გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210019003124141
№2/446-2019წელი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ქ.ზესტაფონი
26 დეკემბერი 2019 წელი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირეკეიშვილი
მოსარჩელე - რ-------- ჭ------ე;
წარმომადგენელი-ე----- ტ--–---ძე;
მოპასუხე- ლ-- თ------–---–ი;
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხე ლ-- თ------–---–ს მის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის თანხის 8000 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2014 წლის 12 აგვისტოს მოპასუხეს ასესხა 8000 აშშ დოლარი, რომელიც მსესხებელს ესაჭიროებოდა ბიზნესის დასაწყებად. სესხის პროცენტზე არ შეთანხმებულან. ლ-- თ------–---–ს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 12 აგვისტომდე. 2014 წლის 12 აგვისტოს მოპასუხემ შეადგინა ხელწერილი, რომელშიც მიუთითა, რომ რ-------- ჭ------ისაგან ისესხა 8000 აშშ დოლარი და უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 12 ავისტომდე. 2016 წლის აგვისტოს თვეში, ლ-- თ------–---–მა ვერ დაუბრუნა სესხის თანხა და სთხოვა მისთვის დაეცლია, თუმცა მოპასუხეს ვალი დღემდე არ გაუსტუმრებია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა, მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ გარემოებაზე განმარტა, რომ არსებული ხელწერილები ორ სხვადასხვა სესხზეა და კ--- თ------–---–ის მიერ შედგენილ ხელწერილს და აღებულ ვალდებულებას, არაფერი აქვს საერთო ლ-- თ------–---–ის მიერ აღებულ სესხთან.
2.მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე ლ-- თ------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებულ თანხაზე მოსარჩელემ რამდენიმე ხნის შემდეგ დააწერინა ხელწერილი მის შვილს კ--- თ------–---–საც იმ მიზეზით, რომ თავად ლ-- თ------–---–ი არ მუშაობდა, არ ჰქონდა შემოსავალი და ქონება. კ--- თ------–---–ს რომბერტ ჭ------ემ უთხრა, რომ მას დაეწერა ხელწერილი დედის ვალზე, ვინაიდან კ--- მუშაობდა, ვალსაც ის გაუსტუმბრებდა. აღნიშნულზე კიდეც გაიმართა სასამართლო პროცესი და თანხის გადახდა მის შვილს დაეკისრა. ამდენად, გაუგებარია, რ--------ს ჭ------ე იმავე თანხის დაკისრებას, მასზე რატომ ითხოვს. რ-------- ჭ------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2014 წლის 12 აგვისტოს რ-------- ჭ------ემ ლ-- თ------–---–ს ასესხა 8000 აშშ დოლარი, 2016 წლის 12 აგვისტომდე.
სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ხელწერილს.
3.2. ლ-- თ------–---–ს რ-------- ჭ------ისათვის სესხის თანხა 8000 აშშ დოლარი დღემდე არ დაუბრუნებია.
სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ხელწერილს.
3.2. 2014 წლის 5 სექტემბერს კ--- თ------–---–ის მიერ რ-------- ჭ------ისათვის დაწერილი ხელწერილით არ დასტურდება, რომ მან აიღო ვალდებულება რ-------- ჭ------ისათვის გაესტუმრებინა დედის - ლ-- თ------–---–ის მიერ 2014 წლის 12 აგვისტოს აღებული სესხის თანხა 8000 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ლ-- თ------–---–ის 2014 წლის 12 აგვისტოს ხელწერილს, კ--- თაბუკაშვლის 2014 წლის 5 სექტემბრის ხელწერილს,სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ-------- ჭ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე მუხლები, 623-ე-627-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
_ რ-------- ჭ------ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა, როგორც გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა დამყარებულია მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებაზე.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ 2014 წლის 12 აგვისტოს რ-------- ჭ------ემ ლ-- თ------–---–ს ასესხა 8000 აშშ დოლარი, 2016 წლის 12 აგვისტომდე.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
_ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-- თ------–---–ს რ-------- ჭ------ისათვის სესხის თანხა 8000 აშშ დოლარი არ გაუსტუმრებია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ლ-- თ------–---–ის მიერ დაწერილი ხელწერილი, რომლის თანახმად, მოპასუხე ლ-- თ------–---–მა რ-------- ჭ------ისაგან ისესხა 8000 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 5 სექტემბერს კ--- თ------–---–ის მიერ რ-------- ჭ------ისათვის დაწერილი ხელწერილით არ დასტურდება, რომ მან აიღო ვალდებულება რ-------- ჭ------ისათვის გაესტუმრებინა დედის - ლ-- თ------–---–ის მიერ 2014 წლის 12 აგვისტოს აღებული სესხის თანხა 8000 აშშ დოლარი. ამ გარემოების დასადასტურებლად მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და იგი არ დასტურდება საქმის მასალებით. თავად ხელწერილების შინაარსის გათვალისწინებით ირკვევა, რომ ისინი ადასტურებენ სხვადასხვა პირებს შორის, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანხაზე, სხვადასხვა სესხის ხელშეკრულების დადებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რ-------- ჭ------ის სარჩელი ლ-- თ------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია ბაჟი 704 ლარი, რომლის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუცო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ-------- ჭ------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ლ-- თ------–---–ს (პ--------------- რ-------- ჭ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სესხის თანხის 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხე ლ-- თ------–---–ს (პ--------------- რ-------- ჭ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი ბაჟის 704 (შვიდას ოთხი) ლარის ანაზღაურება.
4..გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე