გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.01.2020
საქმის ნომერი
330310119003068464
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310119003068464

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელეები - გ----------------–---–-, მ---------------–---–-

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ-------------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის №--- ბრძანება გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, გ----------------–---–ზე და მ---------------–---–ზე საკუთრება რეგისტრირებულია თ---–--–----–--------------–-. გ----------------–---–ზე 2011 წელს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა გამგეობამ გასცა საკუთრების მოწმობა თ---–--–----–-------------- თბილისის ვაკის რაიონის გამოგეობამ 04.05.2017 წელს არარად ცნო ვაკე-საბურთალოს გამგეობის განკარგულება და საკუთრების მოწმობა. 2017 წლის 10 მაისს გ----------------–---–მა და მ---------------–---–მა თბილისის მერიაში წარადგინეს ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 04.05.2017 წლის №------------ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, სადაც დაიწყო საქმის წარმოება. ვაკის რაიონის გამგეობის 04.05.2017 წლის ბრძანების მოქმედება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა 30.05.2017 წლის №------ ბრძანებით შეაჩერა ადმინისტრაციულ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თბილისის მერიაში 2017 წლის 29 მაისს და 21 ივნისს ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომები.

 

მათივე განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა საქმის წარმოების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ 03.10.2017 წელს მიიღო ბრძანება №------, რომლითაც თბილისის მერმა გადადო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა თბილისის მუნიციპალიტატის მერის №----- ბრძანების კანონიერების თაობაზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელეებმა, თბილისის მერის 10.03.2017 წლის №----- ბრძანება, თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის 04.05.2017 წლის №------------ ბრძანება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 03.10.2017 წლის №------ ბრძანება გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რითაც კანონის თანახმად ბრძანებების მოქმედება შეჩერდა. გარდა ამისა, 01.05.2017 წლის და 16.06.2017 წლის განჩინებებით სასამართლომ დაადასტურა, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით მათი მოქმედება იყო შეჩერებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ 26.02.2019 წლის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული ბრძანებები ბათილად ცნო, თუმცა თბილისის მერიამ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული და სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, გასაჩივრებული ბრძანებების მოქმედება შეჩერებულია, თბილისის მერიამ 20.05.2019 წელს კანონის დარღვევით მიიღო ბრძანება - №---, რომლითაც განუხილველად დატოვა მათი 10.05.2017 წლის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალადაკარგულად გამოაცხადა თბილისის მერის №------ ბრძანება, რომლითაც ვაკის რაიონის გამგეობის 04.05.2017 წლის ბრძანების მოქმედება იყო შეჩერებული. მოსარჩელეები უთითებენ, რომ თბილისის მერიის №--- ბრძანების გამოცემიდან ორი დღის შემდეგ 22.05.2019 წელს, თბილისის მერიამ სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.02.2019 წლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სრულად, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თბილისის მერიისათვის ცნობილია, რომ 26.02.2019 წლის სასამართლო გადაწყვეტილება არ არის კანონი ძალაში შესული. მათი განმარტებით, №--- ბრძანების მიღებით თბილისის მერია პატივს არ ცემს სასამართლო ხელისუფლებას, ხელს უშლის სასამართლოს საქმის განხილვაში და არ ემორჩილება სასამართლო განჩინებებს და კანონს.

 

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სათანადო გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც ზიანს აყენებს მათ ინტერესებს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თ---–--–----–--------------–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2017 წლის 24 აპრილიდან, თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს (შენობა №1-ში: II სართული საერთო ფართით 160.90 კვ.მ. (საცხოვრებელი ფართი 98.25 კვ.მ., არასაცხოვრებელი ფართი 62.65 კვ.მ.)) და გ---------–---–ის (I სართული ფართით 158.26 კვ.მ. და სარდაფი ფართით 94.48 კვ.მ.) სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 754.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 31, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2 და №3.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 29.05.2017 (ტომი 1, ს.ფ. 14-15).

 

3.1.2. ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 08 ივნისის №-------- განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების საფუძველზე, გ----------------–---–ს უსასყიდლოში საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული, ქალაქ თ---–--–----–-----------------–- მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის II სართული (საცხოვრებელი ფართი 98.25 კვ.მ, არასაცხოვრებელი 62.65 კვ.მ, საერთო ფართით 160.90 კვ.მ), ხოლო თანასაკუთრებაში გადაეცა მითითებულ ქონებაზე დამაგრებული 754.00 კვ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე კი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ გ----------------–---–ზე 2011 წლის 08 ივნისს გაცემულ იქნა №-- საკუთრების უფლების მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 08 ივნისის №-------- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 244);

- 2011 წლის 08 ივნისის №-- საკუთრების უფლების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 245).

 

3.1.3. 2016 წლის 17 მაისს გ---------–---–ის წარმომადგენელმა მ-------------------ძემ №--------- საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 08 ივნისის №-------- განკარგულებისა და №-- საკუთრების უფლების მოწმობის არარად აღიარება.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს №--------- წერილით გ---------–---–ის წარმომადგენელს მ-------------------ძეს უარი ეთქვა ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 08 ივნისის №-------- განკარგულებისა და №-- საკუთრების უფლების მოწმობის არარად აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ---------–---–ის წარმომადგენლის მ-------------------ძის 2016 წლის 17 მაისის №--------- საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 296-304);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს №--------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 295).

 

3.1.4. 2016 წლის 30 აგვისტოს გ---------–---–ის წარმომადგენელმა მ-------------------ძემ №307662/15 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს №--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №----- ბრძანებით გ---------–---–ის წარმომადგენლის მ-------------------ძის 2016 წლის 30 აგვისტოს №307662/15 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს №--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №----- ბრძანება გ---------–---–ის წარმომადგენლის მ-------------------ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე (ტომი 1, ს.ფ.109-117).

 

3.1.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ ბრძანებით, გ---------–---–ის წარმომადგენლის მ-------------------ძის განცხადება დაკმაყოფილდა და არარად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 08 ივნისის №-------- განკარგულება გ----------------–---–-ს სარგებლობაში არსებული ბინის, მდებარე: თ---–------–-------------, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 90-93).

 

3.1.6. 2017 წლის 10 მაისს გ----------------–---–მა და მ---------------–---–მა №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება.

 

3.1.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 მაისის №------ ბრძანებით გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ ბრძანების მოქმედება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მაისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

3.1.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 03 ოქტომბრის №------ ბრძანებით, გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს 2017 წლის 10 მაისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივრის საქმის განხილვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №----- ბრძანების კანონიერების თაობაზე, გადაიდო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს 2017 წლის 10 მაისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 83-89);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 მაისის №------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 118-119);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 03 ოქტომბრის №------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 105-108).

 

3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №---------), გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა:

ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №----- ბრძანება;

ბათილად იქნა ცნობილი ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ გადაწყვეტილება;

ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 03 ოქტომბრის №------ ბრძანება. (აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №---------) (ტომი 1, ს.ფ. 28-38).

 

3.1.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის №--- ბრძანებით გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს 2017 წლის 10 მაისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 მაისის №------ ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, გამოცხადდა ძალადაკარგულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის №--- ბრძანება გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 18-21).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის №--- ბრძანება გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 08 ივნისის №-------- განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების საფუძველზე, გ----------------–---–ს უსასყიდლოში საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული, ქალაქ თ---–--–----–-----------------–- მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის II სართული (საცხოვრებელი ფართი 98.25 კვ.მ, არასაცხოვრებელი 62.65 კვ.მ, საერთო ფართით 160.90 კვ.მ), ხოლო თანასაკუთრებაში გადაეცა მითითებულ ქონებაზე დამაგრებული 754.00 კვ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე კი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ გ----------------–---–ზე 2011 წლის 08 ივნისს გაცემულ იქნა №-- საკუთრების უფლების მოწმობა.

 

დადგენილია ასევე, რომ 2016 წლის 17 მაისს გ---------–---–ის წარმომადგენელმა მ-------------------ძემ №--------- საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 08 ივნისის №-------- განკარგულებისა და №-- საკუთრების უფლების მოწმობის არარად აღიარება, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს №--------- წერილით გ---------–---–ის წარმომადგენელს მ-------------------ძეს უარი ეთქვა ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 08 ივნისის №-------- განკარგულებისა და №-- საკუთრების უფლების მოწმობის არარად აღიარებაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №----- ბრძანებით კი ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს №--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ ბრძანებით, გ---------–---–ის წარმომადგენლის მ-------------------ძის განცხადება დაკმაყოფილდა და არარად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 08 ივნისის №-------- განკარგულება გ----------------–---–-ს სარგებლობაში არსებული ბინის, მდებარე: თ---–------–-------------, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 10 მაისს მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 მაისის №------ ბრძანებით შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ ბრძანების მოქმედება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მაისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 03 ოქტომბრის №------ ბრძანებით, გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს 2017 წლის 10 მაისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივრის საქმის განხილვა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №----- ბრძანების კანონიერების თაობაზე, გადაიდო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №---------), გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №----- ბრძანება, ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ გადაწყვეტილება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 03 ოქტომბრის №------ ბრძანება. სასამართლო აქვე იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდნენ მოსარჩელეები 2017 წლის 10 მაისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე (ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ), ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 მაისის №------ ბრძანებით ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედება შეჩერებულ იქნა მოსარჩელეების 2017 წლის 10 მაისის №----------------- ადმინისტრაციულ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 03 ოქტომბრის №------ ბრძანებით, მ---------------–---–-სა და გ----------------–---–-ს 2017 წლის 10 მაისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივრის საქმის განხილვა გადაიდო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის №----- ბრძანების კანონიერების თაობაზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 03 ოქტომბრის №------ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №---------). შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით თავისთავად წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს, რის გამოც მისი ძალადაკარგულად გამოცხადება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს. რაც შეეხება, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე გამოცემულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 მაისის №------ ბრძანებას, ეს უკანასკნელი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ვინაიდან არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები და ამასთან, სახეზე არ იყო ზემოხსენებული ბრძანების თაობაზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ იურდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. იურიდული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში. ასევე სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა შეეძლოს მიღწევა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მითითებულ სამართლებრივ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში არ იკვეთება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის №--- ბრძანების მიმართ მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესი და მიყენებული ზიანი, კერძოდ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოსარჩელეებისთვის არ წარმოშობს რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის №--- ბრძანება, რომლითაც გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს 2017 წლის 10 მაისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 მაისის №------ ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის №------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, გამოცხადდა ძალადაკარგულად, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ----------------–---–-სა და მ---------------–---–-ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი