გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/1821-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შ-- „რ----------------–ი ც------- - 9-“
წარმომადგენელი - ნ---–- ტ-------ე
მოპასუხე - შ-- „რ---------- ი-----------“
წარმომადგენელი - ზ------ ვ---–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შ-- „რ---------- ინვესთმენტისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 40 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება და 2015 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 500 ლარის გადახდა.
სარჩელში განმარტებულია, რომ 1991 წლის 07 ოქტომბერს თბილისის ისნის რაიონის საკრებულოს გამგეობის №------- განკარგულებით დაა---და და ფუნქციონირება დაიწყო მცირე წარმოებამ რ----------------–მა ც------მა, რომელიც იმავე ადმინისტრაციული ორგანოს აქტით განთავსდა თბილისში №- ბიბლიოთეკის სარდაფში 84.31 კვ.მ-ზე, მისამართზე: თბილისი, ი. ფ-----ას ქ. №--. ც-------ს დირექტორი იყო 2007 წელს გარდაცვლილი ა-----–--- ს-------ა. 1992 წლის 31 მარტს თბილისის მერიის კულტურის სამმართველოს №---- ბრძანებით რ----------------–ი ც------- გადავიდა მისსავე დაქვემდებარებაში და იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ც-------ს დირექტორსა და დამფუძნებელს ა. ს-------ას გადაეცა დანადგარები და ც-------ს ფართი 84.31 კვ.მ. ა. ს-------ამამ ფართის საფასურიც გადაიხადა. იგი 1992 წლიდან გარდაცვალებამდე იქვე ცხოვრობდა შვილთან, მ-----ა ს-------ასა და მეუღლესთან, ნ---–- ტ-------ესთან ერთად, რადგან მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 12 მაისს გადაწყვეტილებით მცირე საწარმო რ----------------–ი ც------- გარდაიქმნა შ-- "რ----------------– ც--------9-"-ად. მისი მესაკუთრე გახლდათ ნ---–- ტ-------ე.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დოკუმენტალურად დადასტურებულია, რომ ი.ფ-----ას №---ში მდებარე 84.31კვ.მ სარდაფის მარლთმზომიერი მფლობელი და მესაკუთრეა რ----------------–ი ც-------ს დირექტორი, ნ---–- ტ-------ე.
უზენაისი სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე №-------------- მოცემული კრიტერიუმების თანახმად სახეზეა 2 ძირითადი მომენტი: 1) რ----------------–ი ც-------ს დირექტორი ამ ფართს ფლობს ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, უფრო მეტიც, ამ ფართის საფასურისც აქვს გადახდილი და 2) ამ ფართში იგი სარჩელის წარდგენამდეც კი ცხოვრობს.
საქართველოს 1998 წლის კანონით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა სარგებლობაში ა---ებული არასასოფლო-სამეურნო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების საკუთრებად გამოცხადების შესახებ, 2007 წლის 01 ივლისის №-----რს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №-- ბრძანებულებების თანახმად, ეს ფართი უნდა დარეგისტრირებულიყო ნ---–- ტ-------ის საკუთრებაში. საჯარო რეესტრმა ნ---–- ტ-------ეს აცნობა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას ფართის გადაცემისა.
თბილისის მერიამ აღნიშნული ფართი 18.12.2008 წელს დაარეგისტრირა მუნიციპალურ საკუთრებად. შემდგომში კი 2013 წლის 27 მარტს გაასხვისა აუქციონზე, მოპასუხეზე.
უძრავი ქონება, 84.31 კვ.მ. ფართი მდებარე თბილისში, ფ-----ას ქუჩის №-ში, 1991 წლიდან იმყოფება მოსარჩელის მარლთზომიერ სარგებლობაში, ხოლო 15,93 კვ.მ. არის მოსარჩელის საკუთრება.
2015 წლის გაზაფხულიდან მოპასუხემ 84.31 კვ.მ. ფართის თავზე განთავსებული და მოსარჩელის საკუთრების 15 კვ.მ. მომიჯნავე №- ბიბლიოთეკის შენობის დემონტაჟი განახორციელა. სამართლებლივი პროტესტის მიუხედავად, აღნიშნული უკანონო ქმედებით მოსარჩელე აღმოჩნდა ყოველგვარი თავშესაფრის გარეშე. ამავე დროს შ-- „რ----------------–მა ც------მა“ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება, რადგან აწვიმს დანადგარებს, რაც შეფუთულია ცელოფნებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული დანადგარების გაფუჭება. ჭერი ჩამოიქცა და დანადგარებიც ქვეშ მოიყოლა.
მოპასუხის უკანონო ქმედებამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, კერძოდ, ფართი საცხოვრებლად ვეღარ გამოიყენება ისევე როგორც საქმიანობის განსახორციელებლად. ეს ვითარება მინიმუმ 500 ლარით აზარალებს მოსარჩელეს ყოველთვიურად.
მოპასუხის მიერ საწარმო ფართის განადგურების შედეგად ამ საწარმოს მფლობელმა დაკარგა საცხოვრებელი ადგილიც. წარმოების გასაახლებად კი ასეთი ფართის დაქირავების ღირებულება სულ მცირე - 500 ლარია.
მოპასუხე ნ---–- ტ-------ეს არ აძლევს მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების საშუალებას, კერძოდ, მოპასუხემ დაანგრია სარდაფის თავზე ა---ებული შენობა. ატმოსფერულმა ნალექებმაც დააზიანა დანაგდარები. დანადგარების სახელწიფო ფასი შეადგენს - 5 000 ლა---, მათთან ერთად განადგურებული პირადი ქონებისა და საწარმოო მასალების ფასი შეადგენს - 7 000 ლა---, დაზიანდა სამფაზიანი ელექტროგაყვანილობა, რემონტი, მწყობიდან გამოვიდა რკინის კარი და დარაბები, საწარმომ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება. მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 40 000 ლარი, რაც მოიცავს დაზიანებულ დანადგარებსა და ინვენტა--- და მიუღებელ შემოსავალს (იხ, 2019 წის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:38:44).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე: ფ-----ას ქუჩის №--, ხოლო მოპასუხის უძრავი ქონება მდებარეობს ფ-----ას ქუჩის №-2-ში. ნ---–- ტ-------ე და მისი შვილი 2012 წლიდან რეგისტრირებულნი არიან თბილისში, ფ-----ას №-2-ში, ხოლო 15 კვ.მ ფართი საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს 2014 წლიდან. მოსარჩელეს არ ჰქონია შემოსავალი, შესაბამისად, დაუსაბუთებელია რაიმე თანხაზე მითითება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 07.10.1991 წლის თბილისის ისნის რაიონის საკრებულოს გამგეობის განკარგულების (----------- თანახმად, რეგისტრირებული იქნა სრულიად საქართველოს საზოგადოება „ა---ის“ მცირე საწარმო „რ----------------–ი ც-------“, რაც ამავე დადგენილებით განთავსდა ფ-----ას ქუჩის №---ში.
31.03.92 წლის თბილისის მერიის კულტურის სამმართველოს №---- ბრძანების შესაბამისად, რ----------------–ი ც------- განთავსდებოდა საქალაქო №- ბიბლიოთეკის შენობის პირველ სართულზე, ფ-----ას №---ში.
თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 199- წლის 10 ივლისის დადგენილებით თბილისის მერიის კულტურის სამმართველოს ბაზაზე დაფუძნდა მუნიციპალური საწარმო შ-- „რ----------------–ი ც--------9-“; 1998 წლის 12 მაისის თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს დადგენილებით შ-- „რ----------------–ი ც--------9-“ დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, მისამართზე: ფ-----ას ქუჩა №--.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2018 წლის 23 აგვისტოს ამონაწერის მიხედვით, შ-- „რ----------------–ი ც--------9-“ რეგისტრირებულია იურიდიულ მისამართზე: თბილისის, ფ-----ას ქუჩა №--.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
07.10.1991 წლის დადგენილება (ს.ფ. 19-20).
ბრძანება (ს.ფ. 22).
199- წლის 10 ივლისის დადგენილება (ს.ფ. 23).
1998 წლის 12 მაისის თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს დადგენილება (ს.ფ. 24-25).
2018 წლის 23 აგვისტოს ამონაწერი (ს.ფ. 44-45).
3.1.2. 2017 წლის 05 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მოპასუხე შ-- „რ---------- ი-----------ი“ ირიცხება მესაკუთრედ 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებისა, მდებარე თბილისი, ქუჩა ფ-----ა, №-2, 1 სართული, ფართი 343,66 კვ.მ. და 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებისა, მდებარე თბილისი, ქუჩა ფ-----ა, №-2, სარდაფი, ფართი 84,31 კვ.მ.
სასამართლო ემყარება შემეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 83-86).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დგინდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის 40 000 ლარის მიყენების ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფარგლებში, სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით -,,სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არა---ებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა ა---ებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის ა---ებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაა---ს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაა---ის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ #ას -1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი). ‘’
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტს, ასევე დაუსაბუთებელია ზიანის ოდენობაც.
„ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე“ (იხ. სუსგ №ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის ა---ებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არა---ებობა (იხ. სუსგ №ას-191-183-2016, 19.04.16).
„სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი, სწორედ რომ, მართლსაწინააღმდეგო მოქმედების სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია“ (საქმე №ას-1090-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წელი). ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით (იხ. საქმე №ას-155-145-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს (მის მოცულობას) შორის მიზეზობრივი კავშირის ა---ებობა ასევე წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ამ ტიპის დავებში მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის ა---ებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არა---ებობა.
დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.
მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 40 000 ლარი, რაც მოიცავს დაზიანებულ დანადგარებსა (5000 ლარი) და ინვენტა--- (7000 ლარი) და მიუღებელ შემოსავალს (იხ, 2019 წის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:38:44), თუმცა მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის ქმედებით მისთვის დანადგარებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტს და შედეგად ზიანის (12 000 ლარის) მიყენებას, არ წარმოუდგენია.
მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია დამოუკიდებელი შემფასებლის დავით კალანდაძის დასკვნა უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ქუჩა ფ-----ა, №-2, სარდაფი, ფართი 84,31 კვ.მ. საიჯარო საბაზრო განაკვეთის დადგენის თაობაზე, რომლითაც აღნიშნული სარდაფის საიჯარო ფასი განისაზღვრა 250 აშშ დოლარით. როგორც სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგინდა აღნიშნული დასკვნა მომზადებული იქნა მოპასუხე შ-- „რ---------- ი-----------ის“ მიერ მოსარჩელის მიმართ წარმოებული სხვა სამოქალაქო დავის ფარგლებში. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულება ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად რელევანტურ მტკიცებულებად.
ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ინვენტარი დღემდე განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში ა---ებულ უძრავ ქონებაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ ასეთ პირობებში მოსარჩელის მხრიდან ზიანზე მითითება დაუსაბუთებელია.
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ ზიდა მიუღებელი შემოსავლის (ყოველთვიურად 500 ლარი) სახით ზიანის დადასტურების მტკიცების ტვირთი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის სამეწარმეო ფარგლების გათვალისწინებით ქონების გამოყენების გზით შემოსავლის მიღების დადასტურება, მის მიერ იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით, რაც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შ-- „რეპროგრაფილი ც------- - 9-“-ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, 23/05/2018 წელს განხორციელდა თანხის ჩარიცხვა 325,00 ლარი (დანიშნულება - შემოსავლები ნავაჭრი ამონაგებიდან). სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულება ვერ ჩაითვლება შემოსავლის (500 ლარი ყოველთვიურად) მიღების ობიექტური სურათის შემქმნელ მტკიცებულებად სსსკ-ის 102-ე და სსკ-ის 411-ე მუხლების შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 992-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა ა---ებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა ა---ებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების ა---ებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ემუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არა---ებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ ა---ებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც ია---ებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაა---იდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ა---ებობს მოპასუხის დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის წინაპირობები. შესაბამისად, სარჩელი დანადგარებისა (5000 ლარი) და ინვენტარის (7000 ლარი) დაზიანების ნაწილში არ არის დასაბუთებული.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის ა---ებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად“ საქმე №ას-1018-9-9-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი, რა პირობებშიც სარჩელის დაკმაყოფილება შესაბამის ნაწილში შეუძლებელია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ჰქონდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ბაჟი - 1 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-- „რ----------------–ი ც------- - 9-“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე შ-- „რ----------------–ი ც------- - 9-“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1 500 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №-4).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე