გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2020
საქმის ნომერი
140210017002050707
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017002050707

საქმე N 2/1245-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - ლ---ო თ------–---–ი

წარმომადგენელი - ნ----ა ჯ-----–---–ი

მოპასუხე - ქ------ნ ხ------–--ე

წარმომადგენელი - ნ--ო თ---------ე

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ანა კ----------–ი

დავის საგანი ძირითად სარჩელში: შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში)

1.1. ლ---ო თ------–---–ს შვილთან - გ------ლ თ------–---–თან ურთიერთობისათვის გაესაზრვროს დრო ყოველი კვირის ხუთშაბათი დღის 17:00 საათიდან კვირა დღის 11:00 საათამდე ,თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით.

 

მოსარჩელე ლ---ო თ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ------ნ ხ------–--ესთან. 2015 წლის 0------ს შეეძინათ შვილი - გ------ლ თ------–---–ი. 2017 წლის ივლისის თვიდან ქ------ნ ხ------–--ე აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან. იგი შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ. გორი, თ------–---–-ს ქ. N1-/39-ში. მოსარჩელის განმარტებით, ქ------ნ ხ------–--ე მას არ აძლევს შვილის ნახვის საშუალებას, რის გამოც მომართა სასამართლოს შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ქ------ნ ხ------–--ე არ არის წინააღმდეგი, რომ მოსარჩელეს ჰქონდეს შვილთან ურთიერთობა, თუმცა იგი წინააღმდეგია, რომ მამამ წაიყვანოს ბავში თავის საცხოვრებელ ადგილას, ვინაიდან ბავშვი არის მცირეწლოვანი, მას ჭირდება ყურადღება, რეგულარული კვების რეჟიმი. გარდა ამისა, მოსარჩელე არის დასაქმებული, თითქმის ყოველ დღე მუშაობს მთელი დღის მანძილზე, აღნიშნული გარემოება ხელს შეუშლის მამას ბავშვის აღზრდასა და თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანაში. მოპასუხე თანახმაა მამას ჰქონდეს შვილის ნახვის უფლება მის საცხოვრებელ მისამართზე წაყვანის გარეშე.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მამას არ აქვს ინტენსიური ურთიერთობა ბავშვთან მიზანშეწონილია თავიდან მოხდეს ბავშვის მიჩვევა მამასთან. მამა-შვილს შორის შედგეს ურთიერთობა დღის საათებში, კვირაში ორი დღის განმავლობაში ორი საათით დედასთან ერთად. რაც მომავალში ხელს შეუწყობს ბავშვის ღამის საათებში მამის ოჯახში წაყვანა/დარჩენას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ლ---ო თ------–---–სა და ქ------ნ ხ------–--ეს, თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 0------ს შეეძინათ შვილი - გ------ლ თ------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N6-----00664;

 

4.1.2. მოსარჩელე ლ---ო თ------–---–ი და მოპასუხე ქ------ნ ხ------–--ე 2017 წლის ივლისის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი გ------ლ თ------–---–ი ცხოვრობს დედასთან, ქ------ნ ხ------–--ესთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მოსარჩელის განმარტებით, ქ------ნ ხ------–--ე მას არ აძლევს შვილის ნახვის უფლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა - განმარტება;

 

4.2.2. შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დასკვნის მიხედვით, ლ---ო თ------–---–ს აქვს პერიოდული სამუშაო, ის არის სათადარიგო მიმტანი რესტორანში. აქვს კარგი ხასიათი და არ იცის გულში წყენის ჩადება. იგი მზად არის თავისი შვილის მიმართ გამოხატოს მზრუნველობა და ყურადღება. მიიჩნევს, რომ არის თბილი და მოსიყვარულე მამა, ძალიან უყვარს შვილი და სურს მასთან ურთიერთობა. ლ---ო ცხოვრობს ბებიასთან სამ ოთახიან კორპუსის ტიპის ბინაში, სადაც გარემონტებულია ორი ოთახი. ბინას აქვს სამზარეულო და სააბაზანო. მას აღნიშნულ სახლში სურს ბავშვის მიყვანა, იაზრებს იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება ბავშვმა ღამით ვერ გაძლოს ან იტიროს. ამ შემთხვევაში ბავშვს დააბრუნებს დედასთან მაშინვე, იგი მის სახლთან ახლოს ცხოვრობს და ამ კუთხით ვერ ხედავს პრობლემას. სახლში საცხოვრებელი, კომუნალური და სანიტარულ - ჰიგიენური პირობები არის დამაკმაყოფილებელი. მამა აღნიშნავს,რომ მიდის მეუღლის ოჯახში ბავშვის მოსანახულებლად და ისიც მცირე დროით, რადგან აქვს უხერხული განცდა, მას მეტი დროის გატარება სურს შვილთან და ასევე სურს ბებიასაც ჰქონდეს ბავშვთან ურთიერთობის საშუალება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 18 აპრილის დასკვნა N1481;

 

4.2.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, აგრეთვე მხარეთა განმარტების მიხედვით ლ---ო თ------–---–ს სურს განესაზღვროს ბავშის ნახვისა და წაყვანის დღეები, კვირაში 2-3 დღე რამდენიმე საათით, ხოლო ყოველ შაბათს (ღამით დარჩენით) წაიყვანოს ბავშვი 13:00 საათზე და დააბრუნოს კვირა დღის 15:00 საათზე. მას აუცილებლად დაეხმარება ბებია, რომელსაც შეუძლია ბავშვზე ზრუნვა და აქვს საამისო უნარები. ქ------ნ ხ------–--ე წინააღმდეგია ბავშვის მამასთან ღამით დატოვებაზე, რადგან იგი არის მცირეწლოვანი და გასათვალიაწინებელია ძილის და კვების რეჟიმი, ასევე ის ფაქტიც, რომ გ------ლს აქვს მიჯაჭულობა დედის მიმართ და შეიძლება იტიროს ღამის საათებში. აღნიშნულმა კი შეიძლება გაამწვავოს ბავშვის ფსიქო - ემოციური მდგომარება. ქ------ნი თანახმაა მამამ ინახულოს შვილი მის საცხოვრებელ მისამართზე ან სახლთან ახლოს ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე დედა თვლის, რომ უმჯობესი იქნება მან მხოლოდ დღის საათები გაატაროს მამასთან.;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 18 აპრილის დასკვნა N1481.

 

4.2.7. საქმეში წარმოდგენილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მამა-შვილს შორის შედგეს ურთიერთობა დღის საათებში. მამას მიეცეს დღის საათებში ბავშვის გაყვანის უფლება და ჰქონდეს ურთერთობა ბებიასთან და ნათესავებთან, რათა ჩამოყალიბდეს მათ შორის პოზიტიური მიჯაჭვულობა, ეს კი ხელს შეუწყობს ბავშვის ღამის საათებში მამის ოჯახში წაყვანა/დარჩენას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 18 აპრილის დასკვნა N1481;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლომ განიხილა ლ---ო თ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ლ---ო თ------–---–მა სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან გ------ლ თ------–---–თან (დაბადებული 2015 წლის 0------ს) ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ყოველი კვირის ხუთშაბათს, 17:00 საათიდან კვირას 11:00 საათამდე, საცხოვრებელ სახლში წაყვანის, (ღამით დარჩენის) უფლებით და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გ------ლ თ------–---–ი არის მოსარჩელე ლ---ო თ------–---–ის და მოპასუხე ქ------ნ ხ------–--ის შვილი. მხარეები, დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი გ------ლ თ------–---–ი ცხოვრობს დედასთან ერთად. მამას საშუალება აქვს მცირე დროით მოინახულოს შვილი დედის საცხოვრებელ ადგილას. რაც შეეხება ბავშვის წაყვანას და მამასთან დარჩენას, მას ამის საშუალება არ აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და მათთან სტაბილური კონტაქტი მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის სწორი აღზრდისა და მისი განვითარებისათვის.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გ------ლ თ------–---–ი ცხოვრობს დედასთან ქ------ნ ხ------–--ესთან საცხოვრებელ მისამართზე გორი, თ------–---–-ს ქ. N1-/39-ში, სადაც ასევე ცხოვრობენ მოპასუხის მშობლები. საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობები კარგია, ბინა კეთილმოწყობილია, დაცულია ჰიგიენური ნორმები და შექმნილია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ადეკვატური გარემო. გ------ლ თ------–---–ი დედის მიერ უზრუნველყოფილია სრულფასოვანი კვებით, სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით, ასაკის შესაბამისი სათამაშოებით და საჭირო ნივთებით, სამედიცინო აღრიცხვაზე დგას შპს „გორმედის“ პოლიკლინიკაში და იღებს მომსახურებას. მცირეწლოვანს მიჯაჭვულობა აქვს დედის მიმართ, მის გარეშე ვერ ძლებს და სძინავს დედასთან ერთად, ბავშვის სოციალიზაცია ხელშეწყობილია მშობლის, ბებია-პაპის მხრიდან.

 

სოციალური სამსახურის მიერ შეფასდა ასევე არასრულწლოვნის მამის, ლ---ო თ------–---–ი საცხოვრებელი პირობები. აქვს პერიოდული სამუშაო, ის არის სათადარიგო მიმტანი რესტორანში. აქვს კარგი ხასიათი და არ იცის გულში წყენის ჩადება. იგი მზად არის თავისი შვილის მიმართ გამოხატოს მზრუნველობა და ყურადღება. მიიჩნევს, რომ არის თბილი და მოსიყვარულე მამა, ძალიან უყვარს შვილი და სურს მასთან ურთიერთობა. ლ---ო ცხოვრობს ბებიასთან სამოთახიან კორპუსის ტიპის ბინაში, სადაც გარემონტებულია ორი ოთახი. ბინას აქვს სამზარეულო და სააბაზანო. მას აღნიშნულ სახლში სურს ბავშვის მიყვანა, იაზრებს იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება ბავშმა ღამით ვერ გაძლოს ან იტიროს. ამ შემთხვევაში ბავშს დააბრუნებს დედასთან მაშინვე, იგი მის სახლთან ახლოს ცხოვრობს და ამ კუთხით ვერ ხედავს პრობლემას. სახლში საცხოვრებელი, კომუნალური და სანიტარულ - ჰიგიენური პირობები არის დამაკმაყოფილებელი. მამა აღნიშნავს,რომ მიდის მოპასუხის ოჯახში ბავშვის მოსანახულებლად და ისიც მცირე დროით, რადგან აქვს უხერხული განცდა, მას მეტი დროის გატარება სურს შვილთან და ასევე სურს ბებიასაც და მშობლებსაც ჰქონდეთ ბავშვთან ურთიერთობის საშუალება.

 

მოპასუხე ქ------ნ ხ------–--ე არ არის წინააღმდეგი, მოსარჩელეს ჰქონდეს ურთიერთობა შილთან. იგი წინააღმდეგია ბავშვის მამასთან ღამით დატოვებაზე, რადგან იგი არის მცირეწლოვანი და გასათვალიაწინებელია ძილის და კვების რეჟიმი. ასევე ის ფაქტიც, რომ გაბრილეს აქვს მიჯაჭულობა დედის მიმართ, აღნიშნულმა კი შეიძლება გაამწვავოს ბავშვის ფსიქო - ემოციური მდგომარება. ქ------ნი თანახმაა მამამ ინახულოს შვილი მის საცხოვრებელ მისამართზე ან სახლთან ახლოს ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე დედა თვლის, რომ უმჯობესი იქნება მან მხოლოდ დღის საათები გაატაროს მამასთან.

 

მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული დავების განხილვისას, სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო იზიარებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მამას არ აქვს ინტენსიური ურთიერთობა ბავშვთან, მიზანშეწონილია მოხდეს ბავშვის მიჩვევა მამასთან. მამა-შვილს შორის შედგეს ურთიერთობა დღის საათებში, კვირაში ორი დღის განმავლობაში ორი საათით დედასთან ერთად. ეს კი მომავალში ხელს შეუწყობს ბავშვის მამასთან მიჩვევას და შემდგომში ღამის საათებში მამის ოჯახში წაყვანა/დარჩენას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლ---ო თ------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მას შვილთან- გ------ლ თ------–---–თან, ურთიერთობისათვის (ნახვის უფლება) პირველი ექვსი თვის განმავლობაში უნდა განესაზღვროს დრო - ყოველი კვირის სამშაბათ და პარასკევ დღეს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე, დედის თანდასწრებით ნეიტრალურ ტერიტორიაზე. შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში კი - კვირის ოთხშაბათი დღის 17:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო შაბათ და კვირა დღეს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წაყვანის უფლებით ბავშვის გ------ლ თ------–---–ის სურვილის გათვალისწინებით და მდგომარეობის შეცვლამდე.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე ლ---ო თ------–---–ის სარჩელი, მოპასუხე ქ------ნ ხ------–--ის მიმართ, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 60 (სამოცი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,14-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ლ---ო თ------–---–ს მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს შვილთან - გ------ლ თ------–---–თან (დაბ. 2015 წლის 0------ს) ეტაპობრივად და ურთერთობის შემდეგი წესის განსაზღვრით:

2.1. პირველი ექვსი თვის განმავლობაში ურთიერთობა იქონიოს (ნახვის უფლებით) კვირის სამშაბათ და პარასკევ დღეს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე ბავშვის დედასთან -ქ------ნ ხ------–--ესთან ერთად, ნეიტრალურ ტერიტორიაზე;

2.2. შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში ურთიერთობა იქონიოს (ნახვის და წაყვანის უფლებით) კვირის ოთხშაბათი დღის 17:00 საათიდან 19:00 საათამდე და შაბათ დღეს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე.

2.3 შემდეგში ურთიერთობა იქონიოს (ნახვის და წაყვანის უფლებით) კვირის ოთხშაბათი დღის 17:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ასევე იმავე კვირის შაბათი და კვირა დღეები 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ბავშვის სურვილის გათვალისიწინებით და მდგომარეობის შეცვლამდე.

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის N2/1245-17 განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ.

 

4. მოპასუხე ქ------ნ ხ------–--ეს მოსარჩელე ლ---ო თ------–---–ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ დაეკისროს 60 (სამოცი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე