გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N4-----------------
N2/1---19
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.0 1.2020 წელი ქ. ყვარელი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
მოსარჩელე - ალ--- გე-–-ძე
წარმომადგენლები- კანონიერი წარმომადგენელი თა---- გე-–-ძე, ადვოკატი ეკ--------- წა–--–-–--ლი;
მოპასუხეები- ან------- გე-–-ძე, ოლ--- გე-–-ძე.
წარმომადგენელი: თა----- ჭუ---–--ლი;
მესამე პირი - გო-- გე-–-ძე;
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
2019 წლის 23 აგვისტოს ყვარლის მაგისტრატ სასა----თლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე ალ--- გე-–-ძემ მოპასუხე ან------- გე-–-ძის და ოლ--- გე-–-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ - ბათილად იქნას ცნობილი ალ--- გე-–-ძეს (პ/ნ 4----------) (კანონიერი წარმომადგენელი ოლ-- გე-–-ძეს პ/ნ 4----------) და ან------ გე-–-ძეს (პ/ნ 4----------- შორის 2019 წლის 24 აპრილს ქ. ყვარელი, ბესიკის ქ. N7 ს/კ 57.06.28.287.01.5-- მდებარე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე ან------ გე-–-ძეს (პ/ნ 4----------- დაეკისრა ალ--- გე-–-ძის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
სასამართლოს არ გადაუწყვეტია მოპასუხე ოლ-- გე-–-ძის და ან------ გე-–-ძის მიმართ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი და ასევე არ გადაუწყვეტია ოლ-- გე-–-ძისათვის სარჩელის უზრუნველყოფისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის დაკისრების საკითხი.
სასამართლო თვლის, რომ სასამართლო ხარჯების საკითხი დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით უნდა გადაწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის 31-ე ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ ზეპირი განხილვა და დამატებითი გადაწყვეტილების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
ამდენად, სასამართლო ვალდებულია გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების საკითხი და აღნიშნული გადაწყდეს შემდეგი სახით: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე, როგორც არასრულწლოვანი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი, რომელიც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად , სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ;
ამავე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად - მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
დავის საგანი შეფასებულია 5000 ლარად და სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 75 ლარს, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სახელმწიფო ბაჟი სოლიდარულად უნადა დაეკისროთ მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსს კოდექსის მე-14 მუხლით, 39-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 2-ე ნაწილით, 53-ე მუხლის I ნაწილით, 261-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოპასუხეებს ან------ გე-–-ძეს (პ/ნ 4----------- და ოლ-- გე-–-ძეს (პ/ნ 4----------) სოლიდარულად დაეკისროთ ალ--- გე-–-ძის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხეებს ან------ გე-–-ძეს (პ/ნ 4----------- და ოლ-- გე-–-ძეს (პ/ნ 4----------) სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფი ბაჟის 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე