განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2020
საქმის ნომერი
080100118002513419
დავის ტიპი
177 4 ბ , 177 3 ა , 177 2 ბ
თარიღი
08.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/554-18 (N041270118001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 იანვარი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- ზ-------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ი-----–- ზ--–---–----

მამის სახელი: მ------

პირადი ნომერი: 6----------

დაბადებული: 1--------- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: ქუთაისი, ი-------–-----------------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები;

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

ბრალდებული: ი-----–- კ----–-----

მამის სახელი: ე-–------

პირადი ნომერი: 6----------

დაბადებული: 3--------- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: მქონე

მცხოვრები: ქუთაისი, ი-------–-------------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები;

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

ადვოკატები - დ--–- ს---–-----–---, ნ------- ნ----–-------

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქუთაისში, ც----------–--–-------------ში მდებარე ს----------–---------- სერვისცენტრში, ი-----–- ზ--–---–----- და ი-----–- კ----–-----მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ბანკში არსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში. კერძოდ, ბლაგვი საგნის გამოყენებით გატეხეს აპარატი და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მასში არსებულ თანხას 17965,5 ლარის და 3750 დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც სს „ს----------–---------“ მიადგა 27253,125 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

ი-----–- ზ--–---–---- და ი-----–- კ----–-----ს ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

2. 2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქუთაისში, შ-------------------ის მიმდებარედ, მარკეტ „ხ----–--“ წინამდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ზ--–---–----- და ი-----–- კ----–-----მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს შპს „ა--------“-ის კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში. კერძოდ, ბლაგვი საგნის გამოყენებით გატეხეს აპარატი და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მასში არსებულ თანხას 955,5 ლარის ოდენობით. რის შედეგადაც შპს „ა--------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 955,5 ლარის ოდენობით.

 

ი-----–- ზ--–---–---- და ი-----–- კ----–-----ს ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჟ--–---- გ----------- განმარტა, რომ მუშაობდა დასუფთავების სამსახურში, ც----------–--–------------. 2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 05:00 საათზე გავიდა სამუშაოდ ს----------–---------- მოპირდაპირე მხარეს, რა დროსაც დაინახა, რომ „სიყვარულის ბაღიდან“ გამოვიდა სამი მამაკაცი და გაემართნენ ბანკის მიმართულებით. მოწმის განმარტებით რამდენიმე წუთში შემოესმა ხმაური. მოწმემ დაინახა, რომ აღნიშნულ პირებს ხელში ეჭირათ უროს მსგავსი ნივთი, იყვნენ ნიღბებით და ეხურათ კეპიანი ქუდი. მოწმემ გაიგო ლითონზე დარტყმის ხმა და იფიქრა, რომ იყო ქურდობა, დაიწყო ტელეფონის ძებნა, რათა დაერეკა პოლიციაში, თუმცა ტელეფონი ვერ იპოვა, ამ დროს კი აღნიშნული პირები გაიქცნენ თეთრი ხიდის მიმართულებით. მოწმის განმარტებით ორი მათგანი იყო მაღალი, ხოლო ერთი დაბალი. მითითებულ პირებს ეკეთათ შავ-წითელ ფერებში ხელთათმანი და სახე დაფარული ჰქონდათ მწვანე ფოთლებით გაწყობილი ნაჭრით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ არის ახლომხედველი და იყენებს სათვალეს.

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ----------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება, რომ გაქურდული იყო პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ს----------–---------- 272-ე სერვის ცენტრი. მოწმის განმარტებით მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც დამტვრეულ მდგომარეობაში იყო ჩასარიცხი აპარატი. შემთხვევის ადგილიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს გატეხილი ურო ტარით, რომელიც დამუშავდა ექსპერტების მიერ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები დაილუქა. ოქმი შედგა ადგილზე, რაც დადასტურდა მასში მონაწილე პირების ხელის მოწერით. მანვე მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ყ------–---–-----------, საიდანაც ამოღებული იქნა სამუშაო ტიპის ორი წყვილი ხელთათმანი და მარიხუანის გამოსახულებით ბენდენა, ოქმი შეივსო ადგილზე, რომელზეც დაფიქსირდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. მის მიერ ასევე დაიკითხა დასუფთავების თანამშრომელი, მანვე ამოიღო და დაათვალიერა ს----------–---------- და სასტუმრო „ბ----------------“ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, მანვე ი-----–- ზ--–---–----სა და ი-----–- კ----–---------- ექსპერტის მონაწილეობით აიღო ნერწყვის ნიმუში.

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე დ-------–-------–----- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მასზედ, რომ ს----------–---------- ერთ-ერთ ფილიალში გაქურდული იყო ჩასარიცხი ტერმინალი, რის შემდეგაც მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. უშუალოდ მის მიერ დათვალიერებულ იქნა ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე სასტუმრო „ბ----------------“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც ყ------–---–------------------ ნომერს შორის ადგილიდან ამოღებული იქნა შავი ფერის, მარიხუანის ფოთლებით გაწყობილი ე.წ ,,ბენდენა’’ და ორი წყვილი შავი - წითელი ფერებით ხელთათმანი, რაც დაილუქა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და გაკეთდა ხელმოწერები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---- ფ------- განმარტა, რომ მუშაობს ს----------–---------- უსაფრთხოების უფროსად იმერეთის რეგიონში. 2017 წლის 2 ოქტომბერს ს----------–---------- 272-ე ფილიალში მოხდა ქურდობა, შემთხვევის ადგილზე მისულს დახვდა გატეხილი კარი, გაღებული ბოქლომი, სეიფი გადმოღებული, ცალ-ცალკე დაგდებული უროს თავი და ტარი, ტერმინალის კარი იყო გაღებული და დაზიანებული. მოწმემ განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ურო, დამსხვრეული დეტალები, ბოქლომი და ტერმინალი. მისი განმარტებით აპარატში იყო 17965 ლარი და 3700 აშშ დოლარი, სრულად ჯამში თანხა დაახლოებით 27000 ლარამდე ოდენობით, ტერმინალის დაზიანებით გამოწვეული ზიანი იყო დამატებით. მანვე დაათვალიერა და შესაბამის პირებს გადასცა ვიდეო კამერების ჩანაწერები. აღნიშნული ქმედებით ს----------–--------- მიადგა 17965 ლარის და 50 თეთრის, 3700 აშშ დოლარის და ტერმინალის დაზიანებით - 624 ლარის ზიანი, რომელიც ანაზღაურებული არ არის და ს----------–--------- ბრალდებულების მიმართ პრეტენზია გააჩნია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ----- მ--–---- განმარტა, რომ მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში. 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ქუთაისში, ც----------–--–------------ მოხდა ჩასარიცხი აპარატის გატეხვა. მის მიერ მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდათ ი-----–- ზ--–---–----, ი-----–- კ----–-----ს და დ------------–----, რის შესახებაც მოახსენა ხელმძღვანელობას. სხვა ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ ფლობს.

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ----- მ-–---–---–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს დაახლოებით 06:30 საათზე მეწყვილე ნ---- ბ---------- ერთად პატრულირებდა, რა დროსაც შენიშნა ორი პირი, რომლებიც გადმოდიოდნენ ი-----–- ა--–---- გამზირზე, მიიჩნია ისინი საეჭვოდ, როდესაც პირები ბინის კუთხეში შევიდნენ მიუახლოვდა და უთხრა დამორჩილებოდნენ, რაზეც მას ი-----–- ზ--–---–----- უთხრა ხომ იცნობდა და რატომ ღუპავდა. მოწმის განმარტებით ი-----–- ზ--–---–---- ხელში ეჭირა ძალაყინი, შავი ფერის ყუთი და ვერცხლისფერი ლითონის ნაჭერი, რომლებიც დაყარა მიწაზე და გაიქცა, ი-----–- კ----–----- ამ დროს ჩაცუცქული იყო სადარბაზოს კარებთან და ხელში ეჭირა თეთრი ტომარა, ურო და აპარატის ქვითრის საბეჭდი მოწყობილობა, თუმცა მანაც დაყარა ნივთები და მოახერხა გაქცევა. მოწმემ განმარტა, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა მათ დაწეოდა, ამიტომ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე რათა დაეცვა ნივთმტკიცებები და დაუკავშირდა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში. აღნიშნული ნივთები დასურათდა და მოხდა მათი ამოღება. მანვე გარაჟების მიმდებარედ ნახა ჩასარიცხი აპარატი გატეხილ მდგომარეობაში.

 

ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ---- ბ------.

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- გ---------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 27 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქალაქ ქუთაისში, შ---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „ა--------’’-ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე. მის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, კერძოდ პირველად მივიდნენ ა--–---- ქუჩაზე, საიდანაც ექსპერტების მონაწილეობით მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება და დალუქვა, შედგა შესაბამისი ოქმი ხელმოწერებით, ამის შემდეგ დათვალიერდა შ----------------ის მიმდებარედ ავტოფარეხებს შორის ჩიხი, სადაც ნანახი იქნა ჩასარიცხი აპარატი დაზიანებულ მდგომარეობაში, აღნიშნული აპარატიდან ექსპერტების მონაწილეობით ამოიღეს მუქი ფერის თმა, რომელიც ადგილზე დაილუქა და მასზე შესრულდა ხელმოწერები. ამის შემდეგ დაათვალიერეს მაღაზია ხ----–-- წინ მდებარე ტერიტორია, სადაც აპარატი გადატანამდე იყო განთავსებული. მანვე გამოკითხა მოწმეები და საქმეზე დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა. მის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ი-----–- ზ--–---–----. მოწმის განმარტებით მაღაზია ხ----–-- მიმდებარედ იყო ვიდეო კამერები, თუმცა გადამოწმებით დადგინდა, რომ არ მუშაობდა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ნ-------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისში, შ------------------ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, იცავდა ადგილს, სადაც ნაპოვნი იქნა ჩასარიცხი აპარატი, გატეხილ მდგომარეობაში. დათვალიერებაში მანაწილეობდნენ გამომძიებელი და ექსპერტები. აღნიშნული აპარატი დათვალიერდა და ამოღებულ იქნა თმა ექსპერტების მიერ, რაც დაილუქა ადგილზე, ასევე ადგილზე შედგა ოქმი, რაც დადასტურდა მონაწილე პირების ხელმოწერით. მოწმის განმარტებით ჩასარიცხი აპარატი დაილუქა ადგილზე, რაზეც გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ--–------- ნ--–------- განმარტა, რომ მუშაობს შპს „ა--------“-ში მენეჯერის თანამდებობაზე. შეატყობინეს, რომ მისი ჩასარიცხი აპარატი, რომელიც მდებარეობდა ქუთაისში, შ-------------------ში, მაღაზია „ხ----–--“ შესასვლელთან, იყო გატეხილი, რის გამოც მან გამომძიებელთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში, აპარატი მათ ნახეს ბინის უკან მდებარე ავტოფარეხთან დაზიანებულ მდგომარეობაში, რაზეც შედგა ოქმი და დაადასტურდა ხელმოწერით. აპარატი ადგილზე არ დალუქულა, დაილუქა მხოლოდ ის, რაც აპარატიდან იქნა ამოღებული. მოწმის განმარტებით აპარატში გატეხვამდე დაახლოებით იყო რვაას ლარზე მეტი, ზუსტად თანხის ოდენობა მითითებულია შპს „ა--------“-ის მომართვაში. ზარალი ანაზღაურებული არ არის.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - 2018 წლის 27 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო მასზედ, რომ 2018 წლის 27 იანვარს, ღამის საათებში, ქუთაისში, შ-------------------ის წინამდებარე ტერიტორიაზე ფარულად დაუფლებული იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

 

შეტყობინება N6 თანახმად - 2018 წლის 27 იანვარს 06:40 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ----- მ-–---–---–---–-- ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას ელ-სმენით აცნობა, რომ ქვეითად მოძრაობის დროს დაინახა ი-----–- ა--–---- გ----------- საცხოვრებელი ბინიდან როგორ გადმოკვეთეს გზა ი-----–- კ----–-----მ და ი-----–- ზ--–---–-----, რომლებიც მივიდნენ ი-----–- ა--–---- გ------------ საცხოვრებელ ბინასთან, რა დროსაც მათ ხელში ეჭირათ ურო, სწრაფი ჩასარიცხი აპარატის ე.წ ქისა და აპარატის ყუთი. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე აღნიშნულმა პირებმა ხელში არსებული ჩამოთვლილი ნივთები დაყარეს N14 საცხოვრებელი ბინის სადარბაზოსთან და გაიქცნენ.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N209823 თანახმად - 2018 წლის 27 იანვარს 09:50 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა განმცხადებელ ვ--–------- ნ--–------- შეტყობინება მასზედ, რომ მოპარულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N209836 თანახმად - 2018 წლის 27 იანვარს 06:40 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ----- მ-–---–---–---–-- ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას ელ-სმენით აცნობა, რომ ქვეითად მოძრაობის დროს დაინახა ი-----–- ა--–---- გ----------- საცხოვრებელი ბინიდან როგორ გადმოკვეთეს გზა ი-----–- კ----–-----მ და ი-----–- ზ--–---–-----, რომლებიც მივიდნენ ი-----–- ა--–---- გ------------ საცხოვრებელ ბინასთან, რა დროსაც მათ ხელში ეჭირათ ურო, სწრაფი ჩასარიცხი აპარატის ე.წ ქისა და აპარატის ყუთი. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე აღნიშნულმა პირებმა ხელში არსებული ჩამოთვლილი ნივთები დაყარეს N14 საცხოვრებელი ბინის სადარბაზოსთან და გაიქცნენ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2018 წლის 27 იანვარს 09:20 საათიდან 09:30 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. ქუთაისი, შ------------------, სადაც განთავსებულია მარკეტი „ხ----–-’’. დათვალიერების მიმდინარეობისას ვ--–------- ნ--–------- განმარტა, რომ შპს „ა--------’’-ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დადგმული იყო მარკეტ „ხ----–--“ წინ კუთხეში და შეერთებული იყო დამაგრძელებელში, აღნიშნული ადგილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის განთავსების მიზნით ნაქირავები აქვთ მარკეტ „ხ----–--’’ ადმინისტრაციისაგან.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2018 წლის 27 იანვარს 09:00 საათიდან 09:15 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. ქუთაისი, ჟ--–-----------------–--–-------------ის მიმდებარედ, სადაც განთავსებულია კერძო საცხოვრებელი სახლები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ავტოფარეხებს შორის ქვა-ღორღიანი ზედაპირი, სადაც დგას მწვანე-თეთრ ფერებში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელსაც აქვს მონიტორი, ხოლო აპარატის გვერდით მიწაზე გდია აპარატის კარი, ხოლო აპარატის შიგნით არის ქვითრები, გადმოყრილი აქვს ელ-სადენები, პირველ და მეორე თაროზე შეინიშნება მუქი ფერის თმის ღერები. საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2018 წლის 27 იანვარს 08:15 საათიდან 08:55 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. ქუთაისი, ი-------–---------------ის მეორე სადარბაზოს მიმდებარედ, სადაც მიწის საფარიან ზედაპირზე გდია ერთი ცალი ძალაყინი, რომელსაც ორივე ბოლო აქვს მოკაუჭებული, ძალაყინის სიახლოვეს, 10 სანტიმეტრის მოშორებით მოგრძო ფორმის ლითონის ვერცხლისფერი დეტალი, შავი ელსადენით, უშუალოდ მეორე სადარბაზოს შესასვლელთან ბეტონის ზედაპირზე გდია ერთი ცალი ხის სახელურიანი დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ „ურო’’, ერთი ცალი შავი ფერის ლითონის ყუთი ღია მდგომარეობაში და ღია ფერის პატარა ზომის ნაჭრის ტომარა. საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ქ-----------.

 

მომართვა ინტეგრირებული გადახდის სისტემებიდან - წერილით ირკვევა, რომ შპს „ა---------ის“ კუთვნილ ჩასარიცხ აპარატში იმ მომენტისათვის იყო 955,50 ლარი, რაც შეეხება დაზიანებას, მოპარულია ფულის მიმღები (msm) 1200 ლარი, რკინის ფულის მიმღები მოწყობილობა (nri) 200 ლარი, დაზიანებული კორპუსის აღდგენა 300 ლარი. სულ კომპანიის მიმართ მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 2655,5 ლარის ზიანი.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - გენეტიკური კვლევითა და ანალიზით დადგინდა: პაკეტში წარწერით - ქ. ქუთაისში, ი-------–---------------ის მიმდებარედ ამოღებული იქნა დიდი ზომის ჩაქუჩი ხის სახელურით, ე.წ „ურო’’ - მოთავსებულ უროს ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N2) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი, ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ მონაცემთა ბაზის გამოყენებით იდენტურია ხელთათმანზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N10, ექსპერტიზის დასკვნა N0--------, პაკეტი წარწერით: დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი წყვილი ხელთათმანი) გენეტიკური პროფილის. უროს ტარზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N1) სისხლს არ წარმოადგენს.

 

პაკეტში წარწერით - „ქ. ქუთაისში, ი-------–---- ... ამოღებულ იქნა ღია ფერის ნაჭრის ტომარა მასში მოთავსებული ხურდა ფულით“ - მოთავსებულ ტომარაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N4-ის გენეტიკური პროფილი და ტომრიდან ამოღებული თმების (ობ. N6-ის) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ორ სხვადასხვა პირს. ობ. N2-ის პროფილში ობ. N4-ის და ობ. N6-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ მონაცემთა ბაზის გამოყენებით იდენტურია ე.წ ბენდენაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N14, ექსპერტიზის დასკვნა N0--------, პაკეტი წარწერით: დათვალიერების შედეგად ამოღებული ქსოვილი ე.წ ბენდენა) გენეტიკური პროფილის. აღნიშნულ ტომარაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

პაკეტში წარწერით: „ქ. ქუთაისში, ჟ. შარტავას ქუჩა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეორე თაროდან ამოღებული იქნა თმის ღერები’’ - მოთავსებული თმების (ობ. N9) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ. N6-ის გენეტიკური პროფილის.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------- ს-------–----.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - 2017 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო მასზედ, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისში, ც----------–--–-------------ში დაუდგენელი პირის მიერ გაქურდული იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2362015 თანახმად - 2017 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში შევიდა ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელ თ----- ფ----–-------- შეტყობინება მასზედ, რომ ქუთაისში, ც----------–--–-------------ში ითხოვენ დახმარებას სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----------------- მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს 06:10 საათიდან 07:15 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, ქ. ქუთაისში, ც----------–--–-------------ში მდებარე ს----------–---------- N272-ე სერვისცენტრის შენობა. სერვისცენტრის შემინული გარე და შიდა კარები არის დაზიანებული, უსაფრთხოების ოფიცერ გ---- ფ------- განმარტებით ბანკის წინა შესასვლელი რჩება ღია მდგომარეობაში, ვინაიდან ჩასარიცხი აპარატი და ბანკომატი 24 საათიან რეჟიმში ემსახურება კლიენტებს. შესასვლელიდან მარჯვნივ პირველ რიგში დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, წარწერით „ს----------–---------’’, რომელსაც გაღებული აქვს ლითონის კარი. დათვალიერებით ირკვევა, რომ აპარატიდან ამოღებულია ქაღალდის კუპიურების და მონეტების მიმღები ორი ერთეული ყულაბა კასეტა. აპარატის შიგნით არსებული თანხის ჩამკეტი რკინის კარი დეფორმირებულია, ჩასარიცხი აპარატის წინ, იატაკზე დაყრილია უროს საშუალო ზომის ლითონის თავი და მოთეთრო ფერის ხის ტარი, უროს ტარის ჭრილში ჩარჩენილია გატეხილი ხის ნაჭერი. იატაკზე დაყრილია ჩასარიცხი აპარატის დაზიანებული ბოქლომის მრგვალი კორპუსი და ლითონის ურდული, ასევე ჩასარიცხი აპარატის კუპიურების მიმღები სექციის პლასტმასის ნამსხვრევი. იატაკზე აღმოჩენილი იქნა ერთი ცალი 20 და 50 თეთრიანი მონეტები. საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2371683 თანახმად - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში შევიდა ინიციატორ დ-------–-------–----- შეტყობინება, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ ქუთაისში, ყ------–---–----------- ნაპოვნი იქნა 2017 წლის 2 ოქტომბერს ღამის საათებში, ქუთაისში, ც----------–--–--------------ში განთავსებული ს----------–---------- ფილიალიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე დანაშაულის ჩამდენი პირების ხელთათმანები და ნიღაბი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2017 წლის 2 ოქტომბერს 17:00 საათიდან 17:30 საათამდე დროის პერიოდში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----------------- მიერ დათვალიერდა 2017 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისში, ყ------–---–----------- აღმოჩენილი ხელთათმანები და ნიღაბი. ქუთაისში, ყ------–---–------------ის მიმდებარე სახლთან დ-------–-------–----- მიერ ნაჩვენები იქნა შავი ფერის ერთი ცალი ქსოვილი, ე.წ „ბენდენა’’ რომელზეც გამოსახულია მარიხუანას ფოთოლი და ოთხი ცალი ორი წყვილი რეზინის ხელთათმანი წითელი და შავი ფერის ჩანართებით. საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო----- ხ------------.

 

მომართვის წერილით ს----------–---------დან ირკვევა, რომ - 2017 წლის 2 ოქტომბერს, ღამის საათებში ს/ს „ს----------–----------“ N272-ე სერვისცენტრში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის N423-ე ტერმინალიდან ნაქურდალი თანხა შეადგენს 17965,5 ლარს და 3750 აშშ დოლარს.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად - 2017 წლის 16 ოქტომბერს 10:10 საათიდან 10:35 საათამდე დროის პერიოდში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----------------- მიერ მოხდა N2380001 სამსახურებრივი ბარათით მიღებული 2017 წლის 2 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის შემცველი N FCI 534514 პაკეტის გახსნა, პაკეტში მოთავსებულია CD დისკი, დისკზე არსებული 44 ფოტოფაილით.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად - 2017 წლის 14 ნოემბერს 13:35 საათიდან 15:00 საათამდე დროის პერიოდში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----------------- მიერ მოხდა 33/5/1/2 ბეჭდით დალუქული პაკეტის გახსნა. პაკეტში მოთავსებულია ერთი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქუთაისში, გ---–-–---–-------------ში „ბ-------------------------“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერების 2017 წლის 2 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერები 3 ფაილად. კერძოდ, N18 კამერის დაფარვის არეშია ხედი სასტუმროდან თეთრი ხიდის მიმართულებით, N19 ვიდეოკამერა მიმართულია ყ------–---–--------ს მხარეს, აღნიშნული კამერის ვიდეოჩანაწერი არის დაბალი ხარისხის, სავარაუდოდ კამერის ობიექტივის დაზიანების გამო, რის გამოც ჩანაწერზე შესაძლებელია მხოლოდ სილუეტის გარჩევა, N20 ვიდეოკამერა მიმართულია სასტუმროდან გ---–-–---–--------- მხარეს. N18 ვიდეოკამერის ჩანაწერზე 05:06:12 საათზე ფიქსირდება თეთრი ხიდიდან მორბენალი სამი მამაკაცი, რომლებიც გამორბიან სასტუმროს მიმართულებით და ჩაირბენენ სასტუმროს გასწვრივ. N19 ვიდეოკამერის ჩანაწერზე 05:06:22 საათზე ფიქსირდება მითითებული სამი მამაკაცი, რომლებიც გარბიან ყ------–---–----------- და გადიან კამერის დაფარვის არედან. N20 ვიდეოკამერა საპირისპირო რაკურსით, ზურგის მხრიდან აფიქსირებს მითითებული სამი პირის მოძრაობას სასტუმროს გასწვრივ. ჩანაწერზე დაფიქსირებულ სამივე პირს სახე დაფარული აქვს ნიღბებით.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად - 2017 წლის 23 ნოემბერს 10:10 საათიდან 12:00 საათამდე დროის პერიოდში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----------------- მიერ მოხდა 33/5/1/2 ბეჭდით დალუქული პაკეტის გახსნა. პაკეტში მოთავსებულია ერთი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია სს „ს----------–----------“ 272-ე სერვისცენტრის გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერების 2017 წლის 2 ოქტომბრის ჩანაწერები, 4 ფაილად. კერძოდ, N1 ვიდეოკამერა დამონტაჟებულია ბანკის შიგნით, აფიქსირებს ქუთაისში, ც----------–--–-------ში მდებარე ს----------–---------- სერვისცენტრის შიდა სამუშაო სივრცეს და მიმართულია ბანკის ცენტრალური შემოსასვლელისკენ. სერვისცენტრის N2 კამერის ჩანაწერზე ფიქსირდება ბანკის სერვისცენტრის ღია ავტოსადგომი. კამერის ობიექტივი მიმართულია პ--–------------ მიმართულებით და მოიცავს ანჯაფარიძის სახელობის სკვერის ღობეს. N9 ვიდეოკამერის ჩანაწერი საპირისპირო რაკურსით აფიქსირებს სერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიას. უშუალოდ გაქურდული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოქცეულია N8 ვიდეოკამერის დაფარვის არეში, რომელიც დამონტაჟებულია აპარატის ზემოთ და ახლო ხედით აფიქსირებს სერვისცენტრის შესასვლელს N2 ვიდეოკამერის ჩანაწერზე 05:06:10 საათზე ფიქსირდება ანჯაფარიძის სკვერიდან მომავალი სამი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთის მიმდევრობით მოდიან ბანკის სერვისცენტრისკენ. სამივე პირს უკეთია ნიღბები. პირს, რომელიც დანარჩენ ორს წინ მიუძღვის უკეთია მუქი მოშავო ფერის ზურგჩანთა, აცვია მუქი ფერის შარვალი და ზედა, ასევე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი და აცვია შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ფერის ჩანართებით. მითითებულ მამაკაცს სახეზე უკეთია სახვევი, ე.წ „ბენდენა“, რომელზეც გამოსახულია მარიხუანას ფოთლები. აღნიშნული პირის უკან მომავალ მამაკაცს ასევე აცვია მუქი ფერის ზედა და სპორტული შარვალი, შარვალს გვერდზებზე აქვს ღია, მოთეთრო ფერის ზოლები. მამაკაცს ახურავს კეპი და სახე ასევე დაფარული აქვს ბენდენით, აღნიშნულ პირს მარცხენა ხელში უჭირავს ურო და სავარაუდოდ ლითონის მასალის მოგრძო ფორმის ნაჭერი, რომელიც სერვისცენტრში შესვლისას გადააქვს მარჯვენა ხელში. მითითებული ორი პირი 05:06:22 საათზე შედის ბანკის სერვისცენტრში. მათ უკან მომავალი მესამე მამაკაცი მოდის და უახლოვდება ობიექტივს, რა დროსაც ჩანს, რომ მას აცვია მუქი ფერის სპორტული შარვალი და სპორტული ზედა, რომელსაც აქვს ქვედა ნაწილი ლურჯი ფერის. მამაკაცს ასევე უკეთია ქსოვილი სახეზე და ახურავს კეპიანი ქუდი, ზურგზე გაკეთებული აქვს მუქი ფერის ზურგჩანთა. ჩანაწერზე აღნიშნული პირის უკან, შორი ხედით ჩნდება დასუფთავების თანამშრომელი ქალბატონი, რომელიც ანჯაფარიძის სკვერის მხრიდან გადადის ქუჩის საპირისპირო მხარეს. გარეთ დარჩენილი მამაკაცი ათვალიერებს გარემოს, მოძრაობს და იხედება სხვადასხვა მიმართულებით. პერიოდულად მიდის სერვისცენტრის კართან და ხელით ანიშნებს შიგნით მყოფ პირებს. 05:07:44 საათზე სერვისცენტრიდან გამოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია სპორტული შარვალი, ასევე ათვალიერებს გარემოს. შემდეგ აღნიშნული პირი ბრუნდება სერვისცენტრში. 05:08:33 საათზე სერვისცენტრის კარი მკვეთრად იღება და სამივე პირი გარბის ანჯაფარიძის სკვერის გასწვრივ, თეთრი ხიდის მიმართულებით. გაქცევისას სერვისცენტრიდან გამოსულ პირებს ხელში უჭირავთ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ყუთები. აღნიშნულის შემდეგ N8 კამერის ჩანაწერში 05:06:22 საათზე სერვისცენტრში ფიქსირდება ორი მამაკაცის შესვლა, რა დროსაც პირველი შემოსული პირი, რომელსაც უკეთია ზურგჩანთა მიდის და აბრუნებს სწრაფი ჩარიცხვის აპარატს. მეორე პირი ხელში დაჭერილ უროს მიაყუდებს კედელს და ეხმარება მას ცალი ხელით, რა დროსაც აბრუნებენ ტერმინალს გვერდულად. ამის შემდეგ, ის პირი რომელსაც ხელში ეჭირა ურო ლითონის მასიურ ღეროს გვერდიდან ათავსებს აპარატის კარში და ორივე მამაკაცი აწვება მას როგორც ბერკეტს, რის შედეგადაც 05:07:00 საათზე სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის კარი იღება, პირი ისევ იღებს უროს და ძლიერი მოქნევით სცემს აპარატის შიდა კორპუსის კარს, რა დროსაც ზურგჩანთიანი იჭერს აპარატის გამოღებულ კარს, რომ მან ხელი არ შეუშალოს უროს დარტყმაში. 05:07:38 საათზე ზურგჩანთიანი ართმევს უროს მეორე პირს და თვითონ აგრძელებს უროს ცემას, ხოლო მეორე მამაკაცი გადის გასასვლელისკენ. 05:08:14 საათზე აპარატიდან ვარდება დეტალი, რომელიც ვარდება იატაკზე, ზურგჩანთიანი მამაკაცი აგრძელებს უროს ცემას, რა დროსაც 05:08:20 საათზე ურო ტყდება და ლითონის მოტეხილი თავი ვარდება იატაკზე. ორივე პირი აპარატიდან გამოგლეჯს თანხის შესანახ ყუთებს და გარბიან სერვისცენტრიდან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ------- ა--------- დაადასტურა ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერებაში მისი მონაწილეობა.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად - 2017 წლის 8 ნოემბერს 11:05 საათიდან 11:20 საათამდე დროის პერიოდში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----------------- მიერ მოხდა N2374211 სამსახურებრივი ბარათით მიღებული 2017 წლის 2 ოქტომბრის ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის შემცველი N FCI 534504 პაკეტის გახსნა, პაკეტში მოთავსებულია CD დისკი, დისკზე არსებული 16 ფოტოფაილით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა CD-R დისკი, მასზე არსებული ქუთაისში, ც----------–--–----------ში გადაღებული შემთხვევის ადგილის ფოტომასალით, DVD დისკი, მასზე არსებული ბ------------------------- ვიდეოჩანაწერებით, DVD დისკი, მასზე არსებული სს ,,ს----------–----------’’ ვიდეოჩანაწერებით, CD დისკი, მასზე არსებული ყ------–---–--------ის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალებით, CD დისკი, მასზე არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებების დროს გადაღებული ფოტომასალებით.

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - 2017 წლის 29 დეკემბერს 13:25 საათიდან 13:35 საათამდე დროის პერიოდში ი-----–- ზ--–---–----საგან ექსპერტ ო-–-- ს------- მიერ აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - 2017 წლის 29 დეკემბერს 13:45 საათიდან 13:55 საათამდე დროის პერიოდში ი-----–- კ----–---------- ექსპერტ ო-–-- ს------- მიერ აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

ნიმუშის აღების ოქმების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო-–-- ს-------.

 

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებით დადგინდა: პაკეტში წარწერით: „დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი წყვილი ხელთათმანი’’ მოთავსებულ ერთ-ერთ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს.

 

ორ ცალ ხელთათმანზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N6,8) სისხლი არ აღმოჩნდა. ამავე ხელთათმანზე არსებული ბიომასალის (ობ. N7,9) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N9-ის პროფილის ერთი წილი და ობ. N10-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

პაკეტში წარწერით: „დათვალიერების შედეგად ამოღებული ქსოვილი, ე.წ „ბენდენა’’ მასზე გამოსახული ფოთლით’’ - მოთავსებულ ე.წ „ბენდენაზე’’ არსებული ბიომასალის (ობ. N14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ობ. N10-ის გენეტიკური პროფილისგან. ობ. N9-ის პროფილში, ობ, N14-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

პაკეტში წარწერით: „შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ქუთაისში, ც----------–--–-------ში მდგარი აპარატის დათვალიერებისას ამოღებული ჩასარიცხი აპარატის დეტალები, ერთი ცალი 50 თეთრიანი და ერთი ცალი 20 თეთრიანი მონეტა“ მოთავსებულ მოშავო-მუქი მონაცრისფრო მეტალის დეტალზე, თავისივე მცირე ზომის დეტალით, არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება ობ. N10-ის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ობ. N14-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

პაკეტში წარწერით: „შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ქუთაისში, ც----------–--–-------ში ამოღებული უროს ხის ტარი და ლითონის თავი“ მოთავსებულ: ხისმაგვარი მასალის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ. N10-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N4-ის პროფილში, ობ. N14-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- კ--–------.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ობ. N14-ის (ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–- ზ--–---–---- (ობ. N3, პაკეტი წარწერით: „ი-----–- ზ--–---–----ს ნერწყვის ნიმუში“). ობ. N10-ის გენეტიკური პროფილი, ობ. N4-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ. N9-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი (ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) ი-----–- კ----–------ (ობ. N2, პაკეტი წარწერით: „ი-----–- კ----–------ ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N1-ის გენეტიკურ პროფილში (ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) ვლინდება ი-----–- კ----–------ ობ. N2 გენეტიკური პროფილის თანამონაწილეობა. ობ. N1,4,9-ის (ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) გენეტიკურ პროფილებში დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---- ო--------.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ---- შ--–---------- მიერ 2018 წლის 22 მაისს 16:50 საათზე, ქუთაისში, ი-------–---- გ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----–- კ----–----- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- შ--–----------.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- გ---------- მიერ 2018 წლის 22 მაისს 16:25 საათზე, ქუთაისში, შ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----–- ზ--–---–---- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ი-----–- კ----–------ა და ი-----–- ზ--–---–----ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-----–- ზ--–---–----- და ი-----–- კ----–-----მ 2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქუთაისში, ც----------–--–-------------ში მდებარე ს----------–---------- სერვისცენტრში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ბანკში არსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში. კერძოდ, ბლაგვი საგნის გამოყენებით გატეხეს აპარატი და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მასში არსებულ თანხას 17965,5 ლარის და 3750 დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც სს „ს----------–---------“ მიადგა 27253,125 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი და 2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქუთაისში, შ-------------------ის მიმდებარედ, მარკეტ „ხ----–--“ წინამდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ზ--–---–----- და ი-----–- კ----–-----მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს შპს „ა--------“-ის კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში. კერძოდ, ბლაგვი საგნის გამოყენებით გატეხეს აპარატი და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მასში არსებულ თანხას 955,5 ლარის ოდენობით. რის შედეგადაც შპს „ა--------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 955,5 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, საცავში უკანონო შეღწევით.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას; ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში ი-----–- ზ--–---–----სა და ი-----–- კ----–------ უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ მათი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობა საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ თითოეული ეპიზოდით მოცული ქმედება სწორედ მათ მიერაა ჩადენილი. ი-----–- ზ--–---–----სა და ი-----–- კ----–------ ბრალეულობა ქურდობის ბრალად შერაცხულ ეპიზოდებში, რომელთა ჩადენასაც ისინი უარყოფენ, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

ი-----–- ზ--–---–----სა და ი-----–- კ----–------ მიმართ ბრალად შერაცხულ 2017 წლის 2 ოქტომბერს ჩადენილ ქურდობის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: საქმეში წარმოდგენილია DVD დისკები, რომელზეც ჩაწერილია სს „ს----------–----------“ 272-ე სერვისცენტრის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების 2017 წლის 2 ოქტომბრის ჩანაწერები, რომლის დათვალიერებით დასტურდება, რომ სერვისცენტრში ფიქსირდება ორი მამაკაცის შესვლა, რა დროსაც პირველი შემოსული პირი, რომელსაც უკეთია ზურგჩანთა მიდის და აბრუნებს სწრაფი ჩარიცხვის აპარატს. მეორე პირი ხელში დაჭერილ უროს მიაყუდებს კედელს და ეხმარება მას ცალი ხელით, რა დროსაც აბრუნებენ ტერმინალს გვერდულად. ამის შემდეგ, ის პირი რომელსაც ხელში უჭირავს ურო ლითონის მასიურ ღეროს გვერდიდან ათავსებს აპარატის კარში და ორივე მამაკაცი აწვება მას, რის შედეგადაც სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის კარი იღება, პირი ისევ იღებს უროს და ძლიერი მოქნევით სცემს აპარატის შიდა კორპუსის კარს, რა დროსაც ზურგჩანთიანი იჭერს აპარატის გამოღებულ კარს, რომ მან ხელი არ შეუშალოს უროს დარტყმაში. ზურგჩანთიანი ართმევს უროს მეორე პირს და თვითონ აგრძელებს უროს დარტყმას, ხოლო მეორე მამაკაცი გადის გასასვლელისკენ. აპარატიდან ვარდება დეტალი იატაკზე, ზურგჩანთიანი მამაკაცი აგრძელებს უროს დარტყმას, რა დროსაც ურო ტყდება და ლითონის მოტეხილი თავი ვარდება იატაკზე. ორივე პირი აპარატიდან გამოგლეჯს თანხის შესანახ ყუთებს და გარბიან სერვისცენტრიდან.

 

სასამართლო უთითებს, რომ ვიდეოჩანაწერში ცალსახად ფიქსირდება ის გარემოება, რომ ორივე პირს უკეთია წითელ და შავ ფერში გაწყობილი ხელთათმანი, მათგან ერთ-ერთს კი სახეს უფარავს შავი ფერის ე.წ ,,ბენდენა’’, რომელიც გაწყობილია თეთრი ფერის მარიხუანის ფოთლებით.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ქუთაისში, გ---–-–---–-------------ში „ბ-------------------------“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერების 2017 წლის 2 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერები, სადაც აღბეჭდილია ხედი სასტუმროდან თეთრი ხიდის მიმართულებით, N19 ვიდეოკამერა მიმართულია ყ------–---–--------ს მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერი არის დაბალი ხარისხის ირკვევა, რომ თეთრი ხიდიდან მორბენალი სამი მამაკაცი, რომლებიც გამორბიან სასტუმროს მიმართულებით, ჩაირბენენ სასტუმროს გასწვრივ, გარბიან ყ------–---–----------- და გადიან კამერის დაფარვის არედან.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად 2017 წლის 2 ოქტომბერს დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, ქ. ქუთაისში, ც----------–--–-------------ში მდებარე ს----------–---------- N272-ე სერვისცენტრის შენობა, საიდანაც ამოიღეს იატაკზე დაყრილი უროს საშუალო ზომის ლითონის თავი და მოთეთრო ფერის ხის ტარი, იატაკზე დაყრილი ჩასარიცხი აპარატის დაზიანებული ბოქლომის მრგვალი კორპუსი და ლითონის ურდული, ასევე ჩასარიცხი აპარატის კუპიურების მიმღები სექციის პლასტმასის ნამსხვრევი, იატაკიდან ასევე ამოიღეს ერთი ცალი 20 და 50 თეთრიანი მონეტები, რაც დაილუქა შესაბამისი წესით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა დ-----------------, ექსპერტმა გ------- ქ----------- და დაზარალებულის წარმომადგენელმა გ---- ფ-------.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად 2017 წლის 2 ოქტომბერს დათვალიერდა ქუთაისში, ყ------–---–----------ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ნანახი იქნა ოთხი ცალი, ორი წყვილი რეზინის ხელთათმანი წითელი და შავი ფერის ჩანართებით და შავი ფერის ერთი ცალი ქსოვილი, ე.წ „ბენდენა’’, რომელზეც გამოსახულია მარიხუანის ფოთოლი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ-----------------, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილე დ-------–-------–----- და ექსპერტმა ო----- ხ------------.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, ყ------–---–----------- მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, რომლითაც დასტურდება, რომ ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის ე.წ. ,,ბენდენა’’ თეთრი ფერის მარიხუანის ფოთლების გამოსახულებით და ოთხი ცალი შავი და წითელი ფერებით გაწყობილი ხელთათმანი.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ჟ--–---- გ----------- ჩვენებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მან დაინახა „სიყვარულის ბაღიდან“ როგორ გამოვიდა სამი მამაკაცი და გაემართნენ ბანკის მიმართულებით, აღნიშნულ პირებს ხელში ეჭირათ უროს მსგავსი ნივთი, მითითებულ პირებს ეკეთათ შავ-წითელ ფერებში ხელთათმანი და სახე დაფარული ჰქონდათ მარიხუანის ფოთლებით გაწყობილი ნაჭრით. რამდენიმე წუთში კი შემოესმა ხმაური და ლითონზე დარტყმის ხმა, რის შემდეგ აღნიშნული პირები გაიქცნენ თეთრი ხიდის მიმართულებით.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ ს----------–---------- N272-ე სერვისცენტრის შენობის ვიდეოჩანაწერში ასახული პირები, რომელთაგან ორს ხელზე უკეთია ხელთათმანი შავი და წითელი ჩანართებით, ასევე ერთ მათგანს სახე დაფარული აქვს შავი ფერის ე.წ ,,ბენდენით’’, რომელზეც გამოსახულია თეთრი ფერის მარიხუანის ფოთლები, გარბიან სასტუმრო „ბ-------------------------“ მიმართულებით, საიდანაც გარბიან ყ------–---–-----------. სწორედ ყ------–---–----------- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კი ამოღებული იქნა ანალოგიური ერთი ცალი შავი ფერის ე.წ. ,,ბენდენა’’ თეთრი ფერის მარიხუანის ფოთლების გამოსახულებით და ოთხი ცალი შავი და წითელი ფერებით გაწყობილი ხელთათმანი.

 

საქმეში წარმოდგენილია ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით: „დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი წყვილი ხელთათმანი’’ მოთავსებულ ერთ-ერთ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს. ორ ცალ ხელთათმანზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N6,8) სისხლი არ აღმოჩნდა. ამავე ხელთათმანზე არსებული ბიომასალის (ობ. N7,9) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N9-ის პროფილის ერთი წილი და ობ. N10-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. პაკეტში წარწერით: „დათვალიერების შედეგად ამოღებული ქსოვილი, ე.წ „ბენდენა’’ მასზე გამოსახული ფოთლით’’ - მოთავსებულ ე.წ „ბენდენაზე’’ არსებული ბიომასალის (ობ. N14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ობ. N10-ის გენეტიკური პროფილისგან. პაკეტში წარწერით: „შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ქუთაისში, ც----------–--–-------ში მდგარი აპარატის დათვალიერებისას ამოღებული ჩასარიცხი აპარატის დეტალები, ერთი ცალი 50 თეთრიანი და ერთი ცალი 20 თეთრიანი მონეტა“ მოთავსებულ მოშავო-მუქი მონაცრისფრო მეტალის დეტალზე, თავისივე მცირე ზომის დეტალით, არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება ობ. N10-ის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ობ. N14-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში წარწერით: „შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ქუთაისში, ც----------–--–-------ში ამოღებული უროს ხის ტარი და ლითონის თავი“ მოთავსებულ: ხისმაგვარი მასალის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ. N10-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N4-ის პროფილში, ობ. N14-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით კი დასტურდება, რომ ობ. N14-ის (ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–- ზ--–---–---- (ობ. N3, პაკეტი წარწერით: „ი-----–- ზ--–---–----ს ნერწყვის ნიმუში“). ობ. N10-ის გენეტიკური პროფილი, ობ. N4-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ. N9-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი (ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) ი-----–- კ----–------ (ობ. N2, პაკეტი წარწერით: „ი-----–- კ----–------ ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N1-ის გენეტიკურ პროფილში (ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) ვლინდება ი-----–- კ----–------ ობ. N2 გენეტიკური პროფილის თანამონაწილეობა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა ვ---- ო-------- და ნ---- კ--–------ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

 

სასამართლო უთითებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე ცალსახად დასტურდება, რომ ქუთაისში, ც----------–--–------------ არსებული ს----------–---------- ფილიალიდან ამოღებულ ნივთებზე აღმოჩნდა ი-----–- კ----–------ გენეტიკური პროფილი, ხოლო ქუთაისში, ყ------–---–--------დან ამოღებულ ნივთებზე აღმოჩნდა როგორც ი-----–- კ----–------, ასევე ი-----–- ზ--–---–----ს გენეტიკური პროფილი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქუთაისში, ც----------–--–-------------ში მდებარე ს----------–---------- სერვისცენტრში, ი-----–- ზ--–---–----- და ი-----–- კ----–-----მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ბანკში არსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში. კერძოდ, ბლაგვი საგნის გამოყენებით გატეხეს აპარატი და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მასში არსებულ თანხას.

 

რაც შეეხება ქმედების დამამძიმებელ გარემოებას ქურდობის ჩადენას დიდი ოდენობით, სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ხოლო ქონებრივი ზიანის ოდენობის დადგენა მნიშვნელოვანია ქურდობის კვალიფიკაციისათვის. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულის წარმომადგენელ გ---- ფ-------ა და ს----------–---------- მომართვით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს, ღამის საათებში ს/ს „ს----------–----------“ N272-ე სერვისცენტრში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის N423-ე ტერმინალიდან ნაქურდალი თანხა შეადგენს 17965,5 ლარს და 3750 აშშ დოლარს. შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს დიდი ოდენობით მიყენებული ზიანის ფაქტს.

 

სასამართლო ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში ი-----–- ზ--–---–----სა და ი-----–- კ----–------ უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ მათი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობა საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ თითოეული ეპიზოდით მოცული ქმედება სწორედ მათ მიერაა ჩადენილი. დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ჟ--–---- გ----------- განაცხადა, რომ ნიღაბზე გამოსახული მარიხუანის ფოთლები იყო მწვანე ფერის. მოწმის აღნიშნული მითითება ცალსახად არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი სს „ს----------–----------“ 272-ე სერვისცენტრის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერით, სადაც აღბეჭდილია შავი ფერის ე.წ. ,,ბენდენა’’, რომელზეც გამოსახულია თეთრი ფერის მარიხუანის ფოთლები. მოწმის ჩვენება ასევე არ შეესაბამება შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, ყ------–---–----------- მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერების ოქმს და გადაღებულ ფოტოსურათებს, რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა შავი ფერის ე.წ. ,,ბენდენა’’, რომელზეც გამოსახულია თეთრი ფერის მარიხუანის ფოთლები. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დაილუქა ადგილზე. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება გამოკვლეული იქნა ასევე სასამართლო სხდომაზე და დადასტურდა, რომ მასზე გამოსახულია არა მწვანე, არამედ თეთრი ფერის ფოთლები. გასათვალისწინებელია, რომ მოწმემ თავად დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ აქვს მხედველობის პრობლემა, შორს გამოსახულებას ვერ არჩევს და არის ახლომხედველი.

 

რაც შეეხება ი-----–- ზ--–---–----სა და ი-----–- კ----–------ მიმართ ბრალად შერაცხულ 2018 წლის 27 იანვარს ჩადენილ ქურდობის ფაქტს, ადასტურდებს შემდეგი მტკიცებულებები: სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ზ----- მ-–---–---–---–- და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნ---- ბ-----, რომელთა ჩვენებითაც დადგენილია, რომ 2018 წლის 27 იანვარს პატრულირებდნენ, რა დროსაც შენიშნეს ორი პირი, რომლებიც გადმოდიოდნენ ი-----–- ა--–---- გამზირზე, მიიჩნიეს ისინი საეჭვოდ, როდესაც პირები ბინის კუთხეში შევიდნენ მიუახლოვდნენ და უთხრეს დამორჩილებოდნენ, რაზეც ზ----- მ-–---–---–---–- ი-----–- ზ--–---–----- უთხრა - ხომ იცნობდა და რატომ ღუპავდა. მოწმეების განმარტებით ი-----–- ზ--–---–---- ხელში ეჭირა ძალაყინი, შავი ფერის ყუთი და ვერცხლისფერი ლითონის ნაჭერი, რომლებიც დაყარა მიწაზე და გაიქცა, ი-----–- კ----–----- ამ დროს ჩაცუცქული იყო სადარბაზოს კარებთან და ხელში ეჭირა თეთრი ტომარა, ურო და აპარატის ქვითრის საბეჭდი მოწყობილობა, თუმცა მანაც დაყარა ნივთები და მოახერხა გაქცევა. მოწმეებმა ვერ შეძლეს ი-----–- ზ--–---–---- დაწეოდნენ, ამიტომ დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე რათა დაეცვათ ნივთმტკიცებები. აღნიშნული მოწმეების ჩვენება ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, რომლის თანახმად 2018 წლის 27 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ----- მ-–---–---–---–-- ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას ელ-სმენით აცნობა, რომ ქვეითად მოძრაობის დროს დაინახა ი-----–- ა--–---- გ----------- საცხოვრებელი ბინიდან როგორ გადმოკვეთეს გზა ი-----–- კ----–-----მ და ი-----–- ზ--–---–-----, რომლებიც მივიდნენ ი-----–- ა--–---- გ------------ საცხოვრებელ ბინასთან, რა დროსაც მათ ხელში ეჭირათ ურო, სწრაფი ჩასარიცხი აპარატის ე.წ ქისა და აპარატის ყუთი. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე აღნიშნულმა პირებმა ჩამოთვლილი ნივთები დაყარეს N14 საცხოვრებელი ბინის სადარბაზოსთან და გაიქცნენ.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლელული 2018 წლის 27 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ. ქუთაისში, ი-------–---------------ის მეორე სადარბაზოს მიმდებარედ, მიწის საფარიანი ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ძალაყინი, მოგრძო ფორმის ლითონის ვერცხლისფერი დეტალი, შავი ელსადენით, ერთი ცალი ხის სახელურიანი დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ „ურო’’, ერთი ცალი შავი ფერის ლითონის ყუთი ღია მდგომარეობაში და ღია ფერის პატარა ზომის ნაჭრის ტომარა. საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- გ----------, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ გამომძიებელმა ზ----- მ-–---–---–---–-- და ექსპერტმა გ------- ქ-----------.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ ქ. ქუთაისში, ჟ--–-----------------–--–-------------ის მიმდებარედ, სადაც განთავსებულია კერძო საცხოვრებელი სახლები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ავტოფარეხებს შორის ქვა-ღორღიანი ზედაპირი, დგას მწვანე-თეთრ ფერებში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელსაც აქვს მონიტორი, ხოლო აპარატის გვერდით მიწაზე გდია აპარატის კარი, ხოლო აპარატის შიგნით არის ქვითრები, გადმოყრილი აქვს ელ-სადენები, პირველ და მეორე თაროზე შეინიშნება მუქი ფერის თმის ღერები. საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- გ----------, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ნ--------, ექპერტმა გ------- ქ----------- და დაზარალებულის წარმომადგენელმა ვ--–------- ნ--–-------.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით - ქ. ქუთაისში, ი-------–---------------ის მიმდებარედ ამოღებული იქნა დიდი ზომის ჩაქუჩი ხის სახელურით, ე.წ „ურო’’ - მოთავსებულ უროს ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N2) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი, ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ მონაცემთა ბაზის გამოყენებით იდენტურია ხელთათმანზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N10, ექსპერტიზის დასკვნა N0--------, პაკეტი წარწერით: დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი წყვილი ხელთათმანი) გენეტიკური პროფილის. პაკეტში წარწერით - „ქ. ქუთაისში, ი-------–---- ... ამოღებულ იქნა ღია ფერის ნაჭრის ტომარა მასში მოთავსებული ხურდა ფულით“ - მოთავსებულ ტომარაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N4-ის გენეტიკური პროფილი და ტომრიდან ამოღებული თმების (ობ. N6-ის) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ორ სხვადასხვა პირს. ობ. N2-ის პროფილში ობ. N4-ის და ობ. N6-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ მონაცემთა ბაზის გამოყენებით იდენტურია ე.წ ბენდენაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N14, ექსპერტიზის დასკვნა N0--------, პაკეტი წარწერით: დათვალიერების შედეგად ამოღებული ქსოვილი ე.წ ბენდენა) გენეტიკური პროფილის. პაკეტში წარწერით: „ქ. ქუთაისში, ჟ. შარტავას ქუჩა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეორე თაროდან ამოღებული იქნა თმის ღერები’’ - მოთავსებული თმების (ობ. N9) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ. N6-ის გენეტიკური პროფილის. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ობ. N14-ის (ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–- ზ--–---–---- (ობ. N3, პაკეტი წარწერით: „ი-----–- ზ--–---–----ს ნერწყვის ნიმუში“). ობ. N10-ის გენეტიკური პროფილი, ობ. N4-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ. N9-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი (ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) ი-----–- კ----–------ (ობ. N2, პაკეტი წარწერით: „ი-----–- კ----–------ ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N1-ის გენეტიკურ პროფილში (ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) ვლინდება ი-----–- კ----–------ ობ. N2 გენეტიკური პროფილის თანამონაწილეობა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ე---------- ს-------–---- და ვ---- ო--------.

 

სასამართლო უთითებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან. დასკვნებიდან გამომდინარე ცალსახად დადგინდა, რომ ქუთაისში, ი-----–- ა--–---- ქ------ის, მე-2 სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ ნივთებზე არსებული გენეტიკური კვლები იდენტურია ი-----–- ზ--–---–----სა და ი-----–- კ----–------ გენეტიკური პროფილისა, ხოლო ქ. ქუთაისში, ჟ--–--------------------–--–-------------ის მდებარე ტერიტორიაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეორე თაროდან ამოღებული თმის ღერების გენეტიკური პროფილი იდენტურია ი-----–- ზ--–---–----ს გენეტიკური პროფილისა.

 

ყოველივე აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქუთაისში, შ-------------------ის მიმდებარედ, მარკეტ „ხ----–--“ წინამდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ზ--–---–----- და ი-----–- კ----–-----მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს შპს „ა---------ის“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში. კერძოდ, ბლაგვი საგნის გამოყენებით გატეხეს აპარატი და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მასში არსებულ თანხას.

 

რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებულ ზიანს, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის ვ--–------- ნ--–-------ა და ინტეგრირებული გადახდის სისტემებიდან მომართვით ირკვევა, რომ შპს „ა---------ის“ კუთვნილ ჩასარიცხ აპარატში იმ მომენტისათვის იყო 955,50 ლარი.

 

სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება დაცვის მხარეს მტკიცებულებათა შეფასებაში და თვლის, რომ მინიშნება იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა ფაბრიკაციას, საფუძველს მოკლებულია, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სამართალდამცველების მიერ ამგვარ უკანონო ქმედებათა ჩადენის მოტივი არ დადგენილა. დაცვის მხარის ზემოაღნიშნული პოზიცია გამყარებული არ არის, არათუ მტკიცებულებით, არამედ, არც რაიმე ანგარიშგასაწევი არგუმენტით, რომელიც სამართალდამცველთა კეთილსინდისიერების პრეზუმფციას გადაწონიდა და ამ პირთა საქმიანობის კანონიერებას დააყენებდა ეჭვქვეშ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- ზ--–---–----- და ი-----–- კ----–-----მ მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების ი-----–- ზ--–---–----ს და ი-----–- კ----–------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- ზ--–---–---- და ი-----–- კ----–-----ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეების წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- ზ--–---–---- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და ი-----–- კ----–-----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის პირველი თაროდან ამოღებული თმის ღერები, მეორე თაროდან ამოღებული თმის ღერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ურო, ძალაყინი, ერთი ცალი მოგრძო ზომის ვერცხლისფერი ლითონის დეტალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბოქლომი, ნამსხვრევის დეტალები, გატეხილი უროს ტარი და ლითონის თავი, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული ბენდენა, ხელთათმანები, დავით კოპალიანის ნერწყვის ნიმუში, ი-----–- ზ--–---–----ს ნერწყვის ნიმუში, ი-----–- კ----–------ ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ტომარა ხურდა ფულით, ერთი ცალი შავი ფერის ყუთი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 20 და 50 თეთრიანი მონეტები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

CD-R დისკი, მასზე არსებული ქუთაისში, ც----------–--–---------ში გადაღებული შემთხვევის ადგილის ფოტომასალით, DVD დისკი, მასზე არსებული ბ------------------------- ვიდეოჩანაწერებით, DVD დისკი, მასზე არსებული სს ,,ს----------–----------’’ ვიდეოჩანაწერებით, CD დისკი, მასზე არსებული ყ------–---–----------- დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალებით, CD დისკი, მასზე არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებების დროს გადაღებული ფოტომასალებით - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–- ზ--–---–---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თვისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი-----–- ზ--–---–---- სასჯელად და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ი-----–- ზ--–---–---- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 მაისიდან - 2019 წლის 13 თებერვლის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2020 წლის 8 იანვრიდან.

 

ი-----–- კ----–----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თვისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი-----–- კ----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ი-----–- კ----–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 მაისიდან - 2019 წლის 13 თებერვლის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2020 წლის 8 იანვრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის პირველი თაროდან ამოღებული თმის ღერები, მეორე თაროდან ამოღებული თმის ღერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ურო, ძალაყინი, ერთი ცალი მოგრძო ზომის ვერცხლისფერი ლითონის დეტალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბოქლომი, ნამსხვრევის დეტალები, გატეხილი უროს ტარი და ლითონის თავი, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული ბენდენა, ხელთათმანები, დავით კოპალიანის ნერწყვის ნიმუში, ი-----–- ზ--–---–----ს ნერწყვის ნიმუში, ი-----–- კ----–------ ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ტომარა ხურდა ფულით, ერთი ცალი შავი ფერის ყუთი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 20 და 50 თეთრიანი მონეტები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

CD-R დისკი, მასზე არსებული ქუთაისში, ც----------–--–---------ში გადაღებული შემთხვევის ადგილის ფოტომასალით, DVD დისკი, მასზე არსებული ბ------------------------- ვიდეოჩანაწერებით, DVD დისკი, მასზე არსებული სს ,,ს----------–----------’’ ვიდეოჩანაწერებით, CD დისკი, მასზე არსებული ყ------–---–----------- დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალებით, CD დისკი, მასზე არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებების დროს გადაღებული ფოტომასალებით - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური