განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100119003196245
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/2---19 23 იანვარი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–----------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ა-–------------------;
ბრალდებული - ლ---ნ თ---------ს ძე წ--–---–---–- (დაბადებული 0--------- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, უმუშევარი, მცხოვრები: თიანეთის რაიონის სოფელ ჟ-------ში, რეგისტრირებული: ქალაქი თბილისი, დიდი დ------ი IV მ/რ კორპ. N21, ბინა N2--ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შე--ვება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად;
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თბილისში, დიდი დიღმის დასახლების მე-4 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, ლ---ნი წ--–---–---–მა და ვ----– რ--------ემ გააჩერეს ტაქსი - ავტომანქანა „მერსედესი“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით „D---307“, რომელსაც მართავდა ნ------- კ---–-–---–ი და შეუთანხმდნენ 40 ლარის საფასურად ქალაქ დუშეთში წაყვანას. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ნ------- კ---–-–---–მა ავტომანქანა გააჩერა ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სუპერმარკეტ „სმარტის“ მიმდებარედ და მგზავრებს მოსთხოვა საფასურის წინასწარ გადახდა. აღნიშნულზე, მძღოლის გვერდით მჯდომი ლ---ნ წ--–---–---–- გახდა აგრესიული, ამოიღო „CZ83“ მოდელის პისტოლეტის ფორმის სანთებელა, მიუშვირა ნ------- კ---–-–---–ს და დაემუქრა მოკვლით, თუ არ წაიყვანდა მათ ქალაქ დუშეთში. ნ------- კ---–-–---–მა პისტოლეტი აღიქვა რეალურ იარაღად და ლ---ნ წ--–---–---–ს უთხრა, რომ თუ ესროდა ვეღარ წაიყვანდა მათ. ამის შემდეგ, ლ---ნ წ--–---–---–მა, პისტოლეტის ფორმის სანთებელა გადააწოდა უკან მჯდომ ვ----– რ--------ეს, რომელიც ასევე დაემუქრა ნ------- კ---–-–---–ს, რომ თუ იგი არ წაიყვანდა ქალაქ დუშეთში, ესროდა და მოკლავდა. ნ------- კ---–-–---–მა მუქარა აღიქვა რეალურად და იმის მიუხედავად, რომ არ სურდა ლ---ნი წ--–---–---–-ს და ვ----– რ--------ის ქალაქ დუშეთში საფასურის გარეშე წაყვანა, მასზე განხორციელებული ფსიქიკური ზემოქმედების და სიცოცხლის მოსპობის შიშის გამო, იძულებული გახდა ლ---ნი წ--–---–---–- და ვ----– რ--------ე წაეყვანა ქალაქ დუშეთში.
1.2. ქალაქ დუშეთში, ლ---ნი წ--–---–---–მა და ვ----– რ--------ემ ავტომობილში ჩაისვევს შ----– გ----------ი და მივიდნენ დუშეთის რაიონის სოფელ მ--------არში, საიდანაც, დაახლოებით 05:00 საათზე წამოვიდნენ ისევ ქალაქ დუშეთის მიმართულებით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, დაუსახლებელ ადგილზე, ლ---ნ წ--–---–---–მა ნ------- კ---–-–---–ს მოსთხოვა გაეჩერებინა ავტომანქანა, იმავდროულად ამოიღო CZ83“ მოდელის პისტოლეტის ფორმის სანთებელა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ნ------- კ---–-–---–ს გადაეცა ავტომანქანა „მერსედესი“, ღირებული 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარად და მობილური ტელეფონი „SONY XPERIA D5503“, ღირებული 40 (ორმოცი) ლარად. ნ------- კ---–-–---–ი დარწმუნებული იყო, რომ ლ---ნ წ--–---–---–ს ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და თუ იგი არ შეასრულებდა მის მოთხოვნას მოკლავდა, რის გამოც ლ---ნ წ--–---–---–ს გადასცა მობილური ტელეფონი და ავტომანქანა. ამასთან, ნ------- კ---–-–---–მა უთხრა ლ---ნ წ--–---–---–ს, რომ ავტომანქანა მუშაობდა გაზზე და მის გარეშე ვერ აამუშავებდა. ლ---ნ წ--–---–---–- დაჯდა საჭესთან, ნ------- კ---–-–---–ი დასვა გვერდით სავარძელზე და ყველანი წავიდნენ ქალაქ დუშეთის მიმართულებით. ქალაქ დუშეთში ლ---ნ წ--–---–---–მა გააჩერა ავტომანქანა, გადავიდა და როდესაც დაბრუნდა ვერ აამუშავა ავტომანქანა. ლ---ნ წ--–---–---–მა ნ------- კ---–-–---–ს მოსთხოვა დროულად აემუშავებინა ავტომანქანა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ნ------- კ---–-–---–მა ვერ აამუშავა ავტომანქანა, რის გამოც ლ---ნ წ--–---–---–მა და ვ----– რ--------ემ ცემა დაუწყეს ნ------- კ---–-–---–ს. ამ უკანაკნელის ყვირილზე მათთან მივიდა ერთ-ერთი მოქალაქე, რის გამოც ლ---ნ წ--–---–---–მა და ვ----– რ--------ემ მასზე გადაიტანეს ყურადღება, რითაც ისარგებლა ნ------- კ---–-–---–მა, აამუშავა ავტომანქანა და დახმარებისათვის მივიდა შსს დუშეთის რაიონულ სამმართველოში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თბილისში, დიდი დიღმის დასახლების მე-4 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, ლ---ნი წ--–---–---–მა და ვ----– რ--------ემ გააჩერეს ტაქსი - ავტომანქანა „მერსედესი“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით „D---307“, რომელსაც მართავდა ნ------- კ---–-–---–ი და შეუთანხმდნენ 40 ლარის საფასურად ქალაქ დუშეთში წაყვანას. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ნ------- კ---–-–---–მა ავტომანქანა გააჩერა ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სუპერმარკეტ „სმარტის“ მიმდებარედ და მგზავრებს მოსთხოვა საფასურის წინასწარ გადახდა. აღნიშნულზე, მძღოლის გვერდით მჯდომი ლ---ნ წ--–---–---–- გახდა აგრესიული, ამოიღო „CZ83“ მოდელის პისტოლეტის ფორმის სანთებელა, მიუშვირა ნ------- კ---–-–---–ს და დაემუქრა მოკვლით, თუ არ წაიყვანდა მათ ქალაქ დუშეთში. ნ------- კ---–-–---–მა პისტოლეტი აღიქვა რეალურ იარაღად და ლ---ნ წ--–---–---–ს უთხრა, რომ თუ ესროდა, მათ ვეღარ წაიყვანდა. ვ----–ი რ--------ემ ტაქსის მძღოლს შეატყო, რომ იგი ძალიან განერვიულდა, ძალიან შეშინდა. ვ----–ი რ--------ე უბნებოდა ლ---ნ წ--–---–---–ს, რომ გაეწია იარაღი, არ ესროლა, რადგან თავადაც ძალიან შეშინდა, ვინაიდან იარაღი, რომელიც ლ---ნ წ--–---–---–-ს ხელში ე--ვა, მასაც ნამდვილი ეგონა. იგი სთხოვდა ლ---ნ წ--–---–---–ს, რომ ჩასულიყვნენ მანქანიდან და გაეშვათ მძღოლი, თუმცა ლ---ნ წ--–---–---–მა არ დაუჯერა მას და გააგრძელა მძღოლის, ნ------- კ---–-–---–ის მიმართ მუქარა. ტაქსის მძღოლის მიმართ მუქარა ვ----– რ--------ემაც რეალურად აღიქვა, ვინაიდან ლ---ნ წ--–---–---–- ძალიან აგრესიულად იქცეოდა და ხელში იარაღი ეჭირა, რომლის სროლასაც აპირებდა. ვ----– რ--------ე სთხოვდა ლ---ნ წ--–---–---–ს, რომ მისთვის მიეცა იარაღი და მისი თხოვნით ლ---ნ წ--–---–---–მა პისტოლეტის ფორმის სანთებელა გადააწოდა უკან მჯდომ ვ----– რ--------ეს. ნ------- კ---–-–---–მა ლ---ნი წ--–---–---–-ს მუქარა აღიქვა რეალურად და იმის მიუხედავად, რომ არ სურდა მათი ქალაქ დუშეთში საფასურის გარეშე წაყვანა, მასზე განხორციელებული ფსიქიკური ზემოქმედების და სიცოცხლის მოსპობის შიშის გამო, იძულებული გახდა ლ---ნი წ--–---–---–- და ვ----– რ--------ე წაეყვანა ქალაქ დუშეთში.
2.2. ქალაქ დუშეთში, ლ---ნი წ--–---–---–მა და ვ----– რ--------ემ ავტომობილში ჩაისვევს შ----– გ----------ი და მივიდნენ დუშეთის რაიონის სოფელ მ--------არში, საიდანაც, დაახლოებით 05:00 საათზე წამოვიდნენ ისევ ქალაქ დუშეთის მიმართულებით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, დაუსახლებელ ადგილზე, ლ---ნ წ--–---–---–მა ნ------- კ---–-–---–ს მოსთხოვა გაეჩერებინა ავტომანქანა, იმავდროულად ამოიღო CZ83“ მოდელის პისტოლეტის ფორმის სანთებელა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ნ------- კ---–-–---–ს გადაეცა ავტომანქანა „მერსედესი“, ღირებული 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარად და მობილური ტელეფონი „SONY XPERIA D5503“, ღირებული 40 (ორმოცი) ლარად. ნ------- კ---–-–---–ი დარწმუნებული იყო, რომ ლ---ნ წ--–---–---–ს ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და თუ იგი არ შეასრულებდა მის მოთხოვნას მოკლავდა, რის გამოც ლ---ნ წ--–---–---–ს გადასცა მობილური ტელეფონი და ავტომანქანა. ამასთან, ნ------- კ---–-–---–მა უთხრა ლ---ნ წ--–---–---–ს, რომ ავტომანქანა მუშაობდა გაზზე და მის გარეშე ვერ აამუშავებდა. ლ---ნ წ--–---–---–- დაჯდა საჭესთან, ნ------- კ---–-–---–ი დასვა გვერდით სავარძელზე და ყველანი წავიდნენ ქალაქ დუშეთის მიმართულებით. ქალაქ დუშეთში ლ---ნ წ--–---–---–მა გააჩერა ავტომანქანა, გადავიდა და როდესაც დაბრუნდა ვერ აამუშავა ავტომანქანა. ლ---ნ წ--–---–---–მა ნ------- კ---–-–---–ს მოსთხოვა დროულად აემუშავებინა ავტომანქანა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ნ------- კ---–-–---–მა ვერ აამუშავა ავტომანქანა, რის გამოც ლ---ნ წ--–---–---–მა ცემა დაუწყო ნოდარ კ---–-–---–ს. ამ უკანაკნელის ყვირილზე მათთან მივიდა ერთ-ერთი მოქალაქე, რის გამოც ლ---ნ წ--–---–---–მა მასზე გადაიტანა ყურადღება, რითაც ისარგებლა ნ------- კ---–-–---–მა, აამუშავა ავტომანქანა და დახმარებისათვის მივიდა შსს დუშეთის რაიონულ სამმართველოში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა ლ---ნ წ--–---–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ მისთვის ბრალად წარდგენილ ეპიზოდებში. ბრალდებულმა ლ---ნი წ--–---–---–მა თავი აარიდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას და უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე. ბრალდებული მხოლოდ რამდენიმე სხდომას დაესწრო, თუმცა მან თავისი პოზიცია ასახა მის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებებში.
3.2. აღნიშნული განცხადებების მიხედვით, ბრალდებული ლ---ნი წ--–---–---–- განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს ,,არაფერი არა აქვს ხელმოსაჭიდი" მის მიმართ წაყენებული ბრალის დასადასტურებლად. საქმეზე წარმოდგენილმა ექსპერტიზის დასკვნამ ყველა ფაქტი გამორიცხა. მხოლოდ, იმ დღეს, მასთან მყოფი ვ----– რ--------ე განაწყვეს მის წინააღმდეგ და დაადასტურებინეს ისეთი გარემოებები, რასაც ადგილი არ ჰქონია, რომ თითქოს ის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ------- კ---–-–---–ს, თუ ის მათ არ მოემსახურებოდა. მისთვის გაუგებარია, თუ მან ვ----– რ--------ესთან ერთად, ჯგუფურად ჩაიდინა იძულება, ვ----– რ--------ე რატომ გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებიდან მაშინვე და მხოლოდ ის რატომ არის პატიმრობაში. რაც შეეხება ნ------- კ---–-–---–ს, ბრალდებულის განმარტებით, ასევე მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ,,დაეყაჩაღებინა“ ის პოლიციის შენობის წინ მაშინ, როდესაც შესაძლებლობა ჰქონდა დაუსახლებელ ადგილას განეხორციელებინა მის მიმართ ყაჩაღობა. პირიქით, ლ---ნი წ--–---–---–მა ნ------- კ---–-–---–ი მიიყვანა თავის ახლობლებთან, აქეიფა და გაუმასპინძლდა, რის გამოც, ასევე ალოგიკურია მის მიერ ნ------- კ---–-–---–ის მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდება.
3.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ლ---ნი წ--–---–---–ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედებების არც ერთი ეპიზოდი და მის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელ განაჩენი.
3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---ნ წ--–---–---–-ს ქმედება იძულების ბრალდების ეპიზოდში არ დასტურდება მხოლოდ მაკვალიფიცირებელი გარემოების, იძულების ჯგუფურად ჩადენის ნაწილში.
3.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---ნ წ--–---–---–-ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, მთლიანად დადასტურებულია ბრალდების მხარის უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.
3.6. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ნ------- კ---–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ტაქსის მძღოლი. მას ჰყავს საკუთრებაში „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით „D--“-307, რომლითაც ეწევა მგზავრების ტრანსპორტირებას. 2019 წლის 27 აპრილს ის იმყოფებოდა დიდ დ------ში და მგზავრების მოლოდინში ტრიალებდა მე-4 მიკრორაიონში. დაახლოებით 00:30 წუთზე მას ორმა ახალგაზრდა ბიჭმა დაუქნია ხელი. მან გაუჩერა მანქანა და ისინი ჩაჯდნენ მის მანქანაში, პირველი დაჯდა წინ მის გვერდით, ხოლო მეორე დაჯდა უკან. მან შემდგომ შეიტყო მათი სახელები და გვარები - ლ---ნ წ--–---–---–- და ვ----– რ--------ე. ისინი შეთანხმდნენ 40 ლარად დუშეთში წასვლაზე. გზაში ნ------- კ---–-–---–მა ბიჭებს უთხრა, რომ ფული წინასწარ გადაეხადათ მისთვის, რასაც ისინი შეპირდნენ. მან გააჩერა მანქანა აღმაშენებლის ხეივანზე სუპერმარკეტ „სმარტის“ მიმდებარედ, ვინაიდან გაუჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული პირები არ აპირებდნენ მისთვის ფულის გადახდას. მან ლ---ნ წ--–---–---–ს და ვ----– რ--------ეს უთხრა, რომ მიეცათ ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ წაიყვანდა მათ. მის გვერდით მჯდომი ლ---ნ წ--–---–---–- გაბრაზდა და უეცრად შარვლის საქამრედან ამოიღო იარაღი, მიუშვირა მას და უთხრა, რომ თუ არ წაიყვანდა, მას ესროდა და მოკლავდა, ნ------- კ---–-–---–ს ძალიან შეეშინდა და უთხრა, „ნუ მომკლავ“ და განაგრძო გზა, ამის შემდეგ ლ---ნ წ--–---–---–მა იარაღი გადასცა უკან მჯდომ ვ----– რ--------ეს და რომელიც ასევე ემუქრებოდა, რომ თუ არ წაიყვანდა მათ, ისინი მას მოკლავდნენ. ნ------- კ---–-–---–მა განაგრძო გზა, ვინაიდან დარწმუნდა, რომ მათ შეიძლება მართლა მოეკლათ იგი „შეიარაღებულ ადამიანებს წინ რა დაუდგებოდა“, იგი დარწმუნებული იყო, რომ ისინი ნამდვილი იარაღით ემუქრებოდნენ და ბოლოს პოლიციისგან გაიგო, რომ ეს იყო სანთებელა, თუმცა ვიზუალურად იგი ნამდვილ იარაღს ჰგავდა. ლ---ნ წ--–---–---–- გზაში ხშირად ურე--ვდა ვიღაცას და აგინებდა. როგორც ნ------- კ---–-–---–მა საუბრიდან შეიტყო, დუშეთში მას ვიღაც „კ----“ უნდა დახვედროდა. ღამის საათებში, ზუსტი დრო არ ახსოვს, ისინი მივიდნენ დუშეთში, გზას მიუთითებდა ლ---ნ წ--–---–---–-. ისინი მივიდნენ, როგორც გაიგო ე. წ. ბირჟაზე, სადაც დახვდათ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ლ---ნ წ--–---–---–- და მისი მეგობარი ვ----– რ--------ე მიმართავდნენ სახელით „კ----“. ლ---ნმა გააჩერა მანქანა და ყველანი გადმოვიდნენ მანქანიდან, მათ შორის ნ------- კ---–-–---–ი, რომელიც ემორჩილებოდა ლ---ნ წ--–---–---–ს, რადგან ეშინოდა მისი, ვინაიდან ის შეიარაღებული იყო. ლ---ნ წ--–---–---–- და ვ----– რ--------ე მივიდნენ კ----სთან, ხოლო იგი მათ იქვე 2-3 მეტრში ელოდებოდა, იგი ვერსად მიდიოდა, რადგან მას უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. ლ---ნ წ--–---–---–- ვ----– რ--------ესთან და კ----სთან ერთად დაბრუნდა. ლ---ნ წ--–---–---–მა უთხრა ნ------- კ---–-–---–ს, რომ ის დამჯდარიყო საჭესთან, ვინაიდან სოფელ მ--------არში უნდა წასულიყვნენ, რაზეც ნ------- კ---–-–---–ს არ გაუწევია წინააღმდეგობა. ის დაჯდა საჭესთან, ლ---ნ წ--–---–---–- დაჯდა მის გვერდით, ხოლო კ---- დაჯდა მის უკან, ვ----– რ--------ე კი ლ---ნ წ--–---–---–-ს უკან. მ--------არის გზას ასწავლიდა კ----, რომლის მითითებითაც მიდიოდა ნ------- კ---–-–---–ი. ცოტახანში მივიდნენ სოფელ მ--------არში ერთ-ერთ სახლთან, სადაც გაჩერდნენ გზაზე. შემდეგ ლ---ნ წ--–---–---–- გადავიდა მანქანიდან, მივიდა სახლთან და ეძახდა ვინმე „გ-------ს“, როგორც შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი გ------- ქ-------ეს. ცოტახანში გამოხედა ასაკოვანმა კაცმა და უთხრა, რომ გ-------ს ეძინა, რაზეც ლ---ნმა უთხრა, რომ გაეღვიძებინა იგი. ცოტახანში გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ეძახდნენ გ------- ქ-------ეს, რის შემდეგ ყველა გადმოვიდა მანქანიდან. ნ------- კ---–-–---–მა დაკეტა მანქანა გასაღებით, ჩაიდო ჯიბეში, მაგრამ ლ---ნ წ--–---–---–მა გამოართვა გასაღები და თავად დაიტოვა. ისინი შევიდნენ გ------- ქ-------ის სახლის პირველ სართულზე, სადაც იყო მიწის იატაკი. გ-------მ მოიტანა სასმელი ღვინო და რაღაც საჭმელი. ღვინო დალია ყველამ, მასაც შესთავაზეს დაელია. ნ------- კ---–-–---–ი ამბობდა სადღეგრძელოს, ჭიქა მიჰქონდა პირთან, ვითომ სვავდა და ისე, რომ ლ---ნ წ--–---–---–ს და მის მეგობრებს არ დაენახათ, ღვინოს აქცევდა მაგიდის ქვეშ მიწის იატაკზე. მათ რამდენიმე ჭიქა დალიეს, ნ------- კ---–-–---–ი კი ამ დროს უსვამდა შეკითხვას მათი ვინაობის შესახებ, რა დროსაც გაარკვია, რომ ლ---ნი გვარად წ--–---–---–- იყო, გ-------ს გვარი იყო ქ-------ე, ხოლო ლ---ნ წ--–---–---–-ს მეგობარ ვ----–ისა და კ----ს გვარი შემდომში გაიგო პოლიციელებისგან. გ------- ქ-------ის სახლში ყოფნისას იგი გარეთ გამოვიდა ტუალეტში, რა დროსაც ასევე გამოვიდნენ გარეთ იქ მყოფი პირები, მას კი უნდოდა მათგან წასვლა, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან ისინი მას უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. დაახლოებით დილისკენ ყველანი გამოვიდნენ გ------- ქ-------ის სახლიდან. ისინი როცა მივიდნენ მანქანასთან, მან უთხრა ლ---ნ წ--–---–---–ს რომ მიეცა მისთვის გასაღები. ლ---ნ წ--–---–---–მა მისცა გასაღები და ყველანი ჩაჯდნენ მანქანაში. ლ---ნ წ--–---–---–- ისევ მის გვერდით დაჯდა, ხოლო კ---- და ვ----– რ--------ე დასხდნენ უკან. ნ------- კ---–-–---–ი იჯდა საჭესთან და წავიდნენ დუშეთის მიმართულებით, რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, მოსახლეობა არ ჩანდა, უკაცრიელ ადგილას ლ---ნ წ--–---–---–მა მოსთხოვა გაეჩერებინა მანქანა. ამ დროს ნ------- კ---–-–---–მა დაინახა, რომ ლ---ნ წ--–---–---–ს ხელში ეჭირა იარაღი, რომელიც მისკენ იყო მიმართული და მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა, რომ მისთვის გადაეცა მობილური ტელეფონი, ჩამოსულიყო მანქანიდან, ის თავისუფალი იყო და მანქანა მიჰყავდათ. ნ------- კ---–-–---–ი დარწმუნებული იყო იმაში, რომ თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნას, მას ლ---ნ წ--–---–---–- ნამდვილად იარაღიდან ესროდა და მოკლავდა, რადგან ტყვიას ვ----ვინ ვერ გაექცეოდა და ის ფიქრობდა, რომ ნამდვილად ესროდა. მან მაშინ არ იცოდა, რომ ლ---ნ წ--–---–---–ს ნამდვილი იარაღი არ ეჭირა ხელში. იგი იძულებული გახდა ლ---ნ წ--–---–---–-სთვის მიეცა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და გადმოსულიყო მანქანიდან. ლ---ნ წ--–---–---–- დაჯდა საჭესთან. ნ------- კ---–-–---–მა უთხრა, რომ მისი მანქანა გაზზე მუშაობდა და თუ ჩაუქვრებოდა გზაში, მის გარეშე ვერ დაქოქავდა მას, რაზეც ლ---ნ წ--–---–---–მა აღარ დატოვა ნ------- კ---–-–---–ი იმ ადგილას, მაგრამ საჭესთან მაინც თავად დაჯდა, ხოლო ნ-------ი კ---–-–---–ი დაჯდა მის გვერდით. ლ---ნ წ--–---–---–მა ნ-------ი კ---–-–---–ის ტელეფონი და იარაღი, რომელიც ხელში ე--ვა, გადააწოდა უკან მჯდომ ვ----– რ--------ეს, რის შემდეგ წამოვიდა დიდი სისწრაფით და გზაში რამდენჯერმე კინაღამ ავარია მოახდინა, რაზედაც ნ------- კ---–-–---–ი ეხვეწებოდა ის დაესვა საჭესთან, რაზეც ლ---ნ წ--–---–---–- აგრესიით პასუხობდა და აგინებდა მას. მალევე ჩამოვიდნენ ქ. დუშეთში და ლ---ნ წ--–---–---–მა მანქანა გააჩერა ე. წ. „ბირჟასთან“, იყო ღამე და ირგვლივ არავინ იყო. ამ დროს ლ---ნ წ--–---–---–მა გააჩერა მანქანა, გამოაძრო გასაღები, რაზეც უსაყვედურა ვ----– რ--------ემ, უთხრა „რატომ ჩააქრე, ვეღარ დაქოქავო“. ამის შემდეგ ყველა გადმოვიდა მანქანიდან. ლ---ნ წ--–---–---–მა უთხრა კ----ს გაყოლოდა თბილისში, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ტანსაცმელს გამოიცვლიდა და მათთან ერთად წავიდოდა, ამ დროს ნ------- კ---–-–---–მა დაინახა, რომ იარაღი კ----ს ჰქონდა, მაგრამ როცა ის წავიდა სახლში, იარაღი ჩუმად ლ---ნ წ--–---–---–-ს გადააწოდა. ამის შემდეგ ლ---ნ წ--–---–---–- ისევ ჩაჯდა მანქანაში და შეეცადა დაექოქა მანქანა, მაგრამ ვერ შეძლო მისი დაქოქვა, რადგან მას შეეშალა და მანქანის დაქოქვას ცდილობდა საბარგულის გასაღებით, ეს გასაღებები ყველა ერთ რგოლზე იყო აცმული. ვინაიდან ლ---ნ წ--–---–---–- ვერ ქოქავდა მანქანას, მიმართა ნ------- კ---–-–---–ს, რომ დროზე დაექოქა მანქანა, თორემ მოკლავდა, ასევე ემუქრებოდა ვ----– რ--------ეც. ნ------- კ---–-–---–მა ისე, რომ ლ---ნ წ--–---–---–ს არ დაენახა, მოხსნა რგოლს ავტომანქანის გასაღები და დამალა, თან აჩვენებდა, რომ ცდილობდა მანქანის დაქოქვას, ვინაიდან ვერ დაქოქა მანქანა, გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც გაბრაზებულმა ლ---ნ წ--–---–---–მა და ვ----– რ--------ემ დაუწყეს ჩხუბი და ურტყამდნენ მას, რა დროსაც იგი იქნევდა ხელებს და ცდილობდა მათ მოშორებას რა დროსაც მცირედ დაიზიანა მარჯვენა ხელი. ამ დროს ხმაურზე მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საყვედურობდა ლ---ნ წ--–---–---–ს, ეუბნებოდა რომ იყო გვიანი, ხალხს ეძინა და რატომ ხმაურობდნენ. ნ------- კ---–-–---–მა შეატყო, რომ ყურადღება ლ---ნ წ--–---–---–მა და ვ----– რ--------ემ იმ კაცისკენ გადაიტანეს, ამით ისარგებლა, შეცვალა გასაღები, დაქოქა მანქანა და სწრაფად გასცილდა იქაურობას. გზა, სადაც მანქანა იდგა იყო დამრეცი, ხოლო მანქანის ოთხივე კარები - ღია. მასვე გაუკვირდა, როდესაც მანქანით წასვლის შემდეგ ოთხივე კარები დაიკეტა. უკვე თითქმის გათენებული იყო, მალევე დაინახა მეეზოვე. მასთან გააჩერა მანქანა, იყო ძალიან აღელვებული და უთხრა მას, რომ დააყაჩაღეს და სთხოვა მიესწავლებინა პოლიციის განყოფილების ადგილმდებარეობა. ეს პიროვნება ჩაუჯდა მანქანაში და მიიყვანა იგი პოლიციაში, სადაც მან განაცხადა მომხდარის შესახებ, გამოკითხეს, რის შემდეგ პოლიციელების ჯგუფი გავიდა მის მიერ მითითებულ ადგილზე და როგორც მისთვის გახდა ცნობილი ლ---ნ წ--–---–---–-, ვ----– რ--------ე და კ---- მალევე მიიყვანეს პოლიციაში. პოლიციის შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა მას ამოეცნო მის მიერვე მითითებული პიროვნებები, მან უპასუხა, რომ შეეძლო მათი ამოცნობა, ვინაიდან დიდი ხანი გაატარა მათთან და მათ სახეებს რა დაავიწყებდა. ნ------- კ---–-–---–მა ჩატარებული ამოცნობებისას ამოიცნო ლ---ნ წ--–---–---–-, ვ----– რ--------ე ს და „კ----“ - შ----– გ----------ი.
3.7. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ვ----–ი რ--------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს ლ---ნ წ--–---–---–ს, რომელიც მისი ძმის მეგობარია და თავადაც კარგი ურთიერთობა აქვს მასთან. 2019 წლის 27 აპრილს ლ---ნ წ--–---–---–- დაუკავშირდა მას ტელეფონით და სთხოვა შეხვედრა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს საღამოს ლ---ნ წ--–---–---–-ს ნაკვეთში (ბოსტანში), დიდ დ------ში, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. ლ---ნ წ--–---–---–მა სთხოვა მას, რომ გაყოლოდა დუშეთში მის მოგვარესთან, ზ---- რ--------ესთან შესახვედრად, რაზეც ვ----–ი რ--------ე დათანხმდა. ქ.თბილისში, დიდი დ------ის მე-4 მ/რ გააჩერეს ტაქსი, მერსედეს-ბენცის მარკის ავტომანქანა და მძღოლს, როგორც შემდგომ გაიგო მისი სახელი და გვარი - ნ------- კ---–-–---–ს შეუთანხმდნენ, რომ იგი მათ წაიყვანდა ქალაქ დუშეთში 40 (ორმოცი) ლარად. ლ---ნ წ--–---–---–- დაჯდა მანქანაში წინა სავარძელზე მძღოლის გვერდით, თავად დაჯდა უკანა სავარძელზე, რის შემდეგ წავიდნენ ქ. დუშეთის მიმართულებით. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, აღმაშენებლის ხეივანზე სუპერმარკეტ „სმარტთან“ მიმდებარედ მძღოლმა გააჩერა ავტომანქანა და მოსთხოვა ფულის წინასწარ გადახდა. ფული არც თავად და არც ლ---ნ წ--–---–---–ს არ ჰქონდა, თუმცა ლ---ნ წ--–---–---–- შეპირდა, რომ გადაუხდიდნენ ფულს. ამ დროს ლ---ნ წ--–---–---–- გახდა აგრესიული და წელის მხრიდან ამოიღო პისტოლეტი, რომელიც მიუშვირა ტაქსის მძღოლს, შეაგინა დედის მისამართით და უთხრა, თუ არ წაიყვანდა მათ დუშეთში, ესროდა და მოკლავდა. ვ----–ი რ--------ემ ტაქსის მძღოლს შეატყო, რომ იგი ძალიან განერვიულდა, ძალიან შეშინდა და უთხრა ლ---ნ წ--–---–---–ს ნუ მოკლავდა მას, ამასობაში თავად ეუბნებოდა ლ---ნ წ--–---–---–ს, რომ გაეწია იარაღი, არ ესროლა, რადგან თავადაც ძალიან შეშინდა, ვინაიდან იარაღი, რომელიც ლ---ნ წ--–---–---–-ს ხელში ე--ვა, მასაც ნამდვილი ეგონა. იგი სთხოვდა ჩასულიყვნენ მანქანიდან და გაეშვათ მძღოლი, თუმცა ლ---ნ წ--–---–---–მა არ დაუჯერა მას და გააგრძელა მძღოლის მიმართ მუქარა. ტაქსის მძღოლის მიმართ მუქარა ვ----– რ--------ემაც რეალურად აღიქვა, ვინაიდან ლ---ნ წ--–---–---–- ძალიან აგრესიულად იქცეოდა და ხელში იარაღი ეჭირა, რომლის სროლასაც აპირებდა, რადგან მასაც ეს იარაღი ნამდვილი ეგონა. ვ----– რ--------ე სთხოვდა ლ---ნ წ--–---–---–-ს, რომ მისთვის მიეცა იარაღი და მისი თხოვნით ლ---ნ წ--–---–---–მა მას გადასცა იგი. როცა ლ---ნ წ--–---–---–მა მისცა იარაღი, ნახა რომ იყო მეტალის და არ განსხვავდებოდა ნამდვილი იარაღისგან და დარწმუნდა, რომ იარაღი ნამდვილი იყო. ლ---ნ წ--–---–---–- ცოტა დამშვიდდა და შეშინებული ტაქსის მძღოლიც დათანხმდა დუშეთში წასვლაზე და გაემართნენ დუშეთისკენ. გზაში ლ---ნ წ--–---–---–- ვიღაცეებთან რე--ვდა ტელეფონზე. დაახლოებით ალბათ იქნებოდა ღამის 02:00 საათი, როცა მივიდნენ ქ. დუშეთში. ლ---ნ წ--–---–---–მა მიუთითა მძღოლს ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც გაჩერდნენ და იქ დახვდათ ლ---ნ წ--–---–---–-ს ნაცნობი სახელად „კ----“, როგორც ბოლოს გაიგო შ----– გ----------ი. ყველანი გადმოვიდნენ მანქანიდან, ლ---ნ წ--–---–---–- რე--ვდა ტელეფონზე, როგორც იცის ზ---- რ--------ესთან, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. ამის შემდეგ ლ---ნ წ--–---–---–მა გადაწყვიტა ყველანი წასულიყვნენ სოფელ მ--------არში მის მეგობართან გ-------სთან, ანუ გ------ი ქ-------ესთან, როგორც შემდგომ გაიგო მისი გვარი და სახელი, მოსანახულებლად. ტაქსის მძღოლი დაჯდა საჭესთან, ლ---ნ წ--–---–---–- დაჯდა მის გვერდით, მძღოლის უკან, სავარძელზე დაჯდა კ----, ხოლო ლ---ნ წ--–---–---–-ს უკან, სავარძელზე დაჯდა თავად ვ----–ი რ--------ე, რის შემდეგ გაემართნენ სოფელ მ--------არში, გზას მიუთითებდა კ----, ხოლო მ--------არში მისვლისას ლ---ნ წ--–---–---–მა უთხრა მძღოლს რომელ სახლთან უნდა გაეჩერებინა მანქანა. მძღოლმა მანქანა გააჩერა მითითებულ ადგილზე, გზაზე და ლ---ნ წ--–---–---–- გადმოვიდა სახლთან, მივიდა ჭიშკართან და დაუძახა გ-------ს, გამოიხედა ვიღაც მამაკაცმა, რომელმაც უთხრა, რომ გ-------ს ეძინა. ლ---ნ წ--–---–---–მა სთხოვა გაეღვიძებინა იგი, მამაკაცი შევიდა სახლში, და ცოტა ხანში გამოვიდა გ-------, რომელმაც ყველა სახლში შეიპატიჟა. როცა ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ლ---ნ წ--–---–---–მა მძღოლს გამოართვა ავტომანქანის გასაღები. გ-------ს სახლში შესვლისას მან ლ---ნ წ--–---–---–ს ჩუმად მიაწოდა მისი იარაღი, რომელიც ამ დროისთვის მას ჰქონდა. გ-------მ მოიტანა სასმელი და საჭმელი და ყველამ დალია ღვინო. ამ დროს ტაქსის მძღოლი სულ კითხულობდა იქ მყოფი პირების ვინაობას, რაზეც ვ----–ი რ--------ემ უთხრა, რატომ აინტერესებდა მათი ვინაობა, ხომ არ უნდა ეჩივლა მათთვის. ლ---ნ წ--–---–---–- შეპირდა ნ------- კ---–-–---–ს, რომ თბილისში როცა ჩავიდოდნენ მისცემდა ფულს. ცოტახანში იგი გავიდა გარეთ და ჩაჯდა მანქანაში, ვინაიდან ძალიან ეძინებოდა, დანარჩენები კი დარჩნენ სახლში.ვ----–ი რ--------ემ განმარტა, რომ მძღოლს გაქცევის საშუალება არ ჰქონდა, ვინაიდან მას მარტო არ ტოვებდნენ და ყოველთვის ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. როცა მას გაეღვიძა, ნახა, რომ ლ---ნ წ--–---–---–- და მძღოლი მანქანასთან იდგნენ, ლ---ნ წ--–---–---–- ეჩხუბებოდა და იარაღით ემუქრებოდა ნ------- კ---–-–---–ს, რომ შენ აქ უნდა დაგტოვოთ და ჩვენ მანქანით უნდა წავიდეთო. მძღოლმა შეშინებულმა და განერვიულებულმა უპასუხა, რომ მანქანას ვერ დაქოქავდნენ, ნუ მოკლავდა და თავად დამჯდარიყო საჭესთან ლ---ნი. ამ დროს კ----მ გამოართვა ლ---ნ წ--–---–---–ს იარაღი. ლ---ნ წ--–---–---–მა მიაწოდა ვ----– რ--------ეს მძღოლის მობილური ტელეფონი და უთხრა რომ მას ჰქონოდა იგი, რათა მძღოლს არ დაერე-- სადმე, რა დროს წაართვა ტელეფონი მძღოლს ლ---ნ წ--–---–---–მა, მას არ უნახავს. ამის შემდეგ ლ---ნ წ--–---–---–- დაჯდა საჭესთან, ხოლო მძღოლი დაჯდა მის გვერდით წინა სავარძელზე, ხოლო თავად და კ---- დაჯდნენ უკან. ლ---ნ წ--–---–---–- იყო აგრესიული, ძალზედ სწრაფად მართავდა მანქანას, რამდენჯერმე შექმნა ავარიული სიტუაცია, ტაქსის მძღოლი სთხოვდა გადმოსულიყო და ის დაესვა საჭესთან, რაზეც ლ---ნ წ--–---–---–- არ თანხმდებოდა და უთხრა გაჩუმებულიყო, თორემ ჩამოსვამდა ავტომანქანიდან და მიატოვებდა გზაში. ცოტახანში მივიდნენ დუშეთში კ----ს სახლთან, ლ---ნ წ--–---–---–მა გააჩერა მანქანა. მანქანიდან გადავიდნენ კ---- და ლ---ნ წ--–---–---–-, კ----მ მიაწოდა ლ---ნ წ--–---–---–-ს იარაღი, რომელიც ვ----–მა ჩუმად გამოართვა. ლ---ნ წ--–---–---–მა კ----ს სთხოვა, რომ წასულიყო მათთან ერთად თბილისში, რაზედაც კ----მ უპასუხა რომ ტანსაცმელს გამოიცვლიდა და წავიდოდა მათთან ერთად, ამ დროს ლ---ნ წ--–---–---–- ისევ დაჯდა საჭესთან, მოარგო გასაღები და ცდილობდა მანქანის დაქოქვას და ვერ დაქოქა, რის შემდეგ მძღოლს უთხრა რომ დამჯდარიყო საჭესთან და დაექოქა მანქანა. მძღოლმაც ვერ დაქოქა მანქანა, რაზედაც ლ---ნ წ--–---–---–- ეჩხუბებოდა, ხოლო მძღოლი ეუბნებოდა, რომ ვერ ქოქავდა და რაც უნდოდა, ის ექნა. ლ---ნ წ--–---–---–- გახდა ძალიან აგრესიული, უყვიროდა მძღოლს, ემუქრებოდა, რომელსაც ეტყობოდა რომ იყო ცუდად, რა დროსაც მათთან მივიდა ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც უსაყვედურა, რომ იყო გვიანი ღამე და რა აჩხუბებდათ, რაზეც ლ---ნ წ--–---–---–მა უთხრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. ამასობაში გაიგეს მანქანის ხმა და დაინახეს, რომ მძღოლი დამჯდარიყო მანქანაში, დაექოქა მანქანა და წავიდა დიდი სისწრაფით იმ ადგილიდან. ლ---ნ წ--–---–---–- უყვიროდა, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ის არ დაემორჩილა. ამ დროს კ----ც მივიდა. ვ----–ი რ--------ემ უსაყვედურა ლ---ნ წ--–---–---–ს, თუ რატომ ჩააგდო იგი ამ დღეში და უთხრა, რომ მასთან გაჩერება აღარ უნდოდა და მიდიოდა. იგი წავიდა სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე, სადაც მივიდნენ პოლიციელები და წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც გამოკითხეს, ასევე ჩატარდა მისი ამოცნობა, რა დროსაც ტაქსის მძღოლმა ამოიცნო იგი. ასევე მან პოლიციის მუშაკებს წარუდგინა ტაქსის მძღოლის ტელეფონი, რომელიც მას ლ---ნ წ--–---–---–მა მისცა.
3.8. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას მ-----ა ქ-------ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს ასუფთავებდა დუშეთის ქუჩებს, უკვე თენდებოდა, როცა მასთან ახლოს გაჩერდა მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლმა, რომელიც ძალიან განერვიულებული იყო, მას სთხოვა, რომ მიესწავლებინა მისთვის პოლიციის ადგილმდებარეობა, ვინაიდან იგი დააყაჩაღეს იარაღის მუქარით და წაართვეს მობილური ტელეფონი. მძღოლი ასევე ამბობდა, რომ მანქანის გატაცებაც უნდოდათ, მაგრამ გამოასწრო მათ. მ-----ა ქ------- მაშინვე ჩაუჯდა მძღოლს მანქანაში და მიიყვანა იგი პოლიციის შენობასთან, სადაც შეყვა. მძღოლმა პოლიციელებს განუცხადა, რომ იგი დააყაჩაღეს.
3.9. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას მ----- ქ-----–-ას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის დუშეთის სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი. 2019 წლის 27 აპრილს გამოძახებაზე მივიდა შსს დუშეთის რაიონული სამმართველოში, სადაც დახვდა პაციენტი ნ-------ი კ---–-–---–ი. მან შეამოწმა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა აწეული წნევა და იყო ძალიან შეწუხებული, იგი ცუდად გრძონდა თავს. მას წნევები აწუხებდა საერთოდ. ექიმმა შესთავაზა წნევის დამწევი, რაზეც მან განაცხადა უარი. მან დაათვალიერა პაციენტი, რომელსაც არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. პაციენტს ასევე არ აღენიშნებოდა ალკოჰოლური თრობის ნიშნები. პაციენტი აღნიშნავდა, რომ იგი იყო ტაქსის მძღოლი, დაიქირავეს და შემდეგ დააყაჩაღეს.
3.10. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას შ----–ი გ----------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობს ლ---ნ წ--–---–---–ს და მასთან აქვს კარგი ურთიერთობები, ხოლო სხვას არავის იცნობს და 2019 წლის 27 აპრილს არც მ--------არში ყოფილა ლ---ნ წ--–---–---–თან და სხვებთან. მას მის სახლთან მახლობლად მარტო ლ---ნ წ--–---–---–- ჰყავს ნანახი და ვინმე მძღოლი, მაგრამ ის ტაქსის მძღოლი იყო თუ არა არ იცის და იგი ლ---ნ წ--–---–---–თან მ--------არში არ ყოფილა. შ----– გ----------მა დაადასტურა, რომ პოლიციაში ვიღაცამ თითის გაშვერით ამოიცნო იგი. მოწმის განმარტებით, ის სახელით და გვარით დოკუმენტალურად არის შ----–ი გ----------ი, ხოლო მას იცნობენ, როგორც კ---- გ----------ს და ყველა ეძახის სახელს „კ----ს“.
3.11. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული შ----–ი გ----------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს დაახლოებით დილის 06:00 საათზე იმყოფებოდა თავის სახლის წინ მეზობელთან, თენგიზთან ერთად, რა დროსაც შემოესმა კამათის ხმა, მივიდნენ იქვე მდგომ მანქანასთან, მერსედეს ბენცთან, რომელსაც თავზე ტაქსის ტრაფარეტი ედგა, სადაც ნახა ნაცნობი ლ---ნ წ--–---–---–-, რომელიც ეჩხუბებოდა სიტყვიერად ტაქსის მძღოლს და ეუბნებოდა დაექოქა მანქანა, რაზეც მძღოლი პასუხობდა, რომ ვერ ახერხებდა მანქანის დაქოქვას და რაც გინდა ის ქენიო. თენგიზმა შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ხმაურობდნენ, რის გამოც ეს უკანასკნელები შე--მათდნენ, მან თენგიზი გამოიყვანა და წაიყვანა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. ამ დროს გაიგო, რომ მანქანა დაიქოქა და მანქანა წავიდა, ლ---ნ წ--–---–---–- კი დარჩა ადგილზე და ასევე იქვე იყო ლ---ნის მეგობარი, რომელსაც არ იცნობს. მალევე მივიდნენ პოლიციის მუშაკები და წაიყვანეს პოლიციაში ჩვენების მისაცემად.
3.12. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას გ------ი ქ-------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს ღამის საათებში მასთან სახლში მივიდნენ ლ---ნი წ--–---–---–-, შ----– (კ----) გ----------ი, ლ---ნ წ--–---–---–-ს მეგობარი ვ----–ი რ--------ე და ტაქსის მძღოლი ნ------- კ---–-–---–ი, რომლებსაც გაუშალა სუფრა და ყველამ იქეიფა, მათ შორის მძღოლმაც და მას არ შეუმჩნევია რომ იგი რაიმეთი იყო შეზღუდული.
3.13. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედით, გამოძიება დაიწყო 2019 წლის 27 აპრილს ღამით, დუშეთის რაიონში ნ------- კ---–-–---–ის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობის ფაქტზე.
3.14. 2019 წლის 27 აპრილის ზეპირი შეტყობინების შესახებ ოქმის მიხედვით, ნ------- კ---–-–---–მა დუშეთის რაიონულ სამმართველოში განაცხადა, რომ სამმა პირმა იარაღის მუქარით წაართვეს ტელეფონი.
3.15. 2019 წლის 27 აპრილის ბრალდებულ ლ---ნ წ--–---–---–-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, მისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი „IPHONE-4“-ს ფირმის მობილური ტელეფონი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- თ-------–---–მა.
3.16. 2019 წლის 27 აპრილის ამოღების ოქმის მიხედვით, ლ---ნ წ--–---–---–-სგან ამოღებულ იქნა შავი ფერის პისტოლეტის ფორმის სანთებელა ალაგ-ალაგ გახეხილ მდგომარეობაში.
3.17. 2019 წლის 27 აპრილის ამოღების ოქმის მიხედვით, ვ----– რ--------ისგან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის გარეთა გარსის მქონე მობილური ტელეფონი წარწერით „სონი“, რომელიც ჩასმულია ე. წ. სილიკონში, რის შესახებაც ვ----– რ--------ემ განმარტა, რომ ის ლ---ნ წ--–---–---–მა მისცა და არის ტაქსის მძღოლის საკუთრება.
3.18. 2019 წლის 27 აპრილის პირის - ბრალდებულ ლ---ნ წ--–---–---–-ს ამოცნობის ოქმის მიხედვით, ნ------- კ---–-–---–მა განმარტა, რომ პირი, რომელმაც დააყაჩაღა, კარგად დაამახსოვრდა. ნ------- კ---–-–---–მა ხელის გაშვერით მიუთითა მარჯვენა პირველ რიგში მდგომ ლ---ნ წ--–---–---–ზე, რომელიც ამოიცნო გარეგნობით, აღნაგობით, კანის ფერით, წვერით, ხელზე არსებული ტატუირებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გამომძიებლებმა ი---- ფ-–---–-----მა, ჯ---ლ ა---–-–---–მა, მ-----ა ი-–-------მ და თავად ნ------- კ---–-–---–მა;
3.19. 2019 წლის 27 აპრილის პირის - შ----– გ----------ის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ნ------- კ---–-–---–მა განმარტა, რომ პირი, რომელსაც მიმართავდნენ როგორც „კ----“ და იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც იგი დააყაჩაღეს - დაამახსოვრდა სახის მოყვანილობით, წვერით, თმით და აღნაგობით. ნ------- კ---–-–---–მა ხელის გაშვერით მიუთითა მარჯვენა მესამე რიგში მდგომ შ----– გ----------ზე, რომელიც ამოიცნო გარეგნობით, აღნაგობით, წვერით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ვ-----–ი ქ-------–---–მა, თ----- ხ---------ემ, ო----- ყ-----–---–-ა, ასევე შ----– გ----------მა და ნ------- კ---–-–---–მა;
3.20. 2019 წლის 27 აპრილის პირის - ვ----– რ--------ის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ნ------- კ---–-–---–მა განმარტა, რომ პირი, რომელმაც იმგზავრა თავის მეგობართან ერთად, რომელმაც დააყაჩაღა - დაამახსოვრდა სახის მოყვანილობით, დაბალზე შეჭრილი წვერით, თმისა და კანის ფერით, სიმაღლითა და აღნაგობით. ნ------- კ---–-–---–მა ხელის გაშვერით მიუთითა მარჯვენა პირველ რიგში მდგომ ვ----– რ--------ეზე, რომელიც ამოიცნო აღნაგობით, სიმაღლით, თმისა და კანის ფერით, სახის მოყვანილობით, სახეზე დაბალზე შეჭრილი წვერით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ზ----- უ---–-----მა, ასევე ვ----– რ--------ემ და ნ------- კ---–-–---–მა;
3.21. 2019 წლის 27 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ნ------- კ---–-–---–მა ხელით მიუთითა შემდეგი ადგილები: დიდი დიღმის მე-4 კვარტალი, სადაც ის ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა გააჩერა; აღმაშენებლის ხეივანი, სადაც ტაქსის მძღოლმა პირველად გააჩერა ავტომანქანა; სოფელი ნარეკვები, რისი გავლითაც გაემართნენ დუშეთისკენ; ქ. დუშეთის სტალინის ქუჩის შესახვევი, სადაც შეხვდნენ „კ----ს“, რომელთან ერთადაც გააგრძელეს გზა; სოფ. მ--------არში არსებული საცხოვრებელი სახლი, სადაც მან მიიყვანა ისინი და სადაც ცხოვრობს გ------- ქ-------ე; ქ. დუშეთისა და სოფელ მ--------რის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, სადაც ლ---ნ წ--–---–---–მა მას გააჩერებინა ავტომანქანა და იარაღის მუქარით ცდილობდა ავტომანქანის წართმევას; ქ. დუშეთის რუსთაველის ქუჩა, სადაც ლ---ნ წ--–---–---–მა გააჩერა მისი კუთვნილი ავტომანქანა, ვერ ახერხებდა დაქოქვას, რის გამოც იკამათეს და რა დროსაც მოახერხა გამოქცეოდა მათ; აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ვ-----–ი ქ-------–---–მა და ექსპერტ-კრიმინალისტმა მ-----ა ნ--------ემ.
3.22. 2019 წლის 27 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ვ----– რ--------ემ ხელით მიუთითა შემდეგი ადგილები: ქ. თბილისის დიდი დიღმის მე-4 მკ/რ, სადაც მან და ლ---ნ წ--–---–---–მა გააჩერეს ტაქსი; ქ. თბილისის აღმაშენებლის ხეივანი, სადაც ტაქსის მძღოლმა პირველად გააჩერა ავტომანქანა; ქ. დუშეთის სტალინის ქუჩის შესახვევი, სადაც ისინი შეხვდნენ „კ----ს“; სოფ. მ--------არში არსებული საცხოვრებელი სახლი, სადაც მივიდნენ და იქეიფეს იქ მცხოვრებ მათ მეგობარ გ-------სთან; ქ. დუშეთის რუსთაველის ქუჩა, სადაც ლ---ნ წ--–---–---–მა ტაქსის მძღოლს გააჩერებინა ავტომანქანა, ლ---ნი წ--–---–---–- დაჯდა საჭესთან, ვერ მოახერხა დაქოქვა, ტაქსის მძღოლს დაუწყო ჯანჯღარი, უცენზურა სიტყვებით გინება; აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება და მასში მონაწილეობის მიღება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა გ------ი ხ---–--ემ და ექსპერტ-კრიმინალისტმა ლ---ნი კ-------ემ.
3.23. სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნის მიხედვით, ნ------- კ---–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანება ნაჭდევის სახით მარჯვენა მტევნის არეში, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. სასამართლო პროცესზე აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმემ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა და განმარტა, რომ ნ------- კ---–-–---–ის გადმოცემით 2019 წლის 27 აპრილს მის მიმართ ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ---ნ წ--–---–---–მა.
3.24. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად პაკეტში წარწერით „ლ---ნ წ--–---–---–-სგან ამოღებული სანთებელა“ მოთავსებული პისტოლეტის მაგვარ საგანზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---ნ წ--–---–---–ს. ობ. N 2 (კოლოფი წარწერით „ავტომანქანის მარჯვენა წინა კარის შიგნითა გასაღები სახელურის ანაწმენდები დანამულ და მშრალ სტერილურ წკირზე) და ობ.N 6 (კოლოფი წარწერით: საჭის ქვედა მხარის ანაწმენდები დანამულ და მშრალ სტერილურ წკირზე) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N 6 -ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი ლ---ნ წ--–---–---–-ს (ობ. N10) გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმემ, სასამართლო- ბიოლოგიურმა ექსპერტმა ვ---- ო-------მ.
3.25. ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად გამოსაკვლევი ობიექტი წარმოადგენს ჩინური წარმოების ქარხნული წესით დამზადებულ პისტოლეტის ფორმის სანთებელას, რომელიც არ განიხილება როგორც რომელიმე კატეგორიის, მითუმეტეს ცეცხლსასროლი იარაღი. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, გამოკვლ---ს ექვემდებარება შავი ფერის, არამყარი, მყიფე (სავარაუდოდ ალუმინის) მასალისგან დამზადებული გარეგნული იერსახით პისტოლეტის ფორმის (საერთო სიგრძე - 165 მმ, სიმაღლე - 128 მმ. ე. წ. „გასაცმის“ სიფართე 23.9 მმ.) ზომის მოწყობილობა, რასაც გააჩნია ზედა არეში უფუნქციო ბუტაფორული გარსაცმი, ჩარჩოს ქვედა არეში მდებარეობს სასხლეტისმაგვარი, მოძრავი გამოსაწევი კავი, უკანა ფართზე კი - ასევე სასხლეტზე დაჭერით მოძრავი გარე განლაგების ჩახმახისმაგვარი დეტალი; (ნემსის ბუდეს გარსაცმი საერთოდ (ტექნოლოგიურად) არ გააჩნია); ტარის ქვედა სიბრტყეზე აქვს მჭიდის იმიტაცია; ძირზე გააჩნია მოყვითალო ფერის აირის (გაზით) დატუმბვის დაახლოებით 4მმ დიამეტრის ე.წ. „კლაპანი“. ობიექტის კორპუსი შედგება ხსენებული მეტალის ჩამოსხმული პისტოლეტის ორი ურთიერთშეერთებული ფორმისაგან. ობიექტს არ გააჩნია ლულა, რომლის მაგივრად, იმიტაციის სახით გამოყენებულია ორი ნახევრად რკალური, რბილი მეტალის წაგრძელებული ფორმის ფრაგმენტები, ერთმანეთთან რკალლური მხრით შეერთებული (მიდგმული) ლულის შექმნის იმიტაციისთვის, მის ცილინდრულ მილაკში განლაგებულია მოყვითალო სანთებელა ღერო. სასხლეტის მაგვარი კავის გამოწევისას ხდება ჩახმახისმაგვარი დეტალის (ტკაცუნით) აწევ-დაცემინება, რა დროსაც ე. წ. „ლულის“ ტუჩის მხრიდან გარკვეულ სიღრმეში (დაახლოებით 10 მმ-ზე) მოყვითალო მილაკის წვეროდან (აირის არსებობის შემთხვევაში) უნდა ჩნდებოდეს ცეცხლის ანთება. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმემ, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა ა-–---------ე ა-----------ემ, რომელმაც განმარტა, რომ წარმოდგენილი პისტოლეტის ფორმის სანთებელა არის მეტალის და ვიზუალურად არ განსხვავდება ცეცხლსასროლი იარაღისგან.
3.26. სასაქონლო ექსპერტიზის N1--- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „SONY XPERIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნისა და მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 40 (ორმოცი) ლარს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტმა მ-----ე ბ---------–---–მა.
3.27. სასაქონლო ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის “MERSEDES-BENZ C180“-ის სახელმწიფო სანომრე ნიშნით D---307 საბაზრო ღირებულება შეადგენს 4500 (ოთხიათასხუთასი) ლარს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტმა ზ------ შ-----მ
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის დისპოზიციის მიხედვით - იძულება გამოიხატება ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შე--ვება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად.
4.2. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შე--ვება მისი უფლებაა და კანონით მისი გადასაწყვეტია, ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო.
4.3. დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში. ფსიქიკური იძულება გამოიხატება მუქარაში, რაც საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მიზნებისთვის ფართოდაა გაგებული, განსხვავებით 179-ე მუხლის შემადგენლობისგან, რომელშიც მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისკენ.
4.4. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სუპერმარკეტ „სმარტის“ მიმდებარედ ლ---ნ წ--–---–---–მა ამოიღო „CZ83“ მოდელის პისტოლეტის ფორმის სანთებელა, მიუშვირა ნ------- კ---–-–---–ს და დაემუქრა, რომ თუ არ წაიყვანდა მათ ქალაქ დუშეთში, მოკლავდა, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ნ------- კ---–-–---–ის თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებით, რომლის თანახმად, მან გააჩერა მანქანა აღმაშენებლის ხეივანზე სუპერმარკეტ „სმარტის“ მიმდებარედ, ვინაიდან გაუჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული პირები არ აპირებდნენ მისთვის ფულის გადახდას. მან ლ---ნ წ--–---–---–ს და ვ----– რ--------ეს უთხრა, რომ მიეცათ ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ წაიყვანდა მათ. მის გვერდით მჯდომი ლ---ნ წ--–---–---–- გაბრაზდა და უეცრად შარვლის საქამრედან ამოიღო იარაღი, მიუშვირა მას და უთხრა, რომ თუ არ წაიყვანდა, მას ესროდა და მოკლავდა. დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი გამყარებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ----– რ--------ის ჩვენებით, რომლის თანახმად, აღმაშენებლის ხეივანზე სუპერმარკეტ „სმარტთან“ მიმდებარედ მძღოლმა გააჩერა ავტომანქანა და მოსთხოვა მას და ლ---ნ წ--–---–---–ს ფულის წინასწარ გადახდა. ფული არც თავად და არც ლ---ნ წ--–---–---–ს არ ჰქონდათ, თუმცა ლ---ნ წ--–---–---–- შეპირდა, რომ გადაუხდიდნენ ფულს. ამ დროს ლ---ნ წ--–---–---–- გახდა აგრესიული და წელის მხრიდან ამოიღო პისტოლეტი, რომელიც მიუშვირა ტაქსის მძღოლს, შეაგინა დედის მისამართით და უთხრა, თუ არ წაიყვანდა მათ დუშეთში, ესროდა და მოკლავდა. ვ----–ი რ--------ემ ტაქსის მძღოლს შეატყო, რომ იგი ძალიან განერვიულდა, ძალიან შეშინდა და მუქარა მიიღო რეალურად, რადგან უთხრა ტაქსის მძღოლს, რომ ნუ მოკლავდა და სადაც უნდოდა იქ წაიყვანდა. ისინი გაემართნენ დუშეთისკენ; ასევე წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, 2019 წლის 27 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, რომელთა მიხედვით ვ----– რ--------ემ და ნ------- კ---–-–---–მა მიუთითეს ქ. თბილისის აღმაშენებლის ხეივანი, სადაც ტაქსის მძღოლმა პირველად გააჩერა ავტომანქანა, მოსთხოვა მგზავრებს საფასურის გადახდა. ვ----– რ--------ემ და ნ------- კ---–-–---–მა სასამართლო პროცესზე მთლიანად დაადასტურეს აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმების სისწორე და განმარტეს, რომ ლ---ნ წ--–---–---–-, როგორც მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, აღნიშნულ ადგილას მუქარას ახორციელებდა იარაღის მსგავსი სანთებელათი, რომელიც ისე ჰგავდა ნამდვილ იარაღს, რომ როგორც ნ------- კ---–-–---–ს, ასევე ვ----– რ--------ეს იმ მომენტში ნამდვილი იარაღი ეგონათ და ლ---ნ წ--–---–---–-ს მუქარა რეალურად აღიქვეს;
4.5. სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ განხორციელებულმა ფსიქიკურმა იძულებამ ნ------- კ---–-–---–ში წარმოშვა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, ლ---ნ წ--–---–---–-ს მხრიდან იარაღის მსგავსი სანთებელას დემონსტრირებისას, მუქარა ნ------- კ---–-–---–ის მიერ რეალურად იქნა აღქმული და გამოიწვია მისი ნების დათრგუნვა. ნ------- კ---–-–---–ი სთხოვდა ლ---ნ წ--–---–---–ს, რომ არ მოეკლა იარაღით, თუ მოკლავდა, როგორღა წაიყვანდა და ის ყველაფერს შეასრულებდა ისე, რასაც მას ლ---ნ წ--–---–---–- მოსთხოვდა.
4.6. საფუძვლიანი შიშის ობიექტური კრიტერიუმის თვალსაზრისით სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად გამოსაკვლევი ობიექტი წარმოადგენდა ჩინური წარმოების ქარხნული წესით დამზადებულ პისტოლეტის ფორმის სანთებელას, რომელიც ექსპერტმა არ მიაკუთვნა ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას, თუმცა სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ა-–---------ე ა-----------ემ განმარტა, რომ წარმოდგენილი პისტოლეტის ფორმის სანთებელა იყო მეტალის და ვიზუალურად არ განსხვავდებოდა ცეცხლსასროლი იარაღისგან. მოწმემ მთლინად დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის გამოკვლევითი ნაწილის მიხედვით, აღნიშნული სანთებელა არის შავი ფერის, არამყარი, მყიფე (სავარაუდოდ ალუმინის) მასალისგან დამზადებული გარეგნული იერსახით პისტოლეტის ფორმის ზომის მოწყობილობა, რასაც გააჩნია ზედა არეში უფუნქციო ბუტაფორული გარსაცმი, ჩარჩოს ქვედა არეში მდებარეობს სასხლეტისმაგვარი, მოძრავი გამოსაწევი კავი, უკანა ფართზე კი - ასევე სასხლეტზე დაჭერით მოძრავი გარე განლაგების ჩახმახისმაგვარი დეტალი; ტარის ქვედა სიბრტყეზე აქვს მჭიდის იმიტაცია; ძირზე გააჩნია მოყვითალო ფერის აირის (გაზით) დატუმბვის დაახლოებით 4მმ დიამეტრის ე.წ. „კლაპანი“. ობიექტის კორპუსი შედგება ხსენებული მეტალის ჩამოსხმული პისტოლეტის ორი ურთიერთშეერთებული ფორმისაგან. ობიექტს არ გააჩნია ლულა, რომლის მაგივრად, იმიტაციის სახით გამოყენებულია ორი ნახევრად რკალური, რბილი მეტალის წაგრძელებული ფორმის ფრაგმენტები, ერთმანეთთან რკალური მხრით შეერთებული (მიდგმული) ლულის შექმნის იმიტაციისთვის, მის ცილინდრულ მილაკში განლაგებულია მოყვითალო სანთებელა ღერო. სასხლეტის მაგვარი კავის გამოწევისას ხდება ჩახმახისმაგვარი დეტალის (ტკაცუნით) აწევ-დაცემინება. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და დათვალიერებული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად დართული იარაღის მსგავსი სანთებელა, რომელიც ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს ნ------- კ---–-–---–ის ნების დასათრგუნად იყო გამოყენებული და სასამართლო თავადაც დარწმუნდა, რომ სანთებელა ვიზუალურად ძალიან ჰგავდა ნამდვილს, იგი იყო მეტალის, მძიმე წონის, ჰქონდა ჩარჩოს ქვედა არეში სასხლეტის მაგვარი მოძრავი გამოსაწევი კავი, უკანა ფართზე კი ასევე სასხლეტზე დაჭერით მოძრავი ჩახმახის მაგვარი დეტალი და ლულის მაგვარი მეტალის ფრაგმენტი.
4.7. რაც შეეხება საფუძვლიანი შიშის სუბიექტურ კრიტერიუმს, როგორც აღვნიშნეთ, დაზარალებულ ნ------- კ---–-–---–ს, მისივე ჩვენებით, ძალიან შეეშინდა, უთხრა: „ნუ მომკლავ“ და განაგრძო გზა. იგი დარწმუნდა, რომ ლ---ნ წ--–---–---–ს შეიძლება მართლა მოეკლა იგი. მისი განმარტებით, ,,შეიარაღებულ ადამიანებს წინ რა დაუდგებოდა“. ასევე, მოწმე ვ----– რ--------ის ჩვენებით, მან ტაქსის მძღოლს შეატყო, რომ იგი ძალიან განერვიულდა, ძალიან შეშინდა. თავად ეუბნებოდა ლ---ნ წ--–---–---–ს, რომ გაეწია იარაღი, არ ესროლა, რადგან თავადაც ძალიან შეეშინდა, მას იარაღი ეგონა ნამდვილი“.
4.8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ორი თვითმხილველი მოწმის ნ------- კ---–-–---–ის და ვ----– რ--------ის ჩვენებები ცალსახად ადასტურებენ ბრალდებულ ლ---ნ წ--–---–---–-ს მხრიდან ნ------- კ---–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს - იარაღის იმიტაციის გამოყენებით, რომელსაც გარეგნული მსგავსება ჰქონდა იარაღის ანალოგიასთან, მაგრამ არ იყო სიცოცხლისათვის საშიში - რა დროსაც ნ------- კ---–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების (სიცოცხლის მოსპობის) საფუძვლიანი შიში.
4.9. ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ ფსიქიკური იძულების შედეგად ნ------- კ---–-–---–ი თავისი ნების საწინააღმდეგოდ ახორციელებდა ისეთ მოქმედებებს, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შე--ვება მისი უფლება იყო. კერძოდ, შეეზღუდა მიმოსვლის თავისუფლება, რისი უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით მას გარანტირებული ჰქონდა. ასევე, ნ------- კ---–-–---–ს, როგორც ავტომანქანის მესაკუთრეს, გააჩნდა სრული უფლებამოსილება მისი სარგებლობის, მფლობელობისა და განკარგვის. ლ---ნ წ--–---–---–-ს მოქმედებების შედეგად, მას შეეზღუდა თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით სარგებლობის უფლება, კერძოდ, ნ------- კ---–-–---–ი იყო ტაქსის მძღოლი, იგი ავტომანქანის მეშვეობით იღებდა გამორჩენას, ლ---ნ წ--–---–---–-ს მოთხოვნა, რაც გამოიხატებოდა თანხის გადახდის გარეშე ქალაქ დუშეთში წაყვანაში, - იყო ნ------- კ---–-–---–ის ნება-სურვილის საწინააღმდეგო.
4.10. სასამართლო ვერ დაეთანხმება ლ---ნ წ--–---–---–-ს განცხადებებში ასახულ მის მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მან ნ------- კ---–-–---–ი მიიყვანა თავის ახლობლებთან, აქეიფა და გაუმასპინძლდა და რომ მას არანაირი დაზიანება არ ჰქონია, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ნ------- კ---–-–---–ის ჩვენებით, იგი „ემორჩილებოდა“ ლ---ნ წ--–---–---–ს, რადგან ეშინოდა მისი, ვინაიდან ის შეიარაღებული იყო, ღვინო დალია ყველამ, მასაც შესთავაზეს დაელია. ნ------- კ---–-–---–ი ამბობდა სადღეგრძელოს, ჭიქა მიჰქონდა პირთან, ვითომ სვამდა და ისე, რომ ლ---ნ წ--–---–---–ს და მის მეგობრებს არ დაენახათ, ღვინოს აქცევდა მაგიდის ქვეშ მიწის იატაკზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ნ------- კ---–-–---–ის ჩვენება დამორჩილებოდა და მორგებოდა სიტუაციას, განპირობებული იყო შიშისა და ზეწოლის ქვეშ ლ---ნ წ--–---–---–-ს კონტროლის პირობებში და მისსავე მეგობრების წრეში ყოფნის გამო. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ექიმის მ----- ქ-----–-ას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად ლ---ნ წ--–---–---–ს არ აღენიშნებოდა ალკოჰოლური თრობის ნიშნები. დაზიანებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მართალია, აღნიშნულმა მოწმემ ვიზუალური დათვალიერების დროს ნ------- კ---–-–---–ს ვერ აღმოუჩინა დაზიანების კვალი, მაგრამ სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნის მიხედვით, ნ------- კ---–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანება ნაჭდევის სახით მარჯვენა მტევნის არეში, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანება არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს და აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა. ექსპერტმა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მან პირადად შეამოწმა ნ------- კ---–-–---–ი, რა დროსაც დადგინდა ის დაზიანება, რაც მითითებული აქვს ექსპერტიზის დასკვნაში.
4.11. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
4.12. სასამართლომ მიაჩნია, რომ ყველა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ლ---ნ წ--–---–---–-ს მოქმედება - იარაღის მსგავსი სანთებელით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც ნ------- კ---–-–---–ს იმ მომენტში ეგონა ნამდვილი და მუქარა აღიქვა რეალურად, წარმოადგენს ნ------- კ---–-–---–ის ფსიქიკურ იძულებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ მანქანით მომსახურებოდა მთელი ღამის განმავლობაში მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ლ---ნ წ--–---–---–-ს განზრახი მოქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო ნ------- კ---–-–---–ის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედებები, რომელთა განხორციელება ან მისგან თავის შე--ვება დაზარალებულის ნ------- კ---–-–---–ის უფლებას წარმოადგენდა.
4.13. ლ---ნ წ--–---–---–ს იძულების ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებად შერაცხული აქვს ჯგუფურობა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
4.14. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლ--- ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. ქმედება ჩადენილი ჯგუფის მიერ, დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში.
4.15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, რომ შემთხვევის ადგილას დაზარალებულ ნ------- კ---–-–---–თან ერთად მის ავტომანქანაში იმყოფებოდნენ ლ---ნ წ--–---–---–- და ვ----– რ--------ე. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილას ორი ან მეტი პირის ყოფნა უპირობოდ არ წარმოადგენს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის უტყუარ მტკიცებულებას. იძულების ჩადენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც თითოეული მათგანის ერთიან განზრახვას დაადასტურებდა, არ არის განმტკიცებული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ვინაიდან გამომდინარეობს მხოლოდ დაზარალებულის, ნ------- კ---–-–---–ის ჩვენებიდან, რომ მის მიმართ ჯერ ლ---ნ წ--–---–---–მა განახორციელა იძულება იარაღის მუქარით, ხოლო შემდეგ - ვ----– რ--------ემ. მან მოგვიანებით გაიგო პოლიციელებისაგან, რომ იარაღი არ იყო ნამდვილი და იყო სანთებელა, თუმცა ვიზუალურად ძალიან ჰგავდა ნამდვილს, რის გამოც მას გაუჩნდა შიში, რომ ისინი მოკლავდნენ და იგი იძულებული გახდა შეესრულებინა ყველაფერი, რასაც მოსთხოვდა ლ---ნ წ--–---–---–-. სასამართლო პროცესზე, დაზარალებულის, ნ------- კ---–-–---–ის ჩვენება ნაწილობრივ დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ვ----– რ--------ემ, რომელმაც მთლიანად დაადასტურა ის გარემოება, რომ ლ---ნ წ--–---–---–მა იარაღის მუქარით აიძულა ნ------- კ---–-–---–ი, რომ ისინი საფასურის გადახდის გარეშე წაეყვანა ქალაქ დუშეთში. მისი ჩვენებით, ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ გამოყენებული იარაღი მას ნამდვილი ეგონა და ასევე დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილად რეალური იყო მუქარაც, რომ თუ მძღოლი არ შეასრულებდა ლ---ნ წ--–---–---–-ს მოთხოვნას, მას მოკლავდა. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ ის არ დამუქრებია ნ------- კ---–-–---–ს იარაღით, პირიქით, მასაც შეეშინდა და სთხოვდა ლ---ნ წ--–---–---–ს, რომ მისთვის გადაეცა იარაღი და საერთოდ, ჩასულიყვნენ მანქანიდან. მართალია, ლ---ნ წ--–---–---–მა მას გადასცა იარაღი, რომელიც ხელში დაჭერის დროსაც აღიქვა ნამდვილ იარაღად, შეინახა, მაგრამ ლ---ნ წ--–---–---–მა არ დაუჯერა მას და მაინც აიძულა მძღოლი, რომ ისინი წაეყვანა დუშეთში. ბრალდების ამ ეპიზოდში სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ იძულების ჯგუფურად ჩადენას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი მტკიცებულებით, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებით სასამართლო ამ მაკვალიფიცირებელ გარემოებას დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.17. ამდენად, მოცემულ შემთხვევში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტით არ დასტურდება ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ იძულების დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---ნ წ--–---–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4.18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის დისპოზიციის მიხედვით - ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
4.19. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში.
4.20. საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადგენილია, რომ ნ------- კ---–-–---–ს მანქანა გააჩერებინა ლ---ნ წ--–---–---–მა შემთხვევის ადგილზე, რომელიც არის დაუსახლებელი და ლ---ნ წ--–---–---–-ს, ვ----– რ--------ის, შ----–ი გ----------ის და დაზარალებულის ნ------- კ---–-–---–ის გარდა იქ არავინ იმყოფებოდა. მსგავს შემთხვევებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებაში გადმოცემული მოვლენების ჯაჭვის უწყვეტადობასა და ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას, ჩვენების სანდოობას; ამასთანავე იმასაც, დასტურდება თუ არა დაზარალებულის ჩვენება საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებითაც.
4.21. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---ნ წ--–---–---–-, ვ----– რ--------ე, შ----– გ----------ი და ნ------- კ---–-–---–ი, დაახლოებით 05:00 საათზე, სოფელ მ--------რიდან გაემართნენ ქალაქ დუშეთის მიმართულებით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, დაუსახლებელ ადგილზე, ლ---ნ წ--–---–---–მა ნ------- კ---–-–---–ს მოსთხოვა გაეჩერებინა ავტომანქანა, იმავდროულად ამოიღო CZ83“ მოდელის პისტოლეტის ფორმის სანთებელა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ნ------- კ---–-–---–ს მისთვის გადაეცა მობილური ტელეფონი „SONY XPERIA D5503“ და ავტომანქანა „მერსედესი“.
4.22. ლ---ნ წ--–---–---–-სათვის ბრალად წარდგენილი მობილური ტელეფონისა და ავტომანქანის ყაჩაღობის ეპიზოდები უტყუარად დასტურდება დაზარალებულის ნ------- კ---–-–---–ის თანმიმდევრული ჩვენებით, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
4.23. დაზარალებულ ნ------- კ---–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების მიხედვით, სოფელ მ--------არიდან წამოსვლისას ის იჯდა საჭესთან, ხოლო მანქანაში მასთან ერთად იყვნენ ლ---ნ წ--–---–---–-, ვ----– რ--------ე და შ----– გ----------ი. ისინი ისევ წავიდნენ დუშეთის მიმართულებით. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, იქ, სადაც მოსახლეობა არ ჩანდა და იყო უკაცრიელი ადგილი, ლ---ნ წ--–---–---–მა მოსთხოვა გაეჩერებინა მანქანა. ამ დროს ნ------- კ---–-–---–მა დაინახა, რომ ლ---ნ წ--–---–---–ს ხელში ეჭირა იარაღი, რომელიც მისკენ იყო მიმართული და მას მოსთხოვა, რომ მისთვის გადაეცა მობილური ტელეფონი, ჩამოსულიყო მანქანიდან, ის თავისუფალი იყო და მანქანა მიჰყავდათ. ნ------- კ---–-–---–ი დარწმუნებული იყო იმაში, რომ თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნას, მას ლ---ნ წ--–---–---–- ნამდვილად იარაღიდან ესროდა და მოკლავდა, რადგან ტყვიას ვ----ვინ ვერ გაექცეოდა და ის ფიქრობდა, რომ ნამდვილად ესროდა. ლ---ნ წ--–---–---–მა ნ-------ი კ---–-–---–ის ტელეფონი და იარაღი, რომელიც ხელში ე--ვა, გადააწოდა უკან მჯდომ ვ----– რ--------ეს.
4.24. დაზარალებულ ნ------- კ---–-–---–ის ჩვენებაში მითითებული ის გარემოება, რომ ლ---ნ წ--–---–---–მა ნამდვილად წაართვა ნ------- კ---–-–---–ს მობილური ტელეფონი და გადასცა ვ----– რ--------ეს, დასტურდება ვ----– რ--------ის და მ-----ა ქ-------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებითა და 2019 წლის 27 აპრილის ამოღების ოქმით. მოწმე ვ----– რ--------ის ჩვენებით, ლ---ნ წ--–---–---–მა მიაწოდა მას მძღოლის მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ მას ჰქონოდა იგი, რათა მძღოლს არ დაერე-- სადმე; 2019 წლის 27 აპრილის ამოღების ოქმით დადასტურებულია ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ ვ----– რ--------ისათვის ნ------- კ---–-–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან ოქმის მიხედვით, ვ----– რ--------ისგან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის გარეთა გარსის მქონე მობილური ტელეფონი წარწერით „სონი“, რომელიც ჩასმული იყო ე. წ. სილიკონში, რის შესახებაც ვ----– რ--------ემ განმარტა, რომ ის ლ---ნ წ--–---–---–მა მისცა და არის ტაქსის მძღოლის საკუთრება; მოწმე მ-----ა ქ-------ს ჩვენებით, მძღოლმა, რომელიც ძალიან განერვიულებული იყო, მას სთხოვა, რომ მიესწავლებინა მისთვის პოლიციის ადგილმდებარეობა, ვინაიდან იგი დააყაჩაღეს იარაღის მუქარით და წაართვეს მობილური ტელეფონი.
4.25. დაზარალებულის, ნ------- კ---–-–---–ის ჩვენებაში მითითებულ ლ---ნ წ--–---–---–-ს მხრიდან მის მიმართ იარაღის მიშვერით განხორციელებულ მუქარის ფაქტს, დაზარალებულის ნ------- კ---–-–---–ის ჩვენების გარდა, ადასტურებს მოწმე ვ----– რ--------ე. მოწმის ჩვენებით, ავტომანქანაში გაღვიძების შემდეგ მან ნახა, რომ ლ---ნ წ--–---–---–- და მძღოლი ნ------- კ---–-–---–ი მანქანასთან იდგნენ, ლ---ნ წ--–---–---–ს იარაღი ეჭირა ხელში, ეჩხუბებოდა და ემუქრებოდა მძღოლს, რომ ის იქ უნდა დაეტოვებინათ, ხოლო ისინი მანქანით წავიდოდნენ. მძღოლმა შეშინებულმა და განერვიულებულმა უპასუხა, რომ მანქანას ვერ დაქოქავდნენ, ნუ მოკლავდა და თავად დამჯდარიყო საჭესთან ლ---ნი.
4.26. ამდენად, ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ ვ----– რ--------ისათვის ნ------- კ---–-–---–ის მობილური ტელეფონის გადაცემის გარემოება და მობილური ტელეფონის გადაცემამდე ის ფაქტი, რომ ლ---ნ წ--–---–---–- ემუქრებოდა ნ------- კ---–-–---–ს იარაღით, რომელიც მას ნამდვილი ეგონა, რომ მანქანით ისინი უნდა წასულიყვნენ, ხოლო ნ------- კ---–-–---–ი იქ უნდა დაეტოვებინათ, რაც სასამართლო პროცესზე მთლიანად დაადასტურა ვ----– რ--------ემ, თავის მხრივ მეტყველებს დაზარალებულ ნ------- კ---–-–---–ის ჩვენების სარწმუნოებაზე, რომ მას იარაღის მუქარით წაართვა ლ---ნ წ--–---–---–მა მობილური ტელეფონი.
4.27. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---ნ წ--–---–---–ს სურდა ნ------- კ---–-–---–ისთვის წაერთმია ავტომანქანა, მაგრამ დასახული მიზანი ვერ განხორციელდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების, მანქანის ვერ დაქოქვის გამო, - აღნიშნული ფაქტორი კი ყაჩაღობის კვალიფიკაციას ვერ შეცვლის, ვინაიდან ყაჩაღობა მისი საშიშროებიდან გამომდინარე, ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან ე. ი. ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ იარაღის მაგვარი სანთებელას დემონსტრირებით ნ------- კ---–-–---–ისათვის ავტომანქანის დატოვების მოთხოვნის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა ლ---ნ წ--–---–---–მა ავტომანქანის ნ------- კ---–-–---–ის გარეშე წაყვანა.
4.28. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეში არსებული ყველა გარემოება, კერძოდ, ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ ნ------- კ---–-–---–ის მიმართ ყაჩაღური თავდასხმის ადგილი იყო დაუსახლებელი, უკაცრიელი; ყაჩაღური თავდასხმის დრო - დაახლოებით დილის 05:00 საათი; ამასთან, იარაღის მაგვარი სანთებელა ლ---ნ წ--–---–---–-ს მიერ იძულების განხორციელებიდან მოყოლებული ნ------- კ---–-–---–ის მიერ აღიქმებოდა, როგორც ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღი; სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ---ნ წ--–---–---–-ს ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყაჩაღობის შემადგენლობის ელემენტს - სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის ხელყოფის მუქარას, რომელიც წარმოადგენდა იმწუთიერსა და რეალურს.
4.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ------- კ---–-–---–ის ჩვენება აკმაყოფილებს სანდოობისა და უტყუარობის კრიტერიუმებს, ამასთან თანხვედრაშია მოწმე ვ----– რ--------ის ჩვენებასთან, ასევე საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას მ-----ა ქ-------ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, მძღოლმა, რომელიც ძალიან განერვიულებული იყო, მას სთხოვა, რომ მიესწავლებინა მისთვის პოლიციის ადგილმდებარეობა, ვინაიდან იგი დააყაჩაღეს იარაღის მუქარით და წაართვეს მობილური ტელეფონი; სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას მ----- ქ-----–-ას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, მან შეამოწმა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა აწეული წნევა და იყო ძალიან შეწუხებული, იგი ცუდად გრძონდა თავს. პაციენტი აღნიშნავდა, რომ იგი იყო ტაქსის მძღოლი, დაიქირავეს და შემდეგ დააყაჩაღეს. 2019 წლის 27 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, რომელთა სისწორე მთლიანად დაადასტურეს სასამართლო პროცესზე როგორც ნ------- კ---–-–---–მა და ვ----– რ--------ემ, ასევე მასში მონაწილე სხვა პირებმა გამომძიებელმა გ------ი ხ---–--ემ და ექსპერტ-კრიმინალისტმა ლ---ნი კ-------ემ. გამომძიებელმა ვ-----–ი ქ-------–---–მა და ექსპერტ-კრიმინალისტმა მ-----ა ნ--------ემ. 2019 წლის 27 აპრილის ამოღების ოქმით, ლ---ნ წ--–---–---–-სგან ამოღებულ იქნა შავი ფერის პისტოლეტის ფორმის სანთებელა ალაგ-ალაგ გახეხილ მდგომარეობაში; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, პაკეტში წარწერით „ლ---ნ წ--–---–---–-სგან ამოღებული სანთებელა“ მოთავსებული პისტოლეტის მაგვარ საგანზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ---ნ წ--–---–---–ს. ობ. N 2 (კოლოფი წარწერით „ავტომანქანის მარჯვენა წინა კარის შიგნითა გასაღები სახელურის ანაწმენდები დანამულ და მშრალ სტერილურ წკირზე) და ობ.N 6 (კოლოფი წარწერით: საჭის ქვედა მხარის ანაწმენდები დანამულ და მშრალ სტერილურ წკირზე) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N 6 -ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი ლ---ნ წ--–---–---–-ს (ობ. N10) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
4.30. სასამართლო პროცესზე შ----– გ----------მა ნაწილობრივ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე. მან უარყო ლ---ნ წ--–---–---–თან ერთად, გარდა ტაქსის მძღოლისა, სხვა პირის ყოფნა და ლ---ნ წ--–---–---–-ს სიტყვიერად ჩხუბი მძღოლთან, რომ მანქანა დაექოქა. მან მართალია დაადასტურა გამოკითხვის ოქმზე თავისი ხელმოწერა, მაგრამ ვერ ახსნა სასამართლოზე მიცემულ ჩვენებასა და გამოძიების ეტაპზე მიცემულ ინფორმაციას შორის აღნიშნული წინააღმდეგობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----– გ----------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციაში მითითებული გარემოება, რომ ლ---ნ წ--–---–---–- ნ------- კ---–-–---–ს სიტყვიერად ეჩხუბებოდა, რომ დაექოქა მანქანა, თანხვედრაშია დაზარალებულ ნ------- კ---–-–---–ის ჩვენებასთან,4.31. ამასთან, ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე შ----– გ----------ი მოწმის სახით დაკითხვისას არ იყო სასამართლოს წინაშე ბოლომდე გულწრფელი, უტყუარად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. შ----– გ----------ის მ--------არში წასვლის და ყოფნის ფაქტი ლ---ნ წ--–---–---–თან და ვ----– რ--------ესთან ერთად ნ------- კ---–-–---–ის ავტომანქანით, გარდა დაზარალებულ ნ------- კ---–-–---–ის ჩვენებისა, რომლის მიხედვით, ლ---ნ წ--–---–---–მა უთხრა ნ------- კ---–-–---–ს, რომ ის დამჯდარიყო საჭესთან, ვინაიდან სოფელ მ--------არში უნდა წასულიყვნენ, რაზეც ნ------- კ---–-–---–ს არ გაუწევია წინააღმდეგობა. ის დაჯდა საჭესთან, ლ---ნ წ--–---–---–- დაჯდა მის გვერდით, ხოლო კ---- დაჯდა მის უკან, ვ----– რ--------ე კი ლ---ნ წ--–---–---–-ს უკან. მ--------არის გზას ასწავლიდა კ----, რომლის მითითებითაც მიდიოდა ნ------- კ---–-–---–ი. ისინი შევიდნენ გ------- ქ-------ის სახლის პირველ სართულზე, სადაც იყო მიწის იატაკი, ასევე ადასტურებენ მოწმეები ვ----–ი რ--------ე და გ------ი ქ-------ე. მოწმე ვ----– რ--------ის ჩვენების მიხედვით, ტაქსის მძღოლი დაჯდა საჭესთან, ლ---ნ წ--–---–---–- დაჯდა მის გვერდით, მძღოლის უკან, სავარძელზე დაჯდა კ----, ხოლო ლ---ნ წ--–---–---–-ს უკან, სავარძელზე დაჯდა თავად ვ----–ი რ--------ე, რის შემდეგაც გაემართნენ სოფელ მ--------არში, გზას მიუთითებდა კ----, ხოლო მ--------არში მისვლისას ლ---ნ წ--–---–---–მა უთხრა მძღოლს, რომელ სახლთან უნდა გაეჩერებინა მანქანა. მოწმე გ------ი ქ-------ის ჩვენების მიხედვით, 2019 წლის 27 აპრილს ღამის საათებში მასთან სახლში მივიდნენ ლ---ნი წ--–---–---–-, შ----– (კ----) გ----------ი, ლ---ნ წ--–---–---–-ს მეგობარი ვ----–ი რ--------ე და ტაქსის მძღოლი ნ------- კ---–-–---–ი. ამასთან 2019 წლის 27 აპრილის, პირის - შ----– გ----------ის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ნ------- კ---–-–---–მა იგი ამოიცნო და განმარტა, რომ „კ----“ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც იგი დააყაჩაღეს. 2019 წლის 27 საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების მიხედვით, ნ------- კ---–-–---–მა და ვ----– რ--------ემ მიუთითეს ქ. დუშეთის სტალინის ქუჩის შესახვევი, სადაც შეხვდნენ „კ----ს“, რომელთან ერთადაც გააგრძელეს გზა და სოფელ მ--------არში არსებული საცხოვრებელი სახლი, სადაც ნ------- კ---–-–---–მა მიიყვანა ლ---ნი წ--–---–---–-, ვ----– რ--------ე და კ---- - შ----– გ----------ი.
4.32. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; საქმეში არ მოიპოვება ისეთი საპროცესო ხასიათის არსებითი დარღვევა, რომელიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, რომელიმე მტკიცებულების სისწორეში და სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
4.33. საქართველოს სსსკ-ის 2-9-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.34. სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელ---ნტურობის, უტყუარობის თვალსაზრისით სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომ ბრალდებულმა ლ---ნ წ--–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები - იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შე--ვება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება და ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ლ---ნ წ--–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Vinter and Others v. the United Kingdom, 66069/09); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
6.3. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.5. ლ---ნ წ--–---–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო ბრალად წარდგენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ ლ---ნ წ--–---–---–-ს პიროვნებას, მის წარსულს, მისი ქმედებების სიმძიმეს.
6.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განაჩენით ლ---ნ წ--–---–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელად დაენიშნა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. ლ---ნ წ--–---–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყო - 2015 წლის 17 იანვრიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ლ---ნ წ--–---–--ლი 1 (ერთი) წლის და 12 (თორმეტი) დღის ვადით პირობით ვადამდე ადრე იქნა გათავისუფლებული.
6.7. თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 19 ივლისის N2/05/66671 წერილის თანახმად, ლ---ნ წ--–---–---–-ს მიმართ თბილისის პრბაციის ბიუროში მიმდინარეობდა სააღსრულებო საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის დასაწყისი: 05.07.2015 წელი და გამოსაცდელი ვადის დასასრული: 16.01.2022 წელი. შესაბამისად, ლ---ნ წ--–---–---–- 2019 წლის 27 აპრილს, დანაშაულების ჩადენის დროს იმყოფებოდა გამოსაცდელ ვადაში, შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რის გამოც საბოლოო სასჯელი უნდა დაინიშნოს განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.
6.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
6.9. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულ ლ---ნ წ--–---–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც რეციდივის გათვალისწინებით 1 წლით უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ უნდა შეეზღუდოს - იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-8-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---ნ წ--–---–---–-ს ქმედება დაკვალიფირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2. ლ---ნ წ--–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 521 მუხლების თანახმად დამატებით სასჯელად 3 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები).
3. ლ---ნ წ--–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის ძირითადი სასჯელი და ლ---ნ წ--–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და დამატებით სასჯელად 3 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები).
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ლ---ნ წ--–---–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება 1 (ერთი) წლის და 12 (თორმეტი) დღის ვადით პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და მე-8 ნაწილების თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ---ნ წ--–---–---–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და დამატებით სასჯელად 3 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები).
7. ლ---ნ წ--–---–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
8. ლ---ნ წ--–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 27 აპრილიდან.
9. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ერთი ცალი ჩინური წარმოების პისტოლეტის ფორმის სანთებელა, ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, მოშავო ფერის ნაჭრის ქსოვილი, ხელის კვალი, ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს, ,,სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს დაზარალებულს ნ------- კ---–-–---–ს, ხოლო ლ---ნ წ--–---–---–-ს ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი ,,აიფონ 4“ დაუბრუნდეს ლ---ნ წ--–---–---–-ს ოჯახის სრულწლოვან წევრს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
10. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი