გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/927-16 (140210016001438322)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი
სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე - ზ---–--–-–----ე
წარმომადგენლები - ქ-------------–---–-- ნ----------–-–---–-, ლ------–-–----ე
მოპასუხე - სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ი
წარმომადგენლები - თ-----------–--ე, მ---------–-–---–ი, თ-------------–---–ი, ლ-------------ი
დავის საგანი - სამედიცინო მომსახურების ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს, მოსარჩელე ზ---–--–-–----ის სასარგებლოდ დაეკისროს სამედიცინო მომსახურების ხარჯის 19 180.50 აშშ დოლარის ანაზღაურება;
1.2. მოპასუხე სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს, მოსარჩელე ზ---–--–-–----ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 20 000 ლარის ანაზღაურება;
1.3. მოპასუხე სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს, მოსარჩელე ზ---–--–-–----ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 1231 ლარის ოდენობის სარჩოს გადახდა შრომის უნარის სრულად აღდგენამდე.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წელს მძიმე ტექნიკის აწევისას აღენიშნა ძლიერი ტკივილი წელის არეში. 2013 წლი თებერვლიდან ტკივილი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 2013 წლის 13 თებერვალს ჩატარებული წელის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიული კვლევით გამოვლინდა L-3, L-4 მალთაშუა დისკების პროტრუზიები, მიუხედავად მედიკამენტური მკურნალობისა კვლად ჰქონდა ტკივილები, 2013 წლის 14 აგვისტოს დამატებით მალების მარტივი კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით დადგინდა, რომ მკურნალობის შედეგად მდგომარეობა არ შეცვლილა და იდენტური იყო, რის გამოც აუცილებელი გახდა ოპერაციული მკურნალობა.
2013 წლის 22 აგვისტოს გაიკეთა ოპერაცია მარცხენამხრივი ინტრლამინალური მიდგომით L-3, L-4 არკოტომიები, ნევრალური არხების დეკომპრესია L-3 დისკის პროტუზირებული უბნის რეზექცია.
ოპერაციის შემდგომ განვითარდა ჰერმორაგიული გართულება - ნაოპერაციები არკოტომიების მიდამოში ეპიდულური და ინტრაკანალური ჰემატომები, რამაც გამოიწვია ქვედა კიდურების პარაპლეგია (ქვედა კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა), ვეღარ გრძნობდა ქვედა კიდურებს და არ შეეძლო გადაადგილება.
2013 წლის 13 თებერვალს და 14 აგვისტოს ჩატარებული მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა წელის მალების მდგომარეობა და ის დარღვევები, რაც L-2, L-3; L-4 და L-5 მალებზე და მათ შორის აღინიშნებოდა, აღნიშნულ დასკვნაში არსად არ იყო ნახსენები სისხლჩაქცევებზე.
2013 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული ოპერაციის შემდგომ 23 აგვისტოს L-2 L-4 მალებზე გაკეთებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდგომ დადგინდა, რომ L-3 მალის სხეულის უკანა კიდესთან ვლინდება 0,5-0,8 სმ ზომის სისხლის სიმკვრივის კერები და აღინიშნება L-3 და L-4 მალების არკოტომია, ასევე L-2, L-3 და L-4 მალებზე არკოტომიები დაფიქსირდა 2013 წლის 29 აგვისტოს ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად. აღნიშნული სისხლჩაქცევები გამოწვეული იყო არასათანადო ოპერაციის შედეგად, რამაც საბოლოოდ გამოიწვია პარაპლეგია - ქვედა კიდურების ფუნქციის მოშლილობა, რის გამოც ქვედა კიდურებში მგძნობელობა დაუქვეითდა, ანუ დაემართა ქვედა პარაპლეგია. მდგომარეობა არც 2013 წლის 22 სექტემბერს გამოსწორდა, რაც დასტურდდება ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით.
მოსარჩელე უთითებს, რომ 2013 წლის 22 აგვისტოს ხელი მოაწერა მოპასუხის მიერ გადაცემულ დოკუმენტს - პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, სადაც მითითებულია გაწეული სამედიცინო დახმარების მოსალოდნელი გართულებები, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკების შესახებ, ასევე აღნიშნულია, რომ გართულება შეიძლება გამოიხატოს სენსორული და მოტორული დეფიციტის ჩამოყალიბებაში ტერფში, თუმცა არსად არ იყო მითითებული, რომ ოპერაციას შეეძლო გამოეწვია ქვედა კიდურების პარაპლეგია, რაც მას დაემართა ოპერაციის შემდგომ. მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში მითითებული იყო გართულებები, რაც ჩვეულებრივ შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას და სწორედ ამიტომ არ იყო მითითებული ის გართულება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს განუვითარდა - ქვედა კიდურების პარაპლეგია, მოსარჩელის განმარტებით იგი არ იყო ინფორმირებული იმ შესაძლო გართულების შესახებ, რაც ოპერაციის შემდგომ განუვითარდა.
აღნიშნული სისხლჩაქცევების - ჰემატომების ევაკუაციის მიზნით 2013 წლის 24 აგვისტოს სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ში ჩაუტარდა რეოპერაცია (მეორე ოპერაცია). მოსარჩელე უთითებს, რომ მეორე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად უცვლელად დარჩა პირველი ოპერაციით გამოწვეული ქვედა კიდურების პარაპლეგია, პოსტოპერაციულ პერიოდში მიმდინარეობდა მედიკამენტური სტიმულაციური ფიზიოთერაპიული, რეაბილიტაციური მკურნალობა და მასაჟი. რეოპერაციიდან რამოდენიმე დღეში სტეროიდებით მკურნალობის ფონზე განვითარდა გასტროდუოდენური სისლდენა, რომელიც 2-3 დღეში სათანადო მკურნალობის შედეგად კუპირებული იქნა სრულად.
მოსარჩელის განმარტებით, ს---------------------–ის მიერ ჩატარებულმა მკურნალობამ გაართულა მისი მდგომარეობა, იგი გახდა წელს ქვევით პარალიზირებული. მოსარჩელე უთითებს, რომ ჩაიტარა მთელი რიგი მკურნალობის კურსები, მათ შორის ერთ-ერთი რეაბილიტაციის კურსი ჩაიტარა თურქეთში ფიზიო თერაპიისა და რეაბილიტაციის ცენტრში, რის შედეგად მოსარჩელის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სიარული შეძლო სპეციალური პროთეზითა და ყავარჯნების საშუალებით. აღნიშნული კურსის გავლას ამჟამად კვლავ საჭიროებს, თუმცა ვინაიდან მისი ღირებულება შეადგენს 19 180.50 აშშ დოლარს, მატერიალური სახსრების არ ქონის გამო ვერ ახერხებს.
მოსარჩელე უთითებს, რომ 2008 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალებში მძღოლის თანამდებობაზე და მისი ანაზღაურება შეადგენდა 1231 ლარსა და 80 თეთრს, რომელიც დაკარგა ოპერაციის შემდგომ განვითარებული შრომისუუნარობის გამო. გარდა ამისა, იმ ფიზიკური და სულიერი ტანჯვის შემდეგ, რაც ოპერაციების გართულებებმა გამოიწვია მიადგა მორალური ზიანი და მიუხედავად არაერთი მიმართვისა მოპასუხის მიმართ, ვერ მიიღო მატერიალური დახმარება, რის გამოც მომართა სასამართლოს სამედიცინო მომსახურების ხარჯის, მორალური ზიანისა და სარჩოს გადახდის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–მა სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
მოპასუხე მხარის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა არის ბუნდოვანი და არ დგინდება, მოსარჩლე ითხოვს უკვე გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურებას თუ მომავალში ჩასატარებელი სამედიცინო მკურნალობის ხარჯების დაკისრებას.
მოპასუხის აზრით, სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებები და ფაქტები არ ადასტურებს სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს---------------------–ის მხრიდან ჩადენილი მცდარი სამედიცინო ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტს. პირიქით ს---------------------–ში დასაქმებული მედპერსონალი ყოველთვის იცავს სამედიცინო საქმიანობის შესახებ მოქმედი რეგულაციებით დადგენილ ნორმებს. აღნიშნულს ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილ ს---------------------–ში არსებული 2013 წლის აგვისტოდან 2016 წლამდე ზ---–--–-–----ის მკურნალობის ისტორია 8 ტომი, რომლის ასლსაც ურთავს შესაგებელს. მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ ის დოკუმენტები, ისიც არასრულად, რომელის მისი აზრით, ამყარებს ს---------------------–ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, მიუხედავად ამისა სარჩელში ექიმის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიჩნეულია, ექიმის მიერ 2013 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული ოპერაციის შემდგომ, ნაოპერაციევ ადგილებზე, სისხლის კოლტების არსებობა.
ოპერაციის შემდგომ სისხლჩაქცევების წარმოქმნა ნაოპერაციებ მიდამოებში ერთ-ერთი უხშირეს ქირურგიულ ჩარევას წარმოადგენს. აღნიშნული მითითებულია სამედიცინო მომსახურეობის გაწევაზე პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობაში, სადაც სათანადო გრაფაში არის მითითებული ოპერაციული მკურნალობის ძირითადი გართულებების ჩამონათვალი, რომელზეც ზ---–--–-–----ეს 2013 წლის 22 აგვისტოს აქვს ხელი მოწერილი. ლიტერატურაში ხერხემალზე ოპერაციის შემდეგ, სისხლდენა ეპიდელურ ვენებიდან მოიხსენიება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი მძიმე გართულება, რასაც მოსდევს ხერხემლის არეში ჰემატომის ჩამოყალიბება და რომელიც ფესვისა და მაგარი გარსის /ზურგის ტვინის პარკის კომპრესიას იწვევს. მოსარჩელის მიერ მითითებულ სისხლცაქცევების შედეგად პარაპლეგიას - ქვედა კიდურების ფუნქციის მოშლილობას, 2013 წლის 22 აგვისტოს ხელმოწერილი პაციენტის ინფორმირებულ თანხმობის ფორმაში, გრაფაში მოსალოდნელი გართულების შესახებ, აღნიშნულია: "შესაძლო გართულებები ინტრაოპერაციულად სისხლდენა ეპიდელური ვენებიდან, ფესვის დაზიანება, უკანასკნელს შეიძლება მოჰყვეს სენსორული და მოტორული დეფიციტის ჩამოყალიბება ტერფში“, რაც გულისხმობს ქვედა კიდურებში მგრძნობელობის დარღვევას და ძალის დაქვეითებას. პარაპლეგია წარმოადგენს სენსორული და მოტორული დარღვევების მძიმე ფორმას, მოტორული დეფიციტის მომატება, ასევე ერთ-ერთი ხშირ გართულებას წარმოადგენს და სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ვითარდება ოპერაციული შემთხვევების 1-8%-ში. ნაოპერაციებ მიდამოებში ჰემორაგიული გართულების დადგენის შემდეგ 24 აგვისტოს სისხლჩაქცევების მოსაცილებლად გაკეთდა რეოპერაცია ჭრილობის რევიზია, არკოტომიების მიდამოდან და ინტრაკანალური ანუ ხერხემლის არხში არსებული ჰემატომების მოცილება. რეოპერაციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ზურგის ტვინის პარკზე და ფესვებზე ჰემატომებით გამოწვეული ზეწოლის მოხსნა და შემდგომი რეაბილიტაციისათვის ხელსაყრელი პირობის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ რეოპერაციის შესახებ პაციენტ ზ---–--–-–----ის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ფორმაზე, ზ---–--–-–----ეს 2013 წლის 24 აგვისტოს ხელი აქვს მოწერილი და შესაბამის გრაფაში აღნიშნულია რეოპერაციის მიზნები.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ ს---------------------–ში პაციენტ ზ---–--–-–----ისათვის ჩატარებული მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის დაგეგმვის მიზნით 2016 წლის 11 თებერვალს ჩატარებული კონსოლიუმის სხდომის ოქმი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას, რომლითაც დგინდება, რომ ს---------------------–ში პაციენტ- ზაალ ლაცაბიიძისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებაში არ იკვეთება სამედიცინო შეცდომა, მცდარი სამედიცინო ქმედება ან ქმედების არამართლზომიერება. აღნიშნული კონსოლიუმი მოწვეულ იქნა ს---------------------–ის ინიციატივით და მას ესწრებონენ, როგორც ს---------------------–ის მაღალი თანამდებობის პირები (ექიმები, ჰოსპიტალის დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში), ს---------------------–ის ქირურგიის, თერაპიის, რეანიმატოლოგიისა და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტების უფროსები, ფსიქონერვოლოგიური, რეაბილიტაციის, ტრავმატოლოგიის განყოფილებების უფროსები, ექიმი ნეიროქირურგები, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები: თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი და ამევე დეპარტამენტის რეაბილიტაციის მიმართულების უფროსი კონსილიუმში სპეციალური მოწვევით მონაწილეობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტები: ნეიროქირურგები, ნეიროპათოლოგი-ნეირორეაბილიტოლოგი, რეანიმატოლოგ - ანესთეზიოლოგი. კონსილიუმის ოქმის პირველ აბზაცში მითითებულია კონსილიუმის მიზანი: სამხედრო მოსამსახურის კაპრალ ზ---–--–-–----ის ავადმყოფობის ისტორიის, ჩატარებული მკურნალობის საკითხის მოსმენა-განხილვა, მიმდინარე პერიოდისათვის მიღებული სამკურნალო შედეგების შეფასება და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის დასახვა.
აღნიშნულ კონსილიუმზე ზ---–--–-–----ისათვის ჩატარებული მკურნალობის საკითხზე და მიღებულ სამკურნალო შედეგებზე არც ერთ დამსწრეთაგან, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტებისაგან შენიშვნა და განსხვავებული მოსაზრება არ გამოთქმულა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის სოცუიალური დაცვის სამინისტროს ექსპერტები მოწვეულ იქნენ სწორედ იმ მიზნით, რომ ზ---–--–-–----ის ს---------------------–ში მკურნალობის საკითხის განხილვისას, საექიმო შეცდომის, მცდარი საექიმო მოქმედებების, არამართლზომიერი ქმედების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის. თუმცა, ექსპერტების მიერ ზ---–--–-–----ის მკურნალობასთან დაკავშირებით შენიშვნები, დარღვევებზე მიმართებით არ გამოთქმულა.
მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 11 თებერვალს ჩატარებული ავტორიტეტული კონსილიუმის სხდომის ოქმი საკმარისი მტკიცებულება იქნება იმისათვის, რომ დადასტურდეს ს---------------------–ის მიერ ზ---–--–-–----ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის მართლზომიერების დასამტკიცებლად, თუმცა ს---------------------–ი აპირებს დამატებით სხვა მტკიცებულებების მოპოვებას და წამოდგენას, რაც შესაგებლის წარდგენისათვის მოცემულ მცირე დროში ვერ მოხერხდა.
ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის პაციენტ ზ---–--–-–----ის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. არ არსებობს ზ---–--–-–----ის დაავადებასა და ს---------------------–ში გაწეული სამედიცინო მომსახურებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი. 2016 წლის 11 თებერვლის გაფართოებული კონსილიუმის ოქმით დასტურდება ს---------------------–ში ზ---–--–-–----ისათვის ჩატარებული მკურნალობის მართლზომიერება.
მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს, ასევე 2013 წლის 22 აგვისტოს ხელმოწერილ პაციენტის ინფორმირებულ თანხმობის ფორმაში, გრაფაში მოსალოდნელი გართულებების შესახებ მითითებულია: "შესაძლო გართულებები-ინტაროპერაციულად სისხლდენა ეპიდურული ვენებიდან, ფესვის დაზიანება, უკანასკნელს შეიძლება მოჰყვეს სენსორული და მოტორული დეფიციტის ჩამოყალიბება ტერფში, რაც ნიშნავს ქვედა კიდურების მგრძნობელობის დარღვევას და ძალის დაქვეითებას. პარაპლეგია წარმოადგენს სენსორული და მოტორული დარღვევების მძიმე გამოხატულებას. აღნიშნული ეწინააღმდეგება მოსარჩელის მოსაზრებას ს---------------------–ში ოპერაციის/რეოპერაციის ექიმის მიერ დაშვებული შეცდომის/არამართლზომიერი ქმედების შესახებ, უფრო მეტიც, ადასტურებს შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სინამდვილეს.
მოპასუხის აზრით მოსარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება ს---------------------–ის მიერ ისეთი არამართლზომიერი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, რომელსაც უშუალოდ შეეძლო გამოეწვია ზ---–--–-–----ის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება. მოსარჩელე უშუალოდ აქცენტს აკეთებს ს---------------------–ში მისთვის 2013 წლი 22-24 აგვისტოს ჩატარებული ოპერაციის/რეოპერაციის უარყოფით შედეგზე, რაც მისივე მოსაზრებით გამორიცხავს ექიმის პასუხისმგებლობას. ამასთან წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ექიმის მიერ არამარლთზომიერი, ბრალეული ქმედების ფაქტი, არც მცდარი საექიმო ქმედების არსებობა, შესაბამისად არ არსებობს ზ---–--–-–----ის ჯანმრთელობისათვის ვითომდა ზიანის მიყენებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
მოპასუხე ასევე არ ეთანხმება ზ---–--–-–----ის მოთხოვნას სარჩოს დაკისრების თაობაზე, რადგან მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იგი დღემდე წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც გადის რეაბილიტაციის კურსს და იმყოფება საავადმყოფოში ფურცელზე, შესაბამისად, მის მიერ ყოველთვიური სარჩოს მოთხოვნა, საფუძველს მოკლებულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 22 აგვისტოს ზ---–--–-–----ეს ჩაუტარდა ოპერაცია მარცხენამხრივი ინტრლამინალური მიდგომით L-3, L-4 არკოტომიები, ნევრალური არხების დეკომპრესია L-3 დისკის პროტუზირებული უბნის რეზექცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 11 ოქტომბრის ოქმი;
- სამედიცინო დახასიათება;
- ავადმყოფობის მოწმობა N1416;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ოპერაციის შემდგომ განვითარდა ჰერმორაგიული გართულება - ნაოპერაციები არკოტომიების მიდამოში ეპიდულური და ინტრაკანალური ჰემატომები, რამაც გამოიწვია ქვედა კიდურების პარაპლეგია (ქვედა კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 11 ოქტომბრის ოქმი;
- სამედიცინო დახასიათება;
- ავადმყოფობის მოწმობა N1416;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2013 წლის 13 თებერვალს და 14 აგვისტოს ჩატარებული მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა წელის მალების მდგომარეობა და ის დარღვევები, რაც L-2, L-3; L-4 და L-5 მალებზე და მათ შორის აღინიშნებოდა, აღნიშნულ დასკვნაში არსად არ იყო ნახსენები სისხლჩაქცევებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 13 თებერვლის ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
- 2013 წლის 14 აგვისტოს წელის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2013 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული ოპერაციის შემდგომ 23 აგვისტოს L-2 L-4 მალებზე გაკეთებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდგომ დადგინდა, რომ L-3 მალის სხეულის უკანა კიდესთან ვლინდება 0,5-0,8 სმ, ზომის სისხლის სიმკვრივის კერები და აღინიშნება L-3 და L-4 მალების არკოტომია, ასევე L-2 L-3 და L-4 მალებზე არკოტომიები დაფიქსირდა 2013 წლის 29 აგვისტოს ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად. აღნიშნულმა გამოიწვია პარაპლეგია - ქვედა კიდურების ფუნქციის მოშლილობა, რის გამოც ქვედა კიდურებში მგრძნობელობა დაუქვეითდა, ანუ დაემართა ქვედა პარაპლეგია. მდგომარეობა არც 2013 წლის 22 სექტემბერს გამოსწორებულა, რაც დასტურდდება ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 23 აგვისტოს წელის კომპიუტერული ტომოგრაფია;
- 2013 წლის 29 აგვისტოს წელის კომპიუტერული ტომოგრაფია;
- 2013 წლის 22 სექტემბრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. აღნიშნული სისხლჩაქცევების - ჰემატომების ევაკუაციის მიზნით 2013 წლის 24 აგვისტოს სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ში ზ---–--–-–----ეს ჩაუტარდა რეოპერაცია (მეორე ოპერაცია). რომლის მიუხედავად უცვლელად დარჩა პირველი ოპერაციით გამოწვეული ქვედა კიდურების პარაპლეგია, პოსტოპერაციულ პერიოდში მიმდინარეობდა მედიკამენტური სტიმულაციური ფიზიოთერაპიული, რეაბილიტაციური მკურნალობა და მასაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 29 აგვისტოს წელის კომპიუტერული ტომოგრაფია;
- 2013 წლის 22 სექტემბრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. რეოპერაციიდან რამოდენიმე დღეში სტეროიდებით მკურნალობის ფონზე განვითარდა გასტროდუოდენური სისლდენა, რომელიც 2-3 დღეში სათანადო მკურნალობის შედეგად კუპირებული იქნა სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 11 ოქტომბრის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. ვინაიდან საქართველოში არ არის მაღალი ტექნოლოგიის რესურსი, საჭირო გახდა თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის გაგრძელება, ექსპერტ ნეირო ქირურგის რეკომენდაციით. თურქეთის რესპუბლიკაში, მაღალტექნოლოგიური რეაბილიტაციური მკურნალობის შედეგად მოსარჩელის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სიარული შეძლო სპეციაური ორთეზითა და ყავარჯნების საშუალებით. თურქეთში მკურნალობა გაიარა ფიზიო თერაპიისა და რეაბილიტაციის ცენტში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 ივლისის ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის ცენტრის წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ზ---–--–-–----ემ 2013 წლის 22 აგვისტოს ხელი მოაწერა მოპასუხის მიერ გადაცემულ დოკუმენტს - პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხხმობას სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, სადაც მითითებულია გაწეული სამედიცინო დახმარების მოსალოდნელი გართულებები, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკების შესახებ, ასევე აღნიშნულია, რომ გართულება შეიძლება გამოიხატოს სენსორული და მოტორული დეფიციტის ჩამოყალიბებაში ტერფში, თუმცა არსად არ იყო მითითებული, რომ ოპერაციას შეეძლო გამოეწვია ქვედა კიდურების პარაპლეგია, რაც მას დაემართა ოპერაციის შემდგომ. მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში მითითებული იყო გართულებები, რაც ჩვეულებრივ შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას და სწორედ ამიტომ არ იყო მითითებული ის გართულება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს განუვითარდა - ქვედა კიდურების პარაპლეგია, მოსარჩელის განმარტებით იგი არ იყო ინფორმირებული იმ შესაძლო გართულების შესახებ, რაც ოპერაციის შემდგომ განუვითარდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. ზ---–--–-–----ეს ჩაუტარდა რეოპერაცია (მეორე ოპერაცია) 2013 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული პირველი ოპერაციისა და 2013 წლის 23 აგვისტოს კვლევების ჩატარებიდან 2 დღეში, 2013 წლის 24 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 სექტემბრის დასკვნა N005074817.
3.2.3. მოსარჩელე 2008 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალებში მძღოლის თანამდებობაზე და მისი ანაზღაურება შეადგენდა 1231 ლარსა და 80 თეთრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.4. მოსარჩელე ამჟამად დასაქმებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 889 ლარსა და 20 თეთრს, მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 711 ლარსა და 36 თეთრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებრის, ილია რაინდაშვილის 2018 წლის 5 სექტემბრის ცნობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.5. ზ---–--–-–----ეს ესაჭიროება რებილიტაციური მკურნალობა, განმეორებითი კურსის ჩატარების საფასური თურქეთის რესპუბლიკაში შეადგენს 19 180.50 აშშ. დოლარს, რომლის დაფარვის საშუალებაც მას არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 სექტემბრის N005074817;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.6. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციების შემდგომი გართულება - ქვედა პარაპლეგია გამოწვეულია მოპასუხე დაწესებულებაში დასაქმებული ექიმის მიერ ჩატარებული ოპერაციისას/მისი შემდგომი გართულების გამო, დღემდე მოპასუხე სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ი არ ეხმარება. მიუხედავად არაერთი მიმართვისა მოპასუხე უარს აცხადებს მოსარჩელის რეაბილიტაციის კურსების თანხის გამოყოფაზე და აგრეთვე არ ანაზღაურებს იმ მორაურ და მატერიალურ ზიანს, რაც მიადგა მოსარჩელეს, მოპასუხე ორგანიზაციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია, დადგინდეს საექიმო შეცდომა. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ო” ქვეპუნქტით, მცდარ სამედიცინო ქმედებად განმარტებულია ექიმის მიერ უნებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. ,,პაციენტთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა)კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით; ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით. კანონის აღნიშნული დანაწესების ანალიზით უნდა დავასკვნათ, რომ ექიმის მიერ პაციენტისათვის ზიანის მიყენება არ უნდა იყოს წინასწარ განზრახული, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმის ქმედება პროფესიულ შეცდომად აღარ ჩაითვლება, ვინაიდან ასეთი მოქმედება სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო ნორმებითაა რეგულირებული; ექიმის მიერ ჩატარებული სადიაგნოზო, თუ სამკურნალო ღონისძიება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის შეუსაბამო, მიუღებელი უნდა იყოს; ექიმი პასუხისმგებელია მხოლოდ მცდარ სამედიცინო მოქმედებაზე და მისი საქმიანობის მიმართ ბრალეულობის ვარაუდი (პრეზუმფცია) არ მოქმედებს; პაციენტისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს ექიმის არასწორი მოქმედებით. ამდენად, პაციენტს ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ: 1. სამედიცინო საქმიანობის მიზანი მიღწეული არ არის (ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენა და სიცოცხლის შენარჩუნება) და 2. მედიცინის მუშაკის ქმედება არ შეესაბამება სამედიცინო მაჩვენებლებს. შესაბამისად, პაციენტისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერებასა და ყურადღებიანობაში იგულისხმება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულება. ამასთან, მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით, ანუ, თუ მკურნალობა სწორადაა ჩატარებული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ზ---–--–-–----ისათვის სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ში არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. მოცემული დავის შინაარსის გათვალისწინებით, კონფლიქტები, რომელთა გადაწყვეტასა და გადაჭრაში მონაწილეობენ იურისტები (კონკრეტულ შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო), ამ უკანასკნელთგან, ანუ მედიცინის სფეროს არასპეციალისტებისაგან, მოითხოვს გადასაჭრელი პრობლემის ღრმა და შესატყვის გაგებას არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ფაქტობრივი თვალსაზრისითაც. ამ პრობლემათა გადაწყვეტა ხდება სამართლებრივი პროცედურების წესისამებრ, თუმცა სამედიცინო სპეციფიკა მსგავს დავათა გადაწყვეტის შესაძლებლობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რადგან სამედიცინო სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული დავების კვალიფიციური გადაჭრა შეუძლებელია. სამედიცინო დელიქტის (სამედიცინო მომსახურებისას მიყენებული ზიანი) შემთხვევაში აუცილებელია გამოირკვეს ის გარემოებები, რომლებიც საჭიროებს პროფესიულ სამედიცინო შეფასებას, იმდენად რამდენადაც ამგვარი შეფასება ვერ მოხდება მხოლოდ სამართლებრივი ინტერპრეტაციის გზით. სამედიცინო დელიქტის განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზიანის წარმომშობი მიზეზების შესწავლას, რადგან ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება მოჰყვეს არამხოლოდ მცდარ სამედიცინო მოქმედებას, არამედ ავადმყოფობის პათოლოგიის სპეციფიკურობას, ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებსა და ზოგ შემთხვევაში, თვით პაციენტის მიერ ისეთი ვალდებულებების დარღვევას, როგორიცაა სამკურნალო დანიშნულების შესრულების ან სხვა პირობების დარღვევა. ამ საკითხების გამოსარკვევად მნიშვნელოვანია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სამედიცინო მომსახურებისას წარმოშობილ ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა დიდწილად დამოკიდებულია სპეციალური ცოდნით აღჭურვილი კვალიფიკაციის მქონე პირთა დასკვნაზე. პრობლემის ამგვარი სპეციფიკის გათვალისწინებით, დაუშვებელია ფართო და ,,ხელგაშლილი“ იურიდიული ინტერეპრეტაცია. საკითხის განხილვა უნდა მოხდეს დიფერენცირებული, სრულიად კონკრეტული, სათანადოდ დადასტურებული ფაქტების შეფასების შედეგად. ამასთან, სამედიცინო დოკუმენტაციის არარსებობა ან არასწორად და არასრულად წარმოება გავლენას ვერ მოახდენს ბრალეულობის საკითხის დადგენაში, ვინაიდან იგი მართალია უალტერნატივოდ იწვევს მედიცინის მუშაკის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, თუმცა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის ანუ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია მცდარი სამედიცინო მოქმედების ფაქტის დადგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლომ აღნიშნა, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-4 და 102-ე მუხლიდან გამომდინარე აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო უმთავრეს ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო გარემოებაზე, რომლის თანახმადაც პირველი ოპერაციის შემდგომ მოსარჩელეს განუვითარდა პარაპლეგია, რაც მოსარჩელის მკურნალი ექიმის განმარტებით გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელემ სხეულის ქვედა ნაწილში დაკარგა მგრძნობელობა. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების პარალელურად წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, უპირატესად კი სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის მიერ ნაწარმოები პაციენტის სამედიცინო ისტორია, რომელშიც ხაზგასმითაა აღწერილი პაციენტის ჩივილები მწვავე ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვაზე, უსაფუძვლოს ხდის მოპასუხე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო ფაქტის დადგენის მიზნით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავო არ გამხდარა სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის მიერ დასმული დიაგნოზის და მეორე ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხისთვის ისეთივე გადაუდებელი აუცილებლობით იყო განპირობებული მეორე ოპერაციის ჩატარება, როგორიც პირველი ოპერაციისა. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, ოპერაციის შემდგომი გართულება - პარაპლეგია, რომლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი გახდა კვლავ საოპერაციო ჩარევა, ობიექტური, საშუალო განვითარების მომხმარებლის - მესამე პირის გადასახედიდანაც თავისთავად მიუთითებს მძაფრი ტკივილის გამოწვევის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების სარწმუნოობაზე და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების პარალელურად ქმნის იმ ერთობლიობას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად განაპირობებს ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენას.
რაც შეეხება სარჩოს დაკისრების მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. დასახელებული მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად კი, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების არსი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, მას არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამჟამად დასაქმებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 889 ლარსა და 20 თეთრს, მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 711 ლარსა და 36 თეთრს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რაზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის ყოველთვიურად 1231 ლარის ოდენობის სარჩოს გადახდის დაკისრების თაობაზე შრომის უნარის სრულად აღდგენამდე, რის საფუძველეც მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ზ---–--–-–----ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. „პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10-ე და მე-18 მუხლები;
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 18-ე, 1007-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პაციენტის უფლებების დაცვის საბაზისო პრინციპები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების (მათი მუშაკების) შესატყვისი ვალდებულებები აღიარებულია საერთაშორისო აქტებით და ეროვნული კანონმდებლობით. ამავდროულად, ეროვნული სამართლებრივი სისტემა განსაზღვრავს რეგულაციებს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული დეფექტურ სამედიცინო მომსახურებასთან და უზრუნველყოფს ჯანმრთელობის უფლების დაცვის შესაბამის გარანტიებს. „პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომელიც გამოწვეულია პაციენტის უფლებების დარღვევით.
პაციენტის უფლება, როგორც სამედიცინო სფეროში „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციით გარანტირებული სამართლებრივი კატეგორია, მოიცავს დაცვის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, მათ შორის - უფლებას, მიიღოს კვალიფიციური და სამედიცინო სტანდარტების შესატყვისი მომსახურება და უფლებას, იყოს ინფორმირებული მის მიმართ განსახორციელებელი სამკურნალო ღონისძიებების შესახებ. ზ---–--–-–----ის სარჩელი სწორედ ამ უფლებათა დარღვევის მოტივით არის აღძრული, რადგან იგი მიუთითებს, რომ ოპერაციამ არ გამოიღო მოსალოდნელი შედეგი.
ევროპული სამართლის წყაროები პაციენტის უფლებების დაცვის მიმართულებით მოიცავს შემდეგ რეგულაციებს:
„ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-5 მუხლი: (საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 2002 წლის 27 სექტემბერს #1677-I დადგენილებით) „...ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით გაცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ. პირს წინასწარ უნდა მიეცეს შესაბამისი ინფორმაცია ჩარევის მიზნისა და ხასიათის, ასევე შედეგებისა და საფრთხის შესახებ...’’.
ზემოხსენებული კონვენციის განმარტებითი ბარათი, შესაბამის მუხლთან მიმართებით:
33-ე პუნქტი: „...წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს პაციენტის ნდობა ექიმისადმი. ნდობის ფაქტორი ასევე განაპირობებს ექიმის ვალდებულებას თავისი პაციენტის მიმართ. ამ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ელემენტია პაციენტის უფლებების პატივისცემა. ის წარმოშობს და ამყარებს მათ შორის ურთიერთნდობას...“.
34-ე პუნქტი: „...აღნიშნული მუხლი ეძღვნება თანხმობას და საერთაშორისო დონეზე ადასტურებს საყოველთაოდ აღიარებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს იძულებით ჩარევას, მისი თანხმობის გარეშე. ამგვარად, ადამიანს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გასცეს და გამოითხოვოს თანხმობა. ეს წესი ხაზს უსვამს პაციენტის ავტონომიას პროფესიონალ სამედიცინო სფეროს მუშაკებთან ურთიერთობაში და ზღუდავს პატერნალისტიკურ მიდგომებს, რომლის პირობებში პაციენტის მოთხოვნები შესაძლებელია იყოს იგნორირებული...„ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 1994 წლის 28-30 მარტს ქ. ამსტერდამში ჩატარებულ კონფერენციაზე, მიიღო დეკლარაცია „პაციენტთა უფლებების პრინციპები ევროპაში: ზოგადი საფუძვლები”, რომლის 2.2. პუნქტი განსაზღვრავს: „...პაციენტებს უფლება აქვთ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კონკრეტული სამედიცინო მონაცემების ჩათვლით; განზრახული სამედიცინო ჩარევების, თითოეული ჩარევის შესაძლო რისკისა და მოსალოდნელი ეფექტის შესახებ; დაგეგმილი ჩარევის ალტერნატივების შესახებ, მათ გამოყენებაზე უარის თქმის შედეგების ჩათვლით; დიაგნოზის, პროგნოზისა და სამკურნალო პროცესის მიმდინარეობის შესახებ...’’. 3.1. პუნქტი: „...პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის აუცილებელი წინაპირობაა...’’.
ინფორმაციაზე პაციენტის უფლების საერთაშორისო სტანდარტი აღიარებულია ასევე ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ - ,,პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს, რომ: „...პაციენტს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია...’’.
ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვნების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში - პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება.
პაციენტის ავტონომიის პრინციპი გაანალიზებულია როგორც ევროპული სამართლის წყაროების, ისევე ეროვნული კანონმდებლობის მიერ, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობას დაქვემდებარებული პირის გარანტიებს, მიიღოს ამომწურავი და ინდივიდუალურად მორგებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის და მკურნალობის შესახებ. ცალკეული ინდივიდის შესაძლებლობა, თავისუფლად და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელსაც იგი მიიჩნევს მისთვის უფრო სასიკეთოდ, წარმოადგენს ინდივიდუალურობის და პიროვნების ღირსების შემადგენელ ელემეტს. ამგვარად, პაციენტის უფლებებისადმი პატივისცემის მოთხოვნები განაპირობებს ხელშეუხებლობის გარანტიას და გულისხმობს პაციენტის უფლებას, ინფორმირებული არჩევანის პირობებში თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ თავთან მიმართებით და ამით უზრუნველჰყოს თავისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის კონტროლი.
„ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციის ფარგლებში ამ უფლების დაცვის ფართო კონცეფცია უზრუნველყოფს მკურნალობას დაქვემდებარებული ცალკეული ინდივიდის ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას, მათ შორის, ადამიანის უფლებას მის სხეულზე. სამედიცინო ჩარევა შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ ამომწურავი და აღქმადი ფორმით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე - გაანალიზებული თანხმობის შემდეგ, რაც გამორიცხავს სამედიცინო დაწესებულების თვითნებურ და პატერნალისტიკურ მიდგომებს. აღნიშნული გარანტიები ვრცელდება სამედიცინო ხასიათის შემცველ ყველა სახის ჩარევაზე, მათ შორისაა: დიაგნოზი, მკურნალობის შინაარსი და მიმართულება, შესაძლო რისკები და გვერდითი მოვლენები და ა.შ..
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2013 წლის 22 აგვისტოს ზ---–--–-–----ეს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია მარცხენამხრივი ინტრლამინალური მიდგომით L-3, L-4 არკოტომიები, ნევრალური არხების დეკომპრესია L-3 დისკის პროტუზირებული უბნის რეზექცია. ამავე დღეს მოსარჩელემ გამოთქვა წერილობითი ინფორმირებული თანხმობა ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაზე. დადგენილია, რომ ჩატარებული ოპერაციის შემდგომ განვითარდა ჰერმორაგიული გართულება, კერძოდ ქვედა კიდურების პარაპლეგია, 2013 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული ოპერაციისა და 23 აგვისტოს გაკეტებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდგომ აღნიშნული სისხლჩაქცევების - ჰემატომების ევაკუაციის მიზნით საჭირო გახდა რეოპერაციის ჩატარება, რაც პაციენტს ჩაუტარდა მხოლოდ 2 დღის შემდგომ 2013 წლის 24 აგვისტოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხაარის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 სექტემბრის N005074817 დასკვნაში საუბარია ჰემატომის გამორიცხვის მიზნით საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მეორე ოპერაციის დროული ჩატარების მნიშვნელობაზე, ასევე მითითებულია რომ პაციენტის მიმდინარე მდგომარეობა მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური რეაბილიტაციური ღონისძიებებისა გაუარესებულია ოპერაციამდელ მდგომარეობასთან შედარებით, რაც შეეხება გაუარესების მიზეზს უთითებს, რომ იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს 22.08.2019 წელს ჩატარებულ ოპერაციასთან, ასევე მის შემდგომ განვითარებულ გართულებასთან.
გარდა დროის ფაქტორისა, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო შეთანხმების დარღვევის ფაქტის შეფასება პაციენტის მიერ წინასწარ გაცხადებული ინფორმირებული თანხმობის ჭრილში.
პაციენტის პერსპექტივიდან დავის სამართლებრივი ფორმულარი მოიცავს ორ მნიშვნელოვან ასპექტს, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, რამდენად უზრუნველყო მოპასუხემ მოსარჩელის ხელმისაწვდომობა შინაარსობრივად სრულყოფილ და აღქმად ინფორმაციაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, იყო თუ არა დაგეგმილი მკურნალობის შეცვლა - განსახილველ შემთხვევაში ოპერაციისას სხვა მასალის გამოყენება გამოწვეული სამედიცინო აუცილებლობით, რომელიც გამორიცხავდა ოპერაციამდე, მისი მიმდინარეობისას ან მის შემდგომ მაინც დაინტერესებული პირის ინფორმირების შესაძლებლობას.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც სამკურნალო დაწესებულება თავისუფლდება ინფორმირების ვალდებულებისაგან, კერძოდ, როდესაც პაციენტისათვის შესაბამისი ცნობების მიწოდება, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოიწვევს ძლიერ ნერვულ სტრესს, რამაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს და გააუარესოს მისი ჯანმრთელობა. მაგ. ინგლისის უმაღლესი სასამართლო 1957 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში (Case „Bolam vs Friern Hospital Managment Committe’’) დაეყრდნო სამედიცინო საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზოგად აღიარებულ პრაქტიკას და აღნიშნა: „...ინფორმირების ვალდებულება შესაძლებელია, არ განხორციელდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საშიშროებიდან გამომდინარე, თუ იგი მტკივნეულად აღიქვამს ამგვარი ინფორმაციის მიწოდებას...’’.
მსგავს მიდგომას ამკვიდრებს ასევე გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც „...ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების ქვეშ მოიაზრებს სუბიექტის უფლებას „იცოდეს ან არ იცოდეს თავისი ჯანმრთელობისთან დაკავშირებული მონაცემები’’. გერმანიის ნიდერზაქსენის მიწის უმაღლესმა სასამართლომ დამატებით დააკონკრეტა ინდივიდის ეს უფლება და 2003 წლის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის „არ ცოდნის უფლება’’ ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების ნეგატიურ განზომილებად განმარტა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების მიზანია, დაიცვას ცალკეული ინდივიდი ინფორმაციისაგან, რომლის ცოდნამაც მის ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს...’’.
ამგვარად, სამედიცინო სამართლით აღიარებული სტანდარტი გამორიცხავს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას, თუკი ინფორმაციის გამჟღავნება არ განხორციელდა ზემოთ მითითებული საფუძვლით, თუკი ექიმი მოქმედებდა მედიცინაში ზოგადად დამკვიდრებული და აღიარებული პრაქტიკის შესატყვისად.
„პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება. არც საერთაშორისო პრაქტიკა და არც ეროვნული კანონმდებლობა არ აწესებს ინფორმირების ღონისძიების სპეციალურ ფორმებს, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებები თავისუფალნი არიან არჩევანში, საკუთარი შეხედულებით განსაზღვრონ ინფორმაციის მიწოდების შესაბამისი პროცედურები (მაგ. პაციენტთან მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად ჩატარებული გასაუბრება; წერილობითი ფორმით ინფორმირება და ა.შ.). ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს კლინიკის ვალდებულებას, მიაწოდოს პაციენტს ობიექტური და შინაარსობრივად ამომწურავი ცნობები, რომელიც ჩამოყალიბებულია აღქმადი, გასაგები და მისაღები ფორმით. თანაბარმნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური განწყობა, პიროვნული აღქმადობის დონე, ვითარება, რომელშიც მიმდინარეობს მისი ინფორმირება, ან - ყველა დასახელებული ფაქტორი ერთად. ინფორმირებული თანხმობა არ განიხილება, როგორც უბრალო ნების გამოვლენა, არამედ როგორც პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის შესაძლებლობას, გააკეთოს ნებაყოფლობითი და გაცნობიერებული არჩევანი დაგეგმილი სამედიცინო ჩარევის თაობაზე. ამავდროულად, სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება კლინიკას. სწორედ მის ხელთ არის ბერკეტი იმისა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად.
განსახილველ შემთხვევაში საკითხის შეფასება უნდა განხორციელდეს ექიმის საქმიანობის სფეროს შეფასებით ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად. სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის სპეციფიკა გამორიცხავს სამედიცინო სამართლის სფეროში ხისტი მიდგომის დამკვიდრებას. ექიმის პროფესიული საქმიანობის შეფასების ფარგლები მოიცავს ყველა მნიშვნელოვან და სპეციფიკურ ელემენტს, რომელიც უკავშირდება სადავო საკითხს. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოსალოდნელი შედეგის ის ფორმა რაც შეიძლებოდა ოპერაციას გამოეწვია. აღნიშნულს უპირველესად გამორიცხავს სწორედ სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციული თანხმობის ასლი.
პაციენტის უფლების ზოგადი შინაარსი განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას, მიაწოდოს მას სრული და გასაგები ინფორმაცია ყველა შესაძლო გართულების თაობაზე. სამედიცინო ჩარევა თანხმობის არარსებობის პირობებში გამართლებულია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, მათ შორის - თუ ჩარევა გამოწვეულია აუცილებელი სამედიცინო საჭიროებით და ობიექტური მოცემულობა გამორიცხავს პაციენტის დროული ინფორმირების შესაძლებლობას. თუმცა, საექიმო საქმიანობის დაცვის აღნიშნული გარანტია არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სამედიცინო მოვლენა, რაც იწვევს შეუთანხმებელ ჩარევას, არის ან უნდა ყოფილიყო განჭვრეტადი ექიმის მიერ. „გონიერი ადამიანის’’ შეფასების აბსტრაქტული მოდელი ინტეგრირებულია სამედიცინო სამართლის სფეროშიც, როგორც სამედიცინო გულგრილობის დადგენის სტანდარტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ექიმს ეკისრება ვალდებულება, ყველა შემთხვევაში გააფრთხილოს პაციენტი მკურნალობასთან დაკავშირებული სავარაუდო რისკების თაობაზე და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კვალიფიცირდება, როგორც სამედიცინო დაუდევრობა. დაუდევრობის შეფასების ტესტი განისაზღვრება საშუალო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ექიმის სტანდარტული მოქმედებებით. განსახილველ შემთხვევაში სამედიცინო დაუდევრობა გამოხატულია ოპერაციის შემდგომ პაციენტის არაინფორმირებულობაში. სასამართლო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იყო მოსარჩელისთვის გონივრულ ვადაში (რაც სასამართლოს შეფასებით ოპერაციიდან მისი კლინიკიდან გაწერამდე პერიოდს მოიცავს) მიეწოდებინა ჩატარებული ოპერაციისა და შემდგომი გართულებების თაობაზე ინფორმაცია.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბოლო წინადადებით, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში №1/4/592 აღნიშნულია, „...ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით...“
ინდივიდის პიროვნული ხელშეუხებლობა და პირადი ავტონომია, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სიკეთე, სამედიცინო მომსახურების სფეროში გამოხატულია ინფორმირებული თანხმობის მიღების მოთხოვნებში. ქმედუნარიანი პაციენტის ნების გარეშე განხორციელებული ყოველი სახის სამედიცინო ჩარევა, მათ შორის - მინიმალური, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, ხელყოფს პირის თვითგამორკვევის უფლებას, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების განმსაზღვრელი ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია.
ადამიანური ღირსების ფართო კონცეფციის ნაწილი ინტეგრირდება თვითგამორკვევის უფლების ცნებაში, რომელიც გულისხმობს პიროვნული თავისუფლების აღიარების საშუალებას. პირის ღირსების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები, როგორც სუბიექტური სამართლის ნაწილი, უზრუნველყოფს ინდივიდის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. პაციენტის კანონით დადგენილი გარანტიები (თვითგამორკვევის უფლების კონტექსტში) განაპირობებს სამედიცინო ურთიერთობებში პაციენტის აქტიური მონაწილის სტატუსს და მისი უგულვებელყოფა არღვევს ადამიანური ღირსების უნივერსალურ პრინციპს. კანონით მინიჭებული ავტონომიის ფარგლებში პაციენტი უფლებამოსილია, გადაწყვიტოს საკუთარი სხეულის ბედი, რაც ეთიკური საკითხია და ექიმის ზედაპირული მიდგომა შეუთავსებელია თვითგამორკვევის პრინციპებთან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ პაციენტის უფლება - თანხმობა განაცხადოს სამედიცინო ხასიათის ჩარევაზე, მიეკუთვნება კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების პატივისცემის მოთხოვნებს, კერძოდ, ინდივიდის პირადი ხელშეუხებლობის უფლებას. პაციენტის ავტონომიის ასოცირება ადამიანური ღირსების და პიროვნული განვითარების თავისუფლებასთან გაზიარებულია ევროპული სასამართლოს 2011 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით (case of v.g. v. slovakia) სადაც სასამართლომ „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-5 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა: „...ქმედუნარიანი და სრულწლოვანი პაციენტის თანხმობის გარეშე მის მიმართ განხორციელებული სამედიცინო ჩარევა, შეუთავსებელია ადამიანის თავისუფლების და ღირსების დაცვის მოთხოვნებთან...“. ნებისმიერ გონიერ ინდივიდს გააჩნია უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი სხეულის ბედი. სამედიცინო ჩარევისას ექიმის მიერ ამ უფლების უგულვებელყოფა შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას.
ამგვარად, პაციენტის უფლება ინფორმაციაზე, როგორც ადამიანური ღირსების განმსაზღვრელი ელემენტი, თავსდება სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის დაცვის სფეროში და მისი ხელყოფა იწვევს ამავე მუხლით დადგენილ სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს.
როგორც აღინიშნა, სამედიცინო დაუდევრობა, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოხატულია პაციენტის ინფორმირებული თანხმობის დარღვევაში, იწვევს სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას მორალური ზიანის კონტექსტში. ანაზღაურების მოცულობა - ფულადი ეკვივალენტი კი უნდა განისაზღვროს გონივრულად, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 20 000 ლარი არ არის შესაბამისობაში გონივრულ სტანდარტთან, შესაბამისად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5 000 ლარის ანაზღაურება.
6.2. მეორე სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი გულისხმობს მეორე ოპერაციის ჩატარების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაცია ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელი ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოპასუხისთვის სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ში მეორე ოპერაციის ჩატარების ფაქტი. ამასთან, მხარეთა მიერ სადავოა ოპერაციის ჩატარების სისწორე, ასევე დროს ხანგრძლივობა პირველი ოპერაციიდან მეორე ოპერაციამდე და არა ამ ოპერაციის აუცილებლობა, რაც ასევე დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით. უდაოა ასევე ის გარემოება რომ ოპერაციების შემდგომ გაუარესდა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იგი საჭიროებს მკურნალობასა და რეაბილიტაციას. შესაბამისად, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მატერიალური ზიანის ნაწილში მოთხოვნის ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და მოპასუხეზე სამედიცინო მომსახურების ხარჯების 19 180.50 აშშ დოლარის დაკისრებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან ზ---–--–-–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი კანონის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1496.81 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზ---–--–-–----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს მოსარჩელე ზ---–--–-–----ის სასარგებლოდ დაეკისროს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 19 180.50 აშშ დოლარის ოდენობით.
3. მოპასუხე სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს მოსარჩელე ზ---–--–-–----ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 ლარის გადახდა.
4. დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში ზ---–--–-–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხე სსიპ გ---------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1496.81 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს (ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქ. 30) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი