განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 140100119003141606
№ 1/389-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2-.01.2020 წელი ქ. გორი
გო------------ული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - რუსუდან ლაბაძე
დაცვის მხარე
ადვოკატი - ელენე მუმლაძე
ბრალდებული - ს-------- ე------ის ძე ო-----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 27 აგ-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნ----------–---, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გო------------ი, სოფელი შ-------.
კვალიფიკაცია
ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, გო------------ის სოფელ შ-----სში მდებარე ზ-----ბ ი-----–-–---–ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ფანჯრის მინის ამოღების გზით, უკანონოდ შეაღწია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1------ის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა ს-------- ო-----–---–მა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ზ-----ბ ი-----–-–---–ის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 275, 47 ლარს. ს-------- ო-----–---–ის ქმედების შედეგად ზ-----ბ ი-----–-–---–ს მიადგა ამავე ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზემოაღნიშნული ქმედებით ს-------- ო-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
ს-------- ო-----–---–მა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. გარდა ამისა, მან ასევე ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ს-------- ო-----–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------- ო-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, მოწმეების - ზ-----ბ ი-----–-–---–ის, ბე---------–---–------------------–---–------------------- და ს-------- ო-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, ზ-----ბ ი-----–-–---–ის შეტყობინება, ბექა ადუაშვილის პატაკი, ს-------- ო-----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ს-------- ო-----–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ზ-----ბ ი-----–-–---–ის მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმი, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთმტკიცებები. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული, ზემოთ დასახელებული, მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილ ბრალდებაში ს-------- ო-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს-------- ო-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო ს-------- ო-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
რაც შეეხება ს-------- ო-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-------- ო-----–---–ის მიმართ მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1------ის განაჩენით ს-------- ო-----–---–ს მსჯავრი დაედო ანალოგიური სახის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, განზრახი დანაშაულის (ქურდობის) ჩადენაში. მან აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში კვლავ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩაიდინა. ამდენად, სასამართლოს აზრით, სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ნასამართლობა ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, რაც სასჯელის შერჩევისას ერთ-ერთ გასათვალისწინებელ ფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ს-------- ო-----–---–ის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების აღსრულებას. სასამართლო სხდომაზე ს-------- ო-----–---–მა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი და ითხოვა პატიება. ბრალდებულმა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი ათვიცნობიერებს ინკრიმინირებული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, მართლაც ნანობს მის ჩადენას და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ს-------- ო-----–---–ი 2- წლისაა, დასაოჯახებელია, დაკავებამდე იყო უმუშევარი.
სასამართლოს აზრით, სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ს-------- ო-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს აზრით, განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ს-------- ო-----–---–ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის წესი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17, 50-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს-------- ო-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1------ის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ს-------- ო-----–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს-------- ო-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ს-------- ო-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 ივნისის 15:00 საათიდან.
3. ს-------- ო-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 8 (რვა) ცალი თითის კვალი, გადატანილი დაქტილოფირზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს გო------------ული სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, განადგურდეს;
· ს-------- ო-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ტომარა, მასში მოთავსებული ნივთებით: შავი ფერის კორპუსის მქონე ელექტრო ამომრთველი, კალით შესადუღებელი ხელსაწყო, ერთი ლიტრის მოცულობის პოლიეთილენის ბოთლი მასში მოთვსებული ზეთისმაგვარი სითხით, შავი პლასტმასის ტარიანი სახრახნისი, წითელი პლასტმასის ტარიანი სახრახნისი, ნაცრისფერი კორპუსის მქონე ვოლტმეტრი, წთელი ფერის სიგრძის საზომი ხელსაწყო, მუყაოს ყუთში მოთავსებული ეკონათურა, ელექტრო ძრავი შავი ფერის სადენით, ხუთლიტირიანი პოლიეთილენის ჭურჭელი მასში არსებული არყით, ორლიტირიანი პოლიეთილენის ჭურჭელი მასში არსებული ბენზინით დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დაზარალებულ ზ-----ბ ი-----–-–---–ს;
· ს-------- ო-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ტომარა, ელექტროშემდუღებელი აპარატის 10 (ათი) ცალი ელექტროდი, სხვადასხვა ზომის 6 (ექვსი) ცალი დამწვარი ელექტროსადენის ხვეულა, თეთრი ფერის ოთხკუთხა ფორმის დენის სტაბილიზატორი თეთრი ფერის სადენით, შავი ფერის ელექტროსადენის დამაგრძელებელი, ლურჯი ფერის ელექტროსადენის დამაგრძელებელი, შავი ფერის იზოლირებული მრავალწვერა მსხვილი სადენის ხვეულა, სპილენძის მილაკის ხვეულა, სხვადასხვა ფერის და ზომის ელექტრო სადენების სამი ცალი ხვეულა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დაზარალებულ ზ-----ბ ი-----–-–---–ს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გო------------ული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე