გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24639-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - თი----------------–---–ი
წარმომადგენელი - ნიკ---–------------–---–ი
მოპასუხეები - ივ---------–-----ი, და----------–-----ი, შპს „სა---------–-------–-----------------ა“
ივ---------–-----ის და და----------–-----ის წარმომადგენელი - ცე------------------ე
შპს „სა---------–-------–-----------------ის“ წარმომადგენლები - ნა--------------ე, თა----------------ე
დავის საგანი - დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თი----------------–---–ის სასარგებლოდ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულების, ასევე, სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ივ---------–-----ის, და----------–-----ის და შპს „სა---------–-------–-----------------ის“-თვის სოლიდარულად დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2019 წლის 4 ივნისს მოსარჩელე თი----------------–---–ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, მარკა MERSEDES-BENZ, მოდელი B 170, რეგისტრაციის ნომერი A------ დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების, მარკა MERSEDES-BENZ, მოდელი CLK200, რეგისტრაციის ნომერი Y------, შეჯახების შედეგად.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იყო შპს „სა---------–-------–-----------------ა“, რომელიც ლიზინგის ხელშეკრულებით, მფლობელობაში გადაცემული ჰქონდა და----------–-----ს, შემთხვევის დროს კი მართავდა ივ---------–-----ი.
მხარეთა შეთანხმებით მოპასუხე ივ---------–-----მა იკისრა მოსარჩელე თი----------------–---–ის სატრანსპორტო საშუალების შეკეთების უზრუნველყოფა. 2 თვის განმავლობაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ თი----------------–---–მა ივ---------–-----ისგან მიიღო შეკეთებული სატრანსპორტო საშუალება პრეტენზიის წარდგენის გარეშე.
მიუხედავად აღნიშნულისა, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ სატრანსპორტო საშუალება არასათანადოდ იყო შეკეთებული. სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ შპს „თე----------------–ი“ შედგენილი 08.08.2019 წ. „დეფექტაციის“ აქტის თანახმად, საჭირო სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 5 250 ლარს; ამ აქტის საფუძველზე მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა 5 250 ლარის ანაზღაურება, საბოლოოდ კი დააზუსტა მოთხოვნა სსიპ ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს ტექნიკურ-ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნებზე დაყრდნობით. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მოითხოვა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულების 1 866 ლარის, ასევე, ექსპერტიზის ხარჯის 440 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 157.50 ლარის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრება.
სოლიდარული მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს გარემოებაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იყო შპს „სა---------–-------–-----------------ა“, მფლობელს წარმოადგენდა და----------–-----ი, უშუალოდ კი მართავდა ივ---------–-----ი, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს კანონს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა და----------–-----მა და ივ---------–-----მა ერთობლივად წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნეს. დაადასტურეს, რომ 2019 წლის 4 ივნისს ივ---------–-----ის მიერ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაზიანდა მოსარჩელე თი----------------–---–ის სატრანსპორტო საშუალება. ივ---------–-----მა იკისრა დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ვალდებულება. შეკეთებული სატრანსპორტო საშუალება მოსარჩელეს გადაეცა 2019 წლის აგვისტოში, ნივთი მან მიიღო პრეტენზიის წარდგენის გარშე. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ ზიანი ანაზღაურებულია და სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.
2.2 მოპასუხე შპს „სა---------–-------–-----------------ამ“ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროისთვის ლიზინგის ხელშეკრულება T---------------ის საფუძველზე, ლიზინგის გამცემის, მესაკუთრე შპს „სა---------–-------–-----------------ის“ მიერ, ლიზინგის საგანი - სატრანსპორტო საშუალება, მარკა - MERSEDES-BENZ, მოდელი - СLK 200, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, რეგისტრაციის ნომერი Y------, გამოსყიდვის უფლებით, გადაცემული ჰქონდა ლიზინგის მიმღებს - და----------–-----ს. ლიზინგის მიმღები წარმოადგენს ლიზინგის საგნის მფლობელს, ლიზინგის გამცემს კი ლიზინგის პერიოდში ლიზინგის საგანთან რაიმე შეხება არ აქვს, წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და საქმეში მისი ადგილი უნდა დაიკავოს ლიზინგის მიმღებმა. სარჩელი მის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 2019 წლის 4 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე თი----------------–---–ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება (მარკა - MERSEDES-BENZ, მოდელი - B 170, რეგისტრაციის ნომერი A------). დაზიანება გამოწვეული იყო სატრანსპორტო საშუალების (მარკა - MERSEDES-BENZ, მოდელი - СLK 200, რეგისატრაციის ნომერი Y------) შეჯახების შედეგად, რომელსაც მართავდა ივ---------–-----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დაზუსტებული სარჩელი (იხ. ს.ფ. 46-62).
- და----------–-----ის და ივ---------–-----ის შესაგებელი (იხ. ს.ფ. 148-156);
- მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები, 20.01.2020 წ. სხდომის ოქმი (იხ. ს.ფ. 254).
3.1.2 შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... პატრულ-ინსპექტორის პატაკის მიხედვით, „ივ---------–-----ი მოძრაობდა თბილისში, ვა–----–----–------------------------------–-------ის მიმართულებთ, ... მოძრაობდა რა მესამე ზოლში, დაახლოებით 80-90 კმ/სთ სიჩქარით, დააპირა მეორე ზოლში გადასვლა, რა დროსაც ვერ განახორციელა უსაფრთხო მანევრი, ვერ უზრუნველყო ა/მანქანის უსაფრთხო მართვა, ... მოახდინა შეჯახება იქვე პარკირების ადგილას მარჯვენა მხარეს გაჩერებულ ზ/აღნიშნულ [თი----------------–---–ის] მანქანაზე“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... პატრულ-ინსპექტორის პატაკი (იხ. ს.ფ. 20).
3.1.3 ავტოსაგზაო შემთხვევის დროისთვის დაზიანების გამომწვევი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იყო შპს „სა---------–-------–-----------------ა“. სატრანსპორტო საშუალება ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, გადაცემული ჰქონდა და----------–-----ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (იხ. ს.ფ. 46-62 );
- შპს „სა---------–-------–-----------------ის“ შესაგებელი (იხ. ს.ფ. 74-85).
3.1.4 ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოსარჩელე თი----------------–---–ი და მოპასუხე ივ---------–-----ი შეთანხმდნენ მიყენებული დაზიანებების გამოსწორებაზე, კერძოდ, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (იხ. ს.ფ. 46-62 );
- და----------–-----ის და ივ---------–-----ის შესაგებელი (იხ. ს.ფ. 148-156);
- მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები, 20.01.2020 წ. სხდომის ოქმი (იხ. ს.ფ. 254).
3.1.5 მოსარჩელემ ვერ მოახერხა თავის მიერ შერჩეულ ხელოსნის მიერ დაზიანებების გამოსწორებაზე შეთანხმება და დაზიანებების გამოსწორება ივ---------–-----ს შესთავაზა მის მიერ შერჩეულ სახელოსნოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის წარმომადგენლის განმარტება, 20.01.2020 წ. სხდომის ოქმი (იხ. ს.ფ. 254).
3.1.6 ივ---------–-----მა ივალდებულა მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ორგანიზება და 2019 წლის აგვისტოში სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნა თი----------------–---–ს გარემონტებულ მდგომარეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (იხ. ს.ფ. 46-62 ).
- და----------–-----ის და ივ---------–-----ის შესაგებელი (იხ. ს.ფ. 148-156).
- მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები, 20.01.2020 წ. სხდომის ოქმი (იხ. ს.ფ. 254).
3.1.7 შპს „თე----------------ის“ მიერ 08.08.2019წ.-ს შედგენილი „დეფექტაციის“ აქტის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შეკეთებისთვის საჭირო ხარჯების წინასწარი ჯამური ღირებულება განისაზღვრა 5 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- შპს „თე----------------ის“ 08.08.2019 „დეფექტაციის“ აქტი (იხ. ს.ფ. 23-25).
3.1.8 მოსარჩელის წარმომადგენელმა ნიკ---–------------–---–მა წერილობით მიმართა შპს „სა---------–-------–-----------------ას“ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. შპს „სა---------–-------–-----------------ის“ 17.09.2019 წ. N04/3308 წერილით კომპანიამ განმცხადებელს განუმარტა, რომ ავტოსაგზაო შეთხვევის დროს ავტომანქანა (მარკა - MERSEDES-BENZ, მოდელი CLK200, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, რეგისატრაციის ნომერი Y------) წარმოადგენდა შპს „სა---------–-------–-----------------ის“ საკუთრებას, რომელიც ლიზინგის ხელშეკრულების (T--------------) საფუძველზე გადაცემული ჰქონდა ლიზინგის მიმღებს და----------–-----ს; შპს „სა---------–-------–-----------------ამ“ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რადგან არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მზად იყო განმცხადებლისთვის მიეწოდებინა ლიზინგის მიმღების საკონტაქტო ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თი----------------–---–ის წარმომადგენელ ნიკ---–------------–---–ის განცხადება (იხ. ს.ფ. 36-37);
_ შპს „სა---------–-------–-----------------ის“ 17.09.2019 წ. N04/3308 წერილი (იხ. ს.ფ. 37-39).
სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 სასამართლო ადგენს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალება შეკეთების შემდეგ საჭიროებს დამატებით რემონტს, ხოლო მისი აღდგენის ღირებულება უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ზიანის მიყენების მომენტში მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული დაზიანებების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, უდავოა, რომ მხარეები მორიგდნენ ზიანის ანაზღაურებაზე და ივ---------–-----მა იკისრა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ვალდებულება. სადავოა ის, თუ რა დაზიანება არ აღმოფხვრილა და შესაბამისად, რა მოცულობით და რა ღირებულების სამუშაოებია ჩასატარებელი მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების მიზნით.
მოსარჩელემ, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების სრულად შეკეთებისთვის, დამატებით გასაწევი ხარჯის ოდენობის განსაზღვრის მიზნით თავდაპირველად მიუთითა შპს „თე----------------ის“ მიერ 08.08.2019წ.-ს შედგენილ „დეფექტაციის“ აქტზე, ხოლო საბოლოოდ, სსიპ ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დასკვნებზე.
სსიპ ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 25/11/2019, N--------- დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება „ტექნიკური თვალსაზრისით არ არის ხარისხიანად აღდგენილი. რის გამოც ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავ მდოგმარეობაშია და შემდგომი ექსპლუატაციისთვის საჭიროებს რიგი დეტალების შეცვლას და ხარისხიან სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას.“
მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალების აღდგენისთვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სსიპ ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სასაქონლო ექსპერტიზის 10/12/2019 N--------- დასკვნის მიხედვით, „აღდგენისთვის საჭირო ღირებულება დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 1 866 (ათას რვაას სამოცდაექვს) ლარს.“
სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 25/11/2019, N--------- დასკვნის აღწერილობითი ნაწილის მიხედვით, „ვიზუალური დათვალიერებით და ტექნიკური შემოწმებით აღმოჩნდა, რომ ავტომობილის ძარის წინა ბამპერს, უკანა ბამპერს, მარჯვენა უკანა ფრთას, საბარგულის კარს ჩატარებული აქვს სათუნუქე და სამღებრო აღდგენითი სამუშაოები. ავტომობილი დაკომპლექტებულია სრულად, თუმცა მარჯვენა უკანა კარის და საბარგულის კარის ირგვლივ ქარხანა დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ღიობის ზომები არათანაბარია/არეულია, რაც ტექნიკური თვალსაზრისით გამოწვეულია ავარიული ხასიათის მექანიკური სახის დაზიანების შემდგომ არასათანადო აღდგენისთვის (თუნუქის არასათანადოდ გაჭიმვისთვის). აღნიშნული დეფექტი იწვევს ქარხანა დამამზადებლის მიერ ძარის გეომეტრიული ზომების რღვევას, რაც ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად საჭიროა ავტომობილის უკანა მარცხენა ფრთის აღდგენა/გაჭიმვა იმ დონემდე, რაც ქარხანა დამამზადებლის მიერ, ავტომობილის ძარისათვის არის კონსტრუქციულად გათვალისწინებული და დადგენილი. გარდა ზემოაღნიშნულისა, ავტომობილის შემოწმებით დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის შემდეგ ავტომობილს არ უმუშავებს პარკირების სენსორები, ტემპერატურის გამზომი სენსორი და ინფორმაციულ პანელზე ავტომობილის ექსპლუატაციის დროს აქტიურდება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლის მაჩვენებელი ABS-ი და საბარგულის ღია მდგომარეობაში ყოფნის მაჩვენებელი. ... ელ. დიაგნოსტიკამ გამოავლინა შემდეგი: დაზიანებულია გარე ტემპერატურის გამზომი სენსორი, საბარგულის ღია მდგომარეობის მაჩვენებელი, უკანა ბამპერზე არსებული მარცხნიდან მარჯვნივ განლაგებული თანმიმდევრობით 3 (სამი) ერთეული პარკირების სენსორი, წინა ბამპერზე განლაგებული შუა ნაწილში არსებული 2 (ორი) ერთეული პარკირების სენსორი და სამუხრუჭე სისტემა ABS-ი. აღნიშნული დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს ABS-ის ცალკეული სენსორის (...) ან/და ბორბლის საკისარის გაუმართაობით, რაც შესაძლებელია დაზიანებულიყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დღეს. ... ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ წინა ჰორიზონტალური დგარი (ე.წ. ბალკა) დეფორმირებულია და საჭიროებს შეცვლას. ასევე წინა ბამპერი საღებავის ფენა დაზიანებულია და საჭიროებს ხარისხიანად სამღებრო სამუშაოების ჩატარებას“
სასამართლო ასევე აფასებს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით „... ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მის ძარასა და ძარის გადაკრულობის წინა და უკანა ნაწილზე აღინიშნება მექანიკური დაზიანებები და დეფორმაციები. კერძოდ, დეფორმირებულია: უკანა პანელი, საბარგულის ფსკერი, წინა ბამპერის სამაგრი განივი ძელი. დარღვეულია ძარის უკანა ნაწილზე ქარხანა/დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ღიობების ზომები. დაზიანებულია წინა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, წინ ბამპერზე აღენიშნება საღებავის აშრევების კვალი. ასევე ... სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნის (N---------) მიხედვით ირკვევა, რომ დაზიანებულია უკანა ბამპერის პარკინგ სენსორები (3ც), წინა ბამპერის პარკინგ სენროსები (2 ც.) საბარგულის ჩამკეტი, უკანა მარცხენა და მარჯვენა ABS-ის სენსორი. ავტომობილის აღსადგენად საჭიროა რიგი დეტალების შეცვლა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ...“
ამ ორი დასკვნის შინაარსის შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თი----------------–---–ის სატრანსპორტო საშუალების სრულად აღდგენისთვის საჭირო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1000 ლარს (აღნიშნულთან დაკავშირებული ვრცელი დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).
3.2.2. სასამართლო ადგენს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს „სა---------–-------–-----------------ის“ და და----------–-----ისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის წინაშე ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ზიანი, იგივე, დელიქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ეს ნორმა ზიანის მიყენების შემთხვევაში დელიქტური ვალდებულების დამდგენი ზოგადი საფუძველია და მისი გამოყენება შეიძლება ყველა შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ზიანის მიყენების ფაქტი და დგინდება ყველა ის ელემენტი, რაც ამ მუხლიდან გამომდინარეობს.
ამ ნორმის გამოყენების აუცილებელი პირობაა შემდეგი ელემენტების არსებობა: 1. ვალდებული პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, 2. ზიანის ფაქტი, 2. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის.
აღნიშნული ელემენტების არსებობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (პოლიციელის პატაკი, მოსარჩელის განმარტება, მოპასუხეების: დავით და ივ---------–-----ის განმარტებები), საფუძველზე ეჭვს არ იწვევს.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით მოპასუხე ივ---------–-----ის პასუხისმგებლობის საფუძველი მოცემულ საქმეზე გამოკვეთილია.
სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხზე მოსარჩელის პოზიციასთან დაკავშირებით მსჯელობისას, სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
მოცემულ საქმეზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლების კონკურენციასთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ 992-ე მუხლი ზოგადი ნორმაა, 999-ე მუხლი კი, სპეციალური. 999-ე მუხლი განსაზღვრავს ბრალის გარეშე, მკაცრი პასუხისმგებლობის წესს; ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, მისი მოხმარება პოტენციურ საფრთხეს ქმნის და ამიტომ მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით კანონმდებელი განსხვავებულ სტანდარტს აწესებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები.
კანონმდებლის მიერ ჩამოყალიბებულ 999-ე მუხლით დადგენილ რეგულირებაზე დაყრდნობა, რომელიც მკაცრ პასუხისმგებლობას აწესებს და ვალდებული პირის ბრალეულობის დადასტურებას არ მოითხოვს, იმ ვითარებაში იქნება მართებული, როდესაც შეიძლება გართულდეს ბრალეულობის საკითხის დადგენა; გამოკვეთილი იყოს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის ფაქტი, მაგრამ არ დგინდებოდეს ზიანის მიმყენებელი პირი და მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი; სხვაგვარად რომ ითქვას, როდესაც შეიძლება პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ დამტკიცდა მის მიერ კონკრეტულ დროსა და ადგილას რაიმე ქმედების ჩადენა და ვერ გამოიკვეთა მისი ბრალეულობა.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანთან დაკავშირებული ასეთი ვითარება მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, არ იკვეთება, შესაბამისად, არ არსებობს სპეციალური ვითარება, რომელსაც სასამართლომ 999-ე მუხლით დადგენილი რეგულირება უნდა მოარგოს;
თუ არ დასტურდება შესაბამისი ვითარება, სასამართლოსაც არ აქვს სპეცილური ნორმის გამოყენების წინაპირობა, ამიტომ ზოგადი და სპეციალური ნორმების კონკურენციის საკითხი უნდა გადაწყდეს ზოგადი ნორმის სასარგებლოდ; სპეციალური ნორმის გამოყენების დასაბუთება სასამართლოს მხრიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური ურთიერთობის არსებობისას.
ამ ორი (992-ე და 999-ე) მუხლის კონკურენციის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამარლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელე ზიანის მიყენების მომენტში არ იყო შეზღუდული, მოთხოვნა წარედგინა და----------–-----ისთვისაც. „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს (სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე) ისე _ სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ საქმზე Nას-254-239-2010.“
შესაბამისად, თუკი მოსარჩელემ ამოირჩია კონკრეტული ვალდებული პირი და მას წაუყენა მოთხოვნა, ამავე დროს, მოპასუხე ივ---------–-----ს საკუთარი ვალდებულება სადავოდ არ გაუხდია და თავისი იმ მოქმედებით, რომ სატრანსპორტო საშუალების აღდგენა იკისრა, ნაბაყოფლობით შეუდგა ვალდებულების შესრულებას, მოგვიანებით, ვალდებული პირის შეცვლა ან ვალდებულ პირთა უფრო ფართო წრის განსაზღვრა, საკითხის მცდარი სამართლებრივი შეფასება იქნება. იმ ვითარებაში, როდესაც ცნობილია ბრალეული პირი, ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საკითხი არ შეიძლება დადგეს, შესაბამისად, ერთდროულად 992-ე და 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება დაუშვებელია.
დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, სოლიდარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
მოცემულ საქმეში გამოკვეთილია ზიანის მიყენებაზე ვალდებული პირი, შესაბამისად რამდენიმე პირის ერთობლივი მონაწილეობა არ დასტურდება და 998-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს მიერ უნდა გამოირიცხოს.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განისაზღვრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში ვალდებულ პირად ივ---------–-----ის მიჩნევის გამო, გამოირცხება როგორც და----------–-----ის, ისე შპს „სა---------–-------–-----------------ის“ პასუხისმგებლობა და შესაბამისად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე ივ---------–-----ს თი----------------–---–ს სასარგებლოდ დაეკისროს 1000 ლარის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნა შპს „სა---------–-------–-----------------ის“ და და----------–-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 361-ე, 408-ე, 409-ე, 629-ე, 649-ე, 992-ე, 999-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო იმეორებს, რომ სამოქალაქო სამართალში ვალდებულების წარმოშობის ზოგად საფუძვლებს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.“
საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ივ---------–-----ის მიერ სატრანსპორტო საშუალების (მარკა MERSEDES-BENZ, მოდელი CLK200, რეგისატრაციის ნომერი Y------) ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა თი----------------–---–ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების (მარკა MERSEDES-BENZ, მოდელი B 170, რეგისტრაციის ნომერი A------) დაზიანება.
მოსარჩელისთვის მიყენებული ქონებრივი დანაკლისის აღდგენაზე პასუხისმგებლობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, ეკისრება ივ---------–-----ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ გარემოებას, რომ ივ---------–-----მა მიყენებული ქონებრივი ზიანის დაკისრებისთვის სამართლებრივი საფუძვლის არსებობასთან ერთად, ნებაყოფლობით იკისრა საკუთარი სამართლებრივი ვალდებულების შესრულება და მან ახალი სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა დაამყარა დაზარალებულთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
მოცემულ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფორმაზე. ისინი შეთანხმდნენ კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე, რომლის საფუძველზეც წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში მათ უნდა ემოქმედათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის ზოგადი დანაწესის ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
იმ ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ წესსა და ფორმაზე, კონკრეტულად განსაზღვრეს ის ვალდებულებები, რაც ივ---------–-----ს უნდა ეკისრა მოსარჩელის კუთვნილი ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მიზნისთვის, სასამართლო ასკვნის, რომ მხარეები შეთანხმდნენ იმგვარ სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებზე, რაც ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებს შეიძლება გაუთანაბრდეს.
მოცემულ საქმეში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ივ---------–-----ის მიერ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა მოსარჩელის კუთვნილი ნივთის დაზიანება. მიყენებული ზიანის აღმოფხვრა იკისრა მოპასუხე ივ---------–-----მა, თუმცა ვერ უზრუნველყო დაზიანებების სრულად გამოსწორება.
ზემოთ ხსენებული 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ვალდებულ პირს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას ავალდებულებს.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ამრიგად, კრედიტორი უფლებამოსილია, ფულადი ანაზღაურების გზით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ზიანი ზუსტად იმ მოცულობით უნდა ანაზღაურდეს, რა მოცულობის ზიანიც გამოიწვია ვალდებული პირის ქმედებამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, „ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა (იხ. სუსგ №ას-1376-2019, 13/12/2019, § 56).“
უზენაესი სასამართლოს იმავე განჩინებაში ჩამოყალიბებულ განმარტებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში ჩამოყალიბებულ, შეჯიბრებითობის პრინციპთან ერთად, მოსარჩელეს აკისრებს, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ისე, ანაზღაურების მოცულობის დადასტურების ტვირთს: „როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს (იქვე)“.
სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ივ---------–-----ის ვალდებულ პირად მიჩნევა და ივ---------–-----ის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება ამავე კოდექსის 408-409-ე მუხლების გამოყენების საკმარისი საფუძველია. ამასთან, ზიანის იმ მოცულობის განსაზღვრა, რაც აუნაზღაურებელია და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენამდე, მოპასუხის ტვირთად რჩება, მოსარჩელეს ეკისრება.
ამრიგად, სასამართლომ ამ დავის გადაწყვეტისთვის უნდა განსაზღვროს დამატებითი შესრულების ფარგლები, რაზედაც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მოპასუხე ივ---------–-----ს. შესაბამისად, სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს იმ მოცულობით, რა მოცულობის ქონებრივ ზიანის არსებობასაც დაადასტურებს მოსარჩელე.
სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აფასებს რა სსიპ ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დასკვნებს, ყურადღებას მიაქცევს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგ გარემოებებს: სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 10/12/2019 წ-ს არის შედგენილი, მისივე ტექსტის მიხედვით, ეფუძნება მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას და ძირითადად იმეორებს იმ დაზიანებებზე მითითებას, რაც აღწერილია მცირე დროით ადრე (25/11/2019 წ.) შედგენილ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში.
ამ ორი დასკვნის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მათგანი ჩაითვლება კატეგორიულად, ორივე დასკვნა მოკლებულია იმგვარ მტკიცებას, რაც აშკარად მიუთითებს დაზიანებების წარმოშობაზე. დასკვნებში აღწერილია შედგენის დღისათვის არსებული კონკრეტული დაზიანებები, ამასთან, აღწერილობით ნაწილში ორივე დასკვნა ზედაპირული მსჯელობით გამოირჩევა. ორივე დასკვნის შინაარსის შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ექსპერტების დასკვნები არ იძლევა კატეგორიულ პასუხს შემდეგი დეტალების დაზიანების წარმოშობის შესახებ: უკანა პანელი, წინა ბამპერის სამაგრი განივი ძელი საბჯენებით, წინა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, წინა და უკანა ბამპერის პარკინგ სენსორები (5ც), უკანა მარცხენა და მარჯვენა ABS-ის სენსორი, საბარგულის ჩამკეტი.
ამ ვითარებაში მტკიცება ამ დეტალების შეცვლის საჭიროების შესახებ ბუნდოვანია; წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია გამოუსწორებელი ზიანის მოცულობის დადასტურებისთვის.
ექსპერტიზის დასკვნების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარებს მათ. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასკვნები დამაჯარებელი და კატეგორიულია მხოლოდ იმ ნაწილში, რომელშიც მითითებულია სათუნუქე/საბორტე სამუშაოების არასათანადოდ ჩატარების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხე ივ---------–-----ს უნდა დაეკისროს იმ თანხის ანაზღაურება, რაც საჭიროა სათუნუქე/საბორტე სამუშაოებზე, რის თანმდევსაც წარმოადგენს სამღებრო სამუშაო და დაშლა/აწყობასთან დაკავშირებული მომსახურება.
სასაქონლო ექსპერტიზის 10/12/2019, N--------- დასკვნის მიხედვით, ამ სამუშაოების შესრულების ხარჯი საორიენტაციოდ არის განსაზღვრული 00 ლარით (სათუნუქე/საბორტე სამუშაოები - 500 ლ., სამღებრო სამუშაოები - 350 ლ., დაშლა-აწყობა 150 ლ.).
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ამ თანხით უნდა განისაზღვროს ივ---------–-----ს ფულადი ვალდებულება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა 1 866 ლარამდე, რის გამოც, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 102 ლარი, შემცირებული მთხოვნის ოდენობის პროპორციულად.
სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გათვალისწინებით, მოცემული დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, რომელზეც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ზემოთხსენებული ოდენობის, დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარის, ნახევარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო უნდა დაეკისროს მოპასუხე ივ---------–-----ს, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ასეთს წარმოადგენს მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯი. მოსარჩელის მიერ წამოდგენილი საბანკო დოკუმენტებით დასტურდება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზების ჩატარების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გადახდილია 440 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხე ივ---------–-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო და----------–-----ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ტოიოტა პრიუსი, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2007, სანომრე ნიშნით - N------, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------. ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა განთავსებულიყო საამისოდ ორგანიზებულ დაცულ ავტოსადგომზე, სასამართლოში დავის განხილვის დასრულებამდე. ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ნაწილში, რომლითაც და----------–-----ის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი - ტოიოტა პრიუსი, სანომრე ნიშნით - N------, საიდენტიფიკაციო ნომერი - J---------------- განთავსდა საამისოდ ორგანიზებულ დაცულ ავტოსადგომზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ამრიგად, ვინაიდან სარჩელი და----------–-----ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის საფუძველიც აღარ არსებობს და იგი უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თი-----ნ ნა-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ივ---------–-----ს დაეკისროს მოსარჩელე თი----------------–---–ის სასარგებლოდ 900 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი შპს „სა---------–-------–-----------------ის და და----------–-----ის მიმართ არ დაკმაყოფილეს.
2. მოპასუხე ივ---------–-----ს მოსარჩელე თი----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის 440 ლარის ანაზღაურება.
3. თი----------------–---–ს დაუბრუნდეს ნიკ---–------------–---–ის მიერ 03/10/2019 წ.-ს სს „თიბისი ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 157.05 ლარიდან (რაც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება N0) 102 ლარი, დანარჩენი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე და----------–-----ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ტოიოტა პრიუსი, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2007, სანომრე ნიშნით - N------, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე