განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
010100119003227188
დავის ტიპი
260 1
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003227188

1-997/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - თ------------–---

 

ბრალდებული - ლ---- ხ-------ია

ადვოკატი - დ-----------–---

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

საქმის გამოძიების ნომერი № 1-----------

 

ბრალდებული: ლ---- ხ-------ია

მამის სახელი: გ---

დაბადებული: 01.10.1-----–--–---------–--------------------–-----------–------------–-------–----–--------------------------------------------------–--------------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ლ---- ხ-------იამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,00754 გრამს, რაც 2019 წლის 1 სექტემბერს ამოღებულ იქნა ქალაქ ქობულეთში, თ---------–---------- N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2019 წლის 01 სექტემბრის ლ---- ხ-------იას პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ლ---- ხ-------იას პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქ. ქობულეთში თ---------–---------- N30-ში, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, რაზედაც ლ---- ხ-------იამ განმარტა, რომ აღნიშნული ფხვიერი მასა არის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ეკუთვნის მას და მას გააჩნდა ნამდვილად თან აღნიშნული ფხვიერი მასა ქაღალდის ნაკეცით, ექსპერტის მიერ მოთავსებულ იქნა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა ლუქით FCI373749.

 

2019 წლის 01 სექტემბერს ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის №ქ/607 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თეთრი ფერის -0,3774 გრამი ფხვნილი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუფრენორფინს-0,00754 გრამის ოდენობით.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება სია 2 გრაფა 10-ში შეტანილია ბუპრენორფინი.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში N 29-ის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,00754 გრამი წარმოადგენს მცირე ოდენობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში იგულისხმება, რომ პირმა იგი შეიძინა და შეინახა ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

უკანონო შეძენა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. (მაგ: ყიდვა, სესხის სანაცვლოდ მიღება ,საჩუქრად მიღება, პოვნა, )

 

უნანონო შენახვა ნიშნავს, ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, შენახვა ბინაში, მანქანაში, ჯიბეში და ა. შ)

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში პირის ბრალდებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, როგორც ნივთიერების წონა, ასევე ფლობა პირის მიერ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ---- ხ-------იას არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალების შეძენის და შენახვის. იმავდროულად დადგინდა ლ---- ხ-------იას მხრიდან მისი ფლობა.

 

ლ---- ხ-------იას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული აბები, შეიცავს 0,00754 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ხ-------იამ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს .

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამრიგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ხ-------იამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ---- ხ-------იას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდაო გახადა მტკიცებულებები, სასამართლო თვლის, რომ ლ---- ხ-------იას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.

 

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის საქმეზე კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ბრალდებული ლ---- ხ-------ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ლ---- ხ-------იას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2019 წლის 01 სექტემბრიდან.

 

ლ---- ხ-------იას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე ლ---- ხ-------იას 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ნივთმტკიცება ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს., ტყავის საფულე და პირადობის მოწმობა, პლასტიკური ბარათები, ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი ხუთლარიანი კუპიურა, 4 ცალი ერთლარიანი და 1 ცალი ორლარიანი კუპიურა, სამაჯური, მზის სათვალე, მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი