გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2019
საქმის ნომერი
330210019002981997
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9896-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------

წარმომადგენლები - ნი----–---–-----ი

 

მოპასუხე - შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ა“

წარმომადგენლები - გვ--–------–--ე, ან-----------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „სა---------–-------------------–-–---–---------------------იას“ სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს 750 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ 2017 წლის 10 აპრილის წერილობითი განცხადების საფუძველზე სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ში დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა. განცხადების თანახმად, მოპასუხე კომპანიას ესაჭიროებოდა მის ბალანსზე რიცხული უმოქმედო, მეორადად გამოუყენებელი წყალმომარაგების და წყალარინების მილების სარეალიზაციო ღირებულების განსაზღვრა, ასევე მათი მიწიდან ამოღების ფასის დადგენა, ვინაიდან გამოსაკვლევი ობიექტების უმეტესი ნაწილი განთავსებული იყო მიწის ქვეშ. კვლევის ფარგლებში მოპასუხეს გაეგზავნა ორი წერილობით შეტყობინება, რომლითაც ბიურო ითხოვდა, დამკვეთს ჩაეტარებინა საჭირო წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები (მიწის გათხრა მილების გამოჩენის მიზნით და აღმოჩენილი მილიდან ნაწილის ამოჭრა მილის სისქის დადგენის მიზნით). ბიურო ასევე მოითხოვდა ობიექტების დათვალიერების თაობაზე გრაფიკის წარდგენას, რომლის მიხედვითაც ადგილზე გასვლა მოხდებოდა, რაც კომპანიის მიერ განხორციელდა. საერთო ჯამში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 23 ობიექტი იყო გამოსაკვლევი.

 

2017 წლის 10 აპრილის დროისთვის ბიუროს საქმიანობა რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და საექსპერტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფებით. ვინაიდან ტარიფები რეგლამენტირებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გასაწევი მომსახურების საფასურის თაობაზე შეთანხმების მიღწევა სავალდებულო არ იყო.

 

გამოსაკვლევი ობიექტებიდან დასკვნის მომზადება შეუძლებელი გახდა 8 ობიექტთან მიმართებით, რომლის შესახებ 2017 წლის 20 ოქტომბერს მომზადდა აქტი, სადაც, გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს 700 ლარს, ასევე 2017 წლის 8 ნოემბერს მომზადდა აქტი, სადაც მომსახურების საფასური განისაზღვრა 50 ლარით. ამავე აქტებით კომპანიას ეცნობა ექსპერტის დასკვნის მომზადების შეუძლებლობის შესახებ. მოპასუხე უარს აცხადებს საფასურის ანაზღაურებაზე. დამტკიცებული ტარიფების თანახმად, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება კონკრეტული ექსპერტიზისთვის განკუთვნილი ტარიფის 25%-ით. მოპასუხეს ასანაზღაურებელი აქვს 750 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ არ ცნო მოსარჩელის მოთხოვნები და სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხა შემდეგი საფუძვლებით:

 

ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ამ“ 2017 წლის 7 ივლისის წერილით დანართის სახით გაეგზავნა ექსპერტიზის ჩატარების თარიღები, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. დანართის თანახმად, ქ. ბო-–---ში ექსპერტიზის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 26 ივლისი, ხოლო სა-–-----------------------ში - 17-21 ივლისი. ექსპერტებმა კი, როგორც დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტშიც ჩანს, ქ. ბო-–---ში ადგილზე ობიექტის შესწავლა 2017 წლის 27 ოქტომბერს განახორციელეს. ექსპერტიზის თარიღამდე კომპანიის თანამშრომელმა სატელეფონო საუბრის მეშვეობით აცნობა ბიუროს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა ასფალტის დაგება და გარკვეულ მონაკვეთზე ექსპერტიზა ვეღარ ჩატარდებოდა.

 

სა-–-----------------------ში ვიზიტი 9-10 ოქტომბერს განახორციელეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს ექსპერტები დაგვიანებით ჩავიდნენ ადგილზე, ობიექტები მზად იყო საექსპერტოდ და არანაირ დამაბრკოლებელ გარემოებას ადგილი არ ჰქონია: წინასწარ იყო განსაზღვრული მათი ადგილმდებარეობა, რიგ შემთხვევაში მილები განლაგებული იყო ზედაპირულად და ამოჭრილი იყო ფრაგმენტები ზომების ასაღებად. შესაბამისად, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის შედგენის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა.

 

ამდენად, მოსარჩელის მხრიდან საერთოდ არ მომხდარა ვალდებულების შესრულება, რის გამოც უსაფუძვლო იყო მოთხოვნა საზღაურის ანაზღაურების შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის განმავლობაში შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ დაკვეთით სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მხრიდან მოსარჩელეს გაეწია საინჟინრო-საექსპერტო მომსახურება. საექსპერტო მომსახურების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის წერილი კონკრეტული დასკვნის მომზადების შესახებ, რა დროსაც საექსპერტო მომსახურების ფასის განსაზღვრა ხდებოდა შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდგომ.

 

საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 10 აპრილს შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ამ“ განცხადებით მიმართა სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს. წერილის საფუძველზე დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტს უნდა დაედგინა:

 

ა) დანართი N1-ში ასახული, კომპანიის ბალანსზე რიცხული, ექსპლუატაციაში ნამყოფი და ამჟამად უმოქმედო და კომპანიის მიზნებისთვის მეორადად გამოუყენებადი წყალმომარაგებისა და წყალარინების 1 გრძივი მეტრი მილის საბაზრო ღირებულება;

ბ) დანართი N1-ში ასახული, კომპანიის ბალანსზე რიცხული, ექსპლუატაციაში ნამყოფი და ამჟამად უმოქმედო და კომპანიის მიზნებისთვის მეორადად გამოუყენებადი - 1 გრძივი მეტრი მილების მიწიდან ამოღების ფასი.

 

ექსპერტიზა ეხებოდა მოსარჩელის 6 ფილიალში არსებულ 46 ობიექტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-10.04.2017 წლის წერილი;

- დანართი N1;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2017 წლის 7 ივნისის და 15 ივნისის წერილებით მოპასუხეს ეცნობა ექსპერტიზის ჩასატარებლად კომპანიის მხრიდან აუცილებელი ღონისძიების გაწევის შესახებ, კერძოდ ექსპერტიზის დროულად და ხარისხიანად ჩატარების მიზნით საჭირო იყო შესამოწმებელი ობიექტების საექსპერტოდ მომზადება (მიწის გათხრა მილების გამოჩენის მიზნით და აღმოჩენილი მილიდან ნაწილის ამოჭრა მილის სისქის დადგენის მიზნით). კომპანიას ასევე დაევალა ობიექტების დათვალიერების თაობაზე გრაფიკის წარდგენა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ობიექტებზე გასვლა.

 

მოთხოვნის შესაბამისად, გამოუყენებადი წყალმომარაგებისა და წყალარინების მილების სარეალიზაციო ღირებულების განსაზღვრის მიზნით კომპანიამ 2017 წლის 21 ივნისს და 7 ივლისს გაუგზავნა მოსარჩელეს ობიექტების დათვალიერების გრაფიკები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 07.06.2017 წლის წერილი;

- 15.06.2017 წლის წერილი;

- 21.06.2017 წლის წერილი და დანართი;

- 07.07.2017 წლის წერილი და დანართი.

 

3.1.4. მოთხოვნილი ობიექტებიდან ბო-–---ის მუნიციპალიტეტის ქ. ბო-–---ის ტერიტორიაზე არსებულ 1 ობიექტის ადგილზე შესწავლა მოსარჩელემ 2017 წლის 27 ოქტომბერს განახორციელა, ხოლო სა-–-----------------------ში არსებულ 7 ობიექტის ადგილზე შესწავლა - 2017 წლის 9-10 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.10.2017 წლის აქტი;

- 08.11.2017 წლის აქტი.

 

3.1.5. ქ. ბო-–---ის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტთან დაკავშირებით ბიურომ 2017 წლის 8 ნოემბერს გასცა აქტი ექსპერტის დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ.

 

აქტში აღნიშნულია, რომ კომპანიის მხრიდან ვერ განხორციელდა ობიექტის სრულყოფილად წარმოდგენა (მილების ნაწილი განთავსებულია კერძო საკუთრებაში, ნაწილი განთავსებულია ახლადდაგებული ასფალტის საფარისა და ქვაფენილების ქვეშ. შესაბამისად, ვერ მოხდა მილების გაშიშვლება გარდატეხისა და დიამეტრების ცვლილების ადგილებში სრულად) საინჟინრო დასკვნის მომზადება გახდა შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში მილები გაშიშვლებული იყო, სრულყოფილი სიგრძისა და მახასიათებლების დასადგენად აღნიშნული ორმოების რაოდენობა არ იყო საკმარისი.

 

სა-–-----------------------ში არსებულ ობიექტებთან დაკავშირებით ბიურომ 2017 წლის 20 ოქტომბერს გასცა აქტი ექსპერტის დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ. აქტის თანახმად, ობიექტების ადგილზე შესწავლის დროს გაირკვა, რომ მილსადენები არ იყო მზად შესასწავლად, კერძოდ: მითითებული მონაკვეთები (გარდატეხის და დიამეტრის ცვლილების ადგილები) არ იყო გაშიშვლებული, რის გამოც ვერ მოხდა გამოსაკვლევი ობიექტების სრულყოფილად შესწავლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-20.10.2017 წლის აქტი;

- 08.11.2017 წლის აქტი.

 

3.1.6. თითოეული აქტის საფუძველზე სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ომ გასცა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც ქ. ბო-–---ში მდებარე ობიექტის შემთხვევაში დამკვეთის მხრიდან ასანაზღაურებელი ოდენობა განისაზღვრა 50 ლარით, ხოლო სა-–-----------------------ში არსებული ობიექტების შემთხვევაში - 700 ლარით. ორივე შემთხვევაში შესრულებული კვლევის კოდად მიეთითა 435 (აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ), იმ განსხვავებით, რომ სა-–-----------------------ში არსებული ობიექტების შემთხვევაში ღირებულება დადგინდა ექსპერტის წინაშე დასმული თითოეული კითხვისთვის ცალ-ცალკე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-20.10.2017 წლის აქტი;

-08.11.2017 წლის აქტი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ქ. ბო-–---ის ობიექტთან დაკავშირებით შპს „სა---------–-------------------–-–---–---------------------იას“ დასკვნის მომზადების ინტერესი აღარ გააჩნდა.

 

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

მოპასუხის განმარტებით, ბიუროს დროულად გაეგზავნა ინფორმაცია საკვლევი ობიექტების შესახებ და ადგილზე ობიექტების დათვალიერების გრაფიკი, თუმცა ადგილზე დათვალიერება ბიურომ გვიან, 2017 წლის 27 ოქტომბერს მოახდინა, რა დროსაც საკვლევი მილების გარვეული ნაწილი ასფალტის ქვეშ მოექცა. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ ბიუროს წინასწარ ეცნობა, რომ გამგეობა გეგმავდა ასფალტის დაგებას, თუმცა მტკიცებულება, რომ აღნიშნულის შესახებ ბიუროს ინფორმირება მოხდა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 8 ნოემბრის აქტში აღნიშნულია, რომ ასფალტის გარდა არსებობდა სხვა ხელშემშლელი გარემოებებიც, მილების ნაწილი განთავსებული იყო კერძო საკუთრებაში (საცხოვრებელი სახლის სარდაფშიც კი), ასევე რიგ შემთხვევებში მილები იყო გაშიშვლებული, თუმცა სრულყოფილი სიგრძეებისა და მახასიათებლების დასადგენად ორმოების რაოდენობა არ იყო საკმარისი.

 

სასამართლო განუმარტავს მოპასუხეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მენარდე არღვევს თავის ვალდებულებას, შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 644-ე მუხლებიდან გამომდინარე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „სა---------–-------------------–-–---–---------------------იას“ არ გამოუყენებია კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, სსიპ - ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–მა ბიურომ, შეასრულა ვალდებულება, ობიექტის შესწავლის მიზნით განახორციელა ადგილზე მისვლა, თუმცა ხელშემშლელი გარემოებების გამო ვერ მოხერხდა დასკვნის მომზადება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის აპელირება, მენარდის მიერ, თუნდაც ვადის გადაცილების საფუძვლით შესრულების მიმართ ინტერესის არარსებობის გამო, სანაცვლო ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების თაობაზე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 10 აპრილის წერილის საფუძველზე მოსარჩელის მიერ გაწეული საექსპერტო მომსახურებისათვის მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს - 400 ლარს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე, 629-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მენარდე ვალდებულია თავისი ვალდებულება შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტით (ჯეროვნად). იმ შემთხვევაში, თუ მენარდე არღვევს თავის ვალდებულებას, შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 644-ე მუხლებიდან გამომდინარე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დამკვეთს შპს „სა---------–-------------------–-–---–---------------------იას“ არ გამოუყენებია კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, მენარდემ სსიპ - ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–მა ბიურომ შეასრულა ვალდებულება და ობიექტების შესწავლის მიზნით მოახდინა მათი ადგილზე დათვალიერება, ხოლო დასკვნის მომზადებისთვის ხელშემშლელი გარემოებების არსებობის გამო, გასცა აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ.

 

6.2. ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დამკვეთის წერილი, რომლის მიხედვით სსიპ - ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–მა ბიურომ იკისრა საინჟინრო ექსპერტიზის შესრულება, ხოლო შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ამ“ აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს საფასური. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მომსახურების საფასური შეადგენს 750 ლარს, რაც მოპასუხეს არ აქვს ანაზღაურებული.

 

2017 წლის 10 აპრილისთვის, როდესაც მოპასუხე მხარემ მომართა ბიუროს, ბიუროს საქმიანობა რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. საექსპერტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფებით. აღნიშნული დებულებით დადგენილია მომსახურების კოდიფიკაცია და შესაბამისი ღირებულება. კონკრეტულ შემთხვევაში, დებულების საფუძველზე, გაწეულ მომსახურებას მიენიჭა კოდი - 435, რაც გულისხმობს დასკვნის შედგენის შეუძლებლობას. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, როცა შეუძლებელია დასკვნის მომზადება, ექსპერტი ადგენს აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ და დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი ექსპერტიზისათვის განკუთვნილი ტარიფით განსაზღვრული თანხის 25%. ამ პრინციპის გათვალისწინებით ქ. ბო-–---ში არსებული ობიექტის შემთხვევაში ღირებულება განისაზღვრა 50 ლარით, ხოლო სა-–-----------------------ში არსებული ობიექტის შემთხვევაში - 700 ლარით. იმ განსხვავებით, რომ სა-–-----------------------ში არსებული ობიექტების შემთხვევაში ღირებულება დადგინდა ექსპერტის წინაშე დასმული თითოეული კითხვისთვის ცალ-ცალკე.

 

მხარეებს შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მომსახურების ღირებულების განსაზღვრა წინასწარ არ მომხდარა, ფასი მხარეებს შორის არ შეთანხმებულა, ღირებულება დამკვეთს ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ უნდა აენაზღაურებინა. ასევე უდავოა, რომ საინჟინრო ექსპერტიზა დაინიშნა დამკვეთის ერთი წერილის საფუძველზე და ყველა ობიექტზე უნდა ჩატარებულიყო ერთი კონკრეტული ექსპერტიზა: ექსპერტს უნდა დაედგინა 1 გრძივი მეტრი მილის საბაზრო ღირებულება და მისი მიწიდან ამოღების ფასი. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ექსპერტის წინაშე დასმული იყო 2 სხვადასხვა კითხვა, მომსახურების საფასურიც თითოეული კითხვისთვის ცალცალკე უნდა დადგენილიყო. აღნიშნული შეფასება ბიუროში დადგენილი პრაქტიკის მიხედვით ხდებოდა და თავად ექსპერტები წყვეტდნენ ინდივიდუალურად, თავისი შეხედულებისამებრ. სწორედ ამ მიდგომით მოხდა სა-–-----------------------ში არსებული ობიექტების მიმართ აქტის შედგენისას ფასის დადგენა თითოეული კითხვისთვის ცალ-ცალკე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აღნიშნულ განმარტებას და აღნიშნავს შემდეგს:

 

სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის N171 დადგენილებით.

 

შესაბამისად, კანონმდებლის მიერ ტარიფების ნორმატიული აქტით განსაზღვრის ვითარებაში, ყოველი შესაბამისი მომსახურების გაწევისას, მომსახურების საფასური უნდა განისაზღვროს ამ აქტით დამტკიცებული ტარიფების თანახმად.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმასაც, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შექმნილია საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბიუროს შექმნის შესახებ“, საფუძველზე. ამ კანონის თანახმად, ბიუროს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და მისი დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ბიუროს ძირითადი ამოცანაა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად სპეციალური გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების ან ცნობების მომზადება“. აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, მოსარჩელე, როგორც სპეციალური როლის მატარებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის, როგორც სპეციალური სუბიექტი; მოსარჩელის საქმიანობის ფარგლების კანონმდებლობით განსაზღვრის ვითარებაში, მის მიერ გაწეული მომსახურების საფასური შეუძლებელია არ მოექცეს კანონმდებლის დისკრეციით დადგენილ ფარგლებში.

 

საქართველოს მთავრობის N171 დადგენილების N1 დანართით დამტკიცებული სსიპ – ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბიუროს მომსახურების ტარიფების 435-ე კოდის თანახმად, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის შედგენის საფასური დაანგარიშდება შესაბამისი ექსპერტიზისათვის განკუთვნილი ტარიფის 25%-ის ოდენობით.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მოსარჩელემ ექსპერტიზის საფასური, მოპასუხის დაკვეთით ქ. ბო-–---ის ტერიტორიაზე ჩასატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, მიღება ჩაბარების N3----------, 08/11/2017 აქტის თანახმად გასაზღვრა ტარიფების 434-ე კოდის თანახმად, 200 ლარით და შესაბამისად, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის საფასური ამ თანხის 25 %-ით, 50 ლარით.

 

მოპასუხის დაკვეთით სა-–-----------------------ში 7 ობიექტზე ანალოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დაკვეთასთან დაკავშირებით, შესაბამისი N3---------, 20/10/2017 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ჩასატარებელი ექსპერტიზის საფასური განსაზღვრულია იგივე, 434-ე კოდით, შესაბამისად, 200 ლარით. მოსარჩელის მიერ, ბო-–---ში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგის ანალოგიურად, სა-–-----------------------შიც შეუძლებელი გახდა საინჟინრო დასკვნის მომზადება. მოსარჩელის მიერ ბო-–---ის შემთხვევაში შედგენილი დოკუმენტი დასათაურებულია, როგორც „აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ“, თავისი შინაარსით, სა-–-------------ს ტერიტორიაზე ჩატარებულ მომსახურებასთან დაკავშირებით შედგენილ დოკუმენტის სათაური კი, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა აქაც ვერ ჩატარდა, არის „ექსპერტიზის დასკვნა“; სასამართლო აღნიშნავს, რომ რეალურად ეს უკანაკნელი დოკუმენტიც წარმოადგენს აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი აქტის საფასური ამავე ტარიფების 435-ე კოდის თანახმად, უნდა განისაზღვროს მითითებული საფასურის 25-%-ით, რაც შეადგენს 50 ლარს, ხოლო 7 ობიექტზე, შესაბამისად, 350 ლარს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მომსახურების გამწევის მიერ საფასურის ინდივიდუალურად დადგენა, ეწინააღმდეგება კანონიერების, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს და კერძოსამართლებრივი ურთიერთობის პირობებშიც არ არის დასაშვები.

 

ამდენად, სა-–-----------------------ში არსებული ობიექტების შესწავლის მიზნით 2017 წლის 20 ოქტომბრის აქტის მომზადების საფასური უნდა განისაზღვროს 700 ლარის ნაცვლად 350 ლარით და ჯამში შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 400 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „სა---------–-------------------–-–---–---------------------იას“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული (53,3%) სახელმწიფო ბაჟის - 26,65 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ას“ სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს - 400 ლარი;

 

3. შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ას“ სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 26,65 ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 (ორი ათას) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე