განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
200100119003196344
დავის ტიპი
126 2 ე , 118 3
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119003196344

N1/245-19

(035070819004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

23 იანვარი, 2020 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თამარ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნა---------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჯე----------------------ი (დაბადების თარიღი - 1----–-–------------–ი, პირადი #2----------, ნასამართლობის მქონე, საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი- თ--–----------------------–-----------–-), აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებული

 

ადვოკატი: - რო----------------–---–ი

 

თარჯიმანი : ხა------------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის მესამე ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია:

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხაგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 29 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ჯე------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ნასამართლევმა ჯე-------------ა 2019 წლის 07 აგვისტოს საღამოს საათებში, თელ----------------------–----------–-–ი, თე------------–---------–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა საუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, თავის პაპას თე------------–---------–ის განზრახ მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, თავის, კერძოდ, სახის არეში. რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

1.2. 2019 წლის 29 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ჯე------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ნასამართლევმა ჯე-------------ა 2019 წლის 07 აგვისტოს საღამოს საათებში, თელ----------------------–----------–-–ი, თე------------–---------–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა საუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, განახორციელა ფიზიკური ძალადობა თავისი ბებიის ში--------------------ის მიმართ. კერძოდ, ჯე-------------ა ში--------------------ის სახეში, ტუჩის არეში ერთხელ დაარტყა იდაყვი. ჯე------------ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ში--------------------იმ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯამრთელობის მოუშლელად.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ასევე, უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ჯე------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, რის გამოც, ჯე------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლზე.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის არსებით სხდომაზე დაზარალებულმა ში--------------------იმ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის- ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

საქმის არსებით სხდომაზე დაზარალებულმა თე------------–---------–იმ განმარტა, რომ ცხოვრობს თელ----------------------–----------–-–ი, მეუღლესთან ში--------------------ისთან და შვილიშვილთან ჯე------------თან ერთად. 2019 წლის 07 აგვისტოს, საღამოს საათებში, იგი იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელი სახლის ეზოში, როდესაც სახლში დაბრუნდა მისი შვილიშვილი ჯე------------ი. მოწმის განმარტებით, როდესაც მას ჯე------------ი შეჰყავდა სახლში, ეზოში, ჯე-------------ა მას ხელი ჰკრა, რა დროსაც იგი დაეცა პირქვე, ქვაზე. დაცემის შედეგად მოწმის განმარტებით, ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და სახე დაუსივდა. მოწმემ კატეგორიულად განმარტა, რომ ჯე------------ს მისთვის ხელი სპეციალურად არ დაურტყამს, შემთხვევით მოუხვდა ხელი, რის გამოც, დაზარალებული წაიქცა. დაზარალებულმა ასევე, განმარტა, რომ მან ვერ შეატყო, ჯე------------ი იყო თუ არა მთვრალი. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს ადგილზე არ ყოფილა მისი მეუღლე ში--------------------ი და არც სხვა არავინ არ შესწრებია მომხდარს. მოწმეტ ასევე, განმარტა, რომ არანაირი საგანი არც მას და არც ჯე------------ს არ სჭერიათ ხელში. თე------------–---------–ის განმარტებით, მას არანაირი პრეტენზია ჯე------------ის მიმართ არ აქვს.

საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ყარაჯალაში- შა-–------------მა დაადასტურა მისი მონაწილეობით 2019 წლის 07 აგვიტოს ჩატარებული შემთხვევის ადგილის - თელ----------------------–----------–-–ი მდებარე თე------------–---------–ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და მიმდებარე გზის დათვალიერების სისწორე. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ დათვალიერების დროს ოჯახის წევრები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია, რა მოხდა შემთხვევის ადგილას.

ბრალდებულმა ჯე-------------ა საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა დუმილის უფლებით და არ მისცა ჩვენება სასამართლოს. დასკვნით ეტაპზე საქმის განხილვისას კი განმარტა, რომ მას ბრალად შერაცხული ქმედებები არ ჩაუდენია, პაპის- თე------------–---------–ის დაზიანებასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ იგი იქნევდა ხელებს, რა დროსაც ხელი შემთხვევით მოხვდა პაპამისს და განზრახ მისთვის არ დაურტყამს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ ჯე------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ და უდაოდ გამხდარ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯე-------------ა 2019 წლის 07 აგვისტოს, საღამოს საათებში, თელ----------------------–----------–-–ი, საცხოვრებელი სახლის ეზოში, გაუფრთხილებლობით - ხელის შემთხვევით მოხვედრის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა პაპას- თე------------–---------–ის. ასევე, არ წარმოდგენილა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან პაპა და ბებია.

 

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებული და დასჯადია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტს წარმოადგენს და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება, ჩადენილი არაერთგზის.

 

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.

 

რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას- ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 141-ე, 143-ე და 144-ე−1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 1261 მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, კი არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქმედების არაერთგზის ჩადენილად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია პირის ნასამართლობა ნორმებში მითითებული დანაშაულებისათვის, რაც უნდა დასტურდებოდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მხარეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ჯე------------ის მიმართ 2019 წლის 29 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.

 

4.4. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის მესამე ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან) ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტი მიუთითებს არაერთგზისობაზე, როგორც მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ასევე, უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგას შორის. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის დამახასიათებელია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, ქმედება არის განზრახი და ქმედება შესაძლებელია ჩადენილი იქნას როგორც პირდაპირი, ისე, არაპირდაპირი განზრახვით. განზრახვის დასაბუთებისათვის პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, განზრახვისათვის აუცილებელია: პირის ცოდნა; ნებელობა- როგორც შედეგის სურვილის, ისე, შედეგის დადგომის სურვილის გარეშე; მართლწინააღმდეგობის შეგნება- რომ იგი ახორციელებს არამართლზომიერ დანაშაულებრივ ქმედებას.

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი).

 

სასამართლო აღნიშნავს: ჯე------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის, მოწმის ჩვენებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Othersv. Azerbaijan, №35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმისჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10, 31/03/2016, §58-IV).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.6. ზემოთაღნიშნული მსჯელობის შედეგად, ჯე------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს:

 

ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ პირდაპირი , საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულად ცნობილმა ში--------------------იმ არ მისცა ჩვენება სასამართლოს. . ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N005583619 დასკვნა მიუთითებს ში--------------------ის სხეულზე არსებულ დაზიანებების არსებობაზე, თუმცა, აღნიშნულ დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმოშობის და არსებობის გარემოებებთან დაკავშირებით დაზარალებულს ჩვენება არ მიუცია და ინფორმაცია არ მოუწოდებია სასამართლოსათვის. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა განიცადა დაზარალებულმა. შესაბამისად, ეს დასკვნა არ ქმნის პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც სავალდებულოა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. .სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით და უდავოდ ცნობილი მოწმეების გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ არცერთი მათგანი ქმედების თვითმხილველი პირი არ არის. უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები ასევე არ წარმოადგენენ პირდაპირი სახის მტკიცებულებებს და შუძლებელია, იმის დადგენა, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ჯე-------------ა ბებიის მიმართ ძალადობა.

 

4.7. ჯე------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს:

 

ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ პირდაპირ და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. დაზარალებულმა თე------------–---------–იმ განმარტა, რომ მან სახის არეში დაზიანება მიიღო ჯე------------ის ხელის შემთხვევით მოხვედრისას, წაქცევის შედეგად და ბრალდებულს მისთვის ხელი სპეციალურად არ უკრავს ან დაურტყამს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენებით და უდავოდ ცნობილი მოწმეების გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ არცერთი მათგანი ქმედების თვითმხილველი პირი არ არის. უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები ასევე არ წარმოადგენენ პირდაპირი სახის მტკიცებულებებს. უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N0055888319 დასკვნის თანახმად, თე------------–---------–ი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას გადიოდა 07.08.2019 წლიდან 13.08.2019 წლამდე დიაგნოზით: ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. მარჯვენა ყვრიმალ ზედა ყბის მოტეხილობა, მარჯვენმხრივი ტრავმული ჰემოსინუსიტი, მარჯვენა ჰაიმორის ღრუს წინა და მედიალური კედლების მოტეხილობა. მარჯვენა ყვრიმალშუბლის მორჩის მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების განზრახ მიყენების ფაქტი- პირის განზრახვა, პირის ცოდნა, ნებელობა- როგორც შედეგის სურვილის, ისე, შედეგის დადგომის სურვილის გარეშე, მართლწინააღმდეგობის შეგნება- რომ იგი ახორციელებს არამართლზომიერ დანაშაულებრივ ქმედებას.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა - მათ შორის, დაზარალებულ თე------------–---------–ის ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მიუთითებს და ადასტურებს, რომ ჯე------------ის ქმედება შეიცავს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, არამედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

 

სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს, რომლის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლისგან განსხვავდება მხოლოდ სუბიექტური შემადგენლობით. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისას პირი არღვევს წინდახედულობის ნორმას. სსკ მე-10 მუხლის მიხედვით, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. თვითიმედოვნებისას პირმა იცის, რომ ახორციელებს დასაძრახ ქმედებას, რომელიც აკრძალულია წინდახედულობის ნორმით, ასევე, ითვალისწინებს, რომ ქმედებას შესაძლებელია მოჰყვეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, შედეგის აბსტრაქტულ შესაძლებლობას, თუმცა, პირი დარწმუნებულია, რომ შედეგი თავიდან იქნება აცილებული, ეს შედეგი არ დადგება და ეს იმედი არის უსაფუძვლო. სწორედ ამით განსხვავდება თვითიმედოვნება არაპირდაპირი განზრახვისაგან, როდესაც პირს წარმოდგენილი აქვს კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, მართალია, არ სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მაგრამ უშვებს, ეგუება ამგვარი შედეგის დადგომას.

 

ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. მაშასადამე, დაუდევრობისას პირის წინაშე საერთოდ არ წარმოიშობა საკითხი მართლსაწინააღმდეგო შედეგის შესახებ.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების, ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით/მათი შეფასებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯე------------ი მოქმედებდა მინიმუმ დაუდევრობით, რაც ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სრულიად საკმარისია, რადგანაც, გაუფრთხილებლობა, როგორც აღვნიშნეთ, მოიცავს თვითიმედოვნებას ან/და დაუდევრობას.

 

შესაბამისად, ჯე------------ის ქმედებას სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

 

4.8. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, რის გამოც, ჯე------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლზე და ჯე------------ი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას ცნობილი დამნაშავედ. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ჯე------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, საზოგადოებრივ საშიშროების ხარისხს, ბრალდებულის პიროვნებას და მისი ქცევის ისტორიას, კანონთან კონფლიქტში ყოფნას, სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, ითვალისწინებს და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: ბრალდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ არ აქვს პრეტენზია. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამასაწორებელი სამუშაოს დანიშვნის საკითხზე სასამართლო არ მსჯელობს, ვინაიდან, ბრალდებული არის უმუშევარი. სასამართლო, ასევე, არ მსჯელობს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საკითხზე, ვინაიდან, მხარეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ჯე------------ის მიმართ 2019 წლის 29 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის მიზნების მისაღწევად ობიექტურად საკმარისია სასჯელის - ჯარიმის გამოყენება, რაც არის ადეკვატური, პროპორციული კონკრეტულ შემთხვევაში ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნებისა, და რითაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნება ერთის მხრივ სამართლიანობის აღდგენა და მეორეს მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია და მიიღწევა სასჯელის მიზნები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯე------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ჯე------------ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს 2019 წლის 07 აგვისტოდან 2020 წლის 23 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, მსა უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები -

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საბურავი, დალუქული ერთ ფუთად, ხის ჯოხი, მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ერთ ფუთად, მოწითალო ფერის ლაქა, დალუქული ერთ ფუთად, დამწვარი ქსოვილები, დალუქული ერთ ფუთად, მოწითალო ფერის ლაქა, დალუქული ერთ ფუთად, ხის ჯოხი დამწვრობის კვალით, დალუქული ერთ ფუთად, ერთი ცალი ჩუსტი, მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ერთ ფუთად, ერთი ცალი მეტალის ნიჩაბი, დალუქული ერთ ფუთად, კბილის პროთეზის ნატეხი, დალუქული ერთ ფუთად, თე------------–---------–ის სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ ფუთად, ჯე------------ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული ერთ ფუთად, რომლებიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თე------------–---------–ის ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად და ჯე------------ის ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, რომლებიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში - უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ჯე------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ჯე------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლზე.

 

ჯე------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს ჯე------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და ჯე------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ჯე------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 07 აგვისტოდან 2020 წლის 23 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ -

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საბურავი, დალუქული ერთ ფუთად, ხის ჯოხი, მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ერთ ფუთად, მოწითალო ფერის ლაქა, დალუქული ერთ ფუთად, დამწვარი ქსოვილები, დალუქული ერთ ფუთად, მოწითალო ფერის ლაქა, დალუქული ერთ ფუთად, ხის ჯოხი დამწვრობის კვალით, დალუქული ერთ ფუთად, ერთი ცალი ჩუსტი, მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ერთ ფუთად, ერთი ცალი მეტალის ნიჩაბი, დალუქული ერთ ფუთად, კბილის პროთეზის ნატეხი, დალუქული ერთ ფუთად, თე------------–---------–ის სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ ფუთად, ჯე------------ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული ერთ ფუთად, რომლებიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თე------------–---------–ის ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად და ჯე------------ის ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, რომლებიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ კაპანაძე