2. წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:

ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;

ბ) აბორტი;

გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;

დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;

ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;

ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;

[
ვ
1
) ადამიანის ორგანოს გადანერგვა, ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის გამოყენება;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]

ზ) გენეტიკური ტესტირება;

თ) გენური თერაპია;

ი) სხივური თერაპია;

კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;

კ1) ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზია;

ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.

3. წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღება აუცილებელია მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3379 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2390 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3614 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №122 - ვებგვერდი, 30.12.2024