განაჩენი

სისხლის სამართლის 27.01.2020
საქმის ნომერი
150100118002561297
დავის ტიპი
177
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-01001-8002561297

N1/69-1-

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 იანვარი, 2020 წელი ქ.ა---–---–---

 

ა---–---–---ს რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ა-–--------- ა–----ის ძე მ-----–--- - დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების - ქ.ა---–---–---, ნ--–---------ს ქუჩა#6-.

 

ადვოკატი - ხათუნა ხურცილავა

თარჯიმანი - სუსანნა მელიქიძე

 

კვალიფიკაცია:

ა-–--------- მ-----–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე პირველი ნაწილით (201- წლის 1- თებერვლის ქ. ა---––--ის ეპიზოდი );

 

ა-–--------- მ-----–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით (201- წლის 17 მაისის ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა-–--------- მ-----–---მა 201- წლის 1- თებერვალს, დაახლოებით 05:25 საათზე, ქ.ა---––---ში, თ------–---–-ს ქუჩა#1-ა-ში არსებული სუპერმარკეტ „S----------- “-დან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ბოთლ 1, 0 ლიტრის ტევადობის, „J-----------“ ფირმის ვისკს, რითაც დაზარალებულ სუპერ მარკეტ „S-----------“-ს მიაყენა 1-0 ლარის ზიანი.

 

1.2. ა-–--------- მ-----–---მა, 201- წლის 17 მაისს, ღამის საათებში, უკანა კარის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია, ქ.ა---–---–--ში დ-----------–-----–ის ქუჩა#2-----ში მდებარე ა----------------ის კუთვნილ ავტოსახელოსნოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ავტონაწილს და ერთ ცალ ლეკვს, რითაც ა----------------ს მიადგა დაახლოებით 5000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

(201- წლის 1- თებერვლის ეპიზოდი)

 

2.1. ა-–--------- მ-----–---მა 201- წლის 1- თებერვალს, დაახლოებით 05:25 საათზე, ქ.ა---––---ში, თ------–---–-ს ქუჩა#1-ა-ში არსებული სუპერმარკეტ „S-----------“-დან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ბოთლ 1, 0 ლიტრის ტევადობის, „J-----------“ ფირმის ვისკს. რითაც დაზარალებულ სუპერ მარკეტ “S----------- “-ს მიაყენა 1-0 ლარის ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე (201- წლის 1- თებერვლის ეპიზოდის) მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ა-–--------- მ-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების ი-----–----------ის, თ---------–--------ის, თ-----------------ის, ნ---------------ის ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ა-–--------- მ-----–---თან, დაქტილოსკოპი----- ექსპერტიზის დასკვნა ა-–--------- მ-----–---თან, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულის უფლებების განმარტების ოქმი, ოქმი S----------- “-ს შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერის დათვალიერების შესახებ, დივიდი დისკები კამერის ჩაწერის და საქმეში არსებულ წერილობით ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ა-–--------- მ-----–---ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქ.ა---––---ში, თ------–---–-ს ქუჩა#1-ა-ში არსებული სუპერმარკეტ „S-----------“-დან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება, რითაც სუპერმარკეტ „S-----------“-ს მიადგა 1-0 ლარის ზიანი. ბრალდებულმა ა-–--------- მ-----–---მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (201- წლის 1- თებერვლის ქ. ა---––--ის ეპიზოდში)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–--------- მ-----–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით

( 201- წლის 17 მაისის ეპიზოდი)

 

2.2. ა-–--------- მ-----–---მა, 201- წლის 17 მაისს, ღამის საათებში, უკანა კარის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია, ქ.ა---–---–--ში დ-----------–-----–ის ქუჩა#2-----ში მდებარე ა----------------ის კუთვნილ ავტოსახელოსნოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ავტონაწილებს და ერთ ცალ ლეკვს, რითაც ა----------------ს მიადგა დაახლოებით 5000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ა----------------მა დაადასტურა, რომ მას ავტოსახელოსნო გააჩნია ქ. ა---–---–--ში ა----–-----–-ს 2-----ში. სახელოსნოში აქვს განთავსებული ავტონაწილები. იგი ბრალდებულ ა-–--------- მ-----–---ს არ იცნობს და საერთოდ არ უნახია არასდროს. ა-–--------- მ-----–---ი მის ავტოფარეხში არასდროს არ მისულა მანქანის გასაკეთებლად ან ნაწილის საყიდლად. ავტოფარეხში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მისულიყვნენ კლიენტები დასალევად ან სათამაშოდ.

 

201- წლის 16 მაისს იგი თავის უფროს შვილთან ი----------------თან ერთად მუშაობდნენ ავტოსახელოსნოში. მუშაობის დასრულების შემდეგ საღამოს ყველა ერთად წავიდნენ სახლში, კარიც დაკეტეს. დაზარებულის განმარტებით ავტოსახელოსნოს აქვს ორი კარი, შესასვლელის მარცხენა მხარეს ავტონაწილებია განთავსებული, ხოლო კართან გასახდელი და სველი წერტილია. სახელოსნოს უკანა ხის კარი მუდამ მჭიდროდ ლურსმნით დაკეტილია. ყველა კარი იკეტება შიგნიდან და გარედან. თაროები სადაც ნაწილები აწყვია გისოსები აქვს და ის გისოსიც იკეტება. 201- წლის 16 მაისს საღამოს, გისოსები, რომლითაც დაკეტილია და ავტონაწილებს იცავს თვითონ გაწმინდა. ყოველდღე ან ორ დღეში ერთხელ წმენდს.

 

ა----------------ის განმარტებით სახელოსნოს აღებს თვითონ ან მისი შვილი ი----------------ი, რაც შეეხება უმცროს შვილს ა----------------ს მხოლოდ მისი ნებართვით აღებდა კარს.

 

დაზარალებულის განმარტებით 201- წლის 17 მაისს დილით, როცა მისი უმცროსი შვილი ა----------------ი პურის საყიდლად მიდიოდა შეამჩნია, რომ ავტოსახელოსნოს კარი იყო ღია და სხვისი ტელეფონით დაუკავშირდა მას. იგი როცა მივიდა ფანჯარა გატეხილი დახვდა, მანქანა ავტოფარეხში იდგა, ავტონაწილების ადგილას მარჯვენა მხარეს, სადაც ნაწილები იდო, თუნუქის კარი ღია იყო და ხის კარი, რომელიც ლურჯი ფერისაა ძირს ეგდო. სადაც ავტონაწილები იდო, ის კარიც ღია იყო, ზოგიერთი ავტონაწილები წაღებული დახვდა. ხის კარს რომელიც ჩამოღებული იყო, „ლომით“ და საბურისით იყო გაღებული, რადგან ადგილი ეტყობოდა, გარშემო დაზიანებული ქონდა, ვინაიდან კარი ლურსმნებით იყო მიმაგრებული. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ შემთხვევის ადგილას წითელი საღებავით, ყველა კუთხე შეღებეს და ანაბეჭდები აიღეს. გამომძიებელმა გისოსებსაც წაუსვა წითელი სითხე და ანაბეჭდები აიღო. ავტოსახელოსნოდან ასევე დაიკარგა მისი ძაღლის ლეკვი, რომლის ამოცნობა მოხდა შსს განყოფილებაში, რომელიც რამდენიმე დღეში მოკვდა. ა.კ---------ის განმარტებით ავტონაწილებიდან დაახლოებით წაღებული იყო ოპელ ასტრას სამი ცალი საკისარი - ერთი ცალის ღირებულება შეადგენს 21- ლარს, ხოლო ორისა 75 ლარს. ტისიათის შარნები - ერთი ცალი, მერსედესის სტაბილიზატორის რეზინები, თავები და კიდევ ბევრი სხვა რამ ჩაეყარათ და წაეღოთ, რომლის საერთო ზიანი შეადგენს 5 500 ლარს. ეს თანხა ბუღალტერმა გადაითვალა, 20 000 ლარის საქონელი ქონდა ნაყიდი და აღნიშნული თანხა გამოაკლო დარჩენილ ნივთების ღირებულებას, რაც ჯამში შეადგინა 5 500 ლარის დანაკლისი. მან ასევე გაითვალისწინა გაყიდული ნივთების ღირებულებაც და ისე გამოითვალა დანაკლისი.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ი----------------მა დაადასტურა, რომ ქ. ა---–---–--ში ა----–-----–-ს ქუჩა 2-----ში მის მამას ა----------------ს აქვს ავტოსახელოსნო, სადაც ავტომანქანებს აკეთებენ და ასევე ავტონაწილებს ყიდიან. იგი გაკვეთილების შემდეგ ეხმარება თავის მამას ა----------------ს და მთელ დროს მანდ ატარებს.

 

მოწმის განმარტებით ბრალდებულ ა-–--------- მ-----–---ს იცნობს, როგორც ერთ ქალაქში მაცხოვრებელს. იგი არასდროს ავტოსახელოსნოში მათთან არ ყოფილა. არც ა---------------თან ერთად არ მისულა სახელოსნოში. 2017 წელს, ა---------------ი ბიძამისთან ერთად „რადიატორის“ გასაკეთებლად იყო მისული სახელოსნოში, რომელიც დაშალეს და რამდენიმე დღის შემდეგ გაუკეთეს, ვინაიდან ნაწილი თბილისიდან უნდა ჩამოეტანათ. ა---------------ი ა/მანქანის წასაყვანად მარტო მივიდა ა-–--------- მ-----–---ი არასდროს არ ყოფილა მათ ავტოსახელოსნოში და არც ყავა არ დაულევიათ.

201- წლის 16 მაისს დაახლოებით საღამოს 22:00 -2-.00 საათისთვის, როცა დაასრულეს მუშაობა დაალაგეს ავტოსახელოსნო და მამასთან ერთად გამოვიდნენ ავტოსახელოსნოდან. მეორე დღეს დილით 201- წლის 17 მაისს მისი ძმა ა----------------ი წავიდა პურის საყიდლად და ასევე უნდა ენახა ძაღლი, ვინაიდან პირველი დღე იყო, რაც ძაღლი დატოვებული იყო ავტოსახელოსნოში. მისმა ძმამ მამამისს დაურეკა და უთხრა, რომ კარი გატეხილია და არეულია სახელოსნო. მასათან ა----------------თან ერთად მივიდნენ ავტოსახელოსნოში სადაც ნახეს, რომ უკანა კარი, მთლიანად ამოღებული იყო. მისი გაღება სხვანაირად შეუძლებელი იყო, რადგან ლურსმნებით იყო ამოქოლილი და გადადებული იყო გვერდზე, იქიდან შესულიყვნენ და სადაც ნაწილები იყო ის კლიტე იყო გატეხილი, ნაწილები იყო წაღებული და შავი ფერის ლეკვი. როცა ნახეს აღნიშნული ა----------------მა პოლიცია გამოიძახა. წაღებული ავტონაწილებიდან იყო ოპელ ასტრა ხის საკისა, მერსედესის ამორტიზატორის რეზინები, ფორდის რეზინები და კიდევ უამრავი რამ, სრულად არ ახსოვს. აღნიშნული ნაწილები წაღებული იყო გისოსებიანი კარიდან, რომელიც ღია დახვდათ, სადაც თაროები იყო განთავსებული და ეწყო ავტონაწილები. ავტონაწილების გარდა ძაღლიც იყო წაყვანილი. 201- წლის 16 მაისს ღამე რომ დატოვეს სახელოსნო, დივანთან ძაღლის ლეკვს ყუთში ეძინა. სახელოსნოს, რომლის კარიც ღია დახვდათ იმის გარდა 2 კარი კიდევ აქვს სახელოსნოს, ის დანარჩენი ორი კარი დაკეტილი დახვდათ. ავტოსახელოსნოდან მოპარული ძაღლი ძირითადად შავი ფერის იყო, ხვეული ბეწვით, თვალების ზემოთ და ფეხებზე ქონდა ღია ყავისფერი. 201- წლის 16 მაისს საღამოს მათ გისოსიანი კარები გაწმინდეს, სადაც ავტონაწილები ეწყოთ. მიალაგეს სახელოსნო და სახლში ისე წავიდნენ. აღნიშნულ კარს ყოველდღე წმენდენ, ვინაიდან ისვრება. პოლიციელების მისვლამდე იგი სახლში წავიდა.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ა----------------მა დაადასტურა, რომ ქ. ა---–---–--ში ა----–-----–-ს ქუჩა 2-----ში მის მამას ა----------------ს აქვს ავტოსახელოსნო, სადაც ავტომანქანებს აკეთებენ და ასევე ავტონაწილებს ყიდიან.

 

201- წლის 17 მაისს მისმა მამამ ა----------------მა დილით გაგზავნა მაღაზიაში პურზე, და ასევე უნდა ენახა ძაღლის ლეკვი, ვინაიდან პირველი დღე იყო, რაც ლეკვი დატოვებული იყო ავტოსახელოსნოში. ლეკვი მას 201- წლის 16 მაისს აჩუქეს. ხოლო როცა მივიდა, მაშინ ნახა, რომ სახელოსნოს კარი იყო გატეხილი. ახლო მდებარე მაღაზიიდან ტელეფონი გამოართვა პატრონს და დარეკა სახლში მამამისს და აცნობა, რომ კარია გატეხილი და წაღებულია ლეკვი და ნაწილები. მოწმის განმარტებით ავტოსახელოსნოში მამამისი ა----------------ი მუშაობს ხოლო მისი ძმა ი----------------ი ეხმარება. 201- წლის 16 მაისს 22.00-2-.00 საათზე წავიდნენ სახლში. ვიდრე ავტოფარეხის კარს დაკეტავდნენ, მიალაგეს ავტოფარეხი გაწმინდეს და ისე წავიდნენ სახლში. მოწმის განმარტებით მამამისი გაწმინდა გისოსები, ხოლო მისი ძმა ი----------------ი კი იატაკს გვის. ავტონაწილები სადაც აწყვია, ხშირად წმენდნენ აღნიშნულ გისოსებს. ავტოფარეხის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არის გისოსი სადაც აწყვია ავტონაწილები თაროებზე. დილით როდესაც მივიდა სახელოსნოში უკანა კარი იყო გატეხილი, გარდა ამ უკანა კარისა სახელოსნოს აქვს სამი კარი. დანარჩენი ორი კარი წინა მახრეს აქვს. დანარჩენი კარები არ იყო დაზიანებული. ავტოფარეხიდან წაღებული იყო ძაღლის ლეკვი და ავტონაწილები. როდესაც დაინახა რომ ქურდობა იყო მომხდარი, მამამისს დაურეკა და აცნობა ამის შესახებ და უთხრა, რომ ძაღლი ყუთიდან წაღებულია, კარი დამტვრეულია და ავტონაწილებიც წაღებულია, დარეკვის შემდეგ ავტოფარეხში მივიდნენ ა----------------ის ძმა ი----------------ის და მამამისი ა----------------ი. მოწმის განმარტებით ა-–--------- მ-----–---ს იცნობს როგორც ა---–---–--ელს. მის სახელოსნოში ყოფნის დროს ა-–--------- მ-----–---ი არ ყოფილა.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ-------–---------მა დაადასტურა, რომ მუშაობს სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურის უფროს ექსპერტ-კრიმინალისტად. 201- წლის 17 მაისს ქ.ა---–---–---ს ა----–-----–-ს ქუჩაზე მდებარე ა----------------ის ავტოსახელოსნოდან ქურდობის ფაქტზე მას აქვს შესრულებული ოთხი საგამოძიებო მოქმედება. რომელთაგან ორი არის ჩხრეკის ფაქტი, ერთი ამოცნობა და ერთიც ნიმუშის აღება - დაქტილოსკოპია. მოწმის განმარტებით 201- წლის 26 მაისს გამომძიებელ ს---–--------------თან ერთად მივიდნენ ა-–--------- მ-----–---ის საცხოვრებელ სახლში, რადგან ა----------------ის ავტოფარეხში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა ა. მ-----–---ის სახლში. გამომძიებელმა ს---–--------------მა თარჯიმნის მეშვეობით აუხსნა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ა-–--------- მ-----–---ის სახლში უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა. ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა შავი ფერის ლეკვი. ა-–--------- მ-----–---ის განმარტებით მან ძაღლის ლეკვი იპოვა სოფელში და წამოიყვანა სახლში. ასევე მოწმის განმარტებით შსს ა---–---–---ს პოლიციის შენობაში დაესწრო ნივთების ამოცნობას. ამოცნობაზე წარმოდგენილი იქნა ოთხი ლეკვი, რომელთაგან ერთ-ერთი დაზარალებულ ა----------------მა ამოიცნო. მოწმეს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო მოქმედებაში დ----------ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარებაში. ასევე მას 201- წლის 28 მაისს ა----------------ის შვილებისაგან (ი----- და ა----------------ებისაგან), ხელის ანაბეჭდების ნიმუშების აღების საგამოძიებო მოქმედებაში აქვს მიღებული მონაწილეობა.

 

2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს---–----------–-–---–მა დაადასტურა, რომ 1- წელია მუშაობს სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურის მთავარ ექსპერტად, ხოლო ტრასოლოგიურ ექსპერტიზაში 5 წელი. 201- წლის 19 მაისს ა---–---–---ს შსს სამმართველოდან შემოვიდა წერილი ტრასოლოგი----- ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დადგენილებას ერთვოდა დალუქული ნივთმტკიცება ერთ პაკეტად. პაკეტში მოთავსებული იყო საკიდი ბოქლომი გასაღებთან ერთად. ბოქლომი გამოკვლეულ იქნა, რომლის ზედაპირზე იყო დაზიანებების კვალი, დაღუნვის ჭყლეტის და გატეხვის სახით. გასაღებს არ აღენიშნებოდა დაზიანებები. ბოქლომი გაღებული იყო ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, მყარი ზედაპირის მქონე საგნის ზემოქმედებით. რის შემდეგაც გაიცა შესაბამის დასკვნა 201- წლის 31 მაისს.

 

- ტრასოლოგი----- ექსპერტიზის №6-/ტრ დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკიდი ბოქლომის ზედაპირზე არსებული ფიზიკური დაზიანებები: _ ჭყლეტვის, ნაჭდევის, ღუნვისა და ნაკაწრების სახით, განვითარებულია ბოქლომის რაიმე მყარი, მკვრივი ზედაპირის მქონე სხეულთან შეხებაურთიერთქმედებით, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ბოქლომი გახსნილია ჩამკეტი ღეროს ამოგლეჯვით საფიქსაციო ღრმულიდან, - გატეხვის მეთოდით.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - ს---–----------–-–---–მა.

 

2.8 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შ--–-----------მ დაადასტურა, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, უფროს ექსპერტად. 201- წლის 17 მაისს ა---–---–---ს შსს განყოფილებიდან მას დაუკავშირდა გამომძიებელი ს---–--------------ი და შეატყობინა ქურდობის შესახებ. ქ.ა---–---–--ში ა----–-----–-ს ქ. 2-----ში შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, შ--–-----------, ს---–--------------ი, ს------------- და თარჯიმანი. ავტოსახელოსნო ეკუთნოდა ა---–---–--ში მცხოვრებ ა----------------ს. შემთხვევის ადგილი ლენტით იყო შემოსაზღვრული. მოწმის განმარტებით ავტოსახელოსნოში შესასვლელიდან მარჯვნივ იდგა ა/ მანქანა (სამგზავრო) ხოლო ა/მანქანის გვერდზე გისოსებით განლაგებული იყო თაროები, ზედ ეწყო ავტონაწილები. ა----------------მა განაცხადა, რომ თაროებიდან აკლდა ნაწილები აღნიშნული გისოსების წინ ედო ქანჩის გასაღების ნაკრები, რომელზეც იდო დაზიანებული ბოქლომი. ავტოსახელოსნოში იდგა დივანი და სავარძელი. დივნის გვერდზე იდო ყუთი სადაც ა----------------ის განმარტებით იწვა ძაღლის ლეკვი. აღნიშნული ოთახი დათვალიერდა და დასურათდა. (იხ. დათვალიერების ოქმი) მოწმის ჩვენებით აღნიშნული ოთახის გისოსებიდან, ჩარჩოდან ამოღებული იქნა სამ დაქტილოფირზე ხელის კვლები. უკანა გასასვლელი კარი იყო რკინის, ზედა მხარეს ქონდა მინის შუშები. ერთ - ერთი შუშა იყო გატეხილი. ამ რკინის კარიდან გადიოდი პატარა დერეფანში, ცალ მხარეს საპირფარეშო აქვს, ხოლო მოპირდაპირე მხარეს კარი. ა----------------ის თქმით აღნიშნულ კარს არ მოიხმარენ და დალურსმული ქონდა, კარი იყო ხის, რომელიც შემდეგ უკვე ამოღებული დახვდათ და გადაგდებული იყო უკანა ეზოში. ჩარჩო ჩასმული იყო და ჩარჩოზე ეტყობოდა ზემოქმედების კვალი, რომ რაღაცა სა----თ იყო აღნიშნული კარი ამოღებული ლურსმნებიდან. აღნიშნულის შემდეგ, ამოიღეს იყო ბოქლომი, ხელის კვლები რომელიც დაილუქა, დაესვა ბეჭედი და ხელი მოაწერეს. უკანა გასასვლელი კარი, რომელიც იყო რკინის, ხოლო ა----------------ის განმარტებით ბოქლომით კეტავდნენ, რომლის ფანჯარაც ზემოდან იყო გატეხილი. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული, 201- წლის 1- მაისს, ა----------------ის და მისი შვილის ა----------------ის ორივე ხელის და თითების ხელის ნიმუშების აღებაზე და ასევე 201- წლის 31 მაისს მონაწილეობა აქვს მიღებული რ------– დ----------ს და ა-–--------- მ-----–---ის ორივე ხელის და თითების ნიმუშების აღებაზე.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების - საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს შსს ა---–---–---ს რაიონული სამმართველოს გამომძიებლებმა - ექსპერტ კრიმინალისტმა შ--–-----------მ, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა - მ------------------მა და დეტექტივ გამომძიებელმა - ს---–---------------მა შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 201- წლის 17 მაისს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქ.ა---–---–---, დ.ა----–-----–-ს ქუჩა 2---- -ში რაც დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, (გამომძიებელი ს------------ი - მოწმეები: შ--------ე, მ-----------ი, ა------------ი, თარჯიმანი ს-------ე)

 

- ნიმუშის აღების ოქმების 201- წლის 1- მაისს, ა----------------ის და მისი შვილის ა----------------ის ორივე ხელის და თითების ნიმუშების აღების ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტის უფროს- ექსპერტმა შ--–-----------მ.

 

-ნიმუშის აღების ოქმების 201- წლის 31 მაისს, რ------– დ----------ს და ა-–--------- მ-----–---ის ორივე ხელის და თითების ნიმუშების აღების ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტის უფროს- ექსპერტნმა შ--–-----------მ.

 

ზემოაღნიშნული ნიმუშის აღების ოქმების და შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - შ--–-----------მ.

 

2.9. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–-------------–---–მა დაადასტურა, რომ 2000 წლიდან მუშაობს სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურის უფროსად. 201- წლის 02 ივნისს ა---–---–---ს შსს სამმმართველოდან შემოვიდა წერილი დაქტილოსკოპი----- ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დადგენილებას ერთვოდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის კვლები 3 (სამ) დაქტილო ფირზე დალუქული ერთ პაკეტად. 201- წლის 04 ივნისს ჩაატარა დაქტილოსკოპი----- ექსპერტიზა ა---–---–---ს რაიონულ სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის ს---–--------------ის დადგენილების საფუძველზე. ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ხელის ანაბეჭდები ნიმუშები, ა----------------ის, ი----------------ის, რ.დ----------ს და ა.მ-----–---ის. დასმული იყო კითხვები შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები ვარგისია თუ არა იდენტიფიკაციისთვის და დადებით შემთხვევაში ხომ არ იყო ზემოთ აღნიშნული პირების მიერ დატოვებული. წარმოდგენილ პაკეტში იყო სამი ცალი დაქტილოფირი, რომელზეც იყო გადატანილი ხელის კვლები, რომელთაგან ერთი იყო იდენტიფიკაციისათვის უვარგისი, ხოლო დანარჩენი ორი იყო ვარგისი. აღნიშნული თითის კვლები შედარდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თითის ანაბეჭდებთან, ესენი იყო: ა----- ი-----ს ძე კ---------ის, ა----- ა-----ის ძე კ---------ის, ი----- ა-----ის ძე კ---------ის, რ------– ლ------ს ძე დ----------ს და ა-–--------- ა–----ის ძე მ-----–---ის. იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ორი კვალი შედარდა აღნიშნულ თითის ანაბეჭდებს და დადგინდა, რომ კვალი გამოსახული დაქტილოფირზე ზომით 3-/60 იდენტური იყო ა----- ი-----ს ძე კ---------ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის. ხოლო ხელის გულის კვალი გადატანილი დაქტილოფირზე ზომით 32/71 იდენტური აღმოჩნდა ა-–--------- ა–----ის ძე მ-----–---ის მარჯვენა ხელის გულის კვალის ანაბეჭდის. წარდგენილი დაქტილოსკოპი----- ბარათები მოთავსებული იქნა ერთიან დაქტილოსკოპიურ ბაზაში და აღმოჩნდა, რომ ა----------------ის, ა----------------ის, ი----------------ის და რ------– დ----------ს ხელის ანაბეჭდები ბაზაში მანამდე მოთავსებული არ იყო, ხოლო ა-–--------- მ-----–---ის ხელის ანაბეჭდის ნიმუშები მანამადე ბაზაში მოთავსებული იყო. მას 201- წლის 17 თებერვალს გაცემული აქვს დასკვნა, ქ. ა---––---ში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო ა-–--------- მ-----–---ის თითის ანაბეჭდები და აღნიშნულის გამო იყო მოთავსებული მისი ანაბეჭდები მონაცემთა ბაზაში.

 

- დაქტილოსკოპი----- ექსპერტიზის №3-/დ დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე (მდებარე: ქ.ა---–---–---, ა----–-----–-ს ქუჩა#2-----ში) ამოღებული იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითი კვლებისა და დაქტილობარათზე გამოსახული თითის ანაბეჭდების ნიმუშების ურთიერთშედარებისას დადგენილი იქნა იდენტურობა თითის კვალსა (კვალი №1) 1-.1-.1--- წელს დაბადებული _ა----- ი-----ს ძე კ---------ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშს შორის, ხოლო ხელის გულის კვალის ფრაგმენტი გამოსახული დაქტილოფირზე იდენტურია 2-.0-.1--- წელს დაბადებული - ა-–--------- ა–----ის ძე მ-----–---ის მარჯვენა ხელის გულის ანაბეჭდის ნიმუშის.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ე-–-------------–---–მა მანვე განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არის კატეგორიული.

 

2.10 . სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---------------------მა დაადასტურა რომ მუშაობს ა---–---–---ს შსს რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე. მან 201- წლის 17 მაისს ა---–---–---ს რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ა----------------ის ავტოსახელოსნოდან ავტონაწილების ქურდობის ფაქტზე. მას სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული. მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო მოქმედებაში (ჩხრეკა) დ----------ს საცხოვრებელ სახლში. გამოკითხული ყავს დაზარალებული ა----------------ი.

 

2.1-. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ----------------მა დაადასტურა, რომ მუშაობს ა---–---–---ს შსს რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად. 201- წლის 17 მაისს ა---–---–---ს რაიონულ სამმართველოში დაწყებულ იქნა გამოძიება ა----------------ის ავტოსახელოსნოდან ავტონაწილების ქურდობის ფაქტზე. მას სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული. გადაუდებელი აუცილებლობის გამო ა-–--------- მ-----–---ის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით . ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა შავი ფერის ლეკვი. ა-–--------- მ-----–---ის განმარტებით მან ძაღლის ლეკვი იპოვა სოფელში და წამოიყვანა სახლში. ასევე მოწმის განმარტებით შსს ა---–---–---ს პოლიციის შენობაში დაესწრო ნივთების ამოცნობას. ამოცნობაზე წარმოდგენილი იქნა ოთხი ლეკვი , რომელიც დაზარალებულ ა----------------მა ამოიცნო.

 

2.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულებმა ა---–---–---ს შსს სამმართველოს თანამშრომლებმა - მოწმე ა-------------------ნმა, კ------------------მა, ა-----–----------------მა, ვ---------------მა და დ---------–-----მ დაადასტურეს მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას:

 

- ა-–-------- მ-----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 201- წლის 26 მაისს ჩატარდა ჩხრეკა მდებარე: ქ.ა---–---–---, ნ--–---------ს ქუჩა 6- -ში რაც დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ, (გამომძიებელი კ---------------- ა--------------------------------------–---------ი, მოწმე ა.მ-----–---ი, თარჯიმანი კ----------ი)

 

- ლ----- დ----------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 201- წლის 26 მაისს ჩატარდა ჩხრეკა მდებარე: ქ.ა---–---–---, ა.წ-------–-- ქუჩა#40-ში, რაც დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ, (გამომძიებელი ბ------------------------------–-----------------------------------------------–----------, მოწმე ლ.დ----------, თარჯიმანი ო-----–--–-–---–-).

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების - საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს შსს ა---–---–---ს რაიონული სამმართველოს გამომძიებლებმა - ექსპერტ კრიმინალისტმა შ--–-----------მ, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა მ------------------მა და დეტექტივ გამომძიებელმა ს---–---------------მა შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 201- წლის 17 მაისს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქ.ა---–---–---, დ.ა----–-----–-ს ქუჩა 2---- -ში რაც დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, (გამომძიებელი ს------------ი - მოწმეები: შ--------ე, მ-----------ი, ა------------ი, თარჯიმანი ს-------ე)

 

- ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა----------------მა ამოიცნო მისგან მარცხნიდან მეორე ყუთში მოთავსებულ ლეკვზე და კატეგორიულად განაცხადა, აღნიშნული ლეკვი თავისია, რომელიც 201- წლის 16 მაისს რამეს მის კუთვნილ ავტოსახელოსნოდან ა/ნაწილებთან ერთად მოპარეს გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა. მოწმის მიერ ამოცნობილი მარცხნიდან მეორე მუყაოს ყუთში არსებული ძაღლის ლეკვი, რომელიც დანომრილია #2-ით არის ქ.ა---–---–---, ნ--–---------ს ქუჩა#6--ში მცხოვრებ ა-–--------- მ-----–---ის 201- წლის 26 მაისს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს მის მიერ წარმოდგენილი ძაღლი.

 

პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე ჯ----------------მა (გამომძიებელი).

 

2.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს---–--------------მა დაადასტურა, რომ მუშაობს ა---–---–---ს შსს რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე. 201- წლის 17 მაისს ა----------------ის განცხადების საფუძველზე მან დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, ავტოსახელოსნოდან ავტონაწილების ქურდობის ფაქტზე, რა დროსაც მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ასევე გამოკითხა მოწმეები - ი----- და ა----------------ები, აიღო მათი ხელის კვლების ნიმუშები. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობის გამო ა-–--------- მ-----–---ის სახლში ჩაატარა ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა შავი ფერის ლეკვი. ა-–--------- მ-----–---ის განმარტებით მან ძაღლის ლეკვი იპოვა სოფელში და წამოიყვანა სახლში. მოწმის სახით გამოკითხა ა-–--------- მ-----–---ი, აიღო მისი ხელის კვლები, შემდეგ დანიშნა დაქტილოსკოპი----- და ტრასოლოგი----- ექსპერტიზა. მოწმის განმარტებით ალექსანდ მ-----–---ს 201- წლის 12 ივნისს წაუყენა ბრალი და ასევე მას ჩატარებული აქვს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

 

2.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა--------–----------მა დაადასტურა რომ ბრალდებულ ა-–--------- მ-----–---ს იცნობს სპორტ დარბაზიდან. მოწმემ განმარტა, რომ ა-–--------- მ-----–---თან არ ქონია სატელეფონო საუბარი, რომ თითქოს ა---–---–---ს რაიონის სოფელ კ---------თან ძაღლის ლეკვი იპოვა ( ნახა) და ა.მ-----–---ი უნდა წარულიყო ლეკვის წამოსაყვანად. მან ასევე განმარტა რომ მისთვის ცნობილი არ არის ა-–--------- მ-----–---ს ყავდა თუ არა ლეკვი ან აპირებდა თუ არა ლეკვის ყიდვას. ასევე არაფერი სმენია 201- წლის მაისის თვეში აღასინ კ---------ის ავტოფარეხის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.

 

2.1-. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა–---- ჩ---------მა დაადასტურა, რომ ა-–--------- მ-----–---ი მისი ბიძაშვილისშვილია. 201- წლის მაისის თვეში, ზუსტად თარიღი არ ახსოვს - ბოლო ზარების დღეები იყო. ა-–--------- მ-----–---ის დედამ ვ-------- ჩ---------მა სთხოვა გაზის შეკეთება (გაზქურა არ მუშაობდა). თითქმის 1-:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზქურას აკეთებდა. ა.მ-----–---ის საცხოვრებელ სახლში მის ყოფნის დროს იყვნენ ა–----ა, ვ--------ა და მეზობელი რომლის სახელი არ იცის. დაახლოებით ღამის 02:00 საათი იქნებოდა როცა ა-–--------- მ-----–---ი სახლში მივიდა და ტელევიზორს უყურებდა.

 

2.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა–---- მ-------------ნმა დაადასტურა, რომ იგი ა-–--------- მ-----–---ის ნათესავია. ა.მ-----–---თან ყოველდღი----- ურთიერთობა აქვს. მოწმის განმარტებით 201- წლის მაისის თვეში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) ხუთი მეგობარი შეიკრიბა მათი ძმაკაცის ჟ----–-- მამის სტომატოლოგიურ ოთახში და ღამის 02 საათამდე თამაშობდნენ კარტს. მოწმის განმარტებით ა.მ-----–---ი ა/მანქანით მიიყვანეს სახლში. როგორც მისთვის ცნობილია ა.მ-----–---მა მაისის თვეში ლეკვი იპოვა, თუ სად იპოვა მისთვის უცნობია.

 

2.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ---------------მა დაადასტურა, რომ მუშაობს სოფელ ა----სა და სოფელ ხ-----ის სკოლაში ბუღალტრად. იგი ა-–--------- მ-----–---ის მეზობელია, 201- წლის მაისის თვეში 16 მაისს ნამცხვრის გამოცხობაში ეხმარებოდა ა-–--------- მ-----–---ის დედას. ცოტა მოგვიანებით მოვიდა მეორე მეზობელი ფ------ და შეკვეთა მისცა ა.მ-----–---ის დედას. ა-–--------- მ-----–---ი სახლში მოვიდა დაახლოვებით 24.00 საათზე.

 

2.1-. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ------ ჩ------მა დაადასტურა, რომ მუშაობს ა---–---–---ს საკრებულოში დამლაგებლად. ა-–--------- მ-----–---ის მეზობელია. 201- წლის 16 მაისს სამსახურიდან სახლში დაბრუნდა საღამოს 22:00 საათზე. რადგან მეორე დღეს სტუმრებს ელოდებოდა, მივიდა მის მეზობელთან ვ-------- ჩ---------თან სახლში რათა მიეცა ნამცხვრის შეკვეთა. მოწმის განმარტებით ა.მ-----–---ის სახლში ისხდნენ ვ---------------ი, ვ--------ა და ვ--------ას მეუღლე ა–----ა. ვინაიდან გაზქურა არ მუშაობდა მას მოუწია ლოდინი და დაახლოებით 03 საათი იქნებოდა, როცა სახლში წავიდა. ფ.ჩ------ის ჩვენებით ა.მ-----–---ი ნახა 03 საათზე, როცა სახლში მიდიოდა.

 

2.19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---------------მა დაადასტურა, რომ ა-–--------- მ-----–---ს ბავშვობიდან იცნობს ისინი, მეგობრები არიან. 201- წელის მაისის თვეში ა-–--------- მ-----–---თან ერთან ბევრჯერ იყვნენ ა----------------ის (ა.კ---------ი მისი ბიძის მეზობელია) ავტოსახლოსნოში, ვინაიდან ა/მანქანის „რადიატორი“ იყო გაფუჭებული, ოთხი დღე ა/მანქანა გაჩერებული ყავდა ავტოსახელოსნოში. მოწმის განმარტებით ყავაც დაულევიათ და კარტიც უთამაშიათ ა.კ---------ის ავტოსახელოსნოში. მოწმის განმარტებით ა-–--------- მ-----–---ი კეთილი ადამიანია, მას უყვარს ცხოველები.

 

2.20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–--------------–---–მა დაადასტურა, რომ ა-–--------- მ-----–---ს ბავშვობიდან იცნობს, კარგი მეგობრობა აქვს მასთან. 201- წლის მაისის თვეში წვიმანი დღეები იყო და მეგობრები იკრიბებოდნენ ჟ--–------–------ს სტომატოლოგიურ კაბინეტში სადაც კარტს თამაშობდნენ. მოწმის განმარტებით ა.მ-----–---ი ა/მანქანით დაახლოებით 02.00 საათზე მიიყვანეს სახლში. როგორც მისთვის ცნობილია ა.მ-----–---მა მაისის თვეში ლეკვი იპოვა თუ სად იპოვა მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით ა-–--------- მ-----–---ი კეთილი ადამიანია, მას უყვარს ცხოველები.

 

2.21. სამართლო სხდომაზე მოწმე ვ-------- მ-----–---მა (ბრალდებულის დედა), ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

2.22. საქმის არსებითი განხილვის დროს საბოლოო სიტყვაში ბრალდებულმა ა-–--------- მ-----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ ( 201- წლის 1- თებერვლის ქ. ა---––--ის ეპიზოდში) ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე პირველი ნაწილით. სასამართლო სხდომაზე (201- წლის 1- თებერვლის ეპიზოდის) მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით (201- წლის 17 მაისის ეპიზოდი); ა-–--------- მ-----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ არანაირი დანაშაული მას არ ჩაუდენია.

 

მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, ა-–--------- მ-----–---ის მიერ ქურდობის ჩადენა - ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით:

 

2.2-. ა-–--------- მ-----–---ი 201- წლის 1- თებერვალს, დაახლოებით 05:25 საათზე, ქ.ა---––---ში, თ------–---–-ს ქუჩა#1-ა-ში არსებული სუპერმარკეტ „S-----------“-დან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ბოთლ 1, 0 ლიტრის ტევადობის, „J-----------“ ფირმის ვისკს. რითაც დაზარალებულ სუპერ მარკეტ „S-----------“-ს მიაყენა 1-0 ლარის ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე (201- წლის 1- თებერვლის ეპიზოდის) მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ა-–--------- მ-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების ი-----–----------ის, თ---------–--------ის, თ-----------------ის, ნ---------------ის ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ა-–--------- მ-----–---თან, დაქტილოსკოპი----- ექსპერტიზის დასკვნა ა-–--------- მ-----–---თან, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულის უფლებების განმარტების ოქმი, ოქმი „ს---------------–-ს“ შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერის დათვალიერების შესახებ, დივიდი დისკები კამერის ჩაწერის და საქმეში არსებულ წერილობით ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ა-–--------- მ-----–---ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქ.ა---––---ში, თ------–---–-ს ქუჩა#1-ა-ში არსებული სუპერმარკეტ „S-----------“-დან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება, რითაც სუპერმარკეტ „S-----------“-ს მიადგა 1-0 ლარის ზიანი. ბრალდებულმა ა-–--------- მ-----–---მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (201- წლის 1- თებერვლის ქ. ა---––--ის ეპიზოდში).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–--------- მ-----–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ქურდობა, ჩადენილი საცავში (სადგომში)უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია

 

2.24. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაზარალებული ა----------------ს საკუთრებაში გააჩნია ავტოსახელოსნო , მდებარე ქ.ა---–---–---, დ.ა----–-----–-ს ქ. N2---- -ში. 201- წლის 17 მაისს ბრალდებულმა ა-–--------- მ-----–---მა შეაღწია უკანონოდ და დაეუფლა ა.კ---------ის საკუთრებაში არსებულ ავტონაწილებს და ერთ ცალ ლეკვს, რითაც ა----------------ს მიადგა დაახლოებით 5 000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ ავტოსახელოსნოში (სადგომში) შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, რაც ხორციელდება წინააღმდეგობის გადალახვის გზით საცავში შესვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა-–--------- მ-----–---ს ა----------------ის ნებართვის გარეშე არ ჰქონდა უფლება შესულიყო სადგომში, სადაც მან შეაღწია უკანონოდ, რის შემდეგაც დაეუფლა ა----------------ის საკუთრებაში არსებულ ავტონაწილებს და ერთ ცალ ლეკვს, რითაც ა----------------ს მიადგა დაახლოებით 5 000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–--------- მ-----–---მა ქურდობა ჩაიდინა სადგომში უკანონო შეღწევით, რითაც მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ა-–--------- მ-----–---ი უარყოფს (201- წლის 17 მაისის ეპიზოდით); ბრალად შერაცხულ ქმედებას, კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 201- წლის 17 მაისს, ღამის საათებში ა-–--------- მ-----–---მა უკანონოდ შეაღწია ქ. ა---–---–--ში, დ.ა----–-----–-ს ქუჩაN2---- -ში მდებარე ა----------------ის საკუთრებაში არსებულ ავტოსახელოსნოში საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ა/ნაწილებს და ერთ ცალ ლეკვს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

4.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/201-, §41).

 

4.3. სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად და დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–--------- მ-----–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანანო შეღწევით; აგრეთვე, ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

4.4. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვამდე, ყურადღებას გაამახვილებს ქურდობის შემადგენლობის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებზე. ქურდობის შემადგენლობის დროს აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ასევე ადგილი ექნება ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის რეალური შესაძლებლობა, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახია, იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

 

4.5. ა-–--------- მ-----–---ისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის მიმოხილვის შემდეგ, სასამართლო თანმიმდევრულად მიმოიხილავს ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულის ა----------------ის, მოწმეების ა----- და ი----------------ების, ა--------–----------ის, ს---–----------–-–---–ის, ე-–-------------–---–ის ჩვენებებზე. საყურადღებოა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების და ამოცნობის ოქმები რომელიც დეტალურად ასახავს ქ.ა---–---–--ში, დ.ა----–-----–-ს ქუჩის №2-----ში მდებარე ავტოსახელოსნოს ქურდობას .

 

ბრალდებულ ა-–--------- მ-----–---ის ბრალეულობას ადასტურებს მისივე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმიც, რა დროსაც ამოღებული ლეკვი ამოიცნო დაზარალებულმა ა----------------მა. ამ უკანასკნელმა ამოცნობის ოქმში დეტალურად მიუთითა ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალურ-გვარეობითი ნიშან-თვისებები, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამოცნობის ოქმის სისწორეს. ლეკვის კუთვნილების ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ა-----, ი----- და ა----------------ებმა. სწორედ ამან განაპირობა მისი კუთვნილი ნივთების(ობიექტის) შემთხვევის ადგილზე და ბრალდებულის სახოვრებელი სახლში არსებობა.

 

ბრალდებულ ა-–--------- მ-----–---ის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ შეიძლება მივიჩნიოთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისთვის. იმ ფაქტს, რომ ნამდვილად ა-–-------- მ-----–---მა მოიპარა ა----------------ის სადგომიდან მისი კუთვნილი ნივთები და ლეკვი, ადასტურებს დაქტილოსკოპი----- და ტრასოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან აღებული ხელის და თითების კვლების ნიმუშები აღმოჩნდა, რომელიც ა-–--------- მ-----–---ის მარჯვენა ხელის გულის კვალის ნიმუშის იდენტურია.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–-------- მ-----–---მა ჩაიდინა დაზარალებულების ა----------------ის კუთვნილი ნივთების ქურდობა. აღნიშნული გარემოების დადგენის შემდეგ, სასამართლო მიმოიხილავს ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი მომდევნო დანაშაულის მტკიცებულებებს, ხოლო შემდეგ, იმსჯელებს წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე.

 

4.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - ა----------------ის, ა----------------ის, ი----------------ის, ვ---------------ის, მ------------------ის, ვ-------–---------ის, ბ---------------------ის, შ--–-----------ს, ე-–-------------–---–ის, ს---–----------–-–---–ის, ა--------–----------ის, ა–---- ჩ---------ის, ა---------------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნიმუშის აღების, პირისა და ნივთის ამოცნობის ოქმები, დაქტილოსკოპი----- და ტრასოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნები და მათთან დაკავშირებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–--------- მ-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პუნქტებში.

 

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა-–--------- მ-----–---ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4 7. სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას ა-–--------- მ-----–---ის უდანაშაულობასთან მიმართებით, ვინაიდან არაერთი მტკიცებულება უტყუარად ადასტურებს სწორედ ამ უკანასკნელის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო გარკვეულ განმარტებას გააკეთებს. უპირველესად აღსანიშნავია, დაცვის მხარის არგუმენტები, კერძოდ, ადვოკატის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე ის გარემოებები მეტყველებს, რომ იგი მარტო ვერ ჩაიდენდა დანაშაულს და ა-–--------- მ-----–---ისათვის ფაქტზე არ წაუსწრიათ, რის გამოც საქმეზე არ არის მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ა.მ-----–---ის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას და განმარტავს, რომ ფაქტზე წასწრება არ წარმოადგენს იმ ერთადერთ, უნიკალურ სიტუაციას, როდესაც შეიძლება დადასტურდეს პირის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში, განსაკუთრებით, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის ჩადენა ფარულად ხდება, ანუ დამნაშავის წარმოდგენით იგი ფარულად ეუფლება სხვის ქონებას და მის წარმოდგენაში არც არავინ იცის მის ქმედების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქურდობა უმეტესწილად სხვა პირების შეუმჩნევლად ხდება, რაც განაპირობებს ზოგადად, ფაქტზე წასწრების შემთხვევების შემცირებას და ბუნებრივია, ვერ გახდება ობიექტური პირობა ა-–--------- მ-----–---ის გამართლებისთვის. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბრალდებული მარტო ვერ ჩაიდენდა დანაშაულს, სასამართლოსათვის ბოლომდე აუხსნელი დარჩა, თუ რას ემსახურებოდა ადვოკატის აღნიშნული განცხადება, ვინაიდან, არცერთი მტკიცებულებით (მაგ. საგამოძიებო ექსპერიმენტით) არ დადგენილა, რომ შეუძლებელია, ზოგადად, ერთი ადამიანის მიერ მოცემული ქმედების განხორციელება და მით უფრო - ა-–--------- მ-----–---ისთვის, რაც თავის მხრივ, იმგვარ დაშვებასაც გულისხმობს, რომ თუ ჩაიდინა, ე.ი. სხვებთან ერთად ჩაიდინა, რაც აშკარად ა-–--------- მ-----–---ის საუარესო ვითარებას ქმნის, რასთან დაკავშირებითაც, სამწუხაროდ, ადვოკატს მკაფიო განმარტებები არ გაუკეთებია, რის გამოც სასამართლო ამ არგუმენტს ვერ გაიზიარებს.

 

4.8. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–--------- მ-----–---ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ა----------------ს და სუპერმარკეტ „S-----------“-ს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 1-0 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ა----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებულის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 5 000 ლარს. აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ „მნიშვნელოვანი ზიანისთვის“ დაწესებულ მინიმალურ ნიშნულს. ამასთან, მართალია დაზარალებულის მიერ დასახელებული თანხა აღემატება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ზიანის ოდენობას (4850 ლარი), თუმცა სასამართლო ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, ზიანის ოდენობას დაადგენს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოცემული ოდენობით. ხოლო დაზარალებულ სუპერმარკეტ „S-----------“-ს მიადგა 1-0 ლარის ზიანი.

 

4.9. რაც შეეხება ა-–--------- მ-----–---ის ბრალად წარდგენილ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქურდობას ავტოსახელოსნოში და სუპერმარკეტ „S-----------“-ში უკანონო შეღწევით, შეღწევა უკანონოა, თუკი იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს, არც კანონით და არც მესაკუთრის თანხმობით. განსახილველ შემთხვევაში ნათლად დგინდება, რომ დანაშაულებრივი ქმედების ორივე ეპიზოდში ა-–--------- მ-----–---ს არ გააჩნდა არც მესაკუთრის თანხმობა და არც კანონით მინიჭებული უფლება შესულიყო ამ უკანასკნელთა საკუთრებაში. მიუხედავად ამისა, ორივე შემთხვევაში გარკვეული წინააღმდეგობის გადალახვის შედეგად, შეაღწია დაზარალებულის სადგომში.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა-–--------- მ-----–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობა, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ა-–--------- მ-----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ა-–--------- მ-----–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (6მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის #61-აპ-10 განჩინება).

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

6.2 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირვწლი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი მხოლოდ ერთი სახის სასჯელს ითვალისწინებს, რის გამოც ორივე ეპიზოდთან მიმართებით ა-–--------- მ-----–---ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

 

ამდენად, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6.3. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ა-–--------- მ-----–---ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებულის მიერ განხორციელებული ორივე დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ღამის საათებში, სადგომში უკანონო შეღწევით); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული); დამდგარ შედეგს (დანაშაულებრივი დაზარალებულს ა----------------ს ბრალდებულის ქმედების შედეგად მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით, სხვისი ნივთების დაუფლებას); აგრეთვე, დამნაშავის პირად პირობებს (ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას).

 

6.4. სასამართლო 6.3. პუნქტში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ა-–--------- მ-----–---ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას სასჯელად თითოეული დანაშაულისთვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური სანქციის ზედა ფარგლებში. ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი. სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ასეთ შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, ა-–--------- მ-----–---ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

7. ნივთმტკიცება:

 

7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ბოქლომი 1 ცალი გასაღებით დალუქული პაკეტში FCI61-447.

 

7.2.შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაქტილოფირები, დალუქული პაკეტში FCI61-306 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ა-–--------- მ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 1- თებერვლის ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა და „ბ“ ქვეპუნქტით (201- წლის 17 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

-საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 1- თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით

 

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (201- წლის 17 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა-–--------- მ-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

3. ა-–--------- მ-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 26 თებერვალს საოქმო განჩინება 1/69-1- ა–---- მ-----–---ის (პირადი №0----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელ ბინა) (მისამართი: ქ.ა---–---–---, ნ--–---------ს ქუჩა#6-), საკადასტრო კოდი 6-.1-.3-.00- ყადაღის დადების შესახებ გაუქმდეს.

 

4. ა-–--------- მ-----–---ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან 2020 წლის 27 იანვრიდან , სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 201- წლის 1- ივნისის 1-:27 საათიდან 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით.

 

ა-–--------- მ-----–---ი (პირადი N0----------) დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მოთავსებულ იქნეს სპეციალურ პენიტენცი----- სამსახურის პენიტენცი----- დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში, მსჯავრდებულის ეტაპირება დაევალოს შსს ა---–---–---ს რაიონულ სამმართველოს.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ბოქლომი 1 ცალი გასაღებით დალუქული პაკეტში FCI61-447. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაქტილოფირები, დალუქული პაკეტში FCI61-306 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ა---–---–---ს რაიონულ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან