განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
010100119002916550
დავის ტიპი
126 1
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119002916550

1-233/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

პროკურორი - ო-–-----------–---–ი

ბრალდებულები - ლ-–- ჩ---–-ძე, რ-----ი ო-------ძე

ადვოკატები - მ-----–--------------–-------------–-ძე

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

გამოძიების საქმის ნომერი №1-----------

ბრალდებული: ლ-–- ჩ---–-ძე

მამის სახელი: რ-----ი

დაბადებული: 22.04.1-----–--–---------–--------------------–---------------–-----------------------------------------------------------------------------------------–----–-----------------------------–--–--------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ’ ქვეპუნქტი.

ბრალდებული: რ-----ი ო-------ძე

მამის სახელი: ი-----

დაბადებული: 05.03.1-----–--–---------–--------------------–---------------–---------------------------------------------------------------------------------------------–----–-----------------------------–--–--------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი ლ-–- ჩ---–-ძესთან მიმართებაში:

ლ-–- ჩ---–-ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2018 წლის 03 ოქტომბერს, დღის საათებში, ქალაქ ბათუმში, პ--–-----------------ში მდებარე კაფე-ბარის მიმდებარედ, ლ-–- ჩ---–-ძემ თ---------------ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მუშტის თვალის არეში დარტყმით მიაყენა სხეულის დაზიანება, რის გამოც თ---------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ლ-–- ჩ---–-ძემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

2019 წლის 13 თებერვალს, დღის საათებში, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევმა ლ-–- ჩ---–-ძემ რ-----ი ო-------ძესთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით შეაღწია ქალაქ ბათუმში, ქაქუცა ჩ---–----–---–ის ქ------------------ში მცხოვრებ ხანში შესულ ხ----- ბ--–----ას საცხოვრებელ ბინაში, სადაც რ-----ი ო-------ძესთან ერთად თავს დაესხა ხ----- ბ--–----ას, რის შემდეგაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ასევე, პირის ღრუში ნაჭრის მოთავსებით, მწებავი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხის შეკვრით და პირის აკვრით, განახორციელა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაიტაცა ხ----- ბ--–----ას კუთვნილი სხვადასხვა დასახელების სამკაულები და მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედებით ხ----- ბ--–----ამ მიიღო სხეულის დაზიანებები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- ჩ---–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა უდაო მტკიცებულებისა დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ-–- ჩ---–-ძის ბრალეულობას, კერძოდ:

სასამართლოში დაკითხულ დაზარალებულ ხ----- ბ--–----ას ჩვენების ანალიზით დგინდება, რომ არის აფხაზეთიდან ლტოლვილი და წლების განმავლობაში ცხოვრობს მარტო ბათუმში ქაქუცა ჩ---–----–---–ის ქ------------------ში. ავადმყოფობის გამო უწევდა მისვლა საავადმყოფოში და ამის გამო სარგებლობდა ტაქსით. გაიცნო ტაქსის მძღოლი რ----- მ----–-ძე, რომელსაც გადასცა თავის ტელეფონი. რ----- მ----–-ძე რამდენჯერმე უფასოთ მოემსახურა. 2019 წლის 13 თებერვალს, დღის საათებში სახლში იმყოფებოდა მასთან ერთდა იყო მეზობელი ვ--–-- პ--------ვა, რომელთანაც ყავას მიირთმევდა. სწორედ ამ დროსაც მის ბინაში შევიდნენ ლ-–- ჩ---–-ძე და რ----- ო-------ძე (მან დაკითხვისას მიუთითა ბრალდებულებზე), ისინი მასპინძელს წარუდგნენ, როგორც გაზის კონტროლიორები. ხ----- ბ--–----ამ მათ აუხსნა, რომ გაზის მრიცხველი ბინის გარეთ იდგა. ლ-–- ჩ---–-ძემ და რ----- ო-------ძემ ისე, რომ არცკი გაუხსნიათ მრიცხველი უთხრეს 11 ლარი იყო გადასახდელი წავიდნენ და თან დაიბარეს, რომ ისევ დაბრუნდებოდნენ, რაზედაც ხ----- ბ--–----ა დათანხმდა და თავის მობილური ტელეფონი ნომერი 568 50 54 42 გადასცა. 15 წუთის შემდეგ მობილურზე დაურეკეს იმავე პირებმა და კითხეს მარტო იყო თუ არა, რაზედაც ბ--–----ამ უპასუხა რომ მარტო იყო, რის შემდეგაც ლ-–- ჩ---–-ძე და რ----- ო-------ძე ისევ უკან დაბრუნდნენ. ხ----- ბ--–----ამ მისულები ბინაში შეიპატიჟა და გაუმასპინძლდა. ლ-–- ჩ---–-ძემ (მიუთითა მასზე) სთხოვა ტელევიზორი რუსთავი 2-ზე გადაერთო და მეორე ოთახისაკენ წავიდა, ხოლო მეორემ უცებ (რ----- ო-------ძემ) წააქცია იატაკზე. ძირს დაგდებულს ხელფეხი შეუკრეს, პირში რაღაც ჩაუდეს, თვალები აუხვიეს და ბინაში ფულის ძებნა დაიწყეს, მაგრამ ფული ვერ ნახეს, თუმცა მის ძვირფასეულობა გაიტაცეს და წავიდნენ. ხელფეხშეკრული, თვალებახვეული და პირაკრული ხ----- ბ--–----ა კი ძირს დაგდებული დატოვეს, რომელსაც მიყენებული ტკივილისაგან გონი არ ქონდა. ბ--–----ა განმარტებით აწამეს, ნახევრად მკვდარი, სისხლიანი, სახე გაშავებული სასიკვდილოდ გაიმეტეს. როდესაც ხ----- ბ--–----ა გონს მოეგო პირი გაიხსნა, საიდანაც სისხლის წამოუვიდა. ასეთ მდგომარეობაში მაინც მოახერხა მეზობელთან გასვლა და შეატყობინა მომხდარის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია. დანაშაულს შემდეგ აღმოაჩინა, რომ თავდამსხმელებს წაღებული ქონდა მისი კუთვნილი სამკაულები: სამეული წითელი თვალით, სამეული შავი თვალით, სამეული თეთრი თვალებით, ცეპი ჯვარით და კულონით, ასევე ტელეფონი. მომხდარის შემდეგ ლ-–- ჩ---–-ძე და რ----- ო-------ძე იმ საღამოსვე დააკავეს. მან მიიღო დაკავებულების ამოცნობაში მონაწილეობა და ამოიცნო ორივე პირი ვინც თავს დაესხა ბინაში და გასტაცა სამკაულები. ასევე ამოიცნო დაკავებულისგან ამოღებული მისი სამკაული.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ----– ც-–--–---- მიერ შედგენილი პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ხ----- ბ--–----ამ ამოიცნო რ----- ო-------ძე და მიუთითა მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე და განაცხადა რომ ის არის სწორედ ის პირი ვინცა გაკოჭა და გასტაცა სამკაულები. ამოცნობას ესწრებოდა რ----- ო-------ძის ადვოკატი ლ-–- რ-----აძე.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ----– ც-–--–---- მიერ შედგენილი პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ხ----- ბ--–----ამ ამოიცნო ლ-–- ჩ---–-ძე და მიუთითა მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე და განაცხადა რომ ის არის სწორედ ის პირი ვინცა გაკოჭა და გასტაცა სამკაულები.

მ--–----------------------–---–-----------–-------------------–-----------------------–----------------------------–----–---–------------–----------------------------–-–----------------–----------------------––-----–-------------------------–----------------------------------------------------------–----–---–---------------------------------------------–-----–----------------------------------------------------------------------------------–----–----------------–---------------–---------------–--–-----------------------–--------------------–------–---------------------------–-------------–-----------------------------------------------------–-----------–------------–-------–--------–------------------------------------–-----------–----------–-----------------–---–-------–-----------–------–---------------------------------–-------------------------------------------–-------------------------------------–--------------------------–--------------------–------–-----------–---–-------–----------------–-------–--------------------–------–----------------------------------------–--------–---------------------–---------------–------------------------–---------------------–---–-----------------------–-----------------------------–---------------------–---------------------–-–----------–----------------–---–----–-------------------------–------------------------------–-------------------------------------------–--------–------------------------------------–-----------------------------------–----–-------------------–------------------------–--------------–------------–--------------–-------------------------------–--------------------------------------–----------–------------------–----------------–-----------------------–-------------------------------------------------–--------------------------–----------------------------–--------------–-------–------------------–--–----------------------––---------------–-------------------–--------–--------------------------------------------------------–----------------------–------–---------------------------–------------------------–-----------------------–------------------------–---------------------------------------------------------–-----------------–-----------------------------------------------–-----------–----------------------------------------–-–--------------–------–--------------------–-----–--------------------------–------------------–--------------------------------------------------------–--------------------–------------------------–----------–-----------------–-----------–---------------–-------------–-------------–--------------------–-------–-–------------–------------------------------------------------------–-----–----------------

მოწმე რ----- მ----–-ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ იცნობს ბრალდებულებს ლ-–- ჩ---–-ძესა და რ----- ო-------ძეს დაახლოებით 7 თვეა და მათთან გააჩნია მეგობრული ურთიერთობა. თავისი სამსახურიდან გამომდინარე ( აღნიშნული მოწმე იყო ტაქსისტი ) იცნობს ასევე დაზარალებულ ხ----- ბ--–----ას, რომელიც ურეკავდა მას როცა ტაქსის სერვისით მომსახურება სჭირდებოდა. 2019 წლის 12 თებერვლის ღამის საათებში ლ-–- ჩ---–-ძე და რ----- ო-------ძე მივიდნენ მასთან სახლში ბათუმში, ივახშმეს ერთად და დაიძინეს. მეორე დღეს კი მის სახლში მივიდა პოლიცია, რომელმაც ჩაატარა ჩხრეკა. ჩხრეკისას ბრალდებულებისგან ამოიღეს სამკაულები. ნივთები რომელიც ჩხრეკის დროს პოლიციის მიერ იქნა ამოღებული დაინახა მაგიდაზე და განმარტა, რომ კონკრეტულად რომელი ნივთი რომელი ბრალდებულისგან იქნა ამოღებული არ დაუნახავს. მოწმე რ----- მ----–-ძემ დაადასტურა ვიდეო ჩანაწერებზე მისი გადაადგილების ფაქტი რ----- ო-------ძესთან და ლ-–- ჩ---–-ძესთან ერთად.

ე------ გ------------ უდავო გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმი პ. მ--–---–---–-ს ქუჩაზე ოჯახთან ერთად. 2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით დღის 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის შუალედში სტუმრად იმყოფებოდა მეზობელთან ა-–------ ბ---–---ესთან ქ. ბათუმიში ქ ჩ---–----–---–ის ქუჩა N 8--ში. დაახლოებით 14:00 საათზე ყვირილით შეაღო კარი ა-–------ს მეზობელმა, იქვე პირველ სართულზე N 4-ში მცხოვრებმა ხანში შესულმა ხ----- ბ--–----ამ. ის ითხოვდა შველას და ტუჩის არედან სდიოდა სისხლი, ასევე სისხლის კვალი ჰქონდა სახის არეში. მას ფეხების, კისრის და სახის არეში მოხვეული ჰქონდა მწებავი ლენტი ე.წ სკოჩი. ასევე სკოჩზე დაკიდებული ჰქონდა ქსოვილის ცხვირსახოცი. ფეხების არეში მწებავი ლენტები მოშვებული იყო იმ დონემდე, რომ მოკლე ნაბიჯების გადადგმას ახერხებდა მხოლოდ. ხელებზე ასევე ჰქონდა ნაჭრის განასკული ქსოვილი. ხ----- ბ--–----ას აშკარად ეტყობოდა სახის არეში დალურჯებები. ის იძახდა, რომ კლავდნენ და ახრჩობდნენ. ხ----- ბ--–----ასგან შეიტყვეს, რომ თავს დაესხნენ და გასტაცე ს სამკაულები. ა-–------მ გამოიძახა პოლიცია, რომლებმაც მალევე მოვიდნენ აღნიშნულ ადგილას. რის შემდეგაც ადგილზე მოვიდნენ ასევე ექსპერტები, რომლებმაც დეტალურად დაამუშავეს შემთხვევის ადგილი. რამოდენიმე ხანში ხ----- გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ის გახდა ცუდად.

მოწმე მ----- ქ-------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც დამტკიცებულ იქნა უდავო მტკიცებულებად დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში, მ--–---–---–-სა და მ. კომახიძის ქუჩების გადაკვეთაში აქვს სასურსათო მაღაზია. მაღაზიას გააჩნია სათვალთვალო კამერები, თუმცა ამჟამად არის გამოსული მწყობრიდან და ვერ ხერხდება გადაღებული კადრების დამახსოვრება. ამიტომ გასული დღეების ჩანაწერები ნახვა შეუძლებელია. კარგად ახსოვს 2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ, მაღაზიაში შევიდა უცნობი ახალგაზრდა, რომელმაც შეიძინა ერთი ცალი მწებავი ლენტი ე.წ სკოჩი. იმავე საღამოს, როგორც ტელევიზიებით გასული სიუჟეტებით გაიგო მეზობლად მცხოვრები ხანში შესული ხ----- ბ--–----ა გაძარცვეს. კერძოდ შეუკრეს ხელ-ფეხი და წაიღეს სამკაულები. ის იცნობს აღნიშნულ ქალბატონს, რომელიც ხშირად დადის მის მაღაზიაში.

სასამართლო სამედიცინოო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ხ----- ბ--–----ას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა ყურის არეში, ნაფლეთოვანი ჭრილობა ენის ქვეშ და სისხლნაჟღენთები მარჯვენა ქვედა ქუთუთოზე, ქვედა ყბის არეში, ქვედა ტუჩის ლორწოვანზე, მარჯვენა წინამხრისა და მარცხენა მტევნის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 თებერვალს 15:00 სთ-დან 16 : 35 წთ-მდე საგამოძიებო მოქმედება შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარა ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ბ----------------–-ძემ. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ თვითო ხ----- ბ--–----ა, ექსპერტები ე------ ჯ-------ძე, ნ------ ჯ-------ძე და ა--–-- ზ--------ძე. ხ----- ბ--–----ას ბინა მდებარეობს ქ. ბათუმში ქ. ჩ---–----–---–ის ქუჩა N 8--ში. საცხოვრებელი სახლი ორ სართულიანია და შესასვლელი გააჩნია ჩ---–----–---–ი ქუჩიდან. ხ----- ბ--–----ა ბინა N 4-ში მდებარეობს სადარბაზოს შესასვლელიდან მარცხენა მხარეს. ბინაში განთავსებული ავეჯის უჯრები გაღებულია და ოთახებში ნივთები არეულია მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილი დათვალიერებისას ბინაში ნანახი და ამოღებული იქნა ორი ცალი თაბახის ფურცელი, მწებავი ლენტის ფრაგმენტები და რულონი, სალფეტკის ქაღალდის ფრაგმენტი, ორი გაკვანძული ნაჭერი და ცხვირსახოცი, სარეცხის ნიჟარაში არსებული ორი მცირე ზომის ფინჯანი და ორი ლამბაქი, იატაკიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, ოთახში არსებული ლარნაკის ზედაპირიდან აღებულ იქნა ხელის კვლის ნიმუში. ყველა აღებული საგნები და ნიმუშები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება.

2019 წლის 13 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ლ-–- ჩ---–-ძეს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ქ. ბათუმში ხ--–--–-- ქუჩაზე N 3-- ბინა 5-ში. მისი პირადი ჩხრეკისას ლ-–- ჩ---–-ძეს წინადადება მიეცა წარმოედგინა ოქროს სამკაულები, რომელიც გაიტაცეს ქ. ბათუმში ქ. ჩ---–----–---–ის N 8--ში მცხოვრები ხ----- ბ--–----ასგან რა დროსაც ლ-–- ჩ---–-ძემ ტანთ მოსილი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან წარმოადგინა პოლიეთილენის პატარა პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი წყვილი საყურე, მართკუთხა ფორმის შავი ფერის თვლიანი კულონი, რომელსაც ირგვლივ დასდევს ოვალური ფორმის თვლები. ასევე მარჯვენა ჯიბიდან წარმოადგინა ტელეფონი კოდით 8------------------------------- ნომრით 5--------. ყველა ამოღებული საგნები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ გამომძიებლები ზ------ შ-------ე და გ---- ვ----------. ექსპერტი ა-----– ავ--–--ნი.

ჩხრეკის ოქმის სინამდვილე, შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის გამომძიებელმა ა---------–-------–---–მა, გამომძიებლებმა ზ------ შ-------ემ და გ---- ვ----------მ.

2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

2019 წლის 13 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ჯ------ მ--–---- მიერ შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ რ----- ო-------ძეს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა 19:55სთ-დან 20:35სთ-მდე. რ----- ო-------ძის ტანთ მოსილი სპორტული მოსასხამის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ოქროსფერი ცეფი და ჯვარი, ერთი ოქროსფერი ბეჭედი გვირგვინით და შავი თვალით. ასევე მარჯვენა ჯიბიდან ტელეფონი. რ----- ო-------ძის განმარტებით მისგან ამოღებული ჯვარი ცეფი და ბეჭედი გაიტაცა ლ-–- ჩ---–-ძესთან ერთად ასაკოვანი ქალბატონისგან, მისამართიდან ბათუმი ჩ---–----–---–ის ქუჩა N 8-. ასაკოვანი ქალბატონი ბინაში დატოვეს შეკრულ მდგომარეობაში. ყველა ამოღებული საგნები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ გამომძიებლები ს---–---- დ----- და რ----- რ------. ექსპერტი ნ------ ჯ-------ძე.

ჩხრეკის ოქმის სინამდვილე, შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის გამომძიებელმა ს---–---- დ-----მ და რ----- რ------მ.

2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

2019 წლის 13 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ---- დ-------- მიერ შედგენილი ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–-- გამზირი N3-- ბინა 5-ში ჩატარებული რ----- მ----–-ძის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ტელეფონი სიმ ბარათით 5--------. ამოღებული საგანი შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ გამომძიებლები ჯ----– ბ---–----- და ექსპერტი ნ------ ჯ-------ძე.

2019 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ მოწმე რ----- მ----–-ძისგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც თვით მოწმის განმარტებით ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს 2019 წლის 13 თებერვალს და ამ ტანსაცმელში იმყოფებდა, როდესაც კავშირი ქონდა ლ-–- ჩ---–-ძესთან და რ----- ო-------ძესთან. ამოღებული მოკლე სახელოებიანი დუტის მოსასხამი და გრელსახელოებიანი წითელი კაპიუშონი შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება.

2019 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე-გამომძიებელ ს--–---- ჯ------- მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ხ----- ბ--–----ასგან ამოღებული იქნა ერთი წყვილი საყურე, ერთი წყვილი წინდა, წითელი ფერის ბერეტი, ოთახის ჩუსტები, ნაქსოვი ჟაკეტი, სპორტული შარვალი და სპორტული ზედა. ყველა ამოღებული საგნები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება.

2019 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ლ-–- ჩ---–-ძისგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც თვით ლ-–- ჩ---–-ძის განმარტებით ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს 2019 წლის 13 თებერვალს და ამ ტანსაცმელში იმყოფებდა, როდესაც კავშირი ქონდა დაზარალებულთან. ამოღებული მოკლე სახელოებიანი დუტის ქურთუკი და შავი კეპი. ნივთები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება.

2019 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ბ----------------–-ძის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ რ----- ო-------ძისგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, შავი სპორტული ზედა ელვაშესაკრავით, წარწერით NIKE და მონაცრისფრო ყელსახვევი. ნივთები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ბ----------------–-ძის მიერ შედგენილი პირის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ხ----- ბ--–----ამ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და თავის ბინის დათვალიერებისას მიუთითა ის ადგილები სადაც იჯდნენ თავდამსხმელები და ასევე სადაცა შეხება ქონდათ მათ ასევ ადგილი სადაც წააქციეს იგი იატაკზე. მითითებულ ადგილებიდან სადაც იჯდნენ თავდამსხმელები აღებულ იქნა მიკრონაწილაკების ნიმუშები მწებავი ლენტის გამოყენებით. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ბ----------------–-ძის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულ ხ----- ბ--–----ამ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ რ--------- ხ--–--–-- მიერ აღებულ იქნა ორივე ხელის ფრჩხილის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ბ----------------–-ძის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულ ხ----- ბ--–----ამ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ რ--------- ხ--–--–-- მიერ აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ------ მ--–---- მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ ადვოკატის თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ რ--------- ხ--–--–-- მიერ აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ------ მ--–---- მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ ადვოკატის თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ რ--------- ხ--–--–-- მიერ აღებულ იქნა ორივე ხელის ფრჩხილის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ------ მ--–---- მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ ადვოკატის თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ გ---- მ----–---- მიერ აღებულ იქნა ხელის გულებიდან სუნის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ------ მ--–---- მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ ადვოკატის თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ ნ---------------ის მიერ აღებულ იქნა ხელის თითების კვლების ნიმუშები, დაქტილობარათის ელექტრონული ვერსიით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ რ--------- ხ--–--–-- მიერ აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ ნ---------------ის მიერ აღებულ იქნა ხელის თითების კვლების ნიმუშები, დაქტილობარათის ელექტრონული ვერსიით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ გ---- მ----–---- და ა--–-- ზანდრაძის მიერ აღებულ იქნა ხელის გულებიდან სუნის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 22 მარტს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან აღებულ იქნა ხელწერილის ნიმუშები.

2019 წლის 22 მარტს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან აღებულ იქნა ხელწერილის ნიმუშები.

2019 წლის 15 თებერვალს რ----- ო-------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ სამკაულები კერძოდ ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით და ბეჭედი შავი თვლით წარედგინა ამოსაცნობად დაზარალებულ ხ----- ბ--–----ას, რომელმაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამოიცნო რ----- ო-------ძისგან ამოღებული ნივთები და განაცხადა, რომ ეს სამკაულები მისია და სწორეს ეს სამკაულები გასტაცეს დამნაშავეებმა.

ამოცნობის შესახებ 2019 წლის 15 თებერვალს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ----– ც-–--–---- მიერ შედგა შესაბამის ოქმები. ამოცნობაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა გ----------–------მ და ი-----–--------–--ემ. მოხდა ფოტოგრაფირება.

2019 წლის 15 თებერვალს ლ-–- ჩ---–-ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ სამკაულები ოთხკუთხა ფორმის გულსაბნევი შუაში შავი თვლით, 29 ღია ფერის თვლებით, ორი შავ თვლიანი საყურე, წარედგინა ამოსაცნობად დაზარალებულ ხ----- ბ--–----ას, რომელმაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამოიცნო ამოღებული ნივთები და განაცხადა, რომ ეს სამკაულები მისია და სწორეს ეს სამკაულები გასტაცეს დამნაშავეებმა.

ამოცნობის შესახებ 2019 წლის 15 თებერვალს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ----– ც-–--–---- მიერ შედგა შესაბამის ოქმები. ამოცნობაში მონაწილეობა მიიღო ექსპერტმა რ---–---- გ-------. მოხდა ფოტოგრაფირება.

იმისათვის რათა დადგენილიყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლევის ნიმუშები ეკუთვნის თუ არა რ----- ო-------ძეს და ლ-–- ჩ---–-ძის დაინიშნა და ჩატარდა ოდოროლოგიური ესპერტიზა, რომლის N 46/22-220 დასკვნით დადგენილი, რომ სისხლის სამართლის N1----------- საქმეზე, ქ. ბათუმში, ჩ---–----–---–ის ქუჩა N8--ის ბინა N4-ში ხ----- ბ--–----ას მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ჩ---–----–---–ის ქუჩა N8--ში მდებარე ხ----- ბ--–----ას საცხოვრებელი ბინა N4-ის საძინებელ ოთახში წითელი ფერის ნოხიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია ბრალდებულებისაგან: რ-----ი ი-----ს ძე ო-------ძისაგან (დაბადებული 05.03.1999 წელს, პ/ნ 54001057914) და ლ-–- რ-----ის ძე ჩ---–-ძისგან (დაბადებული 22.04.198- წელს, პ/ნ 6001093124) აღებული სუნის კვლის ნიმუშების.

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა ექსპერტმა გ-----------------ემ.

იმისათვის რათა დადგენილიყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ნივთმტკიცებებზე არსებული ბიოლოგიური მასალა იდენტურია თუ არა ლ-–- ჩ---–-ძის და რ----- ო-------ძის ბიოლოგიური მასალისა დაინიშნა და ჩატარდა ბიოლოგიური, სეროლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზები. სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზებით და N 007486319 დასკვნით დადგინდა:პაკეტში, წარწერით: „... ორი ცალი თაბახის ფურხელი რომლის ერთ მხარეს შესრულებულია ნაბეჭდი ტექსტი ხოლო მოეორე მხარეს ხელნაწერი...“ მოთავსებულ ორ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის ფურცელზე არსებული ბიომასალის(ობ. N1) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

- პაკეტში, წარწერით: „... ქაღალდის ნაჭერი...“ მოთავსებულ თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ. N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში აღებული ხ----- დ-------ის ასული ბ--–----ასაგან...“);

- პაკეტში წარწერით: „... მწებავი ლენტის რულონი, მწებავი ლენტის ფრაგმენტები...“ მოთავსებულ, ორ კონვერტში არსებულ წებოვანი ლენტის, დეფორმირებულ და ერთმანეთზე მიკრულ ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N3,6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50). ამავე ფრაგმენტებზე, აღნიშნული დანაშრევებისაგან შედარებით თავისუფალ უბნებზე აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა (ობ. N4,7). ობ. N4-ის გენეტიკური პროფილი და ობ N7-ის ობიექტური შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50). ობ. N7-ის პროფილის მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ფრაგმენტზე მიკრულ ფერის ღერზე (ობ. N5,8), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

ამავე პაკეტში, მესამე კონვერტში მოთავსებული წებოვანი ლენტის ხვიაზე, დეფორმირებულ კიდეზე (ობ. N9) და დანარჩენ უბნებზე (ობ. N10) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. N9-ის გენეტიკური პროფილი და ობ. N10-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. 50). ობ. N10-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე წებოვანი ლენტის კიდეზე მიკრულ თმის ღერებზე (ობ. N11), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: „... მიკრონაწილაკები...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ორ მწებავ ფირზე, სკამის დასაჯდომის ზედაპირიდან (ობ. N12) და სავარძლის დასაჯდომის ზედაპირიდან (ობ. N14) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N14-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50), მინორული წილი და ობ. N12-ის გენეტიკური პროფილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიურლია. ამავე ფირებზე მიკრულ თმის ღერებზე (ობ. N13,15), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ს მინიმალური მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

-

- პაკეტში წარწერით: „...ბეჭედი, ყელსაბამი თავისი ჯვრით სპეც. პაკეტი წარწერებით პოლიეთილენის ორი ცალი მცირე ზომის პარკით...“ მოთავსებულ თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკზე, გულების გამოსახულებით (ობ. N16) და მოოქროსფრო მეტალის ბეჭედზე, ზედაპირზე ჩამაგრებული მოშავო ფერი ქვით (ობ. N19) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის მსალები შერეულია. ობ N16-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ობ. N19-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში აღებული ლ-–- რ-----ის ძე ჩ---–-ძისგან...“ ), მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

ამავე პაკეტში მოთავსებულ გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტზე (ობ. N17) და მოოქროსფრო მეტალის ჯაჭვზე, ჯვრით (ობ. N18),გენოტიპირებისთვუს საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ს მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

-პაკეტში, წარწერით “...ერთი წყვილი საყურე, გულსაბნევი და ერთი ცალი პაკეტი...“ მოთავსებულ თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკზე, წარწერით: „ Love story ”, არსებული ბიომასალის (ობ. N20) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51), მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატულია.

ამავე პაკეტში მოთავსებულ გულსაკიდზე (ობ. N21) და წყვილ საყურეზე (ობ. N22), გენოტიპირებისთვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

-პაკეტში, წარწერით: „...ორი ცალი მცირე ზომის ფინჯანი და ორი ცალი მცირე ზომის ლამბაქი...“ მოთავსებულ “

ერთ-ერთ ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N23) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51). ობ. N23-ის პროფილში ხ----- ბ--–----ასა (ობ. N50) და რ----- ო-------ძის (ობ. N 52; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში აღებული რ-----ი ი-----ს ძე ო-------ძისაგან...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

მეორე ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N 24) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50), მეორე წილი ეკუთვნის რ----- ო-------ძეს (ობ. N52);

ერთ-ერთ თეფშზე არსებული ბიომასალის (ობ N26) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ხ----- ბელწანიას (ობ. N 50). ობ N26-ის პროფილში ლ-–- ჩ---–-ძისა (ობ. N51) და რ----- ო-------ძის (ობ. N52) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

მეორე თეფშზე (ობ. N25), გენოტიპირებისთვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: „ ხელის ფრჩხილების ნიმუში აღებული ხ----- დ-------ის ასული ბ--–----ასგან...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N27,28) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ.N52);

- - პაკეტში წარწერით: „... ხელის ფრჩხილების ნიმუში აღებული რ-----ი ი-----ს ძე ო-------ძისაგან...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N29,30) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ო-------ძეს (ობ. N52);

- პაკეტში, წარწერით: „ ორი ცალი გაკვანძული ქსოვილის ნაჭერი და ერთი ცალი ცხვირსახოცი...“ მოთავსებულ“

წითელი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე, კვანძით, არსებული ბიომასალის (ობ. N31,32) გენეტიკური პტოფილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50);

მოთეთრო ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე, კვანძით (ობ. N33) და ცხვირსახოცზე (ობ. N35) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50). ამავე მოთეთრო ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე, აღნიშნული ლაქებისაგან შედარებით თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის (ობ. N34) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50), მინორული წილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51). ცხვირსახოცზე არსებული ბიომასალის (ობ. N36) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ.N50).;

- პაკეტში წარწერით: „... რ----- ო-------ძის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე, მარჯვენა სახელოს ქვედა მესამედში არსებული ბიომასალის (ობ. N37) შერეულის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და მარცხენა სახელოს მანჟეტის მიმდებარედ არსებულ ლაქებსა და (ობ. N38) და წინა მარჯვენა კალთის ზედა ნახევარში არსებულ დანაშრევებზე (ობ. N39) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ო-------ძეს (ობ. N52). ობ. N37-ის პროფილში, ხ----- ბ--–----ასა (ობ.N50) და ლ-–- ჩ---–-ძის (ობ. N51) გენეტიკური თანამონაწილეობა, არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ კაშნეზე, ბიომასალაზე საეჭვო ლაწები, არ აღენიშნება;

- - პაკეტში, წარწერით: „...ლ-–- ჩ---–-ძის ქურთუკი და კეპი...“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული ბიომასალის (ობ. N40) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და კეპიან ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. N41) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51). ობ. N40-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

- პაკეტში, წარწერით: „... ხ. ბ--–----ას ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ჟაკეტსა (ობ. N45,46) და ე.წ. ბერეტზე(ობ. N 47) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ხოლო წინდასა და (ობ. N48) და ჩუსტზე (ობ. N49) არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლის არ აღმოჩნდა. ობ. N45-47-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ.N50).

ამავე პაკეტში მოთავსებულ ჟაკეტსა (ობ.N42) და შარვალზე (ობ. N43,44) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50). ობ N42-ის პროფილის მინორული წილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51). ობ. N43,44-ის პროფილების მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა ექსპერტმა ნ--------–----ემ.

ლ-–- ჩ---–-ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ სამკაულებზე დაინიშნა და ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის N 0077566419 დასკვნის დადგენილია, რომ ს/ს171160119006 საქმეზე, დადგენილების მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ლ-–- ჩ---–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები და რ----- ო-------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთებიდან ჯვარი და წყვილი საყურე დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან, ვერცხლისაგან. სინჯი--925. ძეწკვი, ბეჭედი და კულონი დამზადებული არაძვირფასი ლითონისაგან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლ-–- ჩხიკვაძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები და რ----- ო-------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთების ღირებულებებია:

1. ვერცხლის ჯვარი, სინჯი--925, წონა --4,66 გრ. ღირებულება --10.

2. არაძვირფასი ლითონის ძეწკვი, ღირებულება--5 ლარი.

3. არაძვირფასი ლითონის ბეჭედი, არაძვირფასი ქვით, ღირებულება -- 2 ლარი.

4. ვერცხლის საყურე სინჯი -- 925; წონა -- 11.96 გრ. არაძვირფასი ქვებით, ღირებულება -- 20 ლარი.

5. არაძვირფასი ლითონის კულონი, არაძვირფასი ქვებით, 3 ცალი ქვა აკლია. ღირებულება 1 ლარი.

2019 წლის 23 მარტს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მან დაზარალებულ ხ----- ბ--–----ას მონაწილეობით დაათვალიერა კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა; დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერება მოხდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის N11დ-104 განჩინების და 2019 წლის 21 თებერვლის N11/დ-116 განჩინების საფუძველზე, შემდეგი მასალის:

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:10 სთ-დან 10:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში მ--–---–---–-ს ქუჩა N119-ში შპს ,, ბალას “ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და კომახიძის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,, რიკო კრედიტის “ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 13:50 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში შპს ,, ვაგუს “ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:45 სთ-დან 13:55 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 14:20 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში თბილისის მოედანზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა;

დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში, დახურულ შენობაში, მშვიდ სამუშაო გარემოში.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:25 სთ-დან 10:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ერთი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1. Playlist_2019-03-02_1539

1. Playlist_2019-03-02_1539 - სახელწოდების ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 147 lado asatianis da petre meliqishvilis kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 10:10:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მელიქიშვილს ქუჩა ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით, ასევე ჩანს ქუჩის საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, კადრში მარჯვენა მხარეს ჩანს მე-20 საჯარო სკოლის ადმისტრაციული შენობის ეზო, ხოლო მარცხენა მხარეს ჩანს ბავშთა ბაღის ადმინისტრაციული შენობის ეზო, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 10:14:30 სთ-ზე ხ----- ბ--–----ას მითითებით კადრში ჩდება მისი ნაცნობი ტაქსისტი რ----- მ----–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია შავი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის კაპიშონიანი ზედა და შავი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, ხ----- ბ--–----ას მითითებით რ----- მ----–-ძის მარჯვნივ მიდის მის მიერ ამოცნობილი პიროვნება ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, ხ----- ბ--–----ას მითითებით რ-----ი მ----–-ძის წინ მარცხნივ მიდის მის მიერ ამოცნობილი რ-----ი ო-------ძე, რომელსაც ტანზე აცვია მოთეთრო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კაპიშონიანი ზედა, შავი ფერის გრძელსახელოიანი სპორტული ზედა, თეთრი ფერის შავი წერტილებით ყელსახვევი, ისინი მიდიან მ--–---–---–-ს ქუჩით ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით, 10:15:50 სთ-ზე რ----- მ----–-ძე, რ-----ი ორდერიძე და ლ-–- ჩ---–-ძე კადრში არ ჩანან.

შპს ,,ბალა“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-ს ქუჩა N119-ში მდებარე მაღაზიის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, ( შენიშვნა : ვიდეომასალის გამოთხოვის დროს შპს ,, ბალას “ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერში მითითებული დრო არ შეესაბამება რეალურ დროს და ის უჩვენებს რეალურ დროსთან შედარებით ერთი საათის წინა დროს) რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ერთი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1) cam4_13-02-2019__11-00-00_11-59-59__CAM4;

cam4_13-02-2019__11-00-00_11-59-59__CAM4 - სახელწოდების ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 11:00:00 WED CAM4. კადრში ჩანს პეტრე მელიქიშვილს ქუჩაზე შპს ,,ბალა“ს კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, ჩ---–----–---–ის და მ--–---–---–-ს ქუჩის კვეთის მხარე, ჩანს ქუჩის საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, მისი მითითებით 11:28:33 სთ-ზე კადრში ჩნდება ტაქსისტი რ----- მ----–-ძე, მისგან მარჯვნივ მის მიერ ამოცნობილი პირი რ-----ი ო-------ძე, მისგან მარცხნივ ლ-–- ჩ---–-ძე. რ----- მიქალაძე, ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე ჩერდებიან მ--–---–---–-სა და ჩ---–----–---–ის ქუჩების კვეთაში, რის შემდეგაც ისინი გადიან მ--–---–---–-ს ქუჩის მეორე მხარეს;

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და კომახიძის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ერთი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1) Playlist_2019-02-19_1553;

2) Playlist_2019-02-19_1617;

3) Playlist_2019-02-19_1642;

4) Playlist_2019-02-26_2207;

Playlist_2019-02-19_1553 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 10:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 10:27:37 სთ-ზე კადრში ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარეს სანაგვე ურნებთან ახლოს ჩდებიან ლ-–- ჩ---–-ძე, რ-----ი ო-------ძე და რ----- მ----–-ძე, 10:58:05 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე მიდიან ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით, ხოლო რ----- მ----–-ძე მიდის გ. ბრწყინვალის ქუჩის მხარეს, 10:58:28 სთ-ზე რ----- მ----–-ძე კადრში არ ჩანს.

Playlist_2019-02-19_1617 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 11:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 11:44:18 სთ-ზე კადრში ჩნდება რ-----ი ო-------ძე და ლ-–- ჩ---–-ძე, რომლებიც მიდიან გ. ბრწყინვალის ქუჩის მიმართულებით.

Playlist_2019-02-19_1642 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 12:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 12:37:16 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე ჩნდებიან კადრში და მიდიან ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარეს, 12:38:01 სთ-ზე კადრში არ ჩანან.

Playlist_2019-02-26_2207 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 13:32:35 სთ-ზე ჩ---–----–---–ის ქუჩის მხრიდან კადრში ჩდებიან რ-----ი ორდერიძე და ლ-–- ჩ---–-ძე, რომლებიც მიდიან გ. ბრწყინვალის ქუჩის მიმართულებით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რიკო კრედიტის “ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 13:50 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში მდებარე ოფისის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილები, სახელწოდებით:

1) IP Camera9_shida_shida_20190213133700_20190213135300_2369651;

2) IP Camera11_shida_shida_20190213134151_20190213135300_2409141;

3) IP Camera5_shida_shida_20190213133759_20190213135158_3225543;

IP Camera9_shida_shida_20190213133700_20190213135300_2369651 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი, cam 1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის გარე ფასადი და მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ავტობუსის გაჩერების მოსაცდელი, ვიდეოთვალი მიმართულია თიბისი ბანკის მხარეს, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 13:47:10 სთ-ზე კადრში ჩნდება ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, ლ-–- ჩ---–-ძე შედის რიკო კრედიტის ოფისში, 13:48:25 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე გამოდის რიკოკრედის ოფისიდან და გადის თბილისის მოედნის მხარეს.

IP Camera11_shida_shida_20190213134151_20190213135300_2409141 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:41:53 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის გარე ფასადი და მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ავტობუსის გაჩერების მოსაცდელი, ვიდეოთვალი მიმართულია თბილისი მოედნის მხარეს, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 13:48:22 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე გამოდის რიკოკრედიტის ოფისიდან და მიდის დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მხარეს ჯდება ტაქსში და მიდის თბილისი მოედნის მხარეს.

IP Camera5_shida_shida_20190213133759_20190213135158_3225543 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის შიდა პერიმეტრი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 13:47:15 სთ-ზე რიკოკრედიტის ოფისში შედის ლ-–- ჩ---–-ძე და მიდის ოპერატორთან, ერთ წუთში გადის ოფისიდან გარეთ.

შპს ,,ვაგუ“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 14:20 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში მდებარე ოფისის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილები სახელწოდებით:

1) Event20190213134748001;

Event20190213134748001 ფაილის გახსნისას ეკრანის კადრში ჩანს ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში განთავსებული შპს ,,ვოგი“ს სავალიუტო ჯიხური და მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის და ბერიძის ქუჩების კვეთა, ვიდეოთვალი მიმართულია წერეთლის ქუჩის მხარეს ავტობუსების გაჩერებისკენ, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, სადაც წერეთლის ქუჩაზე ჩერდება ვერცხლისფერი ტოიოტა პრიუსის მოდელის ტაქსი გადმოდიან ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე, რომლებიც შედიან ბერიძის ქუჩის შესახვევისკენ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში თბილისის მოედანზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

Playlist_2019-03-02_1526 ფაილის გახსნისას ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:40:00 საათი. კადრში ჩანს წერეთლის ქუჩა და თბილისის მოედანზე ავტობუსების გაჩერების ადგილი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული რ----- მ----–-ძე, 14:12:08 სთ-ზე ბერიძის ქუჩის შესახვევის მხრიდან ავტობუსის გაჩერებაზე წერეთლის ქუჩის გადმოკვეთით, გადმოდის რ----- მ----–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია შავი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის კაპიშონიანი ზედა და შავი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი; ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი; რ-----ი ო-------ძე, რომელსაც ტანზე აცვია მოთეთრო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კაპიშონიანი ზედა, შავი ფერის გრძელსახელოიანი სპორტული ზედა, თეთრი ფერის შავი წერტილებით ყელსახვევი. 14:13:37 სთ-ზე სამივე ჯდება თეთრი ფერის სამარშრუტო ტაქსში და მიდიან.

სასამართლოში მოხდა აღნიშნული ვიდეო მასალის გამოკვლევა.

2019 წლის 19 მარტს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მან მოწმე რ----- მ----–-ძის მონაწილეობით დაათვალიერა კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა; დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერება მოხდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის N11დ-104 განჩინების და 2019 წლის 21 თებერვლის N11/დ-116 განჩინების საფუძველზე, შემდეგი მასალის:

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:10 სთ-დან 10:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში მ--–---–---–-ს ქუჩა N119-ში შპს ,,ბალა“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რიკო კრედიტი“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 13:50 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში შპს ,,ვაგუ“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:45 სთ-დან 13:55 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–-- ქუჩა N364-ში სს ,,კრედო ბანკი“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 14:55 სთ-დან 15:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

1. Playlist_2019-03-02_1539 - სახელწოდების ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 147 lado asatianis da petre meliqishvilis kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 10:10:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მელიქიშვილს ქუჩა ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით, ასევე ჩანს ქუჩის საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, კადრში მარჯვენა მხარეს ჩანს მე-20 საჯარო სკოლის ადმინისტრაციული შენობის ეზო, ხოლო მარცხენა მხარეს ჩანს ბავშვთა ბაღის ადმინისტრაციული შენობის ეზო, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 10:14:30 სთ-ზე რ----- მ----–-ძის მითითებით კადრში ჩნდება რ----- მ----–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია შავი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის კაპიშონიანი ზედა და შავი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, მისგან მარჯვნივ წინ ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, მისგან მარცხნივ წინ მიდის რ-----ი ო-------ძე, რომელსაც ტანზე აცვია მოთეთრო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კაპიშონიანი ზედა, შავი ფერის გრძელსახელოიანი სპორტული ზედა, თეთრი ფერის შავი წერტილებით ყელსახვევი, რ----- მ----–-ძის წინ მიდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ესაუბრება რ-----ი ო-------ძეს, რ-----ი მ----–-ძისთვის არის უცნობი, ისინი მიდიან მ--–---–---–-ს ქუჩით ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით, კადრი დასქრინშოთებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს, 10:15:50 სთ-ზე რ----- მ----–-ძე, რ-----ი ო-------ძე და ლ-–- ჩ---–-ძე კადრში არ ჩანან.

შპს ,,ბალა“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-ს ქუჩა N119-ში მდებარე მაღაზიის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, ( შენიშვნა : ვიდეომასალის გამოთხოვის დროს შპს ,,ბალა“ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერში მითითებული დრო არ შეესაბამება რეალურ დროს და ის უჩვენებს რეალურ დროსთან შედარებით ერთი საათის წინა დროს) რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ერთი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

2) cam4_13-02-2019__14-00-00_14-59-59__CAM4;

cam4_13-02-2019__11-00-00_11-59-59__CAM4 - სახელწოდების ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 11:00:00 WED CAM4. კადრში ჩანს პეტრე მელიქიშვილს ქუჩაზე შპს ,,ბალა“ს კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, ჩ---–----–---–ის და მ--–---–---–-ს ქუჩის კვეთის მხარე, ჩანს ქუჩის საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 11:28:33 სთ-ზე კადრში ჩნდება რ----- მ----–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია შავი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის კაპიშონიანი ზედა და შავი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, მისგან მარჯვნივ რ-----ი ო-------ძე რომელსაც ტანზე აცვია მოთეთრო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კაპიშონიანი ზედა, შავი ფერის გრძელსახელოიანი სპორტული ზედა, თეთრი ფერის შავი წერტილებით ყელსახვევი, მისგან მარცხნივ ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, აღნიშნული კადრი დასქრინშოთებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს, რ----- მიქალაძე, ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე ჩერდებიან მ--–---–---–-სა და ჩ---–----–---–ის ქუჩების კვეთაში, რის შემდეგაც ისინი გადადინა მ--–---–---–-ს ქუჩის მეორე მხარეს;

cam4_13-02-2019__14-00-00_14-59-59__CAM4 სახელწოდების ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 14:00:00 WED CAM4. კადრში ჩანს პეტრე მელიქიშვილს ქუჩაზე შპს ,,ბალა“ს კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, ჩ---–----–---–ის და მ--–---–---–-ს ქუჩის კვეთის მხარე, ჩანს ქუჩის საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე სადაც საქმეში არსებული პირები არ ჩნდებიან.

Playlist_2019-02-19_1553 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 10:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 10:27:37 სთ-ზე კადრში ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარეს სანაგვე ურნებთან ახლოს ჩდებიან ლ-–- ჩ---–-ძე, რ-----ი ო-------ძე და რ----- მ----–-ძე, სადაც რამოდენიმე წუთი ჩერდებიან, შემდეგ რ----- მ----–-ძე და რ-----ი ო-------ძე შედიან მაღაზიაში, ხოლო ლ-–- ჩ---–-ძე ელოდება გარეთ, რ----- მ----–-ძის მითითებით მაღაზიიდან პირველი გამოდის რ-----ი ო-------ძე და ლ-–- ჩ---–-ძეს აძლევს ლუდის ბოთლს, მას შემდეგ მაღაზიიდან გამოდის რ----- მ----–-ძე, რომლებიც რამდენიმე წუთი რჩებიან მაღაზიის შორიახლოს, რის შემდეგაც 10:47:57 სთ-ზე რ-----ი ო-------ძე გადადის და შედის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიაში 10:48:12 სთ-ზე რ-----ი ორდერიძე გამოდის მაღაზიიდან მიდის ლ-–- ჩ---–-ძესთან და რ----- მ----–-ძესთან, 10:51:01 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე, რ----- ო-------ძე და რ----- მ----–-ძე გადიან ჩ---–----–---–ის ქუჩის მხრეს ჩერდებიან და საუბრობენ, 10:58:05 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე მიდიან ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით, ხოლო რ----- მ----–-ძე მიდის გ. ბრწყინვალის ქუჩის მხარეს, 10:58:28 სთ-ზე რ----- მ----–-ძე კადრში არ ჩანს.

Playlist_2019-02-19_1617 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 11:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 11:44:18 სთ-ზე კადრში ჩნდება რ-----ი ო-------ძე და ლ-–- ჩ---–-ძე, რომლებიც მიდიან გ. ბრწყინვალის ქუჩის მიმართულებით.

Playlist_2019-02-19_1642 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 12:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზედადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 12:37:16 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე ჩნდებიან კადრში და მიდიან ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარეს, 12:38:01 სთ-ზე კადრში არ ჩანან.

Playlist_2019-02-26_2207 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 13:32:35 სთ-ზე ჩ---–----–---–ის ქუჩის მხრიდან კადრში ჩნდებიან რ-----ი ო-------ძე და ლ-–- ჩ---–-ძე, რომლებიც მიდიან გ. ბრწყინვალის ქუჩის მიმართულებით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რიკო კრედიტი“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 13:50 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში მდებარე ოფისის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილები, სახელწოდებით:

2) IP Camera11_shida_shida_20190213133659_20190213134151_2369667;

3) IP Camera11_shida_shida_20190213134151_20190213135300_2409141;

4) IP Camera5_shida_shida_20190213133759_20190213135158_3225543;

5) IP Camera16_shida_shida_20190213133759_20190213134204_3225543;

6) IP Camera16_shida_shida_20190213134204_20190213135158_3260676;

IP Camera9_shida_shida_20190213133700_20190213135300_2369651 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი, cam 1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის გარე ფასადი და მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ავტობუსის გაჩერების მოსაცდელი, ვიდეოთვალი მიმართულია თიბისი ბანკის მხარეს, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 13:47:10 სთ-ზე კადრში ჩნდება ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, ლ-–- ჩ---–-ძე შედის რიკო კრედიტის ოფისში, 13:48:25 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე გამოდის რიკოკრედის ოფისიდან და გადის თბილისის მოედნის მხარეს.

IP Camera11_shida_shida_20190213133659_20190213134151_2369667 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის გარე ფასადი და მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ავტობუსის გაჩერების მოსაცდელი, ვიდეოთვალი მიმართულია თბილისი მოედნის მხარეს, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, ვიდეოჩანაწერი მთავდება 13:41:40 სთ-ზე, ჩანაწერში რ----- მ----–-ძე, ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ორდერიძე არ ჩანან.

IP Camera11_shida_shida_20190213134151_20190213135300_2409141ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:41:53 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის გარე ფასადი და მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ავტობუსის გაჩერების მოსაცდელი, ვიდეოთვალი მიმართულია თბილისი მოედნის მხარეს, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 13:46:40 სთ-ზე დ. თავდადებულის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთას ჩერდება ვერცხლისფერი ტოიოტა პრიუსის მოდელის ტაქსი, საიდანაც გადმოდის ლ-–- ჩ---–-ძე და მიდის რიკოკრედიტის ოფისთან, (კადრი დასქრინშოთებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს), სადაც ჯერ ესაუბრება ოპერატორს, შემდეგ კი შედის ოფისში, 13:48:22 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე გამოდის რიკოკრედიტის ოფიისიდან და მიდის ტასთან ჯდება და 13:48:50 სთ-ზე მიდიან თბილისი მოედნის მხარეს.

IP Camera5_shida_shida_20190213133759_20190213135158_3225543 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის შიდა პერიმეტრი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 13:47:15 სთ-ზე რიკოკრედიტის ოფისში შედის ლ-–- ჩ---–-ძე და მიდის ოპერატორთან და რამოდენიმე ერთ წუთში გადის ოფისიდან გარეთ.

IP Camera16_shida_shida_20190213133759_20190213134204_3225543 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის შიდა პერიმეტრი და მოლარე ოპერატორი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, ვიდეოჩანაწერი მთავდება 13:41:40 სთ-ზე, ჩანაწერში რ----- მ----–-ძე, ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ორდერიძე არ ჩანან.

IP Camera16_shida_shida_20190213134204_20190213135158_3260676 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:42:00 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის შიდა პერიმეტრი და მოლარე ოპერატორი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, ვიდეოჩანაწერი მთავდება 13:51:00 სთ-ზე, ჩანაწერში რ----- მ----–-ძე, ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ორდერიძე არ ჩანან.

2) Event20190213135250001;

Event20190213134748001 ფაილის გახსნისას ეკრანის კადრში ჩანს ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში განთავსებული შპს ,,ვოგი“ს სავალიუტო ჯიხური და მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის და ბერიძის ქუჩების კვეთა, ვიდეოთვალი მიმართულია წერეთლის ქუჩის მხარეს ავტობუსების გაჩერებისკენ, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, სადაც წერეთლის ქუჩაზე ჩერდება ვერცხლისფერი ტოიოტა პრიუსის მოდელის ტაქსი გადმოდიან ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე, რომლებიც შედიან ბერიძის ქუჩის შესახვევისკენ, მათ მიყვება რ----- მ----–-ძე, რაც დასქრინშოთებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს.

Event20190213135250001 ფაილის გახსნისას ეკრანის კადრში ჩანს ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში განთავსებული შპს ,,ვოგი“ს სავალიუტო ჯიხური და მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის და ბერიძის ქუჩების კვეთა, ვჯიდეოთვალი მიმართულია წერეთლის ქუჩის მხარეს ავტობუსების გაჩერებისკენ, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, ჩანაწერში ლ-–- ჩ---–-ძე, რ-----ი ო-------ძე და რ-----ი მ----–-ძე არ ჩანს.

Playlist_2019-03-02_1526 ფაილის გახსნისას ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:40:00 საათი. კადრში ჩანს წერეთლის ქუჩა და თბილისის მოედანზე ავტობუსების გაჩერების ადგილი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 14:12:08 სთ-ზე ბერიძის ქუჩის შესახვევის მხრიდან ავტობუსის გაჩერებაზე წერეთლის ქუჩის გადმოკვეთით, გადმოდის რ----- მ----–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია შავი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის კაპიშონიანი ზედა და შავი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, რ-----ი ორდერიძე, რომელსაც ტანზე აცვია მოთეთრო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კაპიშონიანი ზედა, შავი ფერის გრძელსახელოიანი სპორტული ზედა, თეთრი ფერის შავი წერტილებით ყელსახვევი. 14:13:37 სთ-ზე სამივე ჯდება თეთრი ფერის სამარშრუტო ტაქსში და მიდიან, რ----- მ----–-ძის განმარტებით ხელვაჩაურში.

სს ,,კრედო ბანკი“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 14:55 სთ-დან 15:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–-- ქუჩა N364-ში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1) cam120191302;

2) cam220191302;

cam120191302 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 14:55:00 საათი. ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–-- ქუჩა N364-ში სს ,,კრედო ბანკი“ს მიმდებარე ტერიტორია ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, ჩანაწერი მთავდება 15:00:00 სთ-ზე, სადაც ლ-–- ჩ---–-ძე, რ----- მ----–-ძე და რ-----ი ორდერიძე არ ჩანს.

cam220191302 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 14:55:00 საათი. ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–-- ქუჩა N364-ში სს ,,კრედო ბანკი“ს მიმდებარე ტერიტორია ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 15:02:10 სთ-ზე, სადაც ლ-–- ჩ---–-ძე, რ----- მ----–-ძე და რ-----ი ორდერიძე არ ჩანს.

მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მუშაკებმა - ვაჯა გოგიაშვილმა, გ---- ვ----------მ, ზ------ შ-------ემ, ს---–---- დ-----მ, რ----- რ------მ განმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს ხ----- ბ--–----ას ყაჩაღობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში. ის წერილობით მტკიცებულებები რომლებზედაც მათი ხელმოწერა დაფიქსირებული ეკუთვნის მათ. შედგენილი ოქმები ზუსტად ასახავენ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსსა და შედეგებს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის და მისი დამცველის შუამდგომლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ-–- ჩ---–-ძის მიერ ჩადენილია არა ყაჩაღობა არამედ ძარცვა რადგან დაზარალებულს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, რომელიც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ერთდროულად ხელყოფს ორ სიკეთეს - საკუთრებას და ადამიანის სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას. სწორედ ამითაა განპირობებული მისი განსაკუთრებული საშიშროება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთა შორის. საკუთრების ხელყოფა ყაჩაღობის დროს ხდება თავდასხმით, რომელსაც თან ახლავს ადამიანის სიცოცხლის, ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ან ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმა გულისხმობს უეცარ ძალადობრივ ზემოქმედებას პიროვნებაზე, რომელიც შეიძლება იყოს აშკარა ან გამოიხატოს მოულოდნელ და ყველასგან დაფარულ ზემოქმედებაში იმ პირების მიმართ, რომლებსაც თავდასხმის ფაქტი გაცნობიერებული არ აქვთ.

ყაჩაღური თავდასხმისას აუცილებელია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის, ან ასეთი ძალადობის გამოყენება. პირველ შემთხვევაში ძალადობის მუქარა ხდება ადამიანის ფსიქიკაზე უშუალო ზემოქმედების გზით, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალადობა ხდება ადამიანის სხეულზე უშუალო შეხების გზით. ფაქტობრივად თავდასხმა იწყება დაზარალებულთან შეხვედრისას მისთვის მოძრავი ნივთის გადმოცემის მოთხოვნით, რომელსაც თან ახლავს ჯანმრთელობისათვის, ან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელიც დაზარალებულის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მთავრდება ჯანმრთელობისათვის, ან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით. აუცილებელია თავდამსხმელმა გამოიყენოს ფსიქიკური ძალადობა რათა ნივთის გადაცემის მოთხოვნა გახდეს დაზარალებულის იძულების საშუალება,. ამიტომ ყაჩაღური თავდასხმის ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ ობიექტურად და სუბიექტურად საშიში გარემოს შექმნა, რომელსაც რეალურად შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური ძალადობა დაზარალებულის მიმართ, თუ იგი ეცდება ნივთის დაუფლების დროს წინააღმდეგობის გაწევას. თავდასხმაში ჩამალული ძალადობის საშიშროება შეიძლება სწრაფად განხორციელდეს დაზარალებულზე ფიზიკური ზემოქმედების გზით, თავდასხმა ყოველთვის უთავსდება ისეთ ძალადობას, რომელიც ხორციელდება თავდამსხმელის მიერ ძალადობის, ან იარაღის გამოყენებით, ანდა უშუალოდ ძალადობის გამოყენების მუქარით.

თავდასხმა არ არის ერთაქტიანი მოქმედება, რომელიც ამოიწურება ფიზიკური, ან ფსიქიკური ძალადობის გამოყენებით, არამედ ის არის დაზარალებულზე ზემოქმედების პროცესი, რომელშიც დამალულია რეალური საშიშროება ძალადობის გამოყენების გარკვეული დროის მონაკვეთში, თავდასხმის მიმდინარეობისას. ამიტომ თავდასხმა ძალადობასთან განუყრელად დაკავშირებული ცნებაა, მაგრამ არა მასთან პირდაპირ გაიგივებული. სწორედ ამიტომაა მითითებული კანონში თავდასხმაზე, რომელიც ჩადენილია ძალადობით.

ზემოაღნიშნული მხედველობაში მიღებით სასამართლო თვლის, რომ ორი მამაკაცის მოულოდნელი თავდასხმა 87 წლის ქალბატონზე აქტიური ფიზიკური ძალის გამოყენებით მისი დაგდება იატაკზე, შემდეგ მისი შებოჭვა, პირში ძლიერად ნაჭერის ჩადება და იზოლენტის დახვევა, ეს არამარტო ფიზიკური თავდასხმა იყო, რომელიც საშიში იყო მის ჯანმრთელობისთვის, არამედ შებოჭვა და იატაკზე ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ეს იყო დაზარალებულზე ფსიქიკური ძალადობა და მუქარა, რომელიც მიმართული იყო პირდაპირ დაზარალებულს ფსიქიკისკენ. ამგვარი გარემოს შექმნით და ამ მოქმედებით დაზარალებულს პირდაპირ მიუთითეს დამნაშავეებმა, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევს ნივთის დაუფლების დროს მაშინ რეალურად შეექმნება საფრთხე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. რაც მთავარია თვითონ დაზარალებულმაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ საფრთხე და ასეთად გამოხატული მუქარა რეალურად აღიქვა. მან სასამართლოს განუმარტა, რომ ასეთი ქმედებით თავდამსხმელებმა (მისი ასაკის გათვალისწინებით) წაქცეულს პირის ღრუში რაღაც ჩაუდეს, თვალები აუხვიეს, ხელები და ფეხები შეუკრეს, თვითონ ფულს ეძებდნენ, აწამეს, ნახევრად მკვდარი, სისხლიანი, სახე გაშავებული სასიკვდილოდ გაიმეტეს. ბრალდებულების აქტიური ფიზიკური ძალის გამოყენებით, იატაკზე 87 წლის ასაკის ქალბატონის ძლიერად დაგდებით, მათი მხრით ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს დაზარალებულს და ემუქრება მის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისა სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ყაჩაღობა და არა ძარცვა, რის გამოც ბრალდებულებს და ადვოკატებს უარი უნდა ეთქვათ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე სრულად არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ-–- ჩ---–-ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ლ-–- ჩ---–-ძის ბრალეულობაში, რის გამოც ლ-–- ჩ---–-ძეს მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ.

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის ჩადენა ჯგუფურად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია, რომელიც ამძიმებს სასჯელს ამ დანაშაულისათვის და არის გაძლიერებული შერაცხვის საფუძველი. მუხლში ამ დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინება მეტყველებს ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენის უფრო საშიშროებაზე, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ყაჩაღობა ჩადენილი ერთი პირის მიერ. აღნიშნული მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს ყაჩაღობის ჩადენას ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და ყაჩაღობას ორგანიზებული ჯგუფის მიერ. სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის I ნაწილის თანახმად „დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი”.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, თვით ბრალდებულების ამ ნაწილში აღიარებით, გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულის ჩვენებით, ვიდეო ჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ და რ----- ო-------ძემ ერთად ანუ ჯგუფურად მოქმედებდნენ დანაშაულის ჩადენის დროს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- ჩ---–-ძემ ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, ანუ დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით.

ყაჩაღობა ბინაში უკანონო შეღწევით.

სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობისათვის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან შედარების სასჯელი უფრო მკაცრია, ამდენად კანონმდებელმა ცვლილებების შეტანით სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევა დააცილა ბინაში უკანონო შეღწევას და და ცალკე პუნქტათ ჩამოაყალიბა. ბინაში უკანონო შერწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი, გულისხმობს იმას, რომ პირმა ბინაში თუ ოთახში შიგნით უნდა შეაღწიოს, ან შეიძლება არ შევიდეს, მაგრამ რაიმე საშუალებით ფანჯრიდან გარეთ გამოიტანოს ნივთი.

ის ფაქტი, რომ ყაჩაღობის ჩადენის ადგილი არის ბინა დადგენილია, როგოც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ასევე სხვა მტკიცებულებებით. ასევე დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ უკანონოდ შეაღწია დაზარალებულის ბინაში. ეს გარემოება დადასტურებულია, როგორც დაზარალებულის ჩვენებით ისე სხვა მტკიცებულებებით. მართალია დაზარალებულმა თვითონ გაუღო კარი დამნაშავეს და შეიპატიჟა ბინაში, მაგრამ შეღწევა მოხდა დაზარალებულის მოტყუებით, დამნაშავეს რეალური განზრახვა არ იყო ცნობილი დაზარალებულისათვის, ამიტომ ასეთ შემთხვევაში კვალიფიკაციისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბინაში შეღწევის ფორმას, შეღწევა მოხდა ძალადობით თუ მოტყუებით. კვალიფიკაციისათვის მთავარია, რომ ბინის მფლობელის რეალური ნების საპირისპირო მოქმედება განხორციელდა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- ჩ---–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ყაჩაღობა ბინაში უკანონო შეღწევით, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით.

იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ,,მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას ”. ყაჩაღობის შემადგენლობაში ნასამართლობა გათვალისწინებულია მაკვალიფიცირებელ ნიშნად. ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, ნასამართლობა მოხსნილი აქვს თუ არა პიროვნებას. თუ პირს, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს ნასამართლობა, მაშინ მისი ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის IV ნაწილის „ბ” პუნქტით. ის, ვინც ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევია ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისათვის, იწოდება ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევად სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის. ამის შემდეგ, თუ ის ჩაიდენს ყაჩაღობას, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის IV ნაწილის „ბ” პუნქტით. ნასამართლობა შეიძლება მოეხსნას პირს ამნისტიისა და შეწყალების საფუძველზე. ზემოხსენებული მაკვალიფიცირებელი ნიშანი სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის IV ნაწილის ,,ბ” პუნქტში მითითებულია ისეთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის. ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით ყაჩაღობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სულ მცირე ორჯერ მაინც ნასამართლობა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის.

სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებით, კერძოდ 2017 წლის 23 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ლ-–- ჩ---–-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი არაერთგზის ანუ დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ამრიგად ლ-–- ჩ---–-ძე დანაშაულის კერძოდ ყაჩაღობის ჩადენის დროისათვის ითვლებოდა ნასამართლევ პირად, იგი გასამართლებული იყო ქურდობისათვის არაერთგზის და მას ნასამართლეობა გაქარწყლებული არ ქონდა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- ჩ---–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ყაჩაღობით, როდესაც ნასამართლევი იყო ორჯერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ჩაიდინა დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 179-ე მუხლის IV ნაწილის ,, ბ ” პუნქტით.

ძალადობა

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ თ---------------ის, ნოშრევან კალანდაძის, ცირა გუნთაიშვილის გამოკითხვის ოქმებით, ამოცნობის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- ჩ---–-ძემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

იმისათვის რომ მოქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილად აუცილებელი სასამართლოს მიერ დადგენილი იქნეს ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულ თ---------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ლ-–- ჩ---–-ძის მხრიდან ძალადობისას მან ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.

ამრიგად ლ-–- ჩ---–-ძეს მხრიდა ძალადობის განხორცილებით მუშტის თვალში დარტყმით დაზარალებულმა თ---------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- ჩ---–-ძემ ჩაიდინა დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მანვე ხ----- ბ--–----აზე ჯგუფურად, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ ბ “ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ ბ “ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ ბ ,, ქვეპუნქტით.

ლ-–- ჩ---–-ძე აღნიშნული მუხლებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი რ----- ო-------ძესთან მიმართებაში:

რ----- ო-------ძემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

2019 წლის 13 თებერვალს, დღის საათებში, რ-----ი ო-------ძემ ლ-–- ჩ---–-ძესთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით შეაღწია ქალაქ ბათუმში, ქაქუცა ჩ---–----–---–ის ქ------------------ში მცხოვრებ ხანში შესულ ხ----- ბ--–----ას საცხოვრებელ ბინაში, სადაც ლ-–- ჩ---–-ძესთან ერთად თავს დაესხა ხ----- ბ--–----ას, რის შემდეგაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ასევე, პირის ღრუში ნაჭრის მოთავსებით, მწებავი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხის შეკვრით და პირის აკვრით, განახორციელა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაიტაცა ხ----- ბ--–----ას კუთვნილი სხვადასხვა დასახელების სამკაულები და მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედებით ხ----- ბ--–----ამ მიიღო სხეულის დაზიანებები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ო-------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა უდაო მტკიცებულებისა დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ----- ო-------ძის ბრალეულობას, კერძოდ:

სასამართლოში დაკითხულ დაზარალებულ ხ----- ბ--–----ას ჩვენების ანალიზით დგინდება, რომ არის აფხაზეთიდან ლტოლვილი და წლების განმავლობაში ცხოვრობს მარტო ბათუმში ქაქუცა ჩ---–----–---–ის ქ------------------ში. ავადმყოფობის გამო უწევდა მისვლა საავადმყოფოში და ამის გამო სარგებლობდა ტაქსით. გაიცნო ტაქსის მძღოლი რ----- მ----–-ძე, რომელსაც გადასცა თავის ტელეფონი. რ----- მ----–-ძე რამდენჯერმე უფასოთ მოემსახურა. 2019 წლის 13 თებერვალს, დღის საათებში სახლში იმყოფებოდა მასთან ერთდა იყო მეზობელი ვ--–-- პ--------ვა, რომელთანაც ყავას მიირთმევდა. სწორედ ამ დროსაც მის ბინაში შევიდნენ ლ-–- ჩ---–-ძე და რ----- ო-------ძე (მან დაკითხვისას მიუთითა ბრალდებულებზე), ისინი მასპინძელს წარუდგნენ, როგორც გაზის კონტროლიორები. ხ----- ბ--–----ამ მათ აუხსნა, რომ გაზის მრიცხველი ბინის გარეთ იდგა. ლ-–- ჩ---–-ძემ და რ----- ო-------ძემ ისე, რომ არცკი გაუხსნიათ მრიცხველი უთხრეს 11 ლარი იყო გადასახდელი წავიდნენ და თან დაიბარეს, რომ ისევ დაბრუნდებოდნენ, რაზედაც ხ----- ბ--–----ა დათანხმდა და თავის მობილური ტელეფონი ნომერი 568 50 54 42 გადასცა. 15 წუთის შემდეგ მობილურზე დაურეკეს იმავე პირებმა და კითხეს მარტო იყო თუ არა, რაზედაც ბ--–----ამ უპასუხა რომ მარტო იყო, რის შემდეგაც ლ-–- ჩ---–-ძე და რ----- ო-------ძე ისევ უკან დაბრუნდნენ. ხ----- ბ--–----ამ მისულები ბინაში შეიპატიჟა და გაუმასპინძლდა. ლ-–- ჩ---–-ძემ (მიუთითა მასზე) სთხოვა ტელევიზორი რუსთავი 2-ზე გადაერთო და მეორე ოთახისაკენ წავიდა, ხოლო მეორემ უცებ (რ----- ო-------ძემ) წააქცია იატაკზე. ძირს დაგდებულს ხელფეხი შეუკრეს, პირში რაღაც ჩაუდეს, თვალები აუხვიეს და ბინაში ფულის ძებნა დაიწყეს, მაგრამ ფული ვერ ნახეს, თუმცა მის ძვირფასეულობა გაიტაცეს და წავიდნენ. ხელფეხშეკრული, თვალებახვეული და პირაკრული ხ----- ბ--–----ა კი ძირს დაგდებული დატოვეს, რომელსაც მიყენებული ტკივილისაგან გონი არ ქონდა. ბ--–----ა განმარტებით აწამეს, ნახევრად მკვდარი, სისხლიანი, სახე გაშავებული სასიკვდილოდ გაიმეტეს. როდესაც ხ----- ბ--–----ა გონს მოეგო პირი გაიხსნა, საიდანაც სისხლის წამოუვიდა. ასეთ მდგომარეობაში მაინც მოახერხა მეზობელთან გასვლა და შეატყობინა მომხდარის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია. დანაშაულს შემდეგ აღმოაჩინა, რომ თავდამსხმელებს წაღებული ქონდა მისი კუთვნილი სამკაულები: სამეული წითელი თვალით, სამეული შავი თვალით, სამეული თეთრი თვალებით, ცეპი ჯვარით და კულონით, ასევე ტელეფონი. მომხდარის შემდეგ ლ-–- ჩ---–-ძე და რ----- ო-------ძე იმ საღამოსვე დააკავეს. მან მიიღო დაკავებულების ამოცნობაში მონაწილეობა და ამოიცნო ორივე პირი ვინც თავს დაესხა ბინაში და გასტაცა სამკაულები. ასევე ამოიცნო დაკავებულისგან ამოღებული მისი სამკაული.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ----– ც-–--–---- მიერ შედგენილი პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ხ----- ბ--–----ამ ამოიცნო რ----- ო-------ძე და მიუთითა მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე და განაცხადა რომ ის არის სწორედ ის პირი ვინცა გაკოჭა და გასტაცა სამკაულები. ამოცნობას ესწრებოდა რ----- ო-------ძის ადვოკატი ლ-–- რ-----აძე.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ----– ც-–--–---- მიერ შედგენილი პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ხ----- ბ--–----ამ ამოიცნო ლ-–- ჩ---–-ძე და მიუთითა მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე და განაცხადა რომ ის არის სწორედ ის პირი ვინცა გაკოჭა და გასტაცა სამკაულები.

მოწმის სახით დაკითხულ ა-–------ ბ---–---ეს ჩვენების ანალიზით, ირკვევა რომ ცხოვრობს ქ. ბათუმი, ჩ---–----–---–ის ქუჩა N1-ში ოჯახთან ერთად. 2019 წლის 13 თებერვალს, იმყოფებოდა სახლში ბავშვებთან ერთად, დაახლოებით დღის 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის შუალედში მასთან სტუმრად იმყოფებოდა მეზობლად მცხოვრები ე------ გეორგიადი და სვამდნენ ყავას. ამ დროს მისი კარი ყვირილით შეაღო მეზობელმა - ხ----- ბ--–----ამ, რომელსაც ტუჩის არედან სისხლი სდიოდა და სახეც სისხლიანი ქონდა. ასევე აღენიშნებოდა დალურჯებები. ხ-----ს ფეხების, კისრის და სახის არეში მოხვეული ჰქონდა მწებავი ლენტი ე.წ სკოჩი. ასევე სკოჩზე დაკიდებული ჰქონდა ცხვირსახოცი. ფეხების არეში მწებავი ლენტები მოშვებული იყო იმ დონემდე, რომ მოკლე ნაბიჯების გადადგმას ახერხებდა მხოლოდ. ხ-----ს ეტყობოდა, რომ ხელებით ჰქონდა გამოქაჩული და ნახევრად მოშვებული ხსენებული მწებავი ლენტები. ასევე მწებავი ლენტი ნახევრად მოშვებული ჰქონდა სახის არესთან, ნიკაპის არეში, სადაც ასევე ჩამოკიდებული ჰქონდა მოლურჯო ფერის ქსოვილი. ხ----- ითხოვდა შველას და იძახდა რომ კლავდნენ და ახრჩობდნენ. ა-–------მ დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო, რომლებიც მალევე მივიდნენ. ხ----- ბ--–----ამ უამბო, რომ მასთან შევიდნენ თითქოს გაზის ინკასატორები, შეკრეს ლენტით და ახრჩობდნენ. ის გაძარცვეს. მისი თქმით ნახევარი საათი ცდილობდა თავის დაღწევას და მოახერხა სახლიდან გამოსვლა რადგან ლენტები ჩამოიწია ნახევრად მის მიერ ქაჩვის შედეგად. მისი განმარტებით ორი უცნობი ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როცა უთხრეს, რომ ტელევიზორი გადაერთო რუსთავი 2-ზე, მას ხელებს უჭერდნენ სახის არეში და ვერ ახერხებდა კივილსა და ყვირილს, ხოლო ისინი კი პარალელურად ეძებდნენ სახლში ძვირფასეულობას, რა დროსაც არეული ჰქონდათ ოთახები. მათ ხ----- დატოვეს იგივე ხელფეხ და პირს აკრული და წავიდნენ ბინიდან. მეზობლებს გაუკვირდათ კიდეც თუ, როგორ გაუძლო და გადარჩა იმ ყველაფერს, რადგან იმ ასაკის ადამიანის ისე დატოვება ნიშნავდა სასიკვდილოდ გამეტებას. პროკურორის კითხვაზე ა-–------ ბ---–---ემ განმარტა, რომ ხ----- არის 87 წლის მარტოხელა და ცხოვრობს ხსენებულ ბინაში მარტოდ, თავად უვლის თავს, მასპინძლობს სტუმრებს, ასაკის მიუხედავად არ აქვს მხედველობის ან ჯანმრთელობის სხვაგვარი პრობლემები. მოწმემ ასევე დეტალურად აღწერა ხ----- ბ--–----ას სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც სრულ შესაბამისობაშია ექსპერტიზის დასკვნასთან და თავად დაზარალებულის ჩვენებასთან.

მოწმე რ----- მ----–-ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ იცნობს ბრალდებულებს ლ-–- ჩ---–-ძესა და რ----- ო-------ძეს დაახლოებით 7 თვეა და მათთან გააჩნია მეგობრული ურთიერთობა. თავისი სამსახურიდან გამომდინარე ( აღნიშნული მოწმე იყო ტაქსისტი ) იცნობს ასევე დაზარალებულ ხ----- ბ--–----ას, რომელიც ურეკავდა მას როცა ტაქსის სერვისით მომსახურება სჭირდებოდა. 2019 წლის 12 თებერვლის ღამის საათებში ლ-–- ჩ---–-ძე და რ----- ო-------ძე მივიდნენ მასთან სახლში ბათუმში, ივახშმეს ერთად და დაიძინეს. მეორე დღეს კი მის სახლში მივიდა პოლიცია, რომელმაც ჩაატარა ჩხრეკა. ჩხრეკისას ბრალდებულებისგან ამოიღეს სამკაულები. ნივთები რომელიც ჩხრეკის დროს პოლიციის მიერ იქნა ამოღებული დაინახა მაგიდაზე და განმარტა, რომ კონკრეტულად რომელი ნივთი რომელი ბრალდებულისგან იქნა ამოღებული არ დაუნახავს. მოწმე რ----- მ----–-ძემ დაადასტურა ვიდეო ჩანაწერებზე მისი გადაადგილების ფაქტი რ----- ო-------ძესთან და ლ-–- ჩ---–-ძესთან ერთად.

ე------ გ------------ უდავო გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმი პ. მ--–---–---–-ს ქუჩაზე ოჯახთან ერთად. 2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით დღის 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის შუალედში სტუმრად იმყოფებოდა მეზობელთან ა-–------ ბ---–---ესთან ქ. ბათუმიში ქ ჩ---–----–---–ის ქუჩა N 8--ში. დაახლოებით 14:00 საათზე ყვირილით შეაღო კარი ა-–------ს მეზობელმა, იქვე პირველ სართულზე N 4-ში მცხოვრებმა ხანში შესულმა ხ----- ბ--–----ამ. ის ითხოვდა შველას და ტუჩის არედან სდიოდა სისხლი, ასევე სისხლის კვალი ჰქონდა სახის არეში. მას ფეხების, კისრის და სახის არეში მოხვეული ჰქონდა მწებავი ლენტი ე.წ სკოჩი. ასევე სკოჩზე დაკიდებული ჰქონდა ქსოვილის ცხვირსახოცი. ფეხების არეში მწებავი ლენტები მოშვებული იყო იმ დონემდე, რომ მოკლე ნაბიჯების გადადგმას ახერხებდა მხოლოდ. ხელებზე ასევე ჰქონდა ნაჭრის განასკული ქსოვილი. ხ----- ბ--–----ას აშკარად ეტყობოდა სახის არეში დალურჯებები. ის იძახდა, რომ კლავდნენ და ახრჩობდნენ. ხ----- ბ--–----ასგან შეიტყვეს, რომ თავს დაესხნენ და გასტაცე ს სამკაულები. ა-–------მ გამოიძახა პოლიცია, რომლებმაც მალევე მოვიდნენ აღნიშნულ ადგილას. რის შემდეგაც ადგილზე მოვიდნენ ასევე ექსპერტები, რომლებმაც დეტალურად დაამუშავეს შემთხვევის ადგილი. რამოდენიმე ხანში ხ----- გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ის გახდა ცუდად.

მოწმე მ----- ქ-------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც დამტკიცებულ იქნა უდავო მტკიცებულებად დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში, მ--–---–---–-სა და მ. კომახიძის ქუჩების გადაკვეთაში აქვს სასურსათო მაღაზია. მაღაზიას გააჩნია სათვალთვალო კამერები, თუმცა ამჟამად არის გამოსული მწყობრიდან და ვერ ხერხდება გადაღებული კადრების დამახსოვრება. ამიტომ გასული დღეების ჩანაწერები ნახვა შეუძლებელია. კარგად ახსოვს 2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ, მაღაზიაში შევიდა უცნობი ახალგაზრდა, რომელმაც შეიძინა ერთი ცალი მწებავი ლენტი ე.წ სკოჩი. იმავე საღამოს, როგორც ტელევიზიებით გასული სიუჟეტებით გაიგო მეზობლად მცხოვრები ხანში შესული ხ----- ბ--–----ა გაძარცვეს. კერძოდ შეუკრეს ხელ-ფეხი და წაიღეს სამკაულები. ის იცნობს აღნიშნულ ქალბატონს, რომელიც ხშირად დადის მის მაღაზიაში.

სასამართლო სამედიცინოო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ხ----- ბ--–----ას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა ყურის არეში, ნაფლეთოვანი ჭრილობა ენის ქვეშ და სისხლნაჟღენთები მარჯვენა ქვედა ქუთუთოზე, ქვედა ყბის არეში, ქვედა ტუჩის ლორწოვანზე, მარჯვენა წინამხრისა და მარცხენა მტევნის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 თებერვალს 15:00 სთ-დან 16 : 35 წთ-მდე საგამოძიებო მოქმედება შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარა ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ბ----------------–-ძემ. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ თვითო ხ----- ბ--–----ა, ექსპერტები ე------ ჯ-------ძე, ნ------ ჯ-------ძე და ა--–-- ზ--------ძე. ხ----- ბ--–----ას ბინა მდებარეობს ქ. ბათუმში ქ. ჩ---–----–---–ის ქუჩა N 8--ში. საცხოვრებელი სახლი ორ სართულიანია და შესასვლელი გააჩნია ჩ---–----–---–ი ქუჩიდან. ხ----- ბ--–----ა ბინა N 4-ში მდებარეობს სადარბაზოს შესასვლელიდან მარცხენა მხარეს. ბინაში განთავსებული ავეჯის უჯრები გაღებულია და ოთახებში ნივთები არეულია მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილი დათვალიერებისას ბინაში ნანახი და ამოღებული იქნა ორი ცალი თაბახის ფურცელი, მწებავი ლენტის ფრაგმენტები და რულონი, სალფეტკის ქაღალდის ფრაგმენტი, ორი გაკვანძული ნაჭერი და ცხვირსახოცი, სარეცხის ნიჟარაში არსებული ორი მცირე ზომის ფინჯანი და ორი ლამბაქი, იატაკიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, ოთახში არსებული ლარნაკის ზედაპირიდან აღებულ იქნა ხელის კვლის ნიმუში. ყველა აღებული საგნები და ნიმუშები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება.

2019 წლის 13 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ლ-–- ჩ---–-ძეს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ქ. ბათუმში ხ--–--–-- ქუჩაზე N 3-- ბინა 5-ში. მისი პირადი ჩხრეკისას ლ-–- ჩ---–-ძეს წინადადება მიეცა წარმოედგინა ოქროს სამკაულები, რომელიც გაიტაცეს ქ. ბათუმში ქ. ჩ---–----–---–ის N 8--ში მცხოვრები ხ----- ბ--–----ასგან რა დროსაც ლ-–- ჩ---–-ძემ ტანთ მოსილი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან წარმოადგინა პოლიეთილენის პატარა პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი წყვილი საყურე, მართკუთხა ფორმის შავი ფერის თვლიანი კულონი, რომელსაც ირგვლივ დასდევს ოვალური ფორმის თვლები. ასევე მარჯვენა ჯიბიდან წარმოადგინა ტელეფონი კოდით 8------------------------------- ნომრით 5--------. ყველა ამოღებული საგნები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ გამომძიებლები ზ------ შ-------ე და გ---- ვ----------. ექსპერტი ა-----– ავ--–--ნი.

ჩხრეკის ოქმის სინამდვილე, შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის გამომძიებელმა ა---------–-------–---–მა, გამომძიებლებმა ზ------ შაქარიძემ და გ---- ვ----------მ.

2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

2019 წლის 13 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ჯ------ მ--–---- მიერ შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ რ----- ო-------ძეს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა 19:55სთ-დან 20:35სთ-მდე. რ----- ო-------ძის ტანთ მოსილი სპორტული მოსასხამის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ოქროსფერი ცეფი და ჯვარი, ერთი ოქროსფერი ბეჭედი გვირგვინით და შავი თვალით. ასევე მარჯვენა ჯიბიდან ტელეფონი. რ----- ო-------ძის განმარტებით მისგან ამოღებული ჯვარი ცეფი და ბეჭედი გაიტაცა ლასა ჩ---–-ძესთან ერთად ასაკოვანი ქალბატონისგან, მისამართიდან ბათუმი ჩ---–----–---–ის ქუჩა N 8-. ასაკოვანი ქალბატონი ბინაში დატოვეს შეკრულ მდგომარეობაში. ყველა ამოღებული საგნები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ გამომძიებლები ს---–---- დ----- და რ----- რ------. ექსპერტი ნ------ ჯ-------ძე.

ჩხრეკის ოქმის სინამდვილე, შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის გამომძიებელმა ს---–---- დ-----მ და რ----- რ------მ.

2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

2019 წლის 13 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ---- დ-------- მიერ შედგენილი ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–-- გამზირი N3-- ბინა 5-ში ჩატარებული რ----- მ----–-ძის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ტელეფონი სიმ ბარათით 5--------. ამოღებული საგანი შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ გამომძიებლები ჯ----– ბ---–----- და ექსპერტი ნ------ ჯ-------ძე.

2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

2019 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ მოწმე რ----- მ----–-ძისგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც თვით მოწმის განმარტებით ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს 2019 წლის 13 თებერვალს და ამ ტანსაცმელში იმყოფებდა, როდესაც კავშირი ქონდა ლ-–- ჩ---–-ძესთან და რ----- ო-------ძესთან. ამოღებული მოკლე სახელოებიანი დუტის მოსასხამი და გრელსახელოებიანი წითელი კაპიუშონი შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება.

2019 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე-გამომძიებელ ს--–---- ჯ------- მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ხ----- ბ--–----ასგან ამოღებული იქნა ერთი წყვილი საყურე, ერთი წყვილი წინდა, წითელი ფერის ბერეტი, ოთახის ჩუსტები, ნაქსოვი ჟაკეტი, სპორტული შარვალი და სპორტული ზედა. ყველა ამოღებული საგნები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება.

2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

2019 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ლ-–- ჩ---–-ძისგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც თვით ლ-–- ჩ---–-ძის განმარტებით ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს 2019 წლის 13 თებერვალს და ამ ტანსაცმელში იმყოფებდა, როდესაც კავშირი ქონდა დაზარალებულთან. ამოღებული მოკლე სახელოებიანი დუტის ქურთუკი და შავი კეპი. ნივთები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება.

2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

2019 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ბ----------------–-ძის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ რ----- ო-------ძისგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, შავი სპორტული ზედა ელვაშესაკრავით, წარწერით NIKE და მონაცრისფრო ყელსახვევი. ნივთები შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ბ----------------–-ძის მიერ შედგენილი პირის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ხ----- ბ--–----ამ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და თავის ბინის დათვალიერებისას მიუთითა ის ადგილები სადაც იჯდნენ თავდამსხმელები და ასევე სადაცა შეხება ქონდათ მათ ასევ ადგილი სადაც წააქციეს იგი იატაკზე. მითითებულ ადგილებიდან სადაც იჯდნენ თავდამსხმელები აღებულ იქნა მიკრონაწილაკების ნიმუშები მწებავი ლენტის გამოყენებით. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით. მოხდა ფოტო გადაღება.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ბ----------------–-ძის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულ ხ----- ბ--–----ამ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ რ--------- ხ--–--–-- მიერ აღებულ იქნა ორივე ხელის ფრჩხილის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ბ----------------–-ძის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულ ხ----- ბ--–----ამ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ რ--------- ხ--–--–-- მიერ აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ------ მ--–---- მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ ადვოკატის თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ რ--------- ხ--–--–-- მიერ აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ------ მ--–---- მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ ადვოკატის თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ რ--------- ხ--–--–-- მიერ აღებულ იქნა ორივე ხელის ფრჩხილის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ------ მ--–---- მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ ადვოკატის თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ გ---- მ----–---- მიერ აღებულ იქნა ხელის გულებიდან სუნის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ------ მ--–---- მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ ადვოკატის თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ ნ---------------ის მიერ აღებულ იქნა ხელის თითების კვლების ნიმუშები, დაქტილობარათის ელექტრონული ვერსიით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ რ--------- ხ--–--–-- მიერ აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ ნ---------------ის მიერ აღებულ იქნა ხელის თითების კვლების ნიმუშები, დაქტილობარათის ელექტრონული ვერსიით.

2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ გ---- მ----–---- და ა--–-- ზანდრაძის მიერ აღებულ იქნა ხელის გულებიდან სუნის ნიმუშები. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

2019 წლის 22 მარტს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან აღებულ იქნა ხელწერილის ნიმუშები.

2019 წლის 22 მარტს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან აღებულ იქნა ხელწერილის ნიმუშები.

2019 წლის 15 თებერვალს რ----- ო-------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ სამკაულები კერძოდ ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით და ბეჭედი შავი თვლით წარედგინა ამოსაცნობად დაზარალებულ ხ----- ბ--–----ას, რომელმაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამოიცნო რ----- ო-------ძისგან ამოღებული ნივთები და განაცხადა, რომ ეს სამკაულები მისია და სწორეს ეს სამკაულები გასტაცეს დამნაშავეებმა.

ამოცნობის შესახებ 2019 წლის 15 თებერვალს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ----– ც-–--–---- მიერ შედგა შესაბამის ოქმები. ამოცნობაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა გ----------–------მ და ი-----–--------–--ემ. მოხდა ფოტოგრაფირება.

2019 წლის 15 თებერვალს ლ-–- ჩ---–-ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ სამკაულები ოთხკუთხა ფორმის გულსაბნევი შუაში შავი თვლით, 29 ღია ფერის თვლებით, ორი შავ თვლიანი საყურე, წარედგინა ამოსაცნობად დაზარალებულ ხ----- ბ--–----ას, რომელმაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამოიცნო ამოღებული ნივთები და განაცხადა, რომ ეს სამკაულები მისია და სწორეს ეს სამკაულები გასტაცეს დამნაშავეებმა.

ამოცნობის შესახებ 2019 წლის 15 თებერვალს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ----– ც-–--–---- მიერ შედგა შესაბამის ოქმები. ამოცნობაში მონაწილეობა მიიღო ექსპერტმა როლან გ-------. მოხდა ფოტოგრაფირება.

იმისათვის რათა დადგენილიყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლევის ნიმუშები ეკუთვნის თუ არა რ----- ო-------ძეს და ლ-–- ჩ---–-ძის დაინიშნა და ჩატარდა ოდოროლოგიური ესპერტიზა, რომლის N 46/22-220 დასკვნით დადგენილი, რომ სისხლის სამართლის N1----------- საქმეზე, ქ. ბათუმში, ჩ---–----–---–ის ქუჩა N8--ის ბინა N4-ში ხ----- ბ--–----ას მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ჩ---–----–---–ის ქუჩა N8--ში მდებარე ხ----- ბ--–----ას საცხოვრებელი ბინა N4-ის საძინებელ ოთახში წითელი ფერის ნოხიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია ბრალდებულებისაგან: რ-----ი ი-----ს ძე ო-------ძისაგან (დაბადებული 05.03.1999 წელს, პ/ნ 54001057914) და ლ-–- რ-----ის ძე ჩ---–-ძისგან (დაბადებული 22.04.198- წელს, პ/ნ 6001093124) აღებული სუნის კვლის ნიმუშების.

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა ექსპერტმა გ-----------------ემ.

იმისათვის რათა დადგენილიყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ნივთმტკიცებებზე არსებული ბიოლოგიური მასალა იდენტურია თუ არა ლ-–- ჩ---–-ძის და რ----- ო-------ძის ბიოლოგიური მასალისა დაინიშნა და ჩატარდა ბიოლოგიური, სეროლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზები. სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზებით და N 007486319 დასკვნით დადგინდა:

- პაკეტში, წარწერით: „... ორი ცალი თაბახის ფურხელი რომლის ერთ მხარეს შესრულებულია ნაბეჭდი ტექსტი ხოლო მოეორე მხარეს ხელნაწერი...“ მოთავსებულ ორ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის ფურცელზე არსებული ბიომასალის(ობ. N1) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

- პაკეტში, წარწერით: „... ქაღალდის ნაჭერი...“ მოთავსებულ თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ. N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში აღებული ხ----- დ-------ის ასული ბ--–----ასაგან...“);

- პაკეტში წარწერით: „... მწებავი ლენტის რულონი, მწებავი ლენტის ფრაგმენტები...“ მოთავსებულ, ორ კონვერტში არსებულ წებოვანი ლენტის, დეფორმირებულ და ერთმანეთზე მიკრულ ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N3,6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50). ამავე ფრაგმენტებზე, აღნიშნული დანაშრევებისაგან შედარებით თავისუფალ უბნებზე აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა (ობ. N4,7). ობ. N4-ის გენეტიკური პროფილი და ობ N7-ის ობიექტური შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50). ობ. N7-ის პროფილის მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ფრაგმენტზე მიკრულ ფერის ღერზე (ობ. N5,8), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

ამავე პაკეტში, მესამე კონვერტში მოთავსებული წებოვანი ლენტის ხვიაზე, დეფორმირებულ კიდეზე (ობ. N9) და დანარჩენ უბნებზე (ობ. N10) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. N9-ის გენეტიკური პროფილი და ობ. N10-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. 50). ობ. N10-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე წებოვანი ლენტის კიდეზე მიკრულ თმის ღერებზე (ობ. N11), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: „... მიკრონაწილაკები...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ორ მწებავ ფირზე, სკამის დასაჯდომის ზედაპირიდან (ობ. N12) და სავარძლის დასაჯდომის ზედაპირიდან (ობ. N14) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N14-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50), მინორული წილი და ობ. N12-ის გენეტიკური პროფილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიურლია. ამავე ფირებზე მიკრულ თმის ღერებზე (ობ. N13,15), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ს მინიმალური მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში წარწერით: „...ბეჭედი, ყელსაბამი თავისი ჯვრით სპეც. პაკეტი წარწერებით პოლიეთილენის ორი ცალი მცირე ზომის პარკით...“ მოთავსებულ თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკზე, გულების გამოსახულებით (ობ. N16) და მოოქროსფრო მეტალის ბეჭედზე, ზედაპირზე ჩამაგრებული მოშავო ფერი ქვით (ობ. N19) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის მსალები შერეულია. ობ N16-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ობ. N19-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში აღებული ლ-–- რ-----ის ძე ჩ---–-ძისგან...“ ), მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

ამავე პაკეტში მოთავსებულ გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტზე (ობ. N17) და მოოქროსფრო მეტალის ჯაჭვზე, ჯვრით (ობ. N18),გენოტიპირებისთვუს საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ს მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

-პაკეტში, წარწერით “...ერთი წყვილი საყურე, გულსაბნევი და ერთი ცალი პაკეტი...“ მოთავსებულ თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკზე, წარწერით: „ Love story ”, არსებული ბიომასალის (ობ. N20) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51), მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატულია.

ამავე პაკეტში მოთავსებულ გულსაკიდზე (ობ. N21) და წყვილ საყურეზე (ობ. N22), გენოტიპირებისთვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

-პაკეტში, წარწერით: „...ორი ცალი მცირე ზომის ფინჯანი და ორი ცალი მცირე ზომის ლამბაქი...“ მოთავსებულ “

ერთ-ერთ ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N23) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51). ობ. N23-ის პროფილში ხ----- ბ--–----ასა (ობ. N50) და რ----- ო-------ძის (ობ. N 52; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში აღებული რ-----ი ი-----ს ძე ო-------ძისაგან...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

მეორე ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N 24) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50), მეორე წილი ეკუთვნის რ----- ო-------ძეს (ობ. N52);

ერთ-ერთ თეფშზე არსებული ბიომასალის (ობ N26) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ხ----- ბელწანიას (ობ. N 50). ობ N26-ის პროფილში ლ-–- ჩ---–-ძისა (ობ. N51) და რ----- ო-------ძის (ობ. N52) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

მეორე თეფშზე (ობ. N25), გენოტიპირებისთვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: „ ხელის ფრჩხილების ნიმუში აღებული ხ----- დ-------ის ასული ბ--–----ასგან...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N27,28) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ.N52);

- - პაკეტში წარწერით: „... ხელის ფრჩხილების ნიმუში აღებული რ-----ი ი-----ს ძე ო-------ძისაგან...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N29,30) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ო-------ძეს (ობ. N52);

- პაკეტში, წარწერით: „ ორი ცალი გაკვანძული ქსოვილის ნაჭერი და ერთი ცალი ცხვირსახოცი...“ მოთავსებულ“

წითელი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე, კვანძით, არსებული ბიომასალის (ობ. N31,32) გენეტიკური პტოფილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50);

მოთეთრო ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე, კვანძით (ობ. N33) და ცხვირსახოცზე (ობ. N35) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50). ამავე მოთეთრო ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე, აღნიშნული ლაქებისაგან შედარებით თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის (ობ. N34) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50), მინორული წილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51). ცხვირსახოცზე არსებული ბიომასალის (ობ. N36) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ.N50).;

- პაკეტში წარწერით: „... რ----- ო-------ძის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე, მარჯვენა სახელოს ქვედა მესამედში არსებული ბიომასალის (ობ. N37) შერეულის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და მარცხენა სახელოს მანჟეტის მიმდებარედ არსებულ ლაქებსა და (ობ. N38) და წინა მარჯვენა კალთის ზედა ნახევარში არსებულ დანაშრევებზე (ობ. N39) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ო-------ძეს (ობ. N52). ობ. N37-ის პროფილში, ხ----- ბ--–----ასა (ობ.N50) და ლ-–- ჩ---–-ძის (ობ. N51) გენეტიკური თანამონაწილეობა, არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ კაშნეზე, ბიომასალაზე საეჭვო ლაწები, არ აღენიშნება;

- - პაკეტში, წარწერით: „...ლ-–- ჩ---–-ძის ქურთუკი და კეპი...“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული ბიომასალის (ობ. N40) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და კეპიან ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. N41) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51). ობ. N40-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

- პაკეტში, წარწერით: „... ხ. ბ--–----ას ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ჟაკეტსა (ობ. N45,46) და ე.წ. ბერეტზე(ობ. N 47) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ხოლო წინდასა და (ობ. N48) და ჩუსტზე (ობ. N49) არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლის არ აღმოჩნდა. ობ. N45-47-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ.N50).

ამავე პაკეტში მოთავსებულ ჟაკეტსა (ობ.N42) და შარვალზე (ობ. N43,44) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი ეკუთვნის ხ----- ბ--–----ას (ობ. N50). ობ N42-ის პროფილის მინორული წილი ეკუთვნის ლ-–- ჩ---–-ძეს (ობ. N51). ობ. N43,44-ის პროფილების მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა ექსპერტმა ნ--------–----ემ.

ლ-–- ჩ---–-ძის და რ----- ო-------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ სამკაულებზე დაინიშნა და ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის N 0077566419 დასკვნის დადგენილია, რომ ს/ს171160119006 საქმეზე, დადგენილების მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ლ-–- ჩ---–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები და რ----- ო-------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთებიდან ჯვარი და წყვილი საყურე დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან, ვერცხლისაგან. სინჯი--925. ძეწკვი, ბეჭედი და კულონი დამზადებული არაძვირფასი ლითონისაგან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლ-–- ჩხიკვაძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები და რ----- ო-------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთების ღირებულებებია:

6. ვერცხლის ჯვარი, სინჯი--925, წონა --4,66 გრ. ღირებულება --10.

7. არაძვირფასი ლითონის ძეწკვი, ღირებულება--5 ლარი.

8. არაძვირფასი ლითონის ბეჭედი, არაძვირფასი ქვით, ღირებულება -- 2 ლარი.

9. ვერცხლის საყურე სინჯი -- 925; წონა -- 11.96 გრ. არაძვირფასი ქვებით, ღირებულება -- 20 ლარი.

10. არაძვირფასი ლითონის კულონი, არაძვირფასი ქვებით, 3 ცალი ქვა აკლია. ღირებულება 1 ლარი.

2019 წლის 23 მარტს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მან დაზარალებულ ხ----- ბ--–----ას მონაწილეობით დაათვალიერა კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა; დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერება მოხდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის N11დ-104 განჩინების და 2019 წლის 21 თებერვლის N11/დ-116 განჩინების საფუძველზე, შემდეგი მასალის:

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:10 სთ-დან 10:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში მ--–---–---–-ს ქუჩა N119-ში შპს ,, ბალას “ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და კომახიძის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,, რიკო კრედიტის “ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 13:50 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში შპს ,, ვაგუს “ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:45 სთ-დან 13:55 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 14:20 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში თბილისის მოედანზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა;

დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში, დახურულ შენობაში, მშვიდ სამუშაო გარემოში.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:25 სთ-დან 10:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ერთი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1. Playlist_2019-03-02_1539

1. Playlist_2019-03-02_1539 - სახელწოდების ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 147 lado asatianis da petre meliqishvilis kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 10:10:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მელიქიშვილს ქუჩა ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით, ასევე ჩანს ქუჩის საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, კადრში მარჯვენა მხარეს ჩანს მე-20 საჯარო სკოლის ადმისტრაციული შენობის ეზო, ხოლო მარცხენა მხარეს ჩანს ბავშთა ბაღის ადმინისტრაციული შენობის ეზო, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 10:14:30 სთ-ზე ხ----- ბ--–----ას მითითებით კადრში ჩდება მისი ნაცნობი ტაქსისტი რ----- მ----–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია შავი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის კაპიშონიანი ზედა და შავი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, ხ----- ბ--–----ას მითითებით რ----- მ----–-ძის მარჯვნივ მიდის მის მიერ ამოცნობილი პიროვნება ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, ხ----- ბ--–----ას მითითებით რ-----ი მ----–-ძის წინ მარცხნივ მიდის მის მიერ ამოცნობილი რ-----ი ო-------ძე, რომელსაც ტანზე აცვია მოთეთრო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კაპიშონიანი ზედა, შავი ფერის გრძელსახელოიანი სპორტული ზედა, თეთრი ფერის შავი წერტილებით ყელსახვევი, ისინი მიდიან მ--–---–---–-ს ქუჩით ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით, 10:15:50 სთ-ზე რ----- მ----–-ძე, რ-----ი ორდერიძე და ლ-–- ჩ---–-ძე კადრში არ ჩანან.

შპს ,,ბალა“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-ს ქუჩა N119-ში მდებარე მაღაზიის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, ( შენიშვნა : ვიდეომასალის გამოთხოვის დროს შპს ,, ბალას “ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერში მითითებული დრო არ შეესაბამება რეალურ დროს და ის უჩვენებს რეალურ დროსთან შედარებით ერთი საათის წინა დროს) რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ერთი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1) cam4_13-02-2019__11-00-00_11-59-59__CAM4;

cam4_13-02-2019__11-00-00_11-59-59__CAM4 - სახელწოდების ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 11:00:00 WED CAM4. კადრში ჩანს პეტრე მელიქიშვილს ქუჩაზე შპს ,,ბალა“ს კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, ჩ---–----–---–ის და მ--–---–---–-ს ქუჩის კვეთის მხარე, ჩანს ქუჩის საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, მისი მითითებით 11:28:33 სთ-ზე კადრში ჩნდება ტაქსისტი რ----- მ----–-ძე, მისგან მარჯვნივ მის მიერ ამოცნობილი პირი რ-----ი ო-------ძე, მისგან მარცხნივ ლ-–- ჩ---–-ძე. რ----- მიქალაძე, ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე ჩერდებიან მ--–---–---–-სა და ჩ---–----–---–ის ქუჩების კვეთაში, რის შემდეგაც ისინი გადიან მ--–---–---–-ს ქუჩის მეორე მხარეს;

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და კომახიძის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ერთი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1) Playlist_2019-02-19_1553;

2) Playlist_2019-02-19_1617;

3) Playlist_2019-02-19_1642;

4) Playlist_2019-02-26_2207;

Playlist_2019-02-19_1553 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 10:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 10:27:37 სთ-ზე კადრში ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარეს სანაგვე ურნებთან ახლოს ჩდებიან ლ-–- ჩ---–-ძე, რ-----ი ო-------ძე და რ----- მ----–-ძე, 10:58:05 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე მიდიან ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით, ხოლო რ----- მ----–-ძე მიდის გ. ბრწყინვალის ქუჩის მხარეს, 10:58:28 სთ-ზე რ----- მ----–-ძე კადრში არ ჩანს.

Playlist_2019-02-19_1617 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 11:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 11:44:18 სთ-ზე კადრში ჩნდება რ-----ი ო-------ძე და ლ-–- ჩ---–-ძე, რომლებიც მიდიან გ. ბრწყინვალის ქუჩის მიმართულებით.

Playlist_2019-02-19_1642 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 12:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 12:37:16 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე ჩნდებიან კადრში და მიდიან ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარეს, 12:38:01 სთ-ზე კადრში არ ჩანან.

Playlist_2019-02-26_2207 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 13:32:35 სთ-ზე ჩ---–----–---–ის ქუჩის მხრიდან კადრში ჩდებიან რ-----ი ორდერიძე და ლ-–- ჩ---–-ძე, რომლებიც მიდიან გ. ბრწყინვალის ქუჩის მიმართულებით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რიკო კრედიტის “ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 13:50 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში მდებარე ოფისის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილები, სახელწოდებით:

1) IP Camera9_shida_shida_20190213133700_20190213135300_2369651;

2) IP Camera11_shida_shida_20190213134151_20190213135300_2409141;

3) IP Camera5_shida_shida_20190213133759_20190213135158_3225543;

IP Camera9_shida_shida_20190213133700_20190213135300_2369651 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი, cam 1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის გარე ფასადი და მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ავტობუსის გაჩერების მოსაცდელი, ვიდეოთვალი მიმართულია თიბისი ბანკის მხარეს, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 13:47:10 სთ-ზე კადრში ჩნდება ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, ლ-–- ჩ---–-ძე შედის რიკო კრედიტის ოფისში, 13:48:25 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე გამოდის რიკოკრედის ოფისიდან და გადის თბილისის მოედნის მხარეს.

IP Camera11_shida_shida_20190213134151_20190213135300_2409141 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:41:53 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის გარე ფასადი და მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ავტობუსის გაჩერების მოსაცდელი, ვიდეოთვალი მიმართულია თბილისი მოედნის მხარეს, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 13:48:22 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე გამოდის რიკოკრედიტის ოფისიდან და მიდის დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მხარეს ჯდება ტაქსში და მიდის თბილისი მოედნის მხარეს.

IP Camera5_shida_shida_20190213133759_20190213135158_3225543 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის შიდა პერიმეტრი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, 13:47:15 სთ-ზე რიკოკრედიტის ოფისში შედის ლ-–- ჩ---–-ძე და მიდის ოპერატორთან, ერთ წუთში გადის ოფისიდან გარეთ.

შპს ,,ვაგუ“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 14:20 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში მდებარე ოფისის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილები სახელწოდებით:

1) Event20190213134748001;

Event20190213134748001 ფაილის გახსნისას ეკრანის კადრში ჩანს ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში განთავსებული შპს ,,ვოგი“ს სავალიუტო ჯიხური და მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის და ბერიძის ქუჩების კვეთა, ვიდეოთვალი მიმართულია წერეთლის ქუჩის მხარეს ავტობუსების გაჩერებისკენ, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული ხ----- ბ--–----ა, სადაც წერეთლის ქუჩაზე ჩერდება ვერცხლისფერი ტოიოტა პრიუსის მოდელის ტაქსი გადმოდიან ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე, რომლებიც შედიან ბერიძის ქუჩის შესახვევისკენ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში თბილისის მოედანზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

Playlist_2019-03-02_1526 ფაილის გახსნისას ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:40:00 საათი. კადრში ჩანს წერეთლის ქუჩა და თბილისის მოედანზე ავტობუსების გაჩერების ადგილი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს დაზარალებული რ----- მ----–-ძე, 14:12:08 სთ-ზე ბერიძის ქუჩის შესახვევის მხრიდან ავტობუსის გაჩერებაზე წერეთლის ქუჩის გადმოკვეთით, გადმოდის რ----- მ----–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია შავი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის კაპიშონიანი ზედა და შავი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი; ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი; რ-----ი ო-------ძე, რომელსაც ტანზე აცვია მოთეთრო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კაპიშონიანი ზედა, შავი ფერის გრძელსახელოიანი სპორტული ზედა, თეთრი ფერის შავი წერტილებით ყელსახვევი. 14:13:37 სთ-ზე სამივე ჯდება თეთრი ფერის სამარშრუტო ტაქსში და მიდიან.

სასამართლოში მოხდა აღნიშნული ვიდეო მასალის გამოკვლევა.

2019 წლის 19 მარტს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მან მოწმე რ----- მ----–-ძის მონაწილეობით დაათვალიერა კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა; დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერება მოხდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის N11დ-104 განჩინების და 2019 წლის 21 თებერვლის N11/დ-116 განჩინების საფუძველზე, შემდეგი მასალის:

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:10 სთ-დან 10:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში მ--–---–---–-ს ქუჩა N119-ში შპს ,,ბალა“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და კომახიძის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რიკო კრედიტი“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 13:50 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში შპს ,,ვაგუ“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:45 სთ-დან 13:55 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 14:20 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში თბილისის მოედანზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა;

ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–-- ქუჩა N364-ში სს ,,კრედო ბანკი“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 14:55 სთ-დან 15:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეომასალა;

დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში, დახურულ შენობაში, მშვიდ სამუშაო გარემოში.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:25 სთ-დან 10:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ერთი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1. Playlist_2019-03-02_1539

1. Playlist_2019-03-02_1539 - სახელწოდების ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 147 lado asatianis da petre meliqishvilis kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 10:10:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მელიქიშვილს ქუჩა ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით, ასევე ჩანს ქუჩის საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, კადრში მარჯვენა მხარეს ჩანს მე-20 საჯარო სკოლის ადმინისტრაციული შენობის ეზო, ხოლო მარცხენა მხარეს ჩანს ბავშვთა ბაღის ადმინისტრაციული შენობის ეზო, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 10:14:30 სთ-ზე რ----- მ----–-ძის მითითებით კადრში ჩნდება რ----- მ----–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია შავი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის კაპიშონიანი ზედა და შავი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, მისგან მარჯვნივ წინ ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, მისგან მარცხნივ წინ მიდის რ-----ი ო-------ძე, რომელსაც ტანზე აცვია მოთეთრო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კაპიშონიანი ზედა, შავი ფერის გრძელსახელოიანი სპორტული ზედა, თეთრი ფერის შავი წერტილებით ყელსახვევი, რ----- მ----–-ძის წინ მიდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ესაუბრება რ-----ი ო-------ძეს, რ-----ი მ----–-ძისთვის არის უცნობი, ისინი მიდიან მ--–---–---–-ს ქუჩით ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით, კადრი დასქრინშოთებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს, 10:15:50 სთ-ზე რ----- მ----–-ძე, რ-----ი ო-------ძე და ლ-–- ჩ---–-ძე კადრში არ ჩანან.

შპს ,,ბალა“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-ს ქუჩა N119-ში მდებარე მაღაზიის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, ( შენიშვნა : ვიდეომასალის გამოთხოვის დროს შპს ,,ბალა“ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერში მითითებული დრო არ შეესაბამება რეალურ დროს და ის უჩვენებს რეალურ დროსთან შედარებით ერთი საათის წინა დროს) რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ერთი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1) cam4_13-02-2019__11-00-00_11-59-59__CAM4;

2) cam4_13-02-2019__14-00-00_14-59-59__CAM4;

cam4_13-02-2019__11-00-00_11-59-59__CAM4 - სახელწოდების ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 11:00:00 WED CAM4. კადრში ჩანს პეტრე მელიქიშვილს ქუჩაზე შპს ,,ბალა“ს კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, ჩ---–----–---–ის და მ--–---–---–-ს ქუჩის კვეთის მხარე, ჩანს ქუჩის საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 11:28:33 სთ-ზე კადრში ჩნდება რ----- მ----–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია შავი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის კაპიშონიანი ზედა და შავი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, მისგან მარჯვნივ რ-----ი ო-------ძე რომელსაც ტანზე აცვია მოთეთრო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კაპიშონიანი ზედა, შავი ფერის გრძელსახელოიანი სპორტული ზედა, თეთრი ფერის შავი წერტილებით ყელსახვევი, მისგან მარცხნივ ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, აღნიშნული კადრი დასქრინშოთებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს, რ----- მიქალაძე, ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე ჩერდებიან მ--–---–---–-სა და ჩ---–----–---–ის ქუჩების კვეთაში, რის შემდეგაც ისინი გადადინა მ--–---–---–-ს ქუჩის მეორე მხარეს;

cam4_13-02-2019__14-00-00_14-59-59__CAM4 სახელწოდების ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 14:00:00 WED CAM4. კადრში ჩანს პეტრე მელიქიშვილს ქუჩაზე შპს ,,ბალა“ს კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, ჩ---–----–---–ის და მ--–---–---–-ს ქუჩის კვეთის მხარე, ჩანს ქუჩის საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე სადაც საქმეში არსებული პირები არ ჩნდებიან.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში მ--–---–---–-სა და კომახიძის ქუჩების კვეთაში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ერთი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1) Playlist_2019-02-19_1553;

2) Playlist_2019-02-19_1617;

3) Playlist_2019-02-19_1642;

4) Playlist_2019-02-26_2207;

Playlist_2019-02-19_1553 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 10:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 10:27:37 სთ-ზე კადრში ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარეს სანაგვე ურნებთან ახლოს ჩდებიან ლ-–- ჩ---–-ძე, რ-----ი ო-------ძე და რ----- მ----–-ძე, სადაც რამოდენიმე წუთი ჩერდებიან, შემდეგ რ----- მ----–-ძე და რ-----ი ო-------ძე შედიან მაღაზიაში, ხოლო ლ-–- ჩ---–-ძე ელოდება გარეთ, რ----- მ----–-ძის მითითებით მაღაზიიდან პირველი გამოდის რ-----ი ო-------ძე და ლ-–- ჩ---–-ძეს აძლევს ლუდის ბოთლს, მას შემდეგ მაღაზიიდან გამოდის რ----- მ----–-ძე, რომლებიც რამდენიმე წუთი რჩებიან მაღაზიის შორიახლოს, რის შემდეგაც 10:47:57 სთ-ზე რ-----ი ო-------ძე გადადის და შედის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიაში 10:48:12 სთ-ზე რ-----ი ორდერიძე გამოდის მაღაზიიდან მიდის ლ-–- ჩ---–-ძესთან და რ----- მ----–-ძესთან, 10:51:01 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე, რ----- ო-------ძე და რ----- მ----–-ძე გადიან ჩ---–----–---–ის ქუჩის მხრეს ჩერდებიან და საუბრობენ, 10:58:05 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე მიდიან ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით, ხოლო რ----- მ----–-ძე მიდის გ. ბრწყინვალის ქუჩის მხარეს, 10:58:28 სთ-ზე რ----- მ----–-ძე კადრში არ ჩანს.

Playlist_2019-02-19_1617 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 11:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 11:44:18 სთ-ზე კადრში ჩნდება რ-----ი ო-------ძე და ლ-–- ჩ---–-ძე, რომლებიც მიდიან გ. ბრწყინვალის ქუჩის მიმართულებით.

Playlist_2019-02-19_1642 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 12:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზედადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 12:37:16 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე ჩნდებიან კადრში და მიდიან ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარეს, 12:38:01 სთ-ზე კადრში არ ჩანან.

Playlist_2019-02-26_2207 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის წარწერა ლათინური შრიფტით 139 meliqishvilis da elbakidzes kveta, ფაილის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:00:01 საათი. კადრში ჩანს პეტრე მ--–---–---–-სა და ელბაქიძის ქუჩების კვეთა, მარჯვენა მხარეს კადრში ჩანს სასურსათო მაღაზია და სახაჭაპურე, მარცხენა მხარეს ჩ---–----–---–ის ქუჩის მხარე, საავტომობილო გზაზე დადებულია სანაგვე ურნები, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 13:32:35 სთ-ზე ჩ---–----–---–ის ქუჩის მხრიდან კადრში ჩნდებიან რ-----ი ო-------ძე და ლ-–- ჩ---–-ძე, რომლებიც მიდიან გ. ბრწყინვალის ქუჩის მიმართულებით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რიკო კრედიტი“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 13:50 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში მდებარე ოფისის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილები, სახელწოდებით:

1) IP Camera9_shida_shida_20190213133700_20190213135300_2369651;

2) IP Camera11_shida_shida_20190213133659_20190213134151_2369667;

3) IP Camera11_shida_shida_20190213134151_20190213135300_2409141;

4) IP Camera5_shida_shida_20190213133759_20190213135158_3225543;

5) IP Camera16_shida_shida_20190213133759_20190213134204_3225543;

6) IP Camera16_shida_shida_20190213134204_20190213135158_3260676;

IP Camera9_shida_shida_20190213133700_20190213135300_2369651 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი, cam 1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის გარე ფასადი და მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ავტობუსის გაჩერების მოსაცდელი, ვიდეოთვალი მიმართულია თიბისი ბანკის მხარეს, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 13:47:10 სთ-ზე კადრში ჩნდება ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, ლ-–- ჩ---–-ძე შედის რიკო კრედიტის ოფისში, 13:48:25 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე გამოდის რიკოკრედის ოფისიდან და გადის თბილისის მოედნის მხარეს.

IP Camera11_shida_shida_20190213133659_20190213134151_2369667 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის გარე ფასადი და მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ავტობუსის გაჩერების მოსაცდელი, ვიდეოთვალი მიმართულია თბილისი მოედნის მხარეს, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, ვიდეოჩანაწერი მთავდება 13:41:40 სთ-ზე, ჩანაწერში რ----- მ----–-ძე, ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ორდერიძე არ ჩანან.

IP Camera11_shida_shida_20190213134151_20190213135300_2409141ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:41:53 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის გარე ფასადი და მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა და ქვეითთა სასიარულო ბილიკი, ავტობუსის გაჩერების მოსაცდელი, ვიდეოთვალი მიმართულია თბილისი მოედნის მხარეს, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 13:46:40 სთ-ზე დ. თავდადებულის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთას ჩერდება ვერცხლისფერი ტოიოტა პრიუსის მოდელის ტაქსი, საიდანაც გადმოდის ლ-–- ჩ---–-ძე და მიდის რიკოკრედიტის ოფისთან, (კადრი დასქრინშოთებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს), სადაც ჯერ ესაუბრება ოპერატორს, შემდეგ კი შედის ოფისში, 13:48:22 სთ-ზე ლ-–- ჩ---–-ძე გამოდის რიკოკრედიტის ოფიისიდან და მიდის ტასთან ჯდება და 13:48:50 სთ-ზე მიდიან თბილისი მოედნის მხარეს.

IP Camera5_shida_shida_20190213133759_20190213135158_3225543 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის შიდა პერიმეტრი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 13:47:15 სთ-ზე რიკოკრედიტის ოფისში შედის ლ-–- ჩ---–-ძე და მიდის ოპერატორთან და რამოდენიმე ერთ წუთში გადის ოფისიდან გარეთ.

IP Camera16_shida_shida_20190213133759_20190213134204_3225543 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:37:00 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის შიდა პერიმეტრი და მოლარე ოპერატორი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, ვიდეოჩანაწერი მთავდება 13:41:40 სთ-ზე, ჩანაწერში რ----- მ----–-ძე, ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ორდერიძე არ ჩანან.

IP Camera16_shida_shida_20190213134204_20190213135158_3260676 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში არის მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:42:00 საათი cam1. კადრში ჩანს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოკრედიტის ოფისის შიდა პერიმეტრი და მოლარე ოპერატორი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, ვიდეოჩანაწერი მთავდება 13:51:00 სთ-ზე, ჩანაწერში რ----- მ----–-ძე, ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ორდერიძე არ ჩანან.

შპს ,,ვაგუ“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 13:40 სთ-დან 14:20 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში მდებარე ოფისის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილები სახელწოდებით:

1) Event20190213134748001;

2) Event20190213135250001;

Event20190213134748001 ფაილის გახსნისას ეკრანის კადრში ჩანს ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში განთავსებული შპს ,,ვოგი“ს სავალიუტო ჯიხური და მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის და ბერიძის ქუჩების კვეთა, ვიდეოთვალი მიმართულია წერეთლის ქუჩის მხარეს ავტობუსების გაჩერებისკენ, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, სადაც წერეთლის ქუჩაზე ჩერდება ვერცხლისფერი ტოიოტა პრიუსის მოდელის ტაქსი გადმოდიან ლ-–- ჩ---–-ძე და რ-----ი ო-------ძე, რომლებიც შედიან ბერიძის ქუჩის შესახვევისკენ, მათ მიყვება რ----- მ----–-ძე, რაც დასქრინშოთებული იქნა და დაერთო დათვალიერების ოქმს.

Event20190213135250001 ფაილის გახსნისას ეკრანის კადრში ჩანს ქ. ბათუმში წერეთლის ქუჩა N4-ში განთავსებული შპს ,,ვოგი“ს სავალიუტო ჯიხური და მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის და ბერიძის ქუჩების კვეთა, ვჯიდეოთვალი მიმართულია წერეთლის ქუჩის მხარეს ავტობუსების გაჩერებისკენ, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, ჩანაწერში ლ-–- ჩ---–-ძე, რ-----ი ო-------ძე და რ-----ი მ----–-ძე არ ჩანს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 10:00 სთ-დან 13:40 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში თბილისის მოედანზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

Playlist_2019-03-02_1526 ფაილის გახსნისას ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 13:40:00 საათი. კადრში ჩანს წერეთლის ქუჩა და თბილისის მოედანზე ავტობუსების გაჩერების ადგილი, ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 14:12:08 სთ-ზე ბერიძის ქუჩის შესახვევის მხრიდან ავტობუსის გაჩერებაზე წერეთლის ქუჩის გადმოკვეთით, გადმოდის რ----- მ----–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია შავი ფერის ჯინსის შარვალი, წითელი ფერის კაპიშონიანი ზედა და შავი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, ლ-–- ჩ---–-ძე, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული გრძელსახელოიანი ზედა, მუქილურჯი ფერის მოკლესახელოიანი დუტის ჟილეტი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპი, რ-----ი ორდერიძე, რომელსაც ტანზე აცვია მოთეთრო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კაპიშონიანი ზედა, შავი ფერის გრძელსახელოიანი სპორტული ზედა, თეთრი ფერის შავი წერტილებით ყელსახვევი. 14:13:37 სთ-ზე სამივე ჯდება თეთრი ფერის სამარშრუტო ტაქსში და მიდიან, რ----- მ----–-ძის განმარტებით ხელვაჩაურში.

სს ,,კრედო ბანკი“ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი 2019 წლის 13 თებერვლის 14:55 სთ-დან 15:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–-- ქუჩა N364-ში დამონტაჟებული გარესათვალთვალო კამერების გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ჩართული იქნა პერსონალური კომპიუტერში. სადაც აღმოჩნდა ვიდეო ფაილი, სახელწოდებით:

1) cam120191302;

2) cam220191302;

cam120191302 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 14:55:00 საათი. ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–-- ქუჩა N364-ში სს ,,კრედო ბანკი“ს მიმდებარე ტერიტორია ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, ჩანაწერი მთავდება 15:00:00 სთ-ზე, სადაც ლ-–- ჩ---–-ძე, რ----- მ----–-ძე და რ-----ი ორდერიძე არ ჩანს.

cam220191302 ფაილის გახსნისას ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული თარიღი 13.02.2019 და დრო 14:55:00 საათი. ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–-- ქუჩა N364-ში სს ,,კრედო ბანკი“ს მიმდებარე ტერიტორია ვიდეოჩანაწერი ჩართული და დათვალიერებული იქნა სწრაფი გადახვევის რეჟიმით, რაშიც მონაწილეობს მოწმე რ----- მ----–-ძე, 15:02:10 სთ-ზე, სადაც ლ-–- ჩ---–-ძე, რ----- მ----–-ძე და რ-----ი ორდერიძე არ ჩანს.

მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მუშაკებმა - ვაჯა გოგიაშვილმა, გ---- ვ----------მ, ზ------ შ-------ემ, ს---–---- დ-----მ, რ----- რ------მ განმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს ხ----- ბ--–----ას ყაჩაღობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში. ის წერილობით მტკიცებულებები რომლებზედაც მათი ხელმოწერა დაფიქსირებული ეკუთვნის მათ. შედგენილი ოქმები ზუსტად ასახავენ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსსა და შედეგებს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების და მადი დამცველების შუამდგომლობას იმასთან დაკავშირებით, რომ რ----- ო-------ძის მიერ ჩადენილია არა ყაჩაღობა არამედ ძარცვა რადგან დაზარალებულს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა რომელიც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ერთდროულად ხელყოფს ორ სიკეთეს - საკუთრებას და ადამიანის სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას. სწორედ ამითაა განპირობებული მისი განსაკუთრებული საშიშროება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთა შორის. საკუთრების ხელყოფა ყაჩაღობის დროს ხდება თავდასხმით, რომელსაც თან ახლავს ადამიანის სიცოცხლის, ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ან ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმა გულისხმობს უეცარ ძალადობრივ ზემოქმედებას პიროვნებაზე, რომელიც შეიძლება იყოს აშკარა ან გამოიხატოს მოულოდნელ და ყველასგან დაფარულ ზემოქმედებაში იმ პირების მიმართ, რომლებსაც თავდასხმის ფაქტი გაცნობიერებული არ აქვთ.

ყაჩაღური თავდასხმისას აუცილებელია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის, ან ასეთი ძალადობის გამოყენება. პირველ შემთხვევაში ძალადობის მუქარა ხდება ადამიანის ფსიქიკაზე უშუალო ზემოქმედების გზით, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალადობა ხდება ადამიანის სხეულზე უშუალო შეხების გზით. ფაქტობრივად თავდასხმა იწყება დაზარალებულთან შეხვედრისას მისთვის მოძრავი ნივთის გადმოცემის მოთხოვნით, რომელსაც თან ახლავს ჯანმრთელობისათვის, ან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელიც დაზარალებულის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მთავრდება ჯანმრთელობისათვის, ან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით. აუცილებელია თავდამსხმელმა გამოიყენოს ფსიქიკური ძალადობა რათა ნივთის გადაცემის მოთხოვნა გახდეს დაზარალებულის იძულების საშუალება,. ამიტომ ყაჩაღური თავდასხმის ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ ობიექტურად და სუბიექტურად საშიში გარემოს შექმნა, რომელსაც რეალურად შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური ძალადობა დაზარალებულის მიმართ, თუ იგი ეცდება ნივთის დაუფლების დროს წინააღმდეგობის გაწევას. თავდასხმაში ჩამალული ძალადობის საშიშროება შეიძლება სწრაფად განხორციელდეს დაზარალებულზე ფიზიკური ზემოქმედების გზით, თავდასხმა ყოველთვის უთავსდება ისეთ ძალადობას, რომელიც ხორციელდება თავდამსხმელის მიერ ძალადობის, ან იარაღის გამოყენებით, ანდა უშუალოდ ძალადობის გამოყენების მუქარით.

თავდასხმა არ არის ერთაქტიანი მოქმედება, რომელიც ამოიწურება ფიზიკური, ან ფსიქიკური ძალადობის გამოყენებით, არამედ ის არის დაზარალებულზე ზემოქმედების პროცესი, რომელშიც დამალულია რეალური საშიშროება ძალადობის გამოყენების გარკვეული დროის მონაკვეთში, თავდასხმის მიმდინარეობისას. ამიტომ თავდასხმა ძალადობასთან განუყრელად დაკავშირებული ცნებაა, მაგრამ არა მასთან პირდაპირ გაიგივებული. სწორედ ამიტომაა მითითებული კანონში თავდასხმაზე, რომელიც ჩადენილია ძალადობით.

ზემოაღნიშნული მხედველობაში მიღებით სასამართლო თვლის, რომ ორი მამაკაცის მოულოდნელი თავდასხმა 87 წლის ქალბატონზე აქტიური ფიზიკური ძალის გამოყენებით მისი დაგდება იატაკზე, შემდეგ მისი შებოჭვა, პირში ძლიერად ნაჭერის ჩადება და იზოლენტის დახვევა, ეს არამარტო ფიზიკური თავდასხმა იყო, რომელიც საშიში იყო მის ჯანმრთელობისთვის, არამედ შებოჭვა და იატაკზე ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ეს იყო დაზარალებულზე ფსიქიკური ძალადობა და მუქარა, რომელიც მიმართული იყო პირდაპირ დაზარალებულს ფსიქიკისკენ. ამგვარი გარემოს შექმნით და ამ მოქმედებით დაზარალებულს პირდაპირ მიუთითეს დამნაშავეებმა, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევს ნივთის დაუფლების დროს მაშინ რეალურად შეექმნება საფრთხე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. რაც მთავარია თვითონ დაზარალებულმაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ საფრთხე და ასეთად გამოხატული მუქარა რეალურად აღიქვა. მან სასამართლოს განუმარტა, რომ ასეთი ქმედებით თავდამსხმელებმა (მისი ასაკის გათვალისწინებით) წაქცეულს პირის ღრუში რაღაც ჩაუდეს, თვალები აუხვიეს, ხელები და ფეხები შეუკრეს, თვითონ ფულს ეძებდნენ, აწამეს, ნახევრად მკვდარი, სისხლიანი, სახე გაშავებული სასიკვდილოდ გაიმეტეს. ბრალდებულების აქტიური ფიზიკური ძალის გამოყენებით, იატაკზე 87 წლის ასაკის ქალბატონის ძლიერად დაგდებით, მათი მხრით ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს დაზარალებულს და ემუქრება მის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისა სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ყაჩაღობა და არა ძარცვა, რის გამოც ბრალდებულებს და ადვოკატებს უარი უნდა ეთქვათ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე სრულად არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ----- ო-------ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს რ----- ო-------ძის ბრალეულობაში, რის გამოც რ----- ო-------ძის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ.

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის ჩადენა ჯგუფურად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია, რომელიც ამძიმებს სასჯელს ამ დანაშაულისათვის და არის გაძლიერებული შერაცხვის საფუძველი. მუხლში ამ დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინება მეტყველებს ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენის უფრო საშიშროებაზე, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ყაჩაღობა ჩადენილი ერთი პირის მიერ. აღნიშნული მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს ყაჩაღობის ჩადენას ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და ყაჩაღობას ორგანიზებული ჯგუფის მიერ. სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის I ნაწილის თანახმად „დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი”.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, თვით ბრალდებულების ამ ნაწილში აღიარებით, გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულის ჩვენებით, ვიდეო ჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ დადგენილია, რომ რ----- ო-------ძემ და ლ-–- ჩ---–-ძემ ერთად ანუ ჯგუფურად მოქმედებდნენ დანაშაულის ჩადენის დროს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- ო-------ძემ ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, ანუ დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით.

ყაჩაღობა ბინაში უკანონო შეღწევით.

სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობისათვის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან შედარების სასჯელი უფრო მკაცრია, ამდენად კანონმდებელმა ცვლილებების შეტანით სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევა დააცილა ბინაში უკანონო შეღწევას და და ცალკე პუნქტათ ჩამოაყალიბა. ბინაში უკანონო შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი, გულისხმობს იმას, რომ პირმა ბინაში თუ ოთახში შიგნით უნდა შეაღწიოს, ან შეიძლება არ შევიდეს, მაგრამ რაიმე საშუალებით ფანჯრიდან გარეთ გამოიტანოს ნივთი.

ის ფაქტი, რომ ყაჩაღობის ჩადენის ადგილი არის ბინა დადგენილია, როგოც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ასევე სხვა მტკიცებულებებით. ასევე დადგენილია, რომ ლ-–- ჩ---–-ძემ უკანონოდ შეაღწია დაზარალებულის ბინაში. ეს გარემოება დადასტურებულია, როგორც დაზარალებულის ჩვენებით ისე სხვა მტკიცებულებებით. მართალია დაზარალებულმა თვითონ გაუღო კარი დამნაშავეს და შეიპატიჟა ბინაში, მაგრამ შეღწევა მოხდა დაზარალებულის მოტყუებით, დამნაშავეს რეალური განზრახვა არ იყო ცნობილი დაზარალებულისათვის, ამიტომ ასეთ შემთხვევაში კვალიფიკაციისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბინაში შეღწევის ფორმას, შეღწევა მოხდა ძალადობით თუ მოტყუებით. კვალიფიკაციისათვის მთავარია, რომ ბინის მფლობელის რეალური ნების საპირისპირო მოქმედება განხორციელდა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- ო-------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ყაჩაღობა ბინაში უკანონო შეღწევით, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ო-------ძემ ხ----- ბ--–----აზე ჯგუფურად, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ ბ “ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ ბ “ ქვეპუნქტით.

რ----- ო-------ძე აღნიშნული მუხლებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ-–- ჩ---–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

რ----- ო-------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

ლ-–- ჩ---–-ძის და რ----- ო-------ძის მიმართ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრებია გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართელოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბრალდებული ლ-–- ჩ---–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ’ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

ბრალდებული ლ-–- ჩ---–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–- ჩ---–-ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ლ-–- ჩ---–-ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი 04 (ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ-–- ჩ---–-ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

ლ-–- ჩ---–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ლ-–- ჩ---–-ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 13 თებერვლიდან.

ბრალდებული რ-----ი ო-------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 08 (რვა) წლის ვადით..

რ-----ი ო-------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ რ-----ი ო-------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 13 თებერვლიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი