მოწმის სახით გამოიკითხა #083231116001 სისხლის სამართლის საქმეზე ორჯერ გამოძიების ეტაპზე 23.11.2016 წ, და 25.11.2016 წ და მოწმის სახით დაიკითხა სასამართლოში 20.12.2017 წ.
გამოძიების ეტაპზე ის აცხადებდა, რომ 22.11.2016 წ დაახლოებით 19:15 სთ-ზე მივიდა ქ. სენაკში მის მეზობლად მცხოვრებ ზუ------–-------ს ბინაში, სადაც შეკრებილი იყვნენ მისი მეგობრები და-----------ია, გი-------–-–---–ი, გი-----–--ია და ლე-----------ა, ხოლო მოგვიანებით აღნიშნულ მისამართზე მივიდნენ ირ---–---------–-ია და ტო--–------------ე, რომლებიც ასევე მიუსხდნენ სუფრას. გი--–------–-–---–მა და ტო--–------------ემ დაიწყეს ერთმანეთში საუბარი და ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შერაცხყოფა, რის შემდეგ ყველანი ასევე თავად ირ---–--–--–-----აც გავიდა გარეთ. უშუალოდ მან დაინახა სადარბაზოსკენ მიმავალ გი--–------–-–---–ს როგორ წამოეწია ტო--–------------ე, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც საგანი, რაც მიუშვირა გი--–------–-–---–ს და გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა და დაინახა, რომ ტო--–------------ის ხელში არსებულმა საგანმა ცეცხლი გაანათა, გი--–------–-–---–ი კი წარბაცდა და წაიქცა, რის შემდეგ ირ---–--–--–-----ამ ნახა, რომ როგორ ჩასხდნენ ტო--–------------ე და ირ---–---------–-ია ავტომანქანაში და წავიდნენ.
იმავე საქმეზე საქმეზე სასამართლოში 20.12.2017 წ. მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–--–--–-----ამ აჩვენა, რომ 22.11.2016 წ, საღამოს მივიდა მეზობელთან, სადაც დარჩა ნახევარი საათი, ნასვამი იყო, ჩავიდა ეზოში და უცებ გაიგონა ხმა, რაც მიამსგავსა საბურავის გასკდომისა თუ საახალწლო ასაფეთქებლის ხმას, დაიბნა და ინსტიქტურად ავტოფარეხს მიეფარა, რის გამოც არ უნახავს რა მოხდა. შემდგომ ეზოში შეკრებილ ხალხში გაერია, იდგა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები, მაგრამ არ დაინტერესებულა. გაიგო, რომ ვიღაც წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვინ არ იცოდა. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მან სხვა - მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის #044260118002 საქმეზე.
სისხლის სამართლის #083231116001 საქმეზე მოწმე ირ---–--–--–-----ას მიერ სხვადასხვა დროს მიცემული ინფორმაცია განსხვავებულია. ბრალდების მხარის მტკიცებით ირ---–--–--–-----ას მიერ სასამართლოში 20.12.2017 წ. მიცემული ჩვენება ცრუა და ემსახურება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას, რაც საქმის განხილვის შედეგებით არ დადასტურდა.
სისხლის სამართლის #083231116001 საქმეზე განაჩენი გამოტანილია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 15.01.2018 წ (საქმე #1/5-2017), რაც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.03.2018 წ განაჩენით (საქმე #1/ბ-114-18) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.11.2018 წ განაჩენით (საქმე #020100117001674419). აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოკვლეულ ან/და პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის ირ---–--–--–-----ას მიერ 20.12.2017 წ სასამართლოში მიცემულ ინფორმაცია. დასახელებულ განაჩენებში არსად არ ვხვდებით მითითებას, რომ ირ---–--–--–-----ას მიერ მიცემული ჩვენება არ არის გასაზიარებელი. პირიქით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არ შეესაბამება ირ---–--–--–-----ას მიერ იმავე საქმეში გამოძიების ეტაპზე აღწერილ გარემოებებს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ირ---–--–--–-----ას მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების უარყოფა განპირობებულია მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. მით უფრო მაშინ, როცა გამოძიებას საერთოდ არ გამოუკითხავს ის პირები ვისაც გამოძიების ეტაპზე ირ---–--–--–-----ა ასახელებდა მასთან მყოფ და გამოძიებისთვის საინტერესო შემთხვევის (ინციდენტის) შემწრე პირებად, ვისაც შეეძლო მიეცა მისი ჩვენების იდენტური ან მისგან განსხვავებული ინფორმაცია.
3.2. განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში
ირ---–--–--–-----ა #044260118002 სს საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია #083231116001 სს საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 20.12.2017 წ მიცემული ჩვენების შინაარსთან დაკავშირებით.
#083231116001 სს საქმე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარმართული იყო სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურიდან (გამოძიებას აწარმოებდა სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი). ამ საქმეზე ბრალდებულ ტო--–------------ეს ბრალად ედებოდა საქართველოს სს კოდექსის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სს კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სს კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო ბრალდებულ ირ---–---------–-იას ბრალად ედებოდა საქართველოს სს კოდექსის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ე.ი. ირ---–--–--–-----ას ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 20.12.2017 წ მიცემული აქვს ჩვენება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.
4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილი დანაშაულად მიიჩნევს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში,განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.
მოცემულ შემთხვევაში ირ---–--–--–-----ას ბრალი წარდგენილი აქვს სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემაში სისხლის სმართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.
განსახილველი დანაშაულის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან ხელი სეუწყონ მართლმსაჯულების განხორციელებას თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ართულებენ საქმის ობიექტურ განხილვას.
ამ დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებითი ობიექტი ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესები.
ობიექტური მხრივ დანაშაული მოქმედებაში - მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში უნდა გამოიხატოს.
დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება ცრუ ჩვენების მიცემის მომენტიდან. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება არა ამ ქმედების განხორციელებისთანავე, არამედ ამ საქმეზე (რომელ საქმეზეც მოწმემ ჩვენება მისცა) სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ, რითაც დგინდება, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ მიცემული ჩვენება.
ჩვენების სიცრუე მხოლოდ სასამართლომ უნდა დაადგინოს და არა გამოძიებამ. მოსამართლე მხოლოდ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ადგენს საქმის ფაქტობრივ მხარეს. არსებითია ის, რასაც სასამართლო დაადგენს, მანამდე გაცხადებული მხარეთა პოზიციები და მოსაზრებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ჩვენების სიცრუის შეფასებას. საქართველოს სსს კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტით მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. გამოდის, რომ ცრუ ჩვენება მხოლოდ სასამართლოში შეიძლება მისცეს მოწმემ. შესაბამისად, ირ---–--–--–-----ას მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შინაარსი, რაც დეტალურად არის აღწერილი მის მისი ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის არსებითად მნიშვნელოვანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისთვის. სასამართლოს აზრით, აქ მთავარია, რომ ირ---–--–--–-----ას მიერ სასამართლოში 20.12.2017 წ მიცემული ჩვენების შინაარსი არსებითად ეწინააღმდეგებოდეს არა მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, არამედ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.01.2018 წ განაჩენით (საქმე #1/5-2017, სადაც მან მისცა სადავო ჩვენება) დადგენილ ფაქტებს.
დასახელებული განაჩენით არ არის დადგენილი ირ---–--–--–-----ას მიერ გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციაში აღწერილი ფაქტები, რომელსაც გამოძიება სწორ (ნამდვილ, დადასტურებულ) ფაქტებად (ინფორმაციად) მიიჩნევს - მაგალითად იმის შესახებ, რომ გი--–------–-–---–მა და ტო--–------------ემ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შერაცხყოფა, რომ სადარბაზოსკენ მიმავალ გი--–------–-–---–ს წამოეწია ტო--–------------ე, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც საგანი, რაც მიუშვირა გი--–------–-–---–ს და გაისმა გასროლის ხმა, რომ ტო--–------------ის ხელში არსებულმა საგანმა ცეცხლი გაანათა, გი--–------–-–---–ი კი წარბაცდა და წაიქცა, რის შემდეგ ტო--–------------ე და ირ---–---------–-ია ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ.
არცერთი სხვა მოწმე, ან გამოკვლეული მტკიცებულება არ მიუთითებს ამგვარ ფაქტებზე, ამასთან, 15.01.2018 წ განაჩენში არსად არ არის დასკვნა, რომ სასამართლო არ იზიარებს ირ---–--–--–-----ას მიერ 20.12.2017 წ მიცემული ჩვენების შინაარსს, რადგან ის წინააღმდეგობაშია სხვა მტკიცებულებებთან. პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამამართლებელი განაჩენით დადგენილი ფაქტები ძირითადად შეესაბამება ირ---–--–--–-----ას მიერ სასამართლოში მიცემულ ინფორმაციას და მისი ცრუ ჩვენებად მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ცრუ ჩვენების შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცებები: 2 ცალი CD - R დისკი ერთვის სს საქმეს და სენახულ უნდა იქნეს საქმის სენახვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ირ---–--–--–-----ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 21.12.2018 წ განჩინებით (#020802218002777357, საქმე # 10/ა-619-18) გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო (100000 ლარის ოდენობით) გაუქმდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 24.12.2018 წ განჩინებით (#020734318002779358, საქმე # 12/1643-18) დადებული ყადაღა მოეხსნას უძრავ ნივთს ს/კ 44.01.31.277 (მესაკუთრე ტატიანა ჯღარკავა პ/ნ 3-201047192, მისამართი ქ. ს-----, ი. ჭავჭავაძის ქ. რკინიგზის სადგურის მ/ტ).
3. ნივთმტკიცება: 2 ცალი დისკი დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსრულდება სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. განაჩენი შეიძლება გადაისინჯოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
7. განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა