განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003236832
1-1041/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ლ---------------ე
ბრალდებულები - ლ-–-------------, თ--------–------
ადვოკატი - პ----- ბ---–------ რ-----------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
გამოძიების საქმის ნომერი №1-----------
1)ბრალდებული: თ--------–------
მამის სახელი: შაქრო
დაბადებული: 05.03.1----–--–---------------------------------------------–--------------------–----------–--------------–-------–----–-------------------------------------------------–----------------–-------------
ფაქტობრივი მისამართი: ქ------------------–---------------
პასუხისმგებლობაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით.
2)ბრალდებული: ლ-–-------------
მამის სახელი: რ------
დაბადებული: 26.01.1-----–--–----------------------------------------------–--------------------–----------–--------------–-------–----–------------------–---------------------------------------------------------------------------------
პასუხისმგებლობაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლ-–- კ---------ის მიმართ
2019 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში გ------–---–------------–- მდებარე ღამის კლუბ „ლ---------–-“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ლ-–-------------მ და თ--------–------მ ჯგუფურად ცემეს მარგალიტა მ----–-–---–ი და კარინა ქ----ე, რის შედეგადაც მ. მ----–-–---–მა და კ. ქ----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
თ------ ლ------ს მიმართ
2019 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში გ------–---–------------–- მდებარე ღამის კლუბ „ლ---------–-“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, თ--------–------მ და ლ-–-------------მ ჯგუფურად ცემეს მარგალიტა მ----–-–---–ი და კარინა ქ----ე, რის შედეგადაც მ. მ----–-–---–მა და კ. ქ----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ლ-–- კ---------ის მიმართ - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად.
თ------ ლ------ს მიმართ - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად.
საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის რიგი მტკიცეულებებისა სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
გარდა უდაო მტკიცებულებებისა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით იქნენ დაკითხულნი დაზარალებულები;
დაზარალებულ მარგალიტე მ----–-–---–ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში გ------–---–------------–- მდებარე ღამის კლუბ „ლ---------–-“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ლ-–-------------მ და თ--------–------მ ჯგუფურად ცემეს მარგალიტა მ----–-–---–ი და კარინა ქ----ე, რის შედეგადაც მ. მ----–-–---–მა და კ. ქ----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
დაზარალებულ კარიან ქ----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში გ------–---–------------–- მდებარე ღამის კლუბ „ლ---------–-“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ლ-–-------------მ და თ--------–------მ ჯგუფურად ცემეს მარგალიტა მ----–-–---–ი და კარინა ქ----ე, რის შედეგადაც მ. მ----–-–---–მა და კ. ქ----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: კარინა ქ----ის, მარგალიტა მ----–-–---–ი, ნინო ჯალაღონიას, ნინო დათიაშვილის, ირაკლი წულუკიძის, თამარ ჩახვაშვილის, ხვიჩა მამულაძის, ეკა კვესელავას, მერაბ ფუტკარაძის გამოკითხვის ოქმები, თ------ ლ------ს და ლ-–- კ---------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ლ-–-------------მ და თ--------–------მ ჩაიდინეს ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულების ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ლ-–-------------ს პასუხისმგებლობის შემასუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
თ--------–------ს პასუხისმგებლობის შემასუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ-–-------------ს და თ--------–------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ ლ-–- კ---------ის და თ------ ლ------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული ლ-–------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „ბ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ლ-–- კ---------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 04 (ოთხი) წელი და 02 (ორი) თვე თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 07 (შვიდი) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ-–-------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.
ლ-–- კ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ლ-–-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 16 სექტემბრიდან.
ბრალდებული თ--------–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „ბ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3100 (სამი ათას ასი) ლარის ოდეობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თ--------–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თ------ ლ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - მაკა არზიანს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 13 სექტემბერს - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი