გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N0-02100-7002047665
№2/3102-20-7წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 20-9 წ. ქ. ბ------ი
შესავალი ნაწილი
ბ------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - ალ-------------------ვა
წარმომადგენელი - ლა-----------ვა
მოპასუხეები - ოლ--------–-ძე, მა------------------ძე
წარმომადგენელი - ჯუ---------------–-–--ლი
თარჯიმანი - ზი-----------------ნი
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვით
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული სარჩელი 28.10.20-9წ.)
1.1. გაუქმდეს ალ-------------------ვას, ოლ--------–-ძის და მა------------------ძის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. ბ------ი, ზუ---–-–---–-ს ქ. №32/ვა–----–----–-ს ქ. №50, ბინა №8, ს/კ №0-.2-.4-.0--.0-.0--, საზიარო საგნის გაყიდვით.
2. მხარეთა პოზიცია:
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
უძრავ ქონება, მდებარე: ქ. ბ------ი, ზუ---–-–---–-ს ქ. №32/ვა–----–----–-ს ქ. №50, ბინა №8, ს/კ №0-.2-.4-.0--.0-.0--, წარმოადგენეს მხარეთა თანასაკუთრებას. მესაკუთრეთა წილი უძრავ ქონებაზე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ალ-------------------ვა 5/12 წილი, ოლ--------–-ძე 1/3 წილი და მა------------------ძე 1/4 წილი. აღნიშნულ ბინას წლების განმავლობაში მეუღლის გენადი ახალაძესთან ერთად გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე. მოპასუხეები ცხოვრობენ სხვა მისამართზე და ამ საცხოვრებელ ბინაზე შემხებლობა არ ჰქონიათ. მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, ვინაიდან, მხარეთა შორის არსებობს არაჯანსაღი დამოკიდებულება, შეუძლებელია მხარეები შეთანხმდნენ თანაზიარი საკუთრების სარგებლობის რაიმე წესზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეუძლებელია საზიარო უფლების გაუქმება საგნის რეალური გაყოფით, მისი ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს გაუქმდეს საზიარო უფლება, სადავო საგნის გაყიდვით და ამონაგები თანხის განაწილებით.
მოპასუხეთა პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით, მოპასუხეები არ დაეთანხმნენ სარჩელს. წარმომადგენელმა განმარტა, რომ, მართალია, მოსარჩელე ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს სადავო ბინაში, მაგრამ იგი ბოროტად იყენებს ამ ფაქტს და ყოვლად უსაფუძვლოდ მოპასუხეებს არ აძლევს საშუალებას ისარგებლონ თავიანთი საკუთრებით. ასევე, განმარტა, რომ მოპასუხეების სხვა მისამართზე ცხოვრება, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ ვერ შეძლონ თავიანთი საკუთრებით (თავიანთი წილით) სარგებლობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბ------ი, ზუ---–-–---–-ს ქ. №32/ვა–----–----–-ს ქ. №50, ბინა №8, ს/კ №0-.2-.4-.0--.0-.0--, თანასაკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის და მოპასუხეების სახელზე. კერძოდ, ალ-------------------ვას სახელზე 5/12 წილი, ოლ--------–-ძის სახელზე 1/3 წილი და მა------------------ძის სახელზე 1/4 წილი. საზიარო საგანი წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე ბინას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.2. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბ------ი, ზუ---–-–---–-ს ქ. №32/ვა–----–----–-ს ქ. №50, ბინა №8, ს/კ №0-.2-.4-.0--.0-.0-- მართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლით, საკუთრების უფლებით დაკავებული აქვს მხოლოდ მოსარჩელეს და მიუხედავად სხვა მესაკუთრეების-მოპასუხეების არაერთი მოთხოვნისა, არ აძლევს მათ საშუალებას, რომ ისარგებლონ თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.09.2017 წლის №0-------- დასკვნით დგინდება, რომ ქ. ბ------ში, ზუ---–-–---–-ს ქ. №32/ვა–----–----–-ს ქ. №50 მისამართზე, საჯარო რეესტრით დარეგისტრირებული საკადასტრო კოდი №0-.2-.4-.0--.0-.0-- უძარავი ქონების №8 ბინაზე, საზიარო უფლების გაუქმება (გამიჯვნა განცალკევებული დამხამრე სათავსოებით: სამზარეულოთი, სანკვანძით, კორიდორით - წინა ოთახითა და ბინაში დამოუკიდებელი, ცალკ-ცალკე შესასვლელებით), თითოეული მესაკუთრის იდეალური წილების შესაბამისად, კერძოდ, ალ-------------------ვას (5/12 წილის), ოლ--------–-ძეს (1/3 წილის) და მა------------------ძეს (1/4 წილის) ისე, რომ თითოეულმა ნაწილმა არ დაკარგოს ფუნქციონალური დანიშნულება და არ შემცირდეს მისი ღირებულება, განცალკევებული, სანკვანძებით გაყოფა, ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია.
მხარეები ეთანხმებიან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.09.2017 წლის №0-------- დასკვნას და მათ შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ. ბ------ი, ზუ---–-–---–-ს ქ. №32/ვა–----–----–-ს ქ. №50, ბინა №8, ს/კ №0-.2-.4-.0--.0-.0--, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფით შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ალ-------------------ვას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კონსტიტუცია
-ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობათ კანონიდან და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. თუმცა, საზიარო უფლების წარმოშობის საფუძველი გახდეს მხარეთა შორის დადებული გარიგებაც. საზიარო უფლება არსებობს მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის სამართლის ერთი ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო უძრავი ნივთი ერთობლივად ეკუთვნით მოდავე მხარეებს. უძრავი ნივთი წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
სასამართლო განმარატავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შემთხვევას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი), რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. რაც იმას ნიშნავს, რომ დაყოფის შედეგად, თანამესაკუთრეებისთვის მიკუთვნებულმა საგნის ნაწილებმა უნდა შეინარჩუნონ თავისი დანიშნულება, იყვნენ მათთვის აუცილებელი ერთგვაროვანი სამეურნეო დანიშნულების მატარებელნი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი, მხოლოდ, იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ ნივთი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა“ (სუსგ საქმე №ას-774-741-2014, 20 ივლისი, 2015 წელი; საქმე №ას-59-58-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).
6.5. მოპასუხეების წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ბოროტად იყენებს, თავის როგორც მესაკუთრის უფლებას და მოპასუხეებს არ აძლევს საშუალებას ისარგებლონ თავიანთი საკუთრტებით, რითაც იზღუდება მათი კონსტიტუციური უფლება, კერძოდ საკუთრების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენება უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა შეზღუდული იყოს ან კანონით ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ აძლევს უფლებას მოპასუხეებს ისარგებლონ საკუთრებით, არაა აღნიშნული დავის საგანი და მისი გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე მითითება, არაა მოცემული სარჩელის შეცილების ვარგისი საფუძველი. საზიარო საგნის განკარგვა შესაძლოა სხვა თანამესაკუთრეების ნების საწინააღმდეგოდაც დადგინდეს. საკუთრების უფლების ობიექტის ბედის ამგვარი გადაწვეტა ზოგადიდან საგამონაკლისო წესს წარმოადგენს და მას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც კატეგორიულად გამოირიცხება საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შედეგად თანამესაკუთრეთა ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.
დადგენილია, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ. ბ------ი, ზუ---–-–---–-ს ქ. №32/ვა–----–----–-ს ქ. №50, ბინა №8, ს/კ №0-.2-.4-.0--.0-.0--, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფით შეუძლებელია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნული, კი, გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად საზიარო საგნის გაყოფის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს საზიარო უფლების გაუქმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ალტერნატიული გზით - ქონების (საზიარო საგნის) გაყიდვით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლით თუ, სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი, ამავე კოდექსის 955-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბ------ი, ზუ---–-–---–-ს ქ. №32/ვა–----–----–-ს ქ. №50, ბინა №8, ს/კ №0-.2-.4-.0--.0-.0--) 5/12 ნაწილი ალ-------------------ვას საკუთრებაშია, 1/3 ნაწილი ოლ--------–-ძის საკუთრებაში და ¼ ნაწილი მა------------------ძის საკუთრებაში. შესაბამისად, საზიარო საგანი უნდა გაიყიდოს და გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხა მხარეთა შორის უნდა განაწილდეს, მათი წილების შესაბამისად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ალ-------------------ვა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა, საზიარო უფლების გაქუმება და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია საზიარო უფლების გაუქმება, შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 120 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ალ-------------------ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ალ-------------------ვას, ოლ--------–-ძის და მა------------------ძის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბ------ი, ზუ---–-–---–-ს ქ. №32/ვა–----–----–-ს ქ. №50, ბინა №8, ს/კ №0-.2-.4-.0--.0-.0--, საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგები თანხა ალ-------------------ვას, ოლ--------–-ძეს და მა------------------ძეს შორის განაწილდეს საზიარო ნივთში მათი წილების შესაბამისად;
3. მოპასუხეებს ოლ--------–-ძეს და მა------------------ძეს დაეკისროთ სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ირმა ტოგონიძე